გვყავს ხელისუფლება, რომელიც უარს აცხადებს ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაციების შესრულებაზე, აძლიერებს გირგვლიანის სანქცირებულ მოსამართლეს, იქვემდებარებს ცესკოს, სებ-ს, ვენეციის კომისიის დასკვნის მიუხედავად, იღებს დეოლიგარქიზაციის პროექტს - ეს ევროკომისიისგან დადებითი შეფასების მოლოდინს არ ქმნის, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა და პარლამენტის დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა ბრიუსელში და სტოკჰოლმში დაგეგმილი შეხვედრების კომენტირებისას განაცხადა, სადაც ევროკომისია ევროკავშირის ელჩებსა და ე
პარტიამ “საქართველოსთვის” ქალთა ორგანიზაცია დააფუძნა, - ამის შესახებ პარტიის ოფიციალურ "ფეისბუქ" გვერდზე ვკითხულობთ.
განცხადებას planeta.ge უცვლელად გთავაზობთ:
ქალთა გაძლიერების პლატფორმის ინიციატივითა და პარტია “საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით პარტიის ქალთა ორგანიზაცია დაფუძნდა.
ქალთა ორგანიზაცია 2022 წლიდან პლატფორმის სტატუსით იყო წარმორდგენილი, რომელმაც ქვეყნის 7 რეგიონში ქალთა საჭიროებების კვლევა განახორციელა.
ქალთა ორგანიზაციის შექმნ
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 20 ივნისს ღამით რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის 30 დრონიდან 28 გაანადგურეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.
„ღამით, რუსმა ტერორისტებმა უკრაინაზე კიდევ ერთი მასიური სარაკეტო და საჰაერო დარტყმა განახორციელეს. წინასწარი მონაცემებით, მტრის მიერ გაშვებული Shahed-ის 30 დრონიდან 28 განადგურებულია“, - აცხადებენ გენშტაბში.
ასევე, მათივე ინფორმაციით, ზაპოროჟიესა და მის შემოგარენში რუსულმა ძალებმა S-300 ტიპის 7 რაკეტა გამო
უკრაინელმა ჯარისკაცებმა, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, 1 010 რუსი ჯარისკაცის ლიკვიდაცია განახორციელეს და რუსული ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგებმა უკრაინაში 221 460-ს მიაღწია, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.
ამასთან, უწყების ცნობით, უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 3 997 ტანკს, 7 750 ჯავშანმანქანას, 3 888 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 314 საბრძოლო თვითმფრინავს და 306 ვერტმფრენს, 6 645 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 18 გემს/ნავს,
რაც უფრო დიდი ხანი იქნება ოცნება ხელისუფლებაში, მით უფრო საშიში გახდება ქალაქში ცხოვრება, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი წერს.
მისი განცხადებით, ხელისუფლება ორგანიზებულ ძალადობრივ დაჯგუფებად არის გადაქცეული.
"ერთადერთი მორალური უპირატესობა ჰქონდათ 2011-2012 წლების ნაცმოძრაობისგან და ისიც წაშალეს, უფრო მეტიც, გაცილებით საშიშები არიან ადამიანებს შორის ისეთ დონეზე აღვივებენ შუღლს.", - წერს
ილია ჭავჭავაძის გამზირზე ლევან ბერძენიშვილს თავს დაესხნენ. როგორც ბერძენიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ქუჩაში გავიდა.
მისივე თქმით, თავს ახალგაზრდა მამაკაცი დაესხა, რომელმაც მიმართა სიტყვით „მოღალატე“ და კვერცხი ესროლა.
„ილიას უნივერსიტეტიდან გამოვედი, ლექციიდან, მივდიოდი მანქანისკენ. ქუჩაში შემხვდა მოქალაქე, დაახლოებით, „პიქსელის“ შენობასთან. მან დაიწყო ჩემი მისამართით - „მოღალატე“, „ერეკლე“, შენი დედა და ა.შ. როგ
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, რუსული ძალები უკრაინელებს მნიშვნელოვან წინააღმდეგობას უწევენ, რის გამოც, მათ მძიმე ბრძოლა ელით.
„უნდა გვესმოდეს, რომ მტერი ადვილად არ დანებდება. უნდა განვეწყოთ იმისთვის, რომ ეს იქნება ძალიან მძიმე ბრძოლა. რეალურად, ეს არის ის, რაც ახლა ხდება“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.
მისივე თქმით, უკრაინელ სამხედროებს უჭირთ სამხრეთით წინსვლა მტრის წინააღმდეგობისა და ნაღმების გამო. ამავე დროს, ანა მალიარმა ხაზი გაუსვა, რო
2023 წლის გასული 5 თვის მდგომარეობით, რუსეთში წყნარი ღვინოების მიწოდების კუთხით საქართველო ლიდერობს. ამ მაჩვენებელში საქართველომ იტალიას გაუსწრო.
ინფორმაციას ამის შესახებ, რუსეთის საბაჟო ორგანოებზე დაყრდნობით, რუსული გამოცემა „კომერსანტი“ ავრცელებს.
რუსეთში ქართული ღვინის იმპორტი 63%-ით გაიზარდა და 24 მილიონ ლიტრს გადააჭარბა. ამავე დროს რუსეთში იტალიური ღვინის 23,4 მილიონი ლიტრი შემოიტანეს - მიწოდება 31%-ით არის გაზრდილი. გაზრდილია იმპორტი სხვა ქვეყნებიდანაც - ესპანეთი, საფრანგეთი და პ
ტერორისტულ რუსეთს, დღეს აქვს ორჯერ უფრო მეტი გავლენა ჩვენს ეკონომიკაზე, ვიდრე 2 წლის წინ ჰქონდა - ორიოდ დღის წინ გამოქვეყნდა საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს თუ რამდენად დამოკიდებული ხდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა რუსეთზე, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი ბექა ლილუაშვილი წერს.
მისივე განცხადებით, ეს ხელისუფლება უკიდურესად საშიში გახდა, როგორც სახელმწიფოებრიობისთვის, ასევე ხალხის კეთილდღეობისთვისაც.
"როგორც
ვრცელდება ინფორმაცია ლევან ბერძენიშვილზე თავდასხმის შესახებ, რაც ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. მოვუწოდებ სამართალდამცავებს, მოახდინონ მყისიერი და ეფექტიანი რეაგირება, - ამის შესახებ სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, დემოკრატია გულისხმობს იმ ადამიანების ერთობლივ მშვიდობიან თანაცხოვრებას, ვისაც განსხვავებული აზრები გააჩნიათ.
„ვრცელდება ინფორმაცია ლევან ბერძენიშვილზე თავდასხმის შესახებ, რაც ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. დემოკრატია გულისხმობს იმ ად
ევროკომისია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიერ რეფორმების კუთხით მიღწეულ პროგრესთან დაკავშირებით ზეპირ ანგარიშს 22 ივნისს წარადგენს, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრესრელიზშია აღნიშნული.
ევროპულ საბჭოში აცხადებენ, რომ ანგარიშის წარდგენა 22 ივნისს ევროკავშირის გენერალურ საქმეთა საბჭოზე მოხდება.
ცნობილია, რომ საქართველოს მიერ წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად ევროკავშირის მიერ გაცემული 12 პრიორიტეტის შესრულებასთან დაკავშირებულ ოფიციალურ ანგარიშს ევროკომისია ოქტომბერში წარად
Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 90% — ევროკავშირში, 85% კი ნატოში გაწევრიანებას ემხრობა.
ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მოწინააღმდეგეთა რაოდენობა, შესაბამისად, 10 და 15 პროცენტია.
გამოკითხულთა 78% ამბობს, რომ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება უკეთ იქნება უზრუნველყოფილი მჭიდრო ურთიერთობებით დასავლეთთან, 13%-ის აზრით — რუსეთთან, ხოლო 9% ფიქრობს რომ არცერთთან.
84%-ის აზრით, რუსეთის აგრესიული რეაქცია საქართველოს ევროკავშირსა დ
სახელმწიფოს 2019 წლის 20-21 ივნისის აქციის დარბევსიას დაზარალებული პირისთვის სიცოცხლის ბოლომდე ყოველთვიური სარჩოს გადახდა დაეკისრა. ამის შესახებ ინფორმაციას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.
საიას ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ თითქმის 2.5-წლიანი განხილვის შემდეგ მიიღო, რომლითაც მათი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
საიას ინფორმაციით, მოპასუხეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა დაზარელებულისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება 30
უკვე მეორე დღეა, რაც მაშველები ეძებენ ტურისტულ წყალქვეშა ნავს, რომელსაც ვიზიტორები ჩაძირულ „ტიტანიკთან“ მიჰყავდა. ნავი კომპანია „ოუშენ გეითს“ ეკუთვნის.
სხვადასხვა საერთაშორისო მედიის ცნობით, ხომალდთან კონტაქტი მისი გაშვებიდან 1 საათსა და 45 წუთში გაწყდა. აშშ-ის სანაპირო პოლიციის ცნობით, წყალქვეშა ნავზე ცხოვრებისთვის აუცილებელი რესურსი, მათ შორის, ჟანგბადი არის, თუმცა დაახლოებით 70-96 საათისთვის არის საკმარისი.
BBC-ის თანახმად, არსებული ცნობით, გემზე ამჟამად 5 ადამინი იმყოფება, მ
თბილისის მერია გეგმავს, რომ ქალაქში ახალი 18-მეტრიანი 160 ავტობუსი შემოიყვანოს. ამისთვის, უწყებამ კონსოლიდირებული ტენდერი გამოაცხადა, რომელიც „თეგეტა მოტორსმა“ მოიგო.
ხელშეკრულების თანახმად, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების საიტზე გამოქვეყნდა, ერთი ავტობუსის ღირებულება, ავტობუსის ფლობის ფასის ჩათვლით, 1 618 759 ლარია. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება 89 მილიონ ევროს აღემატება.
ხელშეკრულების თანახმად, „თეგეტა მოტორსი“ ვალდებულია, რომ 2024 წლის 1 აპრილამდე ეტაპობრივად 50 ერთეული ავტობუსი შ
„მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია პირად „ფეისბუკ“ გვერდზე განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ დავას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გააგრძელებს:
„შემდეგი გაჩერება – სტრასბურგი! რამდენი დროც არ უნდა დამჭირდეს, რა ძალისხმევადაც არ უნდა დამიჯდეს, ჩემს სიმართლეს მაინც დავამტკიცებ. ჯერ – ჩემს სიმართლეს, შემდეგ – სხვების დანაშაულს!“ — აცხადებს ნიკა გვარამია.
„მთავარი არხის“ დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სარჩელი უზენაესმა სასამართლომ დაუშ
ჭიათურიდან ჩამოსული მაღაროელები მეორე დღეა, თბილისში აქციას მართავენ. მათ 20 ივნისს პარლამენტის შენობიდან „ჯორჯიან მანგანეზის" სათავო ოფისამდე მსვლელობა მოაწყვეს. გაფიცული მაღაროელები კვლავ პარლამენტთან გეგმავენ დაბრუნებას. ისინი მოქალაქეებს 18:00 საათიდან რუსთაველის გამზირზე შეკრებისკენ მოუწოდებენ.
„ყველას, ვისაც მძიმე და უსამართლო შრომით პირობებზე გული შესტკივა, შემოგვიერთდით", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
მაღაროელებმა ძირითადი მოთხოვნა, რომელიც ხელფასის 40%-ით ზრდას ითვალ
რუსეთში, ტამბოვის ოლქის ქალაქ კოტოვსკში, დენთის ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას სააგენტოები ავრცელებენ საგანგებო სამსახურებზე დაყრდნობით. ბოლო მონაცემებით, დაშავებულია 12 ადამიანი.
გამოცემა „ბაზაც“ ოთხ დაღუპულზე იტყობინება. მისი ინფორმაციით, აფეთქება მე-3 საამქროში მოხდა მოსკოვის დროით დაახლოებით 14:00 საათზე. აფეთქების შემდეგ შენობაში გაჩნდა ხანძარი, რომელიც, როგორც იტყობინებიან, სწრაფად ჩააქრეს.
აფეთქების გამომწვევი მიზეზის შესახებ ინფორმაცია ჯ
რადიო თავისუფლების წინასწარი ინფორმაციით, 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით ევროკომისიის ზეპირ მოხსენებაში, რომელსაც ამ კვირაში უნდა მოუსმინონ, შემდეგი ასპექტები იქნება:
12-დან სამი რეკომენდაცია სრულადაა შესრულებული;
საქართველომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს პოლიტიკურ დეპოლარიზაციას, სასამართლო რეფორმებს, დეოლიგარქიზაციასა და მედიის თავისუფლებას.
რატომ ახლა?
ამ კვირაში ევროკომისია შეაფასებს საქართველოს, უკრაინისა და მოლ
მოქალაქე სოციალურ ქსელში წერს, რომ თბილისში, საცხოვრებელ ბინაში მეზობელი მას და მამამისს თავს დაესხა და დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.
შსს-მ კაცი უკვე დააკავა და ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.
შემთხვევა 18 ივნისს მოხდა. მოქალაქე წერს, რომ შუაღამისას, მის ბინაში შემოვიდა 25 წლის კაცი და სცადა მამა-შვილის მოკვლა. ის სოციალურ ქსელში ფოტო- და ვიდეომასალასაც აქვეყნებს, რომელსაც შინაარსის სიძიმის გამო „პუბლიკა“ მასალას
მარტის აქციების შემდეგ დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამამ, ბექა გრიგორიადისმა, რომელიც თითქმის ერთი თვეა პარლამენტის მიმდებარედ აქციას მართავს, თვალები და პირი ამოიკერა. ვიდეომიმართვა სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა.
„ზუსტად 19 რიცხვში ჩამოვიდნენ ჩვენი ძმები, მაღაროელები. ღმერთმა გაუმარჯოთ, 2-3 წამში კარვები დადგეს. მე კიდევ 5 დღის განმავლობაში 150, 200 პოლიციელი – მაგათ მილიციელი დავარქვი, მარა უტყდებათ – მეჯაჯგურებოდა. მერე დამიჭირეს, ჯარიმაც დამაკისრეს… უბრალოდ, ხალხს უჩნდება განცდა,
თბილისში, პარლამენტის წინ ოთხმა მაღაროელმა შიმშილობა გამოაცხადა მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება.
მაღაროელმა ტარიელ მიქაცაძემ „პუბლიკას“ უთხრა, რომ 19:00-ზე პარლამენტთან აქცია გაიმართება.
ჭიათურაში მაღაროელები 7 ივნისიდან გაიფიცნენ. ნაწილმა მათგანი 13 ივნისიდან ჭიათურაში დაიწყო შიმშილობა. მათი მთავარი მოთხოვნა ხელფასების 20%-იანი მატებაა. კომპანიის მხრიდან მათთვის მიუღებელი შეთავაზების გამო მაღაროელთა ნაწილი თბილისში ჩამოვიდა და ოთხმა მათგანმა 21 ივნისიდან შიმშილობა დაიწყო
ჭიათურელმა მაღაროელებმა ხვალიდან, პარლამენტთან შიმშილობა დააანონსეს, – ამის შესახებ განცხადება დღეს საღამოს, საპროტესტო აქციაზე გაკეთდა.
მათი თქმით, შიმშილობა იქნება უვადო, იქამდე სანამ მოთხოვნები სრულად დაკმაყოფილებული არ იქნება.
დღეს გამართულ საპროტესტო აქციაზე მაღაროელებმა სტუდენტებს მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.
„ხელფასის 20%-იანი მატება, ძველი სამუშაო გრაფიკის დაბრუნება, ტექნიკის განახლება, ბიულეტენით სარგებლობის უფლება, შრომის უსაფრთხოების გაკონტროლება“, – ამ და სხვა მოთხოვნე
შიმშილობის მე-10 დღეს, ჭიათურაში მოშიმშილე ერთ-ერთი მაღაროელი შეუძლოდ გახდა და ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. ვიდეომასალა სოციალურ ქსელში, „მაღაროელის” გვერდზე ვრცელდება.
მე-16 დღეა ჭიათურელი მაღაროელები ჭიათურის მერიის წინ საპროტესტო აქციებს მართავენ და კარვები აქვთ გაშლილი.
ჭიათურაში მაღაროელები 7 ივნისიდან გაიფიცნენ. ნაწილმა მათგანი 13 ივნისიდან ჭიათურაში დაიწყო შიმშილობა. მათი მთავარი მოთხოვნა ხელფასების 20%-იანი მატებაა. კომპანიის მხრიდან მათთვის მიუღ
პოლიციამ ღამის კლუბში ტურისტებისგან დიდი ოდენობით თანხის დაუფლების საქმეზე 8 პირი დააკავა.
გამოძიების თანახმად, ერთ-ერთი ღამის კლუბის მფლობელებს – რ.მ.-ს და გ.ც.-ს ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, ტაქსის მძღოლებთან – ზ.დ., ა.დ. და მ.დ.-სთან შეთანხმებით, კონკრეტულ ბარში მიყავდათ ტურისტები, რომლებსაც აღნიშნულ ბარში დასაქმებული პერსონალის: დ.ბ.-ს., დ.ა.-ს და გ.კ-ს დახმარებით, თაღლითური გზით, მომსახურებასთან და შეკვეთილ პროდუქციასთან შეუსაბამო თანხას ახდევინებდნენ. ასევე, დაზარალებულებზე ახო