Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.108.101

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ვინ არ შეუერთდება პრეზიდენტის „ერთობის პლატფორმას“

პარტია „საქართველოსთვის“ პრეზიდენტის ინიციატივას მრავალპარტიული პლატფორმის შექმნის შესახებ არ შეუერთდება. ამის შესახებ დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა დაწერა. მისი თქმით, პარტია იზიარებს პრეზიდენტის დღევანდელ გზავნილებს, თუმცა არ ეთანხმება საერთო პლატფორმას ისეთ პარტიებთან, რომლებიც ევროპული მომავლის წინაპირობად მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას ასახელებენ. „გამარჯვების კოალიციაში“ ენმ-სთან ერთად მყოფმა გიორგი ვაშაძემ დღეს განაცხადა, რომ დიდი ერთობისთვის მნიშვნელოვანია, პრეზიდენტმა იფიქროს მიხეი

2022-2023 სასწავლო წელს, სწავლა ქვეყნის მასშტაბით 14 911-მა მოსწავლემ შეწყვიტა - მათგან 8 502 ბიჭი, 6 409 კი გოგოა

გასულ, 2022-2023 სასწავლო წელს, სწავლა ქვეყნის მასშტაბით 14 911-მა მოსწავლემ შეწყვიტა - მათგან 8 502 ბიჭი, 6 409 კი გოგოა. ყველაზე ბევრმა 3 808 მოსწავლემ სწავლა მე-10 კლასში შეწყვიტა. მათ შორის 2 439 ბიჭი და 1 369 გოგო იყო. სხვა კლასებში კი მოსწავლეთა მიერ სწავლის შეწყვეტის სტატისტიკა ასეთია: 1-ელი კლასი - 832 (449 ბიჭი, 383 გოგო); მე-2 კლასი - 1 137 (600 ბიჭი, 537 გოგო); მე-3 კლასი 1 008 (547 ბიჭი, 461 გოგო); მე-4 კლასი - 1 015 (523 ბიჭი, 492 გოგო); მე-5 კლასი 1 032 (573 ბიჭი, 459 გოგ

ბექა ლილუაშვილი - "ნაც.მოძრაობა" ვეტინგის საკითხს საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის იყენებს,  "ოცნება" ვეტინგის გამოყენებას უყურებს, როგორც შეუძლებელს, რადგან სჭირდება ჩინჩალაძე-მურუსიძეები სასამართლოში

"ერთის მხრივ "ნაც.მოძრაობა" ვეტინგის საკითხს საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის იყენებს, მეორეს მხრივ, კი "ოცნება" ვეტინგის გამოყენებას უყურებს, როგორც შეუძლებელს, რადგან სჭირდება ჩინჩალაძე-მურუსიძეები სასამართლოში."    ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/977075394086858/

„დონ ჩიჩოს“ შაურმაში მიკრობიოლოგიური დარღვევები გამოვლინდა – სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, „დონ ჩიჩოს“ შაურმაში აერობული მიკროორგანიზმები გამოვლინდა. უწყების ცნობით, ლაბორატორიიდან მიღებული დასკვნის თანახმად, გამოვლინდა მიკრობიოლოგიური დარღვევები. კერძოდ, ქათმის შაურმა და შაურმისთვის განკუთვნილი ქათმის შემწვარი ხორცი დაბინძურებული იყო მეზოფილურ-აერობული და ფაკულტატურ-ანაერობული მიკროორგანიზმებით; ასევე აღმოჩნდა კოაგულაზა, დადებითი სტაფილოკოკი და კოლიფორმები. კოლიფორმები გამოვლინდა სალათის ფოთოლშიც. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ს

გიორგი გახარია - იმპერიალისტური რუსეთის ბუნებრივი პოლიტიკური ინტერესია საქართველო, როგორც სუსტი ქვეყანა და არა  სახელმწიფო

"იმპერიალისტური რუსეთის ბუნებრივი პოლიტიკური ინტერესია საქართველო, როგორც სუსტი ქვეყანა და არა  სახელმწიფო. ეს რუსული პოლიტიკური აზრის ფუნდამენტია სამხრეთ კავკასიაში. როცა ვამბობთ, რომ დასავლეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, იმას გულისხმობს, რომ დასავლეთის ინტერესია საქართველო იყოს, ძლიერი, განვითარებული სახელმწიფო. როგორი რთულიც არ უნდა იყოს, მტერსაც უნდა ველაპარაკოთ. როდესაც საქმე ეხება საქართველოსთვის ისეთ ეგზისტენციალურ თემას, როგორიც ტერიტორიული მთლიანობაა, ჩვენ ეს ლაპარაკი მოგვიწევს. ამ ხე

კოკა კობალაძე - აქ არიან გულანთებული ახალგაზრდები, ეს არის ჩვენი მორალური უპირატესობა! (ვიდეო)

ჩვენ 8, 9, 10 მარტს, გასაგები ენით, ყველანაირად, ლეგიტიმურად და რითიც შეგვეძლო, ჩვენი მორალის ჩარჩოებში, გავაგებინეთ და გავეცით პასუხი ამ უკვე შემოტანილ კანონს და ეს პასუხი მემგონი ვერ გაიგო ხელისუფლებამ, ზოგადად ჩვენი ახალგარზდების, სუფთა სულის მქონე ადამიანების სიტყვა არ ესმის ამ ხალხს. აქ ვისაც ვუყურებ არიან გულანთებული ახალგაზრდები, ეს არის ჩვენი მორალური უპირატესობა!  კოკა კობალაძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForG

თამარ ხვედელიანი - კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობა” და რუსული კანონის ინიციატორი “ოცნება” ღია მოლაპარაკებებში შედიან, მათ დააინიცირეს ჩვენი გუნდის წევრების იმნპიჩმენტის პროცედურები რუსთავსა და ზუგდიდში (ვიდეო)

კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობა” და რუსული კანონის ინიციატორი “ოცნება” ღია მოლაპარაკებებში შედიან, მათ დააინიცირეს ჩვენი გუნდის წევრების იმნპიჩმენტის პროცედურები რუსთავსა და ზუგდიდში. ხვალ არის ჩანიშნული რიგგარეშე სხდომა რუსთავში, რომელზეც ჩვენ მივდივართ ჩვენს მხარდამჭერებთან ერთად, იმისთვის, რომ დავესწროთ სხდომას. თამარ ხვედელიანი, ქალთა ორგანიზაცია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/419493684031017/

აშშ-ის საელჩო - არჩევნების პატიოსნად ჩატარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რობინ დანიგანი და USAID-ის მისიის დირექტორი, ჯონ პენელი ISFED-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოში საარჩევნო პროცესის მონიტორინგში ISFED-ის მნიშვნელოვან საქმიანობაზე ისაუბრეს. „ნებისმიერ დემოკრატიაში სამოქალაქო საზოგადოება მნიშვნელოვან როლს ასრულებს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების მხარდასაჭერად. არჩევნების პატიოსნად ჩატარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქარ

“უჩა აბაშიძე ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე საუბრობს” – ომბუდსმენის აპარატი

სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა 9 მაისს დაკავებული მოქალაქეები მოინახულეს. მათ შორის, პოდკასტერი უჩა აბაშიძე. უწყების ცნობით, ის საუბრობს სამართალდამცველების მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ამის შესახებ ინფორმირებულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურიც. “დაკავებულმა [უჩა აბაშიძემ], სახალხო დამცველის რწმუნებულთან გასაუბრებისას აღნიშნა, რომ მისი სახლის ჩხრეკის პერიოდში იგი სისტემატურად ითხოვდა ადვოკატების შეშვებას, თუმცა უ

საქართველოს მთავრობა ვერ გაასულელებს თავის ხალხს – ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

„საქართველოს მთავრობა ვერ გაასულელებს თავის ხალხს,“ — განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სიმონას შატუნასმა ბრიუსელში, ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს (GAC) სხდომის დაწყებამდე. „ჩვენ გვჯერა, რომ ევროკავშირის გაფართოებისთვის სწორი დროა. და ივნისში უნდა გვქონდეს სამთავრობოთაშორისი კონფერენციები უკრაინასა და მოლდოვასთან. რაც შეეხება საქართველოს. ჩვენ აუცილებლად უნდა განვიხილოთ საქართველოს საკითხი. საქართველოს მთავრობა ვერ გაასულელებს თავის ხალხს. მათი უცხოელი აგენტების კანო

გიორგი გახარიას და მისი გუნდის წევრების შეხვედრა სამეგრელოში, ქ. მარტვილისა და სოფელ კურზუს მაცხოვრებლებთან (ფოტოები)

გიორგი გახარიას და მისი გუნდის წევრების შეხვედრა  სამეგრელოში, ქ. მარტვილისა და სოფელ კურზუს მაცხოვრებლებთან ბმული: https://www.facebook.com/GakhariaGiorgi/posts/986403836276370

გარემოს ეროვნული სააგენტო - 16-18 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4- ბალიანი შტორმული ღელვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16-18 ივნისს, საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია გამოიწვიოს წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება. (საფრთხის დონე საშუალო). იპნ

„დინამოს“ ლეგენდარული „ათიანი“, რომელსაც ესპანელმა ჟურნალისტმა „კავკასიელი ჯადოქარი“ უწოდა - 18 ივნისი დავით ყიფიანის დაბადების დღეა #1TVSPORT

დღეს, 18 ივნისს საქართველოს ეროვნული გუნდი არსებობის ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე თავის პირველ მატჩს გამართავს. „ჯვაროსნები“ თურქეთის ნაკრებს დორტმუნდში, „სიგნალ იდუნა პარკზე“ ეთამაშებიან. სიმბოლურია, რომ ეს ისტორიული მატჩი დავით ყიფიანის დაბადების დღეს, 18 ივნისს დაემთხვა. ქართული ფეხბურთის ლეგენდა, რომელიც თბილისის „დინამოს“ „ოქროს ხანის“ სიმბოლოდ იქცა, 1951 წელს თბილისში დაიბადა. ყიფიანმა „დინამოში“ 1971-1982 წლებში 351 შეხვედრა ჩაატარა და 126 გოლი გაიტანა. იყო სსრკ- ს ჩემპიო

პირველი და ისტორიული გამარჯვება ევროპის ჩემპიონატზე - საქართველოს ნაკრები მერვედფინალშია! [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალიასთან 2:0 მოიგო და ისტორიის ახალი ფურცელი გადაშალა. „ჯვაროსნები“ თავის პირველივე ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალში გავიდნენ! ფაქტები ხვიჩა კვარაცხელიამ კარიერაში პირველი გოლი გაიტანა დიდ ტურნირზე. მას საქართველოს ნაკრებში 33 მატჩში 16 გოლი აქვს გატანილი. ხვიჩა კვარაცხელიას გოლი ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში 5 ყველაზე სწრაფ გოლს შორის შედის. მან პორტუგალიის კარი მატჩის დაწყებიდან 92-ე წამზ

მიშა დაუშვილი - "ოცნებას" არ უნდა თვალი გაუსწოროს სიმართლეს, რომელიც მწარე და სამწუხაროა მათთვის - ისინი ქვეყანას აზიანებენ დ შედეგიც სახეზეა

გასაგებია, რომ “ოცნებამ” რაღაცით თავი უნდა იმართლოს და ეს ყველაფერი ვიღაცას უნდა დააბრალოს. არ უნდათ თვალი სიმართლეს გაუსწორონ, სიმართლეს, რომელიც მწარე და სამწუხაროა მათთვის - ისინი ქვეყანას აზიანებენ დ შედეგიც სახეზეა.   მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი.   ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1501187854118147

მილერი: გვაშფოთებს ამ კანონის აღსრულება იმ ორგანიზაციების მიმართ, ვინც ნებაყოფლობით არ დარეგისტრირდა

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის თქმით, „ჩვენ გვაშფოთებს ამ კანონმდებლობის აღსრულება იმ ორგანიზაციების მიმართ, ვინც ნებაყოფლობით არ დარეგისტრირდა”. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე „ამერიკის ხმის” დასმულ შეკითხვაზე პასუხად განაცხადა. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ურთიერთობების გადახედვის პროცესი გრძელდება და ის დამატებით ნაბიჯებს „არ გამორიცხავს”. ის იმეორებს, რომ სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის გადაწყვეტილებით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მრავლისმომცველი გად

ევროპარლამენტარი რიჰო ტერასი - საქართველოში მმართველი რეჟიმის ქმედებები არა უბრალოდ უნდა დავგმოთ, არამედ ძალიან ნათელი სიგნალი მივცეთ სანქციების დაწესებით - ოლიგარქ ივანიშვილით უნდა დავიწყოთ

საქართველოში მმართველი რეჟიმის ქმედებები არა უბრალოდ უნდა დავგმოთ, არამედ ძალიან ნათელი სიგნალი მივცეთ სანქციების დაწესებით და ხელმძღვანელით, ოლიგარქ ივანიშვილით უნდა დავიწყოთ. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რიჰო ტერასმა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. თავის გამოსვლაში მან ისაუბრა საქართველოში დემოკრატიასთან მიმართებით არსებულ ვითარებაზე და აღნიშნა, რომ მდგომარეობა უარესდება. ევროპარლამენტარის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის

პრეზიდენტი ე.წ. ტექნიკურ მთავრობას არჩევნებამდე წარადგენს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, 26 ოქტომბრის არჩევნებამდე ის ე.წ. ტექნიკურ მთავრობას წარადგენს. როგორც ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განმარტა, არჩევნებამდე „ტექნიკური მთავრობის“ წარდგენის მიზანი არის ის, რომ საზოგადოებამ იცოდეს, ვინ იქნება პასუხისმგებელი მთავრობაში. „თუმცა რჩება რაღაც ინტერპრეტაციები ერთ საკითხზე და მინდა, რადგან ანგარიშვალდებული ვარ საზოგადოების წინაშე და მივიჩნევ, რომ ეს ქარტია არის პასუხი საზოგადოების დაკვეთაზე, ყველაფერი იყო ნათელი. არ გვაქვს უფლე

ლევან გოგიჩაიშვილი - ივანიშვილმა აღიარა, რომ “ოცნების” სიძულვილის და ზიზღის კამპანიის უკან თავად დგას

ივანიშვილმა აღიარა, რომ “ოცნების” სიძულვილის და ზიზღის კამპანიის უკან თავად დგას. ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1670404106837331/

პრეზიდენტი - დიპლომატიის დღეს ვერ მოგილოცავთ! - თქვენ, საქართველოს დადუმებულო ელჩებო, ზიხართ ბრიუსელში, ვაშინგტონში, კიდევ რამდენ ევროპულ დედაქალაქში და რისთვის? - ისტორია არ დაგივიწყებთ!

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ დიპლომატებს დიპლომატიის დღეს ვერ მიულოცავს. პრეზიდენტი საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე განმარტავს, თუ რატომ არ აქვს ქართველი დიპლომატებისთვის მილოცვის სურვილი. "დიპლომატიის დღეს ვერ მოგილოცავთ! მიუხედავად იმისა, რომ 20 წლის წინ, სწორედ ჩემი ინიციატივით დაარსდა ეს მნიშვნელოვანი თარიღი, რომელიც უკავშირდება სულხან საბა ორბელიანის სახელს და მოღვაწეობას და ასეთ იუბილეს უნდა აღვნიშნავდეთ სიამაყით! მითუმეტეს, რომ სულხან საბა ჩვენი ევრო

თეონა აქუბარდია - ჟენევის დისკუსიებზე კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდა, რა დიდი საფრთხე შეუქმნა ივანიშვილმა საქართველოს ნამდვილ სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას - მოვუწოდებ ივანიშვილს, თქვას სიმართლე!

რუსეთმა არჩევნებიდან მალევე გამოავლინა უკმაყოფილება „ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის ვერ მიღებასთან დაკავშირებით, მიუხედავად ფაქტობრივად, საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების შეწყვეტილი შესაძლებლობისა - მოვუწოდებ ივანიშვილის „ოცნებას“, გამოვიდეს და უთხრას ხალხს სიმართლე! - ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თეონა აქუბარდიამ ბრიფინგზე განაცხადა. ის „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ილუზიების შექმნის ნაცვლად, ახსნას

გიორგი გახარია - მინდა ვთხოვო ჩვენს ქვეყანაში აკრედიტებულ ელჩებს, არ დაესწრონ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას, რათა „ქართულ ოცნებას“ მანიპულირების და სპეკულირების შესაძლებლობა არ მისცენ

მინდა ვთხოვო ჩვენს ქვეყანაში აკრედიტებულ ელჩებს, არ დაესწრონ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას, რათა არ მისცენ შესაძლებლობა „ქართულ ოცნებას“ მანიპულირების და სპეკულირების, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ამასთან, გახარიამ საქართველოს მოქალაქეებს და მხარდამჭერებს მოუწოდა, რომ იმ დღეს, როცა პარლამენტის პირველი სხდომა ჩატარდება „ყველამ ერთად გააგონოს საპროტესტო ხმა დღევანდელ ხელისუფლებას, რომ ამ არჩევნებს არ თვლიან, არც სამ

ბრიუსელში, ევროპარლამეტთან, ქართველი ემიგრანტები კარვებს შლიან და შიმშილობას იწყებენ

ბრიუსელში, ევროპარლამენტის შენობასთან, ქართველი ემიგრანტები კარვებს შლიან და შიმშილობას იწყებენ, იტყობინება მოძრაობა „ქარები“. გამოქვეყნებულ ვიდეოში ერთ-ერთი ემიგრანტი აღნიშნავს, რომ „პასუხი უნდა მოვთხოვოთ მათ, ვინც მოგვპარა რაღაც“. „ისტორიული დღეა. ევროპარლამენტის წინ ვშლით კარვებს ქართველები და ვიწყებთ შიმშილობას, კონკრეტული მოთხოვნით: არ აღიარონ გაყალბებული არჩევნების შედეგები, გამოფხიზლდეს დასავლეთი და დაასანქციროს ის პირები, ვინც გააყალბა არჩევნები“, – ამბობს იგი. დღეს, 25 ნ

გიორგი გახარია - ჩვენი გუნდის ათეულობით წარმომადგენელია უკანონოდ დაკავებული, ზოგს ჯერაც ვერ ვპოულობთ - სახალხო დამცველი არაფერს აკეთებს

დღეს საქართველოს სამარცხვინო სახალხო დამცველი ჰყავს, რამდენიმე საათი გავიდა და ოჯახები ეძებენ ასობით დაკარგულს, დაკავებულს და სხვადასხვა სამედიცინო უწყებაში მოხვედრილ ადამიანებს და სახალხო დამცველი სადარის არავინ არ ვიცით, - ამის შესახებ პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა. გიორგი გახარია საპროტესტო აქციაზე დაზარალებულ ადამიანებს თანადგომას უცხადებს და საზოგადოებას მოუწოდებს გვერდში დაუდგნენ იმ ადამიანებს, რომლებიც უკანონოდ დააპატიმრეს. „ჩვენი გუნდის რა

„უმოწყალოდ გვცემეს, 4-5 ადამიანი მირტყამდა. თავი მაქვს გატეხილი, კბილები ჩამტვრეული“ - მოქალაქე

მოქალაქე დავით ჯანიაშვილი „ტვ პირველთან“ საუბრისას ამბობს, რომ საპროტესტო აქციაზე, სპეცრაზმელებმა სასტიკად სცემეს. როგორც ის ჰყვება, ფიზიკური ძალადობა დაპატიმრების მომენტიდან დაიწყო და იზოლატორში შეყვანამდე გაგრძელდა. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ სამართლებრივი დახმარების ქსელის ადვოკატებზე დაყრდნობით ავრცელებს განცხადებას და ამბობს, რომ 2 დეკემბერს დაკავებული პირების უმეტესობა სასტიკად ნაცემია. დაკავებულების თქმით, მიკროავტობუსში მათ სულ მცირე ექვსი სპეცრაზმელი სცემდათ
×
×
  • შექმენი...