Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.131
  • comments
    0
  • views
    692.981

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ვოლოდიმირ ზელენსკი: ყოველ ათწლეულში რუსეთი იწყებს ახალ ომს. მოლდოვისა და საქართველოს ნაწილი კვლავ ოკუპირებულია. რუსეთმა სირია ნანგრევებად აქცია

სიძულვილი როდესაც იარაღდება ერთი ერის წინააღმდეგ, ის არასოდეს ჩერდება. ყოველ ათწლეულში რუსეთი იწყებს ახალ ომს. მოლდოვისა და საქართველოს ნაწილი კვლავ ოკუპირებულია. რუსეთმა სირია ნანგრევებად აქცია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „რუსეთი რომ არა, იქ, სირიაში ქიმიური იარაღი არასოდეს გამოიყენებოდა. რუსეთმა თითქმის გადაყლაპა ბელარუსი. ის აშკარად ემუქრება ყაზახეთს და ბალტიისპირეთის ქვეყნებს. ხოლო უკრაინის წინააღმ

ოლაფ შოლცი: საჭიროა, დაუყოვნებლივ შეწყდეს სამხედრო მოქმედებები მთიან ყარაბაღში

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ საჭიროა, დაუყოვნებლივ შეწყდეს სამხედრო მოქმედებები მთიან ყარაბაღში. მისივე თქმით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა უნდა მოაგვარონ უთანხმოება დიპლომატიური გზებით. შოლცმა ეს პოზიცია ნიუ იორკში გამართულ პრესკონფერენციაზე დააფიქსირა, სადაც გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესია მიმდინარეობს. „ჩვენ მხარს ვუჭერთ დიპლომატიურ მოლაპარაკებებს გულწრფელი მცდელობით, რათა მივიღოთ მშვიდობიანი, ორმხრივად შეთანხმებული გადაწყვეტა ყველა არსებული საკითხისთვის როგორც სო

საქართველოს მოქალაქემ პოლონეთში 45 წლის კაცი დაჭრა

პოლონეთში, საქართველოს მოქალაქემ, 51 წლის კაცმა, უკრაინის მოქალაქე, 45 წლის კაცი დაჭრა. ამის შესახებ ინფორმაცია პოლონურ მედიაში ვრცელდება. მედიის ცნობიით, შემთხვევა პოლონეთის ქალაქ ბოლშევოში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. ცნობილია, რომ დაჭრილს დაზიანებები კისრისა და ზურგის არეში აღენიშნება. დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი. ადგილობრივმა სასამართლომ კი საქართველოს მოქალაქეს 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

საქართველოდან თურქეთში არასრულწლოვნის თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა

საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში არასრულწლოვნის თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნული პირი სექსუალური ძალადობის მიზნით 16 წელს მიუღწეველი პირის თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ 2009 წლიდან იძებნებოდა. „თურქული მხარის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად

ალიევის ადმინისტრაცია სომხებს მოუწოდებს, „აწიონ თეთრი დროშა და იარაღი ჩააბარონ“

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ანტიტერორისტული ღონისძიების შესაჩერებლად, სომხურმა შეიარაღებულმა ჯგუფებმა უნდა ჩააბარონ იარაღი, წინააღმდეგ შემთხვევაში ანტიტერორისტული ღონისძიებები ბოლომდე გაგრძელდება. „სომხეთის მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შექმნილი და დღემდე მხარდაჭერილი არალეგალური რეჟიმის მოწოდებასთან დაკავშირებით „მოლაპარაკებების დაწყების“ შესახებ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკ

თეიმურაზ ხიშბა: სოხუმის აეროპორტის გახსნა 2025 წელს იგეგმება

ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებულმა ტურიზმის მინისტრმა თეიმურაზ ხიშბამ ყაზახეთში გამართულ ტურისტულ ფორუმზე განაცხადა, რომ სოხუმის აეროპორტის გახსნა 2025 წლისთვის იგეგმება. ,,დარწმუნებული ვარ, ეს გაზრდის ჩვენი სტუმრებისთვის შესაძლებლობებს, გაფართოვდება ტურისტების გეოგრაფია. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ტურიზმი დღეს დინამიკურად ვითარდება", - განაცხადა ხიშბამ. ამასთან, მან ხაზი გაუსვა ,,რუსეთის მნიშვნელოვან როლს აფხაზეთის უსაფრთხოებისა და რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უზრუნველ

დრანდის ციხიდან გაქცეული პატიმარი დააკავეს

ოკუპირებულ აფხაზეთში ციხიდან გაქცეული მამაკაცი დააკავეს. ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ძებნილი 18 სექტემბერს, დილის 7 საათზე, სოფელ კამანის მახლობლად დააკავეს. სოფელ იაშთუხის მკვიდრი, 35 წლის გურგენ კირაკოსიანი დრანდის ციხიდან 13 აგვისტოს გაიქცა. ის ,,მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების" ბრალდებით იყო დაკავებული. ამჟამად კირაკოსიანი დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.

ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების საკითხის შესწავლა მოკვლევის ეტაპიდან გამოძიების ეტაპზე გადავიდა

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების საკითხის შესწავლა მოკვლევის ეტაპიდან გამოძიების ეტაპზე გადავიდა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მოპოვებულ, მათ შორის უცხოეთის შესაბამისი კომპეტენტური ორგანოებიდან გამოთხოვილ მტკიცებულებებს, მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება და მასზე მოხდება ეფექტიანი სამართლებრივი რეაგირება. „რაც შეეხება ამერიკის შეერთებული შ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებლის მშენებლობას იწყებს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებლის მშენებლობას იწყებს. სამშენებლო სამუშაოების განხორციელებაზე ტენდერი უკვე გამოცხადდა. 300-მდე სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებელი, მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის ტერიტორიაზე განთავსდება.  

მარია ზახაროვა: შეერთებულმა შტატებმა სომხეთი გეოპოლიტიკური თამაშების მსხვერპლად აირჩია

შეერთებულმა შტატებმა სომხეთი გეოპოლიტიკური ნულოვანი ჯამის თამაშების მსხვერპლად აირჩია, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხდა. „ჩვენ არ გვქონია ილუზია ვაშინგტონის რეალურ მიზნებზე პოსტსაბჭოთა სივრცეში და განსაკუთრებით ამიერკავკასიაში. ამაზე არ გვილაპარაკია? – მაქსიმალური ზიანი მიაყენოს რუსეთის პოზიციას და მის კავშირებს თავის უახლოეს მოკავშირეებთან. და აქ აღარ აქვს მნიშვნელობა შედეგებს, მიზნებს, ამოცანებს, თანმდევ ხარჯებს. დაარ

შარლ მიშელი: აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ამის შესახებ მიშელი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს. „დღეს გამანადგურებელი ამბები მოდის ყოფილი მთიანი ყარაბაღის ოლქიდან. აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, რათა შესაძლებელი გახდეს ნამდვილი დიალოგი ბაქოსა და ყარაბაღელ სომხებს შორის“, – წერს მიშელი. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ გან

პროკურატურის ცნობით ოთარ ფარცხალაძეს მიხეილ სააკაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეებთან არანაირი შეხება არ ჰქონია

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს მიხეილ სააკაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეებთან არანაირი შეხება არ ჰქონია. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ოთარ ფარცხალაძემ თანამდებობა 2013 წელს დატოვა, ხოლო პირველად სისხლისსამართლებრივი დევნა მიხეილ სააკაშვილის მიმართ 2014 წლის 28 ივლისს დაიწყო. „ამ ცილისმწამებლური კამპანიის მთავარი ხაზი სწორედ ოთარ ფარცხალაძის ამ საქმესთან დაკავშირებაა, რაც მარტივად გარკვევად

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, 2024 წლის არჩევნებზე ხალხს არჩევანის გაკეთება მოუწევს ქვეყნის რეალურ სუვერენიტეტსა და იმ უსიტყვო მორჩილებას შორის, რითაც დღემდე ცხოვრობდა

ფაქტობრივად დაიწყო წინასაარჩევნო წელი და 2024 წლის შემოდგომაზე ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ უმნიშვნელოვანესი არჩევანის წინაშე დადგება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე „ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. მისი თქმით, ხალხს არჩევანის გაკეთება მოუწევს ქვეყნის რეალურ სუვერენიტეტსა და იმ უსიტყვო მორჩილებას შორის, რითაც დღემდე ცხოვრობდა საქართველო. „ახალ უმკაცრეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც პროცესები ჯერ მხოლოდ ირევა და

ირაკლი ზარქუა: ხაბე არ მოგწონთ და ვაშაძე დაისვით თავზე, ადგილიც წაურთმევია, ხაბეს ადგილას იჯდა

დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პაატა მანჯგალაძესა და უმრავლესობის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. კამათი ოთარ ფარცხალაძისთვის სანქციების დაწესების საკითხზე მანჯგალაძის რეპლიკას მოჰყვა. ,,პატივცემული ზარქუა იქამდე მივიდა, რომ ფარცხალაძეზე თქვა კაცური კაციაო. თურმე ფარცხალაძე ყოფილა მაგარი კაცი. მე ახლა ვსვამ კითხვას: ადამიანი, რომელიც მხილებულია ჯაშუშობაში, რომელიც წინა ცხოვრებაში იყო ,,ბოტასების" ქურდი, რომელი თქვენგანისთვის არის მაგარი კაცი, თუ შეიძლება ხელი აწიეთ. თქვენის

ირაკლი კობახიძე: ოპტიმიზმით ველოდები აშშ-ის ახალ ელჩს, იმედი მაქვს, რადიკალურად შეცვლის იმ პოლიტიკას, რომელსაც მისი წინამორბედი აწარმოებდა

ოპტიმიზმით ველოდები ახალ ელჩს, ქალბატონ რობინ დანიგანს. იმედი მაქვს, ის რადიკალურად შეცვლის იმ პოლიტიკას, რომელსაც მისი წინამორბედი, კელი დეგნანი აწარმოებდა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოში კელი დეგნანის საქმიანობა კონტრპროდუქტიული იყო. „იცით, რომ ყოფილმა ელჩმა ძალიან უარყოფითი როლი შეასრულა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით. სამწუხაროდ, მისი საქმიანობა კონტრპროდუქტიული იყო. ძალიან დიდი

მიხეილ დაუშვილი: თუ მართლა გინდათ პოლიტიკურ კორუფციას ებრძოლოთ, ნუ უშლით ხელს „ქოლცენტრებთან“ დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას

იმისათვის, რომ ქვეყანა რეალურად განვითარდეს და მოქალაქეებმა მეტი სარგებელი და კეთილდღეობა მიიღონ, ამას ევროინტეგრაცია სჭირდება - ევროინტეგრაციას კი სჭირდება კონკრეტული რეკომენდაციების შესრულება, - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“ წევრმა მიხეილ დაუშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ერთ-ერთი პირველი შესასრულებელი რეკომენდაცია დეოლიგარქიზაციაა. „დეოლიგარქიზაციის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტებით

ირაკლი კობახიძის თქმით მმართველმა პარტიამ პარტნიორების წინაშე დეტალური გეგმა წარადგინეს და ყველაფერს 100 პროცენტით ასრულებენ

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტი დღეს დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს მესამე მოსმენით განიხილავს და, შეთანხმების შესაბამისად, საპარლამენტო უმრავლესობა კენჭისყრაზე მას მხარს არ დაუჭერს. ასევე, მისი თქმით, ყველა პუნქტთან დაკავშირებით შესრულდება ევროკომისიის რჩევა. „მესამე მოსმენაა და მარტივია მისი განხილვა, წესით, გავა და დღესვე დადგება კენჭისყრაზე, შესაბამისად, უმრავლესობა მას მხარს არ დაუჭერს ამ შეთანხმების შესაბამისად. რაც შეეხება დანარჩ

მიხეილ სააკაშვილი: პროკურორი, რომელმაც ჩემზე საქმეები აღძრა, „ეფესბეს” პირდაპირი აგენტი აღმოჩნდა

ფარცხალაძე, პროკურორი, რომელმაც ჩემზე საქმეები აღძრა, „ეფესბეს” პირდაპირი აგენტი აღმოჩნდა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც ის აღნიშნავს, პუტინი საქართველოს ყველა ხელისუფლებას სთხოვდა ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელის დანიშვნას, რაზეც მიხეილ სააკაშვილისგან უარი მიიღო. „ფარცხალაძე, პროკურორი, რომელმაც ჩემზე საქმეები აღძრა, “ეფესბეს” პირდაპირი აგენტი აღმოჩნდა. მინდა ვკითხო ტელევიზიით გამოსულ პოლიტიკოსებს - თუნდაც ეს ფაქტი არ ა

ირაკლი კობახიძე - რადიკალურ ოპოზიციას სურს, არ მივიღოთ სტატუსი, რათა შემდეგ სცადონ ქვეყანაში ვითარების არევა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რადიკალურ ოპოზიციას არ სურს, ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს და ამაზე მიუთითებს მათი მოქმედებები. „ერთადერთი, რაც უნდა რადიკალურ ოპოზიციას, არის, როგორმე ჩვენ არ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. გახსოვთ ამასთან დაკავშირებით გუშინდელი წამოცდენებიც. მათ აქვთ ერთადერთი თვითმიზანი, რომ ქვეყანამ დეკემბერში არ მიღოს კანდიდატის სტატუსი, რათა შემდეგ დეკემბერში – ან მანამდე, ოქტომბრიდან – სცადონ რაღაცნაირად ქვეყანაში ვითარების არევა.

სომხეთის მხარე აცხადებს, რომ მთიან ყარაბაღში მათ არმია არ ჰყავთ

აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღის ,,ტერიტორიიდან სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებების განიარაღებისა და გაყვანისთვის" დაწყებული ,,ანტიტერორისტული" ღონისძიებების პასუხად სომხეთი ამბობს, რომ ყარაბაღში ჯარები არ ჰყავს. ერევანი ამტკიცებს, რომ აზერბაიჯანის ოფიციალური უწყებებისა და მასმედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მთიან ყარაბაღში სომხეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო აღჭურვილობა და პერსონალია განთავსებული სიცრუეა. ,,სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრომ არაერთხელ

აზერბაიჯანული მედიის ცნობით თურქეთი მათ მხარდაჭერას უცხადებს

თურქეთი დღეს, როგორც ყოველთვის, აზერბაიჯანის გვერდით დგას, - აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა იაშარ გიულერმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. მათივე ცნობით, სატელეფონო საუბრის დროს თურქეთის თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანს მხარდაჭერა გამოუცხადა.

კახა კალაძე - მინდა, მივმართო თბილისის მოსახლეობას, ოჯახებს, რომლებიც ავარიულ კორპუსებში ცხოვრობენ, იაქტიურეთ, მიმართეთ თქვენივე რაიონის გამგეობას

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში დაწყებულ მორიგ პროექტს გაეცნო. სამგორის რაიონში, კერძოდ, კალოუბნის N18-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი უკვე დაწყებულია და 30 თვეში ამჟამად ქირით უზრუნველყოფილი 29 ოჯახი ახალაშენებულ სახლში, გარემონტებული საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდება. „დედაქალაქში, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ავარიული შენობა-ნაგებობა გვაქვს, რომელთაც ავარიულობის სხვადასხვა კატეგ

სომხური მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმია ყარაბაღში ქალაქ სტეფანაკერტს ბომბავს

სომხური მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმია ყარაბაღში ქალაქ სტეფანაკერტს ბომბავს. სომხურ მედიასთან საუბარში არაღიარებული ყარაბაღის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დაბომბვა უკვე ნახევარი საათია, გრძელდება და არ არის კავშირი რეგიონში. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ აზერბაიჯანმა ყარაბაღში ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიებები დაიწყო.

ჯო ბაიდენის შვილი, მისი საგადასახადო ინფორმაციის უკანონოდ გასაჯაროების გამო, აშშ-ის შემოსავლების სამსახურს უჩივის

ჯო ბაიდენის შვილი, ჰანთერ ბაიდენი, მისი საგადასახადო ინფორმაციის უკანონოდ გასაჯაროების გამო, აშშ-ის შემოსავლების სამსახურს უჩივის. სარჩელი ორი ოფიცრის მიმართ არის შედგენილი, რომლებმაც კონგრესს ჩვენება მისცეს ჰანთერ ბაიდენის ბიზნესგარიგებების შესახებ მიმდინარე გამოძიების დეტალებთან დაკავშირებით. სარჩელში ბაიდენის ადვოკატები ირწმუნებიან, რომ ამით მათი კლიენტის პირადი ცხოვრების კონფიდენციალურობა დაირღვა. ჰანთერ ბაიდენი კომპენსაციის სახით 1000 დოლარის ოდენობით თანხას, ასევე იურიდიული ხარჯე

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე ორი პირი ამხილა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო და ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა ორი პირის მიმართ დაიწყო. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობისათვის საჭირო შესაბამისი გამოცდილების ხელოვნურად დადასტურებ
×
×
  • შექმენი...