Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    900.094

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

მოსკოვში ამბობენ, რომ „ზემო ლარსზე რუსეთი ეკონომიკურ ბლოკადას არღვევს“

„ზემო ლარსზე [რუსეთ-საქართველოს საზღვარზე] მიმდინარეობს ეკონომიკური ბლოკადის გარღვევა“, – განაცხადა რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან დავიდოვმა. „ახლა ზემო ლარსზე მიმდინარეობს ჩვენთვის ევროპის ქვეყნების მიერ მოწყობილი ეკონომიკური ბლოკადის გარღვევა. „ჩრდილოეთი-სამხრეთის“ კორიდორით 15 მილიონი ტონა ტვირთის გატარება შეგვიძლია“, – ციტირებს მას „რია ნოვოსტი“. მისი განცხადებით, წინა, 2022 წლის 5,5 თვის განმავლობაში [რომელი თვეების, დავიდოვს არ

მოსკოვში Novaya Gazeta-ს რედაქტორი დააკავეს

მოსკოვში Novaya Gazeta-ს მთავარი რედაქტორი, სერგეი სოკოლოვი დააკავეს – ინფორმაციას გამოცემა თავად ავრცელებს და აღნიშნავს, რომ უცნობია, რომელ განყოფილებაში ჰყავთ ის გადაყვანილი. მედიის ცნობით, სოკოლოვის წინააღმდეგ შედგა ადმინისტრაციული ოქმი რუსული არმიის „დისკრედიტაციის” შესახებ და მას, შესაძლოა, 50 ათასი რუბლის ოდენობით ჯარიმა დაეკისროს. Novaya Gazeta-ს ცნობით, მისი პროცესი პერკოვსკის სასამართლოში გაიმართება, თუმცა დრო უცნობია – მათივე განცხადებით, საქმე გამოცემის ერთ-ერთ მასალას ეხება

მოსკოვისა და ვორონეჟის ოლქებში „კონტრტერორისტული რეჟიმი“ გამოაცხადეს

რუსეთის ხელისუფლებამ დედაქალაქ მოსკოვში, ასევე მოსკოვისა და ვორონეჟის ოლქებში 24 ივნისის დილიდან „კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი“ გამოაცხადა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ დაპირისპირება რუსეთის არმიის ხელმძღვანელობასთან და ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით ქალაქ დონის როსტოვის დაკავება. „ვაგნერმა“ თავის საბოლოო მიზნად მოსკოვამდე ჩასვლა და თავდაცვის მინისტრის, ასევე გენშტაბის ხელმძღვანელის დაკავება დაისახა. „კონტრტერორისტული ოპერაციის რ

მოსკოვის ყოფილმა მთავარმა რაბინმა ებრაელებს რუსეთის დატოვებისკენ მოუწოდა

მოსკოვის ყოფილმა მთავარმა რაბინმა ფინჰალს გოლდშმიდტმა ებრაელებს მოუწოდა, დატოვონ რუსეთი, სანამ ისინი „განტევების ვაცად“ არ აქციეს უკრაინის ომით გამოწვეული გაჭირვებისთვის. "თუ გადავხედავთ რუსეთის ისტორიას, დაინახავთ, რომ ყოველთვის, როდესაც ქვეყნის პოლიტიკურ სისტემას საფრთხე ემუქრებოდა, მთავრობა მასების რისხვისა და უკმაყოფილების გადატანას ებრაულ საზოგადოებაზე ცდილობდა. ასე მოხდა ცარიზმის დროს და სტალინური რეჟიმის ბოლოს", - აღნიშნა გოლდშმიდტმა The Guardian-თან ინტერვიუში. მისივე თქმით, რუ

მოსკოვის ტერაქტის მსხვერპლი 139 ადამიანი გახდა — დასრულდა სამძებრო-გაწმენდითი სამუშაოები

მოსკოვში, „კროკუსის“ საკონცერტო დარბაზის ტერიტორიაზე, სადაც 22 მარტს ბოლო დროის რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტერაქტი მოხდა, სამძებრო-გაწმნედითი სამუშაოები დასრულებულია. როგორც რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა განაცხადა, ტერიტორიას თავდაპირველად შიშველი ხელებით წმენდდნენ, რადგან ხანძრისა და ჭერის ჩამონგრევის შემდეგ ადამიანთა ცოცხლად პოვნის მცირე შანსი მაინც არსებობდა. მოგვიანებით სამუშაოებში მძიმე ტექნიკაც ჩაერთო. ბოლო მონაცემებით, მოსკოვის ტერაქტს 139 ადამიანი ემსხვერპლა, 182

მოსკოვის მერია ქალაქის მცხოვრებლებს უკრაინაში ბრძოლის სანაცვლოდ $22 ათასს სთავაზობს

მოსკოვის მმართველები ქალაქის მოსახლეებს უკრაინაში ბრძოლის სანაცვლოდ 22 000 აშშ დოლარს სთავაზობს. როგორც BBC წერს, მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა 1.9 მილიონი რუბლის ოდენობით ერთჯერადი ბონუსი დააწესა ქალაქის მცხოვრებთათვის, რომლებიც შეიარაღებულ ძალებს შეუერთდებიან. მოსკოვის მერიის განცხადებით, მოქალაქეები, რომლებიც აღნიშნულ შეთავაზებას დათანხმდებიან, სამხედრო სამსახურის სანაცვლოდ პირველ წელს, ჯამში, 5.2 მილიონ რუბლამდე მიიღებენ, რაც 59 600 აშშ დოლარია. BBC აღნიშნავს, რომ

მოსკოვის მერი - მოსკოვში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმია გამოცხადებული, სიტუაცია რთულია - მიღებულია გადაწყვეტილება ორშაბათი უქმე დღედ გამოცხადდეს

მოსკოვში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმია გამოცხადებული, სიტუაცია რთულია. ამის შესახებ მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი „ტელეგრამის” პირად გვერდზე წერს. „ძვირფასო ქალაქელები, მოსკოვში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმია გამოცხადებული. სიტუაცია რთულია. რისკების მინიმიზაციის მიზნით ოპერატიული შტაბის ფარგლებში ჩემს მიერ მიღებულია გადაწყვეტილება ორშაბათი უქმე დღედ გამოცხადდეს - სახელმწიფო უწყებებისა და უწყვეტი ციკლის სამრეწველოების, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის, ქალაქის სამსახურების გამონაკლის

მოსკოვის მახლობლად ასაფეთქებლით დატვირთული დრონი იპოვეს

მოსკოვის მახლობლად ასაფეთქებლით დატვირთული უპილოტო საფრენი აპარატი [იგივე დრონი] იპოვეს, იუწყება რუსული სამთავრობო მედია. როგორც „ტასსი“ წერს, დრონი 23 აპრილს ბოგოროდსკოეს ოლქში იპოვეს (დაახლოებით 10 კილომეტრი მოსკოვიდან) და ამჟამად ტარდება ექსპერტიზა, რომელიც დაადგენს დრონის გამშვებს და მისი დანიშნულების საბოლოო წერტილს. „ბაზას” ინფორმაციით, დრონი ადგილობრივმა მცხოვრებელმა იპოვა, თუმცა იფიქრა, რომ ეს „ვიღაცის სათამაშოა“ და მებაღეთა ჩათში ფოტო გააგზავნა. სწორედ ამ ჩათის ერთ-ერთმა მონაწ

მოსკოვი ცხინვალში რუსული ფულის ხარჯვის კონტროლს იწყებს

რუსეთმა სამხეთ ოსეთის დაფინანსების პირობების გადახედვის პროცესი დაიწყო. მოსკოვს სურს მეტი კონტროლი მიიღოს ფულის ხარჯვაზე და საკუთარი სატელიტისგან მკაცრ საგადასახადო და საკადრო პოლიტიკას მოითხოვს. რუსეთ-სამხრეთ ოსეთის მთავრობათაშორისმა კომისიამ სამხრეთ ოსეთის 2023-2025 წლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სინვესტიციო პროგრამა მოსკოვში 10 თებერვალს დაამტკიცა. სამწლიანი პროგრამა 3,58 მილიარდი რუბლის ღირებულების 46 პროექტს ითვალისწინებს – ძირითადი ნაწილი, ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე, სო

მოსკოვი მზადაა, დაეხმაროს თბილისს აფხაზეთთან და ოსეთთან, როგორც “მეზობელ ქვეყნებთან” შერიგებაში

„საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება უბრალოდ გულახდილად აფასებს წარსულს“, — ასე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვის „ქართული ოცნების“ განცხადებებს, რომ 2008 წლის ომის სააკაშვილმა დაიწყო. ლავროვის თქმით, ის, რომ ომი სააკაშვილმა დაიწყო ყველასთვის ცნობილი იყო, „შესაძლოა გარდა დასავლელი კოლეგებისა და საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა“. ამ კონტექსტში ლავროვმა დაიმოწმა ევროკავშირის გადაწყვეტილებით, საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგ

მოსკოვი თბილისისგან “აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან საზღვრების” მონიშვნას ითხოვს

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგ რაუნდამდე, დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრის დროს რუსულმა მხარემ, როგორც ერთ-ერთმა მონაწილემ “საქართველოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან საზღვრის დელიმიტაციის პროცესსა და შემდგომი დემარკაციის მნიშვნელობაზე” ისაუბრა. ამასთან, როგორც რუსული მედია წერს, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხაილ გალუზინმა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრისას აქცენტი გააკეთა “თბილისთან უფრო აქტიური მუშაობის საჭირო

მოსკოვი თავის ნავთობზე ზღვრული ფასის შემოღების გადაწყვეტილების საპასუხო რეაქციით იმუქრება

რუსეთის მთავრობა ევროკავშირის შეთანხმებას რუსული ნავთობის ზღვრული ფასის შემოღებაზე, რომელსაც „დიდი შვიდიანიც" მიემხრო“, არ მიიღებს. ამის შესახებ კრემლის წარმომადგენელმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა და დასძინა, რომ რუსეთი მალე გაავრცელებს ინფორმაციას, როგორი რეაქცია ექნება ამ გადაწყვეტილების მიმართ. ვენაში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებში რუსეთის წარმომადგენელმა, მიხაილ ულიანოვმა მუქარა გამოთქვა, რომ რუსეთი ევროპის კავშირს ნავთობის მიწოდებას შეუწყვეტს. მომავალში ევროპის კავშირმა რუსეთის

მოსკოვი და ვაშინგტონი შეთანხმდნენ, რომ რუსეთში დაკავებული ბრიტნი გრინერის გათავისუფლების სანაცვლოდ, ვაშინგტონი იარაღით ცნობილ მოვაჭრე ვიქტორ ბუტს გაათავისუფლებს

მოსკოვი და ვაშინგტონი რუსეთში დაკავებული კალათბურთელის, ბრიტნი გრინერის და იარაღით ცნობილ მოვაჭრე ვიქტორ ბუტზე გაცვლაზე შეთანხმდნენ. ვიქტორ ბუტი აშშ-ის ციხეში12 წელია იმყოფება. გრინერი მოსკოვის აეროპორტში კანაფის ზეთის გადატანის გამო თებერვალში დააკავეს და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ზაფხულში ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მოსკოვს კალათბურთელის გაცვლა შესთავაზა. „სიკვდილით მოვაჭრის“ სახელით ცნობილი ვიქტორ ბუტი ოპერაციის შედეგად 2008 წელს ტაილანდის დედაქალ

მოსკოვი აკრიტიკებს ლანდსბერგისს თბილისში, საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის

მოსკოვი ბალტიის ქვეყნებს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების, მათ შორის საქართველოს და სომხეთის, რუსეთის წინააღმდეგ წახალისებაში ადანაშაულებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ისევე როგორც მანამდე „ქართულმა ოცნებამ“, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრ გაბრიელიუს ლანდსბერგისის თბილისში, საპროტესტო აქციაზე მისვლა „ხელისუფლების შეცვლის“ მხარდაჭერად შეაფასა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ანდრეი ნასტასინს ჰკითხე

მოსკოვთან ელექტროგადამცემი ხაზები დანაღმეს

მოსკოვის ოლქის ქალაქ კლიმოვსკში [54 კმ მოსკოვიდან] ელექტროგადამცემი ხაზების ბურჯები დანაღმეს – იუწყება სახელისუფლებო სააგენტო „ტასი“ სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით. მომხდართან დაკავშირებით ამ ეტაპზე სხვა დეტალები არ ხმაურდება. ბოლო კვირებში, გახშირდა ცნობები რუსეთის სხვადასხვა რეგიონში ელექტროგადამცემ ხაზებთან აღმოჩენილი ასაფეთქებელი ნივთიერებების შესახებ. ამჟამად ადგილზე მუშაობენ გამნაღმველები და უშიშროების ფედერალური სამსახურის [ფსბ] თანამშრომლები. ნეტგაზეთი

მოსკოვზე უპილოტო საფრენი აპარატით მორიგი თავდასხმა განხორციელდა

დღეს ღამით რუსეთის დედაქალაქზე უპილოტო საფრენი აპარატით მორიგი თავდასხმა განხორციელდა. ინფორმაციას მოსკოვის მერი, სერგეი სობიანინი და რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი განცხადებით, უპილოტო საფრენი აპარატი ისტრას რაიონში ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ ჩამოაგდო, არავინ დაშავდა. რუსული მედიის ცნობით, დროებით დაიკეტა მოსკოვის აეროპორტების, სადაც ოცზე მეტი რეისი გადაიდო, რვა კი - გაუქმდა. იპნ

მოსახლეობის 90%: ჯანდაცვის პროგრამა ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებსაც უნდა ფარავდეს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოკითხულთა უმრავლესობა — 90% მიიჩნევს, რომ საყოველთაო დაზღვევამ უნდა დაფაროს მენტალურ/ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სერვისები, როგორიცაა ექიმის კონსულტაცია, წამლები, ჰოსპიტალიზაცია. კვლევა დღეს, 11 დეკემბერს გამოქვეყნდა. ამასთან, უმრავლესობის (83%) აზრით დეპრესია და შფოთვითი აშლილობა მოსახლეობისთვის პრობლემას წარმოადგენს. თუმცა მოსახლეობის მხოლოდ 12%-ს უფიქრია ფსიქოლოგისთვის ან ფსიქიატრისთვის მიემართა, მათმა ნახევარმა კი მიმართ

მოსახლეობის 45% ხელისუფლების საგარეო კურსს პრორუსულად ან უმეტესად პრორუსულად მიიჩნევს - IRI

საერთაშორისო რესპუბლიკის ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. შეკითხვაზე, „თქვენი ხედვით, რა არის ხელისუფლების არსებული საგარეო კურსი“: 17% მიიჩნევს, რომ პროდასავლურია; 21% მიიჩნევს, რომ უფრო მეტად პროდასავლურია, ვიდრე პრორუსული; 20%-ს მიაჩნია, რომ უფრო მეტად პრორუსულია, ვიდრე პროდასავლური; 25% მიიჩნევს, რომ პრორუსულია; არ იცის/პასუხზე უარს ამბობს 17%. კვლევა ჩატარდა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბ

მოსახლეობას ტყეში სათბობი შეშის მოპოვება შესაბამისი ბილეთის საფუძველზე 2026 წლის 1-ელ იანვრამდე შეეძლება

მოსახლეობას ტყეში სათბობი შეშის მოპოვება 2026 წლის 1-ელ იანვრამდე შეეძლება. ვადა, რომელიც 2023 წლის 1-ელი იანვრამდე იყო განსაზღვრული, 2026 წლამდე გაგრძელდა. “ტყის კოდექსში“ ცვლილებები 84 ხმით, პირველი მოსმენით მიიღეს. პროექტის მიხედვით, ფიზიკური პირის ინდივიდუალური სოციალური ინტერესების გათვალისწინებით, საშეშე მერქნის მოპოვება ხე-ტყის დამზადების ბილეთის საფუძველზე 2026 წლის 1-ელ იანვრამდე იქნება დასაშვები. როგორც მთავრობა განმარტავს, სოციალური ჭრის ნაწილში, მოსახლეობას უნდა შეეზღუდოს ს

მოსახლეობა ჯვარი-მესტიის გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით გამოვიდა, 2 მათგანი პოლიციამ გაიყვანა

ხმაური და დაპირისპირება იყო ჯვარი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე, სადაც გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით სოფელ ჭალეს მუნიციპალიტეტის ეწერფერდის თემის მოსახლეობის აქცია მიმდინარეობდა. დაპირისპირება მაშინ დაიწყო, როდესაც მათ გზის გადაკეტვა სცადეს. როგორც ადგილობრივები „ტვ პირველს“ ეუბნებიან, საჭიროა გზის რეაბილიტაცია, რადგან გზაზე გადაადგილება არის რთული, იგვიანებს სასწრაფო დახმარების ბრიგადები და სკოლებში ვერ დადიან ბავშვები. „გზა არ არის… ბავშვები სკოლებში რომ გავუშვათ მაგის საშუალება არ გვა

მოსარჩელეს $650 000 გადახდა დაეკისრა - რატი ბრეგაძე ანაკლიის საქმეზე

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, საარბიტრაჟო სასამართლომ შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სარჩელზე განხილვა დაასრულა და დაადგინა, რომ საქართველოს მთავრობამ საინვესტიციო ხელშეკრულება კანონიერად შეწყვიტა. დღევანდელ ბრიფინგზე მინისტრმა განმარტა, რომ არბიტრაჟმა მოსარჩელეს მილიარდ ნახევარი დოლარის ანაზღაურებაზეც უარი უთხრა და მას საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ 650 ათასი დოლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა. ამ საქმეზე განცხადება სოციალურ ქსელში გააკეთა მამუკა ხა

მოსამართლემ ლაზარე გრიგორიადისი გირაოს სანაცვლოდ არ გაათავისუფლა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის წინასასამართლო სხდომა გაიმართა. ის ბრალდებულია მარტის აქციების დროს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლასა და პოლიციის მანქანის დაწვის საქმეზე. დაცვის მხარემ დღეს გამართულ პროცესზე აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის – 20 000-ლარიანი გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა დააყენა. ადვოკატების მსგავსად, გრიგორიადისმაც განაცხადა, რომ მისი მიმალვის საფრთხე არ არსებობს. „მიმალვასთან დაკავშირებით ანალოგიურს ვიტყვი, მიმალვა რომ მდომებოდა, ერთი თვის განმა

მოსამართლემ კვლავ გადადო ლაზარეს დასკვნითი სხდომა

ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი სასამართლო პროცესი, რომელიც დღეს, 28 მარტს უნდა გამართულიყო, გადაიდო. მოსამართლემ ამის მიზეზად ის ფაქტი დაასახელა, რომ სხდომაზე არ იმყოფებოდა ლაზარე გრიგორიადისი, დისტანციურად პროცესზე ჩართვის უფლება კი მან ბრალდებულს არ მისცა. როგორც მოსამართლე ზვიად შარაძემ განაცხადა, ლაზარე გრიგორიადისი პროცესს ვერ ესწრებოდა, მაგრამ ითხოვდა სხდომაზე დისტანციურად, ონლაინ ჩართვასა და განცხადების გაკეთებას, თუმცა ისე, რომ არ ჰქონდა წარდგენილი მიზეზი, რის გამო ვერ ახერხებდა

მოსამართლემ ბაბაევის წინააღმდეგ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები უკანონოდ ცნო

მოსამართლემ, ლევან დარბაიძემ დაუშვებლად მიიჩნია პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გორელი აქტივისტისა და ბიზნესმენის, იოსებ ბაბაევის წინააღმდეგ და განმარტა, რომ საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა უკანონოდ. გთავაზობთ მოსამართლის სიტყვას: წარმოდგენილი მასალებით და სასამართლო განხილვის შედეგად დადგინდა, რომ საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა საპროცესო კანონის მოთხოვნათა არსებითი დარღვევით. იმ პირობებში, როცა არსებობდა აუცილებლობა, რომ ნეიტრალური მტკიცებულებით გამყარებულიყო საგამოძიებ

მოსამართლემ აფგან სადიგოვს საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა

მოსამართლემ, ქეთავან ჯაჭვაძემ, აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვს საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. ექსტრადირებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადიგოვი ციხეში დარჩება. სადიგოვი, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თბილისი გუშინ დააკავეს. უწყების განცხადებით, სადიგოვი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მუქარისა და გამოძალვის ფაქტზეა ძებნილი და დაკავება ექსტრადირების მიზნით მოხდა. სადიგოვის ოჯახი აზერბაიჯანული მხარის ბრალდებას ფალსიფიკაციას უწოდებს და ამბობენ, რომ აზერბ
×
×
  • შექმენი...