„5 ივლისის” საქმეზე მსჯავრდებულები – დავით კუტალაძე, აკაკი ნაკაშიძე და ცოტნე ჩიხლაძე ვადაზე ადრე გათავისუფლდნენ, – ინფორმაციას „პუბლიკას” ადვოკატი სერგი ხურციძე უდასტურებს.
ხურციძის თქმით, 3.4-წლიანი პატიმრობის შემდეგ, მათ ამნისტია შეეხოთ და საპატიმრო დაახლოებით 8 თვით ადრე დატოვეს.
კიდევ ერთი მსჯავრდებულის, თორნიკე დავლაშერიძის გათავისუფლების IPN-თან ადასტურებს ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი.
2022 წლის 4 აპრილს ლექსო ლაშქარავას ცემაში ბრალდებული ექვსი პირი სასამართლომ დამნაშავედ ცნო
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” (TI) და „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და გმობენ შსს-ს ძალადობრივ აქტს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ.
ორგანიზაციები მოუწოდებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, იმოქმედოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, „არ დაემორჩილონ მმართველი პარტიის უკანონო დავალებებს და იმოქმედონ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად”.
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში მსოფლიო ბავშვთა დღესთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საქართველოში ახალგაზრდები საკუთარი უფლებების, თავისუფლებისა და მათი ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად იბრძვიან და ევროკავშირი ახალგაზრდების გვერდით მტკიცედ დგანას.
პუბლიკა
სასამართლომ ცესკო-ში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი დავით კირთაძე, რომელმაც ცესკო-ს თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა, 500 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით ცეკვავამ მიიღო.
როგორც ადვოკატი ივანე პეტრიაშვილი აცხადებს, ამ საქმეში ვერ მოხდა სწორად განსაზღვრა იმისა, თუ რა ქმედებისთვის უნდა ეგო დავით კირთაძეს პასუხი. მისივე განმარტებით, მას ედავებიან ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობაში და ფუნქციაში ჩარევას.
„ამ საქმეზე ვერ მოხდა სწორად გან
პარლამენტის გადაწყვეტილებით, პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს დაინიშნა. დადგენილების პროექტი, რომელიც პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა წარადგინა, 85 ხმით დაამტკიცეს.
პრეზიდენტის ინაუგურაცია არჩევნების მესამე კვირა დღეს - 29 დეკემბერს გაიმართება.
საქართველოში პირველად პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით აირჩევა - მას 300 პირისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია აირჩევს. სახელმწიფო მეთაურის არაპირდაპირი წესით არჩევის პროცედურები სესიაზევე განმარტა შალვა პაპუაშვილმა.
"ვისაც 2023 წლის მარტიდან გაინტერესებდათ და ვერ გაგეგოთ „რას ვერჩოდი“ ლევან იოსელიანს, აი ამას. დიახ, 7 მარტიდანვე ცხადი იყო „ოცნების“ მიერ მისი არჩევის, მისი თითოეული მოქმედების და მეტწილად უმოქმედობის მიზანი - გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაცია.
არც „რას ერჩი, კარგი ბიჭია“ კალანდარიშვილი მყავდა „ამოჩემებული“.
უბრალოდ ცოტა მეტი დაკვირვება, სტრიქონებს შორის კითხვა და პოლიტიკის ანალიზი იყო საჭირო. სხვა დროს რომ უნდა გავითვალისწინოთ, იმ გაკვეთილებიდანაა.
არჩევნების დაცვი
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების“ დირექტორის, ნინია მაჭარაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ კრიტიკის გამო თბილისის მერმა კახა კალაძემ თანამდებობის დატოვება მოსთხოვა.
ნინია მაჭარაშვილის ცნობით, გაერთიანების დირექტორის განთავისუფლების მოთხოვნის მიზეზი გახდა 30 ნოემბერს ორგანიზაციის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებული განცხადება, რომლითაც მედიათეკებისა და ბიბლიოთეკების 246 თანამშრომელი აპროტესტებს „საქართველოს არალეგიტიმური მთავრობის მიერ ევროი
3 დეკემბრის საღამოს საზოგადოებრივი მაუწყებელსა და სამთავრობო ტელეარხ „იმედის” ეთერში გავიდა ინტერვიუ კიმბერლი ლოუსთან.
ორივე ტელეარხი მიუთითებდა, რომ ლოუ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ევროკავშირში შესაძლო წარმომადგენლად განიხილება.
როგორც 1 არხთან, ისე „იმედთან” კიმბერლი ლოუ აკეთებდა „ქართული ოცნების” მხარდამჭერ კომენტარებს.
მაგალითად, საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, „მეგობარი აქტი“ ძალიან უსამართლო იყო საქართველოს კულტურისა და ხალხის მიმართ.
ხოლ
ზუგდიდელი აქტივისტები წერენ, რომ დააკავეს შალვა ესართია, საპროტესტო აქციების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე.
აქტივისტი მარიამ სიჭინავა წერს, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორში ესართია ადვოკატმა მოინახულა.
სიჭინავას ცნობით, ადვოკატმა თქვა, რომ აქტივისტი დააკავეს პოლიციის შენობაში, სადაც ადმინისტრაციული ოქმის ჩასაბარებლად იყო მისული. მას თან ჰქონდა ტელეფონი, რომლის ჩაბარებაც პოლციამ მოითხოვა.
29 იანვარს ზუგდიდში შალვა ესართიამ
ახალ რომის პაპად ამერიკელი რობერტ ფრანცის პრევოსტი აირჩიეს. ის იქნება ისტორიაში პირველი ამერიკელი რომის პაპი.
მისი სახელი, როგორც რომის 267-ე პაპის ლეო XIV იქნება.
პაპმა ლეო XIV-მ თავის პირველ გამოსვლაში წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ ხალხს მიმართა: „მშვიდობა თქვენდა ყველას“.
ახალი პონტიფიკოსის არჩევა 133 კარდინალის მიერ მოხდა.
იპნ
"მეგობარი" აქტის მთავარი გამოწვევა - ქვეყნის იზოლაცია
გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
ვიდეო: https://www.facebook.com/reel/1063441302350024
13 ოქტომბრის, ვაკის პარკის ტრაგედიიდან ზუსტად 13 დღე გავიდა. მარიტას თანაკლასელები საკლასო ოთახებს უკვე დაუბრუნდნენ... სულიერი სიმშვიდის მოპოვებაში კი მათ ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მამა შალვა კეკელია ეხმარება.
„პრაიმტაიმთან“ მოძღვარი ამბობს, რომ მომხდარის შესახებ პირველივე წუთებიდან იცის, რადგან შოკირებული ბავშვები ვაკის პარკიდან პირდაპირ მასთან, ტაძარში მისულან. მათ ითხოვეს, რომ მარიტას, ლაზარეს და ანდრიას გამოსაჯანმრთელებლად მამაოს ჯანმრთელობის პარაკლისი ა
ფოთში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ. სამძებრო სამუშაოები ღია ზღვაში მიმდინარეობს, მასში ჩართული არიან მყვინთავები და მაშველები. ასევე, ხდება სანაპიროს დათვალიერებაც.
გავრცელებული ინფორმაციით, 23 წლის მამაკაცი სახლიდან სამი დღის წინ გავიდა, ბოლოს ის ფოთის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებულმა კამერებმა, ზღვისკენ მიმავალი დააფიქსირეს, სწორედ იმ ტერიტორიაზე, სადაც ახლა სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 115
2022 წლის 21 ნოემბერს უკრაინაში საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარაშვილი, უკრაინის პარტნიორი ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, იმყოფებოდა ნიკოლაევში და დეოკუპირებულ ხერსონში, ინფორმაციას უკრაინაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
"ვიზიტის ფარგლებში, ელჩი, გიორგი ზაქარაშვილი, კოლეგებთან ერთად, გაეცნო ადგილზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას, ასევე შედგა შეხვედრები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სადაც უკრაინულმა მხარემ გააჟღერა ინფორმაცია არსებული მ
24 ნოემბერს ევროპარლამენტმა დაამტკიცა გადაწყვეტილება, უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ გაცემული პასპორტები და სხვა სამგზავრო დოკუმენტები არ აღიაროს. შესაბამისად, აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და ყირიმის იმ მაცხოვრებლებზე, რომლებიც რუსული პასპორტებით სარგებლობენ, ევროკავშირი ვიზას არ გასცემს.
ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროპარლამენტის ამ გადაწყვეტილებას პროვოკაციას უწოდებს, რომლის მიზანიც ,,მათი რესპუბლიკის“ საერთაშორისო იზოლაციაში
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი 2022 წლის 7 დეკემბერს საქართველოს მთავრობასთან, რომელსაც წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ხელს მოაწერს დაფინანსების შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს 55 მილიონი ევროს გამოყოფას ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის პროექტის მე-5 ფაზისთვის.
საქართველოში გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში 16 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ბათუმში წყლის თანამედროვე ინფრასტრუქტურა ვითარდებ
სლოვაკეთის პარლამენტის საგარეო კომიტეტმა საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო.ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
რეზოლუციის თანახმად, კომიტეტი აცნობიერებს საქართველოს ევროპული პერსპექტივისადმი მკაფიო მხარდაჭერის გამოვლენის მნიშვნელობას.
როგორც საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს საგარეო კომიტეტი სრულად უჭერს მხარს ევროკავშირისა და სლოვაკეთის დიპლომატიურ და პოლიტიკურ დონ
ნორა კვიციანი (დედა ქეთევანი) გარდაიცვალა. ამის შესახებ ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-ს კვიციანების ოჯახის ახლობელმა განუცხადა. ყოფილი დეპუტატის ემზარ კვიციანის და ნორა კვიციანი მონაზვნად გასულ წელს აღიკვეთა.
შეგახსენებთ, ნორა კვიციანმა ციხეში 6 წელი გაატარა. ის 2006 წლის 29 ივლისს დააკავეს და სისხლის სამართლის სამი მუხლით (მითვისება, უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა–შენახვა) გაასამართლეს.
ნორა კვიციანი 2012
რუსეთის ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის, გუნდმა განაცხადა, რომ ნავალნი ნახევარი წლით გადაჰყავთ საკნის ტიპის სათავსოში - უფრო მკაცრი რეჟიმის საკანში, სადაც ათავსებენ საპატიმროს წესების გამოუსწორებელ დამრღვევებს. ექვსი თვე ასეთი ტიპის საკანში მოთავსების მაქსიმუმია მამაკაცებისთვის.
ნავალნის მომხრეები ასევე იტყობინებიან, რომ ოპოზიციონერს მწვავე რესპირატორული ვირუსული დაავადების წინააღმდეგ მკურნალობდნენ „ასეთ შემთხვევაში დაუშვებელი ანტიბიოტიკების უზარმაზარი დოზებით“.
1 თებერვალს
1 წლის წინ რუსეთი ფიქრობდა, რომ უკრაინას 3 დღეში დაიპყრობდა, - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, 1 წლის თავზე უკრაინა დგას, ძლიერი, დაუმარცხებელი და კიდევ უფრო ახლოს ევროპასთან.
"უკრაინის გამარჯვება საქართველოს გამარჯვებაა. მე დარწმუნებული ვარ, ერთად უფრო სწრაფად დავუახლოვდებით ევროპულ ოჯახს. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით!", - წერს გიორგი გახარია.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთი 31:07 დაამარცხა. ამით ბორჯღალოსნებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალის საგზური მოიპოვეს.
მატჩი თბილისში, „ავჭალის“ სტადიონზე გაიმართა.
პირველ ნახევარში ქართველმა მორაგბეებმა ორი ლელო დადეს, საერთო ჯამში ტაიმი ქართველმა მორაგბეებმა 17:0 გაიმარჯვეს.
ქართველი მორაგბეები მეორე ტაიმის დასაწყისში ტექნ
საპენსიო სესხებთან დაკავშირებული რეფორმის განხორციელების შემდგომ მარეგულირებელს ლიბერთი ბანკთან შუამდგომლობის და დახმარების თხოვნით 244-მა პირმა მიმართა.
ეს, ,,მოქალაქეების" წევრის, დეპუტატ ქეთევან თურაზაშვილის საპარლამენტო კითხვაზე პასუხია, რომელმაც სებ-ს მიმართა შემდეგ საკითხებზე:
საპენსიო სესხებთან დაკავშირებული რეფორმის განხორციელების შემდგომ, რამდენმა პენსიონერმა მიმართა ეროვნული ბანკის მომხმარებელთა დაცვის სამსახურს, სს ლიბერთი ბანკთან შუამდგომლობისა და და
ქართული ავიაკომპანია Georgian Airways რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროპის მიმართულებით, თბილისის გავლით, ტრანზიტულ ფრენებს განახორციელებს, - რუსული RTVI-ს ინფორმაციით, ტელეკომპანიას ამის შესახებ Georgian Airways-ის დამფუძნებელმა, თამაზ გაიაშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, გეგმაში შედის ხუთი ევროპული ქალაქი: მილანი, პარიზი, ვენა, ლარნაკა და სალონიკი.
„დავიწყებთ 15 ივნისს. ვნახოთ, როგორ წავა ეს საქმე. მაგრამ ვფიქრობთ, რომ ამ მარშრუტებზე საკმარისი მოთხოვნა იქნება. თბილისის გავლით უფრო მოსახერ
"ვაგნერის" ბოევიკებმა, ამბოხების დროს, რუსული IL-22M ტიპის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია Oryxspioenkop-ის ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამავდროულად, რუსულ სოციალურ ქსელებში გამოჩნდა ვიდეო, სავარაუდოდ, ამ თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილიდან, რომლის ავთენტურობის გადამოწმება ჯერჯერობით არ არის შესაძლებელი. კადრები მოწმობს, რომ IL-22M-სგან პრაქტიკულად არაფერი დარჩა.
ამასთან, რუსი ჟურნალისტი, ირინა კუკსენკოვა „ტელეგრამში“ წერს, რომ რომ აღნიშნული IL-22M ტიპ
დღეს, ცოტა არ იყოს, გული მეტკინა, თუმცა ამ ქვეყანაში უკვე აღარაფერი მიკვირს და ნამდვილად არ გამიკვირდა დღევანდელი შედეგი, - ასე შეაფასა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, მან საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია.
როგორც ზურაბიშვილმა განმარტა, ის თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.
„დღეს, ცოტა არ იყოს, გული მეტკინა, თუმცა ამ ქვეყანაში უკვე აღარაფერი მიკვირს და ნამდვილად არ გამიკვირდა დღევანდელი შედეგი, მაგრამ გული მეტკინა იმ საკონსტიტუც