ახლა, როგორც არასდროს, ჩვენ გვჭირდება ამერიკის შეერთებული შტატები და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ისტორიის ამ ძალიან მნიშვნელოვან მომენტში თქვენი მხარდაჭერა გვექნება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
„მინდა ყველას აშშ-ისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე მოგილოცოთ. ეს საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანი დღეა. მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან ეს ასე არ ჩანს, ჩვენ ვიცით, გვესმის და ვაფასებთ, რომ აშშ ჩვენი დამოუკ
უკრაინელმა სამხედროებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, მოწინააღმდეგის სამეთაურო პუნქტებს, კონცენტრირების რაიონებსა და 13 საარტილერიო ქვედანაყოფს დაარტყეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
უწყების ცნობით, რუსულმა ძალებმა წუხელ უკრაინაზე Shahed-ის ტიპის დრონებისა და S-300 ტიპის საზენიტო მართვადი რაკეტების გამოყენებით მორიგი სარაკეტო და საჰაერო დარტყმა განახორციელეს.
„ამ ტერაქტის შედეგების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე ზუსტდება“, - აცხადებენ გენშტაბშ
გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პარტია, მათ შორის TRML-4D ტიპის საჰაერო სათვალთვალო რადარი გადასცა, - ინფორმაცია გერმანიის მთავრობის ვებგვერდზეა განთავსებული.
ამასთან, დახმარების ახალი პარტია მოიცავს: Biber-ის ტიპის ხიდის გამდებ სამ ტანკს, განაღმვის მოძრავ სისტემას, სასაზღვრო ავტომობილებსა და Zetros-ის სატვირთო მანქანებს.
ipn
დეპუტატმა ლევან მგალობლიშვილმა „ტვ პირველის“ ჟურნალისტს, ნანუკა ქაჯაიას აგინა.
შემთხვევა დღეს, 30 ივნისს, პარლამენტთან მოხდა. კადრებში, რომელიც ტელეკომპანიამ გაავრცელა, ჩანს, რომ მგალობლიშვილი აქციის ფონზე პარლამენტში შედის. ამ დროს მას კითხვებს უსვამს ნანუკა ქაჯაია, მგალობლიშვილი კი მათ არ პასუხობს. ჟურნალისტის კითხვაზე, „რატომ გარბიხართ?“, მგალობლიშვილი მას აძახებს – „წადი შენი დედაც..“.
თავად ლევან მგალობლიშვილმა ამავე ტელეკომაპნიასთან შემდგომ უარყო, რომ ჟურნალისტს აგინა.
უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ პერსპექტივებზე „ინტერპრესნიუსი“ ნატოში საქართველოს ყოფილ ელჩს, საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) დამფუძნებელს, ლევან დოლიძეს ესაუბრა.
- ბატონო ლევან, პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინის რადაში გამოსვლისას საკმაოდ მნიშვნელოვანი და საინტერესო განცხადებები გააკეთა.
მან აღნიშნა, რომ უკრაინის გამარჯვება უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარანტიაა მოლდოვასა და საქართველოსთვის. ტერიტორიულ
”ქართული საზოგადოება საქართველოს ხელისუფლების ქმედებებისგან მკაფიოდ გაიმიჯნა.
სამწუხაროდ, დღეს საქართველოს ხელისუფლება რეალურად მოქმედებს პრორუსულად და ქართული საზოგადოება აზროვნებს ევროპულად, რადგან ყოველთვის ევროპული კულტურის ნაწილი ვიყავით. ”
კახაბერ ქემოკლიძე, პარტია “საქართველოსთვის” პოლიტიკური მდივანი
356811818_259936243314204_5883983042765521035_n.mp4
ხარაგაულში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. ადიდებულმა მდინარემ მოლითის, ვახანის, ლეღვანისა და წიფის ადმინისტრაციულ ერთეულებში საუბნო გზები დატბორა და მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა.
შექმნილ ვითარებას ადგილზე ხარაგაულის მერი გაეცნო.
მისი ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და სამუშაოები დაიწყება.
ამასთან, „საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბაბის მიმდებარედ ძლიერი წვიმის გამო, სანიაღვრე ჭებიდან გადმოსულმა უხვმა რაოდენობის წყალმა ლია
პარტია „ქართული ოცნება“ აღარ არის PES-ის (ევროპის სოციალისტური პარტია) წევრი.
როგორც პარტის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში ვკითხულობთ, PES-ის პრეზიდენტმა განიხილა საქართველოში განვითარებული მოვლენები, გაიმეორეს წინა შეხვედრებზე გამოთქმული შეშფოთება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ პოზიციებზე და პარტიის ხელმძღვანელობის ბოლო საჯარო განცხადებებთან დაკავშირებით.
აქედან გამომდინარე, PES-ის ხელმძღვანელობამ დაადგინა, რომ ქართული ოცნების საქმიანობა და პოზიციები PES-ის ღირებულებებს მიღმა დარჩა
23 არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მათთვის, ქალთა უფლებებსა და გენდერულ თანასწორობაზე მომუშავე ორგანიზაციებისთვის, მიუღებელია გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარის, ნინო წილოსანის, ბოლოდროინდელი პოლიტიკური ქმედებები და განცხადებები, რომლებიც მათი შეფასებით, ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება თანასწორობის პრინციპს, დისკრიმინაციულია და აღვივებს ძალადობას.
ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ გენდერული თანასწორობის საბჭოს მოქმედი თ
უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს განცხადებით, რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიის ბირთვული ელექტროსადგურის დატოვება დაიწყეს, ხოლო ადილზე დარჩენილმა თანამშრომლებმა მიიღეს დავალება, ნებისმიერი ავარიულ სიტუაციაში ბრალი უკრაინას დასდონ.
გარდა ამისა, უკრაინული მხარის ცნობით, სადგურის თანამშრომლებს ოკუპირებულ ყირიმში წასვლას ურჩევენ, ხოლო სადგურის ტერიტორიაზე და იქვე მდებარე ქალაქ ენერჰოდარში თანდათანობით მცირდება რუსული ძალების პატრულთა რაოდენობა.
აქამდე სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილო
თურქეთის ყარსის პროვინციაში სამგზავრო ავტობუსი ხიდიდან გადავარდა, რის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა და 23 დაშავდა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ავტობუსი, რომელიც ბურსა-ყარსის რეისს ასრულდებდა, სოფელ კარაკურტთან 50 მეტრის სიმაღლის ხიდიდან ხევში გადავარდა.
მიმდინარეობს ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზების დადგენა.
ipn
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომი რუსეთის ტერიტორიაზე ბრუნდება.
„თანდათან ომი ბრუნდება რუსეთის ტერიტორიაზე - მის სიმბოლურ ცენტრებსა და სამხედრო ბაზებზე და ეს გარდაუვალი, ბუნებრივი და აბსოლუტურად სამართლიანი პროცესია”, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, „უკრაინა ძლიერდება“,
ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყანა ზამთარში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ახალი თავდასხმებისთვის უნდა მოემზადოს.
”მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ, ისევე, როგო
რომის პაპმა ფრანცისკემ რუსეთს მოუწოდა, აღადგინოს შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება.
კვირას საკუთარ გზავნილში მან განაცხადა:
„მივმართავ ჩემს ძმებს, რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას, რომ შავი ზღვის ინიციატივა განახლდეს და მარცვლეულის უსაფრთხოდ ტრანსპორტირება მოხდეს”, - დასძინა მან.
შეგახსენებთ, რუსეთმა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების შეჩერების გადაწყვეტილება რამდენიმე კვირის წინ მიიღო. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ამ შეთანხმებაში რუსეთთა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ივანო-ფრანკოვოში საავადმყოფოს ეწვია, სადაც სამხედროები მკურნალობენ.
„სარეაბილიტაციო ცენტრი, სადაც ჩვენი დამცველები მკურნალობენ. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩვენს ჯარისკაცს გაწეული გმირობისთვის. მადლობა ყველა უკრაინელს ჩვენი სახელმწიფოს დაცვისთვის. აუცილებლად იქნება გამარჯვება! სწრაფ გამოჯანმრთელებას გისურვებთ!", - წერს უკრაინის პრეზიდენტი „ფეისბუქზე“.
ზელენსკიმ, ასევე, გამართა ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის შეხვედრა, სადაც
სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის საკონფერენციო დარბაზი სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას მასპინძლობს, რომლის თემაა „სვანეთის კულტურული მემკვიდრეობა და გადარჩენის პერსპექტივები VI“. კონფერენცია ეთნოგრაფ ციალა ჩართოლანის 90 წლის იუბილეს ეძღვნება.
ციალა ჩართოლანი 30 წლის განმავლობაში იყო მუზეუმის დირექტორი, მას „სვანეთის საგანძურის მცველს“ უწოდებენ.
კონფერენციაზე, რომელსაც უხუცესი ეთნოგრაფი თავადაც ესწრება, საუბრობენ მის წვლილზე ქართული ეთნოგრაფიის განვითარებაში, ასევე გან
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში აქციაზე ადმინისტრაციული წესით 9 პირი დააკავა, – ამის შესახებ „პუბლიკას” უწყებაში განუცხადეს.
„სამართალდამცველების არაერთი მოწოდების მიუხედავად, აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ მათ კანონიერ მოთხოვნას, რის შედეგადაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაკავდა 9 პირი.
აქციის მონაწილეებს მოვუწოდებთ, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს”, – აცხადებს შსს.
რუსეთიდან წამოსული საკრუიზ
ბათუმის ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გრძელდება აქცია, რომლითაც მოქალაქეები რუსეთიდან გამოსული საკრუიზო გემის ქალაქში შესვლას აპროტესტებენ. ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული, რომელმაც ჯერ კიდევ 30 ივლისის ღამით ბარიკადები განალაგა, რათა მოქალაქეებს გემთან მიახლოების საშუალება არ ჰქონოდათ.
31 ივლისს, დაახლოებით 10:20 საათზე, ტერიტორიიდან ავტობუსი და სამარშრუტო ტაქსები გამოვიდნენ, რასაც შეკრებილთა მხრიდან უკმაყოფილო შეძახილები, ზოგ შემთხვევაში კი კვერცხებისა და ბოთლების სროლა
ბათუმში მიმდინარე აქციაზე, სადაც რუსეთიდან საკრუიზო გემის შემოსვლას აპროტესტებენ, კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს.
დაკავების მომენტში ქალი ამბობდა, რომ ის უკრაინის მოქალაქე იყო.
ახალგაზრდა ქალის დაკავების ამსახველი ვიდეო “ლელოს” წევრმა, ირაკლი კუპრაძემ გამოაქვეყნა. სანამ პოლიციის მანქანით ტერიტორიიდან გაიყვანდნენ, ქალი ჟურნალისტს ეუბნებოდა, რომ წაართვეს როგორც უკრაინის დროშა, ისე ტელეფონი.
ვიდეოში ჩანს, რომ პოლიციელები ქალს თავზე ხელებს აჭერენ და ასე აიძულებენ ავტომობილში ჩაჯდომას.
შალვა კერესელიძე: მთავრობა რთვლის სუბსიდირებაზე ყოველწლიურად არაეფექტურად ხარჯავს ასეულ მილიონობით ლარს
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, შალვა კერესელიძის განცხადება არის სიმართლე.
რეზიუმე: საქართველოში ყურძნის ფასის სუბსიდირება 2008 წლიდან იწყება, როდესაც რუსეთმა ქართულ ღვინოზე ეკონომიკური ემბარგო დააწესა. ვინაიდან იმჟამინდელი ქართული ღვინის ძირითადი საექსპორტო ბაზარი რუსეთის ფედერაცია გახლდათ, ემბარგომ იმდროინდელ ქართულ მეღვინეობას უდიდესი სოციალური და ეკონომიკური ზიანი მოუტან
უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილო ბუდანოვის განცხადებით, რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა [ფსბ] მიიღო ევგენი პრიგოჟინის ლიკვიდაციის დავალება.
მან აგრეთვე აღნიშნა, რომ რუსეთში შიდა დესტაბილიზაციის გამომწვევი ნებისმიერი ქმედება უკრაინისთვის სასარგებლოა.
ვაგნერის“ ლიდერმა ევგენი პრიგოჟინმა 23 ივნისის საღამოს განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტრომ დაბომბა რუსეთში მდებარე „ვაგნერელების“ ბანაკი და დაიწყო „სამართლიანობის მარში“ მოსკოვისკენ, „დამნ
პარლამენტთან, სადაც სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ, სავარაუდოდ, ორი პირი დააკავეს. აღნიშნული პირები "ნაციონალური მოძრაობის" წევრები არიან. ისინი მას შემდეგ დააკავეს, რაც მათ აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მისამართით კონკრეტული სიტყვის სკანდირება დაიწყეს.
მანამდე კი, აქციის მონაწილეებთან საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე სერგი ბზიშვილი სამართალდამცველებთან ერთად მივიდა და სთხოვა, კონკრეტული სიტყვის სკანდირება შეეწყვიტათ, რადგან,
გიორგი დანელია საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა და აღნიშნა, რომ საქმიანობას კერძო სექტორში, კონკრეტულად კი საბანკო სფეროში განაგრძობს.
ამასთან, დანელიამ საპენსიო სააგენტოში მუშაობის პერიოდი შეაჯამა.
„ძვირფასო მეგობრებო! საპენსიო რეფორმა ჩვენი ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფეხურია, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს, როგორც ეკონომიკის მდგრად განვითარებაში, ასევე საფუძველი უნდა დაუდოს მოქალაქეთა სოციალურ
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის თქმით, აღშფოთებულია ზოგიერთი პირის განცხადებებით, რომლებიც უკრაინის არმიის კონტრშეტევისგან სწრაფ შედეგებს ითხოვენ.
The Washington Post-თან ინტერვიუში ზალუჟნიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად ყველა პრობლემისა, მისი მეომრები ყოველდღიურად წინ მიიწევენ.
„მაბრაზებს, როცა მესმის, რომ დიდი ხნის ნანატრი კონტრშეტევა ქვეყნის აღმოსავლეთსა და სამხრეთში უფრო ნელა დაიწყო, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ჩემი ჯარები ყოველდღე წინ მიიწევენ, თუნდაც მ
ცხოველის წამებისა და მისდამი სასტიკი მოპყრობის ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრებას პარლამენტმა მხარი დაუჭირა.
„სისხლის სამართლის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები დღეს მესამე მოსმენით დაამტკიცეს.
როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა და ინიციატორმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, ცხოველების წამებასა და სასტიკ მოპყრობაზე სასჯელი პროპორციულად გამკაცრდა და მათ მიმართ, ვინც ცხოველებზე ძალადობს, სახელმწიფოს ადეკვატური რეაგირება ექნე
პოლონეთს თავის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსება სურს. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ ბრიუსელში ევროპული საბჭოს სამიტის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, პოლონეთს სურვილი აქვს ნატო-ს ქვეყნებს შორის ბირთვული გაცვლის პროგრამას შეუერთდეს, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ბელარუსის ტერიტორიაზე აპირებს ბირთვული იარაღის განთავსებას.
„საბოლოო გადაწყვეტილება ჩვენს ამერიკელ, ნატო-ს პარტნიორებზე იქნება დამოკიდებული. ჩვენ ჩვენი ნების შესახებ ვაცხადებთ ამ საკითხში სწ