Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.107.986

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ბექა ლილუაშვილი -  2021 წლის არჩევნებზე, წკიპზე იყვნენ, იმდენად ახლოს იყვნენ ხელისუფლების დაკარგვისგან, რომ სააკაშვილი ჩამოიყვანეს საქართველოში. 2024 წელს წკიპზე კი არ იქნებიან, დამარცხდებიან (ვიდეო)

სიმართლე ბარიერთან დაკავშირებით    ჩვენთვის ყველაზე კარგი ინდიკატორი კობახიძის აცახცახებული ხმაა, როდესაც 3 სიტყვიდან 2 სიტყვაში გახარიას ახსენებს    2021 წლის არჩევნებზე, წკიპზე იყვნენ, იმდენად ახლოს იყვნენ ხელისუფლების დაკარგვისგან, რომ სააკაშვილი ჩამოიყვანეს საქართველოში. 2024 წელს წკიპზე კი არ იქნებიან, დამარცხდებიან.   ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე. 402563617_311865255112502_4939904305281102

სალომე ზურაბიშვილი - ხელმოწერების კამპანია ,,ჩვენი ხმა ევროპას“ ახალგაზრდების კამპანიაა, მე გადმოგეცით თქვენ და თქვენ უნდა განაგრძოთ - ეს არის კამპანია თქვენი და ჩვენი მომავლისთვის

ხელმოწერების კამპანიას „ჩვენი ხმა ევროპას“ გორის ახალგაზრდობა შეუერთდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი დღეს გორში კამპანიაში ჩართულ ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებმაც ხელმოწერით კიდევ ერთხელ გამოხატეს საკუთარი მხარდაჭერა ხელი მოაწერეს ევროპელი ლიდერებისადმი მიმართვას და აღნიშნეს, რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირშია. მათივე ცნობით, ხელმოწერების კამპანია, რომელიც დღეიდან საქართველოს რეგიონებშიც გაიშლება, 8 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით დაიწყო.

გარემოს ეროვნული სააგენტო 4-7 დეკემბრის პერიოდში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას

გარემოს ეროვნული სააგენტო 4 დეკემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. „4 დეკემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. 5-7 დეკემბერს ქვეყნის ცალკეულ რაიონში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. თბილისში 4-5 დეკემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 6-7 დეკემბერს წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +11, +13 გრადუსამდე დაიკლებს. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 4 დეკემბერს თბილი და უნ

რა წერია EU-ის სამიტის გადაწყვეტილების პროექტში?

ევროპული საბჭოს სამიტის გადაწყვეტილების პროექტი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების გახსნას ითვალისწინებს. „ნეტგაზეთმა“ მოიპოვა ევროკავშირის სამიტის დასკვნების უახლესი პროექტი, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ კონსენსუსი ჯერ მიღწეული არ არის, სამიტის დასრულებამდე ტექსტი შეიძლება, შეიცვალოს. ამ დროისთვის არსებული პროექტი გაფართოების ნაწილში შემდეგნაირია: ევროპული საბჭომ გადაწყვიტა გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება უკრაინას

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - წლის განმავლობაში, მედიის წარმომადგენლებზე სხვადასხვა ტიპის ძალადობის, შევიწროებისა და დაშინების მცდელობის 45-მდე შემთხვევა საჯაროდ დაფიქსირდა

მთელი წლის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში, მედიის წარმომადგენლებზე სხვადასხვა ტიპის ძალადობის, შევიწროებისა და დაშინების მცდელობის 45-მდე შემთხვევა საჯაროდ დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, 2023 წლის 1-ელი იანვრიდან 2023 წლის 30 ნოემბრის პერიოდში, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო 14 სისხლის სამართლის საქმე

„ევროპული კეთილდღეობა საქართველოსთვის" - პარტია "საქართველოსთვის" საარჩევნო სოციალური პოლიტიკა - ნაწ. 1

„ევროპული კეთილდღეობა საქართველოსთვის" - პარტია "საქართველოსთვის" საარჩევნო სოციალური პოლიტიკა - ნაწ. 1  

12 არასამთავრობო ორგანიზაცია ხელისუფლებას მოუწოდებს, „განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეების დისკრედიტაციის კამპანია შეწყვიტოს“

12 არასამთავრობო ორგანიზაცია ხელისუფლებას მოუწოდებს, „განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეების დისკრედიტაციის კამპანია შეწყვიტოს“. როგორც მესამე სექტორის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, ხელისუფლებამ სრულყოფილად უნდა შეასრულოს ევროკავშირის პირობები, რაც არის არა მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანების, არამედ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს შექმნის და ქვეყნის განვითარების აუცილებელი წინაპირობა. „ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ ერთ-ერთ წინაპირობად

თბილისში, ერთ-ერთ საშაურმეს საწარმოო პროცესი შეუჩერდა - მიზეზი სალმონელოზის დადასტურებული შემთხვევაა

თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე საშაურმე OK-ს საწარმოო პროცესი შეუჩერდა - მიზეზი სალმონელოზის დადასტურებული შემთხვევაა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრიდან მიიღო შეტყობინება სალმონელოზის დადასტურებული შემთხვევის შესახებ. ეპიდანამნეზის თანახმად, პაციენტს საკვებად მიღებული აქვს შაურმა, რომელიც შეიძინა საშაურმე „OK“-ში (წერეთლის გამზირი 22). ინფორმაციის მი

ზაზა თავაძე - მურუსიძე-ჩინჩალაძემ მოითხოვეს, რომ მხოლოდ მათზე არ გადატყდეს ჯოხი, ისინი ძალიან ნერვიულობენ, ვინაიდან საკამოდ ბევრი შავ-ბნელი საქმე აქვთ ნაკეთები ივანიშვილთან ერთად

მურუსიძე-ჩინჩალაძემ მოითხოვეს, რომ მხოლოდ მათზე არ გადატყდეს ჯოხი, ისინი ძალიან ნერვიულობენ, ვინაიდან საკამოდ ბევრი შავ-ბნელი საქმე აქვთ ნაკეთები ივანიშვილთან ერთად. დღევანდელი იუსტიციის საბჭო არის მურუსიძის და ჩინჩალაძის იარაღი, რადგან ისინი მართავენ მას. უნდა აღვნიშნოთ, რომ მოყვარისა და მტრის გარჩევა აღრეული აქვს “ოცნებას”. შესაბამისად ჩვენ, როდესაც ეს ინიციატივა დავაყენეთ, ცალსახად ვთქვით ვინ არის ჩვენი ქვეყნის მტერი და დავიწყეთ რუსეთით, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ უცხოური გავლენის აგენტე

ოლაფ შოლცი - ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდეს - ეს გახლავთ საფუძველი კანდიდატის სტატუსის შემდეგი პროცესის განვითარებისთვის

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2024 წლის არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდეს. როგორც მან პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე აღნიშნა, ეს არის საფუძველი კანდიდატის სტატუსის შემდეგი პროცესის განვითარებისთვის. “მომავალი საპარლამენტო არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდეს. ეს გახლავთ საფუძველი კანდიდატის სტატუსის შემდეგი

შსს ბლოგერ უჩა აბაშიძის დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო სამხედრო ბლოგერ უჩა აბაშიძის დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, აბაშიძე იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით არის დაკავებული. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა სამთავრობო უწყების, კერძოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის ვებგვერდებზე განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლ

ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში პირველი ქალი კანდიდატი დარეგისტირდა

ყოფილი ირანელი დეპუტატი, ზოჰრე ელაჰიანი საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო კანდიდატად დარეგისტრირდა, - ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ზოჰრე ელაჰიანი პირველი ქალია, რომელიც ირანის პრეზიდენტობისთვის საარჩევნო რბოლაში ჩაერთო. ისლამური რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო კანდიდატებად ასევე დარეგისტრირდნენ ირანელი პოლიტიკოსები: მასუდ პეზეშკიანი, ალირეზა ზაკანი, სეიედ აჰმად რასულინეჯადი, ჰაბიბოლა დაჰმარდე, სეიიდ მოჰამად-რეზა მირთაჯოდინი, ფადა-ჰოსეინ მალეკი, ზოჰ

საფრანგეთში, გერმანიასა და ავსტრიაში ულტრამემარჯვენე პარტიები ლიდერობენ

ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებმა დარტყმა მიაყენა საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებს, რაც აჩენს კითხვებს იმის შესახებ, როგორ შეძლებენ ევროკავშირის მსხვილი სახელმწიფოები ბლოკში პოლიტიკის წარმართვას, - ამის შესახებ Reuters-ი წერს. გამოცემა აღნიშნავს, რომ ევროპარლამენტის არჩევნებში ულტრამემარჯვენეების გამარჯვებამ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აიძულა, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაენიშნა, რომელიც 30 ივნისს გაიმართება. Reuters-ი წერს, რომ, მაკრონის მსგავსად, მტკი

საელჩოს ცნობით, 26 მაისის ღონისძიებაზე აშშ-ის მონაწილეობა ივანიშვილის განცხადებების გამო გაუქმდა

აშშ-ის საელჩოს ცნობით, 26 მაისის ღონისძიებაში ამერიკელი სამხედროების მონაწილეობა „ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის განცხადების გამო გაუქმდა. ამის შესახებ საელჩომ „პუბლიკას” კითხვის საპასუხოდ აცნობა. თავდაპირველად ინფორმაცია გაავრცელა ტელეკომპანია „ფორმულამ”. მანამდე, 26 მაისს ფორმულას გადაცემა დროებაში აღნიშნეს, რომ დამოუკიდებლობის დღის სამხედრო მსვლელობაში ამერიკული კომპონენტი ამოღებული იყო. აშშ-ის განმარტებას გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, რ

აშშ-მა საქართველოსთან სამხედრო სწავლება „განუსაზღვრელი ვადით" გადადო

აშშ-მა საქართველოსთან „ღირსეული პარტნიორის” სამხედრო სწავლება „განუსაზღვრელი ვადით” გადადო. ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.

გიორგი გახარია - მარცხის აღიარებას, როგორც ჩანს, გამბედაობა სჭირდება, გამბედაობა სჭირდება იმასაც, რომ სიმართლეს თვალი გაუსწორო და თუ ამის თავი არ გაქვს, ბოლოს და ბოლოს, აიღე ეს არბიტრაჟის გადაწყვეტილება და გამოაქვეყნე

„ოცნების“ დუმილი ანაკლიის პორტზე, გასაგებია. ეს დუმილი არის წინა საარჩევნო დუმილი. რაც შეეხება მეორე მხარეს, მე არაერთხელ ვთქვი და არ მინდა ამაზე ბევრი ლაპარაკი, ერთადერთს ვიტყვი - მარცხის აღიარებას, როგორც სჩანს, გამბედაობა სჭირდება. გამბედაობა სჭირდება იმასაც, რომ სიმართლეს თვალი გაუსწორო და თუ ამის თავი არ გაქვს, ბოლოს და ბოლოს, აიღე ეს არბიტრაჟის გადაწყვეტილება და გამოაქვეყნე.  ჩემს ყველაზე დიდ გაოცებას იწვევს ის, რომ არბიტრაჟის გადაწყვეტილების შემდეგ ადამიანები მხატვრული ბალეტრისტიკის ჟანრშ

მაია ბუწაშვილი - „მაიმუნის ყვავილი“ შედარებით მძიმედ მიმდინარეობს ბავშვებში, ორსულებში და იმუნოსუპრესირებულ პირებში - დასაწყისში გრიპისმაგვარი სიმპტომები ახასიათებს, 1-3 დღეში ვითარდება გამონაყარი

ინფექციონისტის, მაია ბუწაშვილის განცხადებით, „მაიმუნის ყვავილი“ შედარებით მძიმედ მიმდინარეობს ბავშვებში, ორსულებში და იმუნოსუპრესირებულ პირებში. როგორც მან განმარტა, დასაწყისში ახასიათებს გრიპისმაგვარი სიმპტომები: ცხელება, შემცივნება, თავის და კუნთების ტკივილი, ლიმფური კვანძების გადიდება. 1-3 დღეში ვითარდება გამონაყარი, რომელიც იწყება სახიდან და ვრცელდება სხეულის სხვა ნაწილებზეც, მათ შორის ხელის და ფეხისგულებზეც. გამონაყარი ჯერ კვანძოვანია, შემდეგ ხდება ბუშტუკოვანი, მღვრიე შიგთავსით. რამდენ

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დღეს ალბანეთს დაუპირისპირდება

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დღეს, „ერთა ლიგის“ მეორე ტურში ალბანეთის საფეხბურთო ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი ტირანაში შედგება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფის პირველ შეხვედრაში ჩეხეთის საფეხბურთო ნაკრები ანგარიშით 4:1 დაამარცხა. პირველი ტურის შეხვედრა უკრაინასთან გამარჯვებით დაასრულა ალბანეთის ნაკრებმაც. პირველი ტურის შემდეგ ჯგუფში 3-3 ქულით საქართველოსა და ალბანეთის საფეხბურთო ნაკრებები ლიდერობენ. საქართველოს ერო

აშშ-მა ოკუპირებულ ცხინვალში მოქმედ ბანკს, რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის ხელშეწყობისთვის, სანქციები დაუწესა

შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა ოკუპირებულ ცხინვალში მოქმედ MRB ბანკს, რომელიც ჩართული იყო რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის ხელშეწყობაში, - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული. „საგარეო აქტივების კონტროლის დეპარტამენტმა დაადგინა ხუთი ორგანიზაციისა და ერთი ფიზიკური პირისგან შემდგარი ქსელი, რომლებიც დაფუძნებული არიან რუსეთში და რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონში, სამხრეთ ოსეთში და რომლებმაც შ

ფიშერი: საქართველოს მთავრობა ისტორიულ შესაძლებლობას საფრთხის ქვეშ აყენებს

საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი ეხმაურება საქართველოსა და გერმანიის პრეზიდენტების ბერლინში დღეს გამართულ შეხვედრას და აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყნის ისტორიულ შესაძლებლობას საფრთხის ქვეშ აყენებს. საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ბერლინში გერმანელ კოლეგას, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა. ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრაზე ისაუბრა რამდენიმე თემაზე, მათ შორის, ქვეყანაში შექმნილ წინასაარჩევნო გარემოზე, „რომელიც ინსპირირებულია რუსეთისაგან“, ა

“ჟურნალისტიკა საქართველოში საშიშ პროფესიად იქცა” – ევროპული მედიაორგანიზაციების მისია

ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმისა და მედიის თავისუფლების სწრაფი რეაგირების (MFRR) პარტნიორმა ორგანიზაციებმა საქართველოში მედიის თავისუფლების ხარისხი შეაფასეს. ევროპული მედია-გაერთიანებების 10 წარმომადგენელი 2 დღის განმავლობაში – 1-ელ და 2 ოქტომბერს იკვლევდა ჟურნალისტების უსაფრთხოებისა და თავისუფლების საკითხებს. როგორც ამბობენ, მდგომარეობა ბევრად უფრო მძიმე და შემაშფოთებელი აღმოჩნდა, ვიდრე ელოდნენ. ანგარიშში, რომელიც მათ ორდღიანი ვიზიტის შემდეგ მოამზადეს, აღნიშნულია, რომ სა

აშშ-ის საელჩო - რატომ აყენებს „ქართული ოცნება“ ამერიკასთან პარტნიორობას რისკის ქვეშ 1.8%-ის გამო?

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ინტერესდება თუ რატომ აყენებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება აშშ-სთან პარტნიორობას რისკის ქვეშ. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში, მათ მოჰყავთ დიაგრამა, სადაც ასახულია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-მა გამოაქვეყნა და შემდეგ საკუთარი შედეგები ჩაასწორა. მათივე ინფორმაციით, პირველად გამოქვეყნებული შედეგებით, არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება დადასტურდა, თუმცა შეცვლილ მონაცემებშ

პაველ ჰერჩინსკი - თუ გადაწყვეტთ, გარდაქმნათ საქართველო ერთპარტიულ სახელმწიფოდ, აკრძალოთ ოპოზიცია და განდევნოთ სამოქალაქო საზოგადოება, ქვეყანა არ გახდება ევროკავშირის წევრი, არც დღეს, არც ხვალ და 2030-ში

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გადაწყვეტთ, გარდაქმნათ საქართველო ერთპარტიულ სახელმწიფოდ, თუ გადაწყვეტთ აკრძალოთ ყველა ოპოზიციური პარტია, განდევნოთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, თუ დაუშვებთ საქართველო იყოს ადგილი, სადაც თავისუფალ და დამოუკიდებელ მედიას ადგილი არ აქვს, თუ გადაწყვეტთ, რომ საქართველოში ყველა ადამიანის უფლება არ იქნას დაცული, ნება მომეცით ღიად გითხრათ - საქართველო არ გახდება ევროკავშირის წევრი, არც დღეს, არც ხვალ და 2030- ში, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰე

ხმები სრულად დათვლილია | სანდუმ საპრეზიდენტო არჩევნებში 55.33% მიიღო

მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმების 55,33% მიიღო. მაია სანდუს მხარი 929 964-მა ამომრჩეველმა დაუჭირა. მისმა კონკურენტმა, ალექსანდ სტოიანგლომ კი – 44,67% (750 644 ხმა). სანდუს ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა სტანისლავ სეკრიეუმ განაცხადა, რომ მეორე ტური რუსეთის უპრეცედენტო ჩარევის ფონზე წარიმართა – პრორუსულმა ძალებმა მოახდინეს ამომრჩევლის მობილიზება. მისი თქმით, რუსეთი ცდილობდა საზღვარგარეთ არსე

ნათია მეზვრიშვილი - “ოცნებამ” 2021 წლიდან დაიწყო იმ სახელმწიფო ინსტიტუტების გაუქმება, რომლებიც პასუხისმგებლები იყვნენ არჩევნების დაცვაზე (ვიდეო)

“ოცნებამ” 2021 წლიდან დაიწყო იმ სახელმწიფო ინსტიტუტების გაუქმება, რომლებიც პასუხისმგებლები იყვნენ არჩევნების დაცვაზე. ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/572589602032201
×
×
  • შექმენი...