ბილი კრისტალი და პარიზ ჰილტონი იმ ცნობილ ადამიანებს შორის არიან, რომლებმაც ლოს-ანჯელესის ტერიტორიაზე მძვინვარე ტყის ხანძრის შედეგად სახლები დაკარგეს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
„ჩემმა მეუღლემ და მე აქ გავზარდეთ ჩვენი შვილები და შვილიშვილები. ჩვენი სახლის ყოველი ინჩი სიყვარულით იყო სავსე - ლამაზი მოგონებებით, რომლების წაშლა შეუძლებელია. რა თქმა უნდა, გული გვტკივა, მაგრამ ჩვენი შვილების და მეგობრების სიყვარულით ამას გადავლახავთ“, - აღნიშნა ბილი კრისტალმა.
ხანძრის შედეგად განადგურდა მ
პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა განუცხადა.
აქამდე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული პირების საქმე 2 წარმოებად მიმდინარეობდა. კერძოდ კი, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას და გურამ
სომხეთის მთავრობამ „სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ“ კანონპროექტი დაამტკიცა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საკითხი დღეს გამართულ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა წარადგინა.
„ბოლო წლებში სომხეთსა და ევროკავშირს საკმაოდ ინტენსიური და დინამიური ურთიერთობები აქვთ. ევროკავშირმა არაერთხელ გამოხატა ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა სომხეთში დემოკრატიისადმი. ვგულისხმობ ევროკავშირის სამოქალაქო სადამკვირვე
Fox News-ის რედაქტორი ნანა საჯაია კონგრესიდან წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ "ქართული კოშმარის არაღიარების აქტი" აშშ-ის კონგრესში უკვე წარადგინეს.
"კარგად ინფორმირებულმა წყარომ კონგრესიდან მითხრა, რომ "ქართული კოშმარის არაღიარების აქტი" კონგრესში წარდგენილია", - წერს ის.
კანონპროექტის ავტორები არიან კონგრესმენები: რესპუბლიკელი ჯო უილსონი და დემოკრატი სტივ კოენი.
ნანა საჯაია წერს, რომ მოპოვებული კანონპროექტის თანახმად, იკრძალება ქართული ოცნების მთავრობის აღიარება და მასთან ურთ
„29 დეკემბერს არ მთავრდება საქართველოს რეალობა, არსებობს სამართლებრივი გზები, რომ ახალი არჩევნები დაინიშნოს კონსტიტუციურ ჩარჩოში. მთავარია ნება, რომ ამ შეთანხმებაზე წამოვიდეს რეჟიმი…“ - სოფიო ხორგუანი სტუმრად პალიტრანიუსში, „პოლიტიკურ სივრცეში“
ვიდეო: https://www.facebook.com/SophiaKhorguaniofficial/videos/1128299278733804
ნატო დარბაიძე და სოფიო ხორგუანი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ პოლიტიკურ პარტიებს წარმოადგენენ. ხშირად, რთულია მსგავსი განსხვავებების მქონე პარტიებს ბევრი საერთო ჰქონდეთ, თუმცა ამ შემთხვევაში, ორივე მათგანის წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ საქართველო ევროპის დიდი ოჯახის წევრი უნდა იყოს, იქამდე კი არის ბრძოლა, რომლის მიზანი ახალი არჩევნების დანიშვნა და უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანების გათავისუფლებაა.
ნატო დარბაიძე „ერთიანობა- ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენს, სოფიო ხო
“ოცნებამ” იმ ქვეყანას, საიდანაც რეალურად მოდის ომის საფრთხე, მეგობარი დაარქვა და ვინც ჩვენს უსაფრთხოებაში გვეხმარებოდა, ის გახადა გლობალური ომის პარტიის ნაწილი.
დიმიტრი ცქიტიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/598054359586017
“ოცნება” დღევანდელი განცხადებით ცდილობს განაახლოს ომის პროპაგანდა, რასაც არჩევნებამდე იყენებდა და საზოგადოება ამ პროპაგანდით მძევლად აიყვანოს.
დიმიტრი ცქიტიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/891624626171926
კრიზისის პირველ ფაზაში შედეგს მივაღწიეთ - “ოცნებას” არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ ლეგიტიმაცია არ აქვს.
ქართველი ხალხის მხარეს აქტივები იზრდება, ივანიშვილის მხარეს კი მცირდება.
ანა ბუჩუკური, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1005891718036374
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, კახა ქემოკლიძე მოუწოდებს ხელისუფლებას, გამოაქვეყნონ იმ ადამიანის სახელი და გვარი, რომელზეც აპელირებენ, რომ „ომში ეპატიჟებოდა“.
როგორც კახა ქემოკლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, მათ კეთილი უნა ინებონ და გაასაჯაროვონ ჩანაწერი.
„ე.წ. დიპლომატებზე რომ საუბრობენ, რომ თითქოს ვინმე ომში ეპატიჟებოდათ და თითქოს ამათ კომპრომატები აქვთ. გამოიტანონ, რატომ არ გამოაქვთ? გინდათ გითხრათ რატომ არ გამოაქვთ? იმიტომ, რომ ზუსტად ვიცი
მას შემდეგ, რაც დავინახეთ არჩევნები, რომელმაც ბევრი კითხვა გააჩინა, მას შემდეგ, რაც დავინახეთ მთავრობის რეპრესიული ქმედებები, ჩვენ, ისევე როგორც ჩვენმა პარტნიორებმა, ქმედებები განვახორციელეთ. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა პარიზში საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, ჟან-ნოელ ბაროსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ცხადი ერთიანობაა აშშ-ს, საფრანგეთსა და ბევრ სხვა ქვეყანას შორის, რომლებიც "საქართველოს მთავრობის ძალიან სამწუხარო ქმედებების წინაშე
დონალდ ტრამპი და მე ერთად ვიმუშავებთ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მისაღწევად.
ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
“ამერიკა არ აღიარებს ივანიშვილის რეჟიმს. “ქართული კოშმარის არაღიარების აქტი” აგრძელებს ტირანული რეჟიმების არაღიარების დიად ამერიკულ ტრადიციას. დონალდ ტრამპი და მე ერთად ვიმუშავებთ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მისაღწევად”, - წერს უილსონი.
„ოცნების“ პოლიტსაბჭოს დღევანდელი განცხადება არის იმ პროპაგანდისტული ხაზის სახიფათო გაგრძელება, რომელსაც რეჟიმი უკვე რამდენიმე წელია აქტიურად იყენებს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ და საქართველოს ეროვნული ინტერესების საზიანოდ, - ამის შესახებ "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ერთი შეხედვით, "ღიმილისმომგვრელი თეორიები „გლობალური ომის პარტიასა“ და „დიფ სთეითზე“, სხვა არაფერია, თუ არა ამ საკითხზე სერიოზული დისკუსიის გახსნის მცდელობა, თავდაპირველად უწყინარ
ბაკურიანში, დიდველის ტრასაზე, აქცია „საქართველოს ევროპული მომავლისათვის“ გაიმართა. აქციის მონაწილეებმა საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გაშალეს.
აქციის მონაწილეები ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და აქციების დროს დაპატიმრებული მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვენ.
შესაბამისი ფოტოები ჯგუფ "დაიტოვეში" გავრცელდა.
ცნობისთვის, მოქალაქეები პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის
თავისუფალ და დემოკრატიულ მთავრობებს მოვუწოდებთ, საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები მოითხოვონ და უარყონ ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმი. ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას ამერიკელი და ევროპელი კანონმდებლები და ყოფილი მაღალჩინოსნები ავრცელებენ.
განცხადებაში, ასევე, მოწოდებაა ერთიანი სანქციებისკენ.
“ჩვენ, ტრანსატლანტიკური კანონმდებლები და ყოფილი მაღალჩინოსნები მთელი პოლიტიკური სპექტრიდან, თავისუფალ და დემოკრატიულ მთავრობებს მოვუწოდებთ, საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი
საქართველოს მთავრობამ 9 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა. ამის შესახებ განცხადებას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული გადაწყვეტილება საბერიოში მომხდარ ტრაგედიას უკავშირდება.
"საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომელსაც ხუთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.
მთავრობის შესაბამისი განკარგულების თანახმად, რომელსაც ხელს აწერს პ
სახელმწიფო უწყება, ანტიკორუფციული ბიურო, რომელსაც რაჟდენ კუპრაშვილი ხელმძღვანელობს, ფეისბუკზე რეკლამაში 30 000 ლარის დახარჯვას გეგმავს.
ბიუროს ხელმძღვანელმა ამ მიზნით შესყიდვების სააგენტოს წერილობით მიმართა და ითხოვა, გამარტივებული შესყიდვის წესის საფუძველზე მისცენ უფლება, 2025 წელს 30 000 ლარი დახარჯონ ფეისბუკზე რეკლამაში.
შესყიდვების სააგენტომ ამ მოთხოვნაზე თანხმობა განაცხადა.
netgazeti
ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი ავრცელებს 43 დასავლელი პოლიტიკოსის ერთობლივ განცხადებას, რომელშიც გაჟღერებულია მოწოდება მთავრობების მიმართ, არ აღიარონ „ქართული ოცნების” მთავრობა, დააწესონ ერთიანი სანქციები ბიძინა ივანიშვილისა და პარტიის წარმომადგენლების მიმართ, ასევე, უარი განაცხადონ შეხვედრებზე მანამ, სანამ არ ჩაინიშნება ახალი არჩევნები.
განცხადებას ხელს აწერენ:
ჯო უილსონი, კონგრესის წევრი, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე;
რიჩარდ ჰადსონი, კონგრესის წევრი,
აქციების დროს დაკავებული რევაზ კიკნაძის საქმეში არსებობს მოწმე, მეტროს თანამშრომელი ქალი, რომელიც ადასტურებს, რომ აქტივისტი არა ლისის ტერიტორიაზე, არამედ მეტრო „უნივერსიტეტში“ დააკავეს. ქალის ვიდეოჩანაწერი „ტვ პირველმა“ გაავრცელა. ვიდეოში ქალი ამბობს, რომ ბიჭი სალარომდე არ იყო მისული, როცა მას ორმა პირმა მოკიდა ხელი და სადგურში არსებული პოლიციის ოთახში შეიყვანა.
ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ აქვთ ამ მოწმის გამოკითხვის ოქმი, გასაუბრების ოქმი და აპირებენ, ის სასამართლო
ცხადი გამოსავალი ახალი არჩევნებია, ქართველი ხალხის წინაშე ჩვენი ვალია უარვყოთ ეს რეჟიმი, სანამ ის არ დათანხმდება. ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, იან კელი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
“საქართველო ახლა ერთპარტიული რეჟიმის მიერ იმართება. ოპოზიციის შეშფოთებები, რომელიც ამომრჩევლების ნახევარზე მეტს წარმოადგენს, უგულებელყოფილიყო იქნა. ცხადი გამოსავალი ახალი არჩევნებია. ქართველი ხალხის წინაშე ჩვენი ვალია უარვყოთ ეს რეჟიმი, სანამ ის არ დათანხმდება”, - წერს კელი.
ცნობისთვის, კელი “
რესპუბლიკელი და დემოკრატი კონგრესმენები დღეს “ქართული კოშმარის არაღიარების აქტს” წარადგენენ. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული ტელეარხი Fox News-ი ავრცელებს.
მედიის თანახმად, აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის - წარმომადგენელთა პალატის - წარმომადგენლების ორპარტიული ჯგუფი “ქართული კოშმარის არაღიარების აქტს” საკანონმდებლო ორგანოში დღეს წარადგენს, რაც “ქართული ოცნების” მთავრობის აღიარებას აკრძალავს.
“ქართული კოშმარის არაღიარების აქტის” ინიციატორებად კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტი
ფინეთის ყურეში დივერსიაში ეჭვმიტანილი ხომალდის Eagle S ეკიპაჟის წევრები საქართველოს და ინდოეთის მოქალაქეები არიან. ფინური მედია YLE-ს თანახმად, გემის კაპიტანი დავით ვადაჭკორიაა.
ამის შესახებ 2024 წლის 27 დეკემბერს განაცხადა მომხდარის გამოძიების ხელმძღვანელმა, ფინეთის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის კრიმინალური ინსპექტორმა სამი პაილამ.
ფინეთის ეროვნულმა საგამოძიებო ბიურომ (NBI) 2024 წლის დეკემბერში დააკავა ტანკერი Eagle S, რომელიც ეჭვმიტანილია ელექტროკაბელის, EstLink 2-ისა და ოთხი საკომ
საპროტესტო აქციებზე დაკავებულმა ვეფხია კასრაძემ „ტვ პირველს” ციხიდან წერილი გაუგზავნა, რომელშიც წერს, რომ ბრძოლა არ უნდა დასრულდეს მანამდე, სანამ ქართველი ხალხი დამსახურებულ გამარჯვებას არ მოიპოვებს.
კასრაძე წერილში საუბრობს მისი თანამესაკნეების მაღალ ზნეობაზე, კულტურასა და სიმტკიცეზე და დაკავებული ახალგაზრდების მშობლებს ციხიდან უთვლის, რომ მათი შვილებით უნდა იამაყონ.
„მოგესალმები ჩემო საქართველო! მოგესალმებით რუსთაველის გამზირის გმირებო! გილოცავთ შობა-ახალ წელს და ახალი საქართველოს
„იფიცება საქართველო!“ – 15 იანვარს 15 საათზე 3 საათის განმავლობაში გამაფრთხილებელი გაფიცვა დაანონსდა.
Facebook-ში ჯგუფიც შეიქმნა, სადაც კონსულტაციის მიღების მიზნით მოქალაქეებს დაკავშირება შეუძლიათ.
უკვე 41-დღეა რაც რუსთაველის გამზირზე ყოველ საღამოს უწყვეტი საპროტესტო აქციები იმართება. ამ დღეების განმავლობაში გაიმართა არაერთი პროფესიული ჯგუფის საპროტესო მარში.
საპროტესტო აქციების ორი მთავარი მოთოვნაა,- ახალი არჩევნების დანიშვნა და საპროტეტსო აქციების დროს დაკავებულების დაუყოვნებლ