დიდ დიღომში, „გუდვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ დაჭრასთან დაკავშირებით, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი დისტრიბუციის მანქანის მძღოლსა და მსუბუქი ავტომანქანის მძღოლს შორის გზის დათმობასთან დაკავშირებით წარმოიშვა.
დაშავებული მამაკაცი დისტრიბუციის მანქანის მძღოლია, ის ფეხის არეში ცივი იარაღითაა დაჭრილი და კლინიკა „ვივამედშია“ გადაყვანილი.
სამართალდამცავებს გამოკითხვაზე ჰყავთ გადაყვანილი დაჭრილი მამაკაცის მეწყვილეც. უცნობია, დააკავეს
ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით კვლევითი ორგანიზაცია Edison research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, პასუხები ასე ნაწილდება ალოკაციით, შეწონვის მეთოდით:
ქართული ოცნება – 37%
ნაციონალური მოძრაობა/სტრატეგია აღმაშენებელი – 21%
საქართველოსთვის – 9%
ლელო – 5%
გირჩი/დროა – 4%
ლეიბორისტული პარტია – 4%
ხალხისთვის – 4%
გირჩი (იაგო ხვიჩია) – 4%
“ხელისუფლებამ სამ წლიანი პაუზის შემდეგ, სამწუხაროდ, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში კამარა ჰესის პროექტის მშენებლობა ისევ განაახლა. საინტერესოა, რატომ გადაწყდა ამ პროექტის განხორციელება, რომელიც სამი წლის წინ პირადად ჩემი ინიციატივით ყაზბეგის მუნიციპალიტეტში შევაჩერეთ. ისევ დღის წესრიგში დგება არასასარგებლო პროექტების განხორციელება, მიუხედავად იმ პირობისა, რომ ხევის მოსახლეობა კატეგორიული წინააღმდეგია.
მსგავს ხეობებში მხოლოდ შესაძლებელია მცირე სიმძლავრის, ეკოლოგიურად სუფთა, მწვანე ჰესების მიმა
საქართველოს მარნების წარმომადგენლები ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის მიმართავენ. ისინი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს და ევროგაერთიანებას სთხოვენ, საკითხი დადებითად გადაწყვიტოს.
მეღვინეთა თქმით, ათწლეულების მანძილზე საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობა “სავალალოდ იყო დამოკიდებული რუსეთის დიდ, არასტაბილურ და დაბალი სამომხმარებლო კულტურის ბაზარზე”.
“ამ კონიუნქტურის გავლენით ქართული ღვინო ყალიბდებოდა დაბალი ხარისხის, იაფფასიან პროდუქტად, რა
საფეხბურთო კლუბი „საბურთალო“ საქართველოს თასის ფინალთან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეორგოლის გამო ბოდიშს იხდის.
კლუბში აცხადებენ, რომ ფინალამდე გავრცელებულ ვიდეომიმართვას საზოგადოებაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა და საჭიროდ მიიჩნევენ მცირე განმარტება გააკეთონ.
კლუბის განცხადებით, ვიდეორგოლის ერთადერთი მიზანი გულშემატკივრობის წახალისება იყო და ემსახურებოდა მხოლოდ სპორტულ ინტერესს:
„ჩვენი მხრიდან, ბოდიშს ვუხდით ყველა იმ გულშემატკივარს, ვისთვისაც ვიდეო მიმართვა ემოციური და ს
ფონიჭალაში არასრულწლოვანი გოგო გაიტაცეს. შემთხვევა გუშინ მოხდა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა, სავარაუდოდ, ცოლად შერთვის მიზნით მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
პუბლიკა
ევროპული საბჭოს სამიტის გადაწყვეტილების პროექტი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების გახსნას ითვალისწინებს.
„ნეტგაზეთმა“ მოიპოვა ევროკავშირის სამიტის დასკვნების უახლესი პროექტი, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ კონსენსუსი ჯერ მიღწეული არ არის, სამიტის დასრულებამდე ტექსტი შეიძლება, შეიცვალოს.
ამ დროისთვის არსებული პროექტი გაფართოების ნაწილში შემდეგნაირია:
ევროპული საბჭომ გადაწყვიტა გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება უკრაინას
"ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა იქნება მისი საახალწლო სუფრისთვის გენერალური რეპეტიცია."
ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
GP7Dihi9Krb8RgECAAU11H3EMmdybmdjAAAF.mp4
პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“ ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის კლინიკა „ვივამედიდან" სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანისკენ მოუწოდებს.
როგორც დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, არ შეიძლება უცხო ქვეყნის მოქალაქეს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევისა და მონაწილეობის უფლება ეძლეოდეს.
დაუშვილის თქმით, ადგილი აქვს „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის" სისტემატურ დარღვევას, რაც უნდა შეწყდეს და ახალი წლების შემდეგ მაინც გადაყვანილ იქნას მიხე
მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ ქვეყნის ევროინტეგრაციის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოვიდა. ამის შესახებ მაია სანდუმ მოლდოვის პრეზიდენტად არჩევის სამი წლისთვის აღსანიშნავად გავრცელებულ საგანგებო მიმართვაში განაცხადა.
„ჩვენ კიდევ ბევრი რამის გაკეთება მოგვიწევს, რაც მთავარია მშვიდობისა და უკეთესი მომავლის უზრუნველყოფა ჩვენი მოქალაქეებისთვის და მათი შვილებისთვის. ჩვენ ასეთი მომავალი გარანტია მხოლოდ ევროკავშირის წევრად ყოფნის პირობებში გვაქვს. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ აუც
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის თანამდებობიდან ოლექსი დანილოვი გაათავისუფლა.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის 26 მარტის განკარგულებაში წერია.
განკარგულების თანახმად, უკრაინის პრეზიდენტმა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის მდივნის თანამდებობაზე უკრაინის საგარეო დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი ალექსანდრ ლიტვინენკო დანიშნა.
ipn
ამ დროისთვის, დასაქმების პროგრამის ფარგლებში, საზოგადოებრივ სამუშაოებზე 30 ათასამდე სოციალურად დაუცველია დასაქმებული.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ დასაქმების სააგენტოში განუცხადეს, პროგრამის დაწყებიდან დღემდე სამუშაო პროგრამას სხვადასხვა მიზეზით 7 079 პირი გამოეთიშა.
„2024 წლის 21 მარტის მდგომარეობით, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის ფარგლებში დასაქმებულია 30 000-მდე სოციალურად დაუცველი პირი. პროგრამაში ჩართვის ინტერესი საკმაოდ მაღალია. დასაქმების სააგენტო, დასაქმების მსურველ
29-31 მარტს პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ გუნდთან ერთად სამეგრელოში შეხვედრები გამართა.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ჯგალში, კირცხში, ხაბუმეში, სენაკსა და ზუგდიდში მოსახლეობასთან შეხვედრების დროს გამოიკვეთა ძალიან ბევრი პრობლემა, მათ შორის, გაზიფიცირების, წყლით მომარაგების, დასაქმების პრობლემები, მოსახლეობა განსაკუთრებით წუხს, რომ ახალგაზრდები ტოვებენ სოფლებს, ტოვებენ რეგიონს და მიდიან ევროპაში, ან აშშ-ში, რადგან საკუთარი უნარების და შესაძლებლობები
ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ხელისუფლების მიერ მეორე მოსმენით მიღებული კანონპროექტი საკუთარი მიზნებითა და შინაარსით არის რუსული, მიმართულია ქართველი ხალხის დასავლური კურსის წინააღმდეგ და ის უპირობოდ უნდა იქნას უკან გაწვეული.
განცხადებს ხელს აწერს:
ა(ა)იპ “ტოლერანტობის სამყარო”
ა(ა)იპ “ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი”
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
ასოციაცია მერკური
ახალქალაქის ბიზნეს ცენტრი
განათლების და განვითარების ცენტრი
თ
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 29 მაისს გამოქვეყნებული მონაცემებით, ქვეყანაში აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი 11.8%-მდე შემცირდა.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC) ამ ფაქტს ეხმაურება და წერს, რომ სიღარიბის მაჩვენებელს პროსახელისუფლებო მედია საშუალებები (იმედი, POSTV) მანიპულაციურად განმარტავენ და ამტკიცებენ, რომ თითქოს 145 000-ზე მეტმა ადამიანმა სიღარიბე დაძლია.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სინამდვილეში, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები მხოლოდ იმას აჩვენ
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ახალგაზრდებს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
შეხვედრა დღეს, 20:00 საათზე გაიმართება.
პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტი ახალგაზრდების კითხვებს უპასუხებს.
ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია, თუმცა რეგისტრაცია სავალდებულოა.
ipn
ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ X-ზე, აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსი დირექტორი მაიკლ კარპენტერის განცხადებას ავრცელებს.
კარპენტერის თქმით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით, საქართველოს მთავრობა არასწორი მიმართულებით წავიდა.
ჟურნალისტის ინფორმაციით, კარპენტერმა განაცხადა, რომ „საქართველოსთან არსებული ყველა პროგრამა გადახედვით პროცესშია“
„გულწრფელად რომ ვთქვათ, როდესაც ჩვენ ვხედავთ სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებას, როდესაც
გოგიტა ფარჯიანი, რომელსაც სვანეთის ტყეში 6 დღე ეძებდნენ, ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ქედზე დათვი შეხვდათ, ტყით გადასვლა გადაწყვიტეს და 5 დღე ფეხით მოდიოდნენ.
მისი თქმით, ახლობლებთან დაკავშირება ვერ შეძლეს, რადგან ტელეფონები გაეთიშათ. ამის შესახებ კომენტარი მან „მთავარ არხთან” გააკეთა.
სვანეთში დაკარგული 2 ახალგაზრდა იპოვეს. ორივე ცოცხალია. გოგიტა ფარჯიანი და გიორგი გვიჩიანი მესტიისა და ლენტეხის ტერიტორიაზე დაიკარგნენ – ისინი ლენტეხში ზემო სვანეთიდან გადადიოდნენ. მათ 6 დღე ეძებდნენ. ს
სამართალდამცავებმა ძმის მკვლელობის ბრალდებით 36 წლის მამაკაცი დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ძმამ ძმას ნაჯახით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ცაგერის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებუ
როგორც „ოცნება“ ცდილობს, რომ ყველაფერი პოლიტიკური დივიდენდისთვის გამოიყენოს, ასეა ზუსტად სააკაშვილიც - ისეთ რაღაცას როგორ იტყუები, რომ ვის სახელსაც იყენებ 24 საათი, ის იძულებული ხდება, გამოვიდეს და თქვას, რომ იტყუებაო, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის” წევრმა, მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან აშშ-ის საელჩოს განცხადების შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ის საელჩომ პირდაპირ დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილი განსახილველი თემა საერთოდ არ ყოფილა.
„როგორც „ოცნება“ ცდილობს, რომ ყვე
გიორგი ანწუხელიძე და ჩვენი ეროვნული გმირები ქვეყნის ენერგიის წყარო არიან, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქის პირად გვერდზე წერს.
"ესენი აცოცხლებენ და აღვივებენ საუკუნეების მანძილზე დაგროვილ უზარმაზარ ეროვნულ მუხტს.
მარადიული ხსოვნა იყოს თქვენი! ღმერთმა მოგვცეს ძალა, რომ თქვენი ღირსნი ვიყოთ და თქვენი გზა ჩვენც გავამართლოთ!", - წერს პრეზიდენტი ზურაბიშვილი.
დღეს საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. საქართველოს
რუსებმა გუშინ ღამით ქალაქ სუმიზე საჰაერო დარტყმა განახორციელეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას სუმის ოლქის სამხედრო-საოლქო ადმინისტრაცია ავრცელებს.
„ავიაიერიშის შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი და დაშავდა ოთხი, მათ შორის ორი ბავშვი“, - აცხადებენ სუმის ოლქის სამხედრო-საოლქო ადმინისტრაციაში.
მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგების აღმოსაფხვრელად ყველა საჭირო სამსახური მუშაობს.
იპნ
26 ოქტომბერს ჩვენ საქართველოს დავაბრუნებთ ევროპულ გზაზე.
”ოცნებამ” საქართველოს დემოკრატიულ კურსს გადაუხვია და აირჩია ავტორიტარული გზა.
თეონა აქუბარდია, პარტია “გახარია საქართველოსთვის” გუნდის წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1953217335101692/
ბელგიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ბადრი ფეტელავა აცხადებს, რომ მისი ცოლი და შვილი, რომლებიც საკონსულო აღრიცხვაზე იდგნენ და საბუთებიც წესრიგში აქვთ, ამომრჩეველთა სიაში არ არიან.
როგორც ბადრი ფეტელავა ნეტგაზეთთან ამბობს, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ემიგრანტების ნაწილი ამომრჩეველთა ერთიან სიაში თავს ვერ პოულობს, გადაწყვიტა სიაში თავისი თავი და ოჯახის წევრებიც გადაემოწმებინა.
მისი თქმით, ამისათვის ბელგიაში საქართველოს საკონსულოს დაუკავშირდა, სადაც უთხრეს, რომ ამომრჩეველთა სიაში