მსოფლიოს ფეხბურთის ლეგენდის პელეს მდგომარეობა კრიტიკულია. როგორც გაცნობეთ, რამდენიმე კვირის წინ ბრაზილიელი გულის უკმარისობის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს.
Infobae-ს ინფორმაციით, 82 წლის ლეგენდის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ უკვე ოჯახის წევრები ემშვიდობებიან. წყაროს ცნობით, პელეს ლაპარაკი თითქმის აღარ შეუძლია... ამასთან ერთად ბრაზილიაში სამოქალაქო პანაშვიდზე დაიწყეს ფიქრი...
2021 წლის სექტემბერში ბრაზილიელს სიმსივნე ამოკვეთეს და ქიმიოთერაპიის კურსი ჩაუტარეს.
sportall.ge
მმართველი პარტიის ქმედებები, მათ შორის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერება და მშვიდობიანი საპროტესტო აქციების ძალადობრივი ჩახშობა, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების პირდაპირ დარღვევას წარმოადგენს, - ამის შესახებ ქართველი ხალხისა და საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად გავრცელებულ ერთობლივ წერილში მსოფლიოს სახელმწიფოების მოქმედი და ყოფილი ქალი ლიდერები აცხადებენ.
„ჩვენ, ხელმომწერი ქალი ლიდერები, ქართველ ხალხსა და პრეზიდენტ სალ
მსოფლიოში პურზე ყველაზე დაბალი ფასის მიხედვით საქართველო 95 ქვეყნიდან მე-20 ადგილზეა. ამის შესახებ სამომხმარებლო ფასების, კრიმინალის მაჩვენებლის, ჯანდაცვის ხარისხისა და სხვა სტატისტიკის გლობალურ მონაცემთა ონლაინ ბაზის, Numbeo-ს 2024 წლის თებერვლის რეიტინგში წერია.
Numbeo-მ 95 ქვეყნის რეიტინგი 500-გრამიანი თეთრი პურის ფასების მიხედვით შეადგინა, რომელშიც საქართველო 0,67-დოლარიანი ფასით არის წარმოდგენილი.
მსოფლიოში ყველაზე დაბალი ფასი ნახევარკილოგრამიან პურზე ტუნისში დაფიქსირდა, რამაც 0,1
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ "მაიმუნის ყვავილთან" დაკავშირებით კიდევ ერთხელ გამოაცხადა გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობა.
ამის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) გენერალურმა დირექტორმა, ტედროს გებრეიესუსმა განაცხადა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ვირუსული ინფექციის კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და მის მეზობელ ქვეყნებში გავრცელებას მოყვა.
"აშკარაა, რომ კოორდინირებული საერთაშორისო პასუხი საკვანძოა გავრცელების შესაჩერებლად და სიცოცხლეების გადასარჩენ
არგენტინული ტელეარხის Todo Noticias-ის რეპორტიორი დომენიკა მეცგერი კატარში მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების წინ, პირდაპირ ეთერში ჩართვისას, გაძარცვეს – ამის შესახებ Daily Mail იტყობინება.
მეცგერს კატარი-ეკვადორის (0:2) მატჩის წინ, ჩართვა ჰქონდა დოჰას კორნიშის რაიონიდან. პირდაპირ ეთერში გულშემატკივრებთან ინტერვიუებს იწერდა, რა დროსაც მისი ჩანთიდან ფული და დოკუმენტები გაქრა. მიუხედავად იმისა, რომ ქურდობის მომენტი კადრებში არ მოხვდა, ჟურნალისტი დარწმუნებულია, რომ ის გადაღების დროს გაძარცვეს.
საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე მეცხრე ადგილისთვის ნახევარფინალურ მატჩში ფიჯის ნაკრებს შეხვდა, 40:36 დაამარცხა და ფინალში 19 ივლისს იტალიას დაუპირისპირდება, რომელიც მიმდინარე ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ერთხელ უკვე დაამარცხა – 28:17.
პირველ ტაიმში უმცროსი „ბორჯღალოსნების“ შემადგენლობაში ლელო მიხეილ ხახუბიამ და ტარიელ ბირთიკაშვილმა დადეს, ლუკა ცირეკიძემ ერთი გარდასახვა და სამი ჯარიმა გაიტანა, რასაც ფიჯელებმა ორი ლელოთი (პლუს ერთი გარდასახვა) უპასუ
მსოფლიო პატრიარქის ბართლომეოსის საშობაო ეპისტოლე მსოფლიო საპატრიარქოს ვებგვერდზე ქართულ ენაზეც გამოქვეყნდა.
კონსტანტინეპოლის პატრიარქი შობის დღესასწაულს ულოცავს ქრისტიანულ სამყაროს და ყურადღებას ამახვილებს კაცობრიობის წინაშე მდგარ გამოწვევებზე და დიდ ყურადღებას უთმობს უკრაინაში მიმდინარე ომს.
„ღირსნო ძმანო მღვდელმთავარნო, უფლის მიერ საყვარელნო შვილნო, დღეს, წმიდა ეკლესია დღესასწაულობს ღვთის დაუსაბამო ძისა და სიტყვის ხორციელად შობას, „უცხო და დიდებულ“ საიდუმლოს, „საიდუმლოსა დაფარულსა სა
მოლდოვის პროევროპელმა ლიდერმა, მაია სანდუმ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა.
მან ხმების 55.4% მიიღო, მისმა კონკურენტმა, მოლდოვის ექსპრეზიდენტის, პრორუსი იგორ დოდონის პროტეჟე ალექსანდრ სტოიანგლომ კი – 44.58%.
სანდუს ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა სტანისლავ სეკრიეუმ განაცხადა, რომ მეორე ტური რუსეთის უპრეცედენტო ჩარევის ფონზე წარიმართა – პრორუსულმა ძალებმა მოახდინეს ამომრჩევლის მობილიზება.
მისი თქმით, რუსეთი ცდილობდა საზღვარგარეთ არსებულ უბნებზე ხმის მიცემის პროცესის სა
უკრაინის ინფრასტრუქტურაზე რუსული თავდასხმების შედეგად მიყენებული ზიანი ზრდის იმ დახმარების რაოდენობას, რომელიც ქვეყანას ზამთრის მკაცრი თვეების წინ ესაჭიროება, - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა, კრისტალინა გეორგიევამ განაცხადა.
მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ საერთაშორისო პარტნიორები გააგრძელებენ უკრაინისთვის საჭირო მხარდაჭერის აღმოჩენას.
„უკრაინა ვერ გადალახავს მიმდინარე წელს ფინანსური მხარდაჭერის გარეშე,“ - აღნიშნა კრისტალინა გეორგიევამ.
მისი თქმით, საერთაშ
მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასები იკლებს. ბოლო მონაცემებით, ბირჟებზე brent-ის ტიპის საწვავის ფასი ბარელზე 77,71 დოლარს შეადგენს, ამერიკული ნედლი ნავთობის WTI-ის ღირებულება კი ბარელზე 72,74 დოლარია.
აღსანიშნავია, რომ როგორც Brent-ის, ასევე WTI-ის ტიპის საწვავზე ფასებმა კლება გასული წლის მიწურულს დაიწყო. 26 დეკემბერს ამერიკული ნედლი ნავთობი 75,57 დოლარი ღირდა, Brent-ი კი 80,85 დოლარი.
ამასთან, მსოფლიოში საწვავის უმსხვილესმა მწარმოებელმა კომპანიამ Saudi Aramco-მ მის ფლაგმან Arab Light ნავთ
საქართველოში მსესხებლების 11,6%-ს ვადაგადაცილება უფიქსირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი კრედიტს ვერ იხდიან.
„კრედიტინფოს“ 2023 წლის იანვრის სტატისტიკის მიხედვით, 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება, 224 016 მსესხებელს უფიქსირდება, კონტრაქტების რაოდენობა კი 451 168 -ს შეადგენს. საერთო ჯამში, იანვრის მდგომარეობით საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1 929 349 ადამიანს აქვს, ჯამში 39 863 664 829 ლარის მოცულობის.
აღსანიშნავია, რომ მსესხებლების 84,2% საბანკო სექტორზე
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ამბობს, რომ კრემლზე დრონების თავდასხმის უკან აშშ დგას.
მისი განცხადებით, მსგავს გადაწყვეტილებებს უკრაინა ამერიკის მითითებებით იღებს.
გუშინ, 3 მაისს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ უკრაინამ კრემლზე დრონებით იერიში მიიტანა. რუსული პროსახელისუფლებო გამოცემა „რია ნოვოსტი“ წერდა, რომ კრემლს ორი უპილოტო საფრენი აპარატი დაესხა თავს, მაგრამ ვლადიმერ პუტინს საფრთხე არ შეჰქმნია.
მსახიობი ხათუნა კოტრიკაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ფეისბუკზე დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ დაწერა.
“ქართული კინოს მშვენება, ჩემი მეგობრის დედა და ბავშვობიდან ჩემთვის უსაყვარლესი ხათუნა კოტრიკაძე გარდაიცვალა. გამოსვენება კვირას, წინამძღვრიშვილის 112”, — წერს ხერხეულიძე.
ხათუნა კოტრიკაძე ფართო საზოგადოებამ გაიცნო ეკა ბერიძის როლით ფილმიდან “მხიარული რომანი”. ის ასევე მონაწილეობდა ფილმებში — “მოიტაცეს თამარ ქალი” და “მეთხუთმეტე გაზაფხული”.
ნეტგაზეთი
ქართული თეატრისა და კინოს მსახიობი, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი ქეთევან კიკნაძე გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაციას მარჯანიშვილის თეატრი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„85 წლის ასაკში ქართული თეატრისა და კინოს გამორჩენილი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი ქეთევან კიკნაძე გარდაიცვალა.
მარჯანიშვილის თეატრი მწუხარებას გამოთქვამს ქეთევან კიკნაძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახსა და თეატრალურ საზოგადოებას“, - ნათქ
86 წლის ასაკში მსახიობი მედეა ლორთქიფანიძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ოჯახის წევრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
მათივე ცნობით, მსახიობს, 13 აგვისტოს თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალავენ.
იპნ
მსახიობი ლევან დობორჯგინიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი მეგობრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
"მშვიდობით მეგობარო! მადლობა, რომ ასეთი კარგი ადამიანი იყავი, შენი მორიდებული ღიმილი არასდროს არ დამავიწყდება... მშვიდად განისვენე.“
"დობი, ძალიან მიყვარდი, სულ ჩემს გულში იქნები. სულ მემახსოვრება შენთან გატარებული დრო. მეამაყება, რომ შენი მეგობარი ვიყავი. ძალიან მომენატრები.“
მსახიობი თამარ სხირტლაძე გარდაიცვალა.
„93 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს სახალხო არტისტი თამარ სხირტლაძე“, - ნათქვამია მარჯანიშვილის თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თამარ სხირტლაძეს მონაწილეობა მიღებული აქ ისეთ სპექტალებსა და ფილმებში როგორიცაა: „კაცია-ადამიანი?!“, „მოძღვარი“, „მეფე ლირი“, „ადამიანთა სევდა“, „ფესვები“, „ლუკას სახარება“ და სხვა. მან სცენაზე 70 წელი გაატარა.
55 წლის ასაკში მსახიობი ზურა ბერიკაშვილი გარდაიცვალა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ახლობლები ავრცელებენ.
ბერიკაშვილი რამდენიმე თვის განმავლობაში საზღვარგარეთ მკურნალობდა.
ზურა ბერიკაშვილი 1990 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო. მას არაერთი მნიშვნელოვანი როლი აქვს შესრულებული.
იპნ
მსახიობი და რეჟისორი გოგი ხარაბაძე 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში რუსთაველის თეატრი ავრცელებს.
“რუსთაველის ეროვნული თეატრისთვის უდიდესი ტკივილია საქართველოს სახალხო არტისტის გოგი ხარაბაძის გარდაცვალება!”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
გოგი ხარაბაძეს მიღებული აქვს საქართველოს დამსახურებული არტისტისა და საქართველოს სახალხო არტისტი წოდება. იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
ipn
წინააღმდეგობაც არ გამიწევია, ისე დამაკავეს, ადამიანის მოსაძებნად ვიყავი შესული, - ამის შესახებ მსახიობმა გიორგი ნაკაშიძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც ის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნეს.
„სასამართლო კორექტულად მიმდინარეობდა, უბრალოდ, აცილება მოხდა ჩვენს ჩვენებასა და მოწმეების ჩვენებებს შორის“, - განაცხადა ნაკაშიძემ.
კითხვაზე, შსს-ს წარმომადგენლებმა ცრუ ჩვენებები მისცეს თუ არა, ნაკაშიძემ დადებითი პასუხი გასცა.
„ჰო, ჩემი გადმოსახედიდან ასეა. მე წინაა
დაკავებისას, ძალადობას ტრადიციულად ჰქონდა ადგილი, - ამის შესახებ მსახიობმა გიორგი ბახუტაშვილმა განაცხადა, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციისას ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
მის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე სასამართლოს დღეს უნდა ემსჯელა, თუმცა, პროცესი 23 დეკემბრისთვის გადაიდო.
„ჩემი პროცესი გადაიდო, მაგრამ არ დაიშალოთ, იმიტომ, რომ ახალი წარმოდგენა დაიწყება - ლექსო მაჭავარიანის პროცესი და ვნახოთ, რაღაც საინტერესო მოხდება, დარწმუნებული ვარ.
სასამარ
მსახიობ გიორგი მახარაშვილს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
როგორც გიორგი მახარაშვილი აცხადებს, პოლიციის თვალწინ თავს დაესხა 30-მდე პირი, სამართალდამცავებს კი მომხდარზე რეაგირება არ ჰქონიათ.
„წინ მიდგას პატრული და 30 „ტიპი“ „დუბინკით“ მცემს და უყურებენ... 10 წუთი მცემეს. დგანან ესენი და მიყურებენ და დებილი სახით მეუბნებიან, გადავეციო“, - განაცხადა გიორგი მახარაშვილმა.
იპნ
მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის მამის, ოთარ ჭიჭინაძის განცხადებით, მისი შვილის დაკავებისას პოლიციელები „კორექტულობის ფარგლებში“ მოქმედებდნენ.
როგორც ის აღნიშნავს, რადგან ანდრო ცნობადი სახეა, მისი დაკავება არის საჩვენებელი დასჯა.
„დაახლოებით 19:00 საათისთვის მოვიდნენ. იყო ზარი კარებზე, რომელიც თვითონ ანდრომ გააღო და პოლიციის წარმომადგენლები დახვდნენ. შემოვიდნენ სახლში. გვითხრეს, რომ ნერვიულობა არ იყო საჭირო. შევედით ოთახში და გვითხრეს, რომ ანდროს ბრალი ედებოდა ჯგუფური ძალადობის მუხლით. შეადგინე
მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის დედა, ლიკა გუნცაძე მისი შვილის დაკავების დეტალებზე საუბრობს. როგორ ის აცხადებს, დაკავების შემდეგ ანდრო ჭიჭინაძეზე ფიზიკური ზეწოლა არ განხორციელებულა.
„მე სანდრო დავტოვე სახლში, რაღაც პროექტზე მუშაობდა. ჩემს საქმეებს რომ მოვრჩი, ძალიან ბევრი ადამიანის გამოტოვებული ზარი ვნახე. შემდეგ მითხრეს, რომ სანდრო დაიჭირეს. შემოვედი ეზოში თუ არა, ვნახე, ალბათ, 60 პოლიციელი. ამასობაში ხელბორკილებით გამოიყვანეს ანდროც. ბოლოს იყო, რომ მითხრა „დედა არ ინერვიულოო“. მერე სამმა პოლიციელ
ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ მსახიობს, ანდრო ჭიჭინაძეს, ასევე, იუმორისტ ონისე ცხადაძესა და კიდევ 4 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამარ მჭედლიშვილმა მიიღო.
დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების - ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას და გურამ მირცხულავას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს.
პროკურატურა დაკავებულების მიმართ ყვ