"ოცნებამ იცით რა გააკეთა? მელიას, რომელიც დღეს 20 ივნისისთვის უნდა იხდიდეს სასჯელს, პირდაპირ მიანიჭა იმუნიტეტი, რომ ხვალ და ზეგ ისევ განაგრძონ ის საქმიანობა, რასაც აქამდე ეწეოდნენ."
მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
381070689_742099510979584_2389594930665127428_n.mp4
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის გადაწყვეტილებას უკრაინასთან ერთად იარაღისა და თავდაცვის სისტემების ერთობლივი წარმოების შესახებ ისტორიულს უწოდებს.
"არსებობს ამერიკის ისტორიული გადაწყვეტილება იარაღისა და თავდაცვითი სისტემების, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემის, ერთობლივი წარმოების შესახებ. ეს არის ის, რაც ბოლო დროს აბსოლუტურად ფანტასტიკა იყო, მაგრამ რეალობად იქცევა. ჩვენ ამას რეალობად ვაქცევთ", - აღნიშნა ზელენსკიმ.
22 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეერთ
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი – DRI, რომელიც ასევე მუშაობს დე ფაქტო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართულებით, ავრცელებს ინფორმაციას ცხინვალის შერჩევითი მობილობის პოლიტიკის შესახებ, რომელიც “კორუფციის და ახალგორელების დისკრიმინაციის წყაროა”.
საუბარია იმაზე, რომ თვეებია ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმი ოკუპირებული ახალგორის მოსახლეობას გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნას ჰპირდება, თუმცა ამ დრომდე საკითხი ადგილობრივების სასარგებლოდ არ მოგვარებულა.
როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ
საინიციატივო ჯგუფი ,,ხელოვნების მუზეუმისთვის“ კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის მიერ ხელოვნების მუზეუმის ისტორიულ შენობის შესახებ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
კერძოდ, თეა წულუკიანმა 20 სექტემბერს, პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მოსმენისას განაცხადა, რომ „მომზადდა მუზეუმის შენობის რეაბილიტაციის პროექტი, რომელშიც საქართველოს ბიუჯეტიდან გადახდილია სოლიდური თანხა“, თუმცა, არცერთი კომპანია არ დათანხმდა მის განხორციელებას, ვინაიდან „პროექტი ქაღლდზე კარგია“, მაგრამ ტექნიკურად მისი რეა
პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, პრეზიდენტის მიმართ „მორიგი ცილისმწამებლური“ კამპანია მიმდინარეობს. ამის შესახებ ადმინისტრაციის მიერ დღეს, 24 სექტემბერს, გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ადმინისტრაციის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი არც კონსტიტუციას არღვევს და არც კანონს. მათივე განცხადებით, პრეზიდენტი სრულად აცნობიერებს ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის არშეწყვეტის სამართლებრივ და მორალურ მხარეს.
„ყოველგვარი სპეკულაციების გამოსარიცხად შეგახსენებთ „საქართველოს მოქალაქეობ
საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციურ წარდგინებას ზეპირი მოსმენით 3 ოქტომბერს განიხილავს.
საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, კონსტიტუციური წარდგინების არსებითი განიხილვა ზეპირი მოსმენით, 3 ოქტომბერს, 12:00 საათზე, წარდგინების ავტორთა და საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობით გაიმართება.
"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, 2023 წლის 22 სექტემბრის №3/2/1797 საოქმო ჩანაწერით, არსებითად განსახილველად მიიღო №1797 კონსტიტუციური წარდგინე
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს, ტალინში ესტონეთის პრეზიდენტს ალარ კარისს შეხვდება.
დაგეგმილია შეხვედრები ლატვიისა და ლიეტუვის პრეზიდენტებთანაც.
"საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განაგრძობს შეხვედრებს ევროპელ ლიდერებთან, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად.
დღეს, საქართველოს პრეზიდენტი ესტონეთში, ტალინში, პრეზიდენტ ალარ კარისს შეხვდება, 26 სექტემბერს რიგაში ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები: ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს.
22 სექტემბერს დაკავებული პოლიტიკოსების სასამართლო პროცესი დღეს, 24 სექტემბერს, უნდა გამართულიყო, თუმცა სხდომა 23 ოქტომბრამდე გადაიდო.
22 სექტემბერს გლდანში ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია, ასევე ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა დააკავეს. ისინი იმყოფებოდნენ გლდანში, ადგილზე, სადაც მანამდე თავს დაესხნენ ენმ-ის წევრს, საკრებულოს დეპუტ
გორის სოფელ ნიქოზში სტადიონზე მოზარდს დენმა დაარტყა. ამის შესახებ ადგილობრივებმა „მთავარ არხს“ განუცხადეს. მათივე ცნობით, მოზარდი გადარჩა და ახლა კარგადაა.
„მთავარ არხის“ ცნობით, შემთხვევა გუშინ, 23 სექტემბერს, საღამოს მოხდა.
„ბავშვი კარგად არის და გადარჩა. წუხელ, თამაშის დროს, შემოღობილი სადაც არის, იმაზე ხელის შეხების დროს გადაიტანა დენი და რომ არა ადგილობრივის დახმარება, შეიძლება ცუდი რამეც მომხდარიყო“, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი „მთავარ არხთან“.
ადგილობრივების ინფორმაციით,
თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი 25 სექტემბერს ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას ეწვევა, - ინფორმაციას თურქული და აზერბაიჯანული მედია საშუალებები ავრცელებენ.
მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფაგრლებში, რეჯეფ თაიფ ერდოღანი აზერბაჯანელ კოლეგას, ილჰამ ალიევს შეხვდება და ლიდერები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებსა და რეგიონულ და საერთაშორისო მოვლენებს განიხილავენ.
შეხვედრის დროს ასევე ისაუბრებენ აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღში გატარებულ ზომებზე ყარაბაღში და მოწინააღმდეგე მხარის ჯარისკაცების გ
მსოფლიო პოლონეთმა მოამზადა სატრანზიტო დერეფნები უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის იმ ქვეყნებში, რომლებსაც ეს სჭირდებათ, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა.
"ჩვენი ფერმერების მუშაობის წყალობით, პოლონეთი თვიკმარია. ჩვენ არ გვჭირდება მარცვლეული უკრაინიდან. ომის დროს მათი შესანიშნავი მოსავლიდან ძალიან ცოტა მიდიოდა იმ ქვეყნებში, რომლებსაც ეს ნამდვილად სჭირდებოდათ. პოლონეთმა მოამზადა სატრანზიტო დერეფნები, რომლის წყალობითაც უკრაინულმა მარცვლეულმა შეიძლება გაიაროს პოლონეთ
ირაკლი ეძგვერაძე არის ჩვეულებრივი კრიმინალი, რომელსაც უნდოდა ქურდობა და არ გამოუვიდა, მელიას დასაყრდენი იყო გლდანში, ახალგაზრდებს სცემდა, აშანტაჟებდა, გამოირჩეოდა ისეთი სიბინძურით, რასაც წარმოადგენს მელია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
„ეს არის მორიგი სიბინძურე ბატონი მელიას მხრიდან, რომელიც იმ „შპანას“ ხელმძღვანელობს, რომელსაც ეძგვერაძე და ძმანი მისნი წარმოადგენს. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციები. ნახსენები იყო ჩემი სახელი და გვარი, შემდეგ კოტე ზარნა
ვატიკანში უნიკალურ ქართულ მასალებს მიაკვლიეს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ვატიკანის კათოლიკური განათლების კონგრეგაციასშ ორის თანამშრომლობის მემორანდუმი უკვე გაფორმებულია. შესაბამისად, მეცნიერებს, მკვლევრებსა და მასწავლებლებს შესაძლებლობა აქვთ, ვატიკანის ბიბლიოთეკებში, არქივებსა და მუზეუმების საცავებში იმუშაონ.
885-კილომეტრიანი თაროები, 35 ათასი ტომი, დაახლოებით 2 მილიონი წიგნი და 150 ათასი ხელნაწერი – ფასდაუდებელ ხელნაწერთა უზარმაზარ კოლექციაში საქართველოს შესახებ დღემდე უცნო
უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების თავდასხმები ოთხი მიმართულებით მოიგერიეს და მოწინააღმდეგეს ვერბოვოს რაიონიდან უკან ახევინებენ, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დილის ანგარიშშია აღნიშნული.
„უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ თავდაცვას უკრაინის აღმოსავლეთით და სამხრეთით, შეტევითი ოპერაცია ხორციელდება მელიტოპოლის მიმართულებით და ბახმუტის მიმართულებით“, - აღნიშნულია ანგარიშში.
გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში 20-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა
რომის პაპი ფრანცისკე აცხადებს, რომ ზოგიერთი ქვეყანა თამაშობს უკრაინასთან, რომელსაც ჯერ იარაღს აწვდის და შემდეგ ვალდებულებების შესრულებაზე უარს აცხადებს.
ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა იმედგაცრუებული, რომ მშვიდობის დამყარების მცდელობამ შედეგი არ გამოიღო, რომის პაპმა უპასუხა, რომ გარკვეულ იმედგაცრუებას გრძნობს.
„მეჩვენება, რომ ამ ომში ინტერესები არ არის მხოლოდ უკრაინა-რუსეთის პრობლემასთან დაკავშირებული, არამედ იარაღის გაყიდვასთან, იარაღის ვაჭრობასთან. არ უნდა ვითამაშოთ ამ ხალხის მოწამე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, დღეს, თბილისის დროით 08:00 საათზე, თბილისიდან 4 კმ_ში, სოფელ ლელუბანთან მოხდა 4.7 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა.
მიწისძვრა შეგრძნებადი იყო თბილისის მოსახლეობისთვისაც.
ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
კატეგორიულად ვემიჯნებით ნებისმიერი სახის ძალადობას და ფიზიკურ დაპირისპირებას! სამწუხაროდ, დღეს არც ოცნებას და არც ნაციონალურ მოძრაობას არ შეუძლიათ პოზიტიური დღის წესრიგის შეთავაზება საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც ამ ცირკს მომავალ არჩევნებზე წერტილს დაუსვამენ!
ოცნებას კი მოვუწოდებთ, გამოიძიოს მომხდარი დანაშაული და კანონის მთელი სიმკაცრით დასაჯოს მოძალადეები!
გიორგი შარაშიძე, პარტია "საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს წევრი.
შარაშიძე.mp4
უკრაინელმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ოლქში რუსული არმიის თავდაცვა გაარღვიეს, - აღნიშნულია განცხადება CNN-თან ინტერვიუში უკრაინის ჯარების ოპერატიული-სტრატეგიული დაჯგუფების „ტავრიის“ მეთაურმა, ოლექსანდრ ტარნავსკიმ გააკეთა.
სამხრეთის ფრონტზე უკრაინული ჯარის კონტრშეტევის მეთაურმა, უახლოეს მომავალში უფრო დიდი გარღვევაც დააანონსა.
„ვერბოვოესთან, მარცხენა ფლანგზე გარღვევა გვაქვს და ვაგრძელებთ წინ სვლას. იმდენად სწრაფად არა, როგორც მოსალოდნელი იყო და რასაც ომზე ფილმებზე აჩვენებენ ხოლმე... მთავარ
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, უკრაინა ყირიმის ხიდზე რეგულარულ დარტყმებს მიიტანს.
მისივე განცხადებით, შეტევები ხიდზე გაგრძელდება და მისი განადგურებით დასრულდება.
„კითხვა იმაში კი არ არის, შევუტევთ თუ არ შევუტევთ ხიდს? ჩვენ ამას რეგულარულად ვაკეთებთ და ამიტომ ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. ეს მხოლოდ და მხოლოდ დროის საკითხია", - განაცხადა ბუდანოვმა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რა რეაქცია ექნება ამაზე რუსეთის პრე
მივმართავ თბილისის მერს და ოცნებას - სტრატეგიულ პარტნიორებს დამატებით მტკიცებულებებს რომ თხოვთ, რუსული სანქცირებული კომპანია “კამაზისგან” თქვენ არ იყიდეთ 5 მილიონის ტექნიკა და ამით ქართული ფულით თქვენ არ გააძლიერეთ რუსეთის ტერორისტული არმია, რომელსაც სწორედ “კამაზი” ამარაგებს სამხედრო ტექნიკის კომპონენტებით?
ნაცქოცური შეხლა-შემოხლის შესახებ, რასაც არანაირი კავშირი საქართველოს მომავალთან არ აქვს და მხოლოდ ქვეყნის წარსულში დაბრუნებას ემსახურება.
გიორგი შარაშიძ
სულ მცირე ცხრა ადამიანი დაიღუპა, თექვსმეტი კი დაიჭრა გუშინ, ყირიმში, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბის დაბომბვის შედეგად, ამბობს უკრაინის სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელი, კირილო ბუდანოვი.
მისივე თქმით, მონაცემებში არ არიან გათვალისწინებულნი სამხედროები, რომლებიც შტაბში არ მუშაობდნენ. „სამხედროები, რომლებიც სამსახურს გადიან, დაცვის პერსონალი და ასე შემდეგ, არ შედიან ჩემს ჩამოთვლილ მონაცემებში“, – აღნიშნა ბუდანოვმა.
ამასთან ერთად, ბუდანოვს ჰკითხეს ფლოტის სარდლის, ადმირალ ვიქტორ სოკოლ
გლდანში, საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატზე, ირაკლი ეძგვერაძეზე ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 6 პირი დააკავა.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, გლდანში, ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს თბილისის საკრებულოს ერთ-ერთ დეპუტატს და მის თანმხლებ პირებს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქალაქ თბილისის პრ
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაოაბზე განცხადებას ავრცელებს.
განცხადების თანახმად, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტს მიზანშეწონილად არ მიაჩნია მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე.
„ისმის კითხვა: პრეზიდენტმა დაუყოვნებლივ რატომ არ შეუწყვიტა საქართველოს მოქალაქეობა ოთარ ფარცხალაძეს?
ოთარ ფარცხალაძე მხილებულია ჯაშუშობაში და მის მიმართ დაწყებულია გამოძიება.
სახელმწიფო ინტერეს
პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო.
კერძოდ, კონსტიტუციური წარდგინება ეხება საქართველოს პარლამენტის წევრების (ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, მამუკა მდინარაძის და სხვების, სულ 80 წევრის) საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის სავარაუდო დარღვევის საკითხს.
საქმეს არსებითად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი, ზეპირი მოსმენით, წარდგინების ავტორთა და საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობი
ნაცემია ენმ-ის საკრებულოს წევრი, ირაკლი ეძგვერაძე. მან ტელეკომპანია „პირველთან” თქვა, რომ თავს საკრებულოდან დაბრუნების შემდეგ სახლთან დაესხნენ, მისი თქმით, მას თავს დაესხნენ კოტე ზარნაძის გარემოცვის წევრები. მომხდარს ეძგვერაძე სწორედ კოტე ზარნაძესთან საკრებულოში მომხდარ დაპირისპირებას უკავშირებს.
როგორც ეძგვერაძე ამბობს თავს დაესხა 30-ზე მეტი ადამიანი, მისი თქმით, ეს ადამიანები არჩევნებში დედაქალაქის მერს და კოტე ზარნაძეს „გვერდში უდგას”. ეძგვერაძის თქმით, შეუძლია ყველა მათგანის ამოცნობა.