Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    900.022

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

მწარიაშვილი: მზია დღეს უფრო გამხდარია, ვიდრე 2 დღის წინ, ნელა მოძრაობს და ლაპარაკობს

ფოტო: მზია საგანელიძე/რადიო თავისუფლება ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა მზია ამაღლობელი საპატიმროში მოინახულა. შეხვედრის შემდეგ მან თქვა, რომ ამაღლობელი დღეს უფრო გამხდარია, ვიდრე 2 დღის წინ იყო, ნელა მოძრაობს და ლაპარაკობს. მისივე თქმით, საპატიმროში ყოფნის დროს ჩაიბარეს იმ სისხლის საერთო ანალიზის პასუხები, რომელიც 28 იანვარს გაუკეთეს. ამაღლობელთან შესვლამდე მწარიაშვილი ამბობდა, რომ ჰქონდათ მხოლოდ 21 იანვარს გაკეთებული ანალიზების პასუხი. „

მძღოლი, რომელმაც სიღნაღის ისტორიული გალავანი დააზიანა, 250 ლარით დააჯარიმეს

სიღნაღში ავტომობილის მძღოლი, რომელიც ისტორიული გალავნის თაღს შეეჯახა, რის შედეგადაც ის ჩამოინგრა, 250 ლარით დააჯარიმეს. ინფორმაცია „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს-ს ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ ადგილზევე შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და მძღოლი დაჯარიმდა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის. 1 დეკემბერს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მე-18 საუკუნეში აგებული სიღნაღის გალავნის ნაწილი ჩამოინგრა. ადგილობრივების თქმით, სატვირთო ავტომობილი თაღ

მძიმე და ემოციური ვიდეო გურიიდან - „ლანჩხუთმა თავისი გმირი ჩაიხუტა“

უკრაინის ომში დაღუპულ ჯამბულათ ხოფერიას, მშობლიურ სოფელში, ბიძის გვერდით ხვალ, 10 დეკემბერს დაკრძალავენ. უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ჯამბულათ, იგივე ჯაბა ხოფერიას ცხედარი გამთენიისას სამშობლოში ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები დახვდნენ, რის შემდეგაც ცხედარი წუხელვე გურიაში გადაასვენეს. 25 წლის ახალგაზრდა სავარაუდოდ ქიმიურმა ნივთიერებამ მოწამლა და საავადმყოფოში ძლიერი ინტოქსიკაციით გარდაიცვალა. ჯამბულათ ხოფერია ლანჩხუთის

მშობლებმა კანცელარიასთან 24-საათიანი პროტესტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან 24-საათიან პროტესტს წყვეტენ. გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტროში დღევანდელი შეხვედრის შემდეგ მიიღეს. „დღეს მშობლები ჯანდაცვის სამინისტროში საკოორდინაციო საბჭოს შეკრებას დავესწარით, სადაც დავრწმუნდით, რომ პროტოკოლი მაისის ბოლოს იქნებადასრულებული. ასევე, მოვისმინეთ ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადება, რომ როდესაც ჯანდაცვის სამინისტრო საქართველოში ვოსორიტიდის შეძენას გადაწყვეტს, ის თანხებს დაუყონებლ

მშობლების მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელი, გიორგი ბეროზაშვილი ფარულ ჩანაწერში დანაშაულის დეტალებს ჰყვება

მშობლების მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელი, გიორგი ბეროზაშვილმა გამოძიების ეტაპზე მოპოვებულ ფარულ აუდიო-ვიდეოჩანაწერში დეტალურად ჰყვება, თუ როგორ ჩაიდინა მკვლელობა. ჩანაწერში, რომელშიც ფარულ საგამოძიებო მოქმედებას თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახა მურადაშვილი აწარმოებს, ბრალდებული ჩანაწერში აცხადებს, რომ მამასთან ურთიერთობა მას შემდეგ დაეძაბა, რაც მან ბანკიდან სესხი აიღო. „დედაჩემის ოთახში იყო ფული, დოლარიც და ლარიც იყო. მამაჩემის ანგარიშზე შევედი და „საქართვ

მშობიარობა და საკეისრო კვეთა სრულად დაფინანსდება – ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, მშობიარობა და საკეისრო კვეთა სრულად დაფინანსდება. უწყების ცნობით, დაფინანსება მოიცავს არჩევით ექიმის აყვანის, გაუტკივარების საფასურს, მედიკამენტების, კვების, პალატის, სხვა ხარჯებს. სახელმწიფო არ დააფინანსებს იმ შემთხვევებს, თუ პაციენტი საკეისრო კვეთის გაკეთებას სამედიცინო ჩვენების გარეშე მოინდომებს. ასევე, არ დაფინანსდება ე.წ. VIP პალატის მომსახურება. ცვლილება DRG (DIAGNOSIS RELATED GROUP) დაფინანსების მოდელის

მღებრიშვილი: შოვში ქალის ცხედარი და ასევე ადამიანის სხეულის ფრაგმენტი ვიპოვეთ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის თემურ მღებრიშვილის თქმით, შოვში, მდინარის კალაპოტში, ქალის ცხედარი და ასევე, ადამიანის სხეულის ნაწილი იპოვეს: „მდინარის კალაპოტში ნანახია მდედრობითი სქესის ადამიანის ცხედარი, ასევე ნანახია ადამიანის ფრაგმენტი, ცალკეული კიდევ. შეიძლება ითქვას, რომ იმ ლოკაციაზე, სადაც აღმოჩენილია ეს ფრაგმენტი და ადამიანის ცხედარი, აქტიური სამუშაოების შედეგად მოხდა ეს ყველაფერი და მიმდინარეობს ამ ეტაპზე კონკრეტულ ლოკაციებზე მეტი მობილიზაცია, რომ გავაფართოო

მუშევანში RMG-ისთვის ოქროს მოპოვებაზე ნებართვის მიცემა გააპროტესტეს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში მოსახლეობის ნაწილმა RMG Gold-ის მიერ ღია კარიერული წესით ოქროს მოპოვებაზე ნებართვის გაცემა გააპროტესტა. სოფლის სარიტუალო დარბაზში სხვადასხვა ასაკის ადგილობრივები შეიკრიბნენ. მათ ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერით: "დაიცავი სოფელი მუშევანი", "დაიცავით კანონი, დაიცავით ხალხი". აქციის მონაწილეების წუხან, რომ ღია კარიერული წესით ოქროს მოპოვების სამუშაოები, სავარაუდოდ, მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს როგორც მათ სოფელზე, სახლებზე, ასევე ნეგატიურად იმოქმედებს

მუშებმა გზის შესამოკლებლად ჩინეთის დიდი კედელი "გაჭრეს"

ორმა მუშამ ჩინეთის დიდი კედელი დააზიანა. პოლიციის განცხადებით, ცენტრალური შაანსის პროვინციაში მუშებმა იმისათვის, რომ სამუშაოებამდე მანძილი შეემცირებინათ, ექსკავატორით გაიყვანეს ახალი გზა, რომლითაც პირდაპირ ჩინეთის დიდ კედელში "გაიარეს". ჩინეთის დიდი კედელი არამხოლოდ "იუნესკოს" მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია, არამედ შაანსის პროვინციაშიც მას დაცული ტერიტორიის სტატუსი აქვს. მუშები, 38 წლის კაცი და 55 წლის ქალი, უკვე დააკავეს. პოლიცია ამბობს, რომ გამოუსწორებელი ზიანი მიადგა ჩინეთის დიდი კედლი

მურუსიძე: უფფ, არაუშავს, რა ვქნათ ეხლა, თუ აშშ-ში არ შემიშვებენ, ეგრე ბაბუაჩემსაც არ უვლია და გადაუტანია

უფფ, არაუშავს, რა ვქნათ ეხლა, ცხოვრება გაგრძელდება, რა. არ მეკუთვნის დასანქცირება. რავიცი ეხლა, თუ დამასანქცირებენ, თავს ხო არ მოვიკლავ ეხლა, ხო? რა გავაკეთო. ძაან ცუდი იქნება ჩემთვის პირადად, მაგრამ გაგრძელდება ცხოვრება. თუმცა, პირდაპირ გეტყვით, რომ არაფერი ისეთი მე არ ჩამიდენია, დასანქცირება რომ მეკუთვნოდეს, მაგრამ ნუ, რა ვქნათ ეხლა, ლევან მურუსიძე ამას როგორმე გადაიტანს, თუმცა მიმაჩნია, რომ თუ ეს ესე არის, ნამდვილად ძალიან დიდი უსამართლობაა, მაგრამ ეხლა რომ ვთქვა, რომ მუხლები ამ

მურმან დუმბაძე - მორალურად, გირგვლიანი არ იყო იმ სუფრასთან მართალი, არ არის მოკლული, ჩვენ ვერ მოვიტანთ რაიმე დოკუმენტს

მორალურად, გირგვლიანი არ იყო იმ სუფრასთან მართალი, სადაც ეს დანაშაული მოხდა. მე და თქვენ ვსხედვართ, მესამე პიროვნება მოდის და გვერევა ურთიერთობაში, რა წესია, მორალურად ვილაპარაკოთ, – ამის შესახებ „გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშიას“ ლიდერმა, მურმან დუმბაძემ „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. მისივე თქმით, სანდრო გირგვლიანი არ მოუკლავთ, მკვლელობა არ არის არც დანით, არც იარაღით. „გირგვლიანი არ არის მოკლული, ჩვენ ვერ მოვიტანთ რაიმე დოკუმენტს. მორალურად, გირგვლიანი იმ

მუნიციპალური სერვისების განვითარების ელექტრონული სერვისები ხარვეზით ფუნქციონირებს - ხარვეზის აღმოფხვრამდე, ზონალურ საათობრივი სისტემის გამოუყენებლობის გამო არავინ დაჯარიმდება

მუნიციპალური სერვისების განვითარების ელექტრონული სერვისები ხარვეზით ფუნქციონირებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ხარვეზის აღმოსაფხვრელად კი მუშაობა მიმდინარეობს. „აღნიშნულ პერიოდში ზონალურ საათობრივი სისტემის გამოუყენებლობის გამო არავინ დაჯარიმდება, ზონალური პარკირების სისტემა ავტომატურად გაითიშება, ხარვეზის მიმდინარეობის პერიოდში ბალანსიდან თანხა არ გაიხარჯება. ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მოგეწოდებათ“,-

მუნიციპალიტეტებს მიეცათ უფლება, განახორციელონ იმ შენობა-ნაგებობების შეკეთების, რეკონსტრუქციისა თუ დემონტაჟის სამუშაოები, რომლებიც ამახინჯებენ იერსახეს ან უსაფრთხოების პრობლემას ქმნიან

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა ცხრა საკითხი განიხილეს. განსახილველ საკითხთა შორის იყო „ზოგიერთი მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს მუნიციპალიტეტებში შენობა-ნაგებობების შეკეთებასა და აღდგენას. „მუნიციპალიტეტების მიერ ჩატარებული წინასწარი შესწავლის შედეგად, სულ გამოვლინდა 1263 ის

მულახში მანქანა მდინარეში გადავარდა, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა

მესტიის მუნიციპალიტეტში, მულახის ადმინისტრაციულ ერთეულში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, უამინდობის გამო გზებზე ცუდი ხილვადობა იყო, რის შედეგადაც, მანქანა მდინარეში გადავარდა. დაღუპული ახალგაზრდების ცხედრები მაშველებმა მდინარიდან ამოიყვანეს. იპნ

მუზეუმიდან გათავისუფლებულმა ქეთევან მაქარაშვილმა თეა წულუკიანს სასამართლო დავა მოუგო

ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა ქეთევან მაქარაშვილმა თეა წულუკიანს სასამართლო დავა მოუგო. „სამართლიანი არჩევნების” ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ ცნო კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ „საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან” ქეთევან მაქარაშვილის გათავისუფლება და მოპასუხეს იძულებითი განაცდურის და კომპენსაციის გადახდა დააკისრა. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ სასამართლომ, ასევე, სრულად დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზ

მტკვრის მარჯვენა სანაპიროს ტერიტორიაზე, ძლიერი ქარის შედეგად რამდენიმე ხე წაიქცა, რის გამოც ადგილზე საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია

თამარ მეფის ხიდის მიმდებარედ, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს ტერიტორიაზე, ძლიერი ქარის შედეგად რამდენიმე ხე წაიქცა, რის გამოც ადგილზე საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია. ადგილზე იმყოფებიან თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურის წარმადგენლები, რომლებიც კლდის სიახლოვეს წაქცეული მცენარეების ნარჩენებისგან ტერიტორიას ასუფთავებენ. როგორც “ინტერპრესნიუსს” თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა განუცხადა, გზა სრულად უახლოეს პერიოდში, მას შემდეგ გაიხსნება, რაც წაქცეული ხეებისგან ტერიტორია გაიწმინდება

მტირალას ეროვნულ პარკში ადიდებული მდინარის გამო ჩარჩენილი 11 მოქალაქე მაშველებმა უსაფრთხო ადგილზე გადმოიყვანეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მტირალას ეროვნულ პარკში წარმატებული სამაშველო ოპერაციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, მაშველებმა მდინარე ჩაქვის წყლის ერთ-ერთ შენაკადზე ფორსირებისთვის სპეციალური აღჭურვილობა უმოკლეს დროში დაამონტაჟეს და ადიდებული მდინარის გამო ჩარჩენილი 11 მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე გადმოიყვანეს. სამაშველო ოპერაციაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის აჭარის მთავარი სამმართველოს შვი

მსხილაძე: საარჩევნო კოდექსის პარლამენტის ვერსიით მივიღებთ ერთპარტიულ ცესკოს

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის განცხადებით, თუ პარლამენტი “საარჩევნო კოდექსში” დაგეგმილ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს და მმართველი პარტიის ვერსისას დაამტკიცებს, მივიღებთ ერთპარტიულად დაკომპლექტებულ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. დღეს, 18 მარტს პარლამენტმა საარჩევნო კანონმდებლობასა და რეგლამენტში შეტანილი ცვლილებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს – მოტივირებული შენიშვნების განხილვა დაიწყო. გიორგი მსხილაძემ მოტივირებული შენიშვნები იურიდიულ საკითხთა

მსხილაძე: განკარგულების შეჩერება პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში უპრეცედენტო ჩარევაა

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ საქალაქო სასამართლოს მიერ იუსტიციის საბჭოში კახა წიქარიშვილის დანიშვნაზე პრეზიდენტის განკარგულების შეჩერება შეაფასა, როგორც  უპრეცედენტო მოვლენა, სასამართლო ხელისუფლების პირდაპირი და უკანონო ჩარევა პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში. მსხილაძის თქმით, პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში მსგავსი ჩარევა მიუღებელია საქართველოს კონსტიტუციური წესრიგისთვის. „ეს უკვე მთლიანი ქვეყნის ტრაგედიაა“, – აღნიშნავს პრეზიდენტის საპარლამენტო მდი

მსხვილფეხა პირუტყვის ექსპორტი იმპორტს 3-ჯერ აღემატება - სად ვყიდით და ვყიდულობთ საქონელს

საქართველო იმაზე სამჯერ მეტ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვის ყიდის, ვიდრე ყიდულობს. საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს ქვეყნიდან გავიდა 79,610 მლნ დოლარის ღირებულების საქონელი, იმპორტით კი 25,177 მლნ დოლარის შემოვიდა. ამავე სტატისტიკის მიხედვით, წინა, ანუ 2022 წელთან შედარებით გაზრდილია როგორც იმპორტი, ასევე ექსპორტიც. იმპორტის ზრდამ თითქმის 605% შეადგინა, (2022 წელს 3,572 მლნ დოლარი) ექსპორტი (ადგილობრივი) კი მხოლოდ 37,2%-ით გაიზარდა (2022 წელს 57,970 მლნ დოლარი). „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ

მსხვერპლი მოჰყვა მოსკოვის ოლქში, სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძარს

დაცვის სამსახურის თანამშრომელი დაიღუპა მოსკოვის ოლქში, სავაჭრო ცენტრ „მეგა ხიმკის“ ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად. ამის შესახებ რუსული სააგენტოები იწყებიან საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით. მთლიანად განადგურებულია სამშენებლო მასალების გერმანული კომპანიის, OBI-ს ჰიპერმარკეტი, რომელიც სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე მდებარეობდა. სააგენტო „ტასი“ საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერდა, რომ ხანძარი აფეთქებამ გამოიწვია. მოგვიანებით, ამავე სამსახურში "ტასს"

მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის რიკოთზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი უქმდება

მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის რიკოთზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი უქმდება. მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის კი გადაადგილების სპეციალური რეჟიმი რჩება ძალაში, თუმცა იზრდება 4 საათით. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. "იმის გათვალისწინებით, რომ რიკოთის საუღელტეხილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის ინტენსივობა საგრძნობლად შემცირდა, დასრულდა აღნიშნული გზის 149-ზე კმ-ზე ფერდის სტაბილიზაციის საპროექტო სამუშაოები და დაიწყო მო

მსუბუქი ავტომანქანებისათვის რიკოთზე გადაადგილების საათები იზრდება

რიკოთის უღელტეხილზე დაწესებული ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი 17 ივნისიდან იცვლება. ახალი რეჟიმის მიხედვით, 17 ივნისის დილის 6 საათიდან, რიკოთის საუღელტეხილო გზაზე (სურამის კვანძიდან ზესტაფონამდე) მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტის გადაადგილების პერიოდი 3 საათით გაიზრდება, კერძოდ: მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტი იმოძრავებს 06:00 საათიდან 21:00 საათამდე. მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება კი, დაშვებული იქნება ორმხრივად, 23:00 საათიდან 0

მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა სადებიუტო შეხვედრაში კაბო-ვერდე დაამარცხა

მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა სადებიუტო შეხვედრაში კაბო-ვერდე 85:60 დაამარცხა. საქართველოს ნაკრებმა მატჩი შემდეგი ხუთეულით დაიწყო - რატი ანდრონიკაშვილი, ტად მაკფადენი, დუდა სანაძე, თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი, თუმცა მატჩის დასრულებამდე, მსოფლიო ჩემპიონატის სადებიუტო თამაშში მონაწილეობის მიღება საქართველოს ნაკრების 12-ვე მოთამაშემ შეძლო. საქართველოსა და კაბო-ვერდეს შორის მატჩი იაპონიის კუნძულ ოკინავაზე შედგა. შემდეგი თამაში 28 აგვისტოს, 15:30 საათზე,

მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ვენესუელა დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა

კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია საქართველოს ბანკი. მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ვენესუელა 70:59 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა სასტარტო ხუთეული არ შეცვალა და მატჩი შემდეგი შემადგენლობით დაიწყო - რატი ანდრონიკაშვილი, ტად მაკდაფენი, დუდა სანაძე, თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი. მატჩის საუკეთესო კალათბურთელი გუნდის კაპიტანი თორნიკე შენგელია გახდა, რომელმაც 25 ქულა მოიპოვა, მის ანგარიშზეა 3 მოხსნა და
×
×
  • შექმენი...