Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.107.827

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

აშშ-მა უკრაინას პირველად გადასცა NASAMS-ის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის ორი ერთეული

აშშ-მა უკრაინას გადასცა პირველი ორი ერთეული NASAMS-ის საშუალო რადიუსის მოქმედების საზენიტო-სარაკეტო სისტემა, ამის შესახებ კომპანია Raytheon Technologies-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გრეგ ჰეისმა განაცხადა CNBC-სთან ინტერვიუში. "რამდენიმე კვირის წინ ჩვენ აშშ-ის მთავრობას გადავეცით ორი სისტემა. დღეს მათ უკრაინაში განალაგებენ", - აღნიშნა ჰეისმა. აშშ-ის ხელისუფლებამ დაამტკიცა კიევისათვის ორი ერთეული NASAMS-ის, მაგრამ არა Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება. მათ შესახებ მოლაპარა

ლუგანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ოლქში გათავისუფლებულია 12 დასახლებული პუნქტი

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლუგანსკის ოლქში უკვე 12 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს. ამის შესახებ დღეს, 14 ნოემბერს, ტელეგრამზე წერს ლუგანსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერჰი ჰაიდაი. ის არ აკონკრეტებს, რა პერიოდში გახდა შესაძლებელი ამ დასახლებულ პუნქტებზე კიევის კონტროლის აღდგენა. ჰაიდაის ინფორმაციით, ლუგანსკის ოლქში ყოველდღიურად მძიმე ბრძოლებია და მრავლად არიან კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ წევრები და რუსეთის მიერ მობილიზებულები. უკრაინის თავდაცვის ძალებსა დ

პოლონეთის სეიმმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ ცნო

პოლონეთის სეიმმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ ცნო. მიღებულ დოკუმენტის მიხედვით, რუსეთი „სისტემატურად არღვევს ადამიანის უფლებებს, საერთაშორისო სამართალს, გაერო-ს ქარტიასა და სხვა ვალდებულებებს, თავს ესხმის სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებს, ახორციელებს შეიარაღებულ თავდასხმებს, სამხედრო დანაშაულსა და გენოციდს, ენერგეტიკის სფეროში მტრულ ეკონომიკურ საქმიანობას ეწევა“, რის გამოც „რუსეთი იზოლირებული უნდა იყოს საერთაშორისო არენაზე“. ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთია „პასუხისმგებელი 201

მთიანი ყარაბაღის ქალაქ სტეფანაკერტში მოსახლეობამ ლაჩინის დერეფნის ჩაკეტვა გააპროტესტა

მთიანი ყარაბაღის ქალაქ სტეფანაკერტში მოსახლეობამ ლაჩინის დერეფნის ჩაკეტვა გააპროტესტა. მედიის ინფორმაციით, ქალაქის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა, რომლებმაც თქვეს, რომ ყარაბაღში სომხური მოსახლეობა ბლოკადაშია და თავისუფლად გადაადგილება არ შეუძლია. აქციის მონაწილეების თქმით, აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს. ლაჩინის დერეფანში მოძრაობა 12 დეკემბრის შემდეგ ჩაიკეტა, როდესაც ადგილზე აზერბაიჯანელმა აქტივისტებმა რეგიონში სამთო მოპო

პარტია „საქართველოსთვის“ რუსეთის მოქალაქეებისთვის რიგ შეზღუდვებთან დაკავშირებით პარლამენტს რეზოლუციას წარუდგენს

პარტია „საქართველოსთვის“ პარლამენტს წარუდგენს რეზოლუციას, რომლითაც მთავრობას მოუწოდებს, შეზღუდოს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქების უკონტროლო მიგრაცია, შეზღუდოს ქვეყანაში უვიზოდ ყოფნის ვადა და ამ ეტაპზე ფრენების შეზღუდვა დატოვოს ძალაში. ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრებმა პარლამენტში ბრიფინგზე განაცხადეს. ანა ბუჩუკურის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება სრულად აიგნორებს უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს და აგრძელებს კრემლთან ურთიერთობის გაღრმავებას. "მა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ოლექსი რეზნიკოვმა შესაძლოა თავდაცვის მინისტრის პოსტი დატოვოს და იუსტიციის მინისტრად დაინიშნოს

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი, სავარაუდოდ, მომავალ კვირას მინისტრის პოსტს დატოვებს. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა - Ukrainska Pravda სამთავრობო და სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, მისი შემცვლელი, სავარაუდოდ, უკრაინის სამხედრო დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი იქნება. ”მე არ მქონია საუბარი ამ თანამდებობიდან ჩემი გადადგომის შესახებ”, - განუცხადა რეზნიკოვმა „უკრაინსკა პრავდას“ ასევე Kyiv Independent-ს, წყარომ, რომლის ვინა

ცესკო-მ საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრები აირჩია

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრები აირჩია. როგორც ცესკო-ს ინფორმაციაშია აღნიშნული, 30 დროებითი წევრი ათ საოლქო საარჩევნო კომისიაში აირჩა. „არჩევის პროცესი ღიად და გამჭვირვალედ წარიმართა. ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლო, დაკვირვებოდა სხდომას ცესკო-ს ოფიციალურ გვერდზე სოციალურ ქსელში „Facebook“ პირდაპირი ტრანსლაციის საშუალებით. ცესკო-ს წევრებმა ათ საოლქო საარჩევნო კომისიაში 30 დროებითი წევრი სახელობითი კენჭისყრით აირჩიეს. ღიაობისა და გამჭვირვ

რომც გჯეროდეს, რომ შესანიშნავი კანონია, როცა ამდენ ვნებათაღელვას იწვევს, უკან უნდა დაიხიო – რისმაგ გორდეზიანი

„სულ რომ გჯეროდეს, რომ ეს შესანიშნავი კანონია, როცა ამდენ ვნებათაღელვას გამოიწვევს, მგონი, უკან უნდა დაიხიო. თუმცა ამ ვითარებაში ამ კანონის მიღების არავითარი საჭიროება არ არის, ჩემი აზრით“, – ასე აფასებს აკადემიკოსი რისმაგ გორდეზიანი „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის ანალოგს, რომლის მიღებასაც  „ქართული ოცნება“ აპირებს. „ნეტგაზეთმა“ აკადემიკოსს ჰკითხა, თუ რა საფრთხეს ხედავდა კანონის მიღებაში. „ჩვენს დროში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აღქმას. როგორ აღიქვამს ესა თუ ის ად

უკიდურესად შეშფოთებულები ვართ. კანონი გვაშორებს ევროკავშირს - საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების წევრები აგენტის შესახებ რუსულ კანონს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ ისინი უკიდურესად შეშფოთებულნი არიან კანონის მიღების გამო. მათი თქმით, კანონის მიღებითა და ყველა შემდეგი ნაბიჯით საქართველოს დააშორებს ევროკავშირში გაწევრებას. საქართველოს ქალ მოჭადრაკე ნაკრების წევრები: ნინო ბაციაშვილი, ბელა ხოტენაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, მერი არაბიძე, სალომე მელია პუბლიკა

კახაბერ ქემოკლიძე - ამასობაში, ასეთი დასუსტებული, ნდობა დაკარგული და სისტემურად არეული სახელმწიფო ინსტიტუციები ახლა რომ გვაქვს, ბოლო 30 წელიწადში არ ყოფილა

პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი კახაბერქემოკლიძე, სოციალურ ქსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინტერვიუს ვრცელი პოსტით ეხმაურება, რომელსაც PLANETA.GE უცვლელად გთავაზობთ:  " 112 000-ზე მეტი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა ქვეყანაში და დამაგრდა. მილიარდ დოლარზე მეტი “ქეში” შემოიტანეს. საქართველოსნაირი მცირე ეკონომიკისთვის ეს დიდი ფულია… პრემიერმა ღარიბაშვილმა ამას დაარქვა ეკონომიკაში რევოლუცია მოვახდინეთ სხვებს შურს ჩვენიო (ანუ: ომში არ წა

პროკურატურა დაცვის პოლიციელი ქალისთვის 6-წლიანი პატიმრობის შეფარდებაზე ინფორმაციას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ძალადობითა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 8 თებერვალს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელმა, შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ადმინისტრაციულ შენობაში,

ანა ბუჩუკური - დეჟავუ მქონდა, „wanna be ბიძინა" გამოვიდა ფაქტობრივად, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ კეზერაშვილს ბიძინობა უნდა

დეჟავუ მქონდა, „wanna be ბიძინა" გამოვიდა ფაქტობრივად, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ კეზერაშვილს ბიძინობა უნდა, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" წევრმა და დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა. როგორც ბუჩუკურმა აღნიშნა, ადამიანები პოლიტიკაში არაფორმალურად არ უნდა მონაწილეობდნენ. „ძალიან უცნაური ეთერი ჰქონდა ბატონ კეზერაშვილს, ბოლომდე ვერ ვუყურე, კვარაცხელიას თამაში იყო, მაგრამ რასაც ვუყურე, კითხვები უფრო მეტი გააჩინა, ვიდრე რამეს უპასუხა. ზოგადად, ვერავის აუკრძალავ პოლიტიკაში ყოფნას, მაგ

კახაბერ ქემოკლიძე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, როგორც ინსტიტუციის პრობლემა, პოლიტიკური ხელმძღვანელობა და ხედვაა (ვიდეო)

“ჩემი აზრით, წელს ეს დოკუმენტი არის მკაფიოდ პოლიტიზირებული. ასეთი ტიპის ყოველწლიური ანგარიშისთვის ეს თავისთავად პრობლემაა, რადგან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კანონმდებლობით არის ნეიტრალური ინსტიტუცია. იმის ნაცვლად, რომ ანგარიშით საზოგადოებას ეჭვებს უქარწყლავდეს, პირიქით ეჭვების ინსტუმენტალიზებას უწყობს ხელს უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, როგორც ინსტიტუციის პრობლემა რა არის იცით?! პრობლემა არ არის არაპროფესიონალიზმი საშუალო და დაბალ რგოლშ

გარემოს ეროვნული სააგენტო - მდინარე ბუბისწყლის კალაპოტში მიმდინარეობს სტიქიის თანმდევი პროცესები - მასშტაბური სტიქიების შემდეგ, ასეთი მოვლენები მოსალოდნელია

მდინარე ბუბისწყლის კალაპოტში მიმდინარეობს სტიქიის თანმდევი პროცესები. მასშტაბური სტიქიების შემდეგ, ასეთი მოვლენები მოსალოდნელი ფაქტია, - ამის შესახებ ინფორმაციას სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პროცესები საფრთხის შემცველი არ არის. „მდინარე ბუბას კალაპოტში გუშინ, გვიან ღამით, ქვათაცვენის ფაქტი დაფიქსირდა. ადგილზე ვითარებას გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები გაეცნენ. აღსანიშნავია, რომ მდინარე ბუბისწყლის კალაპოტში მიმდი

ოჩამჩირეში რუსული ბაზის წინააღმდეგ ოპოზიცია პარლამენტისგან რეზოლუციის მიღებას ითხოვს, რეზოლუციის ავტორები ოპოზიციის წარმომადგენლები – საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“ და თეონა აქუბარდია არიან

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მუდმივმოქმედი სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნის გადაწყვეტილების შესახებ პარლამენტში რეზოლუციის პროექტი დარეგისტრირდა. რეზოლუციის ავტორები ოპოზიციის წარმომადგენლები – საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“ და თეონა აქუბარდია არიან. რეზოლუციის პროექტი ერთხმად და მტკიცედ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული რეგიონების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას, მილიტარიზაციას და მათი ანექსიისკენ მიმართულ აგრესიულ ქმედებებს, რომლის ახალი

ვოლოდიმირ ზელენსკი - ირანი ვერ იტყვის, რომ მას არაფერი აქვს საერთო იმასთან, რაც ხდება უკრაინაში და ისრაელში

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ისრაელში ტერორისტები ისევე მოქმედებენ, როგორც რუსეთი უკრაინაში. „ერთი და იგივე ბოროტებაა. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ იქ არის ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც თავს დაესხა ისრაელს და აქ არის ტერორისტული სახელმწიფო, რომელიც თავს დაესხა უკრაინას. გამოცხადებული ზრახვები განსხვავებულია, მაგრამ არსი იგივეა“, - აღნიშნა ზელენსკიმ, რომელმაც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეას ვიდეოჩართვის საშუალებით სიტყვით მიმართა. მისი თქმით, ირანს კავშირი

კახაბერ ქემოკლიძე - „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ოცნებას“ ხელისუფლებაში გადაწყვეტილების მიღების უნარი აღარ უნდა ჰქონდეთ, ეს არის ამოცანა N1 და ამ ამოცანას ჩვენ სტრატეგიული ხაზით მივუყვებით, აუცილებლად გავალთ ბოლოში (ვიდეო)

„ნაციონალურ მოძრაობას“ და „ოცნებას“ ხელისუფლებაში გადაწყვეტილების მიღების უნარი აღარ უნდა ჰქონდეთ, ეს არის ამოცანა N1 და ამ ამოცანას ჩვენ სტრატეგიული ხაზით მივუყვებით და აუცილებლად გავალთ ბოლოში. ერი დაიღალა მიშას და ბიძინას დაპირისპირებით, თავისი შეცდომებით, თავისი გაკეთებულით და გაფუჭებულით. ჩემი აზრით, ეს არის მკაფიოდ გამოკვეთილი მოცემულობა ქართულ საზოგადოებაში. ხალხს უნდა პროგრესი და არა რეგრესი, ხალხს უნდა გაერთიანება, საზოგადოებას სჭირდება წინ წასვლა.” კახაბერ ქემ

ბექა ლილუაშვილი - დარჩიაშვილის შეცვლილი რიტორიკა, ეს არის კანდიდატის სტატუსის დროებითი ეფექტი “ოცნებაზე” (ვიდეო)

დარჩიაშვილის შეცვლილი რიტორიკა, ეს არის კანდიდატის სტატუსის დროებითი ეფექტი “ოცნებაზე” ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  407376569_1342844939925490_7865414622962382362_n.mp4

ფონიჭალაში არასრულწლოვანი გოგო გაიტაცეს

ფონიჭალაში არასრულწლოვანი გოგო გაიტაცეს. შემთხვევა გუშინ მოხდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა, სავარაუდოდ, ცოლად შერთვის მიზნით მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. პუბლიკა

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი - ბელგოროდში უკრაინელ და რუს სამხედროებს შორის შეტაკებებია

უკრაინისა და რუსეთის საზღვარზე, ბელგოროდის ოლქში უკრაინელ და რუს სამხედროებს შორის ორმხრივი სროლაა, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა. მისი თქმით, იბომბება სოფელი ტერებრენო. „წინასწარი ინფორმაციით, სოფლის საზღვარზე მტერთან შეტაკებაა. ყველა შესაბამისი უწყება ვითარებას აკონტროლებს", - განაცხადა ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა. მისი ინფორმაციით, რამდენიმე სოფელში დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები და საავარიო და ოპე

ანა ბუჩუკური - კომიკურია, როცა კობახიძე-კალაძის დაჯგუფება კორუფციაზე და გამჭირვალობაზე საუბრობს და სხვას მიუთითებს (ვიდეო)

"კომიკურია, როცა კობახიძე-კალაძის დაჯგუფება კორუფციაზე და გამჭირვალობაზე საუბრობს და სხვას მიუთითებს. "   ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1370978107114492/

პრეზიდენტი - ეს წელი მნიშვნელოვანია ჩვენი ევროპული მომავლისთვის, რამეთუ წლის ბოლოს შესაძლებელია, მოსალოდნელია და საიმედოა, რომ გაწევრიანების მოლაპარაკებები გაიხსნება - მნიშვნელოვანია დიასპორის მონაწილეობა ამ არჩევნებში

2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარდება არჩევნები და თქვენ ყველამ იცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ეს არჩევნები და რამდენად მნიშვნელოვანი იქნება თქვენი, დიასპორის, მონაწილეობა ამ არჩევნებში. დიდი ხანია არ ყოფილა ასეთი ინტერესი დიასპორიდან საქართველოს არჩევნებში და გასაგებია, რომ ეს დაკავშირებულია იმ ახალ იმედთან, რაც დაიბადა იმის შემდეგ, რაც საქართველოს მიენიჭა კანდიდატის სტატუსი,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიასპორასთან ონლაინ შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით,

რუსული მედია - მოსკოვის ცენტრში საკონცერტო დარბაზში სამმა პირმა ცეცხლი გახსნა, არიან დაჭრილები

მოსკოვის ცენტრში სამმა ადამიანმა ცეცხლი გახსნა, არიან დაჭრილები. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო გამოცემა “რია ნოვოსტი” ავრცელებს. გამოცემის ცნობით, სამმა შენიღბულმა პირმა საკონცერტო დარბაზ “კროკუს სითი ჰოლში” ცეცხლი გახსნა. ადგილზე არიან დაჭრილები, თუმცა მათი რიცხვი ამ მომენტისთვის უცნობია. “კროკუს სითი ჰოლის” პარტერში შენიღბული ადამიანები შევარდნენ, როგორც მინიმუმ სამი, ცეცხლი გახსნეს ავტომატური იარაღიდან. ნამდვილად არიან დაჭრილები… ამის შემდეგ ისროლეს ყუმბარა ან ბომბი, შე

EU-ში არ ვცდილობთ NGO-ების კონტროლს, არ გვითხოვია საქართველოსთვის ამის გაკეთება – აუსტრევიჩიუსი

ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩიუსის განცხადებით, არასწორია საქართველოს მმართველი პარტიის განცხადებები, რომ რუსული კანონი საუკეთესო დასავლურ პრაქტიკას ეფუძნება. ამის შესახებ მან დღეს, 23 აპრილს, ევროპარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელშიც მის გარდა პარტია „ახალის“ თანადამფუძნებელი ნიკა გვარამია და ევროპარლამენტარები, ვიოლა ფონ კრამონი, ანა ფოტიგა და რასა იუკნევიჩიანე მონაწილეობდნენ. როგორც აუსტრევიჩიუსმა განაცხადა, ის, რომ პრესკონფერენციაში სხვადასხვა პარტიის წარმომ

მიშა დაუშვილი - ჩვენ გამოვიყენებთ ყველა საკანონმდებლო პლატფორმას იმისთვის, რომ ეს კანონი იქნეს გაუქმებული და ვეტოს განხილვისას აუცილებლად ვიქნებით პარლამენტის დარბაზში

ჩვენ გამოვიყენებთ ყველა საკანონმდებლო პლატფორმას იმისთვის, რომ ეს კანონი იქნეს გაუქმებული და ვეტოს განხილვისას აუცილებლად ვიქნებით პარლამენტის დარბაზში.  მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი.  ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1101368121086950/
×
×
  • შექმენი...