Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    870.932

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

დავით ლორთქიფანიძეს ეროვნული მუზეუმის დირექტორობის ვადა გაუხანგრძლივეს

ეროვნული მუზეუმის ამჟამინდელი დირექტორი თანამდებობაზე კიდევ 4 წლის ვადით დარჩება. ამას მოწმობს კულტურის სამინისტროს მიერ გაცემული ბრძანება, რომელიც ტელეკომპანია „ფორმულამ“ დღეს, 22 ივნისს გაასაჯაროვა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ 1 თვის განმავლობაში ლორთქიფანიძემ კულტურის სამინისტროს უნდა წარუდგინოს სამოქმედო გეგმა. ნეტგაზეთთან კომენტარში დავით ლორთქიფანიძემ დაადასტურა ეს გადაწყვეტილება და განმარტა, რომ ბრძანებას 21 ივნისს მოეწერა ხელი. სხვა კითხვებზე, მაგალითად, იმაზე, გაგრძელდება თ

„ტიტანიკისკენ“ მიმავალი დაკარგული წყალქვეშა ნავი - რა ვიცით ამ დრომდე

„ტიტანიკის“ დასათვალიერებლად ჩასულ წყალქვეშა ნავზე –  TITAN, რომელიც დაიკარგა,  ჟანგბადის რაოდენობა კრიტიკულად მცირეა ბორტზე მყოფი  ხუთი ადამიანისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. „ტიტანიკის“ შესასწავლად ეს ამ ხომალდის პირველი წყალქვეშა მოგზაურობა არ არის და ამგვარ ექსპედიციას ნავი დაახლოებით 96 საათისთვის სამყოფი ჟანგბადით იწყებს. წყალქვეშა აპარატი, რომელსაც Ocean Gate-ის ექსპედიცია მართავდა, ჩაძირული „ტიტანიკის“ მიმართულებით 18 ივლისს, კვირა დილას დაიძრა. დამხმარე გემთა

ევროკომისარი განმარტავს, რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ კონკრეტული რეკომენდაციების სრულად შესასრულებლად

საქართველომ სასამართლო რეფორმა უნდა წარუდგინოს ვენეციის კომისიას მეორე დასკვნისთვის, რათა მიიღოს უფრო ფართო რეფორმა სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით და საბოლოოდ დანიშნოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დარჩენილი არამოსამართლე წევრები, - ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა. მისივე განცხადებით, საქართველოს მთავრობამ ასევე უნდა უზრუნველყოს ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდე

ოლივერ ვარჰეი - დეოლიგარქიზაციის მიმართულებით საქართველომ მიაღწია შეზღუდულ პროგრესს - რაც შეეხება მედია პლურალიზმისა და მედია მფლობელების წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურების სტანდარტებს, ვერ მიაღწია ვერანაირ პროგრესს

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის ოლივერ ვარჰეის განცხადებით, საქართველომ დეოლიგარქიზაციის ნაწილში შეზღუდულ პროგრესს მიაღწია, მედია პლურალიზმის მიმართულებით კი საერთოდ ვერ მიაღწია პროგრესს. ამის შესახებ ვარჰეიმ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, სადაც წარადგინა ზეპირი ანგარიში იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ასრულებენ საქართველო უკრაინა და მოლდოვა მათთვის მიცემულ რეკომენდაციებს. „დეოლიგარქიზაციის მიმართულებით საქართველომ მიაღწია შეზღუდულ პროგრესს. ამ მიმართულე

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტად ნათია თურნავა აირჩიეს

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომაზე ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე ნათია თურნავა აირჩიეს. როგორც თურნავამ სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მას მხარი საბჭოს 7 წერვიდან 5-მა დაუჭირა, ხოლო 2-მა თავი შეიკავა. „დღეს ჩატარდა ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომა და ხმათა უმრავლესობით, საბჭომ მხარი დამიჭირა და ამირჩია პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე. ძალიან დიდი მადლობა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს, მიუხედავად იმისა, დამიჭირა თუ არა რომელიმე მათგანმა

სახელმწიფოს უმოქმედობა მაღაროელთა გაწირვის ფორმას იღებს – ღირსეული შრომის პლატფორმა

„ღირსეული შრომის პლატფორმა“, რომელიც დამოუკიდებელ პროფკავშირებს, ადამიანის უფლებების ორგანიზაციებსა და აქტივისტებს აერთიანებს, ეხმიანება მაღაროელთა გაფიცვას და ამბობს, რომ სახელმწიფოს უმოქმედობა მაღაროელთა გაწირვის ფორმას იღებს. პლატფორმა მოუწოდებს: საქართველოს მთავრობას: გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, კომპანიასთან რეალური მოლაპარაკების ჩათვლით, რათა თავიდან იქნას აცილებული მოსალოდნელი ტრაგედია, რომელიც შესაძლოა პროტესტის უმწვავესი ფორმების გამოყენებას მოჰ

ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტში მოხვდა ცხინვალში დაარსებული ბანკი

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტით, შეზღუდვები, სხვა კომპანიებთან ერთად, გავრცელდება 2015 წელს ცხინვალში დაარსებულ „საერთაშორისო საანგარიშწორებო ბანკის“ (MRB Bank). სანქციების განახლებულ პაკეტში, რომელიც რადიო თავისუფლებამ მოიპოვა, აღნიშნულია, რომ MRB ბანკმა ოფისები გახსნა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ხერსონსა და ზაპოროჟიეში, სადაც მომხმარებელს საბანკო მომსახურებას რუსეთის ცენტრალური ბანკის კონტროლქვეშ სთავაზობს. გარდა ამისა, პაკეტში წერია, რომ ბანკმა რეგიონში გახ

პრეზიდენტმა ნიკა გვარამია შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია “მთავარის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეიწყალების აქტს ხელი მოაწერა. შესაბამისი განცხადება პრეზიდენტმა რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგზე გააკეთა. პრეზიდენტის თქმით, ის არ აპირებს, გადაწყვეტილების თაობაზე ახსნა-განმარტების გაკეთებას, რადგან შეწყალება მისი დისკრეციული უფლებაა. "დღეს მოვაწერე ხელი ნიკოლოზ გვარამიას შეწყალების აქტს. ეს გადაწყვეტილება მივიღე იმის შემდეგ, რაც 19 ივნისს ამოიწურა ყველა სამართლებრივი საფეხური, როც

სალომე ზურაბიშვილი გვარამიას შეწყალებაზე - არ ვაპირებ, ახსნა-განმარტება გაგიზიაროთ - მინდა, მხოლოდ გაგახსენოთ, რომ პრეზიდენტის დისკრეციული უფლება არ ექვემდებარება ვინმეს ზეწოლას, რჩევას, რეკომენდაციას, თუ სხვა ტიპის მუქარას

არ ვაპირებ, რომ რამე ახსნა-განმარტება გაგიზიაროთ - მინდა, მხოლოდ გაგახსენოთ, რომ პრეზიდენტის დისკრეციული უფლება არ ექვემდებარება ვინმეს ზეწოლას, რჩევას, რეკომენდაციას, თუ სხვა ტიპის მუქარას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რა დროსაც "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა. "დღეს მოვაწერე ხელი ნიკოლოზ გვარამიას შეწყალების აქტს. ეს გადაწყვეტილება მივიღე იმის შემდეგ, რაც 19 ივნისს ამოიწურა

მირიამ ლექსმანი - პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ნიკა გვარამიას წინააღმდეგ უსამართლობა გამოასწორა

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ნიკა გვარამიას წინააღმდეგ უსამართლობა გამოასწორა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “ეს გულწრფელად მისასალმებელი ამბავია. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ნიკა გვარამიას წინააღმდეგ უსამართლობა გამოასწორა, რომლის დაპატიმრებაც სამართლის დაცინვა იყო”, - წერს ლექსმანი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია შეიწყა

გაუჩინარებული წყალქვეშა ნავის ბორტზე მყოფი ხუთივე ადამიანი დაიღუპა

ტურისტული კომპანია OceanGate Expeditions-ის ცნობით, დაკარგული წყალქვეშა ნავის პილოტი და ოთხივე მგზავრი დაიღუპნენ. ინფორმაციას აშშ-ის სანაპირო დაცვაც ავრცელებს. იქამდე ცნობილი გახდა, რომ მაშველებმა დაკარგული წყალქვეშა ნავის „ნამსხვრევების ველი“ აღმოაჩინეს. ვინ იმყოფება წყალქვეშა ნავში წყალქვეშა ნავში 5 ადამიანი იმყოფება. მიუხედავად იმისა, რომ ბორტზე მყოფთა ვინაობას ხელისუფლება არ აცხადებს, CNN-ის ინფორმაციით, დადასტურებულია, რომ წყალქვეშა ნავში ბრიტანელი ბიზნესმენი ჰამიშ ჰარდინგი,

"კომპანია მზად არის, თანამშრომელთა პასუხისმგებლობის გათავისებისა და სრული კონსესუსის შემთხვევაში, ჭიათურის მაღაროები მაღაროელებს მართვაში გადასცეს" - "ჯორჯიან მანგანეზის" საგანგებო განცხადება

"კომპანია მზად არის, თანამშრომელთა პასუხისმგებლობის გათავისებისა და სრული კონსესუსის შემთხვევაში, ჭიათურის მაღაროები მაღაროელებს მართვაში გადასცეს," - აამის შესახებ ნათქვამია კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" მიერ გავრცელებულ საგანგებო განცხადებაში, სადაც აღნიშნულია, რომ კომპანიისთვის თანამშრომლების ჯანმრთელობის და უსაფრთხოება დაცვა მთავარი ღირებულებაა. "ჯორჯიან მანგანეზის არაერთი მცდელობისა და შეთავაზების მიუხედავად, რომ დასაქმებულებსა და დამსაქმებელს შორის შეთანხმება შემდგარიყო, თანამშრომელთა

გაერო-მ რუსეთი, უკრაინაში ბავშვების მკვლელობის გამო, დამნაშავეთა გლობალურ სიაში შეიყვანა

გაერო-მ რუსეთი, 2022 წელს უკრაინაში 136 ბავშვის მკვლელობისთვის, დამნაშავეთა გლობალურ სიაში შეიყვანა, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ნათქვამია გაერო-ს უშიშროების საბჭოს ანგარიშში, რომლის შინაარსი სააგენტოსთვის ცნობილი გახდა. Reuters-ის ცნობით, ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსულმა ძალებმა და მათთან დაკავშირებულმა ჯგუფებმა „დაასახიჩრეს 518 ბავშვი და განახორციელეს 480 თავდასხმა უკრაინის სკოლებსა და საავადმყოფოებზე“. დოკუმენტის თანახმად, რუსეთის სამხედრო ძალებმა 91 ბავშვი ცოცხალ ფარად გამოი

უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა, რამდენიმე ოლქში აფეთქებების ხმები ისმოდა

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა, რუსულმა ძალებმა ქვეყნის წინააღმდეგ კიდევ ერთი თავდასხმა განახორციელეს, ხმელნიცკსა და სხვა ოლქებში აფეთქებების ხმები ისმოდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ მოწინააღმდეგემ რაკეტები სტრატეგიული თვითმფრინავებიდან ისროლა. "ყურადღება! რაკეტები (სავარაუდოდ X-101/X-555) მიემართებიან სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით. კურსი შეიძლება შეიცვალოს. საჰაერო

შარლ მიშელი მიესალმება სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ და დეპოლარიზაციისკენ არსებით ნაბიჯს უწოდებს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ, როგორც არსებით ნაბიჯს საქართველოში დეპოლარიზაციისკენ. ამის შესახებ საქართველოს შესახებ ევროპული საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზშია ნათქვამი. განცხადების თანახმად ის, ასევე, მიესალმება პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ კიდევ ერთხელ დადასტურებას, რომ საქართველო არ შეეცდება "უცხოური გავლენის" შესახებ კანონის მიღებას. "საქართველო

კახაბერ ქემოკლიძე - რეალურად ოცნებამ პრეზიდენტს მადლობა უნდა გადაუხადოს...

პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი კახაბერ ქემოკლიძე, სოციალურ ქსელში პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალებას ეხმაურება და აცხადებს, რომ, რეალურად, "ოცნებამ პრეზიდენტს მადლობა უნდა გადაუხადოს!" მისი თქმით, გვარამიას შეწყალება პოზიტიურად “გაყიდვადია” 12 რეკომენდაციის შესრულების კონტექსტში, ასევე რომ არა პრეზიდენტის ეს შეწყალება, სტრასბურგში გვარამიას გამართლება ოცნებისთვის იქნებოდა სრული პოლიტიკური ფიასკო.    "-ოცნების უგუნურებით და აბსოლუტური არაკომპეტენტურობით

ევროპულმა საბჭომ უკრაინაში შეჭრის გამო სანქციების მე-11 პაკეტი დაუწესა რუსეთს

ევროპის კავშირის საბჭომ სანქციების რიგით მე-11 პაკეტი დაუწესა რუსეთს, შარშან თებერვალში უკრაინაში მისი არმიის შეჭრის გამო. ამ პაკეტის თანახმად, მოქმედების ვადა გაუხანგრძლივდა ადრე დაწესებულ ზოგიერთ ზომას, ხოლო სანქცირებული პირების სიას დაემატა ათეულობით ახალი იურიდიული პირი მთელ მსოფლიოში, რათა ქვეყნებმა და კომპანიებმა ვერ შეძლონ ადრე დაწესებული შეზღუდვებისთვის გვერდის ავლა. საბჭომ სანქციები გამოაქვეყნა 23 ივნისს, მათი დამტკიცების შემდეგ და განაცხადა, რომ პაკეტი უზრუნველყოფს რუსეთისთვი

კელი დეგნანი ნიკა გვარამიას შეწყალებაზე - პრეზიდენტის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი წვლილია საქართველოში პოლარიზაციის შესამცირებლად

აშშ მიესალმება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით. ეს საქმე პრობლემატური იყო თავიდანვე. პრეზიდენტის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი წვლილია საქართველოში პოლარიზაციის და დაყოფის შესამცირებლად, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. მისი თქმით, ახლა არ არის ქართველების დაყოფის დრო, ახლა ქართველების ერთად დგომის დროა. „პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გარკვევით განაცხადა, რომ ეს იყო მისი გადაწყვეტილება. შეერთებული შტატები და სხვა პარტნიო

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბელარუსში უკრაინის ელჩი დაითხოვა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იგორ ქიზიმი ბელარუსში უკრაინის ელჩის თანამდებობიდან გაათავისუფლა. „გათავისუფლდეს ქიზიმ იგორ იურიევიჩი ბელარუსის რესპუბლიკაში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობიდან“, - ნათქვამია პრეზიდენტის განკარგულებაში. იგორ ქიზიმს ბელარუსში უკრაინის ელჩის თანამდებობა 2017 წლის თებერვლიდან ეკავა. უკრაინული მედია წერს, რომ რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, როდესაც რუსულმა ტანკებმა უკრაინის საზღვარი ბელარუსიდან გ

„არავინ იცის როდის ჩაწყდება“ - საფრთხის შემცველი ლიფტები ქალაქში

ეს მონაცემები აღწერს ბოლო რამდენიმე წელიწადში თბილისში ლიფტის ჩაწყვეტისა და მასში მყოფი მოქალაქეების დაშავების ყველაზე გახმაურებულ შემთხვევებს. თუმცა, როგორც დედაქალაქში არსებულ ძველ კორპუსებში მცხოვრები მოსახლეობა ჰყვება, ლიფტის სხვადასხვა ტექნიკური გაუმართაობის გამო მომხდარი შემთხვევები, რომლებიც ფატალურად არ სრულდება, მაგრამ მათ გადაადგილებას ხშირად რისკის შემცველად აქცევს, მათი ყოველდღიურობის ნაწილია. თბილისში მოსახლეობის დიდი ნაწილი კვლავ საბჭოთა დროინდელ ლიფტებს იყენებს. ამ ლიფტების უ

„მხარდაჭერა გვჭირდება!“ – „რუსულ კანონს” ყირგიზეთშიც იღებენ

ყირგიზეთის ხელისუფლება გეგმავს, რამდენიმე ახალი კანონი მიიღოს, რომლებიც მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა განცხადებით, მიმართულია ქვეყანაში კრიტიკული აზრის ჩახშობაზე და გადმოღებულია რუსეთიდან. არგუმენტები და ნორმები, რომელთა მიღებაც ყირგიზეთში სურთ, ძალიან ჰგავს საქართველოში, „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონის მიღების მცდელობისას ხელისუფლების რიტორიკას „გამჭვირვალობაზე“. ახალი კანონები რეგიონის ყველაზე დემოკრატიულ სახელმწიფოში ყირგიზეთი სხვადასხვა შეფასებით, შუა აზ

ბერდია სიჭინავა - 2024 წლის არჩევნები უნდა იყოს პოლიტიკური კერპების მსხვრევის არჩევნები (ვიდეო)

“2024 წლის არჩევნები უნდა იყოს პოლიტიკური კერპების მსხვრევის არჩევნები. დღეს ეს ქვეყანა ორ ადამიანს ჰყავს აყვანილი პოლიტიკურ მძევლად -  ეს არის სააკაშვილი და ივანიშვილი, რაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულოთ. სხვა პოლიტიკური დღის წესრიგი უნდა შეიქმნას, რომელიც მოქალაქეების საჭიროებებს უპასუხებს.“   ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი. 354427767_776332737378336_3618654026577099109_n.mp4

„ერთი ნაბიჯით მიახლოება კანდიდატის სტატუსთან“ – ფონ კრამონი გვარამიას შეწყალებაზე

ევროპარლამენტის წევრი ვიოლა ფონ კრამონი ეხმაურება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ „მთავარი არხის“ დირექტორის ნიკა გვარამიას შეწყალებას. ფონ კრამონის შეფასებით, პრეზიდენტმა მიიღო „რთული, მაგრამ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება“. იგი აგრეთვე აღნიშნავს, რომ საქართველოს ინტერესშია პოლარიზაციის შემცირება და მართლმსაჯულებაში დომინანტი უსამართლობის შეცვლა. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია 22 ივნისს შეიწყალა, რასაც „ქართული ოცნების“ წევრებისა და მხარდამჭერების მწვავე უკმაყოფილე

რუსეთში ევრაზიის უდიდესმა ვულკანმა ამოფრქვევა დაიწყო

რუსეთის კამჩატკის ნახევარკუნძულზე ევრაზიის უდიდესმა ვულკანმა, კლიუჩევსკაიამ ამოფრქვევა დაიწყო. „ვულკანის ზომიერად ფეთქებადი ამოფრქვევა 22 ივნისიდან გრძელდება. ნებისმიერ დროს მოსალოდნელია ფერფლის ამოტყორცნა. მიმდინარე აქტივობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს დაბალ სიმაღლეზე მფრინავ თვითმფრინავებზე“, - აღნიშნულია კამჩატკის ვულკანური ამოფრქვევის რეაგირების ჯგუფის განცხადებაში, რომელიც აგროვებს მონაცემებს ვულკანური აქტივობის შესახებ. კლიუჩევსკაია, რომელიც თითქმის 5 კილომეტრის სიმაღლისაა, ყველა

საქართველოში 25 ივნისიდან გამოიდარებს

23 ივნისს საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმიანი ამინდი, ზოგან ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, 24 ივნისს მხოლოდ ცალკეულ რაიონში იწვიმებს, ხოლო 25-26 ივნისს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +28, +33 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში 23-24 ივნისს წვიმაა მოსალოდნელი, 25-26 ივნისს კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +29, +31 გრადუსი დაფ
×
×
  • შექმენი...