Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.085.560

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

პრეზიდენტი - როდის მიმართა კულტურის მინისტრმა იუნესკოს, რომ დაცული იყოს ეკლესიები აფხაზეთსა და ოსეთში, სად არის შერიგების მინისტრი? - არ შეიძლება, არ გაგახსენოთ ისიც, რომ ერგნეთი მთლიანად აღდგენილია „უცხოური აგენტების“ ფულით

მაინტერესებს, ბოლოს როდის მიმართა ჩვენმა კულტურის მინისტრმა იუნესკოს იმისთვის, რომ დაცული იყოს ჩვენი ეკლესიები აფხაზეთსა და ოსეთში - სად არის შერიგების მინისტრი? რა კეთდება ყოველდღიურად, რა სტრატეგია გვაქვს ჩვენ იმისთვის, რომ გაძლიერდეს ეს რეგიონი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ერგნეთში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, ოკუპაცია არ არის მოცემულობა და ამის არც დავიწყება შეიძლება და არც შეგუება. საუბრის ბოლოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა

ნათია მეზვრიშვილი - თაღლითების, აფერისტების და მატყუარების დაჯგუფების მორიგ განცხადებას მინდა გამოვეხმაურო - "ნაცმოძრობის" დასრულების პირობას დებს პარტია, რომელიც "ნაცმოძრაობის" გარეშე უბრალოდ არ არსებობს

თაღლითების, აფერისტების და მატყუარების დაჯგუფების მორიგ განცხადებას მინდა გამოვეხმაურო - ნაცმოძრობის დასრულების პირობას დებს პარტია, რომელიც ნაცმოძრაობის გარეშე უბრალოდ არ არსებობს, რომელსაც შავი ფულით ნაცმოძრაობის ყოფილი თუ მოქმედი დონორები აფინანსებენ და ნაცმოძრაობა უმაღლეს თანამდებობებზე უზის, რომელიც 24 საათი პირდაპირ ეთერში მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო კამპანიას გადმოსცემს, რომელმაც ნაცმოძრაობასთან გარიგებით მუნიციპალიტეტები მიიტაცა და სასამართლოს დამოუკიდებლობის უკანასკნელი კარი დახურა, -

პრეზიდენტი ოლიმპიელებსა და პარალიმპიელებს 13 სექტემბერს საჯარო ღონისძიებაზე დააჯილდოებს

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით 13 სექტემბერს, 19:00 საათზე, ათონელის ქუჩის მიმდებარედ, ორბელიანების სასახლის წინ სახალხო ზეიმი გაიმართება, სადაც სალომე ზურაბიშვილი ქართველ ოლიმპიელებსა და პარალიმპიელებს დააჯოლდოვებს. ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, მოქალაქეებს, რომლებიც ორბელიანების სასახლესთან ღონისძიებას შეუერთდებიან, ექნებათ შესაძლებლობა, მიულოცონ ქართველ სპორტსმენებს ოლიმპიურ და პარალიმპიურ თამაშებზე გამარჯვება.

მერაბ დვალიშვილი UFC-ის მეორე ქართველი ჩემპიონი გახდა

მერაბ დვალიშვილმა UFC 306-ზე საჩემპიონო ბრძოლაში მოქმედი ჩემპიონი შონ ო’მალი დაამარცხა და UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ქამარს დაეუფლა. მერაბ დვალიშვილი მეორე ქართველი მებრძოლია, რომელიც UFC-ის ჩემპიონი გახდა. შეგახსენებთ, რომ 2024 წლის თებერვალში ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი ილია თოფურია გახდა.   პუბლიკა

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა. საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი 495-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 73-მა ხმა წინააღმდეგ მისცა, ხოლო 86-მა თავი შეიკავა. რეზოლუციის მიხედვით, ევროპარლამენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის გამო და ევროკავშირს მოუწოდებს, პერსონალური სანქციები შემოიღოს ბიძინა ივანიშვილისა და ყველა იმ პირის წინააღმდეგ, ვინც საქართველოში დემოკრატიას ძირს უთხრის. რეზოლუციის ტექსტში საუბარია საქართველოს ყოფილი პრეზ

საკონსტიტუციო სასამართლო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით მოსამართლეების - თეიმურაზ ტუღუშისა და გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებულ მოსაზრებას აქვეყნებს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მოსამართლეების – გიორგი კვერენჩხილაძის და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებულ მოსაზრებას აქეყნებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით. კერძოდ, ორი მოსამართლე - გიორგი კვერენჩხილაძე და თეიმურაზ ტუღუში მიიჩნვენ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა დაეკმაყოფილებინა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის სადავო ნორმების მოქმედებ

შამბა: თუ საქართველო ბოდიშს მოიხდის, აფხაზეთი მიესალმება ასეთ ნაბიჯს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა აცხადებს, რომ თუ „საქართველო ბოდიშს მოიხდის, მიესალმებიან”. შამბა აქვე აღნიშნავს, რომ „აფხაზეთის რესპუბლიკის სტატუსი განხილვას არ ექვემდებარება”. ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრაზე მან აღნიშნა ისიც, რომ დღის წესრიგში განხილვის მთავარი საკითხები ეხება „სამხედრო მოქმედებების განუახლებლობას და საქართველოსა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერას”. 14 სექტემბერს ბიძინა ივანიშვილმა გორშ

არჩევნებამდე 2 დღით ადრე მთავრობამ ცესკოს შენობა სტრატეგიული ობიექტების სიაში შეიყვანა

23 ოქტომბერს საქართველოს მთავრობამ გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობა სტრატეგიული ობიექტების სიაში შეიყვანა. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის ან/და 330-ე მუხლის მიზნებისათვის, დამტკიცდეს თანდართული „სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხა“. – ვკითხულობთ განცხადებაში. სისხლის სამართლის კოდექ

ნათია მეზვრიშვილი - არ მგონია, ჩვენი ამომრჩეველი კარავში შევიდეს, მაგრამ თუ მხარდამჭერები გადაწყვეტენ, რომ აქციებზე უნდა ვიყოთ, მათ დაკვეთას შევასრულებთ - ჩვენ როგორც შეგვიძლია, ოპოზიციას ვეხმარებით

არ მგონია, რომ ჩვენი ამომრჩეველი კარავში შევიდეს, მაგრამ თუ ჩვენი ამომრჩეველი გადაწყვეტს, რომ ჩვენ აქციებზე უნდა ვიყოთ, რა თქმა უნდა, შევასრულებთ ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთას.ასე იყო წინა აქციაზეც, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებთან 4 ნოემბერს, 3 ოპოზიციური კოალიციის მიერ დაანონსებულ აქციაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მათ როგორც შეუძლიათ, დანარჩენ ოპოზიციურ სუბიექტებს ეხმარებიან, ეს იქნება მტკიცებულებების შეგროვება თ

„გახარია - საქართველოსთვის“ - მოვუწოდებთ მხარდამჭერებს, ხვალ პარლამენტთან გამოვხატოთ მშვიდობიანი პროტესტი

ხვალ ქართველი ხალხის მშვიდობიანი ხმა უნდა ისმოდეს საქართველოს პარლამენტთან და არა სხდომათა დარბაზში. ქართველი ხალხის გაბრაზებული ხმა უნდა გავაგონოთ ყველას, ვინც ჩვენს მოქალაქეებს არჩევანი მოჰპარა, - ამის შესახებ პატია „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებაშია აღნიშნული. პარტია მხარდამჭერებს მოუწოდებს, 25 ნოემბერს საქართველოს პარლამენტთან მშვიდობიანი პროტესტი გამოხატონ. „ხვალ, 25 ნოემბერს, საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის მხოლოდ ერთპარტიული შემადგენლობა შეიკრიბება, რომელსაც საზოგადო

არსებული ინფორმაციით, სოფელ კარდენახში მკვლელობა მოხდა - გარდაცვლილია ორი ახალგაზრდა

კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია ორი ახალგაზრდა. „ინტერპრესნიუსის“ რეპორტიორი შემთხვევის ადგილზე იმყოფება და დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. ამასთან, „ინტერპრესნიუსი“ მკვლელობის დეტალებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.   იპნ

გახარია: ასეთია ივანიშვილის ოცნების ღირსება, მებრძოლ სტუდენტებს უნივერსიტეტიდან ყრის

ამ ქვეყანაში ახალგაზრდები და სტუდენტები ყოველთვის იყვნენ თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლო და ამიტომაც ისინი ყოველთვის იყვნენ რეჟიმების სამიზნე. ასეთია ივანიშვილის „ოცნების” ღირსება, რომელიც საკუთარი სამშობლოსთვის მებრძოლ სტუდენტებს უნივერსიტეტიდან ყრის. წარსულის მომავალთან დაპირისპირებაში წარსული ყოველთვის მარცხდება. ჩემი მხარდაჭერა საქართველოსთვის მებრძოლ ახალგაზრდებს!     წერს გახარია საქართველოსთვის თავმჯდომარე გიორგი გახარია. თეატრალურმა უნივერსიტეტმა პროტესტში ჩარ

შსს-ში არ გამორიცხავენ, რომ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით დაკავებული 9 პირის გარდა ბრალდებულთა წრე გაიზარდოს

შინაგან საქმეთა სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით დაკავებული 9 პირის გარდა ბრალდებულთა წრე გაიზარდოს. ამის შესახებ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე დასმული კითხვის საპასუხოდ შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ კახა მურადაშვილმა განაცხადა. კითხვაზე: საქმის კურსში არ იყო თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი მისი მოადგილის ქმედებასთან დაკავშირებით? მურადაშვილმა აღნიშნა: „გამოძიება გრძელდება, არ დასრულებულა. შესაძლო

საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში ადგილობრივი მცხოვრები, 55 წლის თამაზ გლურჯიძე ე.წ საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინფორმაციას ადასტურებს. სოფელი ბერშუეთი საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მდებარეობს და ოკუპირებულ სოფელ წინაგარს და ღრომის ხეობას ესაზღვრება. გლურჯიძის ნათესავების თქმით, ის თანასოფლელთან სტუმრად იმყოფებოდა, იქიდან წამოსვლის შემდეგ კი სახლში აღარ მისულა. მათივე სიტყვებით, კაცი მოგვიანებით ოჯახის წევრებს ტ

ბათუმში ირანის საკონსულოსთან უკრაინელებმა აქცია გამართეს

ბათუმში, ირანის საკონსულოსთან, უკრაინელმა ლტოლვილებმა საპროტესტო აქცია გამართეს. "შეწყვიტეთ კამიკაძე-დრონების მიწოდება რუსეთისათვის", სკანდირებდნენ უკრაინელები. მათ საკონსულოს შენობასთან გაუშვეს ქაღალდის თვითმფრინავები, რომლებზეც წითლად ეწერა "ტერორისტები". აქციის მონაწილეებმა გამოფინეს უკრაინის ქალაქებში დრონებით დაბომბვის შედეგად დაღუპული უკრანელების ფოტოები. "10 ოქტომბრიდან ირანული წარმოების ე.წ. შაჰიდებით რუსეთი ბომბავს უკრაინის ქალაქებს, სადაც იღუპებიან პოლიციელები, ექიმები და მას

რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქი დაბომბეს

რუსულმა ძალებმა წუხელ დნეპროპეტროვსკის ოლქის სამი თემი - ნიკოპოლი, მარგანეცი და მიროვსკოე დაბომბეს, - ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვალენტინ რეზნიჩენკო „ტელეგრამში“ წერს. “ყველაზე მეტად ნიკოპოლი დაზარალდა, დაშავებულია 39 წლის მამაკაცი, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი", - წერს რეზნიჩენკო. მისივე ინფორმაციით, ქალაქში 8 მრავალსართულიანი და კერძო სახლები, რამდენიმე მაღაზია, ავეჯის ქარხანა, სასტუმრო, ავტობუსის გაჩერება, გაზსადენი და ელექტრო ქსელები

გაერო-ში აშშ-ის ელჩი - რუსეთისთვის სამხედრო შეიარაღების მიწოდებით, ჩინეთი „წითელ ხაზს“ გადაკვეთს

ჩინეთი გადაკვეთს „წითელ ხაზს“, თუ რუსეთს სამხედრო შეიარაღებას მიაწოდებს, – ამის შესახებ გაერო-ში აშშ-ის ელჩმა, ლინდა თომას-გრინფილდმა „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა. ამერიკელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ აშშ მზად არის, ჩინეთს კონკურენცია გაუწიოს. ამასთან, ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ ჩინეთის მიერ რუსეთის სამხედრო ძალების მხარდაჭერის „შემაშფოთებელ“ ტენდენციებს ხედავს და პეკინს სურს, რუსეთს სამხედრო დახმარება ფარულად მიაწოდოს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლი

აფხაზური ღვინო ბელარუსში გავა

სოხუმი და მინსკი ბელარუსში აფხაზური ღვინის შეტანაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ ტელეარხ Россия 24-ის ეთერში განაცხადა. მან დასძინა, რომ შესაბამის მოლაპარაკებას ხელი უახლოს მომავალში მოეწერება. „განიხლება აფხაზეთში დამზადებული სხვა პროდუქციაც. მეორე მხრივ კი, ბელარუსში დამზადებული პროდუქტები, მათ შორის რძის პროდუქტები, აფხაზეთში შემოვა“, - განაცხადა არძინბამ. ამასთან, არძინბას თქმით, სოხუმი და მინსკი სხვადასხვა ერთო

პრაისი: ვინც ამ კანონს დაუჭერს მხარს, პასუხისმგებელი იქნება ევროატლანტიკური მომავლის საფრთხეში ჩაგდებაზე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ნედ პრაისის თქმით, ვაშინგტონში შეშფოთებულები არიან „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონპროექტებით. ნედ პრაისის თქმით, ის, ვინც ხმას მისცემს ამ კანონპროექტს, იქნება პასუხისმგებელი საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის პოტენციურად საფრთხის ქვეშ დაყენებაზე. „ამ კანონის შესახებ გასული დღეების განმავლობაში არაერთხელ ვისაუბრეთ და გამოვხატეთ ჩვენი თანმიმდევრული შეშფოთება. კანონი ჯერ გადის პროცედურებს საქართველოს სისტემაში. მიუხედავად ამისა, ჩვენ ღრმად შეწუხ

სანამ განიხილება რუსული კანონი, ვწყვეტთ საჯარო სექტორისთვის სერვისების მიწოდებას - ტრენერთა ასოციაცია

ტრენერთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ რუსული კანონპრრექტის გამო ისინი წყვეტენ საჯარო სექტორისთვის მომსახურების მიწოდებას.

რუსეთის მიერ ბავშვების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ფაქტებზე სისხლის სამართლის 3 200-ზე მეტი საქმე აღიძრა

უკრაინამ ქვეყანაში რუსეთის მიერ ბავშვების წინააღმდეგ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების ფაქტებზე სისხლის სამართლის 3 200-ზე მეტი საქმე აღძრა, - ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურის ბავშვთა ინტერესების დაცვის და ბავშვთა ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა იულია უსენკომ განაცხადა. მისი თქმით, ბრალდებები მოიცავს „მკვლელობას, დასახიჩრებას, ბავშვების გატაცებას, იძულებით გადაადგილებას, დეპორტაციას, და ბავშვების მიმართ სექსუალურ ძალადობას". უსენკომ განმარტებით, სავარაუდო

ანა ბუჩუკური - სამწუხაროდ, არ მაქვს განცდა, რომ შოვის მძიმე ტრაგედიის შედეგად ხელისუფლებამ გაკვეთილი ისწავლა (ვიდეო)

“სამწუხაროდ, არ მაქვს განცდა, რომ შოვის მძიმე ტრაგედიის შედეგად ხელისუფლებამ გაკვეთილი ისწავლა. პრემიერმა და შს მინისტრმა კონსტიტუცია დაარღვიეს - მე პირადად მივმართე პრემიერ-მინისტრს და შინაგან საქმეთა მინისტრს და პასუხები არ მიგვიღია. ნებრისმიერი სპექტაკლი ახლა მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის და “ოცნების”ინტერესშია. თუ ჩაიშალა გომელაურის ინტერპელაცია, რა თქმა უნდა, ეს “ოცნებას” აწყობს.” ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, „რადგან კანდიდატის სტატუსის მიღების შანსები ერთი ათად გაიზარდა და რევოლუციას ვერავინ განახორციელებს“, ე.წ. კარვების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა „საჩქარო აღარაა“

კანდიდატის სტატუსის მიღების შანსები ერთი ათად გაიზარდა. ე.ი. ძალადობრივი რევოლუციის გეგმებს ვერ განახორციელებენ, ამიტომ საჩქარო არაფერია, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რატომ არ განიხილავს პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს „შეკრებისა და მანიფესტაციების კანონზე“ მაშინ, როცა აქამდე საფრთხეებზე საუბრობდნენ და სწორედ ამიტომ მიიღეს ის დაჩქარებული წესით. მდინარაძის თქმით, ვეტო მაინც დასაძლევია, რადგან არავინ იცის

საქართველოში რუსი აქტივისტი გაუჩინარდა, ის, შესაძლოა, კირბალიდან იყოს გატაცებული

Эхо Кавказа-ს ინფორმაციით, რუსეთში აკრძალული ორგანიზაციის, „არტპადგატოვკის” აქტივისტი, რაფაილ შეპელევი შესაძლოა რუსმა საოკუპაციო ძალებმა გორის სოფელ კირბალში დააკავეს. მანამდე გამოცემა იურისტთა და უფლებადამცველთა საზოგადოება „პირველ დეპარტამენტზე” დაყრდნობით ავრცელებდა ინფორმაციას, რომ შეპელევი შესაძლოა რუსეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდეს. კერძოდ, ამ ორგანიზაციამ თქვა, რომ შეპელევი თბილისში, მთაწმინდის ქუჩაზე მდებარე სახლიდან გავიდა და უკან არ დაბრუნებულა. „პირველი დეპარ

რუსუდან თევზაძე - გორბის კვლევა აჩვენებს, რომ “ოცნებას” უკიდურესად მძიმედ აქვს საქმე და “ოცნებას” და “ენმ”-ს მარჯვენა და მარცხენა ხელივით სჭირდებათ ერთმანეთი, ისინი უბრალოდ ერთმანეთის გარეშე არასიცოცხლისუნარიანი არიან (ვიდეო)

“ყველა უნდა მივიდეს არჩევნებზე, ამის პარალელურად, აუცილებლად ერთობლივად ყველამ არ უნდა დავიშუროთ ძალისხმევა, რომ ეს არჩევნები დავიცვათ მაქსიმალურად, არჩევნები უნდა ჩატარდეს თავისუფალ რეჟიმში და პოზიტიური შედეგით უნდა გავიდეთ ფონს. გორბის კვლევა აჩვენებს, რომ “ოცნებას” უკიდურესად მძიმედ აქვს საქმე და “ოცნებას” და “ენმ”-ს მარჯვენა და მარცხენა ხელივით სჭირდებათ ერთმანეთი, ისინი უბრალოდ ერთმანეთის გარეშე არასიცოცხლისუნარიანი არიან. 2024-ში მარტივად არის საქმე მოსახლეობისთვის, უნდა
×
×
  • შექმენი...