Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.107.831

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

„ეს არის ისტორიული მომენტი და ძლიერი პოლიტიკური სიგნალი“ — მიშელი

„ეს არის ისტორიული მომენტი და აჩვენებს ევროკავშირის სანდოობას“, — განაცხადა პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ევროპული საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილების შესახებ. „ჩვენ ვხსნით მოლაპარაკებებს უკრაინასთან და მოლდოვასთან. ჩვენ ვაძლევთ საქართველოს კანდიდატის სტატუსს. ღია ვართ ბოსნია და ჰერცეგოვინასთან მოლაპარაკებების დასაწყებად, როცა მიაღწევს წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის აუცილებელ ხარისხს, რაზეც ანგარიში მარტში გამოქვეყნდება“, — განაცხადა შარლ მიშელმა. მისი თქმით, უკრაინის მხარდაჭერა ძალიან

რაჭის ტყეების აქციისას დაკავებული 2 აქტივისტი 2000-2000 ლარით დააჯარიმეს

სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა მოძრაობა „რიონის ხეობის გადასარჩენად“ წევრი ნუგზარ გოდოლაძე და „მაისის სტუდენტური მოძრაობის“ წევრი საბა ქერქაძე. როგორც გოდოლაძის ადვოკატმა, მარიამ მაღრაძემ „ნეტგაზეთს“ უთხრა, ისინი დამნაშავედ ცნეს ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევაში (პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა, კარვის გაშლისა და გზის სავალი ნაწილის გადაკეტვის სახით), თუმცა არა წვრილმან ხულიგნობაში. იგივე გადაწყვეტილება გამოიტანეს საბა ქერქაძის შემთხვევაშიც. მოძრაობა „რიონის ხეობის გადასა

20 დეკემბერს 11:00 საათზე პარტიის „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი კორუფციის თემაზე ბრიფინგს გამართავს

ანონსი: 20 დეკემბერს 11:00 საათზე პარტიის „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი კორუფციის თემაზე ბრიფინგს გამართავს . მისამართი: პარტიის ოფისი, ა. ბელიაშვილის ქ. 68. აღნიშნულის  შესახებ ინფორმაციას პარტია "საქართველოსთვის" ავრცელებს. 

ნათია მეზვრიშვილი: საქართველოში კორუფციასთან ბრძოლის ინსტრუმენტები გაუქმებულია

ვენეციის კომისიის დასკვნა ცხადყოფს, რომ ჩვენ მიერ ჯერ კიდევ 2020 წელს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციიდან დაწყებული ანტიკორუფციული რეფორმების ბოლომდე მიყვანის და სამთავრობო პროგრამის, „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ განხორციელების შემთხვევაში, არამხოლოდ არ იარსებებდა ელიტური/პოლიტიკური კორუფცია საქართველოში, არამედ ქვეყანას უკვე გახსნილი ექნებოდა გაწევრიანების მოლაპარაკებები ევროკავშირთან, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა,

ბექა ლილუაშვილი - ჩვენსა და თქვენს შორის იცით რა განსხვავებაა? თქვენ ფიქრობთ, რომ სააკაშვილი პოლიტ.პატიმარია, ჩვენი აზრით კი - არ არის (ვიდეო)

ჩვენსა და თქვენს შორის იცით რა განსხვავებაა? თქვენ ფიქრობთ, რომ სააკაშვილი პოლიტ.პატიმარია, ჩვენი აზრით კი - არ არის.  ჩვენ იმასაც არ გამოვრიცხავთ, რომ „ოცნებამ" წინასაარჩევნოდ სააკაშვილი ციხიდან გაათავისუფლოს. ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წვერი, დეპუტატი.  GK28mhi7lgPUrO4XAPghZh5Fqc1QbmdjAAAF.mp4

საავტომობილო გზების დეპარტამენტი - გზების გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ყველა მიმართულებით ადგილზე მობილიზებულია თოვლმწმენდი ტექნიკა, გზებზე განუწყვეტლივ იყრება ტექნიკური მარილი, რათა ავტოტრანსპორტის მოძრაობა უმოკლეს პერიოდში აღდგეს. ამ დროისთვის, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალცი

პრეზიდენტის მოხსენება პარლამენტში | სრულად

სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის რანგში ბოლოჯერ წარდგა პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით. „ნეტგაზეთი“ გთავაზობთ პრეზიდენტის სიტყვას სრულად:

ხულოსა და სურამში მეწყრის გამო ათობით ოჯახია ევაკუირებული

ხულოს მუნიციპალიტეტსა და სურამში წუხელ დაწყებული მეწყრული პროცესების გამო ათობით ოჯახია ევაკუირებული. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის, თენგიზ ჩიტაიშვილის ცნობით, წუხელ დაწყებული პროცესი არ გაგრძელებულა და ელოდებიან გეოლოგების შეფასებას. რაც შეეხება ხულოს მუნიციპალიტეტს, მერიის ცნობით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით ევაკუირებულია 35 ოჯახი. ბაღდათის რაიონში 7 თებერვალს ჩამოწოლილმა მეწყერმა 4 სახლი ჩაიყოლა და 9 ადამიანი იმსხვერპლა. გარემოს ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო ბიულეტენშ

ბორელი: აშკარაა, რომ საქართველოს მთავრობა ევროპული გზიდან გადადის

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელის თქმით, „აშკარაა, რომ საქართველოს მთავრობა ევროპული გზიდან გადადის და მინისტრებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორ იმოქმედონ”. ამის შესახებ მან ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. ბორელის თქმით, ეს არის მინისტრების დონეზე საქართველოში არსებული ვითარების პირველადი შეფასება. ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო გაიმართება, რომელსაც EU-ის უმაღლეს

გარდაიცვალა მსახიობი ტრისტან სარალიძე

რუსთაველის თეატრის მსახიობი, ტრისტან სარალიძე, 69 წლის ასაკში გარდაიცვალა. “უდიდეს მწუხარებას და ტკივილს განიცდის რუსთაველის ეროვნული თეატრი დღეს! ჩვენი უძვირფასესი, რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი, ტრისტან სარალიძე გარდაიცვალა!” – ნათქვამია თეატრის განცხადებაში, რომელიც სოციალური ქსელის საშუალებით გაკეთდა. გავრცელებული ინფორმაციით, ტრისტან სარალიძე ბოლო პერიოდში მძიმე დაავადებას ებრძოდა. ტრისტან სარალიძე 1955 წელს ბორჯომის ხეობაში დაიბადა და 1980 წლიდან რუსთაველის თეატრში თა

2024-ის I კვარტალში უცხოური ინვესტიციები 64.4%-ით შემცირდა — საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წლის I კვარტალში 201.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის I კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 64.4 პროცენტით ნაკლებია. საქსტატის ცნობით, შემცირება განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სამივე კომპონენტის (სააქციო კაპიტალი, რეინვესტიცია და სავალო ვალდებულებები) მაჩვენებლის შემცირებით. ამასთან, საქსტატის ცნობით, 2024 წლის I კვარტალ

გიორგი მიქაუტაძემ ანგარიში გაათანაბრა - საქართველო-თურქეთს შორის ანგარიში 1:1 ფიქსირდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველო-თურქეთის მატჩში გიორგი მიქაუტაძემ ანგარიში გაათანაბრა. ტაბლოზე საქართველო - თურქეთს შორის ანგარიში 1:1 დაფიქსირდა. შეხვედრა დორტმუნდში, „სიგნალ იდუნა პარკზე“ მიმდინარეობს. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად თამაშობს. EURO 2024-ის მატჩების ღია ჩვენებები საქართველოს ყველა ქალაქში დიდ ეკრანებზეა შესაძლებელი. ამასთან, როგორც ცნობილია, მიხეილ მესხის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა თამაშს აჩვენებენ.

ვიკა ფილფანი - 26 ოქტომბრის არჩევნების მთავარი მიზანია, არ დაიკარგოს არც ერთი ოპოზიციური ხმა (ვიდეო)

26 ოქტომბრის არჩევნების მთავარი მიზანი არის, რომ არ დაიკარგოს არცერთი ოპოზიციური ხმა.    ვიკა ფილფანი, პარტია “გახარია საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრი.   ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1386677682002730/

მიშა დაუშვილი - ბოლო სანდო კვლევის მიხედვით, ჩვენი მხარდაჭერა არის ორნიშნა და მზარდი (ვიდეო)

ბოლო სანდო კვლევის მიხედვით, ჩვენი მხარდაჭერა არის ორნიშნა და მზარდი. მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო:  https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1212858896558801/

ანა ბუჩუკური - სასამართლო ხელისუფლების გავლენის ჯგუფი საკუთარ თავს იცავს!

სასამართლო ხელისუფლების გავლენის ჯგუფი საკუთარ თავს იცავს! - ასე ეხმაურება პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატი ანა ბუჩუკური საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც პრეზიდენტის განკარგულება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ, შეაჩერა. ბუჩუკურის შეფასებით, ეს ნათელი მაგალითია იმისა, როცა სასამართლო ე.წ. კლანის მახინჯი, მანკიერი სისტემით იმართება და ეს სისტემა ახლა თავს იცავს. „ეს არის ჩაკეტილი წრე. ერთია ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა და ივანიშვილის „ოცნ

“იმ დონემდე მიმიყვანეს, რომ შემზიზღდეს ის სპორტი, რომელშიც 17 წელია ვარ!” - რას წერს სანდრო ბაზაძე მას შემდეგ, რაც, ოლიმპიადას მერვედფინალში გამოეთიშა?

მოფარიკავე სანდრო ბაზაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს მას შემდეგ, რაც, მსაჯების სადავო გადაწყვეტილების შემდეგ, ოლიმპიადას მერვედფინალში გამოეთიშა. "პირველ რიგში, იმით დავიწყებ, რომ მადლობა თითოეულ ქართველს - ეს რა მაგარი ერი ვართ, როგორ დამიდექით გვერდში და სულ გვერდში ხართ! არ მინდა, ძალიან დიდი სტატუსი გამოვიდეს, მაგრამ ვისაც მოგინდებათ, წაიკითხავთ! მიყვარხარ საქართველო და ქართველო ხალხო! მე თქვენთვის სულ ვლოცულობ! დღეს რაც მოხდა, ეს თითქოს დეჟავუ იყო… ყველგან ამას ვამბობდი - მს

ბექა ლილუაშვილი - დღეს “ოცნების” ქმედებების პროგნოზირება არის შეუძლებელი, რაციონალურობის ფარგლებს მიღმა არიან გასული და ერთადერთი ინტერესი, რაც მათ აქვთ, არის ფულის შოვნის ინტერესი

"დღეს “ოცნების” ქმედებების პროგნოზირება არის შეუძლებელი, რაციონალურობის ფარგლებს მიღმა არიან გასული და ერთადერთი ინტერესი რაც მათ აქვთ არის ფულის შოვნის ინტერესი." ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/882441137258166/

ზაზა თავაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მოქმედ შემადგენლობას, საკუთარი გადაწყვეტილებით, აქვს ისტორიული შანსი და ასევე კონსტიტუციური ვალდებულება, როგორც სასამართლოს, ასევე ქვეყნის ევროინტეგრაციის კურსის სრული რეაბილიატაცია მოახდინოს!

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მოქმედ შემადგენლობას, საკუთარი გადაწყვეტილებით, აქვს ისტორიული შანსი და ასევე კონსტიტუციური ვალდებულება, როგორც სასამართლოს, ასევე ქვეყნის ევროინტეგრაციის კურსის სრული რეაბილიატაცია მოახდინოს! ზაზა თავაძე, პარტია "გახარია - საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს წევრი.  ვიდეო: https://www.facebook.com/zaza.tavadze.16/videos/485717020938835

უკრაინის რადამ ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი თანამდებობიდან გაათავისუფლა

უკრაინის პარლამენტმა ირინა ვერეშჩუკი დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრის პოსტიდან გაათავისუფლა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ფრაქცია „ხალხის ხმის“ დეპუტატზე, იაროსლავ ჟელეზნიაკზე დაყრდნობით ავრცელებს. დეპუტატის თქმით, გადაწყვეტილებას ხმა 255-მა სახალხო დეპუტატმა დაუჭირა. შეგახსენებთ, უკრაინის უმაღლესმა რადამ 4 სექტემბერს გამართულ სხდომაზე განცხადებას ირინა ვერეშჩუკის განცხადებას ვიცე-პრემიერ-მინისტრის და უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკი

პროკურატურა: ბესარიონ ხარძიანის შეკვეთით მკვლელობაში მსჯავრდებულის ექსტრადირება განხორციელდა

გენერალური პორკურატურაში გამართულ ბფირინგზე პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა განაცხადა, რომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, 12 სექტემბერს, ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის შეკვეთით განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებულის ფარიდ გურბანოვის თურქეთიდან საქართველოში ექსტრადირება განხორციელდა. პუბლიკა

ბექა ლილუაშვილი პარტია “გახარია საქართველოსთვის” ეკონომიკურ ხედვებზე

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი - ბექა ლილუაშვილი, პარტია “გახარია საქართველოსთვის” ეკონომიკურ ხედვებზე: ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1906291759879139/

აშშ უკრაინისთვის 375 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის გადაცემას გეგმავს

აშშ უკრაინისთვის 375 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის გადაცემას გეგმავს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. სამხედრო დახმარების პაკეტი საპატრულო კატარღებს, HIMARS-ის სისტემებისთვის დამატებით საბრძოლო მასალას, 155 და 105 მმ კალიბრის საარტილერიო საბრძოლო მასალასა და სხვა სათადარიგო ნაწილებს მოიცავს. Reuters-ის ცნობით, სამხედრო დახმარების პაკეტის შინაარსი და მოცულობა შეიძლება შეიცვალოს.   იპნ

ჯეიმს ობრაიენი დღეს ბოდბელ ეპისკოპოსს შეხვდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ობრაიენი დღეს ბოდბელ ეპისკოპოს იაკობს და დემოკრატიისა და განვითარების ცენტრის (CDD) ხელმძღვანელ ქეთევან ჩაჩავას შეხვდება. შეხვედრის ანონსი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. დემოკრატიისა და განვითარების ცენტრის (CDD) ახორციელებს პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში რელიგიური გაერთიანებების ჩართულობის გაზრდას. ვიზიტი ემთხვევა საქართველო-

გახარია ამბობს, რომ მხარს დაუჭერს ტექნიკურ მთავრობას, რომელიც „სრულად აპოლიტიკური" იქნება

პარტია „საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია აღნიშნავს, რომ მხარს დაუჭერს ტექნიკურ მთავრობას, რომელიც სრულად აპოლიტიკური იქნება. მისი განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ამ დროებით მთავრობაში ვინმე „ნაციონალურ მოძრაობასთან” „აფილირებული” პირი იქნება, ისინი ამას მხარს არ დაუჭერენ. ის, ასევე, საუბრობს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ შედგენილ და ოპოზიციური პარტიების მხრიდან ხელმოწერილ „ქართულ ქარტიაზე” და აღნიშნავს, რომ მისთვის რიგგარეშე არჩევნები გაუგებარი და აუხსნელია. „ტექნიკური მთავ

„გახარია საქართველოსთვის“: ჩვენი სარჩელი დაუშვებლად ცნეს, იკვეთება ცესკოს, პროკურატურისა და სასამართლოს კოორდინირებული მოქმედება

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აცხადებს, რომ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაუშვებლად ცნო მათი სარჩელი იმ ამომრჩეველთა სიების დაცვაზე, რომლებმაც ვერიფიკაცია გაიარა. მოტივად, პარტიის ცნობით, დასახელდა ის, რომ აპარატურა, სადაც სიები ინახება, უკვე პროკურატურის კონტროლქვეშაა. პარტია აცხადებს, რომ იკვეთება ცესკოს, პროკურატურისა და სასამართლოს კოორდინირებული მოქმედება, რომლის მიზანია „არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულებების სრულად „ოცნების“ კონტროლის ქვეშ გადასვლა“. იხილ
×
×
  • შექმენი...