Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.086.869

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა არასათანადო მოპყრობის ფაქტზე სამართალდამცავი დააკავა

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა არასათანადო მოპყრობის ფაქტზე სამართალდამცავი დააკავა. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, საქმე ეხება პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში მოქალაქე ვლადიმერ მჭედლიშვილის მიმართ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტს. „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული ხელახალი გამოძიების და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, პოლიციის ადმინი

ლევან გოგიჩაიშვილი - „ლელოს“ „განაცების“ შემთხვევაში, ვერ ვხედავთ ვერანაირი თანამშრომლობის შანსს (ვიდეო)

დემოკრატიის გასამყარებლად, ბალანსის დასაცავად და პოლარიზაციის დასასრულებლად მნიშვნელოვანია ძლიერი პოლიტიკური იდენტობის მქონე ორგანიზაციები არსებობდეს, ამიტომ ვურჩევდით “ლელოს” თანაბრად დისტანცირდეს ორივე პოლიტიკური ძალისგან. „ლელოს“ „განაცების“ შემთხვევაში, ვერ ვხედავთ ვერანაირი თანამშრომლობის შანსს.  ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.  ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1216358609532192/

უხვი ნალექის შედეგად, ცაგერი - ლენტეხის ტერიტორიაზე, 5 ლოკაციაზე მეწყრული პროცესი განვითარდა

ქვემო სვანეთში მოსული უხვი ნალექის შედეგად ცაგერი-ლენტეხის ტერიტორიაზე, 5 ლოკაციაზე მეწყრული პროცესი განვითარდა. სტიქიის შედეგად აღნიშნულ პერიმეტრზე რამდენიმე საათის განმავლობაში ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეუძლებელი იყო. ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე, მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს და უშუალოდ, დაბას არ მიეწოდება ელექტროენერგია, ცენტრალურ გზაზე მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზებისა და ბოძების მწყობრიდან გამოსვლის გამო. იპნ

კურიერის დაჭრის საქმეზე გამოძიება განზრახ მსუბუქი დაზიანების მუხლით არის დაწყებული

გლოვოს კურიერის დაჭრის საქმეზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მუხლით მიმდინარეობს. ინფორმაცია „პუბლიკას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით. თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე გლოვოს კურიერი გუშინ დაჭრეს. კურიერის დედა ,,ფორმულას” ეუბნება, რომ მას ჯერ სცემეს, შემდეგ კი 3-ჯერ ესროლეს. ამბობს, რომ ფიზიკურად 8 ადამიანი გაუსწორდა. ,,მიუტანია შეკვეთა და ბრუნდებოდა სახლში, ბოლო შეკვეთა მაქვსო, დამ

რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციოს NGO-ებმა და მედიაორგანიზაციებმაც მიმართეს

ქართულმა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს. სარჩლით მოთხოვნილია კანონის გაუქმება, გადაწყვეტილების მიღებამდე კი მისი მოქმედების შეჩერება. „ქართული არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ, რისთვისაც სარჩელით მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს. სარჩელთან ერთად, დროებითი ღონისძიების სახით, სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მოვითხოვთ კანონის არაკონსტიტ

უკრაინის რადამ საომარი მდგომარეობისა და მობილიზაციის გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა

უკრაინის რადამ საომარი მდგომარეობისა და მობილიზაციის გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინელი დეპუტატი, იაროსლავ ჟელეზნიაკი ავრცელებს. უკრაინაში საომარი მდგომარეობის გახანგრძლივებას მხარი 339-მა დეპუტატმა დაუჭირა. საომარი მდგომარეობა 12 აგვისტოდან 90 დღით, 9 ნოემბრამდე გაგრძელდება. ახლა კანონს ხელი უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნდა მოაწეროს. იპნ

მამუკა ხაზარაძე - საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია

საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება სარჩელზე, რომელიც მე და ბადრი ჯაფარიძემ, ანაკლიის პორტის სხვა უცხოელ ინვესტორებთან ერთად, 2020 წელს შევიტანეთ, - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს. ხაზარაძის თქმით, "სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია იმდენად, რამდენადაც ქართველებისთვის ათიათასობით სამუშაო ადგილი დაიკარგა". "თანამედროვე, დასავლეთის მიერ დაფინანსებული ანაკლიის პორტი, რომელიც დღეს დიდი ხნის აშენებული და ამუშ

ლაშა ბექაური ოლიმპიადის ნახევარფინალშია

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა (90კგ) მეოთხედფინალში გაიმარჯვა და ნახევარფინალში გადავიდა. მეოთხედფინალში ბექაურმა სამხრეთ კორეელი ჯუიეოპ ჰანი იპონით დაამარცხა. შეგახსენებთ, ამ დროისთვის, საქართველოს ერთი მედალი აქვს. მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოუტანა. ცნობისთვის, ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში (ბატუტზე ხტომა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, თ

ბექა ლილუაშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არანაირი რესურსი იმისა, რომ დასავლეთთან ურთიერთობები აღადგინოს, არ გააჩნია

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის, ბექა ლილუაშვილის შეფასებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არანაირი რესურსი იმისა, რომ დასავლეთთან ურთიერთობები აღადგინოს, არ გააჩნია. ლილუაშვილის აზრით, დასავლეთთან ჩატეხილი ხიდის აღდგენას მხოლოდ ახალი ხელისუფლება შეძლებს. "აშშ თუ ევროკავშირი საქართველოს ეხმარება უწყვეტლივ, სხვადასხვა ხელისუფლების პირობებში. რა თქმა უნდა, ეს პარტნიორობა უნდა გაძლიერდეს და აუცილებლად გაძლიერდება - უბრალოდ, დღევანდელ ხელისუფლებას ამ ურთიერთობების აღდგენის და გ

პრეზიდენტი - როდის მიმართა კულტურის მინისტრმა იუნესკოს, რომ დაცული იყოს ეკლესიები აფხაზეთსა და ოსეთში, სად არის შერიგების მინისტრი? - არ შეიძლება, არ გაგახსენოთ ისიც, რომ ერგნეთი მთლიანად აღდგენილია „უცხოური აგენტების“ ფულით

მაინტერესებს, ბოლოს როდის მიმართა ჩვენმა კულტურის მინისტრმა იუნესკოს იმისთვის, რომ დაცული იყოს ჩვენი ეკლესიები აფხაზეთსა და ოსეთში - სად არის შერიგების მინისტრი? რა კეთდება ყოველდღიურად, რა სტრატეგია გვაქვს ჩვენ იმისთვის, რომ გაძლიერდეს ეს რეგიონი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ერგნეთში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, ოკუპაცია არ არის მოცემულობა და ამის არც დავიწყება შეიძლება და არც შეგუება. საუბრის ბოლოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა

მაიკლ ტერნერი - აუცილებელია, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყოს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე ქართველი ხალხისთვის და საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის

აშშ-საქართველოს ურთიერთობა, ისტორიულად, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იყო რეგიონში, თუმცა დემოკრატიული ღირებულებების საწინააღმდეგო ბოლოდროინდელმა მოვლენებმა მნიშვნელოვანი შეშფოთება გამოიწვია შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენის, მაიკლ ტერნერის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც მან საქართველოში ვიზიტის შემდეგ გაავრცელა. „მე და სენატორმა შაჰინმა ნათლად განვაცხადეთ, რომ ეს შეშფოთება ორპარტიული და ორპალატიანია. გარდა ამისა, აშშ-ის პოლიტიკა არ შეიცვლება აშშ-ს ადმინი

გიორგი გახარია - ახალგაზრდებო, გილოცავთ უნივერსიტეტში ჩაბარებას! გახსოვდეთ, ეს ქვეყანა თქვენია. თქვენი მომავალი კი ევროპულ, ღირსეულ და სამართლიან საქართველოშია!

"ახალგაზრდებო, გილოცავთ უნივერსიტეტში ჩაბარებას! გახსოვდეთ, ეს ქვეყანა თქვენია. თქვენი მომავალი კი ევროპულ, ღირსეულ და სამართლიან საქართველოშია! წარმატებულ სტუდენტობას და საინტერესო პროფესიულ ცხოვრებას გისურვებთ! გიორგი გახარია, პარტია "გახარია - საქართველოსთვის" თავმჯდომარე.  

კერძაიას საქმეზე რეალურად არაფერი მომხდარა, მოიკითხეთ სტრასბურგში - -გიორგი გახარია

ია კერძაიას საქმე - გიორგი გახარიას განმარტების გაკეთება “რეაქციაში“ მოუწია - მაშინ, როცა  “გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი წინასაარჩევნოდ სკოლის პედაგოგების მოსყიდვისა და შანტაჟის ფაქტებზე საუბრობდა, ჟურნალისტმა ია კერძაიას საქმე შეახსენა და უთხრა, რომ სწორედ მისი პრემიერობის დროს, ზუგდიგდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი წინასააარჩევნო მოსყიდვაზე საუბრობდა.  მთავრობის ყოფილმა მეთაურმა კი თქვა, რომ რეალურად არაფერი მომხდარა და “ამ საქმეს პასუხი სტრასბურგის სასამართლომ  უკვე გასცა“. ტვ

მერაბ დვალიშვილი UFC-ის მეორე ქართველი ჩემპიონი გახდა

მერაბ დვალიშვილმა UFC 306-ზე საჩემპიონო ბრძოლაში მოქმედი ჩემპიონი შონ ო’მალი დაამარცხა და UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ქამარს დაეუფლა. მერაბ დვალიშვილი მეორე ქართველი მებრძოლია, რომელიც UFC-ის ჩემპიონი გახდა. შეგახსენებთ, რომ 2024 წლის თებერვალში ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი ილია თოფურია გახდა.   პუბლიკა

„საქართველომ აღიაროს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა" — კოკოითი ივანიშვილს ეხმაურება

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ყოფილი ლიდერი, ედუარდ კოკოითი, რომელიც 2008 წლის აგვისტოში ე.წ. პრეზიდენტი იყო, გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის განცხადებას „ოსი ძმებისთვის ბოდიშის მოხდის” შესახებ და განაცხადა, რომ „საქართველომ უნდა აღიაროს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა”. მისივე თქმით, ეს საკმარისი არ იქნება, ვინაიდან „საქართველომ სამხრეთ ოსეთს 1920 წლიდან 10 მილიარდი დოლარის ეკონომიკური ზიანი მიაყენა”. მან ასევე თქვა, რომ „მსოფლიოში არსებული დაძაბული სიტუაციიდან, ამერიკის შეერთებული შტ

საკონსტიტუციო სასამართლო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით მოსამართლეების - თეიმურაზ ტუღუშისა და გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებულ მოსაზრებას აქვეყნებს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მოსამართლეების – გიორგი კვერენჩხილაძის და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებულ მოსაზრებას აქეყნებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით. კერძოდ, ორი მოსამართლე - გიორგი კვერენჩხილაძე და თეიმურაზ ტუღუში მიიჩნვენ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა დაეკმაყოფილებინა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის სადავო ნორმების მოქმედებ

გერმანიაში ვადამდელი არჩევნები 23 თებერვალს ჩატარდება

გერმანიაში ვადამდელი არჩევნები 23 თებერვალს ჩატარდება, - ამის შესახებ ინფორმაციას Politico გერმანიის სამი მთავარი პარტიის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მოსალოდნელია, რომ გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი მთავრობის ნდობის საკითხს ბუნდესტაგში კენჭისყრაზე შობამდე დააყენებს. შეგახსენებთ, გერმანიის მმართველი სამპარტიული კოალიცია გასულ კვირას მას შემდეგ დაიშალა, რაც კანცლერმა ოლაფ შოლცმა ფინანსთა მინისტრი კრისტიან ლინდნერი ეკონომიკურ რეფორმებთან დაკავშირებული უთანხმო

TI: პარლამენტის სხდომის ჩატარება და დეპუტატებს უფლებამოსილების ცნობა კონსტიტუციის უხეში დარღვევაა

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” (TI) აცხადებს, რომ დღეს 25 ნომებერს, პარლამნეტის პირველი სხდომის ჩატარება და ადეპუტატების უფლბამოსილების ცნობა კონსტიტუციის დარღვევაა. ორგანიზაციის შეფასებით, ირღვევა პარლამენტის რეგლამენტიც. TI ჩამოთვლის იმ სამართლებრივ არგუმენტებს და ფაქტობრივ გარემოებებს, რის გამოც საკანონმდებლო ორგანოში დღეს დაგეგმილ აქტივობებს უკანონოს უწოდებს: საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტის პირველი სხდომა არ მოუწვევია. საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მ

ანა ბუჩუკური - ვართ ჩვენს მოქალაქეებთან ერთად და მშვიდობიანად ვაპროტესტებთ მოპარულ არჩევნებს (ვიდეო)

„ვართ ჩვენს მოქალაქეებთან ერთად და მშვიდობიანად ვაპროტესტებთ მოპარულ არჩევნებს“ — პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრის, ანა ბუჩუკურის კომენტარი აქციიდან. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/930233781822061

პროკურატურა კადრებს ავრცელებს, სადაც ვაკის პარკის ცენტრალურ შადრევნში დაზიანებული ელექტროკაბელი ჩანს

საქართველოს გენერალური პროკურატურა კადრებს ავრცელებს, სადაც ვაკის პარკის ცენტრალურ შადრევანში მაღალი ძაბვის დაზიანებულ ელექტროკაბელი და სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი ჩანს. როგორც პროკურატურაში განაცხადეს, კადრებში ჩანს ბეტონის ზედაპირსა და ლითონის ცხაურს შორის მოყოლილი მაღალი ძაბვის ელექტროკაბელი, რომელშიც უწყების ინფორმაციით, 380 ვოლტი დენი გაედინება. „22 სექტემბერს, დილის საათებში, ხელოსნები მივიდნენ ცენტრალურ შადრევანთან, მიიტანეს შესაფუთი თუნუქის მასალა და დაიწყეს სამუშაოების შ

რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქი დაბომბეს

რუსულმა ძალებმა წუხელ დნეპროპეტროვსკის ოლქის სამი თემი - ნიკოპოლი, მარგანეცი და მიროვსკოე დაბომბეს, - ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვალენტინ რეზნიჩენკო „ტელეგრამში“ წერს. “ყველაზე მეტად ნიკოპოლი დაზარალდა, დაშავებულია 39 წლის მამაკაცი, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი", - წერს რეზნიჩენკო. მისივე ინფორმაციით, ქალაქში 8 მრავალსართულიანი და კერძო სახლები, რამდენიმე მაღაზია, ავეჯის ქარხანა, სასტუმრო, ავტობუსის გაჩერება, გაზსადენი და ელექტრო ქსელები

ოლაფ შოლცი - უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენება მიუღებელია, ეს იქნება ზღვარი, რომლის გადაკვეთაც შეუძლებელია

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების დაუშვებლობაზე ისაუბრა. როგორც შოლცმა სოციალ-დემოკრატიული პარტიის სხდომაზე განაცხადა, „მიუღებელია ამ კონფლიქტში ბირთვული იარაღის გამოყენება“. ოლაფ შოლცის თქმით, ეს გზავნილი გადასცა ჩინეთის ხელმძღვანელობას და მხოლოდ ამიტომ ღირდა ჩინეთში ვიზიტი. გერმანელმა პოლიტიკოსმა დასძინა, რომ ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ასევე ეთანხმება ბირთვული იარაღის გამოყენების დაუშვებლობას. გერმანიი

ვის აღარ მისცემთ ხმას არასოდეს? – ოცნება – 30%, “ენმ” – 33% – კვლევის შედეგები

ამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტის დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 33% ამბობს, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” ხმას არასდროს მისცემს. თითქმის იგივე ვითარებაშია “ქართული ოცნებაც” მათ არასდროს აირჩევდა გამოკითხულთა 30%. გამოკითხულთა 18% მხარს არასდროს დაუჭერდა “პატრიოტთა ალიანს”, 15% ამბობს, რომ არასდროს დაუჭერენ მხარს “ალტ-ინფოს”. გამოკითხულთა 14% მხარს “ევროპულ საქართველოს” არ დაუჭერს. კვლევის მეთოდოლოგია, გამოკითხვის პერიოდი და ცდომილების ზღვარი შეგიძლიათ იხილოთ IRI – ის ო

რუსეთის სამხედრო ძალებმა ხერსონი დაბომბეს

რუსეთის სამხედრო ძალებმა ხერსონი დაბომბეს. პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ კირილ ტიმოშენკომ განაცხადა, რომ თავდასხმების შედეგად სამი ადამიანი დაიჭრა. როგორც მედია აღნშნავს, ხერსონი და მიმდებარე რეგიონი რუსული ძლაბეის უკან დახევის შემდეგ ხშირი თავდასხმის ქვეშ არიან.

თურქული მედია - მალათიას პროვინციაში 5.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, დაიღუპა ერთი და დაშავდა 69 ადამიანი

თურქეთში 5.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი აღმოსავლეთით, მალათიას პროვინციაში დაფიქსირდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით მიწისძვრის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, 69 კი დაშავდა. მიწისძვრა შვიდი კილომეტრის სიღრმეში მოხდა. ის რამდენიმე მეზობელ პროვინციაში იგრძნობოდა, მათ შორის გაზიანთეფშიც. 6 თებერვალს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, ბოლო მონაცემებით, თურქეთში 44 374 ადამიანი დაიღუპა.   ავტორი - თამთა რუხაძ
×
×
  • შექმენი...