Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.107.679

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

გიორგი გახარია - ბოდიშში ცუდი კი არაფერია, მაგრამ ბოდიშს ვის უხდი, რატომ უხდი, სამაგიეროდ რას ელოდები? - გამოდიან და ამბობენ, უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ დავიწყეთ ომიო

გინტური, ოთხოზორია, ტატუნაშვილი - ხმა ვერ ამოიღეს, ვერ დაიცვეს მოკლული საქართველოს მოქალაქეები და გამოდიან ამის მერე და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ბოდიში უნდა მოვიხადოთო. სამშვიდობო პოლიტიკა კი არა, ამას ჰქვია სამარცხვინო პოლიტიკა, - განაცხადა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებების შეფასებისას. გიორგი გახარიას თქმით, ბიძინა ივანიშვილი ამომრჩეველში ტერ

ქეთევან ცინცაძე, ირაკლი ბონდარენკო და რეზო ნადარაია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები მეორე ვადით გახდნენ

ქეთევან ცინცაძე, ირაკლი ბონდარენკო და რეზო ნადარაია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები მეორე ვადით გახდნენ. სამი მოსამართლე დღეს, მოსამართლეთა რიგით 33-ე რიგგარეშე კონფერენციაზე ფარული კენჭისყრის შედეგად აირჩიეს. კონფერენციას 270-ზე მეტი მოსამართლე ესწრებოდა. იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც საბჭოს სამ მოსამართლე წევრს: ქეთევან ცინცაძეს, თემურ გოგოხიასა და ლევან მიქაბერიძეს, თანამდებობაზე ყოფნის უფლება-მოსილების ვადა ამოეწურათ. დღევანდელ კონფერენც

გიორგი გახარია ამბობს, რომ ის ბიძინა ივანიშვილს კოალიციას არ შუექმნის, რადგან მისთვის ის უკვე “ტვირთია“

“გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია ამბობს, რომ ის ბიძინა ივანიშვილს კოალიციას არ შუექმნის, რადგან მისთვის ის უკვე “ტვირთია“. “რაში მჭირდება მე დღეს ივანიშვილი - არაფერში“, - თქვა გახარიამ დიანა ტრაპაიძის “დღის ამბებში“. ტვ პირველი

„ფორმულას“, „მთავარის“ და „იმედის“ ეგზიტპოლის შედეგები

სამმა ქართულმა ტელეარხმა – „ფორმულამ“, „მთავარმა“ და „იმედმა“ ეგზიტპოლის შედეგები გამოაქვეყნეს. ეს არჩევნების არც ოფიციალური და არც წინასწარი შედეგებია. ისინი მოგვიანებით უნდა გამოქვეყნდეს. „ქართული ოცნება“ საპარლამენტო უმრავლესობას მარტო ვერ შეკრავს – ასეთია ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით, „Edison Research“-ის ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები. ამ ეგზიტპოლების თანახმად, ბარიერი სულ ხუთმა პარტიამ გადალახა, თუმცა ოპოზიციამ ჯამურად უფრო მეტი მანდატი უნდა მოიპოვოს, ვიდრე მმართველმა პ

ISFED - ამომრჩეველთა გენდერულ მონაცემებში არსებულ მნიშვნელოვან შეუსაბამობებზე ცესკოს განმარტებები არასაკმარისია

ამომრჩეველთა გენდერულ მონაცემებში არსებულ მნიშვნელოვან შეუსაბამობებზე ცესკოს განმარტებები არასაკმარისია, - ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ცესკოს ბოლო მონაცემებით, 275 საარჩევნო უბანზე კაცი და ქალი ამომრჩევლების აქტივობის დონეებს შორის სხვაობა 20 პროცენტულ პუნქტს აღემატება, მათ შორის, 243 საარჩევნო უბანზე, სადაც კაცი ამომრჩევლის აქტივობა არაბუნებრივად ჭარბობს,

„შენ ხარ შავი ლაქა“ – კალანდარიშვილს შავი სითხე შეასხეს

ცესკოს სხდომაზე, სადაც არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმი უნდა შეადგინონ, ცესკოს თავმჯდომარე გიოგი კალანდარიშვილს შავი სითხე შეასხეს. კალანდარიშვილს შავი სითხე ცესკოში „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ცესკოში დავით კირთაძემ შეასხა. „შენ ხარ ჩვენინ ქვეყნის სირცხვილი! შენი რეალური სახე არის შავი ლაქა“ შენ ხარ შავი ლაქა!“ – მიმართა დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს და შავი სითხე შეასხა. ამის შემდეგ ცესკოს სხდომა შეწყდა. ნეტგაზეთი

პროკურატურამ აქციის მონაწილეს, რომელსაც პოლიციელებზე ჯოხით თავდასხმას ედავებიან, ბრალდება წარუდგინა - უწყება მომხდარის ამსახველ კადრებსაც ავრცელებს

საქართველოს პროკურატურამ თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. საგამოძიებო უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 19 ნოემბერს დილის საათებში, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, ბრალდებულმა სამ პოლიციელს ხის ჯოხით სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენა. „სამართალ

კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა საპროტესტო მსვლელობა გამართეს

თბილისში კულტურის სფეროს წარმომადგენლების საპროტესტო მარში გაიმართა. მარშის მონაწილეები რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბნენ და მსვლელობით თსუ-ის პირველ კორპუსთან გადაინაცვლეს, სადაც ლექტორ-მასწავლებლების მარშს შეუერთდნენ. მარშის ორგანიზატორებმა მსვლელობისას მოქალაქეებს მოუწოდეს ხვალ, 25 ნოემბერს შეუერთდნენ დაგეგმილ საპროტეტსო აქცია პარლამენტთან. თბილისში დღეს რამდენიმე საპროტესტო მსვლელობა იყო დაგეგმილი, მათ შორის დაანონსებულია 21 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეკრება, პარლამენტის მიმართულ

ახლობლების ინფორმაციით, აქციაზე დაშავებული 22 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, დღეს იგეგმება მისი მედიკამენტოზური ძილიდან გამოღვიძება

აქციაზე დაშავებული 22 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაშავებულის ბიძამ, იოსებ ჩანადირმა განუცხადა, დღეს იგეგმება მისი მედიკამენტოზური ძილიდან გამოღვიძება. „ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. დღეს იგეგმება ალექსის გამოღვიძება, უნდა ნახონ, რა მდგომარეობაში არის. გუშინ, დილიდან საძილე პრეპარატების შემცირება დაუწყეს და დღეს უნდა შეაღვიძონ, რომ მდგომარეობა ნახონ. კლინიკიდან გაწერაზე ჯერ საუბარი ზედმეტია, რადგან ძალიან მძიმე ტრავმა აქვს“,-

გიორგი გახარია თეა წულუკიანს - ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ კომისიას ვაღიარებ - ამ კომისიას რომ ვაღიარებდე, ჩვენ აქ ორი ადგილი გვაქვს და ჩვენი წარმომადგენლები აქ იქნებოდნენ

ამ კომისიას საქართველოს მოქალაქეებზე ჰიბრიდული ომისთვის, საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ზეწოლისთვის იყენებთ, ზუსტად მსგავსი რამ მოხდა ისეთი სიმბოლური გმირის, როგორიც არის ანწუხელიძე, მისი გმირობის გაუფასურებების კონტექსტში - გულწრფელად ვამბობ, მაშინ ჩავთვალე, რომ ვალდებული ვარ, აქ მოვიდე, მანამდე მოსვლას არ ვაპირებდი, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე განაცხადა. გახარიას თქმ

ლიეტუვის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ბელარუსი სრულად არის ჩართული უკრაინის წინააღმდეგ ომში

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა მიიჩნევს, რომ რუსეთისადმი დაწესებულ ევროკავშირის სანქციებს არ მოაქვს სასურველი შედეგი, რის გამოც ბლოკმა ანტირუსული სანქციების მორიგი პაკეტი უნდა შეიმუშაოს და ასევე გააძლიეროს სანქციები ბელარუსის წინააღმდეგ, რომელიც სრულად არის ჩაბმული უკრაინასთან მიმდინარე ომში. "ჩვენ ვხედავთ ბელარუსში მოძრაობას, რომელიც ადასტურებს, რომ ბელარუსის ტერიტორიის გავლით მობილიზებული ჯარისკაცების ნაწილი იგზავნება ან აპირებენ მათ გაგზავნას უკრაინაში საბრძოლველად. ეს არის ნათელი მ

უკრაინის პორტები დღეს პროდუქტებით დატვირთულმა შვიდმა გემმა დატოვა

უკრაინის პორტები დღეს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამზიდავმა შვიდმა გემმა დატოვა, - ინფორმაციას უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გემები დატვირთული იყო 290 000 ტონა საკვები პროდუქტებით და ევროპისა და აზიის ქვეყნებისკენ გაემართა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გუშინ განაცხადა, რომ რუსეთი მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებაში მონაწილეობას განაახლებს. უწყებაში განმარტეს, რომ ჰუმანიტარული დერეფნისა და უკრაინის პორტების რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ „სამხედრო ოპ

Warner Bros.-მა რუსეთის ტელეარხებით თავისი ფილმების ჩვენება აკრძალა

ჰოლივუდის კინოსტუდია Warner Bros.-მა აკრძალა თავისი ფილმების ჩვენება რუსული ტელეარხებით, რომლებიც „ნაციონალური მედიაჯგუფის“ შემადგენლობაში შედიან. ესენი არიან "ესტეესი", "რენ-TV-ი", "მეხუთე არხი" და "დომაშნი", ისევე როგორც more.tv-ის ვიდეოსამსახური. Warner Bros-მა აკრძალვა დააწესა იმის მიუხედავად, რომ რუს დისტრიბუტორთან მისი სალიცენზიო ხელშეკრულებები ძალაშია, სულ მცირე, წელიწად-ნახევრის განმავლობაში. Warner Bros.-ი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კინოკომპანიაა. მის ყველაზე პოპულარულ პროექტე

უკრაინის ოკუპირებულ ნაწილში ნავთობის ბაზა იწვის

ნავთობის ბაზა იწვის უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქ მაკეევკაში. ოლქის ეს ნაწილი რუსეთის მიერაა ოკუპირებული. დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანახმად, ხანძარი გამოიწვია „ფეთქებადსაშიში საგნის მოხვედრამ“. ამავე სამსახურის ცნობით, ბაზის ტერიტორიაზე, სადაც ცეცხლი ორ ცისტერნას მოედო, ხანძარს 20 ერთეული ტექნიკის გამოყენებით აქრობს 84 მეხანძრე. უკრაინის ხელისუფლებას მაკეევკაში ხანძრის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია. რადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ინფორმაციით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდება კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის აღდგენილია, მოსახლეობას კი დენი ეტაპობრივად მიეწოდება. ამის შესახებ პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა კირილ ტიმოშენკომ განახცადა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. კირილ ტიმოშენკოს თქმით, ქვეყნის მასშტაბით ასევე მოწყობილია ოთხი ათასამდე სპეციალური პუნქტი, სადაც ადგილობრივებს გათბობა და ტელეფონების დამუხტვა შუძლიათ. კიევის მერ ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დედაქალაქის მცხოვრებლებს სასმელი წყლის მიწ

უკრაინამ რუსული ტყვეობიდან 12 ადამიანი, მათ შორის მარიუპოლის დამცველები გაათავისუფლა

დღეს, ტყვეების გაცვლის ფარგლებში, 12 უკრაინელი გათავისუფლდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა. მისივე ინფორმაციით, გათავისუფლებულია საზღვაო ძალების 4 მებრძოლი, ეროვნული გვარდიის ორი წევრი, ორი მესაზღვრე, უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ძალების ერთი წევრი, ასევე სამი მშვიდობიანი მოქალაქე, რომელიც დაკარგულად ითვლებოდა. „სახლში მიდიან მეომრები, რომლებიც იცავდნენ, მარიუპოლს, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს და კუნძულ „ზმეინს“, - წერს

ელეონორა არჩაია - ვუერთდები პარტია “საქართველოსთვის” მოწოდებას „ოცნების“ ხელისუფლების მიმართ, უარი თქვას ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში დაინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების მიღებაზე, რომელიც ცალსახად უკან გადადგმული ნაბიჯია

ვუერთდები პარტია “საქართველოსთვის” მოწოდებას „ოცნების“ ხელისუფლების მიმართ, უარი თქვას ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში დაინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების მიღებაზე, რომელიც ცალსახად, უკან გადადგმული ნაბიჯია დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების გზაზე და პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროპული რეკომენდაციების სულისკვეთებას, - ამის შესახებს სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის"  ქუთაისის მე-6 და მე-7 მოწვევის საკრებულოს წევრი ელეონორა არჩაია წერს.  მისი თქმით,

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ დანიის სამთავრობო დელეგაციასთან შეხვედრისას უკრაინის თავდაცვით საჭიროებებსა და აღდგენაზე ისაუბრეს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ დანიის სამთავრობო დელეგაციასთან შეხვედრისას უკრაინის თავდაცვით საჭიროებებსა და აღდგენაზე ისაუბრეს. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა. დანიის პრემიერ-მინისტრთან, მეტე ფრედერიქსენთან ერთად ზელენსკი დღეს მიკოლაევსა და ოდესაში იმყოფებოდა. „ჩვენ ძალიან დეტალურად ვისაუბრეთ უკრაინის თავდაცვით საჭიროებებზე. იმაზე, რა შეიძლება დაგვეხმაროს ჩვენი ტერიტორიის, ჩვენი სამხრეთისა და ჩვენი აღმოსავლეთის გათავისუფლებაშ

აფხაზური ღვინო ბელარუსში გავა

სოხუმი და მინსკი ბელარუსში აფხაზური ღვინის შეტანაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ ტელეარხ Россия 24-ის ეთერში განაცხადა. მან დასძინა, რომ შესაბამის მოლაპარაკებას ხელი უახლოს მომავალში მოეწერება. „განიხლება აფხაზეთში დამზადებული სხვა პროდუქციაც. მეორე მხრივ კი, ბელარუსში დამზადებული პროდუქტები, მათ შორის რძის პროდუქტები, აფხაზეთში შემოვა“, - განაცხადა არძინბამ. ამასთან, არძინბას თქმით, სოხუმი და მინსკი სხვადასხვა ერთო

ნათია მეზვრიშვილი - ოცნება ყველაფერს აკეთებს, რომ არ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, ხალხი იბრძვის ევროპული მომავლისთვის

დასრულდა შეხვედრა ევროკავშირის დელეგაციასთან. ჩვენი მთავარი სათქმელი იყო: საქართველომ აუცილებლად უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი!, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი წერს. მისი თქმით,  ამას ქართველი ხალხი იმსახურებს. "ჩვენ გვყავს პრო-ევროპელი ხალხი და ანტი-დასავლური ხელისუფლება. ოცნება ყველაფერს აკეთებს, რომ არ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, ხალხი იბრძვის ევროპული მომავლისთვის. ყველამ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი ნებისმი

“დიდი ხანია, რაც ვიეტნამში ქალებს და ბავშვებს აღარ წამლავთ?!”, – მოსამართლის ანტიამერიკული განცხადება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე სოციალურ ქსელში ანტიამერიკულ კომენტარს წერს და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს მიმართავს: “დიდი ხანია გასული, რაც ვიეტნამში ქალებს და ბავშვებს ქიმიური იარაღით აღარ წამლავთ ბატონო ბლინკენ!?”. აღნიშნული კომენტარი მან უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, ლევან თევზაძის პოსტზე დაწერა, სადაც თევზაძე აშშ-ს აკრიტიკებდა  მისი კოლეგებისთვის სანქციების დაწესების გამო. “ნეტგაზეთი” ვლადიმერ კაკაბაძის ფეისბუკ ანგარიშის ავთენტურობის დასადა

სააპელაციო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისის აღმკვეთი ღონისძიებების შეცვლასთან დაკავშირებული საჩივარი დაუშვებლად ცნო

7-9 მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატის, თათია მანეჟაშვილის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიებების შეცვლასთან დაკავშირებული საჩივარი დაუშვებლად ცნო. როგორც ადვოკატმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, დაცვის მხარე ითხოვდა, სააპელაციო სასამართლოს ყველაზე მკაცრი აღმკვეთი ღონისძიება - პატიმრობა, ნაკლებად მკაცრი აღმკვეთი ღონისძიებით - გირაოთი შეეცვალა. მისივე თქმით, დოკუმენტე

CNN - პენტაგონის დოკუმენტების გაჟონვის გამო, უკრაინამ ზოგიერთი სამხედრო გეგმა შეცვალა

პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის გამო, უკრაინამ ზოგიერთი სამხედრო გეგმა შეცვალა, - ამის შესახებ CNN-ს წყარომ განუცხადა, რომელიც, ტელეკომპანიის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაახლოებული პირია. პენტაგონის პრესსპიკერის მოადგილის, საბრინა სინგის განცხადებით, მათ უკვე დაიწყეს „უწყებათაშორისი ძალისხმევა“ გაჟონვის გავლენის შესაფასებლად. „თავდაცვის სამინისტრო აგრძელებს გადაღებული დოკუმენტების ავთენტურობის განხილვასა და შეფასებას, რომლებიც ვრცელდება სოციალურ მედიასა

ალექსანდრე თვალჭრელიძე - შეგვიძლია NASA-ს ვთხოვოთ მონიტორინგის ჩატარება, ან ვიყიდოთ ტექნოლოგიები, გავწვრთნათ ოპერატორები - ამას 15-20 კაცი და თხუთმეტიოდე კომპიუტერი სჭირდება, 5-6 მილიონის ინვესტიციაა, სამაგიეროდ, დაცული ვიქნებით

ნავთობსადენსა და გაზსადენს, სამხრეთ კავკასიისა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს, პრობლემა არა აქვს, რადგან იქ „სკადას" სისტემაა დამონტაჟებული, რომელიც პრაქტიკულად NASA-დან იმართება - შეგვიძლია NASA-ს ვთხოვოთ მონიტორინგის ჩატარება საქართველოში შესაბამისი ანაზღაურების გადახდის შემდეგ, ან ვიყიდოთ ტექნოლოგიები, გავწვრთნათ ოპერატორები. ამას 15-20 კაცი და თხუთმეტიოდე კომპიუტერი სჭირდება, სულ 5-6 მილიონის ინვესტიციაა, სამაგიეროდ, დაცული ვიქნებით,- ამის შესახებ საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიი

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოში 21 326 რუსული კომპანია დარეგისტრირდა, ხოლო 2023 წლის იანვარ-ივნისში 6 539

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში 21,326 რუსული კომპანია დარეგისტრირდა, ხოლო 2023 წლის იანვარ-ივნისში 6,539 - ამასთან, 6 თვეში რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები 50%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების თაობაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” კვლევაშია აღნიშნული. ანგარიშის თანახმადვე, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში რეგისტრირებული რუსული კომპანიების რიცხვი 1995-2021 წლებთან შედარებით 3-ჯერაა გაზრდილი. „უკრაინ
×
×
  • შექმენი...