Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.581
  • comments
    0
  • views
    767.937

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ცენტრალურ ევროპაში წყალდიდობაა - დაღუპულია 10-მდე ადამიანი

ცენტრალურ ევროპაში წყალდიდობების შედეგად ათამდე ადამიანი დაიღუპა, ხოლო რამდენიმე დაკარგულად მიიჩნევა. ავსტრიაში სამძებრო-სამაშველო ღონისძიებების მიმდინარეობის დროს ერთი მეხანძრე დაიღუპა, უამინდობამ 5 ადამიანი იმსხვერპლა პოლონეთში. 5 დაღუპულის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია რუმინეთიდანაც, ხოლო ჩეხეთის რესპუბლიკაში რამდენიმე მოქალაქის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება. პოლონეთში დაიტბორა მცირე ზომის რამდენიმე დასახლება და ორი სოფელი. ადგილობრივი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ წყალდიდობის საფრთხეა 1

ცენტრ „ემპათიას“ ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს დაახლოებით, 10 დიაგნოზი აქვს, რაც შეუთავსებელს ხდის მის პატიმრობას

ცენტრ „ემპათიას“ ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დაახლოებით, 10 დიაგნოზი აქვს, რაც შეუთავსებელს ხდის მის პატიმრობას. როგორც ცენტრ „ემპათიას“ დასკვნაშია ნათქვამი, მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება დაუდგენელი ეტიოლოგიის ცხელება, ანორექსია, წონაში სწრაფი კლება, კუნთების, სახსრების ძვლების ტკივილი, სხეულზე ექსკორიაციები - ნაკაწრები - ფხანის კვალი, კუნთების განლევა, რომელიც შესაძლოა, წარმოადგენდეს დაუდგენელი ინფექციური პროცესის ან/და შესაძლო ინტოქსიკაციის შედეგებსაც.

ცემა და შეურაცხყოფა ქუჩაში — ხელისუფლების ოპონენტები თავდასხმის ქვეშ

მიმდინარე თვეში ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსა და ხელისუფლების სხვა კრიტიკოსებზე თავდასხმებმა მკვეთრად იმატა. თითქმის ყველა შემთხვევაში ნათელია ანგარიშსწორების მიზეზი: დაზარალებულთა პოლიტიკური საქმიანობა და მათ მიერ კონკრეტული ინსტიტუციებისა თუ პერსონების კრიტიკა. ინციდენტების შეფასებისას “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ ძალადობა ცუდია, თუმცა არც ის ავიწყდებათ, თავდასხმების მსხვერპლთა ბრალეულობაზეც ისაუბრონ და პროცესის წახალისებაში ისევ ოპონენტები დაადანაშაულონ. ამასობაში, ძალადობრივი აქტები

ცაჰკნა: ცნობები საქართველოს არჩევნებზე დარღვევების შესახებ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა არჩევნების შედეგებს ეხმაურება და წერს, რომ ცნობები საქართველოს არჩევნებზე დარღვევების შესახებ „სერიოზულ შეშფოთებას” იწვევს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, დათვლილია უბნების 99% – ცესკოს მიხედვით, „ქართულ ოცნებას” 54.2%-იანი მხარდაჭერა აქვს. ცესკოს მიერ პირველადი შედეგების გამოცხადების შემდეგ, გუშინ განცხადებები გააკეთეს სხვადასხვა ოპოზიციურმა გაერთიანებებმა. „ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ” განაცხადა, რომ „მოპა

ცაჰკნა: შესაძლოა განვიხილოთ სანქციები, უვიზო რეჟიმისა და კანდიდატის სტატუსის შეჩერება

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა შორდება ევროპულ გზას და არ გამორიცხავს, რომ რუსული კანონის საპასუხო ზომად ევროკავშირმა საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეჩერება, პერსონალური სანქციები და კანდიდატის სტატუსის შეჩერება განიხილოს. ამის შესახებ მან ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა, რომ თუ საქართველოს მხრიდან დათქმები

ცაჰკნა: საკითხს EU-ს დონეზე წამოვჭრით, კანდიდატის სტატუსი, ვიზალიბერალიზაცია ნაჩუქარი არაა

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ DW-ის ეთერში საქართველოში ვიზიტსა და რუსულ კანონზე ილაპარაკა. მან ხაზი გაუსვა, რომ კანდიდატის სტატუსი და ვიზალიბერალიზაცია ნაჩუქარი არ არი და ის შეიძლება, გადაიხედოს. ასევე, აღნიშნა, რომ ხელისუფლება ვალდებულია, შეასრულოს მოსახლეობის მოთხოვნები და მათთვის მიცემული დაპირებები. ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ამით გასულ წელს „ქართული ოცნების” მიერ რუსული კანონის გაწვევასა და გაკეთებულ გაცხადებაზე მიუთითა, რომ ისინი მას ხელახლა აღ

ცაჰკნა: ესტონეთის შეთავაზებაა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების პროცესის დაწყება

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა აცხადებს, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების პროცესი უნდა დაიწყოს – ის მიუთითებს, რომ საკითხი უახლოეს მომავალში შეიძლება არ გადაწყდეს, მაგრამ „მკაფიო გზავნილისთვის” აუცილებელია მისი დაწყება. დეკემბრის ბოლოს ევროკომისიამ წარადგინა წინადადება დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ. წინადადებაში აღნიშნულია, რომ იმ შემთხვევაში, თუ საბჭო მას დაამტკიცებს, ქართველ დიპლომატებ

ცაჰკნა: ესტონეთი არ დაივიწყებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის მიმდინარე ოკუპაციას

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ესტონეთი გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას. 2008 წლის 7 აგვისტოს  რუსეთმა დაიწყო სამხედრო აგრესია, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია მოჰყვა. 2021 წლის იანვარში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც 2008 წლის ომს უკავშირდება

ცალსახაა, რომ “ოცნება” ღიად უპირისპირდება დემოკრატიულ კურსს — ჯანელიძე

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი და ვიცე-პრემიერი, მიხეილ ჯანელიძე “ქართულ ოცნებას” აკრიტიკებს “უცხოური გავლენის აგენტების” კანონპროექტის თაობაზე და აცხადებს, რომ მმართველი პარტია ღიად უპირისპირდება საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს, საგარეო პოლიტიკას და დემოკრატიულ კურსს. ამის შესახებ მან დღეს, 27 თებერვალს, განცხადება პირად ფეისბუკ გვერდზე გამოაქვეყნა, სადაც წერია: „როგორც დღეს ქართულმა ოცნებამ განაცხადა, ის აპირებს დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით, მიიღოს ორი კანონპრო

ცათამბჯენები „ლაგუნა ვერესთან“ და ვაკეში – კიდევ რას განიხილავს პარასკევს საკრებულო

25 აგვისტოს თბილისის საკრებულოს სხდომაა ჩანიშნული. ამ სხდომაზე, სხვა საკითხებთან ერთად, საკრებულომ უნდა გადაწყვიტოს – უჭერს თუ არა მხარს თბილისში რამდენიმე მეგა სამშენებლო პროექტს. ამ პროექტებს შორის „ლაგუნა ვერესთან“ და ვაკეში დაგეგმილი ცათამბჯენებია, რომელსაც უკვე თვეებია აკრიტიკებს საკრებულოს ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორის ნაწილი. ისინი ამბობენ, რომ აღნიშნული პროექტები საბოლოოდ დაამახინჯებს ქალაქის იერსახეს. როგორც საკრებულოს დეპუტატი, საბა ბუაძე იუწყება, ხვალ საკრებულომ 6 პროექ

ცაგერში ძმამ ძმა მოკლა

სამართალდამცავებმა ძმის მკვლელობის ბრალდებით 36 წლის მამაკაცი დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ძმამ ძმას ნაჯახით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ცაგერის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებუ

ცაგერში მეწყერში მოყოლილი მამაკაცი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს

ცაგერში მეწყერში მოყოლილი მამაკაცი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს. ის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლების, ქულბაქისა და ჩქუმის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერის ჩამოწოლის დროს ავტომობილში იმყოფებოდა. სამძებრო სამუშოები 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ჩქუმისა და ქულბაქის სოფლების 200-მდე მკვიდრი გარესამყაროს მოწყვეტილია. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სოფლებთან დაკავშირება ალტერნატიული გზით მოხდება. ქულბაქისა და ჩქუმის დამაკავშირებელ გზაზე ზვავი წუხელ ჩამოწვა. ipn

ცაგერის მუნიციპალიტეტ სოფელ ქულბაქში ზვავი ჩამოწვა

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქულბაქში ზვავი ჩამოწვა, – ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ განაცხადა. მისივე თქმით, უხვი ნალექის შედეგად ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქულბაქთან დამაკავშირებელ გზაზე ზვავი ჩამოწვა და მსუბუქი ავტომანქანა მოიყოლა. ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.   ავტორი - ირმა ჭოლაძე

ცაგერის მერმა, ლევან ზალკალიანმა თანამდებობა დატოვა

ცაგერის მერმა, ლევან ზალკალიანმა თანამდებობა დატოვა. ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განცხადებით, დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა ცნობად მიიღეს ინფორმაცია ზალკალიანის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. ზალკალიანი ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი 2023 წლის აპრილში გახდა მას შემდეგ, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის რიგგარეშე არჩევნებში გაიმარჯვა. მისმა წინამორბედმა, გიორგი ნემსაძემ თანამდებობა 2022 წლის ნოემბერში დატოვა. პუბლიკა

ჩხოროწყუში ხიდის ჩანგრევას მსხვერპლი მოჰყვა

ჩხოროწყუში ქალაქისა და ერთ-ერთი უბნის დამაკავშირებელი ხიდის ჩანგრევას მსხვერპლი მოჰყვა. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ხიდზე სატვირთო ავტომობილი გადადიოდა. მათივე ინფორმაციით, დანგრეულმა ხიდმა სატვირთო ავტომობილი და მისი მძღოლი მოიყოლა, რომელიც მდინარეში ჩავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. ცხედარი უკვე ამოყვანილია. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან. იპნ

ჩხოროწყუს მერთან ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე მერიის სპორტის სამსახურის ყოფილი უფროსი დააკავეს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერთან, დავით გოგუასთან ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე მერიის სპორტის სამსახურის ყოფილი უფროსი ედემ კვარაცხელია დააკავეს. თავდაპირველად გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ძალადობას გულისხმობს, თუმცა, როგორც ცნობილი ხდება მოგვიანებით მუხლი გადაკვალიფიცირდა და გამოძიება სსკ-ის 353-ე მუხლით გაგრძელდა, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დამცველი ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით,

ჩხოროწყუ საქართველოსთვის - აფხაზეთის #10 საჯარო სკოლაში, USAID სამოქალაქო განათლების მიმართულებით განხორციელებული პროექტის "პატარა მოქალაქეების ხმა", შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

აფხაზეთის #10 საჯარო სკოლაში, USAID სამოქალაქო განათლების მიმართულებით ,მცირე გრანტების ფარგლებში, განხორციელებული პროექტის ,,პატარა მოქალაქეების ხმა", შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში "ჩხოროწყუ საქართველოსთვის" ავრცელებს.   როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პროექტი ითვალისწინებდა ,აფხაზეთის #10საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის და სამოქალაქო კლუბის მიერ , იმ ინიცირებული აქტივობების გაცნობას ,რომელიც განხორციელდა ჩხოროწყუს მუნიციპა

ჩხაიძე ამაღლობელზე: საგანგაშო მდგომარეობაა და შეიძლება ყოველთვის რაღაც გართულება იყოს

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე „ტვ პირველთან“ ამბობს, რომ „ბათუმლები/ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი დღესაც და, სავარაუდოდ, ხვალაც კვლევების გასაგრძელებლად კლინიკაში დარჩება. მისი თქმით, მდგომარეობა საგანგაშოა და შეიძლება ყოველთვის რაღაც გართულება იყოს. ჩხაიძე ამბობს, რომ ამდენი ხნის შიმშილობის ეფექტი თავის ზეგავლენას ახდენს ორგანიზმზე. მზია ამაღლობელი კლინიკაში 4 თებერვალს გადაიყვანეს კვლევების ჩასატარებლად.  „ბათუმელები/ნეტგაზეთის” დამფუძნებელი და დირ

ჩუღურეთის რაიონში მდებარე ხიდს ქართველი კლასიკოსი მწერლის, გურამ დოჩანაშვილის, ჭოროხის ქუჩას ქართველი მუსიკოსისა და ფოლკლორისტის, ანზორ ერქომაიშვილის სახელი მიენიჭა

დღეს თბილისის საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქში რამდენიმე გეოგრაფიულ ობიექტს ახალი სახელი მიენიჭა. საკრებულოს წევრების გადაწყვეტილებით, ჩუღურეთის რაიონში მდებარე ხიდს ქართველი კლასიკოსი მწერლის, გურამ დოჩანაშვილის, ჭოროხის ქუჩას ქართველი მუსიკოსისა და ფოლკლორისტის, ანზორ ერქომაიშვილის სახელი მიენიჭა. დიდუბის რაიონში გრიგოლ რობაქიძის გამზირთან მდებარე უსახელო ქუჩას და მასთან არსებულ სკვერს მომღერლისა და მუსიკოსის, ჯემალ ჭკუასელის სახელი დაერქვა. ჩუღურეთის რაიონში მდებარე კან

ჩუღურეთის გამგებლის თანამდებობაზე დავით მაქაცარიაა წარდგენილი

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჩუღურეთის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე დავით მაქაცარიას კანდიდატურა წარადგინა. როგორც კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, დავით მაქაცარიას საჯარო სამსახურში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება გააჩნია. „თქვენ იცით, რომ ვაკანტურია ჩუღურეთის რაიონის გამგებლის თანამდებობა. მინდა, ამ პოზიციაზე გამგებლობის კანდიდატად წარვადგინო დავით მაქაცარია. მისი კანდიდატურა დასამტკიცებლად დედაქალაქის საკრებულოში გადაიგზავ

ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრი - მოხარული ვარ, რომ მოლაპარაკებებს ვმართავთ საქართველოსთან, მოლდოვასთან, ბოსნია და ჰერცეგოვინასთან, როგორ გავაძლიეროთ მათი მდგრადობა

ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბუიარ ოსმანის განცხადებით, ბუქარესტში, დღევანდელი მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს, მოლდოვის, ბოსნია და ჰერცეგოვინის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განიხილება, როგორ გაძლიერდეს პარტნიორობა აღნიშნულ ქვეყნებთან. მინისტრის განცხადებით, დღევანდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია. „მოხარული ვარ, რომ დღეს მოლაპარაკებებს ვმართავთ მოწყვლად პარტნიორებთან – საქართველოსთან, მოლდოვასთან, ბოსნია და ჰერცეგოვინასთან, რომლებთანაც ველოდებით აზრთა გაც

ჩრდილოეთ მაკედონია უკრაინისთვის 12 საბრძოლო ვერტმფრენის გადაცემას გეგმავს

ჩრდილოეთ მაკედონიის თავდაცვის მინისტრის, სლავიანკა პეტროვსკაის განცხადებით, მაკედონიის მთავრობა უკრაინას Mi-24 ტიპის 12 ერთეული ვერტმფრენის გადაცემას შესთავაზებს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ჩრდილოეთ მაკედონიის თავდაცვის მინისტრის განმარტებით, ქვეყნის გენერალურმა შტაბმა დაასრულა ანალიზი იმის შესახებ, შეუძლია თუ არა ქვეყანას Mi-24 ვერტმფრენების უკრაინისთვის მიწოდება. მინისტრის თქმით, ოთხშაბათს მთავრობის სხდომაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად წინადადებას წარადგენენ. ს

ჩრდილოეთ კორეის მიერ ჩატარებული ბოლო სარაკეტო გამოცდების საპასუხოდ, აშშ-მა ზებგერითი ბომბდამშენები და მოიერიშე თვითმფრინავები განათავსა

ჩრდილოეთ კორეის მიერ ჩატარებული ბოლო სარაკეტო გამოცდების საპასუხოდ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩრდილოეთ კორეის საზღვერებთან ახლოს ზებგერითი ბომბდამშენები და მოიერიშე თვითმფრინავები განათავსა. სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობის ცნობით, B-1B ტიპის ბომბდამშენებმა შაბათს ერთობლივი საჰაერო წვრთნები ჩაატარეს სამხრეთ კორეულ და ამერიკულ სხვა სამხედრო თვითმფრინავებთან ერთად. ცნობისთვის, ჩრდილოეთ კორეამ პარასკევს კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა, რომელსაც მრავალ

ჩრდილოეთ კორეა: სარაკეტო იერიშები აშშ-სამხრეთ კორეაზე თავდასხმაში ვარჯიში იყო

ჩრდილოეთ კორეის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ბოლოდროინდელი სატესტო სარაკეტო გაშვების სერია სამხრეთ კორეულ და ამერიკულ სამიზნეებზე "დაუნდობელი" იერიშისთვის ვარჯიში იყო. მათი მტკიცებით, სამიზნე ობიექტებს შორისაა საჰაერო ბაზები, მართვის პუნქტები და სხვა.   ფხენიანი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ უნი არ აპირებს უკან დაიხიოს "მისი მეტოქეების მხრიდან სამხედრო წვრთნების გაფართოებაზე" პასუხად. მაგრამ, ზოგიერთი ექსპერტის აზრით, კიმმა ეს წვრთნები საკუთარი ბალისტიკური არსენალის გა

ჩრდილოეთ კორეა რუსეთისთვის შეიარაღების გადაცემას უარყოფს

ჩრდილოეთ კორეა რუსეთისთვის შეიარაღების გადაცემას უარყოფს. ფხენიანში აცხადებენ, რომ ქვეყანა არ არის ჩართული რუსეთთან იარაღით ვაჭრობის გარიგებაში და მოსკოვისთვის შეიარაღების გადაცემას არც სამომავლოდ გეგმავს. „ჩვენ მივიჩნევთ აშშ-ის ამგვარ ნაბიჯებს, როგორც მისი მტრული მცდელობის ნაწილს, შელახოს ჩრდილოეთ კორეის იმიჯი საერთაშორისო არენაზე“, – აღნიშნულია ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების განცხადებაში. გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების პრესსპიკერმა, ჯ
×
×
  • შექმენი...