ჩეხეთი მხარს უჭერს ნორდიკული და ბალტიის ქვეყნების განცხადებას, რომელიც საქართველოში შექმნილი ვითარების გამო შეშფოთებას გამოხატავს , - ასე ეხმაურება ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იან ლიპავსკი ნორდიკული და ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საქართველოში შექმნილი ვითარების შესახებ გაკეთებულ ერთობლივ განცხადებას.
„ჩეხეთი მხარს უჭერს ნორდიკული და ბალტიის ქვეყნების განცხადებას, რომელიც საქართველოში შექმნილი ვითარების გამო შეშფოთებას გამოხატავს“, - წერს იან ლიპავსკი.
შეგახსენებ
ამერიკა სანქციებს დაუწესებს და ჩვენი ნაპირებიდან გააძევებს კრიმინალების (ივანიშვილისა და სხვების) ყველა ნათესავს, რომლებიც თავისუფლებას თავს ესხმიან, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი „რესპუბლიკური პარტიიდან“, ჯო უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
მისი თქმით, ისინი ვერ შეძლებენ ამერიკაში სიამოვნებით ცხოვრებას.
„ამერიკა სანქციებს დაუწესებს და ჩვენი ნაპირებიდან გააძევებს კრიმინალების (ივანიშვილისა და სხვების) ყველა ნათესავს, რომლებიც თავისუფლებას თავს ესხმიან. კორუმპირებული ბავშვები დ
თუ თქვენ კორუმპირებული „ქართული კოშმარის“ ჩინეთის, ირანისა და რუსეთისკენ მიმავალ მატარებელზე იმყოფებით, ახლა ჩამოსვლის დროა , - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი „რესპუბლიკური პარტიიდან“, ჯო უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„თუ თქვენ კორუმპირებული „ქართული კოშმარის“ ჩინეთისკენ, ირანისკენ და რუსეთისკენ მიმავალ მატარებელზე იმყოფებით, ახლა ჩამოსვლის დროა. ივანიშვილი პირველი იყო, მაგრამ უკანასკნელი არ იქნება. საკუთარი თავის გადასარჩენად დრო ჯერ კიდევ არის, მაგრამ როგორც კი სიაში მოხვდებით, ი
არსებული ინფორმაციით, მარნეული-ბოლნისის გზაზე, სოფელ ნახიდურში, 2 არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთი-ერთი მათგანი ადგილზე დაიღუპა, ერთის მდგომარეობა ამ დროისთვის, უცნობია, ის კლინიკაში გადაიყვანეს.
ამასთან, როგორც ადგილობრივებმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, დაშავებულია კიდევ ორი პირი.
გავრცელებული ცნობებით, ადგილზე საავტომობილი მოძრაობა შეზღუდულია და შექმნილია საცობი, რადგან სამართალდამცველები შემთხვევის ადგილის მიმართულებით ავტომობილებს არ უშვებენ.
ილიას უნივერსიტეტის კანცლერი, ქეთი დარახველიძე ამბობს, რომ ილიაუნის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა – აპელაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ავტორიზაციის საბჭო ვალდებულია, ხელახლა განიხილოს ილიაუნის ავტორიზაციის საკითხი.
27 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ავტორიზაცია ერთ წელიწადში მონიტორინგის ჩატარების მოთხოვნით მიიღო.
ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო უნივერსიტეტისთვის, რადგან დასკვნა, რომლის საფუძველზეც საბჭომ ავტორიზაციის მინიჭებაზე იმსჯელ
“ოცნება” ახალი კანონებით ემზადება რეპრესიებისთვის, თუმცა ეს რეპრესიები მათ უფრო მალე დაასრულებს.
თეონა აქუბარდია., პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1155528342584912
თადუმაძის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ გადაყვანა, რეჟიმის კრიზისის და ივანიშვილის შიშების საუკეთესო გამოვლინებაა, - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი შალვა თადუმაძის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დანიშვნას.
მისივე განცხადებით, სამინისტროში მიმდინარე შიდა პროცესების გამო, ივანიშვილს შსს-ში სიტუაცია გაურბის.
"ფაქტია, სანქციების და შიდა პროცესების გამო, ივანიშვილს შსს-ში სიტუაცია გაურბის. სანდოც ბევრი არ
აქციაზე ნაცემი მოქალაქე, „კრიპტობაზრის“ დამფუძნებელი ავთანდილ კუჭავა ამბობს, რომ ტელეფონიც წაართვეს, რის გამოც $68 000-ის კრიპტოაქტივი დაკარგა.
ავთანდილ კუჭავას პოლიციამ 30 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე სცემა. მას ჰქონდა ტვინის შერყევა და წინა მხრის ძვლის მოტეხილობა. მისივე თქმით, ცემის დროს წაართვეს მობილური ტელეფონი, სადაც დროებითი კრიპტოსაფულე ჰქონდა, ხოლო გასაღების – 12 სიტყვის ამოწერას სახლში დაბრუნების შემდეგ აპირებდა. ვინაიდან ეს პოლიციის ქმედებების გამო ვერ მოახერხა, კრიპტოსაფულესა და
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე განმარტავს რას ნიშნავს პრევენციული დაკავება. ამ და სხვა რეპრესიულ კანონებს მიხეილ ყაველაშვილმა ხელი უკვე მოაწერა:
გთავაზობთ ქუროდავანიძის განმარტებას:
პრევენციული დაკავებაა, როდესაც პირს არ აქვს ჩადენილი სამართალდარღვევა, თუმცა, მაინც აკავებენ, იმიტომ, რომ პოლიციელის ვარაუდით, მომავალში შეიძლება ჩაედინა სამართალდარღვევა.
პრევენციული დაკავება ნებადართული ხდება იმ პირთან მიმართებით, რომესაც წარსულში ჰქონდა ჩადენილი სამართა
სოციალური მუშაკები დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ კოლექტიურ დავას იწყებენ.
სოციალურ მუშაკთა დამოუკიდებელმა პროფკავშირმა „სოციალურ მუშაკთა გაერთიანება” აცხადებს, რომ დავას სწორედ პროფკავშირი იწყებს წევრებთან შეთანხმებით.
საქმე ეხება უწყებიდან 10-მდე სოციალური მუშაკისთვის ხელშეკრულების არგაგრძელებას – მათ კონტრაქტის ვადა 2024 წლის დეკემბრამდე ჰქონდათ და როგორც ამბობენ, შეთანხმების და სხვა გარემოებების საფუძველზე, 2025 წ
დღეს პარლამენტში „ქართული ოცნების“ პრეზიდენტის საინაუგურაციო ღონისძიება გაიმართა. აღნიშნულის შემდეგ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა „რადიო თავისუფლების“ დასმულ კითხვაზე პასუხად განაცხადა:
„რადიო თავისუფლების“ ცობით, მილერმა კომენტარი გააკეთა საქართველოში მიმდინარე აქციებზეც და თქვა, რომ „გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლების პატივისცემა აუცილებელია ფუნქციური საზოგადოებისთვის“.
32-ე დღეა აქციები მიმდინარეობს თბილისსა და რეგიონ
ცივილიზებული სამყარო მხარს უჭერს ქართველ პატრიოტ თავისუფლების მებრძოლებს, რომლებიც მშვიდობიანი წინააღმდეგობით გაიმარჯვებენ, როგორც ბუქარესტში ჩაუშესკუს გაქცევით, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი „რესპუბლიკური პარტიიდან“, ჯო უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს სურს ძალადობა შემდგომი ჩაგვრის მიზნით.
“მშვიდობიანი პროტესტი ყველაზე ეფექტურია მარტინ ლუთერ კინგისა და ვაცლავ ჰაველის ტრადიციაში. ომის დამნაშავე პუტინს სურს ძალადობა შემდგომი ჩაგვ
შიდა წნეხი უნდა იყოს თანმიმდევრული, რაც შეეხება გარე წნეხს იქნება კიდევ უფრო მეტი სანქცია კონკრეტული ინდივიდების მიმართ.
ტატა ხვედელიანი, პარტია "გახარია საქართველოსთვის"
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/581421341169984
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ჯიმი კარტერი ჯორჯიის შტატის ქალაქ პლეინსში საკუთარ სახლში 100 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ინფორმაციას Reuters-ი კარტერის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
კარტერს, ბოლო წლებში, ჯანმრთელობის რამდენიმე პრობლემა ჰქონდა, მათ შორის მელანომა.
ყოფილი პრეზიდენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პროკლამაცია გამოსცა, რომლის თანახმად, სამთავრობო შენობებზე ამერიკის დროშები 30 დღის განმავლობაში დაშვებული იქნება, 2025 წლის 9 იანვარი კი აშშ-ის მთელ
2024 წელს, მედიის წარმომადგენლების მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობის, ასევე მათი სხვადასხვა ფორმით დაშინებისა და გაჩუმების მცდელობების 200-მდე შემთხვევა აღირიცხა, აქედან 80% ოქტომბრის ბოლოდან დღემდე, - ამის შესახებ მედიის მიმართ ძალადობის შემთხვევებისა და მათზე სახელმწიფოს რეაგირებაზე არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანგარიშშია აღნიშნული.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2024 წელს ჟურნალისტების მიმართ საჯაროდ დაფიქსირებული ძალადობის შემთხვევები 2023 წლის ან
თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი 30 დეკემბრის ღამეს უნივერსიტეტის შენობაში შევიდნენ. ისინი შეუერთდნენ იქ მყოფ 7 სტუდენტს, რომლებსაც ბოლო ორი დღე ადმინისტრაცია არ აძლევდა როტაციის შესაძლებლობას.
“დღეს პროტესტის მე-13 დღეა. დღეს სტუდენტების დიდი ნაწილი, მშვიდობიანად შემოვედით უნივერსიტეტში და შევუერთდით 2 დღის განმავლობაში აქ მყოფ 7 სტუდენტს. ვართ ძალიან ბევრი. ჩვენი პროტესტი დღითიდღე უფრო მასშტაბური ხდება და არ შეჩერდება”, – აცხადებენ სტუდენტები.
“გვაქვს მყარი მოთხოვნა – გ
„დღეს ყველაზე ლეგიტიმური სუბიექტი ქართული პოლიტიკის გახლავთ ხალხი, რომელიც რუსთაველზე ქმნის პოლიტიკურ დღის წესრიგს“ — გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
ვიდეო: https://www.facebook.com/TVFormula/videos/606932155243942
„ჩვენი გეგმა დღეს უნდა მოძრაობდეს რამდენიმე კრიტიკულად მნიშვნელოვანი პოლიტიკური ხაზის ირგვლივ. პირველი — ახალი არჩევნები და პატიმრების გათავისუფლება“ — გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
სრული ინტერვიუ youtu.be/lRIlZuFb_Yc
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი, კასპარ ველდკამპი აცხადებს, რომ დროა საქართველოს ხელისუფლებამ აღადგინოს საზოგადოების ნდობა ეუთოს რეკომენდაციების განხორციელებით და ამ რეკომენდაციებზე დაყრდნობით განიხილოს შესაძლო ახალი არჩევნები.
ჩვენ ძალიან ხშირად ვმარცხდებით, როდესაც ვერ ვიკავებთ ერთიან, ძლიერ პოზიციას გარდამტეხ მომენტში. ახლა ქართული დემოკრატიის დაცემა ხდება, - ამის შესახებ ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და ამჟამინდელი ელჩი შვედეთში ლინას ლინკევიჩუსი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, მხოლოდ ახალ თავისუფალ არჩევნებს შეუძლია საქართველოში არსებული კრიზისის გადაჭრა.
„მხოლოდ ახალ თავისუფალ არჩევნებს შეუძლია ამ კრიზისის გადაჭრა. ჩვენ მკაფიოდ უნდა დავუჭიროთ მხარი საქართველოს პრეზიდენტს ქვეყნის ევრ
შეშფოთებულები ვართ იმით, რომ ქვეყანა უფრო ღრმა პოლარიზაციისა და კრიზისისკენ მიმავალ გზას ადგას. საქართველოს სასწრაფოდ სჭირდება გამოსავალი კრიზისიდან, რათა აღდგეს საზოგადოების ნდობა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ, - ამის შესახებ ნორდიკული და ბალტიის ქვეყნების (დანია, ესტონეთი, ფინეთი, ისლანდია, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, შვედეთი) ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.
„სერიოზულად შეშფოთებულები ვართ საქართველოში შექმნილი სიტუაციით. ჩვენ მოვითხოვეთ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ და მის
სამხრეთ კორეაში ავიაკომპანია Jeju Air-ის სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად 179 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ქვეყანაში 7-დღიანი გლოვა გამოცხადდა, რომლის დროსაც სამთავრობო უწყებებზე დროშები დაშვებული იქნება.
გამოცემის ცნობით, მაშველებმა ეკიპაჟის ორი წევრის გადარჩენა შეძლეს, როლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, Boeing 737-800-ი, რომელსაც მგზავრები ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკიდან გადაჰყავდა, მუანის საერთაშორისო აეროპორტში დაშვ
საქართველოში რეჟიმმა თავისი მანკიანი არჩევნების შემდეგ საკუთარი მარიონეტი პრეზიდენტი დანიშნა, სალომე ზურაბიშვილმა კი ხალხის მხარდაჭერის პოლიტიკური ლეგიტიმაცია მიიღო, - ამის შესახებ შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარე, კარლ ბილდტი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„გადამწყვეტი ორთაბრძოლა საქართველოში. რეჟიმმა თავისი მანკიანი არჩევნების შემდეგ საკუთარი მარიონეტული პრეზიდენტი დანიშნა, სალომე ზურაბიშვილმა კი ხალხის მხარდაჭერის პოლიტიკ
რუსთაველის გამზირზე, ქაშვეთის ეკლესიის მიმდებარედ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი არ იკავებდნენ გზის სავალ ნაწილს და გაურკვეველია რატომ დაიწყო პოლიციამ დემონსტრანტების დაკავება.
ადგილზე იყო დაპირისპირება.
უცნობია ჯამში რამდენი პირი დააკავა პოლიციამ.
„პუბლიკა“ ცდილობს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან პასუხის მიღებას.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შეფასებით, 14:14 საათზე შსს-ს თანამშრომლებმა ძალადობრივი მეთოდებით დ
გერმანიის ბუნდესტაგის წევრი, კნუტ აბრაჰამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანალენა ბერბოკს მიმართავს და საქართველოში ჩასვლისკენ მოუწოდებს.
„პატივცემულო მინისტრო ბერბოკ, ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანაში, საქართველოში სიტუაცია დღითიდღე უარესდება. „ვაიმარის სამკუთხედის“ (საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი) საგარეო საქმეთა მინისტრები ახლა თბილისში უნდა წავიდნენ. საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის რეზოლუცია და ბალტიისპირეთის გამოცდილება წინსვლის გზას გვიჩვენებს“, - წერს ბუნდესტაგის დეპუტატი.