შსს-ს თანამშრომლებმა დააკავეს 1995 წელს დაბადებული კაცი, რომელმაც, გამოძიების ვერსიით, მამა მოკლა და ცხედარი კვალის დაფარვის მიზნით მათსავე აგარაკზე გადამალა.
გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს.
შსს-ს ცნობით, ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. მას 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით „სამოქალაქო თავდადებისათვის“ დააჯილდოვა.
„მარიტა მეფარიშვილი 2022 წლის 13 ოქტომბერს თბილისში, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის დროს მეგობრების გადასარჩენად თავგანწირვისათვის, უდიდესი ჰუმანურობისა და განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისათვის დაჯილდოვდა და სახელმწიფო ჯილდო მის ოჯახს გადაეცა.
„ეკოსერვის ჯგუფის“ უფროსი მებაღე დევი მეზურნიშვილი 2022 წლის 13 ოქტომბერს თბილისში, ვაკ
ავტორი: გია დვალი
მთავრობის მიერ დამოუკიდებელ უნივერსიტეტებზე თავდასხმა (თავისუფალი და საქართველოს უნივერსიტეტები), ამ უნივერსიტეტებში წარმოებული და გადაცემული ცოდნის იდეოლოგიის მიუღებლობის საბაბით, წარმოადგენს აკადემიური თავისუფლების უხეშ დარღვევას, რაც კატეგორიულად დაუშვებელია.
აკადემიური თავისუფლება წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების დასაყრდენს, და აუცილებელია ის დაცული იქნეს ფუნდამენტურ საკანონმდებლო დონეზე, მათ შორის კონსტიტუციით. ეს დაცვა განსაკუთრებით აქტუალურია თანამედროვე
მიცკევიჩის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები იწყება, რომლის ფარგლებშიც ტრანსპორტის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერიის ინფორმაციაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, საბურთალოს რაიონის გამგეობა მიცკევიჩის ქუჩაზე საგზაო სამუშაოებს განახორციელებს.
„პროექტის ფარგლებში 19 800 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება, მოეწყობა სანიაღვრე ქსელი, ტროტუარი და პანდუსები. ასევე, დამონტაჟდება გარე განათების სისტემა. დაგეგმილი სამუშაოების გამო პირველი აგვისტოდან მიცკევიჩის ქუჩაზე ტრა
ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა იმედს გამოთქვამს, რომ პარლამენტი არ მიიღებს რუსულ კანონს, თუმცა ის დებატების გამართვასაც უცნაურს უწოდებს და პირველად ინიციირების დროს მასშტაბურ პროტესტებზე მიუთითებს.
მისი თქმით, მთავრობამ უარი უნდა თქვას ამ კანონზე, თუ სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით ჩატარებული სამუშაოების საბოტაჟი არ სურს.
„ქართული ოცნება“ პარლამენტში რუსულ კანონს აბრუნებს. ანალოგიური კანონპროექტი „ქართულმა ოცნებამ“ შარშანაც დაინიციირა, თუმცა მარტში მასობრივი საპროტესტო გამოსვლებ
გურიაში დოღის ლამის საუკუნოვანი ტრადიცია არსებობს – გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაისახა და მას შემდეგ ყოველწლიურად კონკრეტულ დღესა და სივრცეში, 19 აგვისტოს ბახმაროში იმართება. ტრადიციის ძალა და ინერცია არსაიდან, წინარე ისტორიების, ლეგენდებისა და ადამიანების გარეშე არ ჩნდება, ტრადიცია დროს უძლებს მძლავრი ისტორიული მოვლენისა თუ გამოცდილების დახმარებით.
როგორ მოხვდნენ გურული მოჯირითეები ამერიკაში – ესაა ისტორიული მოვლენა და გამოცდილება, რომელიც გურიაში ცხენოსნობას, ცხენებით ჯირითს, დოღს კოლო
ვაკეში, შატბერაშვილის ქუჩაზე სროლა იყო. დაჭრილია ერთი ადამიანი.
სროლა რამდენიმე საათის წინ შატბერაშვილის ქუჩაზე ისმოდა.
შსს-ს ცნობით, გამოძიება ორი მუხლით დაიწყო – ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისა და ცეცხლსაროლი იარაღის უკანონოდ შეძენა/შენახვის.
ნეტგაზეთის ინფორმაციით, დაჭრილი, სავარაუდოდ, დილარ ხაბულიანის ძმა, ბიზნესმენი დემურ ხაბულიანია.
დილარ ხაბულიანი პარლამენტის მოქმედი წევრია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ შექმნილი “ძალა ერობაშიას” სიით.
netgazeTi
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების საკითხის შესწავლა დაიწყო. შესაბამის ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს.
„საზოგადოების მაღალი დაინტერესებიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების ირგვლივ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს საკითხის შესწავლა“, - აცხადებენ სუს-ში.
რუსეთში, ქალაქ დონის როსტოვში, „ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის“ [იგივე „ეფესბე-ს“] შენობა იწვის.
BBC წერს, რომ ამ დროისთვის ცნობილია, სულ მცირე, 1 დაღუპულის შესახებ, არიან დაშავებულებიც. როსტოვის ოლქის ვერსიით, ხანძარი მოკლე ჩართვამ გამოიწვია, რამაც შემდგომ ააფეთქა საწვავის ავზები.
უკრაინულ ტელეგრამ არხებში ვრცელდება ვიდეო, სადაც ხანძრის გაჩენის მომენტში ისმის აფეთქების ხმაც.
პოლიტიკოსებთან შეხვედრების ციკლის ფარგლებში, ოთხშაბათს, 21 დეკემბერს GIPA-ს სტუდენტური პოლიტიკის კლუბში სტუმრად იყო საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი, პარტია “საქართველოსთვის” თავჯდომარე გიორგი გახარია.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სტუდენტებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე.
ვიდეო იხილეთ ბმულზე: https://www.facebook.com/gipa.ge/videos/6359308654097269
ბოლნისში, 33 წლის კაცის ცხედარი პოვეს.
როგორც „ნეტგაზეთს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დაღუპულის ოჯახის წევრები „ტელეკომპანია“ პირველთან მიცემულ ინტერვიუში ამბობენ, რომ ცხედარი თანასოფლელებმა რამდენიმე დღის წინ იპოვეს.
მათი თქმით, კაცი შეზღდუგული შესაძლებლობების მქონე პირი იყო. ოჯახის წევრები ასევე საუბრობენ დაზიანებებზე, რომელიც ცხედარს აღენიშნებოდა. მათი
ირანში სიკვდილით დასაჯეს აქტივისტი მოჰსენ შეკარი. მასთან ერთად სიკვდილით დასჯა კიდევ 10 მომიტინგეს აქვს მისჯილი შემოდგომაზე მასობრივ ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის. ამის შესახებ BBC იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, შეკარი 8 დეკემბერს დილით ჩამოახრჩვეს. მანამდე ირანის რევოლუციურმა სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო "ღვთის წინაშე დანაშაულში".
სასამართლოს განმარტებით, ის 25 სექტემბერს საპროტესტო აქციების დროს თეირანში გზის გადაკეტვაში მონაწილეობდა და პროსამთავრობო რაზმის
7-9 მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, საპატიმროდან წერილს ავრცელებს, რომელიც „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ გაასაჯაროვა.
წერილში ლაზარე ამბობს, რომ მარტის აქციებზე იმავე მიზეზით იმყოფებოდა, რის გამოც იქ ყველა სხვა მოქალაქე იყო. კერძოდ, აპროტესტებდა რუსულ კანონს, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე პრობლემებს წარმოშობდა:
„ჯერ სტატუსის მინიჭებაზე არ მივსულვართ და ხელისუფლებამ გამიზნულად დაიწყო ისეთი ქმედებების ჩადენა, რ
რუმინეთში 5,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, მიწისძვრა 40 კილომეტრის სიღრმეში იყო.
მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ დრობეტა-ტურნუ-სევერინიდან 56 კილომეტრში დაფიქსირდა.
ავტორი - თამთა რუხაძე
ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქ ახალ ათონში, ზღვისპირას მდებარე ხელოვნურ ტბაში მობინადრე 24 გედიდან ცოცხლად მხოლოდ 6 გადარჩა, აქედან 1 თეთრი და დანარჩენი - შავი. სამწუხაროდ, 19 გედი ქუჩის ძაღლებმა დაგლიჯეს.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში ერთ-ერთი აფხაზური ჯგუფი იუწყება.
იქვე წერენ, რომ ახალი ათონის პარკის ადმინისტრაცია მალე ახალი გედების ყიდვას გეგმავს.
ინფორმაციას მოქალაქეების მხრიდან უკმაყოფილო და არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ერთნი უპატრონო ძაღლების დახოცვას და მათგან პარკის გათა
კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნოსტეში მკვლელობა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მკვლელობას უძღოდა ნათესავებს შორის საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირება.
მეზობლების თქმით, 80 წელს გადაცილებულ მამაკაცს და მის ძმისცოლს, 70 წლის ქალს უთანხმოება ოჯახის კუთვნილი მიწის ნაკვეთის თაობაზე ჰქონდათ.
თვითმხილველთა ინფორმაციით, სიტყვიერი დაპირისპირებისას, ხანდაზმულმა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელა, რასაც რძლის მკვლელობა მოჰყვა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცა
კოსოვომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი ოფიციალურად წარადგინა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, შესაბამის დოკუმენტს ხელს აწერენ კოსოვოს პრეზიდენტი ვიოსა ოსმანი, პრემიერ-მინისტრი ალბინ ქურთი და პარლამენტის თავმჯდომარე გლაუკ კონიუფკა.
ამასთან, როგორც სააგენტო „დოიჩე ველე“ იუწყება, კოსოვოს, როგორც ევროპის ყველაზე ახალგაზრდა სახელმწიფოს მიერ ამ განაცხადის წარდგენა უფრო სიმბოლური ხასიათისაა და ევროკავშირში გაწევრიანების თარიღი ბუნდოვანია.
მედიის ცნობით,
ინტერპოლმა უარი უთხრა რუსეთს ჟურნალისტების ალექსანდრე ნევზოროვისა და ანდრეი სოლდატოვის, ბლოგერ ვერონიკა ბელოცერკოვსკაიასა და ყოფილი პოლიციელის, ოლეგ კაშინცევის, ექსტრადიციაზე. ყველა მათგანი ამჟამად იმყოფება საზღვარგარეთ და იძებნა რუსეთის არმიის დისკრედიტაციისკენ მიმართული ცნობების და ყალბი ახალი ამბების გავრცელების მუხლით.
გამოცემა „აგენტურის“ თანახმად, ინტერპოლი ამ პირების დევნას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. ვინაიდან სხვა ქვეყნების კოდექსებში არ არსებობს პასუხისმგებლობა ფეიკებისა და ა
ევროპაში გაზის ფასი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
როგორც მედია წერს, 2 იანვრის მონაცემებით, ფასმა ერთ მეგავატ საათზე 72.75 ევრო შეადგინა, რაც აგვისტოს ფასთან შედარებით, თითქმის ხუთჯერ ნაკლებია.
აღსანიშნავია, რომ გაზის ფასის კლება დეკემბრის თვეში სტაბილურად გრძელდებოდა. „ბიბისის“ ცნობით, ევროპაში ამას გარკვეულწილად თბილი ზამთრით ხსნიან, რაც ბუნებრივი აირის ეკონომიურად მოხმარების მიზეზი გახდა.
ავტ
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის კიდევ 350 მილიონი დოლარის დახმარებას პაკეტი გამოაცხადა. შესაბამისი განცხადება სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გააკეთა.
ენტონი ბლინკენმა განახადა, რომ აშშ დადგება უკრაინის გვერდით „იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება“.
”რუსეთს შეუძლია დაასრულოს თავისი ომი დღეს”, - განაცხადა მან და დასძინა, რომ „სანამ რუსეთი ამას გააკეთებს, ჩვენ ვიქნებით უკრაინასთან იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“.
როგორც ამერიკული მედია წერს, დახმარების პაკეტი მოიცავს
ტელეკომპანია “დოჟდმა“ შეწყვიტა თანამშრომლობა ტელეწამყვან ალექსეი კოროსტილიოვთან მას შემდეგ, რაც წინა დღით ჟურნალისტმა პირდაპირ ეთერში მაყურებელს მოუწოდა, რომ მობილიზაციის დროს მომხდარი დარღვევების თაობაზე აცნობოს ტელეკომპანიას, რომელსაც შეუძლია აღჭურვილობით დაეხმაროს ფრონტზე მყოფ რუს ჯარისკაცებს.
"დღეიდან ჩვენ გადავწყვიტეთ ალექსეი კოროსტილიოვთან თანამშრომლობის შეწყვეტა. ეს ჩვენთვის ძალიან რთული გადაწყვეტილებაა, მაგრამ „დოჟდის“ მენეჯმენტი ამას ერთადერთ სწორ და შესაძლებელ გადაწყვეტილებად მიიჩ