Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.106.817

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

TIME-მა ვოლოდიმირ ზელენსკი წლის ადამიანად დაასახელა

ამერიკულმა ჟურნალმა TIME-მა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინულ სულისკვეთებასთან ერთად წლის ადამიანად დაასახელა. გამოცემის რედაქტორებმა უკრაინის პირველი პირი აირჩიეს პირად, რომელსაც 2022 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი გავლენა ჰქონდა ახალ ამბებზე. „ვინც უკრაინის ამ ისტორიას იმედიანად თუ შიშის გრძნობით აღსავსე უყურებს - და ისტორია, რა თქმა უნდა, ჯერ ბოლომდე არ არის დაწერილი - ზელენსკიმ მართლაც მუხტი მისცა მსოფლიოს ისე, რაც ათწლეულების განმავლობაში არ გვინახავს“ - აღნიშნა TIME

„ნაციონალური მოძრაობა“ დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას გამართავს

„ნაციონალური მოძრაობა“ დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას გამართავს. აქცია 17:00 საათზე დაიწყება. როგორც პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, პროტესტი ყოველდღიური იქნება, ვიდრე შედეგზე არ გავლენ და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სამკურნალოდ გამგზავრების შესაძლებლობა არ მიეცემა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპროტესტო აქცია წუხელ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახლთანაც გამართა. პარტიამ პროტესტის უწყვეტი ტალღა მას შემდეგ დააან

უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმერ ზელენსკი მეუღლესთან ერთად სამუშაო ვიზიტით შვედეთში გაემგზავრა

უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმერ ზელენსკი მეუღლესთან ერთად სამუშაო ვიზიტით შვედეთში გაემგზავრა. აღნიშნულ განცხადებას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელებში ავრცელებს. მისივე თქმით, ვიზიტის დროს ის შვედეთის პრემიერ-მინისტრს ულფ კრისტერსონს, მეფე კარლ XVI, დედოფალ სილვიას, პარლამენტის სპიკერს, ანდრეას ნორლენს და საპარლამენტო ფრაქციების ხელმძღვანელებს შეხვდება. "ფართო შეხვედრები გველის. პირადად ვუხდი შვედეთს მადლობას ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის მხარდაჭერისთვის ", – განაცხადა ვოლ

კელი დეგნანი - არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ძირი გამოუთხარონ აშშ-სა და საქართველოს შორის ახლო, ძლიერ პარტნიორობას - აქ ვართ 30 წელზე მეტია და არსად წასვლას არ ვაპირებთ

არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ძირი გამოუთხარონ აშშ-სა და საქართველოს შორის ახლო, ძლიერ პარტნიორობას. ამას ისინი გარკვეული მიზეზების გამო და კერძო ინტერესებით აკეთებენ, რაც სწორედ ამაზეა გათვლილი, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, აშშ არსად წასვლას არ აპირებს და საქართველოს გვერდით იდგება მანამდე, ვიდრე საქართველოს ხალხი დემოკრატიული მომავლისკენ ისწრაფვის. „ისინი არ ცდილობენ მხოლოდ აშშ-ის დისკრედიტაცი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე დაშავებულების შესახებ შეტყობინება არ შესულა, მაშველები ძირითადად ამოტუმბვით სამუშაოებს აწარმოებენ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე დაშავებულების შესახებ შეტყობინება არ შესულა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუმარტეს, მეხანძრე-მაშველები ძირითადად ამოტუმბვით სამუშაოებს აწარმოებენ. ცნობისთვის, ძლიერმა წვიმამ დედაქალაქში პრობლემები შექმნა. მოქალაქეების ინფორმაციით, უხვი ნალექის გამო, დატბორილია საავტომობილო გზები და ტროტუარები. იპნ

ევროკომისიის ანგარიში - 2023 წელს სოციალურ ქსელებში რუსული დეზინფორმაციული კამპანია გაფართოვდა

ევროკავშირის კვლევის მიხედვით, ტექნოლოგიური კომპანიები რუსულ დეზინფორმაციას ვერ აჩერებენ. ევროკომისიის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ 2023 წელს სოციალურ ქსელებში კრემლის მიერ მხარდაჭერილი ზეგავლენის დეზინფორმაციული კამპანია გაფართოვდა. ანგარიშის ავტორთა თქმით, რუსული დეზინფორმაციის რაოდენობა „ტვიტერში” მას შემდეგ გაიზარდა, რაც ის მილიარდერმა, ილონ მასკმა შეისყიდა და აღნიშნული სოციალური ქსელის უსაფრთხოების სტანდარტები გააუქმა. „კრემლის მხარდამჭერ ანგარიშებს კვლავაც აქვთ წვდომა დიდ აუდ

დევიდ კრამერი საოკუპაციო ხაზთან - ჩემს უკან არის საქართველოს და არა რუსეთის ტერიტორია - საერთაშორისო საზოგადოებას აქვს პასუხისმგებლობა, რომ ზეწოლა მოახდინოს მოსკოვზე

ჩემს უკან არის საქართველოს და არა რუსეთის ტერიტორია - საერთაშორისო საზოგადოებას აქვს პასუხისმგებლობა, რომ ზეწოლა მოახდინოს მოსკოვზე, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა და ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორმა, დევიდ კრამერმა ოძისში, საოკუპაციო ხაზთან განაცხადა. „არაჩვეულებრივია ის, რომ საქართველოში დავბრუნდი, თუმცა სამწუხაროა, რომ კვლავ აქ (საოკუპაციო ხაზთან) დგომა გვიწევს. მას შემდეგ რაც რუსეთი შემოიჭრა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია განახო

ბრიტანეთის დაზვერვა - უკრაინამ რუსეთს, ბოლო 4 დღის განმავლობაში, მნიშვნელოვანი დარტყმები მიაყენა, განსაკუთრებით სენსიტიურია მოსკოვის მახლობლად მდებარე აეროდრომი

ბოლო ოთხი დღის განმავლობაში, როგორც რუსეთმა, ასევე უკრაინამ უჩვეულოდ ინტენსიური თავდასხმები განიცადეს, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ანგარიშშია აღნიშნული. „გავრცელდა ცნობები ყირიმში, კრასნოდარის ოლქსა და მოსკოვის მახლობლად რუსეთის ლოგისტიკურ ობიექტებზე, საჰაერო ბაზებსა და სამეთაურო პუნქტებზე მომხდარი აფეთქებების შესახებ. დიდი ალბათობით, რუსეთის შავი ზღვის ფლოტი კვლავ მძიმე დარტყმის სამიზნე გახდა. თუმცა, მოსკოვის მახლობლად მდებარე ჩკალოვსკის აეროდრ

"საქართველოსთვის" - "ოცნება" გაყალბებული კვლევების გამოსაქვეყნებლად  ემზადება

პარტიის „საქართველოსთვის“ ინფორმაციით, უახლოეს მომავალში „ქართული ოცნება“ მორიგ გაყალბებულ კვლევას და მისთვის სასარგებლო შედეგებს გამოაქვეყნებს.  ბოლო პერიოდის უწყვეტი პროპაგანდა გიორგი გახარიას და სხვა პოლიტიკური პარტიების თუ პერსონების არარსებული ალიანსების შესახებ, სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ეს კი 2024 წლის არჩევნების გაყალბებისთვის მზადების ნაწილია იმ შეზღუდვებთან ერთად, რომელსაც მართველი პარტია საკანონმდებლო დონეზე ახორციელებს, როდესაც დაუსაბუთებლად ამკაცრებს შეკრებებისა და მანიფესტა

მიშა დაუშვილი - დარწმუნებულები ვართ, რომ წინა საარჩევნოდ პოლიტიკური გარემო ბევრად უფრო დაძაბული იქნება,  “ოცნებას” დაშინება და მანიპულაციები უკვე დაწყებული აქვს (ვიდეო)

“დარწმუნებულები ვართ, რომ წინა საარჩევნოდ პოლიტიკური გარემო ბევრად უფრო დაძაბული იქნება, გაცილებით მძიმე ფაქტები გამოვლინდება, ძალადობაც იქნება და მუქარაც. “ოცნებას” დაშინება და მანიპულაციები უკვე დაწყებული აქვს. “ოცნება” პირდაპირ გვეუბნება, რომ მოქალაქეები კი არ გვაინტერესებს, გვაინტერესებს ჩვენი ძალაუფლება.”  მიშა დაუშვილი, საპრლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. 10000000_1467693640718384_923305212756413031_n.mp4

ანა ბუჩუკური - არც ერთი ადამიანი არ აღმოჩნდა “ოცნებაში”, რომელიც გააჩერებდა ბერაიას...მსგავსი ქცევა საბოლოო ჯამში ახალისებს ქალთა მიმართ ძალადობას (ვიდეო)

“არც ერთი ადამიანი არ აღმოჩნდა “ოცნებაში”, რომელიც გააჩერებდა ბერაიას, მოლიდინიც იმისა, რომ ამ ფაქტს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოყვება არ მაქვს. მსგავსი ქცევა საბოლოო ჯამში ახალისებს ქალთა მიმართ ძალადობას, საერთოდ რომ გენდერს თავი დავანებოთ, ეს იყო სრულად სახე დაკარგული ადამიანები საქართველოს პარლამენტში.”  ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. 10000000_1527403784691588_4531452392111762128_n.mp4

საქართველო არის ევროპა და ქართველები არიან ევროპელები — ევროპარლამენტარები

ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას ეხმაურებიან ევროპარლამენტარები. ერთობლივ განცხადებაში ისინი აღნიშნავენ, რომ ამ გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ “საქართველო არის ევროპა და ქართველები არიან ევროპელები”. მათი თქმით, ისინი გააგრძელებენ მონიტორინგს და მუშაობას იმისთვის, რომ ევროკომისიის რეკომენდაცია აისახოს ევროპის საბჭოს დეკემბრის ანგარიშში. განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი ევროპარლამენტარები: პეტრას აუსტრევიჩუსი, ვი

ჩოხატაურში, სოფელ ზოტის სატყეო უბანზე ბრაკონიერთა ჯგუფი ტყის მცველს ფიზიკურად გაუსწორდა - დაკავებულია ოთხი პირი

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ჩოხატაურში, სოფელ ზოტის სატყეო უბანზე ბრაკონიერეთა ჯგუფი გურიის სატყეო სამსახურის თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდა. უწყების განცხადებით, შსს-ის გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოთხივე კანონდამრღვევი დააკავა. საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულს. “ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტის სატყეო უბანზე, ბრაკონიერებს, ხე-ტყის უკანონო ჭრის აღკვეთის მიზნით, წინააღმდეგობა გაუწია ეროვნული სატყეო სააგენტოს გურიის სატყეო სამსახურის ტყის მცვე

ბერდია სიჭინავა - რა მოხდა რუსთავში? და როგორ გარიგდნენ კიდევ ერთხელ „ნაციონალური მოძრაობა" და „ოცნება" (ვიდეო)

რა მოხდა რუსთავში? და როგორ გარიგდნენ კიდევ ერთხელ „ნაციონალური მოძრაობა" და „ოცნება" ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი.  405741604_325549880226143_7666849339473299448_n.mp4

ბექა ლილუაშვილი - რას ნიშნავს ინკლუზიურობა ანუ ჩართულობა და რატომ გვთხოვს მას ევროკავშირი... (ვიდეო)

რას ნიშნავს ინკლუზიურობა ანუ ჩართულობა და რატომ გვთხოვს მას ევროკავშირი... ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" მწევრი, დეპუტატი.  407408689_215000424971653_797420939471066756_n.mp4

პრეზიდენტმა კამპანიის დახურვაზე მოქმედი და ყოფილი პრემიერები, მინისტრები და ელჩები მიიწვია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ კამპანიის „ჩვენი ხმა ევროპას“ ფარგლებში შეგროვებულ ხელმოწერებს ევროკავშირის წევრის ქვეყნების ელჩებს გადასცემს. პრეზიდენტი ამბობს, რომ ღონისძიებაზე მიწვეულნი არიან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, ყოფილი და მოქმედი პრემიერები და საგარეო საქმეთა მინისტრები-მინისტრები. ამის შესახებ ზურაბიშვილმა დიასპორის წარმომადგენლებთან ტელეხიდისას განაცხადა. მისი თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ რაღაც ჯადოსნური ჯოხით უცებ ყველა ერთ აზრზე

პაველ ჰერჩინსკი - ევროკავშირმა საქართველოს კარი გაუღო, ახლა თქვენ თავად უნდა გაიაროთ ეს კარი, რამდენად სწრაფად გააკეთებთ ამას, თქვენი გადასაწყვეტია - კარი ღიაა, გელოდებით!

ევროკავშირმა საქართველოს კარი გაუღო. ახლა ქართველებმა უნდა გაიარონ ეს კარი. კარი ღიაა, მაგრამ თქვენ თავად უნდა გაიაროთ ეს კარი ერთად, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. მისი თქმით, მოხარულია იმით, რომ საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით განაცხადი გააკეთა და კიდევ უფრო მოხარულია იმით, რომ ევროკავშირმა მას, კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, კარი გაუღო. „საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ახლა ქართველებმა უნდა გაია

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის და მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის ფაქტზე ხუთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის და მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის ფაქტზე 5 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულები 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძი

ბილდტი: ივანიშვილი მართავს რეჟიმს, რომელიც უცხოა EU-ს ღირებულებისთვის

შვედეთის ყოფილი პრემიერი, ECFR-ის თავმჯდომარე კარლ ბილდტი სოციალურ ქსელში ,,ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განხადებებს ეხმაურება: ,,ივანიშვილის ეს გამოსვლა აჩვენებს, რომ ის მართავს რეჟიმს, რომელიც უცხოა ევროკავშირის ღირებულებებისა და ინტერესებისთვის. ყველამ, ვისაც ეჭვი ეპარება, მისი სიტყვა უნდა წაიკითხოს”, – წერს ბილდტი. პუბლიკა

დირბის მიმდებარედ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია. სუს-ის ცნობით, ტრისტან მუშკიაშვილი და ვალერი თეთრუაშვილი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. ამ ეტაპზე უკანონო პატიმრობაში რჩება მათთან ერთად დაკავებული კიდევ ერთი პირი. „აღნიშნული პირების უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩ

შალვა პაპუაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ხელი მოაწერა

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ხელი მოაწერა. როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, ამ კანონის მთავარი მიზანი გარე ჩარევების მიმართ საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სისტემების მედეგობის განმტკიცებაა. პაპუაშვილის განცხადებით, თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სურთ, უცხო მთავრობების დაფინანსებით, ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და იქონიონ გავლენა ქართველი ხალხის ცხოვრებაზე, მათ უნდა დააკმაყოფილონ გამჭვირ

რუსეთში პირველად განადგურდა SU-57 – უკრაინის დაზვერვა

8 ივნისს რუსეთში, ასტრახანის ოლქში, ახტუბინსკის აეროდრომის ტერიტორიაზე, რომელიც საბრძოლო ხაზიდან 589 კილომეტრში მდებარეობას, მრავალფუნქციური გამანადგურებელი SU-57 განადგურდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის დაზვერვა ავრცელებს. SU-57 მოსკოვის ყველაზე თანამედროვე გამანადგურებელია და როგოროც ურკაინის დაზვერვა იუწყება, რუსეთის საჰაერო კოსმოსურ ძალებს ამ საბრძოლო თვითმფრინავის სულ რამდენიმე ერთეული ემსახურება. უკრაინის დაზვერვის ცნობით, ეს ისტორიაში SU-57-ის განაადგურების პირველი შემთხვევ

კამალა ჰარისი მშვიდობის სამიტის ფარგლებში უკრაინისთვის 1.5 მილიარდ აშშ დოლარზე მეტ დახმარებას გამოაცხადებს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი დღეს, უკრაინის მშვიდობის სამიტისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის ფარგლებში, უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად 1.5 მილიარდი აშშ დოლარზე მეტი დახმარების გამოყოფას გამოაცხადებს, - ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. მათივე ინფორაციით, აღნიშნული თანხის დიდი ნაწილი მოხმარდება ომის დროს დაზიანებული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენას, ელექტროენერგიის გამომუშავების გაფართოებას, წაახალისებს კერძო სექტორის ინვესტიციებს და დაიცავს ენერგეტიკუ

უხვი ნალექის შედეგად, ცაგერი - ლენტეხის ტერიტორიაზე, 5 ლოკაციაზე მეწყრული პროცესი განვითარდა

ქვემო სვანეთში მოსული უხვი ნალექის შედეგად ცაგერი-ლენტეხის ტერიტორიაზე, 5 ლოკაციაზე მეწყრული პროცესი განვითარდა. სტიქიის შედეგად აღნიშნულ პერიმეტრზე რამდენიმე საათის განმავლობაში ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეუძლებელი იყო. ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე, მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს და უშუალოდ, დაბას არ მიეწოდება ელექტროენერგია, ცენტრალურ გზაზე მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზებისა და ბოძების მწყობრიდან გამოსვლის გამო. იპნ

კურიერის დაჭრის საქმეზე გამოძიება განზრახ მსუბუქი დაზიანების მუხლით არის დაწყებული

გლოვოს კურიერის დაჭრის საქმეზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მუხლით მიმდინარეობს. ინფორმაცია „პუბლიკას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით. თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე გლოვოს კურიერი გუშინ დაჭრეს. კურიერის დედა ,,ფორმულას” ეუბნება, რომ მას ჯერ სცემეს, შემდეგ კი 3-ჯერ ესროლეს. ამბობს, რომ ფიზიკურად 8 ადამიანი გაუსწორდა. ,,მიუტანია შეკვეთა და ბრუნდებოდა სახლში, ბოლო შეკვეთა მაქვსო, დამ
×
×
  • შექმენი...