Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.107.725

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

მეთიუ მილერი - ღრმად ვართ შეშფოთებული, რომ პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას - მოვუწოდებთ მთავრობას, მიჰყვეს ევროკავშირის მისწრაფებებს

ღრმად ვართ შეშფოთებული, რომ საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა სოციალურ ქსელ X-ში (Twitter) დაწერა, რითაც საქართველოს პარლამენტში „უცხოური ძალის ინტერესებით მოქმედი ორგანიზაციების“ შესახებ კანონპროექტის ინიცირებას გამოეხმაურა. სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ევროკავშირის მისწრაფებებს მიჰყვეს. „ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული,

გიგა ფარულავა - რუსული კანონის ფონზე, "ოცნება" და "ნაც.მოძრაობა" იცლიან ფარული გარიგებებისთვის, ზუგდიდის მოსახლეობის არჩევანს ბოიკოტს უცხადებენ და ერთობლივი შეთანხმებით აპირებენ საკრებულოს თანამდებობის პირების გადაყენებას (ვიდეო)

რუსული კანონის ფონზე, "ოცნება" და "ნაც.მოძრაობა" იცლიან ფარული გარიგებებისთვის, ზუგდიდის მოსახლეობის არჩევანს ბოიკოტს უცხადებენ და ერთობლივი შეთანხმებით აპირებენ საკრებულოს თანამდებობის პირების გადაყენებას, მათ შორის, თავმჯდომარის იმპიჩმენტს.      გიგა ფარულავა, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე.   ვიდეო:  https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/418239190939153/

გიორგი გახარია - ეს უნდა იყოს კონსტიტუციურ ჩარჩოებში მოქცეული მწვავე პროტესტი, რომელიც იქნება განგრძობადი და ექნება საარჩევნო უბნებზე გადაცემის ეფექტი (ვიდეო)

"ეს უნდა იყოს კონსტიტუციურ ჩარჩოებში მოქცეული მწვავე პროტესტი, რომელიც იქნება განგრძობადი და ექნება საარჩევნო უბნებზე გადაცემის ეფექტი." გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.  ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1170857470599381

საქართველოს პრეზიდენტი ახალგაზრდებს შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ახალგაზრდებს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. შეხვედრა დღეს, 20:00 საათზე გაიმართება. პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტი ახალგაზრდების კითხვებს უპასუხებს. ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია, თუმცა რეგისტრაცია სავალდებულოა. ipn

ესტონეთის პარლამენტმა მიიღო განცხადება, რომელშიც გმობს საქართველოს მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის ქმედებებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასა და „ევროპული ღირებულებების მიტოვებასთან დაკავშირებით“

რიიგიკოგუმ (ესტონეთის პარლამენტმა) მიიღო განცხადება, რომელშიც გმობს საქართველოს მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის ქმედებებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასა და ევროპული ღირებულებების მიტოვებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის ვებგვერდზე გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული. ინფორმაციის თანახმად, რიიგიკოგუს 44 წევრის მიერ წარდგენილი განცხადების: „საქართველოში დემოკრატიის კრიზისის შესახებ“ მიღებას მხარი რიიგიკოგუს 57-მა წევრმა მხარი დაუჭირა დ

გერმანიამ უკრაინას დახმარების პაკეტი გადასცა, მათ შორის HIMARS-ები, საჰაერო თავდაცვის სისტემები და ტანკები

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა, - ინფორმაციას უკრაინული მედია გერმანიის მთავრობის ვებგვერდზე გავრცელებულ პრესრელიზზე დაყრდნობით ავრცელებს. საუბარია HIMARS-ის სარაკეტო სისტემებზე, საჰაერო თავდაცვის სისტემებზე, ტანკებზე და ა.შ. გერმანიის მთავრობის ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინამ მიიღო: 20 ერთეული Marder-ის ქვეითთა საბრძოლო მანქანა, Leopard 1 A5 ტიპის 10 ტანკი, IRIS-T SLS ტიპის მცირე მანძილზე მოქმედი საზენიტო სარაკეტო სისტემა, HIMARS-ის

დაზიანების აღმოფხვრას, სავარაუდოდ, 1 კვირა დასჭირდება - მერიაში GWP-სთან შეხვედრა გაიმართა

თბილისის მერიაში „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, რომ დაზიანების აღმოფხვრას, დაახლოებით, ერთი კვირა დასჭირდება. „დედაქალაქის მერთან ერთად გვქონდა კომპანია GWP-ის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა. ბოლო ორი დღის განმავლობაში, თბილისის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს სასმელი წყალი შეფერხებით მიეწოდება. ამის მიზეზი საგურამოში წარმოქმნილი ბუნებრივი პროცესებია, რამაც დააზიანა სასმელი წყლ

გახარია: ივანიშვილმა აშშ-ში მაღალი დონის შიკრიკი გაგზავნა, რათა გაიგოს, იქ რა ხდება

გიორგი გახარიას თქმით, ბიძინა ივანიშვილმა აშშ-ში „შიკრიკი გაგზავნა, რათა  იქნებ როგორმე გაიგოს მაინც, იქ [აშშ-ში] რა ხდება”. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და პარტია „საქართველოსთვის” ლიდერმა თქვა, რომ ხელისუფლება „პოზებშია, თითქოს სხვისი აზრი არ აინტერესებთ, მაგრამ სინამდვილეში იმდენად შეშინებულები არიან, რომ შიკრიკს შიკრიკზე აგზავნიან, იქნებ, როგორმე გაიგონ მაინც, იქ რა ხდება”. გახარია ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს აშშ-ში „პერსონალურ შიკრიკად“ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ძალოვანი ფიგურა ჰყავ

დათა ქაჯაია – პირველი ქართველი ავტომრბოლელი ფერარის საჭესთან

ყველაზე ტიტულიანი ქართველი ავტომრბოლელი და ევროპის ჩემპიონი TCR-ის მიმართულებით, დათა ქაჯაია ახლა უკვე პირველი ქართველია, რომელმაც GT OPEN CUP-ზე ფერარის მარკის ავტომობილით იასპარეზა. 700-ცხენისძალიანი The 488 CHALLENGE EVO პირველი ფერარია, რომლითაც დათა GT მიმართულებით უმაღლესი კლასის ჩემპიონატზე ოფიციალურად წარდგა და რომლითაც კარიერის ახალ ეტაპზე ახალი წარმატებების გზას დაადგა. რბოლა გერმანიაში, ქალაქ ჰოკენჰაიმში გაიმართა. ქართველი მრბოლელი და Shell-ის ბრენდამბასადორი მასში „თე

ჰამასის ლიდერი ავიაციის მიერ ნასროლი ჭურვით მოკლეს – ირანის სახელმწიფო მედია

ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანია ავიაციის მიერ ნასროლი ჭურვით ააფეთქეს. ამის შესახებ ინფორმაციას ირანის სახელმწიფო სააგენტო IRNA ავრცელებს. ამავე წყაროს თანახმად, თავდასხმა ადგილობრივი დროით ღამის 2 საათზე განხორციელდა. ჰანია ირანში ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას ესწრებოდა და ვეტერანებისთვის განკუთვნილ ერთ-ერთ რეზიდენციაში რჩებოდა, რომელიც თეირანის ჩრდილოეთში მდებარეობს. სწორედ იქ განხორციელდა აფეთქება. IRNA-ს თანახმად, მიმდინარეობს გამოძიება მომხდარი

ბექა ლილუაშვილი - ამ არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეებმა ერთ მარტივ კითხვას უნდა გავცეთ პასუხი, გვინდა თუ არა კორუფციით დაჭაობებულ ქვეყანაში ცხოვრება (ვიდეო)

ამ არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეებმა ერთ მარტივ კითხვას უნდა გავცეთ პასუხი, გვინდა თუ არა კორუფციით დაჭაობებულ ქვეყანაში ცხოვრება.   ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/840030884432760/

კახაბერ ქემოკლიძე - “ოცნებას” რეალურად "ნაცების" გასამართლება კი არ უნდა, არამედ ჟანგბადივით სჭირდებათ, რომ მათი დაბალი რეიტინგი როგორმე გაზარდონ (ვიდეო)

“ოცნებას” რეალურად ნაცების გასამართლება კი არ უნდა, არამედ ჟანგბადივით სჭირდებათ, რომ მათი დაბალი რეიტინგი როგორმე გაზარდონ. კახა ქემოკელიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/855913670013553/

ზურაბიშვილი: პრემიერობის კანდიდატი შერჩეული მყავს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ კოალიციური მთავრობის დაკომპლექტების შემთხვევაში, უკვე შერჩეული ჰყავს პრემიერობის საკუთარი კანდიდატი. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა „ნოდარ მელაძის შაბათის” ეთერში განაცხადა. კითხვაზე, არის თუ არა ის პოლიტიკური წარსულის მქონე კანდიდატი, ზურაბიშვილი პასუხობს, რომ – არა. პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ორშაბათს ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებს დაიწყებს მინისტრობის კანდიდატებთან დაკავშირებით. ზურაბიშვილი არ აკონ

ნათია მეზვრიშვილი - დაველოდებით როგორი შემოთავაზება იქნება - პრეზიდენტმა ძალიან კარგად იცის, ჩვენი პოზიცია რისკებთან დაკავშირებით, რაც შეიძლება შეიქმნას, დანარჩენი მისი გადასაწყვეტია

პრეზიდენტმა ძალიან კარგად იცის, ჩვენი პოზიცია იმ რისკებთან დაკავშირებით, რაც შეიძლება შეიქმნას, დანარჩენი მისი გადასაწყვეტია, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რითაც პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ გაჟღერებულ ინიციატივას - ე.წ. ტექნიკურ მთავრობას არჩევნებამდე წარადგენს, გამოეხმაურა. მისივე თქმით, პარტია „საქართველოსთვის“ წევრები დაელოდებიან პრეზიდენტის შემოთავაზებას ე.წ. ტექნიკურ მთავრობასთან დაკავშირებით. ამასთან, მი

სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში EU-ს სპეციალური წარმომადგენელი საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა

მაგდალენა გრონო, რომელმაც სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში EU-ს სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი შეცვალა, საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა.   მაგდალენა გრონო ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის უფროსი დიპლომატიური მრჩეველია. ის წლების განმავლობაში მუშაობდა სამხრეთ კავკასიაში, მათ შორის, საქართველოში, ის კარგად იცნობს საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებას. ნეტგაზეთი

ქუთაისის მერიის თანამშრომელი: სამსახურიდან გამიშვეს, დამკვირვებელმა ნახა, რომ ხმა „ოცნებას“ არ მივეცი

ქუთაისის მერიის თანამშრომელი, აქტივისტი, ცოტნე თვარაძე „მთავარ არხთან“ ჰყვება, რომ სამსახურიდან მას შემდეგ გაუშვეს, რაც არჩევნების დღეს დამკვირვებელმა დაინახა, რომ ხმა „ქართულ ოცნებას“ არ მისცა. მისი თქმით, ბიულეტენი და ჩარჩო კონვერტი დამკვირვებელმა გამოართვა იმ მოტივით, რომ თითქოს აპარატი კონვერტს არ მიიღებდა თუ კარგად არ გაწევდა. თვარაძე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში ოთხი წლის განმავლობაში მუშაობდა. ის ვარაუდობს, რომ „ოცნებას“ ექნებოდა მცდელობა მერიაში დასაქმებული სხვა პირე

რიკარდ იოზვიაკი - საქართველოში ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროკომისიის „ტექნიკური მისია“ გაემგზავრება

საქართველოში ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროკომისიის „ტექნიკური მისია“ გაემგზავრება, - ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელში წერს. ამასთან, მისი თქმით, სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შესაძლოა, უფრო ფართო მანდატი მიენიჭოს. „ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს საკითხი განიხილეს. საქართველოში ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროკომისიის „ტექნიკური მისია“ გაემგზავრება. სა

გიორგი გახარია - ჩვენი პოლიტიკური ძალა პრეზიდენტის არჩევის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს

პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ 29 დეკემბერს დანიშნულ ინაუგურაციის ღონისძიებას არ უნდა დაესწროს საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, ივანიშვილი შეეცდება, ეს გამოიყენოს როგორც გაყალბებული არჩევნების, უკანონო პარლამენტის, უკანონო მთავრობის, უკანონოდ არჩეული პრეზიდენტის ლეგიტიმაციის და აღიარების მისაღწევად. გახარია ამბობს, რომ ისინი მიიჩნევენ, პრეზიდენტი კვლავ პირდაპირი გზით უნდა აირჩიონ. მისი თქმით, მნიშვნელობა

სოფო ხორგუანი - ახალციხეს ისევ დაბინძურებული წყალი მიეწოდება, რაც საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრები ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას

ახალციხის მუნიციპალიტეტში სტანდარტების შესაბამისი და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო სასმელი წყლით მოსახლეობის უზრუნველყოფა სერიოზული პრობლემაა - დაბინძურებული წყალი საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრები ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას,- ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სოფო ხორგუანმა განაცხადა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტში პასუხისმგებელი თანამდებობის პირები უკვე კარგა ხანია, რაც პრობლემის კურსში არიან, აღნიშნული საკითხის მოგვარება ვერ

93 წლის ასაკში გარდაიცვალა ნოდარ ნათაძე

93 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი პოლიტიკოსი, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და „სახალხო ფრონტის“ თავმჯდომარე, ენათმეცნიერი ნოდარ ნათაძე. ნოდარ ნათაძე 1989 წლიდან იყო საქართველოს სახალხო ფრონტის დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე. 1989-90 წლებში იყო საქართველოს სსრ-ის უზენაესი საბჭოს წევრი. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. ნოდარ ნათაძე საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ერთ-ერთი ხელმომწერია.  

Reuters - რუსები, რომლებმაც სამხედრო სამსახურს თავი აარიდეს, საქართველოდან დაბრუნებას არ ჩქარობენ

რუსები, რომლებმაც სამხედრო სამსახურს თავი აარიდეს, საქართველოდან დაბრუნებას არ ჩქარობენ. ამ სათაურით საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ პუბლიკაციას აქვეყნებს. „ერთი თვის შემდეგ, რაც რუსეთმა გამოაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომისთვის გაწვევის პროცესი დაასრულა, მამაკაცები, რომლებიც სამხედრო სამსახურის თავიდან ასარიდებლად, მეზობელ საქართველოში გაიქცნენ, აცხადებენ, რომ ისინი სახლში დაბრუნებას არ ჩქარობენ“, - წერს მედიასაშუალება. „როიტერსის“ ცნობითვე, რუსეთმა უკრაინაში, ბრძოლის ველზე განცდი

რუსეთის სამხედრო ძალებმა ხერსონი დაბომბეს

რუსეთის სამხედრო ძალებმა ხერსონი დაბომბეს. პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ კირილ ტიმოშენკომ განაცხადა, რომ თავდასხმების შედეგად სამი ადამიანი დაიჭრა. როგორც მედია აღნშნავს, ხერსონი და მიმდებარე რეგიონი რუსული ძლაბეის უკან დახევის შემდეგ ხშირი თავდასხმის ქვეშ არიან.

მურმან დუმბაძე - მორალურად, გირგვლიანი არ იყო იმ სუფრასთან მართალი, არ არის მოკლული, ჩვენ ვერ მოვიტანთ რაიმე დოკუმენტს

მორალურად, გირგვლიანი არ იყო იმ სუფრასთან მართალი, სადაც ეს დანაშაული მოხდა. მე და თქვენ ვსხედვართ, მესამე პიროვნება მოდის და გვერევა ურთიერთობაში, რა წესია, მორალურად ვილაპარაკოთ, – ამის შესახებ „გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშიას“ ლიდერმა, მურმან დუმბაძემ „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. მისივე თქმით, სანდრო გირგვლიანი არ მოუკლავთ, მკვლელობა არ არის არც დანით, არც იარაღით. „გირგვლიანი არ არის მოკლული, ჩვენ ვერ მოვიტანთ რაიმე დოკუმენტს. მორალურად, გირგვლიანი იმ

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა უკრაინის ქალაქების მასშტაბური სარაკეტო დაბომბვა დაიწყო, აფეთქებების ხმა ისმის კიევშიც

რუსეთმა უკრაინის ქალაქების მასშტაბური სარაკეტო დაბომბვა დაიწყო, კიევში აფეთქებების ხმა ისმის. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინის არმიის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთი უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან საჰაერო და საზღვაო ფრთოსანი რაკეტებით, სტრატეგიული თვითმფრინავებითა და გემებით უტევს. განცხადების თანახმად, ასევე მაღალია რუსეთის ტაქტიკური ავიაციის აქტიურობა. ნოკილაევის მუნიციპალური ხელმძღვანელების ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო

დააკავეს მიკროავტობუსის მძღოლი, რომელიც არასრულწლოვან გოგოზე სექსუალურად ძალადობდა – შსს

შსს-ს ინფორმაციით, ვანში პოლიციამ დააკავა პირი, რომელსაც ბრალად სკოლის მოსწავლეზე სექსუალური ძალადობა ედება. უწყება ამბობს, დაკავებული სკოლის მიკროავტობუსის მძღოლია. სამინისტრო ამბობს, რომ გამოძიების თანახმად, 62 წლის მძღოლმა მგზავრობის დროს არასრულწლოვან გოგონას, სექსუალური ხასიათის მატარებელი საუბარი დაუწყო და მისი ნების საწინააღმდეგოდ სხეულზე შეეხო. სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
×
×
  • შექმენი...