Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.107.552

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

გერმანია გაზაფხულამდე 5 000-მდე უკრაინელ ჯარისკაცს მოამზადებს

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, ქვეყანა 2023 წლის გაზაფხულამდე მთელ უკრაინულ ბრიგადას - 5 000-მდე სამხედრო მოსამსახურეს მოამზადებს. „ხაზს ვუსვამთ ჩვენს მზადყოფნას, მუდმივად ვიმუშაოთ ძლიერი უკრაინული არმიის შექმნაზე, ჩვენს პარტნიორებთან ერთად“, - განაცხადა მან. ამასთან, გერმანიის კანცლერმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, რომელიც დაახლოებით 15 000 უკრაინელი ჯარისკაცის მომზადების მიზნით ერთობლივი მისიის შექმნას ითვალისწინებს და

რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქი დაბომბეს

რუსულმა ძალებმა წუხელ დნეპროპეტროვსკის ოლქის სამი თემი - ნიკოპოლი, მარგანეცი და მიროვსკოე დაბომბეს, - ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვალენტინ რეზნიჩენკო „ტელეგრამში“ წერს. “ყველაზე მეტად ნიკოპოლი დაზარალდა, დაშავებულია 39 წლის მამაკაცი, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი", - წერს რეზნიჩენკო. მისივე ინფორმაციით, ქალაქში 8 მრავალსართულიანი და კერძო სახლები, რამდენიმე მაღაზია, ავეჯის ქარხანა, სასტუმრო, ავტობუსის გაჩერება, გაზსადენი და ელექტრო ქსელები

პატიმრობაში მყოფი ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი მარია კოლესნიკოვა ჰოსპიტალიზებულია​

პატიმრობაში მყოფი ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი მარია კოლესნიკოვა ჰოსპიტალიზებულია. კოლესნიკოვას დისა და ოპოზიციის ცნობით, კოლესნიკოვას გომელის საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. როგორც ოპოზიციონერის, ვიქტორ ბაბარიკოს გუნდში აცხადებენ, ორი კვირის განმავლობაში კოლესნიკოვასთან ადვოკატი არ შეუშვეს. მარია კოლესნიკოვა 2020 წელს ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ერთ-ერთი ლიდერი იყო. ის დამნაშავედ ცნეს ექსტრემისტული

ევროკავშირი ბოსნიას კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიანიჭებს

ევროკავშირის გენერალური ურთიერთობის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ბოსნია და ჰერცეგოვინამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს. როგორც Reuters წერს, ბოსნიას სტატუსი ოფიციალურად ხუთშაბათს მიენიჭება, მას შემდეგ, რაც ევროკავშირის ლიდერები შეიკრიბებიან. ბოსნიამ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი 2016 წელს შეიტანა, რის შემდეგაც ევროკავშირმა ქვეყანას რეკომენდაციების შესრულება დაავალა. რეკომენდაციები კანონის უზენაესობას, კორუფციასთან ბრძოლას, ადამიანის უფლებების გაუმჯობესებას, მიგრაცი

"ვიღაცებს ხელში ჩაუვარდათ ჩემი ინტიმური ურთიერთობის კადრები და მაშანტაჟებდნენ..." - ზურაბ მახარაძის სკანდალური განცხადაბა

პრო­რუ­სუ­ლი ალტ-ინ­ფო­სა და კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის წევ­რი ზურა მა­ხა­რა­ძე ამ­ბობს, რომ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბით აშან­ტა­ჟე­ბენ და ამის გამო დის­ტან­ცირ­და პო­ლი­ტი­კის­გან. მისი თქმით, სა­უ­ბა­რია გო­გოს­თან პი­რად და ინ­ტი­მურ მი­მო­წე­რა­ზე. "მხარ­დამ­ჭე­რებს ავუხ­სნა, რა­ტომ ვარ გა­წე­უ­ლი გვერ­დზე და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ხალ­ხი გა­ი­გებს... ეს არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. სი­ტუ­ა­ცია სი­ნამ­დვი­ლე­ში არის ასე - კი იცით, რომ სხვა ქა­ლის გამო ოჯა­ხი და­ვან­გრი

ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად თურქეთში 20 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, სირიაში კი 3 500-ზე მეტი

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 24 000-მდე გაიზარდა. „როიტერის“ ინფორმაციით, თურქეთში დაღუპულთა რიცხვმა 20 000-ს გადააჭარბა, სირიაში კი, ბოლო მონაცემებით, მიწისძვრას 3 500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ორივე ქვეყანაში, სტიქიის ზონაში სამაშველო ჯგუფები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. ღამით სამძებრო სამუშაოებს ყინვა ართულებს. გაერო-ს მონაცემებით, ორივე ქვეყანაში 870 000 ადამიანს სჭირდება ჰუმანიტარულ დახმარება. თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მ

„აგენტებზე“ კანონპროექტები ეწინააღმდეგება ევროპულ მისწრაფებებს - გამომცემელთა ასოციაცია

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია „გავლენის აგენტებთან“ დაკავშირებულ კანონპროექტებზე განცხადებას ავრცელებს. ასოციაციის განცხადებით, ამ კანონპროექტების არსი ეწინააღმდეგება ევროპულ მისწრაფებებს და მიზნად ისახავს სამოქალაქო აქტივიზმის დისკრედიტაციას. მათივე განცხადებით, კანონპროექტების განხილვაც კი დააზიანებს საქართველოს იმიჯს. „ვეხმაურებით საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“

ირაკლი კობახიძე - არავითარ შემთხვევაში დარბევა არ იქნება - დღეს შს მინისტრი არ არის გახარია, ვახტანგ გომელაურია

არავითარ შემთხვევაში დარბევა არ იქნება - დღეს შინაგან საქმეთა მინისტრი გახარია არ არის, ვახტანგ გომელაურია, რომელიც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იდგა და დღესაც იდგება , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე პარლამენტთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განუცხადა. მისი თქმით, სამართალდამცავი ორგანოები პროპორციულობის პრინციპის დაცვით იმოქმედებენ. „მთავარია, რომ სამართალდამცავი ორგანოები პროპორციულობის პრინციპის დაცვით იმოქმედებენ და

გიორგი გახარია რეგიონული მიმართულებით პარტიის საქმიანობის გაძლიერების მიზნით შეხვედრებს აგრძელებს

გიორგი გახარია რეგიონული მიმართულებით პარტიის საქმიანობის გაძლიერების მიზნით შეხვედრებს აგრძელებს.   პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარია კახეთის რეგიონის საკრებულოების და პარტიის წევრებს შეხვდა, რომლებსაც პარტიის რეგიონული მდივანი შალვა კერესელიძე წარუდგინა.   შეხვედრაზე საქმიანობის და წარმომადგენლობის გაძლიერება და რეგიონებში პარტიის სამომავლო სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მუშაობის განახლება განიხილეს.   შეხვედრას გიორგი გახარიასთან ერთად პარტიის აღმა

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო - რუსეთის საჰაერო თავდაცვას უკრაინული დრონების აღმოჩენა და განადგურება უჭირს

უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებული გუშინდელი მასშტაბური შეტევის შემდეგ, მოსკოვი სავარაუდოდ, თავის საჰაერო თავდაცვას გადახედავს, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ანგარიშშია აღნიშნული. „ამ უპილოტო საფრენი აპარატებიდან ბევრმა მიზანს მიაღწია, რაც, სავარაუდოდ, ნიშნავს, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვას უჭირს მათი აღმოჩენა და განადგურება. რუსეთი, სავარაუდოდ, გადახედავს თავის საჰაერო თავდაცვის პოზიციას უკრაინასა და მოსკოვს შორის ტერიტორიაზე, რათა უკეთ გაუმკლ

ჯოზეფ ბორელი - ჩვენ უკვე განვაცხადეთ, რომ 12 პრიორიტეტიდან 9 შესასრულებელია - ევროპის გზაზე შემდგომი ნაბიჯები დამსახურებაზე იქნება დამოკიდებული

ამ ეტაპზე, ყველა ძალისხმევა უნდა იყოს აქცენტირებული იმაზე, რომ პოლიტიკური დაძაბულობა შემცირდეს, ეს პოლიტიკური და ისტორიული შანსი არ იქნეს დაკარგული და ამისთვის ერთად უნდა იმუშაოთ, რადგან შემდგომი ნაბიჯები ევროპის გზაზე, დამოკიდებული იქნება დამსახურებაზე,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ჯოზეფ ბორელმა პრემიერ-მინისტრ

სერგეი ლავროვი - როდესაც დავინახეთ, რომ თბილისის ამჟამინდელი ხელისუფლება დაინტერესებულია ურთიერთობების ნორმალიზებით, ჩვენ შევთანხმდით ბატონი ღარიბაშვილის მთავრობასთან ფრენების განახლებაზე

საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები ჩვენ არ გაგვიწყვიტავს, ეს იყო სააკაშვილის რეჟიმის ინიციატივა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, ხედავს თუ არა უახლოეს მომავალში საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესაძლებლობას. "დიპლომატიური ურთიერთობები ჩვენ არ გაგვიწყვიტავს, ეს იყო სააკაშვილის რეჟიმის ინიციატივა, რომელმაც აშშ-ის წახალისებით, ხელი ასწია საკუთარ მოქალაქეებზე, ოსებზე, ხელი

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - საქართველო რუსეთზე ეკონომიკურად კიდევ უფრო დამოკიდებული ხდება

საქართველო რუსეთზე ეკონომიკურად კიდევ უფრო დამოკიდებული ხდება - იანვარ-ივნისში საქართველომ რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმით და საქონლის ექსპორტით 2 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2022 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებელზე 1.6-ჯერ მეტია, - ამის შესახებ აღნიშნულია “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” კვლევაში - “საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება ზრდას განაგრძობს: 2023 წლის იანვარი-ივნისი“. როგორც ორგანიზაციის კვლევის შედეგებშია აღნიშნული, დამოკიდებულების ზრდა ყველა

ევროკავშირის საგარეო მინისტრები ისრაელის საკითხზე ხვალ საგანგებო შეხვედრას გამართავენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 10 ოქტომბერს, შეხვედრას გამართავენ და ისრაელში არსებული სიტუაციას განიხილავენ, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში წერს. „ხვალ მოვიწვევ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო შეხვედრას ისრაელსა და რეგიონში არსებული ვითარების განსახილველად“, - აცხადებს ბორელი. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ომანის დედაქალაქ მასკატში იმყოფება, რომელიც ევროკავშ

მიშა დაუშვილი - ამ მოთხოვნას დავაყენებთ ყოველდღე, სანამ ჩვენი მოქალაქეებისთვის ისრაელიდან საქართველოში ჩარტერული რეისი არ დაინიშნება (ვიდეო)

ამ მოთხოვნას დავაყენებთ ყოველდღე, სანამ ჩვენი მოქალაქეებისთვის ისრაელიდან საქართველოში ჩარტერული რეისი არ დაინიშნება. მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წვერი, დეპუტატი.    387864670_258588283340732_6855496640388358344_n.mp4

ისრაელში საქართველოს ელჩი - მთავრობა მუშაობს „ჯორჯიან ეარვეისთან“, რომ მცირეწლოვანი ბავშვების ოჯახებისთვის ავიაბილეთზე იყოს ფიქსირებული თანხა, რათა მათ ჰქონდეთ საშუალება ბილეთი ოპტიმალურ ფასებში შეიძინონ

ისრაელში საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიას განცხადებით, საქართველოს მთავრობას კომპანია „ჯორჯიან ეარვეისთან“ აქვს მოლაპარაკებები, რომ მცირეწლოვანი ბავშვების ოჯახებისთვის ავიაბილეთების ფასი იყოს ფიქსირებული. როგორც ელჩმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, მთავრობა მუშაობს იმაზე, რომ ბავშვის ბილეთმა 200 ევროს, ხოლო მცირეწლოვანი შვილის მშობლის ბილეთმა 250 ევროს არ გადააჭარბოს. „მთავრობა მუშაობს „ჯორჯიან ეარვეისთან“, რომ მცირეწლოვანი ბავშვების ოჯახებისთვის იყოს ფიქსირებული თა

არსებული ინფორმაციით, დიდ დიღომში დისტრიბუციის მანქანის მძღოლი გზის დათმობასთან დაკავშირებით წარმოშობილი კონფლიქტის ნიადაგზე დაჭრეს

დიდ დიღომში, „გუდვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ დაჭრასთან დაკავშირებით, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი დისტრიბუციის მანქანის მძღოლსა და მსუბუქი ავტომანქანის მძღოლს შორის გზის დათმობასთან დაკავშირებით წარმოიშვა. დაშავებული მამაკაცი დისტრიბუციის მანქანის მძღოლია, ის ფეხის არეში ცივი იარაღითაა დაჭრილი და კლინიკა „ვივამედშია“ გადაყვანილი. სამართალდამცავებს გამოკითხვაზე ჰყავთ გადაყვანილი დაჭრილი მამაკაცის მეწყვილეც. უცნობია, დააკავეს

"ახალგაზრდები საქართველოსთვის" - რატომ მიიღებს საქართველო კანდიდატის სტატუსს (ვიდეო)

"ახალგაზრდები საქართველოსთვის" - რატომ მიიღებს საქართველო კანდიდატის სტატუსს: 402393292_1044812596847325_7871569501515960024_n.mp4

დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმით, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების კუთხით ცვლილებები იგეგმება

დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმით, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების კუთხით ცვლილებები იგეგმება. კერძოდ, დოკუმენტში სამომავლოდ განსახორციელებელ ნაბიჯებს შორის დასახელებულია: იურიდიული პირების საარჩევნო შემოწირულების აკრძალვა, თითოეული მხარისთვის ხარჯების ზედა ზღვარის კიდევ უფრო შემცირება, პოლიტიკური პარტიების ხარჯების ანგარიშების გამოქვეყნება. „ეს ღონისძიებები უზრუნველყოფს გადაჭარბებულ ინტერესებზე დამოკიდებულების და მისი უარყოფით ზეგავლენის შემდგომ შემცირებას, გააძლიერებს კონკურენციას,

შალვა კერესელიძე - ხელისუფლებამ სამ წლიანი პაუზის შემდეგ, სამწუხაროდ, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში კამარა ჰესის პროექტის მშენებლობა ისევ განაახლა (ვიდეო)

“ხელისუფლებამ სამ წლიანი პაუზის შემდეგ, სამწუხაროდ, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში კამარა ჰესის პროექტის მშენებლობა ისევ განაახლა. საინტერესოა, რატომ გადაწყდა ამ პროექტის განხორციელება, რომელიც სამი წლის წინ პირადად ჩემი ინიციატივით ყაზბეგის მუნიციპალიტეტში შევაჩერეთ. ისევ დღის წესრიგში დგება არასასარგებლო პროექტების განხორციელება, მიუხედავად იმ პირობისა, რომ ხევის მოსახლეობა კატეგორიული წინააღმდეგია. მსგავს ხეობებში მხოლოდ შესაძლებელია მცირე სიმძლავრის, ეკოლოგიურად სუფთა, მწვანე ჰესების მიმა

წელს 6 თვეში ბიუჯეტს მივლინებები 35,4 მლნ ლარი დაუჯდა - უწყებები, რომლებმაც ყველაზე მეტი თანხა დახარჯეს

წელს, 6 თვეში სახელმწიფო უწყებებმა მივლინებებში 35,4 მლნ ლარი დახარჯეს, რაც 15,8 მლნ ლარით მეტია, გასული წლის ანალოგიური პერიოდის ხარჯებზე. 2022 წლის 6 თვეში მივლინების ხარჯმა 19, 6 მლნ ლარი შეადგინა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, ბიუჯეტის მონიტორის მონაცემებით, უწყებებს შორის, წელს 6 თვის განმავლობაში, მივლინებაში ყველაზე მეტი თანხა, 6,6 მლნ ლარი, იუსტიციის სამინისტრომ დახარჯა, რომელსაც თანხის მოცულობით, თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროები მოსდევს. უფრო

ურსულა ფონ დერ ლაიენი საქართველოს - თქვენ ხართ ევროპა, ჩვენ გვსურს, ევროკავშირს შემოუერთდეთ

გილოცავთ, გააგრძელეთ კარგი მუშაობა, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როდესაც მან უპასუხა შეკითხვას, რა გზავნილი აქვს საქართველოსთან და რას ურჩევდა ქვეყანას, რომელმაც კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო. „თქვენ ხართ ევროპა, ჩვენ გვსურს, ევროკავშირს შემოუერთდეთ და მოდით, ერთად ვიმუშავოთ“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა. ცნობისთვის, ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი გუშინ მიანიჭა. ipn

გახარიას გუნდი „ოცნებას“: გადაიყვანეთ სააკაშვილი საპატიმროში. შეწყვიტეთ დაშლილი „ნაცმოძრაობის“ გადარჩენა!

პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“ ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის კლინიკა „ვივამედიდან" სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანისკენ მოუწოდებს. როგორც დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, არ შეიძლება უცხო ქვეყნის მოქალაქეს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევისა და მონაწილეობის უფლება ეძლეოდეს. დაუშვილის თქმით, ადგილი აქვს „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის" სისტემატურ დარღვევას, რაც უნდა შეწყდეს და ახალი წლების შემდეგ მაინც გადაყვანილ იქნას მიხე

ბექა ლილუაშვილი - ჩვენ იმდენად მყარად ვდგავართ სიმართლეზე, “ოცნება” კი არა, ათი “ოცნება” და ივანიშვილი რომ დაემატოს და დაგვიწყოს ბრძოლა, ვერ გაგვაჩერებენ! კორუფციასთან ბრძოლას და მის ამ ქვეყანაში დამარცხებას, ჩვენ ბოლომდე გავიყვანთ!

“ჩვენ იმდენად მყარად ვდგავართ სიმართლეზე, “ოცნება” კი არა, ათი “ოცნება” და ივანიშვილი რომ დაემატოს და დაგვიწყოს ბრძოლა, ვერ გაგვაჩერებენ! კორუფციასთან ბრძოლას და მის ამ ქვეყანაში დამარცხებას, ჩვენ ბოლომდე გავიყვანთ!” ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე.   ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1594092931349717/

ნონა წოწორიას თანახმად, მოსამართლე თევზაძემ მასზე დეზინფორმაცია გაავრცელა

სტრასბურგის ყოფილი მოსამართლე ნონა წოწორია უარყოფს ქართველი მოსამართლის, ლევან თევზაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მან უკრაინაში მოსამართლეების კეთილსინდისიერების (ე.წ. ვეტინგი) შემოწმების პროცესში მიიღო მონაწილეობა, რის შედეგადაც შერჩეული უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ქრთამის ფაქტზე დააკავეს. როგორც ნონა წოწორია აცხადებს, პირიქით, მან იმ გენპროკურორის შერჩევაში მიიღო მონაწილეობა, რომელმაც ზემოხსენებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლე დააკავა “ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა ჩ
×
×
  • შექმენი...