Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.106.554

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

GWP: წიწამურში დაზიანებული წყალსადენის აღდგენის სამუშაოები შეიძლება გახანგრძლივდეს

GWP კვლავ ვერ ამბობს, როდის დასრულდება წიწამურის მაგისტრალური წყალსადენის დაზიანების აღმოფხვრა. კომპანიის განცხადებით, აღნიშნული წყალსადენის დაზიანებული მონაკვეთი ხელოვნურად ნაყარი გეოლოგიურად არასტაბილური გრუნტის ქვეშ მდებარეობს, რაც სამუშაოების წარმოებას საკმაოდ ართულებს და შესაძლოა გამოიწვიოს სამუშაო პროცესის გახანგრძლივება. GWP-ის განცხადებით: კომპანიისვე განცხადებით, წიწამურის მიმდებარედ დაზიანებული წყალსადენი წყლით ამარაგებს თბილისში ვაკე-საბურთალოს და გლდანის რაიონების ნა

ბექა ლილუაშვილი - გენპროკურორად დაინიშნება ის, ვინც „ქართულ ოცნებას“ აწყობს - ის ცდილობს, სახელმწიფო ინსტიტუტებზე გავლენები გაიმყაროს, თუმცა არჩევნების შემდეგ ყველაფერი ჩამოეშლება, როგორც ბანქოს სახლი

ხელისუფლება ცდილობს, სახელმწიფო ინსტიტუტებზე გარკვეული გავლენები გაიმყაროს, თუმცა არჩევნების შემდეგ ეს ყველაფერი ჩამოეშლება, როგორც ბანქოს სახლი, - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა გენერალური პროკურორის არჩევაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, გენერალურ პროკურორად დაინიშნება ის, ვინც "ქართულ ოცნებას" აწყობს და ეს პროცესი დაორგანიზდება ისე, როგორც მმართველ გუნდს უნდა, იმიტომ, რომ ის ამ თვალსაზრისით ერთპიროვნულ შესაძლებლობას ფლობს. "ეს პროცესი დღეს იმდე

თეა გოდოლაძე - გამოტანილმა მთავარმა დასკვნამ გაგვიმყარა აზრი, რომ წინასწარი შეტყობინების სისტემების და მონიტორინგის არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა შოვის ტრაგედიის თავიდან აცილება

გამოტანილმა მთავარმა დასკვნამ გაგვიმყარა აზრი იმის შესახებ, რომ წინასწარი შეტყობინების სისტემების და მონიტორინგის არსებობის შემთხვევაში (და არა განგაშის სისტემების)აუცილებლად შესაძლებელი იქნებოდა შოვის ტრაგედიის თავიდან აცილება,- ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა თეა გოდოლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. თეა გოდოლაძემ მის მოადგილე, ლაშა სუხიშვილთან ერთად შოვში მომხდარი სტიქიური მოვლენის შესახებ კვლევის პრეზენტაცია გამ

ნათია მეზვრიშვილი - რეალურად “ოცნებას” არ აწყობს "ნაცების" წინააღმდეგ რაიმე პროცესის დაწყება და უბრალოდ ატყუებს ჩვენს მოქალაქეებს (ვიდეო)

თუ “ოცნებას” ნაცების დასრულება უნდოდა სად იყვნენ თორმეტი წელი? ან სად არიან დღეს? რეალურად “ოცნებას” არ აწყობს ნაცების წინააღმდეგ რაიმე პროცესის დაწყება და უბრალოდ ატყუებს ჩვენს მოქალაქეებს. ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1040141617047535

ბექა ლილუაშვილი: ამ არჩევნებზე ჩვენი მთავარი ამოცანაა, შევცვალოთ ხელისუფლება ისე, რომ არ მოხდეს "ნაციონალური მოძრაობის" დაბრუნება ხელისუფლებიის სადავეებთან (ვიდეო)

ამ არჩევნებზე ჩვენი მთავარი ამოცანაა, შევცვალოთ ხელისუფლება ისე, რომ არ მოხდეს "ნაციონალური მოძრაობის" დაბრუნება ხელისუფლებიის სადავეებთან.     ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" თავმჯდომარე.   ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/362875716891971/

„საქართველომ აღიაროს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა" — კოკოითი ივანიშვილს ეხმაურება

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ყოფილი ლიდერი, ედუარდ კოკოითი, რომელიც 2008 წლის აგვისტოში ე.წ. პრეზიდენტი იყო, გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის განცხადებას „ოსი ძმებისთვის ბოდიშის მოხდის” შესახებ და განაცხადა, რომ „საქართველომ უნდა აღიაროს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა”. მისივე თქმით, ეს საკმარისი არ იქნება, ვინაიდან „საქართველომ სამხრეთ ოსეთს 1920 წლიდან 10 მილიარდი დოლარის ეკონომიკური ზიანი მიაყენა”. მან ასევე თქვა, რომ „მსოფლიოში არსებული დაძაბული სიტუაციიდან, ამერიკის შეერთებული შტ

გახარია: ჩვენმა გუნდმა დავთმეთ პრაქტიკულად ყველაფერი, რისი დათმობაც შეიძლებოდა

პარტია საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია იმედს გამოთქვამს, რომ მამუკა ხაზარაძესთან მოლაპარაკებები შედეგს გამოიღებს. ამასთან, როგორც გახარიამ გიორგი თარგამაძის ფორმულაში განაცხადა, მისი გუნდის მთავარი ამოცანა ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის არჩევნების გზით ოპოზიციაში გადაყვანაა. "მიმდინარე პროცესია, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში, დღეს ეს ყველაფერი დამთავრდება, უნდა დამთავრდეს... აქ ბევრი დრო აღარ არის, ჩვენმა გუნდმა დავთმეთ პრაქტიკულად ყველაფერი, რისი დათ

გიორგი გახარია: ჩვენც არ ვართ მარტო ერთი პარტია, მათ შორის პარტიული შემომატებებიც იქნება

საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ პარტიული შემომატებები ექნებათ, თუმცა მეტ დეტალზე ის არ საუბრობს. გახარია აღნიშნავს, რომ გარკვეული შემომატებები მანამდეც ჰქონდათ, მაგრამ ამის გამოსაცხადებლად კონკრეტულ თარიღს ელოდებიან. "შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენც არ ვართ მარტო ერთი პარტია. უბრალოდ, ჩვენ ზოგიერთი პარტიისგან განსხვავებით არ გაგვიცხადებია ეს ღიად, რადგან ველოდებით გარკვეულ თარიღს, როდესაც გამოვაცხადებთ ამ ყველაფერს. ეს არ არის ის მომენტი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ ჩ

ახალ ევროპარლამენტში ერთ-ერთ პირველ სხდომაზე საქართველოზე იმსჯელებენ

ახალარჩეულ ევროპარლამენტში პლენარული სესიის ერთ-ერთ პირველ სხდომაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ. 8 ოქტომბერს ევროპარლამენტში  საქართველოს შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი ისაუბრებს. „დემოკრატიული უკუსვლა და პოლიტიკური პლურალიზმის საფრთხე საქართველოში“ – ასე ჰქვია ბორელის მოხსენებას. ნეტგაზეთის ინფორმაციით, განიხილება ამავე საკითხზე ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის  მიღებაც. ამავე სხდომაზე ჯოზეფ ბორელს მოხსენება ექნება მ

გარდაიცვალა პოეტი და მთარგმნელი გივი შაჰნაზარი

91 წლის ასაკში გარდაიცვალა პოეტი და მთარგმნელი, გივი შაჰნაზარი. ინფორმაციას მწერალთა სახლი ავრცელებს. პროფესიით აღმოსავლეთმცოდნე შაჰნაზარი 1950-იანი წლებიდან აქვეყნებს თარგმანებს სომხური, აფხაზი და ოსური ენებიდან. მიღებული აქვს სომეხი პოეტის, ეღიშე ჩარენცისა და ივანე მაჩაბლის სახელობის პრემიები. 2015 წელს გახდა თბილისის საპატიო მოქალაქე. არის ღირსების ორდენისა და თბილისის ერთგულების ორდენის მფლობელი.   ნეტგაზეთი

"მავნე პრაქტიკაა, რომ კომპანიები ტენდერებს იგებენ და ვალდებულებებს არ ასრულებენ"- სოფიო ხორგუანი

ამორტიზებული გზები, დაუსრულებელი პროექტები და ტენდერები, რომელიც ვადებში ვერ სრულდება - რეგიონის ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა სამცხე-ჯავახეთში ბრიფინგი გამართა. სოფიო ხორგუანმა რეგიონში გზების სავალალო მდგომარეობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ზოგიერთი პროექტი ჯერ კიდევ 2022-23 წლებში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ამ დრომდე კვლავ რჩება დაუსრულებელი მონაკვეთები. რთული მდგომარეობაა როგორც სახელმწიფო მნიშვნელობის, ისე სატრანზიტო და სოფლებთან დამაკავშირებელ გზ

ვიქტორია ბეკჰემი მატილდა გვარლიანის ფოტოებს აქვეყნებს - ქართველი მოდელი დიზაინერის რჩეულებს შორისაა

დი­ზა­ი­ნე­რი ვიქ­ტო­რია ბეკ­ჰე­მი "ინ­სტაგ­რამ­ზე" ქარ­თვე­ლი მო­დე­ლის, მა­ტილ­და გვარ­ლი­ა­ნის ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს. მა­ტილ­და ერთ-ერთი იყო იმ მო­დე­ლებს შო­რის, რომ­ლებ­მაც პა­რი­ზის მო­დის კვი­რე­ულ­ზე ვიქ­ტო­რი­ას ახა­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი წა­რად­გი­ნეს.   მა­ტილ­და გვარ­ლი­ან მსოფ­ლიო მო­დის ინ­დუსტრი­ა­ში კარ­გად იც­ნო­ბენ, ის უდა­ვოდ არის ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი მო­დე­ლი. მიმ­დი­ნა­რე პა­რი­ზის მო­დის კვი­რე­უ­ლი კი მა­ტილ­დას­თვის გან­სა

უცხოური მედია თბილისში გამართულ მარშს - „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ ეხმაურება

ათიათასობით ქართველმა საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე პროევროპული აქცია გამართა, აქციის მონაწილეები აფრიალებდნენ ევროკავშირისა და საქართველოს დროშებს და ეჭირათ ბანერები წარწერებით: „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“, - ასე ეხმაურება სააგენტო „ფრანს-პრესი“ თბილისში გამართულ მარშს - „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“. გამოცემა წერს, რომ მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები განიხილება, როგორც გადამწყვეტი გამოცდა ქვეყნის დემოკრატიისთვის და მისი ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობისთვის.

მაია სანდუ - ქურდებს სურთ, ჩვენი ხმები და ქვეყანა იყიდონ, მაგრამ ხალხის ძალა უფრო ძლიერია, ვიდრე მათი მაქინაციები

ხმა მივეცი მოლდოვას, მჯერა, რომ ჩვენი მოქალაქეები გააკეთებენ სწორ არჩევანს ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ, - მოლდოვური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პრეზიდენტმა მაია სანდუმ მას შემდეგ განაცხადა, რაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში არჩევანი დააფიქსირა. „დღეს, როგორც არასდროს, ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანები, შევინარჩუნოთ მშვიდობა, დავიცვათ ჩვენი ხმა და ჩვენი დამოუკიდებლობა. ქურდებს სურთ იყიდონ ჩვენი ხმა და ჩვენი ქვეყანა, მაგრამ ხალხის ძალა უსაზღვროდ უფრო ძლიერია, ვიდრე მათი ნებისმიერი მაქინაცია“

პრეზიდენტი თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე - საქართველო გადარჩება

საქართველო გადარჩება - ერთი წესიერი მოსამართლე გამოჩნდა , - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლის ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებას, რომელმაც არჩევნების ფარულობასთან დაკავშირებით საიას სარჩელი დააკმაყოფილა. როგორც ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ერთგულ და გულანთებულ მოქალაქეს არაფერი გამოლევს ქვეყანაში. “საქართველო გადარჩება - ერთი წესიერი მოსამართლე გამოჩნდა, ერთი ღირსეული დიპლომატი და უამრავი უცნობი გმირი - ისიც არ დავი

„გახარია საქართველოსთვის“ შეხვედრა საერთაშორისო პარტნიორებთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან - წარვადგინეთ არჩევნების გაყალბების სქემა, მეთოდების ანალიზი და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის ხედვა

„გახარია საქართველოსთვის“ შეხვედრა საერთაშორისო პარტნიორებთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან. - წარვადგინეთ არჩევნების გაყალბების სქემა, მეთოდების ანალიზი და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის ხედვა. AQNasaBjIIv2WeyoHAZAsNC4GbxzKCPUMEfB6vwgitX0pcu9DZr0UkvOf3OjkSRn99bH91zpzXm30hxNUEsgM7Lk.mp4

„არ ვცნობთ ჩატარებულ არჩევნებს და პარლამენტს ლეგიტიმურად" - სტუდენტების მანიფესტი

საქართველოში მოქმედი 13 უნივერსიტეტის სტუდენტებმა მანიფესტი წაიკითხეს. სტუდენტები აღნიშნავენ, რომ არ ცნობენ 26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებსა და მისი შედეგებით დაკომპლექტებული პარლამენტის ლეგიტიმურობას. ამ მანიფესტს ხელს აწერენ სტუდენტები შემდეგი უნივერსიტეტებისა: ილიას უნივერსიტეტი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი; აგრარული უნივერსიტეტი; თავისუფალი უნივ

ნათია მეზვრიშვილი - პერსონალურად მოგმართავთ... კანონი და მანდატი გავალდებულებთ გაემიჯნოთ ივანიშვილის და მისი „ოცნების“ ღალატს და იმოქმედოთ - ხალხს აჩვენეთ სად დგახართ

"პერსონალურად მოგმართავთ: სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს - კოკა კაციტაძეს; გენერალური პროკურორს - გიორგი გაბიტაშვილს, გენერალური პროკურორის მოადგილეებს - გიორგი ბადაშვილს, ავთო კოჭლამაზაშვილს, ნათია მერებაშვილს, შოთა რიჟამაძეს. მინიმუმ ჩაატარეთ ბრიფინგი და გვითხარით - აპირებთ სასწრაფოდ იმოქმედოთ და აღკვეთოთ ძალადობა თუ ფორმდებით სახელმწიფოს, კონსტიტუციის და ხალხის ღალატის და ევროინტეგრაციის პროცესის ძალადობით შეჩერების თანამონაწილე? კიდევ ერთხელ: ძალიან ვაფას

ვარშავაში საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს - სამი ქართველი დაკავებულია

ვარშავაში ქართველების ჯგუფის ჩხუბის შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ვარშავის პოლიცია და პოლონური მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, საქართველოს 31 წლის მოქალაქე საავადმყოფოში გარდაიცვალა, მას შემდეგ, რაც ის კონსტიტუციის მოედანზე მდებარე რესტორნის წინ მომხდარ ჩხუბში მკერდის არეში დანით დაჭრეს. პოლიციის ინფორმაციით, მის გარდა ჩხუბში საქართველოს კიდევ სამი მოქალაქე დაშავდა. გამოცემა Polsat News-ის ცნობით, ჩხუბში 8 ადამიანი მონაწილეობდა. ინციდენტთან დ

14 აპრილს, 12:00 საათზე, "საქართველოსთვის" ოფისში, პარტიის თავმჯდომარის, ექსპრემიერ გიორგი გახარიას ბრიფინგი გაიმართება

14 აპრილს, 12:00 საათზე, "საქართველოსთვის" ოფისში, პარტიის თავმჯდომარის, ექსპრემიერ გიორგი გახარიას ბრიფინგი გაიმართება.    იმავე დღეს, ზუსტად 12:00 საათზე გახარიას "ქართული ოცნების" პარლამენტში, დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ელოდებიან.    კომისიაზე, რომელიც "ნაციონალური მოძრაობისა" და მისი მაღალჩინოსნების საქმიანობის შესასწავლად შეიქმნა, გიორგი გახარია 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე დაიბარეს. იმ დროს გახარია "ქართული ოცნების" მთავრობის შინაგან საქმეთა მინი

მაია ცქიტიშვილი - ჩემთვის ცნობილი იყო ჩორჩანაში საგუშაგოს განთავსებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, ასევე, გზის გაყვანის საჭიროებაზე - ყველანი ვხედავდით, რომ ბორდერიზაციის საფრთხე არსებობდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მინისტრობის პერიოდში მას ჰქონდა ინფორმაცია როგორც ჩორჩანას საგუშაგოს განთავსების, ასევე გზის გაყვანის საჭიროების შესახებ. შესაბამისი განცხადება ცქიტიშვილმა გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვის დასრულების შემდეგ მედიასთან გააკეთა. ცქიტიშვილის თქმით, ჯერ კიდევ 2019 წლის დასაწყისიდან დაწყებული იყო მსჯელობა ჩორჩანაში ბორდერიზაციის გააქტიურებასთან დაკავშირებით, ამიტომ ხელისუფლებას იმ დროისთვის არსებული

გრიპის უფასო ვაქცინაციის ვადა დღეს იწურება

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაციის ვადა დღეს, 14 ნოემბერს, იწურება. აცრის გაკეთება ვაქცინაციის პროცესში ჩართულ 400-მდე სამედიცინო დაწესებულებაშია შესაძლებელი. უფასო ვაქცინაციის სპეციალური აქცია 7 ნოემბერს დაიწყო. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ 200 000 დოზა სანოფი პასტერის წარმოების 4-კომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია "ჯანმოს" მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯან

Bloomberg-ზე ერთი დოლარი 2.7150 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.7150 ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა 2.7142 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 22 ნოემბრის დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.7192 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7951 ლარია.

პროკურატურა დიდი ოდენობით ფულის გათეთრების საქმეს იძიებს - სავარაუდო დამნაშავე უცხო ქვეყნის მოქალაქეა

პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა და ფულის გათეთრების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, ინფორმაცია საზოგადოებას დღეს გამართულ ბრიფინგზე მიაწოდა პროკურორმა ბექა კვიციანმა. მისი განცხადებით, საუბარია 7 მილიონამდე ლარზე, რომელიც სავარაუდო დამნაშავემ ქართულ ბანკში გახსნილ პირად ანგარიშებზე განათავსა. გამოძიების ვერსიით, უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ფინანსური დანაშაულებისთვის არის ძებნილი, ქართულ ბანკში დაუსაბუთებელ და არალეგალურ შემოსავლებს

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა მხარდაჭერის კრიტიკულ მასას აგროვებს, რათა შეიქმნას სპეციალური ტრიბუნალი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დანაშაულთან დაკავშირებით

უკრაინა აგროვებს მხარდაჭერის კრიტიკულ მასას, რათა შეიქმნას სპეციალური ტრიბუნალი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დანაშაულთან დაკავშირებით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ახლა საკმაოდ აქტიური მოძრაობაა უკრაინული მშვიდობის ფორმულის კიდევ ერთ პუნქტზე – სასურსათო უსაფრთხოებაზე. ზელენსკიმ პირობა დადო, რომ გააგრძელებს ბრძოლას უკრაინის „სულიერი დამოუკიდებლობისთვის“. „ლონდონი, პარიზი, ბერლინი, ვარშავა და
×
×
  • შექმენი...