Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.107.585

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

რუსული კანონის აქციებზე პოლიციელთა სავარაუდო დანაშაულები არ გამოიძიეს – საია

რუსული კანონის პროტესტის დროს სამართალდამცველთა მხრიდან სავარაუდო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები სათანადოდ არ გამოუძიებიათ და პასუხისმგებელი პირები არ გამოუვლენიათ, აცხადებს საია. საიას [საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის] განცხადებით, ეს განსაკუთრებით საგანგაშოა იმ ფონზე, როცა რუსული კანონის პროტესტის მონაწილეების მიმართ საქმეები აქტიურია. „ჩვენი ორგანიზაცია ახორციელებს 9 პირის სისხლის სამართლის საქმის მონიტორინგს, რომლებიც დაკავებული იყვნენ რუსული კანონის საწინააღმდეგო პ

მერაბ დვალიშვილი UFC-ის მეორე ქართველი ჩემპიონი გახდა

მერაბ დვალიშვილმა UFC 306-ზე საჩემპიონო ბრძოლაში მოქმედი ჩემპიონი შონ ო’მალი დაამარცხა და UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ქამარს დაეუფლა. მერაბ დვალიშვილი მეორე ქართველი მებრძოლია, რომელიც UFC-ის ჩემპიონი გახდა. შეგახსენებთ, რომ 2024 წლის თებერვალში ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი ილია თოფურია გახდა.   პუბლიკა

ეუთო/ოდირი - წინასაარჩევნო პერიოდი საკმაოდ მშვიდ გარემოში მიმდინარეობს - სახელისუფლებო პარტიამ არჩევნები წარმოადგინა ომსა და მშვიდობას შორის გასაკეთებელ არჩევანად, სადაც მშვიდობას „ქართული ოცნება“ განასახიერებს, ომს კი - მათი ოპონენტები

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი საქართველოში წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს. როგორც გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი, საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია საკმაოდ მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, თუმცა, რამდენიმე შემთხვევაში ODIHR-ის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას პროცესში ჩართული დაინტერესებული მხარეები მათი საარჩევნო ღონისძიებების ჩაშლის, სიტყვიერი შეურაცხყოფის, საარჩევნო კამპანიისთვის განკუთვნილი

სოფიო ხორგუანი სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს და სუს-ის რეგიონული სამსახურის უფროსს საარჩევნო დარღვევების პრევენციისკენ მოუწოდებს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, სოფიო ხორგუანმა, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს და სუს-ის რეგიონული სამსახურის უფროსს საარჩევნო დარღვევების პრევენციისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. „სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს და სუს-ის რეგიონულ უფროსს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე, 163-ე, 164-ე მუხლებს გახსენებთ, რომლებიც საარჩევნო დანაშაულს უკავშირდება და მოგიწოდებთ იმოქმედოთ კანონისმიერად, რათა რეგიონში

სალომე ზურაბიშვილი - თუ პროევროპული ძალები და ქარტიის ხელმომწერი პარტიები არჩევნებში გაიმარჯვებენ, სავარაუდოდ, მათთან ერთად ვიქნები

თუ პროევროპული ძალები და ქარტიის ხელმომწერი პარტიები არჩევნებში გაიმარჯვებენ, სავარაუდოდ, მათთან ერთად ვიქნები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამოცემა Politico-სთან ინტერვიუში განაცხადა. “თუ პროევროპული ძალები და ქარტიის ხელმომწერი პარტიები არჩევნებში გაიმარჯვებენ, სავარაუდოდ, მათთან ერთად ვიქნები, რათა მათთან ერთად ეს ქარტია შემდეგ ევროპულ საბჭოზე მივიტანოთ და მოლაპარაკებების გახსნა უზრუნველვყოთ, რა თანამდებობაზეც არ უნდა ვიყო - და ეს ჯერ კიდევ გასარკვევია”, -

ბექა ლილუაშვილი - ჩვენ ვაგრძელებთ საზოგადოების ინფორმირებას

ჩვენ ვაგრძელებთ საზოგადოების ინფორმირებას. დღეს, ჩვენ ვდგავართ იმ მოცემულობის წინაშე, როდესაც არა მხოლოდ დემოკრატიისთვის გვიწევს ამ ნაბიჯების გადადგმა, დემოკრატიის დაცვა ამ ქვეყანაში, არამედ გვიწევს დავიცვათ თითოეული ჩვენთაგანის ეკონომიკური კეთილდღეობა, სოციალური მდგომარეობა. ბექა ლილუაშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/360635610406003

ნათია მეზვრიშვილი, არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატ მოსამართლესთან იკითხება

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატ მოსამართლესთან იკითხება. როგორც მან გამოკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის ცირკი და ყალბი გამოძიება. „ეს არის ყალბი გამოძიება, ყველას კარგად მოგეხსენებათ, როგორ დაიწყო ცესკოს და ივანიშვილის კარნახით. შესაბამისად, ამ გამოძიების მიმართ არავითარი ნდობა არ გამაჩნია. მოვედი მაგისტრატ მოსამართლესთან იმისთვის, რომ ჩვენი პარტიის სახელი

მიხაილ როთის თქმით, 11 ნოემბერს თბილისს EU-ის წევრი 8 ქვეყნის დელეგაცია ეწვევა

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაილ როთის თქმით, 11 ნოემბერს თბილისში ევროკავშირის წევრი 8 ქვეყნის – ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთისა და გერმანიის კომიტეტების თავმჯდომარეთა დელეგაცია ჩამოვა.

თეონა აქუბარდია - ბეწვზე ჰკიდია ივანიშვილის ძალაუფლება - ივანიშვილი დგას შიშზე და ჩვენ ამ შიშს უნდა დავუპირისპიროთ წინააღმდეგობა

ბეწვზე ჰკიდია ივანიშვილის ძალაუფლება - ივანიშვილი დგას შიშზე და ჩვენ ამ შიშს უნდა დავუპირისპიროთ წინააღმდეგობა, რომელიც, საბოლოო ჯამში, გადატეხს იმ ძალას, რომელიც მას დღეს ხელში აქვს. ამის გაკეთება შეგვიძლია მწყობრად, მშვიდობიანად! - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა მშვიდობიან პროტესტს უხეში პოლიციური ძალა დაუპირისპირა. „ყველამ ძალიან კარგად ნახა მშვიდობიან პროტესტს როგორ დაუპირისპირა უხეში პოლი

არსებული ინფორმაციით, სოფელ კარდენახში მკვლელობა მოხდა - გარდაცვლილია ორი ახალგაზრდა

კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია ორი ახალგაზრდა. „ინტერპრესნიუსის“ რეპორტიორი შემთხვევის ადგილზე იმყოფება და დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. ამასთან, „ინტერპრესნიუსი“ მკვლელობის დეტალებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.   იპნ

საია - პროტესტის მონაწილეების მიმართ სასამართლო პროცესების გაჭიანურება აჩენს ეჭვს, რომ საქმეები მიზანმიმართულად არ სრულდება, რათა პრეზიდენტმა უფლებამოსილების ვადაში შეწყალება ვერ მოასწროს

„რუსული კანონის“ საპროტესტო აქციების მონაწილე პირების სისხლის სამართლის საქმეების განხილვას სასამართლო აჭიანურებს. ამის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებაშია ნათქვამი. განცხადების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლო კვლავ განიხილავს აპრილი-მაისის "რუსული კანონის" საპროტესტო აქციებზე დაკავებული 6 აქტივისტის საქმეებს. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულები დიდი ხანია პატიმრობაში იმყოფებიან, საქმეების განხილვა მუდმივად ჭიანურდება. „პროტესტის მონაწილეების მიმართ სასამართლო

რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული დონეცკის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ, „ქართული ლეგიონის“ მეთაურ მამუკა მამულაშვილს დაუსწრებლად 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული დონეცკის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ მამუკა მამულაშვილს დაუსწრებლად 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. „ქართული ლეგიონის“ მეთაურთან, მამუკა მამულაშვილთან ერთად, ე.წ. უზენაესმა სასამართლომ კიდევ სამ ქართველ მებრძოლს, გიორგი რუსიტაშვილს, ნოდარ პეტრიაშვილსა და ვანო ნადირაძეს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ე.წ. სასამართლომ მათ თავისუფლების აღკვეთა „დაქირავებული ჯარისკაცის შეიარაღებულ კონფლიქტში მონ

სალომე ზურაბიშვილი - სასწრაფოდ მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს: დროა, ძლიერი ზეწოლა მოახდინოთ მმართველ პარტიაზე, რომელიც ქვეყანას კლდიდან აგდებს, ნუ დააგვიანებთ!

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში განხორციელებულ დაკავებებს ეხმაურება და საქართველოს პარტნიორებს მმართველ პარტიაზე ზეწოლის მოხდენისკენ მოუწოდებს. „რეპრესიები საქართველოში - სასწრაფოდ მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს და მათ, ვისაც სურთ აღკვეთონ კრიზისის გაღრმავება და არასტაბილურობა, დროა ძლიერი ზეწოლა მოახდინოთ მმართველ პარტიაზე, რომელიც ქვეყანას კლდიდან აგდებს! ნუ დააგვიანებთ“, - წერს პრეზიდენტი სოციალურ პლატფორმა X-ზე. სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე კიდეც ერთ

სანდრო ბუკიას ბიძა: სანდროს ეპილეფსია აქვს. გათავისუფლებულია, თუმცა ძალიან მძიმედაა ნაცემი

19 წლის სანდრო ბუკია, რომელსაც ეპილეფსია აქვს და სპეცრაზმმა გუშინ დააკავა, თავისუფალია, თუმცა ოჯახის თქმით, მას მრავლობითი დაზიანებები აქვს, თავის, სახისა და სხეულის არეში. ამის შესახებ ბუკიას ბიძამ „ტვ პირველის” ეთერში განაცხადა. სანდრო ბუკიას დედა დაკავებისას სპეცრაზმს ეუბნებოდა, რომ სანდროს ეპილეფსია აქვს, თუმცა სპეცრაზმმა ქალის სიტყვები არ გაითვალისწინა. ბუკია ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა.

პოლონეთის სენატმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად აღიარა

პოლონეთის სენატმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. ინფორმაცია ამის შესახებ სენატის ვებგვერდზეა განთავსებული. განცხადებაში აღნიშნულია, რომ რეზოლუცია რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების ტერორისტულ რეჟიმად აღიარების შესახებ ერთხმად იქნა მიღებული, მას 85-ვე სენატორმა დაუჭირა მხარი. რეზოლუციაში პოლონეთის სენატი “მკაცრად გმობს რუსეთის აგრესიას და მოუწოდებს ყველა ქვეყანას, რომელიც მხარს უჭერს მშვიდობას, დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს, აღიარონ რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება ტერორ

სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის დიდი პოტენციალი არსებობს - EU-ს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ტოივო კლაარი ფიქრობს, რომ სომხეთს, აზერბაიჯანს და საქართველოს შორის დიდი პოტენციალი არსებობს სამმხრივი თანამშრომლობისთვის, რაც ყველას სასიკეთოდ წაადგება. ამის შესახებ მან "ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. "საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს ორი მეზობლის გაერთიანებაში. ქვეყანას შეუძლია ხელი შეუწყოს [მეზობლებს] ისეთ სფეროებში თანამშრომლობაში, სადაც შესაძლოა წარსულში თანამშრომლობა შეუძლებელი/წარმოუდგენელი იყო, მაგრამ ახლა უფ

კრემლის ჰაკერებმა ლიზ ტრასის ტელეფონი გატეხეს - მედია

ლიზ ტრასის მობილური ტელეფონი გატეხეს კრემლთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა, როდესაც ის ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. კიბერკრიმინალებმა მოახერხეს ღირებულ მონაცემებზე წვდომა. ოპოზიცია გამოძიებას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული ტაბლოიდი Daily Mail-ზე დაყრდნობით ავრცელებს, შემდეგ კი ეს სიახლე Reuters-მაც გააშუქა. გამოცემის ცნობით, ჰაკერებმა, სავარაუდოდ, მიიღეს წვდომა საერთაშორისო პარტნიორებთან მოლაპარაკებების საიდუმლო დეტალებზე, მათ შორის უკრაინაში იარაღის მიწოდებაზე, ასევე ტრ

ვის აღარ მისცემთ ხმას არასოდეს? – ოცნება – 30%, “ენმ” – 33% – კვლევის შედეგები

ამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტის დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 33% ამბობს, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” ხმას არასდროს მისცემს. თითქმის იგივე ვითარებაშია “ქართული ოცნებაც” მათ არასდროს აირჩევდა გამოკითხულთა 30%. გამოკითხულთა 18% მხარს არასდროს დაუჭერდა “პატრიოტთა ალიანს”, 15% ამბობს, რომ არასდროს დაუჭერენ მხარს “ალტ-ინფოს”. გამოკითხულთა 14% მხარს “ევროპულ საქართველოს” არ დაუჭერს. კვლევის მეთოდოლოგია, გამოკითხვის პერიოდი და ცდომილების ზღვარი შეგიძლიათ იხილოთ IRI – ის ო

პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა დატოვეს. ანა ბუჩუკურმა, მიხეილ დაუშვილმა და ბექა ლილუაშვილმა საკუთარი პროტესტის თაობაზე განცხადება ჟურნალისტებთან კომიტეტის დარბაზის მიღმა გააკეთეს. მათი თქმით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა რეგლამენტის დარღვევით დაიწყო, ვინაიდან მათ საკითხი დააყენეს იმის თაობაზე, რომ „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებულ კანონპროექტებთან ერთად განხილულიყო მათ მიერ მომზადებული ალტერნატიული კანონპროექტიც, რაზეც

დიდთოვლობის გამო გურიაში, გზის გარკვეულ მონაკვეთებზე მოძრაობა აიკრძალა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, გურიაში, საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთებზე მოძრაობა აიკრძალა. კონკრეტულად, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის 34-დან 53-ე კილომეტრამდე მონაკვეთზე (ჩხაკაურა-ბახმარო). მოძრაობა აკრძალულია ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის მე-13-დან 33-ე კილომეტრამდე მონაკვეთზეც. მოძრაობა თავისუფალია ჩოხატაურიდან სოფელ ჩხაკაურამდე.

ნატა საბანაძე ევროინტეგრაციის საკითხებზე (ვიდეო)

ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩი, საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი და გიორგი გახარიას საერთაშორისო მრჩეველი ნატა საბანაძე- ევროინტეგრაციის საკითხებზე.        10000000_667114672108460_7749060974544638687_n.mp4

ბექა ლილუაშვილი - ჩვენ ვერ ვხედავთ ჩვენს თავს პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ პლატფორმაში (ვიდეო)

"ჩვენ ვერ ვხედავთ ჩვენს თავს პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ პლატფორმაში." ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/865811621893522/

არჩევნების არჩევნებამდე გაყალბების მცდელობა: ფაქტები და გამოსავალი ამომრჩევლისათვის (ვიდეო)

არჩევნების არჩევნებამდე გაყალბების მცდელობა: ფაქტები და გამოსავალი ამომრჩევლისათვის: ვიდეო:   

მიშა დაუშვილი - გამოაქვეყნეთ განკარგულებები, ნუ მალავთ, ადრე თუ გვიან მაინც გამოქვეყნდება და ყველა გაიგებს იმ პერიოდის განმავლობაში რა გასხვისდა, ვისზე გასხვისდა

"ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა დღეს არის კორუფცია და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა, რაც უნდა იყოს მთავრობისთვის და “ოცნებისთის”, ეს უნდა იყოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ნაცვლად კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა, სამწუხაროდ ჩვენ ვხედავთ კორუფციის წახალისებას და ხელის დაფარებას.   რამდენიმე კვირის წინანდელი ამბავი მინდა გაგახსენოთ, დიდი აჟიოტაჟით გვამცნეთ ყველას, რომ ვაპირებთ სამთავრობო განკარგულებების გამოქვეყნებასო, შემდეგ ისე მოხდა, რომ ეს სამთავრობო განკარგულებები,

სახელმწიფომ “ქართუს” “გაკოტრების საქმის” საკომპენსაციოდ 7 მლნ-ის ქონება 1 ლარად გადასცა – BM.GE

ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულ ბანკ ქართუს თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე უძრავი ქონება სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადასცა, რის სანაცვლოდაც ამ უკანასკნელმა უარი თქვა სახელმწიფოსთან ყოველგვარ დავაზე ბანკის გაკოტრების საქმის ფარგლებში. ამის შესახებ ცნობილი გახდა BM.GE-ის მხრიდან ქონების სააგენტოდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციიდან, რომელიც  2023 წელს სიმბოლურ ფასად – 1 ლარად გასხვისებულ სახელმწიფო ქონებებს ეხება. ირკვევა, რომ ქონების სააგენტომ “ქართუს” 1 ლარად 7 მილიონი ლარი
×
×
  • შექმენი...