Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.107.550

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

სპეცრაზმმა პარლამენტთან აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყო - პოლიცია კვლავ წყლის ჭავლს იყენებს

სპეცრაზმმა პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების წყლის ჭავლით დაშლა დაიწყო. სპეცრაზმელები წყლის ჭავლს უშვებენ პარლამენტის გვერდით მდებარე ქუჩებიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით. მანამდე მათ აქციის მონაწილეების მისამართით გამოიყენეს ცრემლსადენი გაზიც. პროცესის პარალელურად სამართალდამცველები პარლამენტთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებენ. „მოქალაქეებო, დაიშალეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები სამოქალაქო წ

ტყუილად აპელირებენ რაღაც ჰუმანიტარულ, ფსევდოპატრიოტულ გრძნობებზე — ზურაბიშვილი „ოცნებაზე“

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოსნაირი სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტი დიასპორის მიმართ კომპლექსური სტრატეგიის ქონა უნდა იყოს და „არა კრემლის მიერ შერჩეულ დროს და დაკვეთილ მუსიკაზე ცეკვა“. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი ფეისბუკზე წერს, რითაც ის სახელისუფლებო პროპაგანდას ეხმიანება რუსეთში „საქართველოს მილიონზე მეტი მოქალაქის ცხოვრების“ შესახებ. მისი თქმით, ესაა ტყუილი აპელირება ჰუმანიტარულ და ფსევდოპატრიოტულ გრძნობებზე. „თუ ესოდენ გვაინტერესებს ქართულ

აკაკი გვიანიძე - 2023 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებული ერთ-ერთი ჩემს მიერ მერისთვის გაგზავნილი შენიშვნა გათვალისწინებულია - ბათუმის ავტობუსებში გაჩერებებს გამოაცხადებენ, რაც პირველ რიგში შშმ პირებისთვისაა აუცილებელი

2023 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებული ერთ-ერთი ჩემს მიერ მერისთვის გაგზავნილი შენიშვნა (წინადადება) გათვალისწინებულია - ბათუმის ავტობუსებში გაჩერებებს გამოაცხადებენ, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" ბათუმის საკრებულოს წევრი აკაკი გვიანიძე წერს.   მისი თქმით, მუნიციპალურ ტრანსპორტში, სამარშრუტოზე ხაზზე მოძრავ ავტობუსებში, გაჩერების ტექსტის [ხმოვანი] გამოცხადების პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა-დანერგვასა და შემდგომი ყოველთვიურ მხარდაჭერაზე ტენდერი ავტოტრანსპორტმ

„დელტა“ - სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მიერ: საგარეჯოში, თელავში, ახმეტაში, სიღნაღში, ყვარელში, გურჯაანში, ლაგოდეხსა და დედოფლისწყაროში 2 სექტემბერს ღრუბლის მასები რამდენიმე ეტაპად ინტენსიურად დამუშავდა

2 სექტემბერს ჩრდილო-დასავლეთიდან შემოვიდა ფრონტალური ტიპის ღრუბლების მასები, ამ დროს ღრუბელში სეტყვისმარცვლის ზომა უკვე 42 მმ-ს შეადგენდა, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების დროული ჩარევის მიუხედავად მოხდა სეტყვის მარცვლის ფორმირება, რომელთა ზომამ 50 მმ-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ ავრცელებს. მათივე ცნობით, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მიერ: საგარეჯოს, თელავის, ახმეტის, სიღნაღის, ყვარლის, გურჯაანის, ლაგოდეხის და დედოფლისწყაროს მ

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა გადაწყვეტილება მიიღო, აზერბაიჯანის ხელისუფლებას ჩაბარდეს

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის მრჩეველმა, ყოფილმა „საგარეო საქმეთა მინისტრმა" დავით ბაბაიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ, შესაბამისი გამოძიების ჩატარების მიზნით, მისი ბაქოში ჩასვლა მოითხოვა. „ყველამ იცით, რომ მე ვარ შეყვანილი აზერბაიჯანის „შავ სიაში“ და აზერბაიჯანულმა მხარემ მოითხოვა ჩემი ბაქოში ჩასვლა შესაბამისი გამოძიებისთვის. გადავწყვიტე სტეფანაკერტიდან შუშაში ჩავსულიყავი. ეს გადაწყვეტილება, ბუნებრივია, გამოიწვევს დიდ ტკივილს, შფოთვას და სტრესს, პირვ

„რეალობასაა მოწყვეტილი“ – ნეთანიაჰუ ღაზაში ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ მინისტრის განცხადებაზე

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ მემკვიდრეობის მინისტრის, ამიჩაი ელიაჰუს განცხადებები ღაზაში ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ „რეალობასაა მოწყვეტილი“. „ამიჩაი ელიაჰუს სიტყვები რეალობასაა მოწყვეტილი. ისრაელი და ისრაელის თავდაცვის ძალები მოქმედებენ საერთაშორისო სამართლის უმაღლესი სტანდარტებით, რათა ზიანი არ მიადგეს [ომში] არჩართულ ხალხს. ასეც გავაგრძელებთ გამარჯვებამდე“, – ციტირებს პრემიერის განცხადებას „თაიმს ოფ ისრაელ“. ელიაჰუმ რადიო „კოლ ბერამასთან“ ინ

პარლამენტის წევრების გაზრდილი ხელფასები რიცხვების ნაცვლად, კოეფიციენტებით იქნება წარმოდგენილი - რეგლამენტში ცვლილებების პროექტი ამ მიმართულებით დაკორექტირდა

პარლამენტის წევრების გაზრდილი ხელფასები რიცხვების ნაცვლად, კოეფიციენტებით იქნება წარმოდგენილი. ამ მიმართულებით დაკორექტირდა რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი, რომელსაც პარლამენტი პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით იხილავს. როგორც მოქმედი რეგლამენტით, ასევე მასში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის თავდაპირველი ვარიანტით პარლამენტის წევრების ხელფასები კონკრეტული რიცხვებით იყო წარმოდგენილი, თუმცა რეგლამენტი ამ მიმართულებითაც იცვლება და ანაზღაურების ამსახველი რიცხვები შესაბამისი კოეფიციენტე

საგანგებო: შტორმის გამო თავი შეიკავეთ სანაპირო ზოლთან გადაადგილებისგან

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ზღვისპირა რეგიონებში მყოფ მოქალაქეებს მოუწოდებს, შტორმისა და უამინდობის გამო, თავი შეიკავონ სანაპირო ზოლთან გადაადგილებისგან. ფოთში სტიქიამ უკვე მოიტანა უარყოფითი შედეგები – ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა, დაზიანებულია მანქანები, დაზარალებულები დახმარებას მოითხოვენ. მძიმე ვითარებაა ოკუპირებულ აფხაზეთში. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 27 ნოემბრიდან 28 ნოემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ზოგან

პირი, რომელმაც ყოფილი მეუღლის საცხოვრებელ ბინაში ფარულად მოსასმენი მოწყობილობები დაამონტაჟა, საგამოძიებო სამსახურმა დააკავა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ყოფილი მეუღლისთვის მოსასმენი აპარატურის დამონტაჟების და მიყურადების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 1979 წელს დაბადებულმა, ქ. თბილისში მცხოვრებმა ბრალდებულმა, ყოფილი მეუღლის საცხოვრებელ ბინაში - მისაღებსა და საძინებელში, ფარულად მოსასმენი მოწყობილობები დაამონტაჟა. მოწყობილობებში განათავსა სიმ ბარათები და მათზე სატელეფონო ზარის განხორციელების გზით, თვ

ბექა ლილუაშვილი - რატომ ჩამორჩა საქართველო ევროკავშირთან თავსებადობას (ვიდეო)

"რატომ ჩამორჩა საქართველო ევროკავშირთან თავსებადობას." ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  409901323_891602262285191_8600872223981061306_n.mp4

სეს: იძებნება მოზარდი, რომელიც კახეთის გზატკეცილზე "გალფთან" ძაღლმა გაკაწრა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, იძებნება მოზარდი, რომელიც კახეთის გზატკეცილზე, კოსმონავტის ძეგლთან მდებარე გალფის ბენზინგასამართ სადგურთან ძაღლმა გაკაწრა. ძაღლს ცოფი დაუდასტურდა. "ქ. თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, კოსმონავტის ძეგლის მიმდებარედ არსებული გალფის ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიაზე, მკვდარ მიუსაფარ ძაღლს ლაბორატორიული კვლევის შედეგად ცოფი დაუდასტურდა. სურსათის ეროვნულ სააგენტოში შეტყობინება ძაღლის დაღუპვის შემდეგ, 18 დეკემბერს შემოვიდა. ცხოველის პათოლოგიური მასალ

ბერდია სიჭინავა - მიხეილ სააკაშვილი არის ბიძინა ივანიშვილის ჯოკერი (ვიდეო)

„მიხეილ სააკაშვილი არის ბიძინა ივანიშვილის ჯოკერი. როგორ გგონიათ, რატომ აძლევენ საშუალებას მიხეილ სააკაშვილს, პარტიული თათბირები ატაროს სასამართლო დარბაზიდან? ეს ჯოკერი ბიძინა ივანიშვილმა 2021 წელს გაათამაშა და იგივეს აპირებს ახლაც." ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი.  GMnQmRjuolzsa_IDAFRtS5NR2nNvbmdjAAAF.mp4

მოლდოვის პრეზიდენტი ქვეყნის ევროინტეგრაციის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოვიდა

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ ქვეყნის ევროინტეგრაციის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოვიდა. ამის შესახებ მაია სანდუმ მოლდოვის პრეზიდენტად არჩევის სამი წლისთვის აღსანიშნავად გავრცელებულ საგანგებო მიმართვაში განაცხადა. „ჩვენ კიდევ ბევრი რამის გაკეთება მოგვიწევს, რაც მთავარია მშვიდობისა და უკეთესი მომავლის უზრუნველყოფა ჩვენი მოქალაქეებისთვის და მათი შვილებისთვის. ჩვენ ასეთი მომავალი გარანტია მხოლოდ ევროკავშირის წევრად ყოფნის პირობებში გვაქვს. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ აუც

32-ე სკოლაში „წიწაკის სპრეის“ გაშვების ფაქტზე გამოძიება დაიწყო - დირექტორი და რამდენიმე პედაგოგი გამოკითხვაზე იმყოფებიან

32-ე სკოლაში „წიწაკის სპრეის“ გაშვების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. დირექტორი და რამდენიმე პედაგოგი გამოკითხვაზე იმყოფებიან. ამასთან, სკოლაში სამართალდამცველები კვლავ რჩებიან. როგორც „ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით. თბილისში, 32-ე სკოლაში სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის მანქანები იყო მობილიზებული. როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების სამინისტროში განუცხადეს, ერთ-ერთმა

ანა ბუჩუკური - სანამ კამერების წინ აბსურდებზე ექიშპებით ერთმანეთს, რეგიონები ახალგაზრდებისგან იცლება

·    2 დღის წინ დავბრუნდი სამეგრელოდან - გვქონდა უამრავი შეხვედრა ასეულობით ადამიანთან სამეგრელოს სხვადასხვა სოფელში. ·   როდესაც აი, ამ შენობაში მსხდომი ადამიანების ძირითადი ნაწილი ხშირ შემთხვევაში სრულ აბსურდზე ექიშპებით ერთმანეთს, ისიც როგორც წესი მხოლოდ კამერების წინ ყალბი შოუსთვის, ამ დროს რეგიონებში ადამიანებს ელემენტარული, საბაზისო მოთხოვნილებები არ აქვთ დაკმაყოფილებული. ელემენტარულად - სასმელი წყლის პრობლემაც კი არ არის ქვეყანაში მოგვარებული. და ჩვენ აქ საერთოდ რაზე ვსაუბრობთ?!

ო'ბრაიენი: თუ გსურთ იყოთ ჩვენს საზოგადოებაში, მაშინ ამ საზოგადოების წევრივით უნდა მოიქცეთ

„თუ გსურთ იყოთ ჩვენს საზოგადოებაში, მაშინ ამ საზოგადოების წევრივით უნდა მოიქცეთ,” – ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯეიმს ო’ბრაიენმა განაცხადა. ინფორმაციას X-ზე ჟურნალისტი ალექს რაფოღლუ ავრცელებს. ო’ბრაიენის  თქმით, ბოლო დროს საქართველოში განვითარებული მოვლენები, „კანონი, რომელიც მიზნად ისახავს სტიგმატიზაციას სწორედ იმ ჯგუფების, რომლებიც ეხმარებიან საქართველოს მოემზადოს მისი ევროპული და ტრანსატლანტიკური მისწრაფებებისთვის, ასევე ძალადობა მოქ

აშშ-მა სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში გამოაცხადა, რომელიც “ქართული ოცნების” წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავებს და კერძო პირებს მოიცავს

აშშ-მა სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში გამოაცხადა, რომელიც “ქართული ოცნების” წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავებს და კერძო პირებს მოიცავს. შესაბამისი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ბრიფინგზე გააკეთა. მეთიუ მილერის ბრიფინგი სწორედ საქართველოს საკითხით გაიხსნა. მეთიუ მილერის თქმით, შეზღუდვები გავრცელდება მათ ოჯახის წევრებზეც. ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა აღნიშნა, რომ სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში 24-დან 34 პირს მოიცავს. “შ

გიორგი გახარია - მინდა თითოეულ საქართველოს მოქალაქეს გავახსენო და ვუთხრა, რომ  ჩვენ, ქართველებს, ევროპულ კავშირში გაწევრიანებას ფასი უკვე გადახდილი გვაქვს და ეს ფასი გადახდილი გვაქვს რამოდენიმეჯერ, 2008-ში, 1992-ში, აფხაზეთშიც, სამაჩაბლოშიც..

"მინდა თითოეულ საქართველოს მოქალაქეს გავახსენო და ვუთხრა, რომ  ჩვენ, ქართველებს, ყველას ერთად ევროპულ კავშირში გაწევრიანებას ფასი უკვე გადახდილი გვაქვს და ეს ფასი გადახდილი გვაქვს რამოდენიმეჯერ, 2008-ში, 1992-ში, აფხაზეთშიც, სამაჩაბლოშიც და ყველგან.   დამნაშავეა ყველა ის პოლიტიკოსი, რომელიც დღეს თავისი გაურკვეველი მიზნებით და ხშირად კორუფციული მიზნებით, ამ ფასს, რომელიც 30 წლის განმავლობაში თითოეულმა საქართველოს მოქალაქემ გადავიხადეთ, უბრალოდ ანიავებს და ეს პასუხისმგებლობა, ეს არ არის

მესამე ქვეყანამ გაიწვია ხელმოწერა მშვიდობის სამიტის კომუნიკედან

ერაყისა და იორდანიის შემდეგ, რუანდამ გაიწვია ხელმოწერა უკრაინის მშვიდობის სამიტის კომუნიკედან. შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ხელმომწერთა სია 17 ივნისს განახლდა. ამასთან, სიაში დამატებულია მსოფლიო საპატრიარქო, რომელიც 16 ივნისის მდგომარეობით იქ არ იყო. 15-16 ივნისს შვეიცარიაში გამართულ სამშვიდობო სამიტში 90-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობდა. ორდღიანი დისკუსიის შემდეგ 80-მა ქვეყანამ და ორგანიზაციამ ერთობლივი კომუნიკე შეიმუშავეს, რომელსაც საქართველოც აწე

ხვიჩა კვარაცხელია - სანამ შანსი 1% მაინც გვაქვს, ყველა გუნდთან ვიბრძოლებთ ბოლომდე და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია

ისე ვგრძნობდი თავს, თითქოს საქართველოში ვთამაშობდი და ძალიან დიდი მადლობა გულშემატკივრებს, - ამის შესახებ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრმა, ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველო-ჩეხეთის მატჩის შემდეგ განაცხადა. როგორც კვარაცხელიამ აღნიშნა, საქართველოს ნაკრები მოგებასთან ძალიან ახლოს იყო. „ჩეხებს ბევრი მომენტი ჰქონდათ, მაგრამ მამარდაშვილმა გადაგვარჩინა, ალბათ ამიტომაც არის საუკეთესო მეკარე. რაც შეეხება დანარჩენს, ვფიქრობ, ჩვენც გვქონდა მომენტი და ბოლოს, საერთოდ მოგება შეგვეძლო. სანამ

Forbes: რუსებმა ვოვჩანსკში, სავარაუდოდ, 83-ე სადესანტო ბრიგადა დაკარგეს

Forbes-ის ინფორმაციით, 9 მაისს – დღეს, როდესაც რუსეთი მეორე მსოფლიო ომში ნაცისტური გერმანიის დამარცხებას აღნიშნავს – დაახლოებით 30 000 რუსი ჯარისკაცი უკრაინის ქალაქ ვოვჩანსკში ისე დამარცხდა, რომ ბრძოლის უუნარო გახდა. სტატიის თანახმად, “რუსეთის გამარჯვების დღეს”, 9 მაისს დაგეგმილი ეს შეტევა, უკრაინის ჩრდილოეთ საზღვართან, სავარაუდოდ, მიზნად ტერიტორიის დიდი ნაწილის ხელში ჩაგდებას ისახავდა, რათა მძიმე არტილერია ქალაქ ხარკოვს მიახლოებოდა. რუს მეთაურებს, შესაძლოა, ვოვჩანსკიდან თვით ხარკოვისთვის შ

თეონა აქუბარდიას თქმით, დანიამ საქართველოსთან 4-წლიანი სამხედრო თანამშრომლობა შეაჩერა

პარლამენტის წევრის, თეონა აქუბარდიას თქმით, დანიამ საქართველოსთან 4-წლიანი სამხედრო დახმარება შეწყვიტა, რომელიც გასულ წელს დაიწყო და მისი ბიუჯეტი 71.5 მილიონ დანიურ კრონას შეადგენდა. როგორც აქუბარდიამ განმარტა, ამის შესახებ საუბარია მისი წერილის პასუხად, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მიღებულ წერილში. აქუბარდიას თქმით, წერილის თანახმად, დანია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუბრუნდეს ევროატლანტიკურ გზას, დაიცვას ევროკავშირის რეფორმების დღის წესრიგი, რაც არის ძლიერი ორმხრივი კა

პრეზიდენტი - გიორგი ანწუხელიძე და ჩვენი ეროვნული გმირები ქვეყნის ენერგიის წყარო არიან - ისინი აცოცხლებენ და აღვივებენ საუკუნეების მანძილზე დაგროვილ უზარმაზარ ეროვნულ მუხტს

გიორგი ანწუხელიძე და ჩვენი ეროვნული გმირები ქვეყნის ენერგიის წყარო არიან, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქის პირად გვერდზე წერს. "ესენი აცოცხლებენ და აღვივებენ საუკუნეების მანძილზე დაგროვილ უზარმაზარ ეროვნულ მუხტს. მარადიული ხსოვნა იყოს თქვენი! ღმერთმა მოგვცეს ძალა, რომ თქვენი ღირსნი ვიყოთ და თქვენი გზა ჩვენც გავამართლოთ!", - წერს პრეზიდენტი ზურაბიშვილი. დღეს საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. საქართველოს

ECHR-მა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დაადგინა საქმეზე, რომელშიც მოსამართლე ფიგურირებს

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება საქმეზე, რომელშიც ახლა უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშნული, თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, გიორგი მიქაუტაძე ფიგურირებს. საქმე ეხება 2016 წლის 26 აგვისტოს გონიოს პლიაჟზე მომხდარ ინციდენტს. მაშინ 13 წლის არასრულწლოვნის მშობლების თქმით, ბავშვს მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ სცემა [მაშინ მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე იყო]. დედამ პოლიციას მიმართა, მანამდე კი პლიაჟზევე, ინციდენტის შემდეგ

რუსებმა სუმი დაბომბეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსებმა გუშინ ღამით ქალაქ სუმიზე საჰაერო დარტყმა განახორციელეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას სუმის ოლქის სამხედრო-საოლქო ადმინისტრაცია ავრცელებს. „ავიაიერიშის შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი და დაშავდა ოთხი, მათ შორის ორი ბავშვი“, - აცხადებენ სუმის ოლქის სამხედრო-საოლქო ადმინისტრაციაში. მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგების აღმოსაფხვრელად ყველა საჭირო სამსახური მუშაობს. იპნ
×
×
  • შექმენი...