Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.106.265

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

მიშა დაუშვილი "ოცნებას" - შეასრულეთ თქვენი პასუხისმგებლობა და ემიგრანტებს გაუზარდეთ ხელმისაწვდომობა არჩევნებზე!

მინდა ჩვენს ემიგრანტებზე და მათ მიმართ „ოცნების“ დამოკიდებულებაზე ვისაუბრო. მსურს რამდენიმე ციფრი მოგიყვანოთ: 2023 წელს 4.1 მილიარდი აშშ დოლარი, 2022 წელს 4.3 მილიარდი აშშ დოლარი, 2021 წელს 2.3 მილიარდი აშშ დოლარი, მეტს არ გავაგრძელებ. მეგობრებო თუ იცით ეს რა რიცხვებია? ეს ის თანხებია რასაც ბოლო წლებია ჩვენი ემიგრანტები ყოველწლიურად რიცხავენ საქართველოში. რომ იცოდეთ ამ ძალიან დიდ რიცხვებს ასევე ყოველწლიურად რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი ემატება როგორც ფულადი გზავნილები, რომლებიც არ ირიცხ

გახარია - ხელისუფლება მთელ მსოფლიოს ეუბნება, რომ ჩვენი ადგილი არის ავტორიტარული რეჟიმების გვერდით (ვიდეო - ჩართვა ბერლინიდან)

"ოცნების" საგარეო ვექტორის შესახებ კითხვის ნიშნები აღარ არსებობს" - ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია "ტვ პირველის" ეთერში ამბობს, რომ ივანიშვილის გუნდი "რუსეთის ინტერესებში მოქმედებს". გიორგი გახარიამ "პოლიტიკური ამბების" ეთერში თქვა, რომ რუსული კანონის მიღებით საქართველოს მთავრობა ქვეყანას ევროკავშირს აშორებს. "ხელისუფლება მთელ მსოფლიოს ეუბნება, რომ ჩვენი ადგილი არის ავტორიტარული რეჟიმების გვერდით", - ამბობს გახარია და იქვე დასძენს, რომ კანონპროექტის ხელახლა დაინიცირებით ივანიშ

ევროკავშირი მზადაა, უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებები ივნისში დაიწყოს |POLITICO

POLITICO-ს ცნობით, ევროკავშირი მზადაა, ივნისში დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინასთან, ევროკავშირში მისი გაწევრების შესახებ. გამოცემის ინფორმაციით, ევროკავშირის ხელმძღვანელობა დაბეჯითებით მოითხოვს, 25 ივნისიდან დაიწყოს ოფიციალური მოლაპარაკება. უკრაინელი და ევროპელი დიპლომატები აქტიურად მუშაობენ „კულისებში“ და ცდილობენ უნგრეთის დარწმუნებას. POLITICO-ს ცნობით, უკრაინა და მისი მხარდამჭერები ევროკავშირში ითხოვენ კიევსა და ბრიუსელს შორის მთავრობათაშორისი კონფერენციის ჩატარებას მანამ, სანამ პირვ

„იმედი“ ჟურნალისტმა თიკო ფეიქრიშვილმა დატოვა

ტელეკომპანია „იმედი“ ჟურნალისტმა, თიკო ფეიქრიშვილმა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია „მედიაჩეკერს“ თავად დაუდასტურა. „მედიაჩეკერის“ მასალაში არაფერია ნათქვამი არხის დატოვების მიზეზზე. თიკო ფეიქრიშვილს „იმედზე“ შუადღის გადაცემა „იმედის დღე“ მიჰყავდა. ეს გადაცემა თიკო ფეიქრიშვილამდე დატოვეს სხვა წამყვანმაც, ეკა ამირეჯიბმა. მასთან ერთად არხზე დილის გადაცემა „იმედის დილა“ დატოვეს ზურაბ ბალანჩივაძემ და ნათია ორველაშვილმა. „იმედის“ დატოვების შესახებ გუშინ განაცხადა „ქრონიკის“ ჟ

დიმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ პატიმართა გაცვლის შედეგად რუსეთში დაბრუნებული ვადიმ კრასიკოვი, რომელიც ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს, უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომელია

კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ პატიმართა გაცვლის შედეგად რუსეთში დაბრუნებული ვადიმ კრასიკოვი უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომელია. ამის შესახებ პესკოვმა ჟურნალისტებს ბრიფინგზე განუცხადა. აღსანიშნავია რომ აღნიშნულ ფაქტს კრემლი ამ დრომდე არ ადასტურებდა. „კრასიკოვი უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომელია. ის „ალფაში“ მსახურობდა. საინტერესოა, რომ მაშინ, როდესაც ის „ალფაში“ იყო, ის პრეზიდენტის დაცვის ზოგიერთ თანამშრომელთან ერთად მსახურობდა. ცხადია

„მასწავლა, დამხვეწა, განმავითარებინა ბიზნესი“ – როგორ დაეხმარა მეწარმე ქალს ევროკავშირის პროექტი

2018 წელს ევროკავშირმა რუსეთის აგრესიის შედეგად დაზარალებულ ორ ქვეყანაში – საქართველოსა და უკრაინაში ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის პროგრამა წამოიწყო. იგი სამი წლის განმავლობაში გრძელდებოდა, ბიუჯეტმა კი 1 580 000 ევრო შეადგინა. პროგრამის სამიზნე აუდიტორია იყო კონფლიქტის ზონასთან ახლოს მდებარე რეგიონები – კონკრეტულად კი შიდა ქართლში, სამეგრელოში და უკრაინის დონეცკის ოლქში მცხოვრები ადამიანები. ერთ-ერთი, ვინც ამ პროგრამით ისარგებლა, ირინა ყორშიაა. იგი პროგრამის

„თბილისობა“ წელს 5-6 ოქტომბერს გაიმართება

„თბილისობა“ წელს 5-6 ოქტომბერს გაიმართება. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ღონისძიებები ორბელიანების მოედანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე რიყის პარკში გაიმართება. „თბილისობა 2024-ის“ შესახებ დამატებითი ინფორმაცია და დეტალური პროგრამა მიმდინარე კვირას გახდება ცნობილი.   იპნ

ლიეტუვის ელჩი - ვინც ამბობს, რომ ევროკავშირის გაფართოების ანგარიში საქართველოს „პროგრესს აჩვენებს“, გულწრფელად გირჩევთ - ვარდისფერი სათვალე მოიხსენით, პროგრესი არ არის

მათთვის, ვინც ამბობს, რომ ევროკავშირის გაფართოების ბოლო ანგარიში საქართველოს „პროგრესს აჩვენებს“, გულწრფელად გირჩევთ - ვარდისფერი სათვალე მოიხსენით, - ამის შესახებ საქართველოში ლიეტუვის ელჩი, დარიუს ვიტკაუსკასი X-ის პირად გვერდზე წერს. მისი თქმით, პროგრესი არ არის. „მათთვის, ვინც ამბობს, რომ ევროკავშირის გაფართოების ბოლო ანგარიში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე „პროგრესს აჩვენებს“, გულწრფელად გირჩევთ - „ვარდისფერი სათვალე მოიხსენით, როდესაც მას [ანგარიშს] კითხულობთ“. პროგრ

პრეზიდენტი განცხადებას გააკეთებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს განცხადებას გააკეთებს. პრეზიდენტის ბრიფინგი ორბელიანების სასახლეში 20:00 საათზეა დაგეგმილი. ბრიფინგის თემა უცნობია. იპნ

ცესკომ დაადგინა პრეზიდენტის არჩევნების კოლეგიის კვოტები და გრაფიკი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განსაზღვრა 14 დეკემბერს ჩანიშნული პრეზიდენტის არჩევნების ღონისძიებების გრაფიკი და კოლეგიის კვოტები. ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის განმარტებით, არაუგვიანეს 5 დეკმებრისა საარჩევნო კოლეგიის არანაკლებ 30-მა წევრმა უნდა წარადგინოს პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელიც არაუგვიანეს 8 დეკემბრისა გატარდება რეგისტრაციაში. პარლამენტმა, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესმა საბჭოებმა არჩევნების თარიღის დანიშვნიდან ორი დღის ვადაში, არაუგვიანეს 28 ნოემბრი

დის მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს

კახეთში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში 34 წლის ქალი მოკლეს. პოლიციამ ქალის ძმა, 35 წლის კაცი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, "გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა მამაკაცმა სიღნაღში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თავის დას ფიზიკური დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა". გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-117-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის გა

PHOTO: Lamborghini Aventador ხვიჩა კვარაცხელიას ფორმაში

ავტორი ლუკა ბერიძე   მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიათი და მთლიანად "ნაპოლით" აღფრთოვანებულმა Garage Italia-მ  Lamborghini Aventador SVJ-სთვის სპეციალური შეფუთვა შექმნა.   მანქანის მაკეტში, რომელიც თავის კლასში ერთ-ერთი საუკეთესოა, ის "ნაპოლის" ფორმის დიზაინშია და ხვიჩა კვარაცხელიას ფორმა "აცვია".    

კომპანია Twitter Inc.-ის ხელმძღვანელობამ თანამშრომლებს ელექტრონული ფოსტით შეატყობინა, რომ პერსონალის შემცირება იწყება

კომპანია Twitter Inc.-ის ხელმძღვანელობამ თანამშრომლებს ელექტრონული ფოსტით შეატყობინა, რომ პერსონალის შემცირება იწყება. ამის შესახებ წერენ სააგენტოები AFP, Reuters-ი და Bloomberg-ი. სოციალური ქსელის, Twitter-ის მფლობელი კომპანიის თანამშრომლებს აცნობეს, რომ დღეს, 4 ნოემბერს, აშშ-ში სამუშაო დღის დაწყების შემდეგ მიიღებენ ელექტრონულ წერილებს, სადაც მითითებული იქნება, რჩებიან თუ არა კომპანიაში სამუშაოდ. თანამშრომლები გააფრთხილეს, რომ 4 ნოემბერს არ მივიდნენ ოფისებში, რომლებიც დროებით დაკეტილია.

ვანო მერაბიშვილი - ახლაც ზუსტად ისევე გავიმარჯვებთ, როგორც მაშინ!

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი „ვარდების რევოლუციის“ 19 წლისთავს სოციალურ ქსელში ეხმაურება. მერაბიშვილი აღნიშნავს, რომ „ახლაც ისე გაიმარჯვებენ, როგორც მაშინ!“ „23 ნოემბერი, 2003. ახლაც ზუსტად ისევე გავიმარჯვებთ, როგორც მაშინ“, - წერს მერაბიშვილი. შეგახსენებთ, „ვარდების რევოლუციიდან“ 19 წელი გავიდა. რევოლუციის მე-19 წლისთავთან დაკავშირებით თბილისსა და ბათუმში აქციები გაიმართება.

სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის დაფინანსების მიზნით, თბილისის მერიაში განცხადებების მიღება დაიწყო

სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, თბილისის მერია დღეიდან განცხადებების მიღებას იწყებს. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, დაფინანსება ეხება რამდენიმე კატეგორიას: სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე სტუდენტებს; მრავალშვილიანი ოჯახის წევრ სტუდენტებს; შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებს. მისივე თქმით, აღნიშნულ სამ კატეგორიას სწავლა სამივე ა

„ევროსპორტის“ კომენტატორი: ბაკურიანი საოცარი ადგილია, თუ ის არ არის შენს სიაში, უნდა იყოს!

ბაკურიანი, საქართველო - საოცარი ადგილია, თუ ის არ არის შენს სიაში, უნდა იყოს! - ამის შესახებ „ევროსპორტის“ კომენტატორმა, ბრედ ჯეიმ განაცხადა. მისივე თქმით, მსოფლიო ჩემპიონატის ჩასატარებლად, დიდი ფინანსური და დროის რესურსის გაღება გულისხმობს საუკეთესო შედეგის ჩვენების დიდ სურვილს. „ესაა დანიშნულების ადგილი, რომელშიც დიდი ინვესტიცია იდება ზამთრის სპორტის განვითარებისთვის. მსოფლიო ჩემპიონატის ჩასატარებლად, დიდი ფინანსური და დროის რესურსი გაიღეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათ ნამდვილად სურთ,

იენს სტოლტენბერგი - უკრაინას უნდა მივაწოდოთ ყველაფერი, რაც გამარჯვებისთვის სჭირდება

უკრაინისთვის ნატოს დახმარება 100 მილიარდ ევროზე მეტს შეადგენს. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ჰელსინკში SAMAK-ის ჩრდილოეთის სამიტზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. “ნატოს მოკავშირეები ერთად უკრაინას 100 მილიარდ ევროზე მეტს აწვდიან. ახლა სწრაფად უნდა შევასრულოთ ჩვენი ვალდებულებები, რომლებიც წვრთნისა და მძიმე იარაღის მიწოდების მხრივ ავიღეთ. საკვანძო შესაძლებლობები უკრაინაში იქამდე უნდა ჩავიდეს, სანამ რუსეთი ინიციატივის ხელში აღებას შეძლებს”, - თქვა სტოლტენბერგმა.

მადრიდში მერიის ველოსიპედები უფასო გახდა

მადრიდის საქალაქო ელექტროველოსიპედები, BiciMad უფასო გახდა. ცვლილება ძალაში 7 მარტიდან შევიდა და 31 მაისამდე იმოქმედებს. ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს. ველოსიპედით უფასო მგზავრობა დღეში შეუზღუდავი რაოდენობით არის შესაძლებელი. ერთადერთი შეზღუდვა ის არის, რომ მგზავრობის საერთო დრო 30 წუთს არ უნდა აღემატებოდეს. მადრიდში სულ 7,5 ათასი ახალი ელექტროველოსიპედი და 611 სადგური მუშაობს.   მადრიდის მერია იმედოვნებს, რომ მოსახლეობა ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტს ავტომობილებ

თავდაცვის სამინისტრო - ახალი კოდექსით, წვევამდელთა სამსახურის გავლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ეხმაურება ცალკეული ტელევიზიების მხრიდან გავრცელებულ ინფორმაციას, ჯერ კიდევ საპარლამენტო განხილვების ეტაპზე მყოფი, თავდაცვის ახალი კოდექსის პროექტის შესახებ. თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, აღნიშნული შეიცავს დეზინფორმაციას და ზოგადად, კოდექსის პროექტის დისკრედიტაციის მცდელობას. „კერძოდ, საქმე ეხება განხილვების პროცესში შეცვლილ რამდენიმე მუხლს. ერთ-ერთი მათგანი ითვალისწინებდა გარკვეული ოდენობის თანხის (10 ათასი ლარი) გადახდის სანაცვლოდ წვევამდელთა ეროვ

ნათია მეზვრიშვილი - ქოლ-ცენტრების საგამოძიებო კომისიაზე ხელისუფლების ნარატივი მაგონებს “ქურდს ქუდი ეწვის”

ქოლ-ცენტრების საგამოძიებო კომისიაზე ხელისუფლების ნარატივი მაგონებს “ქურდს ქუდი ეწვის”, - აცხადებს პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრისვილი. მისი თქმით, კომისიის მიზანი არ არის მიმდინარე გამოძიების რევიზია. კომისიის მიზანია, გამოავლინოს სახელმწიფო ორგანოების ან თანამდებობის პირების კანონსაწინააღმდეგო ქმედება და დასკვნა გაუგზავნოს საგამოძიებო უწყებას რეაგირებისთვის. "გადაშალეთ კონსტიტუცია და რეგლამენტი) არანაირი მიმდინარე საქმის მასალების გახმაურებას არ ითვალი

,,ზუსტად 10 წუთის წინ სულ შემთხვევით გადავრჩი სიკვდილს" - მოქალაქის თქმით, მის კორპუსში იარაღიდან უმისამართოდ ისროლეს

თბილისელი თათია ჩაფიჩაძე სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, სადაც ყვება, თუ როგორ გადაურჩნენ ის და ბავშვი ბრმად ნასროლ ტყვიას. ,,ზუსტად 10 წუთის წინ სულ შემთხვევით გადავრჩი სიკვდილს. საკუთარ ვერანდაზე ზემოთა სართულიდან ვიღაცამ იარაღი ისროლა. ზუსტად 1წთით ადრე ავდექი ტელეფონის გამოსატანად, სანამ მოვბრუნდი ხმა გავიგე და ასეთი ამბავი დამხვდა. ტყვიის ანასხლერი მოხვდა ბავშვს და საბედნიეროდ მხოლოდ მცირედი დაბეჟილობა აქვს ფეხზე! ამ ქვეყანაში ცხოვრება საკუთარ სახლშიც კი საშიშია!!!!!!!

ბერდია სიჭინავა - "ოცნებაში" ზოგადად ბატონ-ყმური წყობაა, სადაც ბატონი არის ივანიშვილი, დანარჩენები არიან ყმები

"ოცნებაში" ზოგადად ბატონ-ყმური წყობაა, სადაც ბატონი არის ივანიშვილი, დანარჩენები არიან ყმები, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ გადაცემაში "პირველი ხაზი" განაცხადა. მისივე თქმით, მმართველი პარტია  "პატრონის" გადაწყვეტილებების შემსრულებელია. "რასაც პატრონი გადაწყვეტს, ყმებიც ამ გადაწყვეტილების შემსრულებლები არიან. გავიხსენოთ მარტის მოვლენები, სადაც პირდაპირ ეუბნებოდნენ ხელისუფლებას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, რომ ამ კანონის მიღება იყო დ

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი მადლობელი უნდა იყოს თუ უკრაინა ნატო-ში იქნება, ვინაიდან, ეს უსაფრთხოებაა რუსეთისთვის, რომ უკრაინა მომავალში არასდროს მივა მათ ტერიტორიაზე

უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება რუსეთისთვის უსაფრთხოება გახდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხრეთ ამერიკულ მედიასაშუალებებთან ინტერვიუში განაცხადა. “იქ, სადაც ნატოა - იქ ომი არ არის. და ყველა ქვეყანა ნატოში შედიოდა იმიტომ, რომ ეშინოდათ, რომ საბჭოთა კავშირი ფეხებით, ხელებით და პუტინის ცდუნებით უკან დაბრუნდებოდა. ნატო უკრაინისთვის - ეს შეტევითი მისია არ არის, არასდროს არსად არ შეგვიტევია. ყველგან, სადაც ვუტევთ, ეს ჩვენი ტერიტორიაა, მას აღვადგენთ, არ ვუტევთ, ამას რუს

ჯანდაცვის სამინისტრო - შაქრიანი დიაბეტის ტიპი 1 დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის, უახლესი CGM სისტემებისა და მათ გამოსაყენებლად, სმარტფონების უფასოდ გაცემა დაიწყო

შაქრიანი დიაბეტის ტიპი 1 დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის (CGM) უახლესი სისტემებისა და მათ გამოსაყენებლად, მობილური ტელეფონების უფასოდ გაცემა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, კომპანია Medtronic-ის უახლესი, მე-4 თაობის მოწყობილობა - Guardian 4 მონაცემების ასახვისათვის კალიბრაციას არ ითხოვს. „ეს არის დიაბეტის კონტროლის თანამედროვე ტექნოლოგია. როგორც მე-3, ისე მე-4 თაობის მოწყობილობა მუდმივ რეჟიმში ზომავს გ

ისრაელის ელჩი - მადლობას ვუხდი საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს გვერდით დგომისთვის - ისრაელი ყველაფერს გააკეთებს თავისი მოქალაქეების დასაცავად - ღაზას სექტორის მოსახლეობა ისრაელის მტერი არ არის

მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ხელისუფლებას და ხალხს ჩვენს გვერდით დგომისთვის, - ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი აცხადებს. როგორც ელჩი აღნიშნავს, ისრაელი ყველაფერს გააკეთებს თავისი მოქალაქეების დასაცავად. „მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის, რომელიც პოსტს აქვეყნებს ან პირად შეტყობინებას აგზავნის და ისრაელზე ფიქრს ერთი წუთი მაინც დაუთმო. დღეს ისრაელის მოსახლეობა საშინელი დილის მომსწრე გახდა. ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ ისრაელის მოქალაქეებზე ფართომასშტაბი
×
×
  • შექმენი...