Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.107.433

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ზურაბიშვილი: როცა პრემიერი ჯარების წინაშე პრეზიდენტს ეძახის მოღალატეს, ეს ქართველი ჯარის არნახული შეურაცხყოფაა

დღეს, 11 ივნისს ახალგაზრდებთან შეხვედრისას სალომე ზურაბიშვილმა პასუხი გასცა შეკითხვას ქართულ ჯართან დაკავშირებით, რა დროსაც აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ ჯარის წინაშე პრეზიდენტისთვის მოღალატის წოდება „ქართველი ჯარის არნახული შეურაცხყოფაა“. ამასთან, პრეზიდენტის თქმით, ჯარს სჭირდება გაძლიერება, რაშიც ქვეყნის მთავარი პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატებია. პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, არმიის წინაშე სიტყვით გამოსვლისას პრეზი

28 ივნისს პარტია "გახარია საქართველოსთვის" ქალთა ორგანიზაციამ თბილისში საინფორმაციო შეხვედრა გამართა

28 ივნისს პარტია "გახარია საქართველოსთვის" ქალთა ორგანიზაციამ გამართა საინფორმაციო შეხვედრა თბილისში. შეხვედრაზე ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ბორდისა და მრჩეველთა საბჭოს წევრებმა ისაუბრეს ორგანიზაციის მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე, საზოგადოებაში ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების გამოწვევებსა და იურიდიული სამსახურის ფუნქციონირებაზე. შეხვედრის ბოლოს ქალთა ორგანიზაციას ახალი წევრები შეემატა. ინფორმაციას პარტია "გახარია საქართველოსთვის" ქალთა ორგანიზაცია ავრცელებს.

„16 მაისიდან ე.წ. ბორდერიზაციის 8 შემთხვევა დაფიქსირდა" - ერგნეთში შეხვედრა მიმდინარეობს

დღეის მდგომარეობით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო პატიმრობაში საქართველოს 8 მოქალაქე იმყოფება. ამის შესახებ განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ და აღნიშნა, რომ 16 მაისიდან ე.წ. ბორდერიზაციის 8 შემთხვევა დაფიქსირდა. დღეს სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს. ირაკლი ანთაძის ცნობით, შეხვედრის ფარგლებში დღის წესრიგის მთავარი საკით

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს სამი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 28 ივლისს, სამი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, დღეს გამოვლენ - ნოე ფანცხავა (ცურვა), ვაჟა მარგველაშვილი (ძიუდო, -66 კგ.), გიორგი ყუშიტაშვილი (კრივი, 92 კგ.) ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში ( ბატუტზე ხტომა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, თავისუფალი სტილით ჭიდაობა, კრივი, მძლეოსნობა, ტყვიის სროლა, ფარიკაობა, ცურვა, ძალოსნობა, ძიუდო) 28 სპორტსმენი ასპარეზობს.

ბერდია სიჭინავა -  ხარებას მშვიდობით, კობახიძის ღირსებით და ბიძინა ივანიშვილის კეთილდღეობით მივდივართ ევროპისკენ?! (ვიდეო)

ხარებას მშვიდობით, კობახიძის ღირსებით და ბიძინა ივანიშვილის კეთილდღეობით მივდივართ ევროპისკენ?!  ბერდია სიჭინავა, პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1237289677695265/

კერძაიას საქმეზე რეალურად არაფერი მომხდარა, მოიკითხეთ სტრასბურგში - -გიორგი გახარია

ია კერძაიას საქმე - გიორგი გახარიას განმარტების გაკეთება “რეაქციაში“ მოუწია - მაშინ, როცა  “გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი წინასაარჩევნოდ სკოლის პედაგოგების მოსყიდვისა და შანტაჟის ფაქტებზე საუბრობდა, ჟურნალისტმა ია კერძაიას საქმე შეახსენა და უთხრა, რომ სწორედ მისი პრემიერობის დროს, ზუგდიგდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი წინასააარჩევნო მოსყიდვაზე საუბრობდა.  მთავრობის ყოფილმა მეთაურმა კი თქვა, რომ რეალურად არაფერი მომხდარა და “ამ საქმეს პასუხი სტრასბურგის სასამართლომ  უკვე გასცა“. ტვ

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულს აღმკვეთი, პატიმრობა, შეეფარდა

რამდენიმე წუთის წინ თბილისის საქალაქო სასამართლომ კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდბეულ ბექა ჯაიანს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. შემდეგი პროცესი 7 ნოემბერს 12 საათზე გაიმართება. პროკურატურის თანახმად, 18 სექტემბერს, დაახლოებით 15:50 საათზე, თბილისში, ადამ მიცკევიჩის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში ბ.ჯ.-მ „ოპინელის“ ფირმის გასაშლელი დანა შეიძინა და კესარია აბრამიძესთან შეხვედრა გადაწყვიტა. ბრალდებულის  განმარტებით, კესარია აბრამიძე შეხვედრაზე დასთანხმდა მათი ურ

პრეზიდენტი ე.წ. ტექნიკური მთავრობის შემადგენლობასა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით, დღეიდან ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს იწყებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ტექნიკური მთავრობის“ შემადგენლობასა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით, დღეიდან ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს იწყებს. არსებული ინფორმაციით, ქვეყნის პირველ პირსა და ოპოზიციონერ ლიდერებს შორის დღეს რამდენიმე შეხვედრაა ჩანიშნული, მათ შორის პარტია „გახარია საქართველოსთვისა“ და კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერებთან. არსებული ინფორმაციით, 8 ოქტომბერს შედგება შეხვედრები „ძლიერ საქართველოსა“ და „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობასთან“.

ანა ბუჩუკური - ჩვენი გუნდისთვის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი არის არჩევნებისთვის მზადება და ჩვენი მოქალაქეების არჩევანის დაცვა - ეს არის ჩვენთვის ერთადერთი კონტექსტი

ჩვენი გუნდისთვის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი არის არჩევნებისთვის მზადება და ჩვენი მოქალაქეების არჩევანის დაცვა - ეს არის ჩვენთვის ერთადერთი კონტექსტი. ანა ბუჩუკური., პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1488227171879299/

სოციალურ ქსელში ვიდეო ვრცელდება, სადაც ჩანს, პირი როგორ ყრის რამდენიმე ბიულეტენს საარჩევნო ყუთში

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ მარნეულის 69-ე უბანზე დარღვევაა. კერძოდ, ვიდეოში ჩანს, პირი როგორ ყრის რამდენიმე ბიულეტენს საარჩევნო ყუთში. ამასთან, „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებლის, ნინო ლომჯარიას ცნობით, პირს, რომელიც ბიულეტენების ჩაყრის კადრს იღებდა, ფიზიკურად გაუსწორდნენ. „მარნეულის 69-ე უბანზე ჩვენ დამკვირვებელს ფიზიკურად გაუსწორდნენ, როდესაც ის ბიულეტენების ჩაყრის აღნიშ

გერმანიაში ვადამდელი არჩევნები 23 თებერვალს ჩატარდება

გერმანიაში ვადამდელი არჩევნები 23 თებერვალს ჩატარდება, - ამის შესახებ ინფორმაციას Politico გერმანიის სამი მთავარი პარტიის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მოსალოდნელია, რომ გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი მთავრობის ნდობის საკითხს ბუნდესტაგში კენჭისყრაზე შობამდე დააყენებს. შეგახსენებთ, გერმანიის მმართველი სამპარტიული კოალიცია გასულ კვირას მას შემდეგ დაიშალა, რაც კანცლერმა ოლაფ შოლცმა ფინანსთა მინისტრი კრისტიან ლინდნერი ეკონომიკურ რეფორმებთან დაკავშირებული უთანხმო

ასლან ბჟანია აცხადებს, რომ მომიტინგეების მიერ ე.წ. პარლამენტის შენობის დატოვების შემდეგ, ის თანამდებობას დატოვებს

ასლან ბჟანიას განცხადებით, მომიტინგეების მიერ ე.წ. პარლამენტის შენობის დატოვების შემდეგ, „პრეზიდენტის“ თანამდებობას დატოვებს, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტის“ განცხადებას რუსული მედია ავრცელებს. „მათ ვინც შენობა დაიკავა, ვინც სახელმწიფო გადატრიალების დასრულებას ცდილობდა, შენობის კომპლექსი უნდა დატოვონ, რის შემდეგაც მე მზად ვარ არჩევნები დავნიშნო, მზად ვარ გადავდგე და არჩევნებში მონაწილეობა მივიღო“, - განუცხადა ასლან ბჟანიამ სოფელ ტამიშში შეკრებილ მხარდამჭერებს. მისივე

მედია - უკრაინამ პირველად დაბომბა რუსული ტერიტორია ბრიტანული Storm Shadow რაკეტებით

უკრაინამ პირველად დაბომბა რუსული ტერიტორია ბრიტანული Storm Shadow რაკეტებით. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg ერთ-ერთი დასავლური ქვეყნის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემა არ აკონკრეტებს როდის და კონკრეტულად სად დაბომბა უკრაინამ სამიზნეები ბრიტანული წარმოების Storm Shadow რაკეტებით, თუმცა 20 ნოემბერს რუსული წყაროები ინფორმაციას ავრცელებდნენ, რომ უკრაინამ აღნიშნული რაკეტები კურსკის ოლქში გამოიყენა. რუსეთის ტერიტორიაზე აღნიშნული რაკეტების პირველად გამოყენების შესახე

TI: პარლამენტის სხდომის ჩატარება და დეპუტატებს უფლებამოსილების ცნობა კონსტიტუციის უხეში დარღვევაა

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” (TI) აცხადებს, რომ დღეს 25 ნომებერს, პარლამნეტის პირველი სხდომის ჩატარება და ადეპუტატების უფლბამოსილების ცნობა კონსტიტუციის დარღვევაა. ორგანიზაციის შეფასებით, ირღვევა პარლამენტის რეგლამენტიც. TI ჩამოთვლის იმ სამართლებრივ არგუმენტებს და ფაქტობრივ გარემოებებს, რის გამოც საკანონმდებლო ორგანოში დღეს დაგეგმილ აქტივობებს უკანონოს უწოდებს: საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტის პირველი სხდომა არ მოუწვევია. საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მ

ანა ბუჩუკური - ვართ ჩვენს მოქალაქეებთან ერთად და მშვიდობიანად ვაპროტესტებთ მოპარულ არჩევნებს (ვიდეო)

„ვართ ჩვენს მოქალაქეებთან ერთად და მშვიდობიანად ვაპროტესტებთ მოპარულ არჩევნებს“ — პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრის, ანა ბუჩუკურის კომენტარი აქციიდან. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/930233781822061

რომის პაპი სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალეს

რომის პაპი ფრანცისკე სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალეს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ინფორმაცია ვატიკანმა დაადასტურა. რომის პაპი სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში წმინდა პეტრეს მოედნიდან გადაასვენეს, სადაც მანამდე რამდენიმე საათიანი ცერემონია გაიმართა.     იპნ

თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაშავებულებიდან ორი პირი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი

თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაშავებულებიდან ორი პირი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი. როგორც "ინტერპრესნიუსს" კლინიკაში განუცხადეს, დაშავებულებს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები არ აქვთ. ცნობისთვის, აფეთქება ლაღიძის ქუჩაზე მოხდა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც 2 ან ორ პირზე მეტის განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმ

ბაციაშვილის ფანტასტიკური შედეგი - ნინომ სერბეთის ჩემპიონატი მოიგო

საქართველოს მოჭადრაკეთა ნაკრების წევრმა ნინო ბაციაშვილმა (2462) ჩინებული შედეგი დააფიქსირა სერბეთის საკლუბო ჩემპიონატზე, სადაც ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ქართველმა მოჭადრაკემ 11 ტურში 10 პარტია (!) მოიგო, ერთი კი ფრედ დაასრულა და ფანტასტიკური საბოლოო მაჩვენებელი (10.5 ქულა) ჰქონდა. ნინომ აღნიშნული შედეგი ყველაზე ძლიერ პირველ დაფაზე აჩვენა და პირად რეიტინგს 22 ქულაც შემატა. სერბეთის საჭადრაკო ჩემპიონატის გამარჯვებული ბელგრადის რადი ცნობისთვის, ბაციაშვილი ბელგრადის რადის ღირ

გიორგი კეკელიძე - 12 წარჩინებული სტუდენტი ნეაპოლში, ნაპოლის თამაშზე გაემგზავრება და ხვიჩა კვარაცხელიასაც მოინახულებს

გრანდიოზული ამბავი: 12 წარჩინებული სტუდენტი ნეაპოლში, ნაპოლის თამაშზე გაემგზავრება და ხვიჩა კვარაცხელიასაც მოინახულებს, - ამის შესახებ გიორგი კეკელიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს. მისივე განცხადებით, 100 საუკეთესო სტუდენტს გალფის სტიპენდია დაენიშნება თვეში 300 ლარის ოდენობით.  "მათთან ერთად მეც ვიქნები. გარდა ამისა, 100 საუკეთეოს სტუდენტს გალფის სტიპენდია დაენიშნება თვეში 300 ლარის ოდენობით. ეს დიდი საჩუქარი კომპანია გალფის და არველაძეების ფონდის ხელშეწყობით გაიმართა, გან

რუსეთის არმიის რიგებში დაღუპული და დაჭრილი ცხინვალელი ჯარისკაცების ოჯახები შეღავათებით ისარგებლებენ

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტი რუსეთ-უკრაინის ომში, რუსეთის არმიის რიგებში დაღუპული და დაჭრილი მეომრების ოჯახებისთვის შეღავათების დაწესების საკითხს განიხილავს. ამასთან, დახმარება იგეგმება რუსეთ-საქართველოს ომში დაჭრილი და დაღუპულებისთვის. დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის ე.წ. ვიცე-სპიკერმა დეპუტატებს ამ საკითხის შემუშავება შესთავაზა. მისი აზრით, ცხინვალის რეგიონიდან უკრაინის ომში დაღუპულ და დაჭრილ ჯარისკაცთა, ასევე, მოხალისეების ოჯახებს კომუნალური გადასახადების 50 პროცენ

გიორგი გახარიამ თანაგუნდელებთან, პარტია “საქართველოსთვის” აღმოსავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების საკრებულოს დეპუტატებთან 2022 წლის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა

გიორგი გახარიამ თანაგუნდელებთან, პარტია “საქართველოსთვის” აღმოსავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების საკრებულოს დეპუტატებთან 2022 წლის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე პარტიის მომავალ გეგმებზე ისაუბრეს.

დეპუტატის პოსტი იმის შესახებ, რომ რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღება შეცდომა იყო, აღარ იძებნება

უმრავლესობის დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა გუშინ Facebook-ის საკუთარ, ოფიციალურ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ეწერა, რომ რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღება შეცდომა იყო და მანაც შეცდომა დაუშვა. „ოცნების“ დეპუტატის პოსტი უკვე წაშლილია, ის მის ოფიციალურ გვერდზე აღარ იძებნება. თუმცა, რამდენიმე ონლაინგამოცემამ პოსტის შინაარსი მალევე გამოაქვეყნა. დავით სონღულაშვილი იმ 78 დეპუტატს შორისაა, რომელმაც რუსული კანონპროექტის მიღებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. რას წერდა დეპუტატი – წაშლამდე

გაერო-ში აშშ-ის ელჩი - რუსეთისთვის სამხედრო შეიარაღების მიწოდებით, ჩინეთი „წითელ ხაზს“ გადაკვეთს

ჩინეთი გადაკვეთს „წითელ ხაზს“, თუ რუსეთს სამხედრო შეიარაღებას მიაწოდებს, – ამის შესახებ გაერო-ში აშშ-ის ელჩმა, ლინდა თომას-გრინფილდმა „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა. ამერიკელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ აშშ მზად არის, ჩინეთს კონკურენცია გაუწიოს. ამასთან, ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ ჩინეთის მიერ რუსეთის სამხედრო ძალების მხარდაჭერის „შემაშფოთებელ“ ტენდენციებს ხედავს და პეკინს სურს, რუსეთს სამხედრო დახმარება ფარულად მიაწოდოს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლი

ლევან დოლიძე - არავის ვუსურვებ, იმ მძიმე ტვირთის ტარებას, რაც ამ კანონპროექტისთვის ხმის მიცემას უკავშირდება

საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ნატოში საქართველოს ყოფილ ელჩს, საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) დამფუძნებელს, ლევან დოლიძეს ესაუბრა - ბატონო ლევან, უკვე თვეები გავიდა მას შემდეგ, რაც აღარ წარმოადგენთ პოლიტიკურ ორგანიზაციას და დამოუკიდებლად აგრძელებთ საქმიანობას. ამიტომაც, ასე თამამად გადავწყვიტეთ თქვენთან დაკავშირება. როგორ შეაფასებდით მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს უფრო ნეიტრალური პოზიციიდან და როგორ ფიქრობთ, რა გავლენას იქონიებს ეს პ

სანამ განიხილება რუსული კანონი, ვწყვეტთ საჯარო სექტორისთვის სერვისების მიწოდებას - ტრენერთა ასოციაცია

ტრენერთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ რუსული კანონპრრექტის გამო ისინი წყვეტენ საჯარო სექტორისთვის მომსახურების მიწოდებას.
×
×
  • შექმენი...