ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს. ბიუჯეტი 34 480 000 ლარით განისაზღვრა, რაც, გასულ წელთან შედარებით, 6 მილიონ 666 000 ლარით მეტია.
ფინანსურ დოკუმენტს 26-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო – ორი. სხდომას არ ესწრებოდა „ნაციონალური მოძრაობა“.
როგორც საკრებულოს „ქართულ ოცნების“ წევრები აცხადებენ, ბიუჯეტი რეგიონის საჭიროებებსა და განვითარებაზეა მორგებული. მათივე ცნობით, პრიორიტეტია ჯანდაცვა და სოციალური სფერო. მუნიციპალიტეტში გაგრძელდება ტურისტული, ს
ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის რვა კურსდამთავრებული სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, ასპროცენტიანი გრანტით ჩაირიცხა.
ესენია: ელენე ჯაფარიძე,
ნინი გობრონიძე,
გიორგი სირაძე,
ნუცა ღელეყვა,
ვახტანგ ბაქანიძე,
ლიზი მექვაბიშვილ,
ანანო ჩაგუნავა,
მარიამ ქათამიძე.
ვულოცავთ ამ დიდ მიღწევას და სიხარულს აწ უკვე სტუდენტებს და კვლავ გამარჯვებებს ვუსურვებთ.
მარინა ჩი
24 წლის სპორტსმენი, ოზურგეთელი მსაჯი, მზეკო შარაშენიძე ახლა პარიზშია.
მასთან ერთად არიან ქართველი მსაჯები, ელენე ელოშვილი და სოფო წულაია. ისინი, ტურნირის ისტორიაში პირველად საქართველოდან მიწვეული იქნენ საერთაშორისო ტურნირზე, სადაც შეჯიბრებები ტარდება სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში (9- დან 20 წლამდე).
„მოხდა ისე, რომ 22 წლის ოზურგეთელი, მზევინარ შარაშენიძე უკვე გამოცდილი მსაჯია და ფიფას წოდებაზეც ოცნებობს. თუმცა, მას მშობლიურ ოზურგეთში, როგორც ფეხბურთის ფანატიკოს მსაჯს, არ იცნო
ქალაქ ოზურგეთის #1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული და თავისუფელი უნივერსიტეტის სტუდენტი საბა მახარაძე “ახალგაზრდა ევროპელი ელჩი” გახდა.
„ეს არის EU NEIGHBOURS east პროგრამის ინიციატივა, „ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ ქსელი. რომელშიც გაწევრიანებულ ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, წარადგინონ თავიანთი ქვეყანა საერთაშორისო დონეზე და წვლილი შეიტანობ თავიანთი საზოგადოების განვითარებაში ევროპული ღირებულებების გავრცელების ხელშეწყობით“, – გვითხრა საბა მახარაძემ
რა გეგმები აქვს “ახალგაზრდა ელჩს” და
„დილა მშვიდობისა, საქართველოს!“ ეთერში ქუჩის მუსიკოსი დავით ვაშაყმაძე გამოჩნდა, რომელმაც თავისი შესრულებით ქუჩა და ინტერნეტსივრცე დაიპყრო.
“დილა მშვიდობისა საქართველომ” ექსპერიმენტი ჩაატარა და ნახა, როგორი ემოციებით შეხვდნენ ღია სივრცეში ქუჩის მუსიკოს დავით ვაშაყმაძეს, რომელსაც მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ფენომენალურ ვოკალისტს, ფრედი მერკურს ადარებენ.
gurianews.com
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ოდირი) შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში აქციების დარბევისას გადამეტებული საპოლიციო ძალების გამოყენებით.
ორგანიზაცია მოწუოდებს ხელისუფლებას, ხელი შეუწყოს მშვიდობიან შეკრებებსა და ჩაერთოს დიალოგში ძალადობის გარეშე.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ მშვიდობიანი პროტესტისა და აზრის გამოხატვის უფლება უმნიშვნელოვანესია ყველა დემოკრატიული საზოგადოებისთვის.
ნეტგაზეთი
თქვენ მიერ „კურთხეული“ რუსული რაკეტა პირდაპირ წმინდათა ტაძრის საკურთხეველს მოხვდა. მივხვდი, რომ უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას დიდი ხანია არაფერი აქვს საერთო თქვენს გაგებასთან, - ამის შესახებ ოდესის ეპარქიის მეუფე, მთავარეპისკოპოსი ვიქტორი წერილში წერს, რომელიც მან რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქ კირილსა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის წევრებს გაუგზავნა და რომელშიც ოდესაში მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარზე განხორციელებულ თავდასხმაზეა საუბარი.
„დღეს, როცა ოდესის მაცხო
23 ივლისს გამთენიისას რუსეთის არმიამ ოდესას შეუტია. ამის შესახებ იუწყება რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ კიპერი.
რუსეთის ძალების მიერ ოდესაზე ღამით განხორციელებული დარტყმის შედეგად დაღუპულია ერთი ადამიანი, 22 კი დაშავდა, დაშავებულებს შორის არის ოთხი ბავშვი.
გამოცემა "დუმსკაია" წერს, რომ ჭურვი მოხვდა ქალაქის ცენტრში მდებარე ფერიცვალების ტაძარს, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა.
პირველი აფეთქებები დაახლოებით ღამის 1 საათზე დაფიქსირდა. ხელისუფლებამ მოსახლეო
შაბათს ოდესაში ოკუპანტების თავდასხმას 12 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 5 ბავშვია.
როგორც ადგილობრივი მედიები წერენ, ამ დროისთვის სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები დასრულებულია – ორი ბავშვის ცხედარი ნანგრევებში გუშინ ღამით იპოვეს. დაღუპულთა შორის არიან 8 და 10 წლის ბავშვები, ასევე, 1 წლამდე ასაკის ჩვილი.
რუსები ოდესას 2 მარტს დაესხნენ თავს – დრონების სამიზნე იყო საცხოვრებელი კორპუსი. მომდევნო დღეს ოლქში გლოვის დღე გამოცხადდა.
პუბლიკა
ოდესაში იუნესკოს წარმომადგენლები ჩავიდნენ, რომლებიც კულტურულ და რელიგიურ დაწესებულებებზე 19-23 ივლისის ჩათვლით რუსული ძალების მიერ განხორციელებული ავიაიერიშების შედეგებს შეაფასებენ.
ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, იუნესკოს მისია ოდესაში 4 დღის განმავლობაში იმუშავებს და რუსული თავდასხმების შედეგებს აღრიცხავს.
„გარდიანის“ თანახმად, რუსეთის მიერ ოდესაზე მიტანილი იერიშის შედეგად, 28 არქიტექტურული მონუმენტი სერიოზულად დაზიანდა, მათ შორის ოდესის ფერისცვალების
უკრაინის ოდესის ოლქში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 14-მდე, დაშავებულების კი 46-მდე გაიზარდა, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ოლქის გუბერნატორმა, ოლეგ კიპერმა განაცხადა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, დაღუპულებს შორის არიან ადგილობრივი მშვიდობიანი მოქალაქეები, მედიკოსი და მაშველი, დაშავებულებს შორის კი საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის შვიდი თანამშრომელია.
სახელმწიფო მაუწყებელ Suspilne-ის ცნობით, რეგიონში ხვალ გლოვის დღეა გამოცხადებული.
3 მარტი ოდესაში გლოვის დღედ გამოაცხადეს. შესაბამისი გადაწყვეტილება ოდესის ოლქის ადმინისტრაციამ რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმის გამო მიიღო, რომელსაც ბოლო ინფორმაციით, ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის არის სამი წლის ბავშვი.
დაშავდა სულ მცირე რვა ადამიანი.
რუსეთმა ქალაქზე თავდასხმა დღეს დილით განახორციელა. უკრაინის ტერიტორიაზე შესული დრონი ოდესაში საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა, შედეგად სახლის ნაწილი ჩამოინგრა. მაშველები ამ დრომდე ეძებენ ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს.
რუსეთის ძალების მიერ უკრაინის ქალაქ ოდესაზე მიტანილი სარაკეტო დარტყმების შედეგად, სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და 22 დაშავდა. აღნიშნულის შესახებ ადგილობრივი ხელისუფალნი და პოლიცია იუწყებიან.
ოდესის გუბერნატორის, ოლეჰ კიპერის თანახმად, 22 ივლისის ღამით განხორციელებული დაბომბვის შემდეგ, საავადმყოფოებში 14 ადამიანი გადაიყვანეს, მათ შორის, 4 ბავშვი.
კიპერის ცნობით, დანგრეული და დაზიანებულია საცხოვრებელი შენობები. დაბომბვის შედეგად ოდესის ფერისცვალების საკათედრო ტაძარიც დაზიანდა. ე
საქართველო ერთ-ერთია იმ ხუთ სახელმწიფოს შორის, რომელიც „[რუსეთის წინააღმდეგ] სანქციების გვერდის ავლის პრობლემას ქმნის“, – „პოლიტიკოს“ ცნობით, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორმა ჯიმ ო’ბრაიენმა.
ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადებით, ომისთვის მნიშვნელოვანი მიკროჩიპებისა და ელექტრონული მოწყობილობების იმპორტი რუსეთში ომამდელ დონეს დაუბრუნდა.
როგორც ო’ბრაიენი ამბობს, რუსეთმა იმპორტის დონის აღდგენა მოახერხა სანქციების გვერდის ავლით, ხოლო გვერდის ავლის პრობლემას
ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯიმ ო’ბრაიენმა მედიასთან შეხვედრაზე ისაუბრა, რომ თუ რუსული კანონი არსებული ფორმით იქნება და არ შეიცვლება ისე, რომ შესაბამისობაში მოდიოდეს ევროკავშირის სტანდარტებთან, იქნება შეზღუდვები. მან ისაუბრა ფინანსურ და სამგზავრო შეზღუდვებზე, ასევე, აღნიშნა, რომ საფრთხე დაემუქრება აშშ-ის მიერ გამოყოფილ დახმარებას.
თუ ეს კანონი წინ წავა ისე, როგორც ახლაა – EU-ის სტანდარტებთან შეუსაბამო, რომელიც ძირს გამოუთხრის დემოკრატიას და გაგრძე
„თუ გსურთ იყოთ ჩვენს საზოგადოებაში, მაშინ ამ საზოგადოების წევრივით უნდა მოიქცეთ,” – ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯეიმს ო’ბრაიენმა განაცხადა. ინფორმაციას X-ზე ჟურნალისტი ალექს რაფოღლუ ავრცელებს.
ო’ბრაიენის თქმით, ბოლო დროს საქართველოში განვითარებული მოვლენები, „კანონი, რომელიც მიზნად ისახავს სტიგმატიზაციას სწორედ იმ ჯგუფების, რომლებიც ეხმარებიან საქართველოს მოემზადოს მისი ევროპული და ტრანსატლანტიკური მისწრაფებებისთვის, ასევე ძალადობა მოქ
შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა, საქართველო მიიწვიოს NATO-ს პარტნიორობის მომავალ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო ‘ბრაიენმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოსთან ერთად ყველა პარტნიორი იქნება მიწვეული ღონისძიებაზე.
ო’ბრაიენი ამბობს, რომ პარტნიორებს „ქართული ოცნების” მაღალჩინოსნების გადაწყვეტილებები აწუხებთ.
ო’ბრაიენმა აღნიშნა ისიც, რომ საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტს ნატოსა და ევროკა
თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ასაკოვანი ქალია, რომელიც ხანძრის გაჩენისას სახლში მარტო იმყოფებოდა.
რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ დრომდე უცნობია.
ქართველი კინორეჟისორის, ნუცა წიქარიძის “მცხუნვარე მზე” კოტბუსის კინოფესტივალის გამარჯებული გახდა. ფილმმა მთავარი პრიზი საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში მიიღო.
“მცხუნვარე მზის” მთავარი პერსონაჟები ბავშვები არიან, რომლებიც არდადეგებზე სოფელში, წასულები მოულოდნელ თავგადასავლებში გაეხვევიან.
კოტბუსის კინოფესტივალი, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი მთავარი საერთაშორისო ფესტივალია 5-10 ნოემბერს ჩატარდა. ის 1991 წლიდან არსებობს და ძირითადად, აქცენტირებულია პოსტსაბჭოთა და პოსტკო
ნორიო-ლილოს დამაკავშირებელ ადგილობრივი მნიშვნელობის გზაზე ხიდი ჩავარდა. ფაქტის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა.
როგორც გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, ხიდის დაზიანების გამო, შეფერხებულია საავტომობილო მოძრაობა. ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ხიდის ჩავარდნა.
ნორვეგია შეშფოთებულია ქართული კანონპროექტით, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს "უცხოურ აგენტებად" მოიხსენიებს. ის ქართველი ხალხის ურყევ ევროპულ მისწრაფებებსა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ვალდებულებებს ეწინააღმდეგება, - ამის შესახებ ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
უწყება ქართველ კანონმდებლებს მოუწოდებს, საქართველოს დემოკრატიის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედონ.
„ის უარყოფითად იმოქმედებს ნორვეგია-საქართველოს თანამშრომლობაზე. ნორვეგია მო
მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ, - ამის შესახებ განცხადებას ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.
„ცნობილი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის შიმშილობის მე-18 დღე. მისი გაუმართლებელი წინასწარი პატიმრობა მედიის წარმომადგენლების, აქტივისტებისა და დემონსტრანტების წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღების მხოლოდ ერთი მაგალითია. მზიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ“, - წერს ნორვეგიის საგარეო უწყება.
იპნ
ნორვეგია შეშფოთებულია საქართველოში „უცხოური გავლენისა“ და „ოჯახური ღირებულებების“ შესახებ საკანონმდებლო ინიციატივებით, - ამის შესახებ ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
უწყების შეფასებით, აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივები ძირს გამოუთხრის მნიშვნელოვან ღირებულებებს, საქართველოს დემოკრატიას და ევროატლანტიკურ გზას.
"ნორვეგია შეშფოთებულია საქართველოში "უცხოური გავლენისა" და "ოჯახური ღირებულებების" საკანონმდებლო ინიციატივებით, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებისა დ
ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანიკენ ჰუიტფელდტის განცხადებით, ბუქარესტში, დღევანდელი მინისტერიალის ფარგლებში განხილვის ერთ-ერთი თემა იქნება, როგორც დაიცვან რუსეთის მეზობელი ქვეყნები, მათ შორის საქართველო.
როგორც მინისტრმა განაცხადა, საქართველოს სჭირდება პარტნიორების სოლიდარობა.
„ჩვენ დღეს ვისაუბრებთ რუსეთის მეზობელ დაუცველ ქვეყნებზე, როგორიცაა საქართველო, მოდლოვა და ასევე ბოსნია. ცოტა ხნის წინ ვიყავი საქართველოში. მათ ჩვენი სოლიდარობა სჭირდებათ. არის საჭიროება, რომ ჩვენ ნა