Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.107.436

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

პროკურატურამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 29 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორმა დაზარალებულს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა. „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშ

პრეზიდენტი - სააკაშვილის აქტუალიზაცია მხოლოდ და მხოლოდ „ოცნებას“ სჭირდება - ჯერ საქართველო უნდა გადავარჩინოთ და სააკაშვილის ბედიც იქნება თავის ადგილზე

ერთხელ და სამუდამოდ, პასუხი გაცემულია, მხოლოდ იმას აღვნიშნავ, რომ სააკაშვილის აქტუალიზაცია მხოლოდ და მხოლოდ „ოცნებას“ სჭირდება , - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტის კითხვას, აპირებს თუ არა, ის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ახლა სააკაშვილის საკითხი აქტუალური არ არის. „ძალიან ნიშანდობლივია, რომ ყველა მისი სასამართლო ახლა ინიშნება, ყველა სასამართლოზე აძლევენ პირდაპირ ტრანსლაციას, ასეთი რამ არსად მინახავს -

უკრაინის საგარეო უწყება - უკრაინა საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მხარს უჭერს და კრემლის აგრესიულ პოლიტიკას მკაცრად გმობს

უკრაინა საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მხარს უჭერს და კრემლის აგრესიულ პოლიტიკას მკაცრად გმობს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. „7 აგვისტოს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული აგრესიის დაწყებიდან 16 წელი შესრულდა, რომლის შედეგადაც, ასობით უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია განხორციელდა. რუსულმა ოკუპაციამ აღნიშნ

პრეზიდენტი - როდის მიმართა კულტურის მინისტრმა იუნესკოს, რომ დაცული იყოს ეკლესიები აფხაზეთსა და ოსეთში, სად არის შერიგების მინისტრი? - არ შეიძლება, არ გაგახსენოთ ისიც, რომ ერგნეთი მთლიანად აღდგენილია „უცხოური აგენტების“ ფულით

მაინტერესებს, ბოლოს როდის მიმართა ჩვენმა კულტურის მინისტრმა იუნესკოს იმისთვის, რომ დაცული იყოს ჩვენი ეკლესიები აფხაზეთსა და ოსეთში - სად არის შერიგების მინისტრი? რა კეთდება ყოველდღიურად, რა სტრატეგია გვაქვს ჩვენ იმისთვის, რომ გაძლიერდეს ეს რეგიონი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ერგნეთში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, ოკუპაცია არ არის მოცემულობა და ამის არც დავიწყება შეიძლება და არც შეგუება. საუბრის ბოლოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა

მაიკლ ტერნერი - აუცილებელია, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყოს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე ქართველი ხალხისთვის და საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის

აშშ-საქართველოს ურთიერთობა, ისტორიულად, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იყო რეგიონში, თუმცა დემოკრატიული ღირებულებების საწინააღმდეგო ბოლოდროინდელმა მოვლენებმა მნიშვნელოვანი შეშფოთება გამოიწვია შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენის, მაიკლ ტერნერის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც მან საქართველოში ვიზიტის შემდეგ გაავრცელა. „მე და სენატორმა შაჰინმა ნათლად განვაცხადეთ, რომ ეს შეშფოთება ორპარტიული და ორპალატიანია. გარდა ამისა, აშშ-ის პოლიტიკა არ შეიცვლება აშშ-ს ადმინი

ბექა ლილუაშვილი - "გორბის" კვლევა არ არის საზოგადოებრივი აზრის კვლევა, ეს არის საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენის ინსტრუმენტი (ვიდეო)

"გორბის" კვლევა არ არის საზოგადოებრივი აზრის კვლევა, ეს არის საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენის ინსტრუმენტი." ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი.   Snapsave.app_-lWUXBKRdLYgda1MYxYkobZu2tBZ0Ox.mp4

პრეზიდენტი ოლიმპიელებსა და პარალიმპიელებს 13 სექტემბერს საჯარო ღონისძიებაზე დააჯილდოებს

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით 13 სექტემბერს, 19:00 საათზე, ათონელის ქუჩის მიმდებარედ, ორბელიანების სასახლის წინ სახალხო ზეიმი გაიმართება, სადაც სალომე ზურაბიშვილი ქართველ ოლიმპიელებსა და პარალიმპიელებს დააჯოლდოვებს. ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, მოქალაქეებს, რომლებიც ორბელიანების სასახლესთან ღონისძიებას შეუერთდებიან, ექნებათ შესაძლებლობა, მიულოცონ ქართველ სპორტსმენებს ოლიმპიურ და პარალიმპიურ თამაშებზე გამარჯვება.

საქართველოს პრეზიდენტმა ოლიმპიელები და პარალიმპიელები დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2024 წლის პარიზის XXXIII ზაფხულის ოლიმპიურ და XVII პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოსთვის მოპოვებული გამარჯვებისა და მიღწეული წარმატებისათვის, ქართული სპორტის საერთაშორისო ასპარეზზე საუკეთესოდ წარმოჩენისა და მის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის ოლიმპიელები და პარალიმპიელები ორდენებით დააჯილდოვა. წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დაჯილდოვდნენ:   ლაშა ტალახაძე - სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობაში;

პროკურატურამ ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმეზე 5 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმეზე 5 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე , პროკურომა ბექა კვიციანმა განაცხადა. პროკურატურის ინფორმაციით, „მორგან ლიმიტედის“ სახელით მოქმედი თაღლითური ქოლ-ცენტრის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, ევროპელი მოსახლეობისგან თანხების თაღლითურად დაუფლების პერიოდში, ჯამში ერთ მილიონ დოლარზე მეტი თანხა ჩარიცხა დავით კეზერაშვილის, კეზერაშვილის დის და კეზერაშვილის დის შვილის საბანკო ანგარიშებზე

„კონსულმა მითხრა, თვითონ ბაზა შლისო“ – რატომ ვერ ხვდებიან ემიგრანტები ამომრჩეველთა სიაში

ბელგიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ბადრი ფეტელავა აცხადებს, რომ მისი ცოლი და შვილი, რომლებიც საკონსულო აღრიცხვაზე იდგნენ და საბუთებიც წესრიგში აქვთ, ამომრჩეველთა სიაში არ არიან. როგორც ბადრი ფეტელავა ნეტგაზეთთან ამბობს, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ემიგრანტების ნაწილი ამომრჩეველთა ერთიან სიაში თავს ვერ პოულობს, გადაწყვიტა სიაში თავისი თავი და ოჯახის წევრებიც გადაემოწმებინა. მისი თქმით, ამისათვის ბელგიაში საქართველოს საკონსულოს დაუკავშირდა, სადაც უთხრეს, რომ ამომრჩეველთა სიაში

საკონსტიტუციო სასამართლო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით მოსამართლეების - თეიმურაზ ტუღუშისა და გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებულ მოსაზრებას აქვეყნებს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მოსამართლეების – გიორგი კვერენჩხილაძის და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებულ მოსაზრებას აქეყნებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით. კერძოდ, ორი მოსამართლე - გიორგი კვერენჩხილაძე და თეიმურაზ ტუღუში მიიჩნვენ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა დაეკმაყოფილებინა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის სადავო ნორმების მოქმედებ

თეონა აქუბარდია - ახლა მთავარი საკითხი არის 26 ოქტომბრის არჩევნები, რითიც ქართველი ხალხის ნება უნდა დავაბრუნოთ პოლიტიკაში (ვიდეო)

ახლა მთავარი საკითხი არის 26 ოქტომბრის არჩევნები, რითიც ქართველი ხალხის ნება უნდა დავაბრუნოთ პოლიტიკაში.  თეონა აქუბარდია, პარტია "გახარია საქართველოს" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/546507914730499/

ნათია მეზვრიშვილი - არ მგონია, ჩვენი ამომრჩეველი კარავში შევიდეს, მაგრამ თუ მხარდამჭერები გადაწყვეტენ, რომ აქციებზე უნდა ვიყოთ, მათ დაკვეთას შევასრულებთ - ჩვენ როგორც შეგვიძლია, ოპოზიციას ვეხმარებით

არ მგონია, რომ ჩვენი ამომრჩეველი კარავში შევიდეს, მაგრამ თუ ჩვენი ამომრჩეველი გადაწყვეტს, რომ ჩვენ აქციებზე უნდა ვიყოთ, რა თქმა უნდა, შევასრულებთ ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთას.ასე იყო წინა აქციაზეც, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებთან 4 ნოემბერს, 3 ოპოზიციური კოალიციის მიერ დაანონსებულ აქციაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მათ როგორც შეუძლიათ, დანარჩენ ოპოზიციურ სუბიექტებს ეხმარებიან, ეს იქნება მტკიცებულებების შეგროვება თ

"გახარია საქართველოსთვის" - ფოტორეპორტაჟი „დაიტოვეს“ საპროტესტო აქციიდან

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს” -  ამ მოთხოვნით „დაიტოვეს“ საპროტესტო აქცია თბილისში 10 ნოემბერს გაიმართა. აქციას, სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად, შეურთდნენ პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრები და პარტიის თავმჯდომარე გიორგი გახარია. ფოტოებს პარტია "გახარია საქართველოსთვის" სოციალურ ქსელში აქვეყნებს. ჯგუფი „დაიტოვეს” მიერ ორგანიზებული აქცია თავისუფლების მოედნიდან დაიწყო და სიმბოლურად ევროპის მოედანზე დასრულდა. აქციის მონაწილეებს საათზე მეტი ხნის განმავლობაში გადაკეტილი ჰქო

კონფლიქტები მხოლოდ სასაფლაოზე არ გვხვდება და მე იქ არ მეჩქარება – ფრანგი დეპუტატი პაპუაშვილს

„ერთადერთი ადგილი, სადაც არ არის კონფლიქტი, არის სასაფლაო“, – ასე უპასუხა ფრანგმა პარლამენტარმა ფრედერიკ პეტიტმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის უარს, შეხვედროდა ევროპული ქვეყნების დეპუტატების დელეგაციას. ფრანგი პარლამენტარის თქმით, პაპუაშვილის განცხადება დემოკრატიის არსის სრული უარყოფაა. „ძალიან გულდასაწყვეტია. ევროკავშირი არის ოჯახი, ის გახლავთ კონფლიქტების მართვის ინსტრუმენტი… ზოგჯერ ვერ ვთანხმდებით, ევროპაში ზოგჯერ გვაქვს უთანხმოება, მაგრამ ვმუშაობთ ერთად. ჩ

თბილისში ორი ახალგაზრდის ცხედარი იპოვეს

თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილების ასაკი 25 წლამდეა, მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია. ნეტგაზეთს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ნეტგაზეთი

23 ორგანიზაცია - „ქართულმა ოცნებამ“ ვერ უნდა მოიპოვოს ლეგიტიმაცია - არც ერთი ოპოზიციური პარტიის წევრი არ უნდა შევიდეს პარლამენტში!

ძალაუფლებაში მყოფმა “ქართულმა ოცნებამ” ვერ უნდა მოიპოვოს ლეგიტიმაცია ქვეყნის შიგნით. ამისთვის საჭიროა შეურიგებლობა მოპარული არჩევნების შედეგებთან - აუცილებელია ოპოზიციური ძალების ქმედებების კოორდინაცია. არც ერთი ოპოზიციური პარტიის წევრი არ უნდა შევიდეს პარლამენტში! - ამის შესახებ 23 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, როგორიც იქნება საქართველოს მოქალაქეების შეურიგებლობა მიტაცებული არჩევნების მიმართ, ისეთივე იქნება საერ

„გახარია - საქართველოსთვის“ - მოვუწოდებთ მხარდამჭერებს, ხვალ პარლამენტთან გამოვხატოთ მშვიდობიანი პროტესტი

ხვალ ქართველი ხალხის მშვიდობიანი ხმა უნდა ისმოდეს საქართველოს პარლამენტთან და არა სხდომათა დარბაზში. ქართველი ხალხის გაბრაზებული ხმა უნდა გავაგონოთ ყველას, ვინც ჩვენს მოქალაქეებს არჩევანი მოჰპარა, - ამის შესახებ პატია „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებაშია აღნიშნული. პარტია მხარდამჭერებს მოუწოდებს, 25 ნოემბერს საქართველოს პარლამენტთან მშვიდობიანი პროტესტი გამოხატონ. „ხვალ, 25 ნოემბერს, საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის მხოლოდ ერთპარტიული შემადგენლობა შეიკრიბება, რომელსაც საზოგადო

სოფიო ხორგუანი - ჩვენ, ყველანი აქ ვდგავართ იმიტომ, რომ ჩვენი სამშობლო ევროპული სახელმწიფო იყოს... როგორც არ უნდა ეცადონ ამ აქციების გაშავებას, დაცინვას, პროტესტის ჩახშობას, ეს ისეთი მართალი ბრძოლაა, აუცილებლად გამარჯვებულები გამოვალთ! (ვიდეო)

"ჩვენ, ყველანი აქ ვდგავართ იმიტომ, რომ ჩვენი სამშობლო ევროპული სახელმწიფო იყოს - ეს არის ჩვენი მოთხოვნა და ვერცერთი გაზულუქებული, პატარა, 30 კაციანი ჯგუფი, ჩვენ ვერ შეგვაჩერებს. ამიტომ ვდგავართ აქ და როგორც არ უნდა ეცადონ ამ აქციების გაშარჟებას ან გაშავებას, დაცინვას, პროტესტის ჩახშობას, ეს ისეთი მართალი ბრძოლაა, აუცილებლად გამარჯვებულები გამოვალთ!" პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრის, უფლებადამცველის, სოფიო ხორგუანის ჩართვა აქციიდან. AQMspq1bRgzsOALAeeBukXL_14z8BW9IY4hkV39WZmu

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში ერთი ადამიანი გაყინული იპოვეს

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხუცუბანში, ერთი ადამიანი გაყინული იპოვეს. ინფორმაციას „პუბლიკას“ ქობულეთის მერიის პრესსამსახურში უდასტურებენ. მათივე ინფორმაციით, დაახლოებით 50 წლამდე ასაკის კაცი სახლის ჭიშკართან იპოვა მეზობელმა. რატომ იყო ზამთარში კაცი გარეთ, უწყებას ინფორმაცია არ აქვს. პრესსამსახურში ამბობენ, რომ თოვლის საფარი სოფელში მაღალია, გაწმენდილია ცენტრამდე გზა, თუმცა შიდასასოფლო გზები გასაწმენდია.   პუბლიკა

თეონა აქუბარდია - ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი არჩევნებისათვის, ეს არის პოლიტიკური ძალის მთავარი დანიშნულება და აქ ახალი არაფერი არ არის

ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი არჩევნებისათვის, ეს არის პოლიტიკური ძალის მთავარი დანიშნულება და აქ ახალი არაფერი არ არის.   თეონა აქუბარდია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.     სრული ეთერის ლინკი: https://youtu.be/wTJGco3a5Es

საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში ადგილობრივი მცხოვრები, 55 წლის თამაზ გლურჯიძე ე.წ საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინფორმაციას ადასტურებს. სოფელი ბერშუეთი საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მდებარეობს და ოკუპირებულ სოფელ წინაგარს და ღრომის ხეობას ესაზღვრება. გლურჯიძის ნათესავების თქმით, ის თანასოფლელთან სტუმრად იმყოფებოდა, იქიდან წამოსვლის შემდეგ კი სახლში აღარ მისულა. მათივე სიტყვებით, კაცი მოგვიანებით ოჯახის წევრებს ტ

მისურის შტატის ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა

მისურის შტატის ქალაქ სენტ-ლუისის სკოლაში სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა. დაღუპულთა შორის ერთ-ერთი თავდამსხმელია, რომელსაც პოლიციამ გაუხსნა ცეცხლი. ის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. თავდასხმის მოტივი უცნობია.   ავტორი - სალომე თორაძე

მშობლების მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელი, გიორგი ბეროზაშვილი ფარულ ჩანაწერში დანაშაულის დეტალებს ჰყვება

მშობლების მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელი, გიორგი ბეროზაშვილმა გამოძიების ეტაპზე მოპოვებულ ფარულ აუდიო-ვიდეოჩანაწერში დეტალურად ჰყვება, თუ როგორ ჩაიდინა მკვლელობა. ჩანაწერში, რომელშიც ფარულ საგამოძიებო მოქმედებას თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახა მურადაშვილი აწარმოებს, ბრალდებული ჩანაწერში აცხადებს, რომ მამასთან ურთიერთობა მას შემდეგ დაეძაბა, რაც მან ბანკიდან სესხი აიღო. „დედაჩემის ოთახში იყო ფული, დოლარიც და ლარიც იყო. მამაჩემის ანგარიშზე შევედი და „საქართვ

მიხეილ დაუშვილი - ცალკე აღებული კანონი ვერ უზრუნველყოფს დეოლიგარქიზაციას, მთავარ ცვლილებებს ვხედავთ სტრუქტურულ და ინსტიტუციურ რეფორმებში

ცალკე აღებული კანონის მიღება ვერ უზრუნველყოფს დეოლიგარქიზაციას, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა. „დეოლიგარქიზაცია რომ მოხდეს, ამისთვის საჭიროა, სახელმწიფო ინსტიტუტები, პირველ რიგში, მართლმსაჯულების სისტემა, სასამართლო, პროკურატურა, საგამოძიებო ორგანოები მოქმედებდნენ არა პარტიული ინტერესიდან, არამედ კონსტიტუციიდან და კანონის უზენაესობიდან გამომდინარე. ამიტომ, ჩვენ დეოლი
×
×
  • შექმენი...