Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.105.664

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ბერდია სიჭინავა - „ოცნების“ რეჟიმი გიორგი გახარიას „უკერავს" ბინძურ საქმეს, რომელიც 15 - წლიან პატიმრობას ითვალისწინებს - გახარია მზაობას აცხადებს, ჩორჩანას საკითხზე კომისიაზე 2 ივლისსაც დისტანციურად ისაუბროს

გიორგი გახარია მზაობას აცხადებს, კომისიაზე ისაუბროს ჩორჩანას საკითხზე 2 ივლისსაც დისტანციურად, - ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე განაცხადა. ბერდია სიჭინავა გამოეხმაურა დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, კომისია გიორგი გახარიას 2 ივლისამდე აძლევს დროს, რომ ფიზიკურად გამოცხადდეს კომისიაზე და ჩორჩანას საგუშაგოს საკითხზე კითხვებს მხოლოდ ამგვარად უპასუხოს და არა, დისტანციური ჩართვით.

ქედაში უფუნქციო ტანკს უვლიან. ხელისუფლებამ ტანკის დამლაგებლად 2 ადგილობრივი დაიქირავა

ქედაში უფუნქციო ტანკს უვლიან. ხელისუფლებამ ტანკის დამლაგებლად 2 ადგილობრივი დაიქირავა, რისთვისაც ყოველწლიურად, ბიუჯეტიდან დაახლოებით 7 200 ლარი იხარჯება. სოფელ წონიარისში მცხოვრებლები "დასაქმების ხელშეწყობის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის" ფარგლებში აიყვანეს.  დასაქმებულებმა TV25.GE-სთან საუბრისას განაცხადეს, რომ ტანკს კვირაში ერთხელ ალაგებენ, რისთვისაც მათ ყოველთვიურად 300 ლარს უხდიან.  უფუნქციო ტანკი სოფელ წონიარისის ცენტრში 1983 წლიდან დგას. იგი ფაშიზმზე გამარჯვების სიმბოლოდ ითვლება

ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ ირანული წარმოების დრონების თავდასხმის პრობლემა დაახლოებით ორ კვირაში მოგვარდება

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ ირანული წარმოების „მოპედის“ დრონების მასიური თავდასხმის პრობლემა დაახლოებით ორ კვირაში მოგვარდება. „ძალიან მალე უკრაინა მიიღებს რამდენიმე ასეულ დრონების საწინააღმდეგო სადგურს, მანამდე კი ჩვენ მათ ჩვეულებრივი საშუალებებით ჩამოვაგდებთ“, – განაცხადა არესტოვიჩმა. გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი უახლოეს დღებში უკრაინას დრონების საწინააღმდეგო სისტემებს გადასცემს.

ქუთაისელი დედა, 11 შვილით

ლიკა გაბუნია - დღეს წყალტუბოში მქონდა გადაღება, წყვილს ვიღებდი, როცა ჯერ დედა მოვიდა 4 გოგოთი რომელთაც ერთნაირი კაბები ეცვათ.  გავიფიქრე რა ორიგინალურიათქო და თან ვხედავ როგორ ემატებიან ბაფთიანი ბიჭებიც, ისევ ერთნაირ ფერებში, მრავლდებიან და არ მთავრდებიან. უმისამართოდ ვკითხულობ ეს ყველა თქვენია? და გაოცებას ვერ ვმალავ  ემოციური და მოულოდნელი იყო. ძალიან საინტერესო და ამაღელვებელი. ქუთაისელი დედა, 11 შვილით... Lika Gabunia Photography

ვინ გასცა ვაკის პარკის შადრევანში მილების შეცვლის დავალება - კახა კალაძის მოადგილის პასუხი

თბილისის მერის კახი კალაძის მოადგილე, ანდრია ბასილაია არ უპასუხებს კითხვას, იყვნენ თუ არა მერი და მისი მოადგილეები ვაკის პარკის შადრევანში მილების შეცვლის პროცესში ჩართულები. ბასილაიამ რამდენჯერმე კითხვის დასმის მიუხედავად, არ თქვა, ეს იყო თუ არა თბილისის მერის დავალება და მხოლოდ გამოძიების ვერსიაზე ისაუბრა. "რაც იკვეთება, ეს არის ზეპირი მითითება, რომელიც, როგორც გამოძიება იუწყება, გიორგი ვახტანგაშვილმა გასცა. მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტების დროს ძალიან ბევრი მითითება არის ხოლმე გაცემულ

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. სამხედროს დაღუპვის შესახებ ცნობებს სოციალურ ქსელში უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლები ავრცელებენ. მომხდარზე სხვა ინფორმაცია არ ვრცელდება. უკრაინაში რუსეთის ომის დაწყებიდან 23 ქართველი მებრძოლია გარდაცვლილი.

ივანე ჩხაიძე ბავშვთა კლინიკებში გადატვირთულობის პრობლემაზე - თუ ბავშვს რესპირაციული ვირუსის მწვავე ფორმა აქვს, ყველა კლინიკამ შეიძლება მიიღოს

სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანას პაციენტი იქ მიჰყავს, სადაც ადგილი იქნება - ქვეყანაში ბევრი ბავშვთა საავადმყოფოა, თუ ბავშვს რესპირაციული ვირუსის მწვავე ფორმა აქვს, ყველა კლინიკამ შეიძლება მიიღოს, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა, რითაც ბავშვთა კლინიკებში გადატვირთულობის პრობლემის შესახებ კითხვას უპასუხა. როგორც ივანე ჩხაიძე განმარტავს, მისთვის “ცნობილი არ არის, თუ რამდენად აბრუნებენ კლი

საგარეო საქმეთა სამინისტრო - თურქეთში გარდაცვლილ მარიამ გოგიაშვილს სამშობლოში ხვალ ჩამოასვენებენ

თურქეთში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის, მარიამ გოგიაშვილის ცხედარს სამშობლოში ხვალ გამთენიისას გადმოასვენებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს ამ დიდ ტრაგედიას. საკითხისადმი საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს გაცნობოთ, რომ აღნიშნული პრობლემის თაობაზე ინფორმაციის მიღებისთანავე თურქეთში საქართველოს საელჩო და ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულო, საქ

საავტომობილო გზების დეპარტამენტი - ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნულ გზაზე მოძრაობა შესაბამისი გაწმენდითი ღონისძიებების გატარებამდე იქნება აკრძალული.

ბექა ლილუაშვილი - ყველაფერზე, რაც ქვეყანაში ხდება, ცალსახად ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობაა

პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატის, ბექა ლილუაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილის მიერ პასუხისმგებლობის აღება უნდა მოხდეს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე, მათ შორის დემოკრატიზაციის გზაზე უკუსვლაზე, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ვერ მიღებაზე, ასოცირების პროცესის „სამეულში“, რომელშიც საქართველო, უკრაინა და მოლდოვა შედიან, ლიდერის, ინიციატორის პოზიციის დაკარგვაზე. ამის შესახებ ბექა ლილუაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ ისაუბრა. დეპუტატის თქმით, ივანიშვილი პასუხისმგებელ

გიორგი გახარია - ბიძინა ივანიშვილი არც პროამერიკელია, არც პროევროპელი და არც პრორუსი, ის არის „პროთავისი“ - პატარა, შეშინებულ ბიჭებს არანაირი უნარი არ შესწევთ, შეცვალონ ქვეყნის ორიენტაცია

მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ვიცი უბრალოდ, რომ დღეს ამ პატარა, შეშინებულ ბიჭებს არანაირი უნარი არ შესწევთ ქვეყნის საგარეო ორიენტაციის ცვლილების. სწორედ ეს არის მიუღებელი, როდესაც ადამიანი დამალული კულისებიდან მარიონეტების გამოყენებით ცდილობს ქვეყნის საგარეო ორიენტაციის ცვლილებას, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყნის საგარეო ორიენტაციის ცვლილების მცდელობა არის ის წითელი ხაზი, რომელიც ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობაზე გადის.

საფრანგეთისა და გერმანიის ელჩები: ევროკავშირი ხელგაშლილი ეგებება საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას

"ევროკავშირი ხელგაშლილი ეგებება საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას, ეს არის ისტორიული შესაძლებლობა ამ რეგიონში სტაბილურობის, კეთილდღეობისა და მშვიდობისთვის", – ნათქვამია საფრანგეთის ელჩის, შერაზ გასრისა და გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის 24 თებერვალს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში. ელჩები იწვევენ ქართველ მეგობრებს, ფოკუსირდნენ ამ შესაძლებლობაზე და გააერთიანონ ძალები 12 რეკომენდაციის შესასრულებლად. უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების წლისთავზე ელჩების განცხადება არის მცდელობა, გააგზავნონ იმ

დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობის გამო, შვედეთი ხუთ რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს

დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობის გამო, შვედეთი ხუთ რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს, – ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ. „როიტერის“ ცნობით, შვედეთმა რუსეთის ელჩი გამოიძახა და აცნობა, რომ საელჩოში დასაქმებულმა ხუთმა ადამიანმა, დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციასთან შეუთავსებელი ქმედებების გამო, ქვეყანა უნდა დატოვოს. მედიის ცნობით, რუსეთს ამ შემთხვევასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. შეგახსენებთ, მანამდე ნორვ

Bloomberg-ის ცნობით, ევროკავშირი რუსეთს სანქციების გვერდის ავლის ყველა საშუალებას გადაუკეტავს

მოსალოდნელია, რომ რუსეთის მიმართ ევროკავშირის მიერ დაწესებული ახალი შეზღუდვები, სავარაუდოდ, მაისის ბოლოს G7-ის (დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, კანადა, საფრანგეთი, იაპონია, აშშ) ლიდერების შეხვედრის დროს გამოცხადდება. Bloomberg-ის ცნობით, ახალი ზომების მირების მთავარი მიზანი ადრე დაწესებულ სანქციებში არსებული ხარვეზების აღმოფხვრა და მათი გვერდის ავლის გზების გადაკეტვაა. შეერთებული შტატები და ევროკავშირის ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების ცალკეულ პაკეტებს ამზადებენ, რომელიც

უკრაინის გენშტაბი - უკრაინელებმა ერთ დღეში რუსების 40 საარტილერიო სისტემა, 34 დრონი და 4 ფრთოსანი რაკეტა გაანადგურეს

უკრაინელებმა ომის დაწყების შემდეგ რუსეთის დაახლოებით 204 360 ჯარისკაცი გაანადგურეს, მათ შორის 480 - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. ამასთან, უწყების ცნობით, უკრაინელებმა, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, რუსების 40 საარტილერიო სისტემა, 34 დრონი და 4 ფრთოსანი რაკეტა გაანადგურეს. უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 3 789 ტანკს, 7 419 ჯავშანტექნიკას, 3 318 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 309

„ენერგო-პრო ჯორჯია“ - კურორტ შოვში მეწყერმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა - ელექტროენერგია არ მიეწოდება მხოლოდ კურორტ შოვს და სოფელ გლოლას

რაჭაში, შოვში ჩამოწოლილი მეწყრის გამო ელექტროგადამცემი ხაზები ავარიულად გამოირთო. როგორც „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ამჟამად ელექტროენერგია არ მიეწოდება მხოლოდ კურორტ შოვს და სოფელ გლოლას. ონის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლები ელექტროენერგიით სტაბილურად მარაგდება. „ამ დროისთვის გადაადგილება შეფერხებულია, რაც ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენითი სამუშაოების დაწყებას ართულებს. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური ბრიგადები მზად ყოფნაში არიან. როგორც კი შესაძლებელი ი

ქეთევან ბაკარაძე - ჩვენ თუ ვიქნებით ძლიერი სახელმწიფო, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერით, მშვიდობიანი პოლიტიკით შევძლებთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას (ვიდეო)

“ჩვენ თუ ვიქნებით ძლიერი სახელმწიფო, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერით, რა თქმა უნდა ერთმნიშვნელოვნად ვგულისხმობ ნატოსა და ევროკავშირს, მშვიდობიანი პოლიტიკით შევძლებთ უალტერნატივო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.” ქეთევან ბაკარაძე, პარტია "საქართველოსთვის" წევრი.  384387978_234054242645756_7488043336807848166_n.mp4

ბექა ლილუაშვილი - ჩვენი მთავარი საარჩევნო მიზანი, რაზეც ველაპარაკებით საზოგადოებას არის ის, რომ ორივე ერთმანეთზე მავნებელი ძალა უნდა დასრულდეს, რაც ნიშნავს, რომ არც „ნაციონალური მოძრაობა“ და არც „ოცნება“ ჯამურად არ უნდა აცდეს 50%-ს (ვიდეო)

“ჩვენი მთავარი საარჩევნო მიზანი, რაზეც ველაპარაკებით საზოგადოებას არის ის, რომ ორივე ერთმანეთზე მავნებელი ძალა უნდა დასრულდეს, რაც ნიშნავს, რომ არც „ნაციონალური მოძრაობა“ და არც „ოცნება“ ჯამურად არ უნდა აცდეს 50%-ს. რატომ? იმიტომ, რომ ერთმანეთზე ექნებათ დასწრება, რომელი შეუქმნის ერთმანეთს კოალიციას- „ნაცები“ შეუქმნიან „ქოცებს“ თუ“ ქოცები“ შეუქმნიან „ნაცებს“. ეს ხომ ქმედებებზე დაფუძნებული მსჯელობაა, რაც ჩვენ გვინახავს.” ბექა ლილუაშვილი, პარტია “საქართველოსთვის” წევრი, დეპუტატი.

საქართველოში „სტარლინკი“ ჩაირთო — რა ეღირება სატელიტური ინტერნეტი

საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია ილონ მასკის დაფუძნებული კომპანია „სტარლინკის“ სატელიტური ინტერნეტი. კომპანიის მონაცემებით, საქართველო სამეზობლოში გახდა პირველი ქვეყანა, სადაც „სტარლინკი“ ჩაირთო. „სტარლინკის“ ინტერნეტი აზერბაიჯანსა და სომხეთში 2024 წელს ჩაირთვება, თურქეთში კი კომპანია მარეგულირებლის ნებართვას ელოდება. რაც შეეხება რუსეთს, აქ „სტარლინკი“ შესვლას ამ ეტაპზე არც გეგმავს. სწრაფი სატელიტური ინტერნეტის ღირებულება კერძო პირებისთვის თვეში 160 ლარიდან დაიწყება, ინტერნეტის მიმღები

ინტენსიური თოვის გამო გზებზე შეზღუდვები დაწესდა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო ქვეყნის მასშტაბით გზებზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდა. უწყების ინფორმაციით, საავტომობილო მოძრაობა დიდთოვლობის გამო აკრძალულია ზეკარის უღელტეხილზე. კერძოდ, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ50-კმ89 (ზეკარის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ავტოტრანსპორტის შეზღუდვაა დაწესებ

ბერდია სიჭინავა ქვეყანაში არსებულ ელიტურ კორუფციაზე (ვიდეო)

ქვეყანაში არსებულ ელიტურ კორუფციაზე.   ბერდია სიჭინავა, პარტია “საქართველოსთვის” აღმასრულებელი მდივანი. 10000000_1599187464223279_9221620511662940818_n.mp4

უკრაინაში რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან სამი ბავშვი დაბრუნდა

უკრაინაში რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან სამი ბავშვი დაბრუნდა, წერს უკრაინსკა „პრავდა“ ომბუდსმენ დმიტრო ლუბინეცზე დაყრდნობით. ლუბინეცის განცხადებით, სამშობლოს დაუბრუნდნენ: 2008 და 2011 წელს დაბადებული ბავშვები. „2008 წელს დაბადებული ბიჭი და 2011 წელს დაბადებული გოგონა ხერსონის დროებითი ოკუპირებული ტერიტორიიდან გამოვიყვანეთ, და-ძმა უკვე დედასთანაა. მესამე ბიჭი, ასევე 2011 წელს დაბადებული, ასევე დაუბრუნდა დედას. ომბუდსმენის აპარატის ხელშეწყობით, დედამ იგი საქართველოდან წამოიყვან

იოსელიანი: ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრებისთვის ციხეების გარემო შეუსაბამოა

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის თქმით, ფსიქიკური და მენტალური პრობლემების მქონე პატიმრებისთვის სასჯელაღსრულების დაწესებულებების გარემო შეუსაბამოა. „ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუში ლევან იოსელიანმა თქვა, რომ მათ განსხვავებული მიდგომა, სკრინინგი და ეფექტიანი მკურნალობა სჭირდებათ. გარდა ამისა, მისი თქმით, პრობლემაა დიდი ზომის დაწესებულებები, სადაც 1000-1500 პატიმარია, ადამიანის უფლებების ეფექტიანად დაცვისთვის პატარა დაწესებულებებია დაცული – 500-700 პატიმრისთვის. publika

სისხლის სამართლის საქმეზე პოლიციაში დაიბარეს კიდევ ერთი აქტივისტი, ნინო დათაშვილი

აქტივისტი ნინო დათაშვილი წერს, რომ დაურეკეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტიდან და დაიბარეს სისხლის სამართლის საქმეზე, 222-ე 225-ე 226-ე მუხლებით. პუბლიკა ესაუბრა ნინო დათაშვილს. იგი ვარაუდობს რომ მას მოწმის სახით გამოკითხვაზე იბარებენ, და პოლიციაში მისვლას არ აპირებს. იგი მხოლოდ მოსამართლის წინაშე გამოკითვაზე დათანხმდება, რის საშუალებასაც კანონმდებლობა იძლევა. 222-ე მუხლი ეხება სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირებას, 225-ე ჯგუფური ძალადობის ორ
×
×
  • შექმენი...