Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    899.698

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ოკუპირებულ აფხაზეთში მომიტინგეებმა „ვადამდელი არჩევნების“ შესახებ ასლან ბჟანიას წინადადებაზე უარი განაცხადეს

ოკუპირებულ აფხაზეთში მომიტინგეებმა „ვადამდელი არჩევნების“ შესახებ ასლან ბჟანიას წინადადებაზე უარი განაცხადეს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ პრეზიდენტის „ადმინისტრაციასთან“ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა, „სამთავრობო“ შენობების დატოვებაზე უარი განაცხადეს. ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ადგურ არძინბამ მომიტინგეებს ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას წინადადება გააცნო, რაზეც აქციის მონაწილეებმა უარი თქვეს და განაცხადეს, რომ თანახმა მხ

ოკუპირებულ აფხაზეთში მომიტინგეები ე.წ. პარლამენტში შევიდნენ

ოკუპირებულ აფხაზეთში მომიტინგეები ე.წ. პარლამენტში შევიდნენ – ისინი უშიშროების ძალებს ხალხის მხარეს გადასვლისკენ მოუწოდებენ. როგორც Ekho Kavkaza წერს, ასლან ბჟანიას პრესსამსახური იუწყება, რომ მისი ადმინისტრაცია ამზადებს დოკუმენტს „შეთანხმების რატიფიცირების შესახებ” პროექტის უკან გაწვევის შესახებ. მანამდე გავრცელდა ე.წ. ოპოზიციის განცხადება, რომლებიც ამბობენ, რომ „მომიტინგეთა ქმედება არ არის მიმართული რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობების წინააღმდეგ“. პროტესტი დილიდან დაიწყო, რასაც

ოკუპირებულ აფხაზეთში ინალ არძინბას გადადგომის შესახებ ინფორმაციას უარყოფენ

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო ინფორმაცია ე.წ. მინისტრის ინალ არძინბას გადადგომის შესახებ. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განმარტეს, რომ უწყების მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. მანამდე სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია ინალ არძინბას გადადგომის შესახებ, რომელმაც, სავარაუდოდ, თავის გუნდს განუცხადა, რომ მინისტრის პოსტს ტოვებს და რუსეთში ბრუნდება.

ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვები დაწესდა

ოჩამჩირის რაიონში “Ачгуара“ -ს (აჩიგვარა) მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზზე 1 ნოემბერს მომხდარი ავარიის გამო, ოკუპირებულმა აფხაზეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის მიწოდება მოითხოვა. ამის შესახებ, კომპანია „ჩერნომორენერგოს“ პრესსამსახური იტყობინება. „ჩერნომორენერგოს ცნობით“, შემთხვევის ადგილი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები. რადიო თავისუფლების პროგრამა „ეხო კავკაზას“ თანახმად, კომპანიამ დღეს განაცხადა, რომ 10.00-დან 15.00 საათამდე აბონენტებს ელექტროენერგია შეზღუდულად მიეწოდება

ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდებაზე გრაფიკი დაწესდა

კომპანია „ჩერნომორენერგომ“ ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდების გრაფიკი გამოაქვეყნა. გრაფიკის მიხედვით, მოსახლეობის უმეტესობას ელექტროენერგია დღე-ღამეში ხუთჯერ თითო საათით შეუწყდება, ნაწილს კი - ოთხჯერ. მანამდე კომპანია „ჩერნომორენერგომ“ განაცხადა, რომ სატესტო რეჟიმში მუშაობისას, „«Ачгуара-ს" (აჩიგვარა) მაღალი გადამცემი ხაზის გარკვეულ მონაკვეთებზე პრობლემები გამოვლინდა. შეზღუდვები აბონენტებს არსებული ხარვეზების სრულ აღმოფხვრამდე ექნებათ. ოჩამჩირის რაიონში“Ачгуара-ს" (აჩი

ოკუპირებულ აფხაზეთში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზატორები დააკავეს

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ოკუპირებულ აფხაზეთში ნარკოტიკების დიდი პარტიის რამდენიმე რეალიზატორი დააკავეს, რომელთაგან ყველა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა. კრიმინალებს უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ინფორმაციას აფხაზური მედიასაშუალებები ადგილობრივი ძალოვანი უწყების მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებენ.   აფხაზეთის ეგრეთწოდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნარკორეალიზაციის კონტროლის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობის ნარკოტიკული ნივთიერება მეტადონის რეალიზებ

ოკუპირებულ აფხაზეთში 2022 წელს რუსეთიდან 5,4 მილიონი ტურისტი ჩავიდა, საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე კი - 830, 5 ათასი

გასული წლის განმავლობაში რუსეთის ფედერაციიდან ოკუპირებულ აფხაზეთში 5,4 მილიონმა ტურისტმა იმოგზაურა. როგორც, რუსეთიდან საზღვარგარეთ ტურისტული ნაკადის ზრდის შესახებ, Росстат-ის მიერ გავრცელებული ანგარიშიდან ირკვევა, აღნიშნული მონაცემით ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთში პირველ ადგილზე დგას, მეორე ადგილზე მოდის თურქეთი, რომელსაც შარშან 4,6 მილიონი რუსი ტურისტი ეწვია; მესამე ადგილს 1, 2 მილიონით არაბეთის საემიროები იკავებს, მეოთხე ადგილზე კი ეგვიპტეა, - 900, 5 ათასი რუსი ტურისტით. ოკუპირებული ა

ოკუპანტებმა სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ოკუპანტებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“.

ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე, რამაზ ბეღელური გაიტაცეს

რუსმა ოკუპანტებმა გაიტაცეს საქართველოს მოქალაქე რამაზ ბეღელური. როგორც გატაცებული ბეღელურის დედა ამბობს, ის მაშინ დააკავეს, როდესაც საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს 16 წლის ძმის საფლავზე იყო გასული. რამაზ ბეღელურის დედა, ნორა ბეღელური  ,,ტვ პირველს” ეუბნება, არ იცის, როგორია შვილის მდგომარეობა. მისივე თქმით, რამაზ ბეღელურს აქვს ეპილეფსია და მუდმივი მეთვალყურეობა სჭირდება. მისი თქმით, გატაცებული ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში ჰყავთ მოთავსებული. რამაზ ბეღელური გუგუტიანთკარიდან ოკუპ

ოკუპანტებმა კირბალის ლომისის ტაძრის შესასვლელი კარი აჭედეს

რუსმა ოკუპანტებმა დროებით ოკუპირებული სოფელ კირბალის ლომისის ტაძრის შესასვლელი კარი აჭედეს | ფოტოს დავით ქაცარავა ავრცელებს      

ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტიდან მოქალაქე გაიტაცეს

სუს-ის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. უწყების განცხადებით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის საოკუპაციო ძალას. პუბლიკა

ოკუპანტებმა არცევთან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ არცევის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის „ცხელი ხაზი“, ინფორმაცია ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. „ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებ

ოკუპანტებთან ბრძოლაში უკრაინის მოქალაქე ეთნიკურად ქართველი ძმები დაიღუპნენ

უკრაინაში რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლისას წარმოშობით ქართველი, უკრაინის მოქალაქე ძმები, თემურ და ერნესტ მაჭარაშვილები დაიღუპნენ. დაღუპული ძმების შესახებ ცნობა ქართულ მედიაში პირველად ამერიკის ხმამ, ომში დაღუპული ჯარისკაცების შესახებ შექმნილი უკრაინული პორტალის ინფორმაციაზე დაყრდნობით გაავრცელა. ერნესტი 13 ოქტომბერს ხერსონის ოლქში დაიღუპა, მისი ძმა კი ზაპოროჟიის ოლქში, აპრილის თვეში. მაჭარაშვილები წარმოშობით საჩხერის რაიონის სოფელ კორბოულიდან იყვნენ, სადაც დაიბადა მათი მამა ბ

ოკეანეში დაიკარგა წყალქვეშა ნავი, რომელსაც ტურისტები ჩაძირულ „ტიტანიკთან“ მიჰყავდა

უკვე მეორე დღეა, რაც მაშველები ეძებენ ტურისტულ წყალქვეშა ნავს, რომელსაც ვიზიტორები ჩაძირულ „ტიტანიკთან“ მიჰყავდა. ნავი კომპანია „ოუშენ გეითს“ ეკუთვნის. სხვადასხვა საერთაშორისო მედიის ცნობით, ხომალდთან კონტაქტი მისი გაშვებიდან 1 საათსა და 45 წუთში გაწყდა. აშშ-ის სანაპირო პოლიციის ცნობით, წყალქვეშა ნავზე ცხოვრებისთვის აუცილებელი რესურსი, მათ შორის, ჟანგბადი არის, თუმცა  დაახლოებით 70-96 საათისთვის არის საკმარისი. BBC-ის თანახმად, არსებული ცნობით, გემზე ამჟამად 5 ადამინი იმყოფება, მ

ოთხი ქართული ოპოზიციური გაერთიანება საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ჯოზეფ ბორელს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს წერილით მიმართავს

კოალიცია „ცვლილებებისთვის“, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“, „ძლიერი საქართველო“, პარტია „საქართველოსთვის“ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს წერილით მიმართავენ. წერილში, მათ შორის საუბარია ევროკავშირის მხრიდან დაუყოვნებელ გადასადგმელ ნაბიჯებზე მთავრობაზე ზეწოლისთვის, თუ მთავრობა უარს იტყვის არჩევნების დამოუკიდებელი გ

ოთხი რუსული სამხედრო თვითმფრინავი ილ-76 დრონებით დააზიანეს

ფსკოვის აეროპორტზე, რომელიც უკრაინისგან 700 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს და რომელშიც რუსეთის 334-ე სამხედრო-სატრანსპორტო პოლკია დისლოცირებული, დრონებით განხორციელდა შეტევა. რუსული სამთავრობო მედიის ცნობით, დაზიანებულია ოთხი სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავი „ილ-76“. „ფსკოვსკაია გუბერნია“, ერთ-ერთი პირველი გამოცემა, რომელმაც აეროპორტის რაიონში აფეთქებების შესახებ დაწერა, იტყობინება, რომ ადგილობრივებმა გაიგეს აფეთქების და ავტომატის ჯერის ხმა. სხვადასხვა მონაცემით, აეროპორტზე იერიში მიიტა

ოთხთვალა ეტლი, ჭურჭელი საგზლისთვის — რა აღმოაჩინეს ნიქოზში, 4 ათასი წლის სამარხში

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზში შუა ბრინჯაოს ხანის სამარხი აღმოაჩინეს. აღნიშნულის შესახებ არქეოლოგი გოგი მინდიაშვილი საუბრობს, რომელიც გათხრებს ხელმძღვანელობს. ის დასძენს, რომ შიდა ქართლში აქამდე მსგავსი ყორღნისთვის არ მიუკვლევიათ. შუა ბრინჯაოს ხანა მოიცავს ძველი წელთაღრიცხვის 2100–1550 წლებს, რაც თანამედროვე ეპოქიდან, დაახლოებით, 4000-3500 წლით არის დაშორებული. არქეოლოგთა ინფორმაციით, ახლად აღმოჩენილი სამარხი ტომის წარჩინებულ წარმომადგენელს უნდა ეკუთვნოდეს. “ეს არის, პრ

ოთახის მცენარეთა მნიშვნელობაზე, მათი მოვლის თავისებურებებსა და მოყვარულთა მიერ დაშვებულ შეცდომებზე - ნათია ჯიჯიაშვილი, ეროვნული ბოტანიკური ბაღის ტროპიკულ მცენარეთა ორანჟერეის ლაბორანტი

10 იანვარს ოთახის მცენარეების დაფასების დღე აღინიშნება. ვინაიდან შობა-ახალი წლის პერიოდში ყველას ყურადღება ნაძვისხეებისკენ არის მიბყრობილი, ოთახის მცენარეების დაფასების დღის დაწესება სწორედ  ამ ფაქტს უკავშირდება და გვახსენებს, რომ ლამაზად მორთული ნაძვის ხის გარდა, არსებობენ ოთახის მწვანე ბინადრებიც, რომელთაც ყურადღება არ უნდა მოვაკლოთ.   ოთახის მცენარეთა მნიშვნელობაზე, მათი მოვლის თავისებურებებსა და მოყვარულთა მიერ დაშვებულ შეცდომებზე საუბრობს ნათია ჯიჯიაშვილი, ეროვნული ბოტანიკური ბაღი

ოთარ შამუგია - მალე, ქვეყანა სრულად იქნება დაფარული მონიტორინგის სისტემით, სრული ინფორმაცია გვექნება და ექსპერტების შეფასების შესაბამისად განხორციელდება კრიტიკულ ადგილებში ადრეული გაფრთხილების სისტემების მონტაჟი

ძალიან მალე, ქვეყანა სრულად იქნება დაფარული მონიტორინგის სისტემით, სრული ინფორმაცია გვექნება და ექსპერტების შეფასების შესაბამისად განხორციელდება ყველაზე კრიტიკულ ადგილებში ადრეული გაფრთხილების სისტემების მონტაჟი, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ განაცხადა. როგორც ის განმარტავს, შესაბამისი რუკები მზადდება, ის წელს დასრულდება, რაც საფრთხის შემცველ ტერიტორიებზე უფრო მეტი დეტალური ინფორმაციის მომცემი იქნება. „ჩვენ ძალიან აქტიურად დავიწყეთ ქვეყნის

ოთარ ქინქლაძეს დღეს 100 წელი შეუსრულდებოდა

პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, მეცნიერების დამსახურებულ მოღვაწესა და დამსახურებულ ჟურნალისტს, ოთარ ქინქლაძეს დღეს 100 წელი შეუსრულდებოდა. სხვადასხვა წლებში ოთარ ქინქლაძე იყო საქართველოს კინემატოგრაფიის მინისტრი, შ.რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის დირექტორი, განათლების მინისტრი, აგრეთვე ჟურნალ „დროშის“ მთავარი რედაქტორი. მას დიდი ღვაწლი მიუძღვის თბილისის იპოდრომის ბაზაზე, განათლების სამინისტროს საცხენოსნო სპორტული სკოლის ჩამოყალიბებაში, რის გამოც ამ სკოლა

ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების საკითხის შესწავლა მოკვლევის ეტაპიდან გამოძიების ეტაპზე გადავიდა

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების საკითხის შესწავლა მოკვლევის ეტაპიდან გამოძიების ეტაპზე გადავიდა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მოპოვებულ, მათ შორის უცხოეთის შესაბამისი კომპეტენტური ორგანოებიდან გამოთხოვილ მტკიცებულებებს, მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება და მასზე მოხდება ეფექტიანი სამართლებრივი რეაგირება. „რაც შეეხება ამერიკის შეერთებული შ

ოთარ ფარცხალაძემ შვილს ეკლესიაც გადაუფორმა

"ეფ ეს ბეს"  აგენტობაში მხილებულმა, რუსეთის მოქალაქე ოთარ ფარცხალაძემ შვილის, ანდრია ფაცხალაძის სახელზე ეკლესიაც გადააფორმა - ამის შესახებ "ტვ პირველის" ახალი ამბების სამსახური იუწყება. დოკუმენტებით დგინდება, რომ ოთარ ფარცხალძემ შვილს, ანდრია ფარცხალაძეს აჩუქა ეკლესია, რომელიც მან 2019 წელს ააშენა. ამის შესახებ რეპორტაჟი "ტვ პირევლის" "შაბათის ეთერის" ჟურნალისტებმა ორი წლის წინ მოამზადეს. აშენებულ ტაძარს ამ დრომდე ოთარ ფარცხალძე კერძო საკუთრებაში ფლობდა. დღეს კი ეკლესია და 1030 კვადრატ

ოთარ ბერძენიშვილი - ბულგარეთის ელჩის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დავწერე - არა, მშვიდობიანი მომიტინგეების თავისუფალი ნების წინააღმდეგ ძალადობას, სრული სოლიდარობა მათ

ამ საჯარო განცხადებით, მსურს გაცნობოთ, რომ ბულგარეთის ელჩის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დავწერე, - ამის შესახებ ბულგარეთში საქართველოს ელჩი ოთარ ბერძენიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „ჩემი ვრცელი დიპლომატიური სამსახურის მანძილზე (ორ ათწლეულზე მეტი) აქტიურად ვიყავი ჩემს კოლეგებთან ერთად ჩართული საქართველოს ევროატლანტიკური და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის პროგრესსა და ჩვენს მოკავშირეებთან, განსაკუთრებით აშშ-სთან, მყარი და ნდობით აღსავსე სტრატეგიული პარტნიორობის შენებ

ოზურგეთში, სტიქიის ზონაში, 80 წლის ქალის ცხედარი იპოვეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამძებრო სამუშაოების შედეგად, 80 წლის ქალის ცხედარი იპოვეს. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ სილაურში მოხუცი ქალის საცხოვრებელი სახლი წუხელ განვითარებულმა მეწყერმა მთლიანად გაანადგურა. სტიქიის დროს ქალი სახლში მარტო იმყოფებოდა. ცნობისთვის, წუხელ ძლიერი წვიმის შედეგად გურიაში პრობლემები შეიქმნა, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. მაშველები 3 ადამიანს ეძებდნენ, საიდანაც ორი უკვე ნაპოვნია. 1 გარდაცვლილი ბავშვია, კიდევ ერთ მოზარდს კი ჯერ კიდევ ეძებენ.

ოზურგეთში ძაღლმა ორი ბავშვი დაკბინა, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში ძაღლმა ორი ბავშვი დაკბინა. შემთხვევის დროს, ბავშვები დედასთან ერთად იმყოფებოდნენ. ერთ-ერთი, 2 წლის ბავშვის მდგომარეობა მძიმეა, ის მ. იაშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. ადგილობრივების ინფორმაციით, გუშინ ძაღლი თავდაპირველად თავს დაესხა უფროს, 6 წლის ძმას. იმ დროს კი, როცა დედა მეზობელთან ერთად ცდილობდა დაკბენილი ბავშვის მანქანაში ჩასმას და კლინიკაში გადაყვანას, ძაღლი მეორე, ორი წლის ბავშვს დაესხა და სერიოზული დაზიანებები მიაყენა. როგორ
×
×
  • შექმენი...