Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.105.952

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

კირილ ბუდანოვი - უკრაინა ყირიმის ხიდზე რეგულარულ დარტყმებს მიიტანს - და რას გააკეთებს პუტინი? მას ისევ გული დაწყდება, რისი გაკეთება შეუძლია?!

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, უკრაინა ყირიმის ხიდზე რეგულარულ დარტყმებს მიიტანს. მისივე განცხადებით, შეტევები ხიდზე გაგრძელდება და მისი განადგურებით დასრულდება. „კითხვა იმაში კი არ არის, შევუტევთ თუ არ შევუტევთ ხიდს? ჩვენ ამას რეგულარულად ვაკეთებთ და ამიტომ ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. ეს მხოლოდ და მხოლოდ დროის საკითხია", - განაცხადა ბუდანოვმა. ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რა რეაქცია ექნება ამაზე რუსეთის პრე

ანა ბუჩუკური - სამწუხაროდ საქართველო - რომელიც ლიდერი ქვეყანა იყო ერთ დროს ასოცირებულ ტრიოში, დღეს ჩარმოჩენილია სხვა ქვეყნებს (ვიდეო)

კანდიდატის სტატუსი, ჩათვალეთ, რომ ამ ქვეყანამ მიიღო მაშინ, როდესაც ქართველმა ხალხმა „ოცნებას'' რუსულ კანონზე უკან დაახევინა. ვგულისხმობ მარტის აქციებს.  სტატუსზე ბევრად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყანა არ ჩამორჩეს შავი ზღვის ქვეყნებისთვის განსაზღვრულ ერთიან ევროინტეგრაციის პროცესს.  ჩვენ ვხედავთ, რომ სამწუხაროდ საქართველო - რომელიც ლიდერი ქვეყანა იყო ერთ დროს ასოცირებულ ტრიოში, დღეს ჩარმოჩენილია სხვა ქვეყნებს. ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. 

გიორგი შარაშიძე - ვაკის პარკის ტრაგედიიდან 1 წელი გავიდა - არც ისე შორსაა დრო, როცა ბატონ კალაძეს მოუწევს საკუთარი სიტყვის შესრულება - “თუ მაქვს რაიმე დანაშაული, მზად ვარ პასუხი ვაგო კანონის წინაშე”

"ვაკის პარკის ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა. ამ ერთ წელიწადში გამოჩნდა, რომ 1. კალა მერს მორალური პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების ნება და გამბედაობა არ აქვს. 2. პოლიტიკური პასუხიმგებლობის საკუთარ თავზე აღების ნება არ აქვს არა მხოლოდ კალა მერს, არამედ მმართველ პარტიასაც, რომლის კისერზეცაა ვაკის პარკის ტრაგედია, რადგან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბატონი კალაძე ამავე დროს სახელისუფლო პარტიის გენერალური მდივანია, იმ პარტიის, რომლის მმართველობის ბოლო სამ წელიწადში გვაქვს საგრძნო

კახაბერ ქემოკლიძის ანალიზი ახლო აღმოსავლეთში ისრაელ-პალესტინას შორის მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებაზე

პარტია "საქარტველოსთვის" პოლიტიკური მდივანი კახაბერ ქემოკლიძე ახლო აღმოსავლეთში ისრაელ-პალესტინას შორის მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებაზე:  387869365_333796972661631_1457776529060569442_n.mp4

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

თბილისში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაზარალებულს საკუთარ სახლში დაჭრეს, მას დაზიანებები მუცლის არეში აქვს. გავრცელებული ცნობით, დაჭრილი პირი კოსტა სანიკიძეა, რომელსაც ამჟამად ოპერაცია უტარდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული. როგორც უწყებაში განმარტავენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდ

ცნობილია მარშრუტების ჩამონათვალი, სადაც 18-მეტრიანი ახალი ავტობუსები იმოძრავებენ

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 12-მეტრიანი ავტობუსები 18-მეტრიანი ახალი ავტობუსებით N301, N302, N308, N314 მარშრუტებზე ჩანაცვლდება. როგორც კალაძემ აღნიშნა, 18- მეტრიან ავტობუსებს ქალაქში გადაადგილების პრობლემა არ ექნებათ. „ბევრი კომენტარი იწერებოდა ამასთან დაკავშირებით, „რა 18- მეტრიანი ავტობუსები თბილისის ქუჩებში, როგორ შეიძლება 18 მეტრიანი ავტობუსი გადაადგილდებოდეს თავისი გაბარიტებიდან გამომდინარე, შეუძლებელი იქნებაო“. ყველა იმ მარშრუტზე, რომელზეც იქნება დანიშნული აღნიშ

ბექა ლილუაშვილი - მივმართავთ „ოცნების“ ბოსებს, მოგვაწოდონ ინფორმაცია სააკაშვილის სტატუსზე - თუ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, რატომ არ არის გადაყვანილი საპატიმროში?!

მივმართავთ „ოცნების“ ბოსებს, მოგვაწოდონ ინფორმაცია სააკაშვილის სტატუსზე - თუ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, რატომ არ არის გადაყვანილი საპატიმროში?! - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ბექა ლილუაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ლილუაშვილი აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" თანამშრომლობს და არ გამორიცხავს, მიხეილ სააკაშვილი ციხიდანაც გამოუშვან. ამასთან, ლილუაშვილი აცხადებს, რომ რუსთავის საკრებულოში "არქის" პროექტის დამტკიცება "ნაციო

გიორგი გახარია - რა უნდა რუსეთს საქართველოსგან და რას სთავაზობს „ოცნება" (ვიდეო)

რა უნდა რუსეთს საქართველოსგან და რას სთავაზობს „ოცნება"... გიორგი გახარია, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე.  407408192_883500083302981_7455561497578219296_n.mp4

კარასინის თქმით, ბიჭვინთის აგარაკის გასხვისებაზე პროტესტი „გარედანაა წახალისებული“

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელის, გრიგორი კარასინის თქმით, ბიჭვინთის აგარაკის გამო აფხაზეთში ოპოზიციის მიერ გამოწვეული არეულობები ხელოვნურად არის წახალისებული გარედან. მისი აზრით, რუსეთი ამ სიტუაციას მშვიდად უნდა მიუდგეს. „რუსეთსა და აფხაზეთს შორის ხელი მოეწერა მთავრობათაშორის შეთანხმებას, ჩვენ არ გვჭირდება რატიფიცირება, მაგრამ ისინი აკეთებენ“, — განაცხადა კარასინმა. კარასინის თქმით, ძველი, სტალინური სახელმწიფო აგარაკი მთავრობათაშორისი შეთანხმებით რუს

იოსელიანი: ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრებისთვის ციხეების გარემო შეუსაბამოა

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის თქმით, ფსიქიკური და მენტალური პრობლემების მქონე პატიმრებისთვის სასჯელაღსრულების დაწესებულებების გარემო შეუსაბამოა. „ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუში ლევან იოსელიანმა თქვა, რომ მათ განსხვავებული მიდგომა, სკრინინგი და ეფექტიანი მკურნალობა სჭირდებათ. გარდა ამისა, მისი თქმით, პრობლემაა დიდი ზომის დაწესებულებები, სადაც 1000-1500 პატიმარია, ადამიანის უფლებების ეფექტიანად დაცვისთვის პატარა დაწესებულებებია დაცული – 500-700 პატიმრისთვის. publika

სამხედრო მოსამსახურეებმა გმირების დედებს 3 მარტი მიულოცეს

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედროებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, ასევე სამშვიდობო მისიის შესრულებისას დაღუპული სამხედროების დედებს 3 მარტი მიულოცეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეები დაღუპული სამხედროების ოჯახებს საქართველოს მასშტაბით ყველა ქალაქსა და სოფელში ესტუმრნენ. მათ გმირების მშობლებს დედის დღესთან დაკავშირებით თაიგულები მიართვეს და საქართველოს თავდაცვის მინისტრის მისალოცი ბარათები გადასცეს. ჯარისკაცებმა თანამებრძოლების თავდადება და ქვ

ექსპერტული გათვლა: რა შემთხვევაში გადაწყდება დედაქალაქში სატრანსპორტო პრობლემები (ვიდეო)

პარტია „საქართველოს“ წევრი, პარლამენტის დეპუტატი ბექა ლილუაშვილი და არასამთავრობო ორგანიზაციის „ურბანული ლაბორატორია“ ხელმძღვანელი გიორგი ბაბუნაშვილი საუბრობენ თბილისში გადაადგილების პრობლემებზე, სატრანსპორტო და საგზაო ინფრასტრუქუტურულ გამოწვევებზე, მეტროსადგურების ეფექტიანობაზე. ექსპერტული გათვლა: რა შემთხვევაში გადაწყდება დედაქალაქში სატრანსპორტო პრობლემები ვიდეო:   

ქრთამის აღებისთვის დაკავებულ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჰოსპიტალიზაციის სამ მენეჯერს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ქრთამის აღებისთვის დაკავებული საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჰოსპიტალიზაციის სამ მენეჯერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა - გადაწყვეტილებას დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატის, გიორგი ყავლაშვილის განცხადებით, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოზე დღეს წარდგენილ გარემოებებზე დაფუძნებით პატიმრობის შეფარდება არარელევანტურია. „სააპელაციოში გავასაჩივრებთ. ჩემი დაცვის

New Lines Magazine: ბრიტანეთმა მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დაფინანსება შეწყვიტა

ამერიკული გამოცემა New Lines Magazine წერს, რომ ბრიტანეთმა მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დაფინანსება შეწყვიტა. რუსული კანონის დამტკიცებამდე რამდენიმე დღით ადრე New Lines Magazine-მა გამოაქვეყნა 1-თვიანი გამოძიების შედეგები, რომელიც დასავლელი პარტნიორების მხრიდან საქართველოს ხელისუფლების კომუნიკაციების დეპარტამენტების დახმარებას ეხება. საქართველოში პირველი სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი, იგივე სტრატკომი 2015 წელს თავდაცვის სამინისტროში შეიქმნა,  როგორც NATO-ს ინიციატივა,

აქციებზე ძალადობისთვის ამ დრომდე არც ერთი პოლიციელი არ მიუციათ პასუხისგებაში

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რომელიც აპრილ-მაისში, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე პოლიციცელების ჩადენილ ძალადობას იძიებს, პასუხისგებაში ამ დრომდე არ მიუცია არც ერთი პოლიციელი. ამის შესახებ ირკვევა ინფორმაციიდან, რომელიც საგამოძიებო სამსახურმა გამოძიების მიმდინარეობის შესახებ დღეს, 8 ივნისს გაავრცელა. აღნიშნულ ინფორმაციაში საუბარია რუტინულ საგამოძიებო მოქმედებებზე — რამდენი ადამიანი გამოკითხეს, რა დოკუმენტაცია ამოიღეს, რამდენი ადამიანი ცნეს დაზარალებულად, თუმცა კონკრეტული არაფერი

ლაგოდეხში სტიქიამ მოსახლეობა დააზარალა - დატბორილია სახლები, დაზინებულია სახურავები

ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელი ჭიაური და წითელგორი დააზარალა. ინფორმაციას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. სტიქიამ, მოსახლეობას საცხოვრებელ სახლებთან ერთად, სასოფლო – სამეურნეო სავარგულების და სათბურების ნაწილი დაუზიანა. დაზიანებულია ელსადენების გადამცემი ბოძები, მოგლეჯილია ხეები. მერიის ცნობით, მიმდინარეობს ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები. პუბლიკა

საკონსტიტუციო სასამართლოში აცხადებენ, რომ USAID-მა საკონსტიტუციო სასამართლოს საზაფხულო სკოლას დაფინანსება შეუჩერა

საკონსტიტუციო სასამართლოში ადასტურებენ, რომ USAID-მა საკონსტიტუციო სასამართლოს საზაფხულო სკოლის პროექტს დაფინანსება შეუჩერა.   როგორც "ინტერპრესნიუსს" საკონსტიტუციო სასამართლოში განუცხადეს, საზაფხულო სკოლას USAID-თან ერთად ევროსაბჭოც აფინანსებს, თუმცა ევროსაბჭოს ამ ეტაპზე მსგავსი გადაწყვეტილება არ მიუღია. "ჩვენ გვაქვს საზაფხულო სკოლა, რომელიც USAID-ის, ევროსაბჭოს ერთობლივი პროექტი და, რა თქმა უნდა, საკონსტიტუციო სასამართლოს ერთობლივი პროექტია. წელს, usaid-მა გადაწყვიტა, რომ შეეჩერ

2023 წელს, ნარკოტიკებითა და ჰალუცინოგენებით მოწამვლის გამო, სამედიცინო დაწესებულებაში 192 პაციენტი მოთავსდა

2023 წელს, ნარკოტიკებითა და ჰალუცინოგენებით მოწამვლის გამო, სამედიცინო დაწესებულებაში 192 პაციენტი მოთავსდა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს. უფრო კონკრეტულად, ნარკოტიკებითა და ჰალუცინოგენებით მოწამვლის 192 შემთხვევიდან 149 თბილისში დაფიქსირდა, რეგიონების მიხედვით სტატისტიკა კი შემდეგნაირად გამოიყურება: გორი - 7; ქუთაისი - 6; რუსთავში - 6; ზუგდიდი - 5; ბათუმი - 5; ლანჩხუთი

ზაზა თავაძე - „ოცნება" დგას პოლიტიკურ კორუფციაზე, მათ სურთ შავი ფულით იყიდონ ხელისუფლება (ვიდეო)

„ოცნება" დგას პოლიტიკურ კორუფციაზე და მათ სურთ შავი ფულით იყიდონ ხელისუფლება.  ზაზა თავაძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის\" პოლიტსაბჭოს წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1013356053919059

ხვიჩა კვარაცხელია - ჩვენი მიზანი შევასრულეთ, დადებითად შევაფასებ მთლიანად ამ თამაშს და პერფორმანსს

დღეს მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ, ჩეხეთის ნაკრებთან 4:1 მოგება, ჩემი აზრით, დადებითია, - ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩის მოგების შემდეგ განაცხადა. როგორც კვარაცხელიამ განაცხადა, საქართველოს ნაკრები ალბანეთთან თამაშის მოგებასაც შეეცდება. „რაც დღეს, ბიჭებმა აჩვენეს, ერთ-ერთი საუკეთესო პერფორმანსი იყო... ვილიმ [სანიოლი] ტაქტიკურად მოგვცა ის დავალებები, რომელიც უნდა გაგვეკეთებინა და ჩვენც შევასრულეთ. ვფიქრობ, პირველ ტაიმში ჩვენი მიზანი შევასრულეთ, დ

სკოლის დირექტორობის კანდიდატების პროტესტი მასწავლებლის პრემიის პარალელურად

მაია ეკალაძემ და დავით ფერაძემ მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების პარალელურად საპროტესტო პერფორმანსი მოაწყვეს. დაჯილდოება ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობაში მიმდინარეობს. მასწავლებლის ეროვნული პრემია განათლების სამინისტროს მიერ ორგანიზებული ჯილდოა. დაჯილდოების პარალელურად შენობასთან სკოლის დირექტორობის კანდიდატები, მაია ეკალაძე და დავით ფერაძე მივიდნენ და უწყების პოლიტიკა გააპროტესტეს. ეკალაძემ და ფერაძემ ადგილზე მიიტანეს დიმანიკი, საიდანაც ისმოდა საპროტესტო მოწოდებებ

ნათია მეზვრიშვილი - პაპუაშვილი საარჩევნო გარემოზე იტყუება, მოვუწოდებ დამიჯდეს "იმედის" ეთერში, სადაც წარვადგენ მტკიცებულებებს ძალადობრივ, უსამართლო საარჩევნო გარემოზე და გამცეს პასუხი

“პაპუაშვილი საარჩევნო გარემოზე იტყუება, მოვუწოდებ დამიჯდეს "იმედის" ეთერში, სადაც წარვადგენ მტკიცებულებებს ძალადობრივ, უსამართლო საარჩევნო გარემოზე და გასცეს პასუხი.”  ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.  ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1226384338697357/

„ახლოდან დავაკვირდებით საპარლამენტო არჩევნებს“ – მეთიუ მილერი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი აცხადებს, რომ ვაშინგტონი ახლოდან დააკვირდება საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს. „საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები გვსურს ვიხილოთ. ახლოდან დავაკვირდებით [არჩევნებს] მომავალ დღეებში“, – განაცხადა მან ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუს კითხვის საპასუხოდ. ნეტგაზეთი

სალომე ზურაბიშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს არჩევნების შემდეგ წარადგენს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს არჩევნების შემდეგ წარადგენს. პრეზიდენტის თქმით, მან ამ გადაწყვეტილებით ანგარიში გაუწია 4 პარტიას, რომლებმაც „ქართულ ქარტიას“ მოაწერეს ხელი. "ვთვლი, რომ ნეიტრალური პრემიერი, რომელიც არ არის პოლიტიკური ფიგურა, იმ გაგებით, რომ არ არის პოლიტიკური პარტიებიდან წამოსული - ეს ბევრად ადვილია პარტიებისთვის შეჯერდნენ, რადგან მათი ხედვები არის სხვადასხვა. პრემიერობის ერთი კანდიდატი მყავს, ძალიან ბევრი ვიფიქრე, ვეძებე

„გახარია საქართველოსთვის“ ინფორმაციით, ბათუმის შესასვლელში განთავსებული პარტიის ბანერი დააზიანეს

ბათუმის შესასვლელში განთავსებული პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ბანერი დააზიანეს,- ამის შესახებ თავად პარტიაში განაცხადეს. პარტია მომხდარში მმართველ გუნდს ადანაშაულებს. „ბათუმში ბანერების ადგილები „ქართულ ოცნებას“ სრულად ათვისებული აქვს. ჩვენ არ დაგვითმეს ადგილი ბანერებისთვის, ამის ფონზე მოვახერხეთ კერძო პირისგან ორ ლოკაციაზე ჩვენი პარტიის ბანერი განგვეთავსებინა. ბენზეს ლოკაციაზე ბანერი ვანდალურად დააზიანეს. ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის ცნობილ ინტერვიუს ემთხვევა. ისინი ხელს გ
×
×
  • შექმენი...