Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.107.343

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ბილდტი: ივანიშვილი მართავს რეჟიმს, რომელიც უცხოა EU-ს ღირებულებისთვის

შვედეთის ყოფილი პრემიერი, ECFR-ის თავმჯდომარე კარლ ბილდტი სოციალურ ქსელში ,,ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განხადებებს ეხმაურება: ,,ივანიშვილის ეს გამოსვლა აჩვენებს, რომ ის მართავს რეჟიმს, რომელიც უცხოა ევროკავშირის ღირებულებებისა და ინტერესებისთვის. ყველამ, ვისაც ეჭვი ეპარება, მისი სიტყვა უნდა წაიკითხოს”, – წერს ბილდტი. პუბლიკა

დირბის მიმდებარედ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია. სუს-ის ცნობით, ტრისტან მუშკიაშვილი და ვალერი თეთრუაშვილი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. ამ ეტაპზე უკანონო პატიმრობაში რჩება მათთან ერთად დაკავებული კიდევ ერთი პირი. „აღნიშნული პირების უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩ

შალვა პაპუაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ხელი მოაწერა

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ხელი მოაწერა. როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, ამ კანონის მთავარი მიზანი გარე ჩარევების მიმართ საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სისტემების მედეგობის განმტკიცებაა. პაპუაშვილის განცხადებით, თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სურთ, უცხო მთავრობების დაფინანსებით, ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და იქონიონ გავლენა ქართველი ხალხის ცხოვრებაზე, მათ უნდა დააკმაყოფილონ გამჭვირ

რუსეთში პირველად განადგურდა SU-57 – უკრაინის დაზვერვა

8 ივნისს რუსეთში, ასტრახანის ოლქში, ახტუბინსკის აეროდრომის ტერიტორიაზე, რომელიც საბრძოლო ხაზიდან 589 კილომეტრში მდებარეობას, მრავალფუნქციური გამანადგურებელი SU-57 განადგურდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის დაზვერვა ავრცელებს. SU-57 მოსკოვის ყველაზე თანამედროვე გამანადგურებელია და როგოროც ურკაინის დაზვერვა იუწყება, რუსეთის საჰაერო კოსმოსურ ძალებს ამ საბრძოლო თვითმფრინავის სულ რამდენიმე ერთეული ემსახურება. უკრაინის დაზვერვის ცნობით, ეს ისტორიაში SU-57-ის განაადგურების პირველი შემთხვევ

კამალა ჰარისი მშვიდობის სამიტის ფარგლებში უკრაინისთვის 1.5 მილიარდ აშშ დოლარზე მეტ დახმარებას გამოაცხადებს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი დღეს, უკრაინის მშვიდობის სამიტისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის ფარგლებში, უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად 1.5 მილიარდი აშშ დოლარზე მეტი დახმარების გამოყოფას გამოაცხადებს, - ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. მათივე ინფორაციით, აღნიშნული თანხის დიდი ნაწილი მოხმარდება ომის დროს დაზიანებული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენას, ელექტროენერგიის გამომუშავების გაფართოებას, წაახალისებს კერძო სექტორის ინვესტიციებს და დაიცავს ენერგეტიკუ

უხვი ნალექის შედეგად, ცაგერი - ლენტეხის ტერიტორიაზე, 5 ლოკაციაზე მეწყრული პროცესი განვითარდა

ქვემო სვანეთში მოსული უხვი ნალექის შედეგად ცაგერი-ლენტეხის ტერიტორიაზე, 5 ლოკაციაზე მეწყრული პროცესი განვითარდა. სტიქიის შედეგად აღნიშნულ პერიმეტრზე რამდენიმე საათის განმავლობაში ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეუძლებელი იყო. ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე, მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს და უშუალოდ, დაბას არ მიეწოდება ელექტროენერგია, ცენტრალურ გზაზე მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზებისა და ბოძების მწყობრიდან გამოსვლის გამო. იპნ

კურიერის დაჭრის საქმეზე გამოძიება განზრახ მსუბუქი დაზიანების მუხლით არის დაწყებული

გლოვოს კურიერის დაჭრის საქმეზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მუხლით მიმდინარეობს. ინფორმაცია „პუბლიკას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით. თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე გლოვოს კურიერი გუშინ დაჭრეს. კურიერის დედა ,,ფორმულას” ეუბნება, რომ მას ჯერ სცემეს, შემდეგ კი 3-ჯერ ესროლეს. ამბობს, რომ ფიზიკურად 8 ადამიანი გაუსწორდა. ,,მიუტანია შეკვეთა და ბრუნდებოდა სახლში, ბოლო შეკვეთა მაქვსო, დამ

„გახარია საქართველოსთვის“ ლიდერები ქალბატონ ლია ჩლაჩიძესთან აგვისტოს ომის მუზეუმში ერგნეთის საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ

2008 წლის რუსული აგრესიიდან 16 წელი გავიდა. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერები ქალბატონ ლია ჩლაჩიძესთან აგვისტოს ომის მუზეუმში ერგნეთის საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ.   "ქალბატონმა ლიამ დღევანდელობას მთელი სიმძაფრით შემოუნახა რუსული აგრესიის უმძიმესი ადამიანური ტრაგედიის ისტორიები. გასაოცარია მისი გმირობა და პატრიოტიზმი, რომელიც საოკუპაციო ხაზს მიღმა მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს იმედს აძლევს. ქალები ქმნიან თანამედროვე გმირობის ისტორიას და ქმნიან ერთიანი მშვიდობიანი საქა

მაშველებმა მწვერვალ შხელდაზე გარდაცვლილი მთამსვლელის, არჩილ ბადრიაშვილის ცხედარი, დაახლოებით 3800 მეტრის სიმაღლეზე, კლდოვან ფერდობზე იპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა სვანეთში, მწვერვალ შხელდაზე დაკარგული გარდაცვლილი მთამსვლელის ცხედარი, დაახლოებით 3800 მეტრის სიმაღლეზე, კლდოვან ფერდობზე იპოვეს. უწყების ცნობით, სამძებრო-სამაშველო ოპერაციის ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მეხანძრე-მაშველების მიერ, შესაბამისი სპეც-ტექნიკისა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართულობით მთამსვლელის ცხედარი გადმოსვენ

ჯო ბაიდენი - უკრაინა მოიგებს ამ ომს

უკრაინა მოიგებს ამ ომს და შეერთებული შტატები გააგრძელებს მათ გვერდით დგომას ამ გზის ყოველ ნაბიჯზე, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს. საპასუხოდ, ზელენსკი მადლობას უხდის ბაიდენს, ისევე როგორც ორივე პარტიას კონგრესში და ყველა ამერიკელს უკრაინისა და თავისუფლების მხარდაჭერაში ლიდერობისთვის და აცხადებს, რომ „რამშტაინის“ შემდეგი შეხვედრისთვის მზადება მიმდინარეობს. „უკვე ვ

როინ ქოჩორაშვილი - მოსახლეობას პირველ რიგში ვეტყვი, რომ აუცილებლად მივიდეს არჩევნებზე და არ მისცეს ხმა არც “ქოცს” და არც “ნაცს” იმიტომ, რომ ეს არის ქვეყნის დაღუპვა (ვიდეო)

მოსახლეობას პირველ რიგში ვეტყვი, რომ აუცილებლად მივიდეს არჩევნებზე და არ მისცეს ხმა არც “ქოცს” და არც “ნაცს” იმიტომ, რომ ეს არის ქვეყნის დაღუპვა.  როინ ქოჩორაშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1086956132825907/

ვიკა ფილფანი - დღეს მთავარი არის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მივიდეს არჩევნებზე და დავიცვათ ის შედეგი, რა შედეგსაც ქართველი ხალხი დადებს

დღეს მთავარი არის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მივიდეს არჩევნებზე და დავიცვათ ის შედეგი, რა შედეგსაც ქართველი ხალხი დადებს. ვიკა ფილფანი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/419468180942278/

მედია - ზელენსკისა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარში ილონ მასკიც მონაწილეობდა, რომელმაც უკრაინის პრეზიდენტი დაარწმუნა, რომ Starlink სატელიტებით გააგრძელებს უკრაინის დახმარებას

ბოლო ორი თვის განმავლობაში ტრამპსა და ზელენსკის შორის პირადი საუბრები გარკვეულწილად უფრო იმედისმომცემი იყო უკრაინელებისთვის, - ამის შესახებ გამოცემა Axios-ი ორ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომლებიც ტრამპსა და ზელენსკის შორის 6 ნოემბრის სატელეფონო საუბრის დეტალებს იცნობენ. წყაროების ცნობით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტად არჩეულ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი დაახლოებით 25 წუთს გაგრძელდა. ზელენსკიმ ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, ხოლო ტრამპმა აღნიშნა,

“გახარია საქართველოსთვის” ცესკოს წინააღმდეგ სარჩელის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გაბათილების მოთხოვნით (ვიდეო)

“გახარია საქართველოსთვის” ცესკოს წინააღმდეგ სარჩელის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გაბათილების მოთხოვნით   11.mp4

კახაბერ ქემოკლიძე - უნდა ჰქონდეს თუ არა ტრამპის ადმინისტრაციის იმედი "ოცნებას"? (ვიდეო)

უნდა ჰქონდეს თუ არა ტრამპის ადმინისტრაციის იმედი "ოცნებას"?   კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/538449928703101

შსს-ში არ გამორიცხავენ, რომ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით დაკავებული 9 პირის გარდა ბრალდებულთა წრე გაიზარდოს

შინაგან საქმეთა სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით დაკავებული 9 პირის გარდა ბრალდებულთა წრე გაიზარდოს. ამის შესახებ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე დასმული კითხვის საპასუხოდ შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ კახა მურადაშვილმა განაცხადა. კითხვაზე: საქმის კურსში არ იყო თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი მისი მოადგილის ქმედებასთან დაკავშირებით? მურადაშვილმა აღნიშნა: „გამოძიება გრძელდება, არ დასრულებულა. შესაძლო

შვეიცარიის პრეზიდენტი უკრაინაში ჩავიდა

უკრაინას შვეიცარიის პრეზიდენტი იგნასიო კასისი ჩავიდა. პრეზიდენტი ამის თაობაზე სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. კასისის თქმით, ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი ომთან დაკავშირებულ ვითარებაზე შთაბეჭდილების შექმნაა. „კვლავ უკრაინაში – ჩემი ბოლო ვიზიტიდან ერთი წლის შემდეგ. ჩემი მიზანი შთაბეჭდილების შექმნაა ომთან დაკავშირებულ ვითარებაზე, ჰუმანიტარულ სიტუაციასა და ქვეყნის აღდგენის მოსამზადებელ სამუშაოებზე“, – წერს კასისი და კიევის სადგურში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.  

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკელებმა“ 190 ადგილი, „დემოკრატებმა“ კი 167 მანდატი მოიპოვეს

აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნების შედეგების თანახმად, წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკელები“ ლიდერობენ. აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნების ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობს. CNN-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკელებმა“ 190 ადგილი, „დემოკრატებმა“ კი 167 მანდატი მოიპოვეს. 435-ადგილიან წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლის მოსაპოვებლად პარტიას 218 მანდატი სჭირდება. რაც შეეხება სენატს, სადაც წელს კენჭს უყრიან მანდატების დაახლოებ

ევროპის კავშირი შენგენის ზონაში ბულგარეთის, ხორვატიისა და რუმინეთის შეყვანას ითხოვს

ევროპის კომისია 16 ნოემბერს ბულგარეთის, ხორვატიისა და რუმინეთის შენგენის ზონაში მიღების მოწოდებით გამოვიდა, რათა ამ ქვეყნებსა და ევროპის უმეტეს ნაწილს შორის მოგზაურობა სასაზღვრო კონტროლის გარეშე იქნას დაშვებული. ევროკავშირის აღმასრულებელმა ორგანომ თხოვნით მიმართა ევროპულ საბჭოს, მიიღოს საჭირო გადაწყვეტილებები აღმოსავლეთ ევროპის ამ სამი ქვეყნის მისაღებად შენგენის ზონაში, რომელიც 26 წევრისგან შედგება და ისლანდიიდან საბერძნეთამდეა გადაჭიმული. ბულგარეთმა და რუმინეთმა შეფასების პროცესი 2011

თურქული მედია - მალათიას პროვინციაში 5.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, დაიღუპა ერთი და დაშავდა 69 ადამიანი

თურქეთში 5.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი აღმოსავლეთით, მალათიას პროვინციაში დაფიქსირდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით მიწისძვრის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, 69 კი დაშავდა. მიწისძვრა შვიდი კილომეტრის სიღრმეში მოხდა. ის რამდენიმე მეზობელ პროვინციაში იგრძნობოდა, მათ შორის გაზიანთეფშიც. 6 თებერვალს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, ბოლო მონაცემებით, თურქეთში 44 374 ადამიანი დაიღუპა.   ავტორი - თამთა რუხაძ

“დასაქმებულთა პირადი ნომრები პროკურატურას უნდა გადაეცეს”- გავლენის აგენტების ახალი კანონპროექტი

ავტორი:შოთა ტყეშელაშვილი პარლამენტში დარეგისტრირდა უცხოური გავლენის აგენტების რეგისტრაციის შესახებ ახალი კანონპროექტი, რომელიც მმართველი პარტიის პარტნიორის - “ხალხის ძალის” მიერ არის ინიცირებული. აღნიშნული კანონპროექტი აქამდე უკვე რეგისტრირებული ინიციატივის პარალელური ინიციატივაა და ის კანონპროექტის პირველ ვერსიასთან შედარებით უფრო ფართო რეგულირებას ითვალისწინებს. წინასწარ ცნობილია, რომ საქართველოს პრეზიდენტი კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ვეტოს გამოყენებას გეგმავს. კანონპროექტს გმობს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - უკრაინულმა დრონმა ნოვგოროდის ოლქში სამხედრო აეროპორტს დაარტყა, დაზიანდა ერთი რაკეტმზიდი-ბომბდამშენი

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დღეს უკრაინულმა დრონმა ნოვგოროდის ოლქში მდებარე სამხედრო აეროპორტს “სოლცი”-ს დაარტყა, სადაც Х-22-ის ტიპის რაკეტმზიდი-ბომბდამშენი არის განლაგებული. რუსული მედიის ცნობით, იერიშის შედეგად აეროდრომის ტერიტორიაზე, თვითმფრინავების სადგომზე, აალება მოხდა. „დაზიანება ერთმა Ту-22м3-ის ტიპის ბომბდამშენმა მიიღო, დაზარალებულები არ არიან“, - აცხადებენ სამინისტროში. რუსული ოპოზიციური მედიის მტკიცებით, თვითმხილველების მონაცემებით, აეროდრომის ტერიტორიაზე

ლატვიის საგარეო უწყება - ლატვია გმობს რუსეთის მიერ საქართველოზე თავდასხმით საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას - მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

ლატვია გმობს რუსეთის მიერ 15 წლის წინ საქართველოზე თავდასხმით საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. „მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და მის გზას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ“, - აცხადებენ ლატვიის საგარეო უწყებაში. აგვისტოს 5-დღიანი ომიდან 15 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან ს

ომბუდსმენმა კანონშეუსაბამოდ მიიჩნია გამოცდების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილება არ დაეშვა აბიტურიენტი ისტორიის დამატებით გამოცდაზე და გამოცდის დაუყოვნებლივ დანიშვნა მოითხოვა

საქართველოს სახალხო დამცველმა კანონშეუსაბამოდ მიიჩნია „სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის“ გადაწყვეტილება არ დაეშვა ერთ-ერთი აბიტურიენტი ისტორიის დამატებით გამოცდაზე, - ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. მათივე ცნობით, განსახილველი საქმის შესწავლის შედეგად საქართველოს სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ აბიტურიენტის ისტორიის დამატებით გამოცდაზე დაშვების საკითხის განხილვისას სსიპ „შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა“ სამართლიანი ა
×
×
  • შექმენი...