Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.104.836

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

დაუჯერებელი სცენა იყო. შუქნიშანთან დავეწიე და ვკითხე, ასე ბავშვთან ერთად მუშაობ მეთქი... კიო, მორიდებით დამიდასტურა. ისღა მოვასწარი მეთქვა მაგარი გოგო ხარ მეთქი, შუქნიშანს აღარ დაელოდა და გზაზე გადავიდა

"დაუჯერებელი სცენა იყო. შუქნიშანთან დავეწიე და ვკითხე, ასე ბავშვთან ერთად მუშაობ მეთქი... კიო, მორიდებით დამიდასტურა. ისღა მოვასწარი მეთქვა მაგარი გოგო ხარ მეთქი, შუქნიშანს აღარ დაელოდა და გზაზე გადავიდა." მელიქიშვილის გამზირი, თბილისი. 2022 წ. ფოტო: Alex Siradzé Entrepreneur Georgia

რუსთავის 2023 წლის ბიუჯეტი პირველი მოსმენით ჩავარდა

რუსთავის 2023 წლის ბიუჯეტი პირველი მოსმენით ჩავარდა. პროექტს მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი. განხილვა რამდენიმე საათის განმავლობაში ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. პროექტი საკრებულოში რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ წარადგინა. სხდომის დაწყებიდან რამდენიმე წუთში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს და კენჭისყრაში მონაწილეობა საერთოდ არ მიიღეს. პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატებმა კი, ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირეს.

გიორგი ნემსაძე ცაგერის მერის თანამდებობას ტოვებს

ცაგერის მერი გიორგი ნემსაძე თანამდებობას ტოვებს. აღნიშნულის შესახებ ნემსაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი განმარტებით, გადაწყვეტილება „პირადი მიზეზების გამო მიიღო“. „მინდა საზოგადოებას ვაცნობო, ვტოვებ ცაგერის მერის თანამდებობას. გადაწყვეტილება მივიღე პირადი მიზეზების გამო და ეს ნაბიჯი არანაირად არ უკავშირდება პოლიტიკური შეხედულებების ცვლილებას ან გუნდთან პოზიციების შეუთავსებლობას! მჯერა, რომ ქართული ოცნება საქართველოში საქმეზე ორიენტირებული ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, შესაბამისად, მე

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6802 ლარი გახდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6802 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6848 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0046 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8300 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8196 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0104 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

თეთრი სახლი ადასტურებს, რომ უკრაინა აშშ-სგან Patriot-ის სისტემებს მიიღებს

თეთრ სახლში ადასტურებენ, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ში ვიზიტის დღეს ჯო ბაიდენი უკრაინისთვის ახალი დახმარების პაკეტს გამოაცხადებს, რომელშიც Patriot-ის სისტემებიც შედის. „პრეზიდენტი ბაიდენი გამოაცხადებს მნიშვნელოვან ახალ პაკეტს, რომელიც უკრაინის უსაფრთხოებისთვის დაახლოებით 2 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობას ითვალისწინებს. ის შეიცავს ძალიან მნიშვნელოვან ახალ შესაძლებლობებს: Patriot-ის სარაკეტო ბატარეას, რომელიც იქნება კრიტიკული აქტივი უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსე

ზელენსკის საშობაო მიმართვა: წელს სასწაულს არ დაველოდებით, მას თავად ვქმნით

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფეისბუკის გვერდზე განათავსა მიმართვა იმ მართლმადიდებელი ქრისტიანებისადმი, რომლებიც შობის ღამეს 24 დეკემბერს აღნიშნავენ. "დღევანდელ დღეს, და ზამთრის მომავალ დღესასწაულებს ჩვენ რთულ პირობებში ვეგებებით. ვიღაც ცაზე დღეს პირველ ვარსკვლავს დაინახავს ბახმუტში, რუბიჟნესა და კრემენაიაში. ვიღაც ამ დღესასწაულს სხვა ადამიანების, უცხო ადამიანების სახლში აღნიშნავს - იმ უკრაინელთა სახლებში, რომლებმაც უკრაინელებს თავშესაფარი მისცეს. ვიღაც [უკრაინულ ხალხურ საშობაო

ბერდია სიჭინავა და ირაკლი ფავლენიშვილი „პალიტრანიუსის“ ეთერში ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ბერდია სიჭინავა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ფავლენიშვილი „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ხმაური და დაპირისპირება ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც ბერდია სიჭინავას რეპლიკას, რომ მიხეილ სააკაშვილის თემა ხელოვნურადაა წამოწეული „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მხრიდან, უპასუხა და აღნიშნა, რომ ბერდია სიჭინავა, 20 ივნისის დარბევის ერთ-ერთი ორგანიზატორია. ირაკლი ფა

მიხეილ დაუშვილი - ვიღაც-ვიღაცებს თავის დროზე რომ გადაედგათ ნაბიჯები 12 პუნქტის შესრულებისთვის, გაცილებით წინ ვიქნებოდით

ვიღაც-ვიღაცებს თავის დროზე რომ გადაედგათ ნაბიჯები 12 პუნქტის შესრულებისთვის, გაცილებით წინ ვიქნებოდით, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა. დაუშვილის თქმით, დღეს რომ ვიღაც ცდილობს, რაღაც დაიბრალოს, ეს არასწორია. „ჩემს ოპოზიციონერ კოლეგებზე კრიტიკული საუბარი არ მიყვარს, მაგრამ 12 რეკომენდაციის შესრულებაში პირველი დღიდან ვიყავით ჩართული. ვიღაც-ვიღაცებს დღეს გაახსენდათ, რომ რეკომენდაცების შესრულებაა ყველაზე მნიშვნელოვანი, მათ ეს თავის

გიორგი გახარია - დღეს, როგორც არასდროს, ისე გვჭირდება ერთიანობა

დღეს, როგორც არასდროს, ისე გვჭირდება ერთიანობა, - ამის შესახებ „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიას. მისი თქმით, გვიწევს ბრძოლა იდეალების დასაცავად, რისთვისაც 9 აპრილს იბრძოდნენ. „9 აპრილს, ქართველი ხალხის ერთიანობამ და თავგანწირვამ მოგვიტანა ნანატრი გამარჯვება - ერთიანი, დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველო! დღესაც, თავისუფალ ქვეყანაში, ისევ გვიწევს ბრძოლა იმ იდეალების დასაცავად, რისთვისაც 9 აპრილს ჩვენი მოქალაქ

მეთიუ მილერი - შეერთებული შტატების სახელით ვაცხადებ, ვაგრძელებთ საქართველოს ნატო-სკენ სწრაფვის მხარდაჭერას

საქართველო „ნატო-ს გაძლიერებული შესაძლებლობების“ მტკიცე პარტნიორია. ეს არის ნატო-ს უახლოესი პარტნიორებისთვის განკუთვნილი კატეგორია, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ეს განცხადება ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა. კერძოდ, მას ჰკითხეს, რა კომენტარს გააკეთებდა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს შესახებ ვილნიუსში გაკეთებულ არცერთ განცხადებაში საუბარი არ ყოფილა.

დიმიტრი მედვედევი - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა ჯერ კიდევ პოპულარულია და სრულიად შესაძლებელია, განხორციელდეს

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა შეიძლება განხორციელდეს, თუ დასავლეთი საქართველოში სიტუაციის გამწვავებას გააგრძელებს. „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა ჯერ კიდევ პოპულარულია და სრულიად შესაძლებელია, განხორციელდეს, თუ ამის საფუძვლიანი მიზეზები იარსებებს“, - განაცხადა მედვედევმა. მისი თქმით, დასავლეთმა უნდა გაითავისოს, რომ 2008 წელს რუსეთმა შეაჩერა თბილისზე

მაია ბუწაშვილი - კურორტებიდან ბევრი ადამიანი ბრუნდება დიარეული დაავადებებით, ეს ზაფხულის სეზონზე ჩვეულებრივია - ამ დროს ანტიბიოტიკები სიტუაციას ართულებს, გამოსავალია ბევრი სითხის მიღება

კურორტებიდან ძალიან ბევრი ადამიანი ბრუნდება დიარეული დაავადებებით. ფაღარათი, გულისრევა, ტემპერატურა - ეს ზაფხულის სეზონზე ჩვეულებრივია, - ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, დიარეული დაავადებების დროს ბევრი თვითნებურად იწყებს ანტიბიოტიკების ჯგუფის მედიკამენტის მიღებას, რაც არასწორია. როგორც ინფექციონისტი განმარტავს, დიარეული დაავადებების დროს ანტიბიოტიკები სიტუაციას ართულებს, ამ დროს კი გამოსავალი ბევრი სითხის მიღებაა. „კურორტებიდან ძალიან ბევრი ადამიან

პუტინი - მინდა ჩემი გულწრფელი სამძიმარი გამოვუცხადო გარდაცვლილთა ოჯახებს… პრიგოჟინს ძალიან დიდ ხანს ვიცნობდი, ეს რთული ბედის ადამიანი იყო

პრიგოჟინი რთული ბედის ადამიანი იყო, სერიოზული შეცდომები ჰქონდა ცხოვრებაში,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის” ლიდერთან დენის პუშილინთან შეხვედრაზე განაცხადა. „რაც შეეხება ამ ავიაკატასტროფას, უპირველეს ყოვლისა მინდა ჩემი გულწრფელი სამძიმარი გამოვუცხადო გარდაცვლილთა ოჯახებს… პრიგოჟინს ძალიან დიდ ხანს ვიცნობდი, 90-იანი წლების დასაწყისიდან. ეს რთული ბედის ადამიანი იყო, და სერიოზული შეცდომები ჰქონდა ცხოვრებაში, საჭირო შედეგებს აღწევდა - საკუთარ

მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა სადებიუტო შეხვედრაში კაბო-ვერდე დაამარცხა

მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა სადებიუტო შეხვედრაში კაბო-ვერდე 85:60 დაამარცხა. საქართველოს ნაკრებმა მატჩი შემდეგი ხუთეულით დაიწყო - რატი ანდრონიკაშვილი, ტად მაკფადენი, დუდა სანაძე, თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი, თუმცა მატჩის დასრულებამდე, მსოფლიო ჩემპიონატის სადებიუტო თამაშში მონაწილეობის მიღება საქართველოს ნაკრების 12-ვე მოთამაშემ შეძლო. საქართველოსა და კაბო-ვერდეს შორის მატჩი იაპონიის კუნძულ ოკინავაზე შედგა. შემდეგი თამაში 28 აგვისტოს, 15:30 საათზე,

იენს სტოლტენბერგი - პუტინმა ორი უდიდესი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა - არასათანადოდ შეაფასა უკრაინელები და არასათანადოდ შეგვაფასა ჩვენ

პრეზიდენტმა პუტინმა დაუშვა ორი უდიდესი სტრატეგიული შეცდომა, პირველი, მან არასათანადოდ შეაფასა უკრაინელები და მეორე, არასათანადოდ შეგვაფასა ჩვენ, უკრაინის მიმართ მხარდაჭერის სურვილი და ვალდებულება, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, უკრაინაში რუსეთის სასტიკმა ომმა ნატო-ევროკავშირის თანამშრომლობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახადა. „ეს არის ყველაზე სასტიკი და დიდი ომი ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. რ

ბექა ლილუაშვილი - ეს სასამართლო „ნაციონალური რეჟიმის'' შექმნილი სისტემაა, რომელიც მერე „ოცნებამ" გადაიბარა, გააძლიერა და ახლა სატელეფონო მესიჯებით იმართება (ვიდეო)

"ეს სასამართლო „ნაციონალური რეჟიმის'' შექმნილი სისტემაა, რომელიც მერე „ოცნებამ" გადაიბარა, გააძლიერა და ახლა სატელეფონო მესიჯებით იმართება. „ოცნების" მთავარი მიზანი, არა კონკრეტულად სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტია, არამედ მთლიანად პრეზიდენტის ინსტიტუტის. მათ სურთ, რომ ეს ინსტიტუტი სრულად დაიქვემდებარონ." ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  393397014_1783850432030313_4811924964380784359_n.mp4

მიშა დაუშვილი - "ოცნება" ყალბი კვლევების გამოქვეყნებისთვის ემზადება: არარსებულ წინასაარჩევნო ალიანსებთან დაკავშირებული პროპაგანდაც აქედან მოდის (ვიდეო)

"ოცნება" ყალბი კვლევების გამოქვეყნებისთვის ემზადება: არარსებულ წინასაარჩევნო ალიანსებთან დაკავშირებული პროპაგანდაც აქედან მოდის." მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. 395959332_202186339499000_2465057332845625346_n.mp4

პრეზიდენტის ადმინისტრაცია განმარტავს, როგორ შეუძლიათ მოქალაქეებს ხელი მოაწერონ პეტიციას: „ჩვენი ხმა ევროპას“

პრეზიდენტის ადმინისტრაცია განმარტავს, როგორ შეუძლიათ მოქალაქეებს ხელი მოაწერონ პეტიციას: „ჩვენი ხმა ევროპას“. საუბარია პრეზიდენტის ინიციატივით გუშინ დაწყებულ კამპანიაზე, რომელსაც ხელი პირველმა თავად სალომე ზურაბიშვილმა მოაწერა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებს დოკუმენტზე ხელის მოწერა როგორც ონლაინ, ასევე პრეზიდენტის ორბელიანის სასახლეში ადგილზე მისვლით შეუძლიათ. როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპის ლიდერებს მიმართავს და დეკე

უამინდობის შედეგად შექმნილი პრობლემების გამო ბათუმი-თბილისის მიმართულებით რამდენიმე სარკინიგზო რეისი შეყოვნდა

ბათუმი-თბილისის მიმართულებით მატარებლის მოძრაობა შეფერხებულია. ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი, რომელიც 08:00 საათზე ბათუმის რკინიგზის სადგურიდან უნდა გასულიყო, ამ დრომდე შეყოვნებულია. მგზავრები “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას აცხადებენ, რომ მათთვის უცნობია, როდის აღდგება ბათუმი-თბილისის მიმართულებით სარკინიგზო მიმოსვლა. ბათუმის რკინიგზის ადმინისტრაციაში კი აცხადებენ, რომ ძლიერი ქარის გამო, მახინჯაურის მონაკვეთზე საკონტაქტო ქსელი ხეებმა დააზიანა. მათი ინფორმაციით, ბათ

ჯანდაცვის სამინისტრომ, „როშესგან“, პირდაპირი შესყიდვით, ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები შეიძინა

ინოვაციური ონკოლოგიური მედიკამენტები, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტრომ, მსოფლიოს წამყვანი ფარმაცევტული კომპანია „როშესგან“, პირდაპირი შესყიდვის გზით შეიძინა, საქართველოშია. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ მწარმოებლისგან 13 დასახელების ონკოლოგიური მედიკამენტი „ავასტინი“, „ალეცენზა“, „გაზივა“, „ზელბორაფი“, „კადსილა“, „მაბტერა“, „პერჯეტა“, „პოლივი“, „როზლიტრეკი“, „ტარცევა“, „ტეცენტრიკი“, „ფესგო“, „ჰერცეპტინი“ მნიშვნელოვანდ დაბალ ფასად შეიძინა. 2024 წლის იანვრიდან, პაციენტები, აღნიშნულ

ოკუპანტებმა სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ოკუპანტებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“.

საარჩევნო სიების ფორმირებისას, დეპუტატობის კანდიდატი შესაძლოა, ერთი ან რამდენიმე მუნიციპალიტეტის დელეგატად განისაზღვროს

საარჩევნო სიების ფორმირებისას, ესა თუ ის დეპუტატობის კანდიდატი შესაძლოა, ერთი ან რამდენიმე მუნიციპალიტეტის დელეგატად განისაზღვროს. ასეთია ინიციატივა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა და პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება. კერძოდ, მომზადებული კანონპროექტის გათვალისწინებით “საარჩევნო კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება, რომლის თანახმად, პარტიას უფლება ექნება პარტიული სიის შედგენისას, პარლამენტის წევრობის კანდიდატი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატად განსა

ვიოლა ფონ კრამონი: ივანიშვილი სიფრთხილის ზომებს იღებს, სანქციების შემთხვევაში ფული საქართველოში უნდა დააბრუნოს

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ პლატფორმა X-ზე საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებს ეხმაურება და წერს, რომ ბიძინა ივანიშვილი სიფრთხილის ზომებს იღებს – სანქციების შემთხვევაში მან საკუთარი ფული საქართველოში უნდა დააბრუნოს. ამ შეფასებით მან გერმანელი ჟურნალისტის, სილვია სტოებერის პოსტი გადააზიარა, რომელშიც ჟურნალისტი წერს, რომ „უცხოური გავლენის“ კანონპროექტის პარალელურად პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც გაამარტივებს იმ ოფშორული კომპანიების საქართველოში

ბაგებში მდინარე ვერე ადიდდა, მოქალაქე მანქანიდან მაშველებმა ამოიყვანეს

უხვი ნალექის შედეგად თბილისში, ბაგებთან მდინარე ვერე ადიდდა და ერთი ავტომობილი დატბორა. როგორც „ნეტგაზეთს“ საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მანქანიდან მოქალაქე მაშველებმა უვნებლად ამოიყვანეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა. მთავარი ფოტო: “ჩემი ქალაქი მკლავს” ნეტგაზეთი

ბერდია სიჭინავა - ბედისწერა… გიორგი გახარიას, მხოლოდ იმიტომ, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა, იმდენჯერ ეძახეს მოღალატე, სანამ თვითონ მართლა არ უღალატეს ქვეყანას

"ბედისწერა… გიორგი გახარიას, მხოლოდ იმიტომ, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა, იმდენჯერ ეძახეს მოღალატე, სანამ თვითონ მართლა არ უღალატეს ქვეყანას და ივანიშვილის ინტერესებში არ დაახურდავეს საკუთარი ქვეყნის და შვილების მომავალი. დღეს ქუჩაში თავისუფლად ვერ დადიან, საკუთარი თანამოქალაქეები მონას და მოღალატეს ეძახიან ყველა კუთხეში და აი, ეს ხალხი, რუსული კანონის ავტორები, ფლიდი სახეებით კიდევ ბედავენ და კონგრესში საქართველოს მოქალაქეების ხმის გაჟღერებისთვის თავს ესხმიან ა
×
×
  • შექმენი...