კამპანია – National Elections After Party-ის ფარგლებში თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმსა და თელავში, რიგ დაწესებულებებში ხმის მიცემის შემდეგ მოქალაქეები უფასოდ შეძლებენ შესვლას.
როგორც „პუბლიკას” კამპანიის ორგანიზატორებმა, „არჩევანი შენიას” წარმომადგენლებმა განუცხადეს, ეს დაწესებულებებია:
თბილისი – „აპრილი”, „მეობა”, Left Bank, Mutant Radio, „დედა ენის ბარი”, „Tone თონე”, „მტკვარზე”, khidi, Moulin Électrique (ორივე ფილიალი), Love Bar, „8000 მოსავალი” (ყველა ფილიალი), ca
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მოქალაქეებს ანონიმური ზარების გამოყენებით მოკვლით ემუქრებიან, - ამის შესახებ მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა, დორინ რეჩანმა განაცხადა.
„დაშინების ამ აქტებს ერთი მიზანი აქვს: პანიკისა და შიშის შექმნა, რათა ხალხს ქუჩაში გამოსვლის და ხმის მიცემის შეეშინდეს. გარწმუნებთ, რომ სამთავრობო ინსტიტუტები წესრიგსა და მოქალაქეებს დაიცავენ“, - განაცხადა დორინ რეჩანმა.
მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ რიგით მოქალაქეებთან ერთად ჟურნალისტებსა და ცნობილ ადამიანებ
გახარიას პარტია აცხადებს, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა ცესკოს სერვერებზე და ხმის მიცემის აპარატებში არსებული მონაცემების გადაუდებელი აუცილებლობით დაცვაზე.
„გახარია საქართველოსთვის“ შეფასებით, როგორც მოსალოდნელი იყო, ცესკოსთან ერთად პროკურატურაც ჩაერთო სიების და სხვა მტკიცებულებების ფალსიფიკაციის პროცესში.
„პროკურატურა ყალბი გამოძიების ფარგლებში ცდილობს ვერიფიკაციის აპარატების წაღებას. ეს ნიშნავს იმას, რომ შესაძლოა, არჩევნების გაყალბების უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებები
საფრანგეთის მთავრობამ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის Mirage 2000-5F ტიპის 6 მოიერიშე თვითმფრინავის მიწოდება ოფიციალურად დაადასტურა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ნატო-ს გენერალური მდივნის ყოფილი თანაშემწის მოადგილე თავდაცვის ინვესტიციების საკითხებში, აშშ-ის არმიის გადამდგარი გენერალ-მაიორი გორდონ დევისი აცხადებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საფრანგეთი მზად არის უზრუნველყოს როგორც თვითმფრინავების მიწოდება, ასევე პილოტების მომზადება.
შეგახსენებთ, ივნისში საფრანგ
ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნისთვის გერმანიის პარლამენტის თანხმობაა საჭირო, არსებულ ვითარებაში შანსი არ არსებობს საქართველოსთვის ეს მოხდეს. შესაბამის განცხადებას გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი X-ის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.
ფიშერის თქმით, მსგავსი დასკვნა გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) ევროკავშირის საქმეების კომიტეტის თავმჯდომარემ, ანტონ ჰოფრაიტერმა საქართველოში ვიზიტის შემდეგ გამოიტანა.
“პარლამენტის წევრი ანტონ ჰოფრაიტერი, ბუნდესტაგის ევროკავშირის საქმეებ
რა სურს ხელისუფლებას, საით მიჰყავს ქვეყანა და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები - საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია სტუმრად "პოლიტ-ქალაქში"
ვიდეო იხილეთ ბმულზე: https://palitranews.ge/video/250841-ra-surs-xelisuplebas-sait-mihqavs-kveqana-da-rogor-sheizleba-ganvitardes-movlenebi-sakartvelos-qopili-premier-ministri-da-partia-gaxaria-sakartvelostvis-tavmjdomare-giorgi-gaxaria-stumrad-polit-kalakshi/
გერმანიის ქალაქ ვისმარის მახლობლად თითქმის მთლიანად დაიწვა სასტუმრო, სადაც უკრაინელი ლტოლვილები ცხოვრობდნენ. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, რადგან შენობაში მცხოვრებმა 14-მა უკრაინელმა და 3-მა თანამშრომელმა ტერიტორია დროულად დატოვეს.
როგორც გერმანული მაუწყებელი DW წერს, ხანძარი 19 ოქტომბერს, ღამით გაჩნდა შენობის ერთ-ერთი კედლის გარეთა მხარეს. პოლიციის მთავარი ვერსიით, შენობას ცეცხლი განზრახ წაუკიდეს. ხანძრამდე რამდენიმე საათით ადრე პოლიციელები სასტუმ
პარტია „იტალიის ძმების“ ლიდერი, ჯორჯია მელონი იტალიის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდა. მელონიმ ფიცი უკვე დადო. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
მანამდე იტალიის პრეზიდენტმა, სერჯო მატარელამ ჯორჯია მელონის უფლებამოსილება მისცა კოალიციური მთავრობის ფორმირება მოეხდინა. მელონიმ მმართველი კოალიცია ჩამოაყალიბა, რაც იმას ნიშნავს, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად, ქვეყანას ულტრამემარჯვენე მთავრობა ჰყავს.
მელონიმ უკვე დაასახელა ოცდაოთხივე მინისტრის ვინაობა. ახალ მთავრობაში პარტია „იტალ
ჩვენი სიცოცხლე აბარია ღმერთს, ასე რომ, მე ვერ ვიქნები ვერც ერთი ადამიანის სიცოცხლეზე პასუხისმგებელი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.
მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეზე პასუხისმგებლობის აღებასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ყველას სიცოცხლე აბარია ღმერთს.
„ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო და არავის მივცემთ უფლებას, ვინც არ უნდა იყოს ის, კანონზე მაღლა დააყენოს თავი. დეტალებში ვერ შევალ, ძალიან ბევრ
ამერიკულმა ჟურნალმა TIME-მა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინულ სულისკვეთებასთან ერთად წლის ადამიანად დაასახელა.
გამოცემის რედაქტორებმა უკრაინის პირველი პირი აირჩიეს პირად, რომელსაც 2022 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი გავლენა ჰქონდა ახალ ამბებზე.
„ვინც უკრაინის ამ ისტორიას იმედიანად თუ შიშის გრძნობით აღსავსე უყურებს - და ისტორია, რა თქმა უნდა, ჯერ ბოლომდე არ არის დაწერილი - ზელენსკიმ მართლაც მუხტი მისცა მსოფლიოს ისე, რაც ათწლეულების განმავლობაში არ გვინახავს“ - აღნიშნა TIME
20 ივნისს დადგინდა, რომ ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური, 7-8 მარტის პროტესტი კი იყო მშვიდობიანი - ეს არის მიზეზი, რის გამოც ვაკრიტიკებ პოლიციისა და შსს-ს ამჟამინდელ ქმედებებს, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ორი პროტესტი სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან.
„უდიდესი განსხვავებაა ამ ორ პროტესტს შორის. დღეს ეს პროტესტი მშვიდობიანი იყო. 20 ივნისს მომიტინგეები თავს ესხმოდნენ პარლამენტს, ცდილობდნენ პარლამ
უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმერ ზელენსკი მეუღლესთან ერთად სამუშაო ვიზიტით შვედეთში გაემგზავრა. აღნიშნულ განცხადებას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელებში ავრცელებს.
მისივე თქმით, ვიზიტის დროს ის შვედეთის პრემიერ-მინისტრს ულფ კრისტერსონს, მეფე კარლ XVI, დედოფალ სილვიას, პარლამენტის სპიკერს, ანდრეას ნორლენს და საპარლამენტო ფრაქციების ხელმძღვანელებს შეხვდება.
"ფართო შეხვედრები გველის. პირადად ვუხდი შვედეთს მადლობას ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის მხარდაჭერისთვის ", – განაცხადა ვოლ
არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ძირი გამოუთხარონ აშშ-სა და საქართველოს შორის ახლო, ძლიერ პარტნიორობას. ამას ისინი გარკვეული მიზეზების გამო და კერძო ინტერესებით აკეთებენ, რაც სწორედ ამაზეა გათვლილი, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, აშშ არსად წასვლას არ აპირებს და საქართველოს გვერდით იდგება მანამდე, ვიდრე საქართველოს ხალხი დემოკრატიული მომავლისკენ ისწრაფვის.
„ისინი არ ცდილობენ მხოლოდ აშშ-ის დისკრედიტაცი
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე დაშავებულების შესახებ შეტყობინება არ შესულა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუმარტეს, მეხანძრე-მაშველები ძირითადად ამოტუმბვით სამუშაოებს აწარმოებენ.
ცნობისთვის, ძლიერმა წვიმამ დედაქალაქში პრობლემები შექმნა. მოქალაქეების ინფორმაციით, უხვი ნალექის გამო, დატბორილია საავტომობილო გზები და ტროტუარები.
იპნ
ევროკავშირის კვლევის მიხედვით, ტექნოლოგიური კომპანიები რუსულ დეზინფორმაციას ვერ აჩერებენ. ევროკომისიის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ 2023 წელს სოციალურ ქსელებში კრემლის მიერ მხარდაჭერილი ზეგავლენის დეზინფორმაციული კამპანია გაფართოვდა.
ანგარიშის ავტორთა თქმით, რუსული დეზინფორმაციის რაოდენობა „ტვიტერში” მას შემდეგ გაიზარდა, რაც ის მილიარდერმა, ილონ მასკმა შეისყიდა და აღნიშნული სოციალური ქსელის უსაფრთხოების სტანდარტები გააუქმა.
„კრემლის მხარდამჭერ ანგარიშებს კვლავაც აქვთ წვდომა დიდ აუდ
ჩემს უკან არის საქართველოს და არა რუსეთის ტერიტორია - საერთაშორისო საზოგადოებას აქვს პასუხისმგებლობა, რომ ზეწოლა მოახდინოს მოსკოვზე, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა და ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორმა, დევიდ კრამერმა ოძისში, საოკუპაციო ხაზთან განაცხადა.
„არაჩვეულებრივია ის, რომ საქართველოში დავბრუნდი, თუმცა სამწუხაროა, რომ კვლავ აქ (საოკუპაციო ხაზთან) დგომა გვიწევს. მას შემდეგ რაც რუსეთი შემოიჭრა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია განახო
„ქართული ოცნება“ ელოდება, რომ საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევას დაადგენს. „ოცნების“ წევრები ამბობენ, რომ ერთადერთი ობიექტური გადაწყვეტილება, რაც სასამართლომ უნდა მიიღოს, სწორედ ხელისუფლების წარმომადგენლების წარდგინების დაკმაყოფილებაა. ხოლო თუ ასე არ მოხდება, კითხვის ნიშნები გაჩნდება.
მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ იმპიჩმენტის პროცესი წარმოაჩენს „პოლიტიკური ძალების შეხედულებებს კონსტიტუციაზე“.
„ოცნების“ ყოფილმა და „ხალხის ძალის“ მოქმედმა წევრმა, გურა
„ოცნების“ ოცნების დრო დამთავრდა. თვითონ იფიქრონ, რომელი სალომე ზურაბიშვილი ჯობდა მათთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიმართვაში განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, ქვეყანა ვერ ჩაითვლება დემოკრატიულად, სადაც შტოებს შორის არ არის ბალანსი.
„დღეს ერთი ქვით მოკლეს ევროპული მომავალი და დემოკრატიაც. ქვეყანაში, სადაც არანაირი ბალანსი არსებობას შტოებს შორის, ის ქვეყანა ვერ ჩაითვლება დემოკრატიულ ქვეყნად. ეს არის „ოცნების“ მცდელობა, მაგრამ „ოცნების“ ოცნების დრო დამთავრდა
პარტიის „საქართველოსთვის“ ინფორმაციით, უახლოეს მომავალში „ქართული ოცნება“ მორიგ გაყალბებულ კვლევას და მისთვის სასარგებლო შედეგებს გამოაქვეყნებს.
ბოლო პერიოდის უწყვეტი პროპაგანდა გიორგი გახარიას და სხვა პოლიტიკური პარტიების თუ პერსონების არარსებული ალიანსების შესახებ, სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ეს კი 2024 წლის არჩევნების გაყალბებისთვის მზადების ნაწილია იმ შეზღუდვებთან ერთად, რომელსაც მართველი პარტია საკანონმდებლო დონეზე ახორციელებს, როდესაც დაუსაბუთებლად ამკაცრებს შეკრებებისა და მანიფესტა
ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ჩოხატაურში, სოფელ ზოტის სატყეო უბანზე ბრაკონიერეთა ჯგუფი გურიის სატყეო სამსახურის თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდა.
უწყების განცხადებით, შსს-ის გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოთხივე კანონდამრღვევი დააკავა. საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულს.
“ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტის სატყეო უბანზე, ბრაკონიერებს, ხე-ტყის უკანონო ჭრის აღკვეთის მიზნით, წინააღმდეგობა გაუწია ეროვნული სატყეო სააგენტოს გურიის სატყეო სამსახურის ტყის მცვე
რას ნიშნავს ინკლუზიურობა ანუ ჩართულობა და რატომ გვთხოვს მას ევროკავშირი...
ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" მწევრი, დეპუტატი.
407408689_215000424971653_797420939471066756_n.mp4
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ კამპანიის „ჩვენი ხმა ევროპას“ ფარგლებში შეგროვებულ ხელმოწერებს ევროკავშირის წევრის ქვეყნების ელჩებს გადასცემს.
პრეზიდენტი ამბობს, რომ ღონისძიებაზე მიწვეულნი არიან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, ყოფილი და მოქმედი პრემიერები და საგარეო საქმეთა მინისტრები-მინისტრები.
ამის შესახებ ზურაბიშვილმა დიასპორის წარმომადგენლებთან ტელეხიდისას განაცხადა.
მისი თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ რაღაც ჯადოსნური ჯოხით უცებ ყველა ერთ აზრზე
„თქვენ ყველას უყვარხართ“, — განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა დღეს, 14 დეკემბერს, ევროპული საბჭოს სხდომის დაწყებამდე საქართველოსთან დაკავშირებით.
„საქართველოს საკითხი კარგადაა. თქვენ ყველაფერი რიგზე გაქვთ“, — განაცხადა ორბანმა.
უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების საკითხზე ორბანმა თქვა, რომ გაფართოება დამსახურებაზეა დაფუძნებული, სამართლებრივი პროცესია, რომელსაც თავისი პირობები აქვს და ევროკომისიის შეფასებითვე, უკრაინას მისთვის დაწესებული 7-დან სამი რეკომენდაცია ა
ევროკავშირმა საქართველოს კარი გაუღო. ახლა ქართველებმა უნდა გაიარონ ეს კარი. კარი ღიაა, მაგრამ თქვენ თავად უნდა გაიაროთ ეს კარი ერთად, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, მოხარულია იმით, რომ საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით განაცხადი გააკეთა და კიდევ უფრო მოხარულია იმით, რომ ევროკავშირმა მას, კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, კარი გაუღო.
„საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ახლა ქართველებმა უნდა გაია
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის და მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის ფაქტზე 5 პირი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულები 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძი