Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.104.834

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ვოლოდიმირ ზელენსკი - ბახმუტს და კიდევ ორ ქალაქს ოკუპაციისგან გავათავისუფლებთ - ძალიან კომპლექსური გეგმა გვაქვს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელები ქალაქ ბახმუტს და უკრაინის კიდევ ორ ქალაქს რუსული ოკუპაციისგან გაათავისუფლებენ. „ჩვენ მოვახდენთ ბახმუტის დეოკუპაციას. ვფიქრობ, კიდევ ორი ქალაქის დეოკუპაციას მოვახდენთ", - განაცხადა ზელენსკიმ ამერიკელ ჟურნალისტებთან საუბარში. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა არ დააკონკრეტა, რომელ ქალაქებს გულისხმობდა. „არ გეტყვით რომელი ქალაქებია, ბოდიში. ასე რომ, ჩვენ გვაქვს გეგმა. ძალიან, ძალიან კომპლექსური გეგმა", - აღნიშნა ზელენსკიმ

ისრაელის თავდაცვის მინისტრი - დღეს დილით ჰამასმა სერიოზული შეცდომა დაუშვა და დაიწყო ომი ისრაელის წინააღმდეგ - ისრაელი ამ ომში გაიმარჯვებს

ისრაელი ამ ომში გაიმარჯვებს, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი აცხადბს, რომლის კომენტარსაც ისრაელის თავდაცვის სამინისტრო აქვეყნებს. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა, რომ ჰამასის ტერორისტულმა დაჯგუფებამ ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო თავდასხმით და ღაზას სექტორის საზღვართან მდებარე ქალაქებში შეჭრით „მძიმე შეცდომა“ დაუშვა. „დღეს დილით ჰამასმა სერიოზული შეცდომა დაუშვა და დაიწყო ომი ისრაელის წინააღმდეგ. ისრაელი ამ ომში გაიმარჯვებს!“ - ნათქვამია გალანტ

ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ოქტომბრის მეორე ნახევრიდან დაიწყება

ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ოქტომბრის მეორე ნახევრიდან დაიწყება. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა, Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა უკვე შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. „გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რისკ ჯგუფებს, ვისაც დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვთ, სახელმწიფო პროგრამ

„აპირებს გააგრძელოს საკუთარი პოლიტიკური ნაბიჯებით ევროპული სტატუსის დაცვა“ – პრეზიდენტი ოპოზიციას შეხვდა

დღეს, 24 ოქტომბერს, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს შეხვდა. როგორც შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, შეხვედრის მთავარი თემა ევროინტეგრაცია იყო. მათივე განცხადებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად პრეზიდენტს საკუთარი ხედვა აქვს, რომელსაც მომავალ დღეებში თავად გააცნობს საზოგადოებას. „ფაქტია, რომ პრეზიდენტზე არავითარ გავლენას არ ახდენს „ქართული ოცნების“ მუქარები და ბრალდებები. ის აპირებს, გააგრძელოს საკუთარი პოლიტიკური ნაბ

21 წლის გარდაბნელი გოგონა ამერიკული ავიაკომპანიის პილოტი გახდა

21 წლის ას­მარ ნუ­რი­ე­ვა გარ­დაბ­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ყა­რა­ჯა­ლა­რი­დან ამე­რი­კა­ში პი­ლო­ტად იმუ­შა­ვებს. გო­გო­ნამ რთუ­ლი გა­მოც­დე­ბის ჩა­ფა­რე­ბის შემ­დეგ ფლო­რი­დის Epic Flight Academy და­ამ­თავ­რა, რის შემ­დე­გაც ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი ამე­რი­კუ­ლი ავი­ა­კომ­პა­ნია United Airline-ის მფრი­ნა­ვი გახ­და ნუ­რი­ე­ვა სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტის ხა­ლილ ნუ­რის შვი­ლია.   "გა­გი­ზი­ა­რებთ სა­სი­ხა­რუ­ლო ამ­ბებს - ას­მარ ნუ­რი­ე­ვა, ჩვე­ნი ძვირ­ფ

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ქალბატონებს 8 მარტი მიულოცეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ქალბატონებს 8 მარტი მიულოცეს და ყვავილების თაიგულები გადასცეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა მათ უსაფრთხო გადაადგილება და წარმატება უსურვეს.

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი - „გაზპრომთან“ ხელშეკრულებას არ გავაგრძელებთ

კიევი არ აპირებს რაიმე დამატებითი ხელშეკრულების დადებას ან გაზის ტრანზიტის ხელშეკრულების ვადის გაგრძელებას რუსეთთან, - ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა, გერმან გალუშჩენკომ განაცხადა. მისი განმარტებით, ამჟამად მოქმედი კონტრაქტი ძალაში 2024 წლის 31 დეკემბრამდეა. გალუშჩენკომ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის გაზსატრანსპორტო სისტემამ შარშან „სტრეს-ტესტი“ გაიარა და მზადაა, იმუშაოს გაზის ტრანზიტის გარეშე ქვეყნიდან, რომელიც უკრაინას თავს დაესხა. უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა არ გან

ჰელსინკის კომისია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე - ეს საქართველოს მყიფე დემოკრატიაზე მიზანმიმართული თავდასხმაა, ევროპული კანდიდატურის თვითსაბოტაჟია

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის სენატის ხელმძღვანელობა საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თავიდან დაინიცირებას გამოეხმაურა. „ეს საქართველოს მყიფე დემოკრატიაზე მიზანმიმართული თავდასხმაა, მისი ევროპული კანდიდატურის თვითსაბოტაჟია და ქართველი ხალხის მიერ დიდი ძალისხმევით მოპოვებული ევროატლანტიკური არჩევანის აშკარა უარყოფაა. ეს კანონპროექტი რუსული კანონმდებლობით არის შთაგონებული და მისი მსგავსია. შემთხვევითი არ არის, რომ მისი თავიდან დაინიცირება რეგიონში მს

ქუთაისში, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს

ქუთაისში, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო პროტესტი გრძელდება. პროტესტის 29-ე დღეს ახალგაზრდები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ქუთაისის მერიასთან არიან შეკრებილი. ისინი შეძახილებით ხელისუფლებას კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ. აქციის მონაწილეების თქმით, არ დაიღლებიან და სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლებენ, ვიდრე საფრთხე დაემუქრება ქვეყნის ევროპულ გზას. ასევე, გრძელდება სტუდენტების გაფიცვა, მეოთხე დღეა აკაკი წერეთელის უნივერსიტეტის სტუდენ

ოპოზიცური პარტიები „ქართულ ქარტიის" შესახებ პრეზიდენტის იდეას იწონებენ

ოპოზიცური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათთვის პრეზიდენტის „ქართულ ქარტიას” მისაღებია. სალომე ზურაბიშვილის იდეა ამ დროისთვის მოიწონეს „ახალის”, „ლელოს”, „ევროპული საქართველოს”, ენმ-ის, „რესპუბლიკური პარტიის” წარმომადგენლებმა. სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 26 მაისს, პოლიკუტირ პარტიებს „ქართული ქარტიის” ხელმოწერა და მის ირგვლივ შეჯერება შესთავაზა. ქარტია, პრეზიდენტის თქმით, გულისხმობს თანხმობას იმაზე, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ოპოზიცია დანიშ

სააპელაციომ იოსებ ბაბაევის საქმეზე მოსამართლე დარბაიძის გადაწყვეტილება ნაწილობრივ შეცვალა

გორელი აქტივისტისა და ბიზნესმენის, იოსებ ბაბაევის წინააღმდეგ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე დავით ახალბედაშვილმა გორის რაიონული სასამართლოს განჩინება შეცვლა და პროკურატურის საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. კერძოდ, „ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტის, ალექსი მერებაშვილის თქმით, მოსამართლე დავით ახალბედაშვილმა კანონიერად ცნო იოსებ ბაბაევის მანქანიდან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ამოღება და ის დასაშვებ მტკიცებულებად მიიჩნია, ხოლო დაუშვებელ მტკიცებულებად მიიჩნია იოსებ ბაბაევის

საბა ლობჟანიძე და სალი კერატიშვილი გოგონას მშობლები გახდნენ - რა დაარქვა წყვილმა შვილს?

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, საბა ლობჟანიძე და სალი კერატიშვილი პირიველი შვილის მშობლები გახდნენ - ინფორმაციასა და ფოტოს Geo Team ავრცელებს. წყვილს გოგონა შეეძინა, რომელსაც ალისა დაარქვეს. ცნობისთვის, საბამ 2023 წლის ნოემბერში სტადიონზე სთხოვა ხელი საკუთარ რჩეულს, სალი კერატიშვილს. სალი მაყურებელმა „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო, სადაც ის შაგუს შეყვარებულს თამაშობდა. palitravideo.ge

რუსეთის ბელგოროდის ოლქის დასავლეთ ნაწილში მდებარე კრასნოიარუჟსკის რაიონში მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა

რუსეთის ბელგოროდის ოლქის დასავლეთ ნაწილში მდებარე კრასნოიარუჟსკის რაიონში მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა, - ამის შესახებ ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა. „განგაშის დილა გვაქვს. მტრის აქტიურობა კრასნოიარუჟსკის რაიონის საზღვარზე. ვიწყებთ კრასნოიარუჟსკის რაიონში მცხოვრები ადამიანების უსაფრთხო ადგილებში გადაყვანას,” - აღნიშნა გუბერნატორმა. მისი თქმით, ევაკუაციისთვის ტრანსპორტი უკვე გაგზავნილია. მანამდე გუბერნატორმა დაწერა, რომ კრასნოიარუჟსკის რაიონის სოფელი ვიაზოვო

ნათია მეზვრიშვილი - მოვუწოდებთ „ოცნებას“, „ქოლ-ცენტრების საქმეზე“ საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შექმნან

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შექმნან. როგორც ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, თუ „ქართული ოცნება“ გამოძიებაზე უარს იტყვის, კიდევ ერთხელ დაადასტურებს იმას, რომ ხელისუფლება „შავ ფულზე“, კორუფციასა და ძალადობაზე დგას. მეზვრიშვილი ასევე მოუწოდებს ოპოზიციას, საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი დაუჭიროს. „ოცნებას“ მოვუწოდებთ, ახლა მაინც შექმნან საპარ

ზელენსკი და შოლცი ერთმანეთს პარასკევს ფრანკფურტში შეხვდებიან

AFP-ის ინფორმაციით, გერმანიის მთავრობის სპიკერმა პარასკევს, ფრანკფურტში გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა დაადასტურა. შეხვედრას „ერთი-ერთზე“ სახე ექნება და გაიმართება მას შემდეგ, რაც უკრაინის სამხედრო მხარდამჭერები, მათ შორის, შეერთებული შტატები, შეიკრიბებიან გერმანიაში აშშ-ს საჰაერო ბაზაზე, რათა კოორდინაცია გაუწიონ კიევის მხარდაჭერას. მედიის ცნობით, შეხვედრაზე ზელენსკის დასწრება ხაზს უსვამს სიტუაციის სერიოზულობას. პუბლიკა

გახარიას გუნდი პროკურატურას მოუწოდებს, დაიწყოს გამოძიება გივი მიქანაძის წინააღმდეგ

გახარიას გუნდი პროკურატურას მოუწოდებს, დაიწყოს გამოძიება „ქართული ოცნების” დეპუტატის, გივი მიქანაძის წინააღმდეგ. პარტია „საქართველოსთვის” წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა ბრიფინგზე თქვა, რომ საქმე ეხება 2006 წლის 27 მარტს სასჯელაღსრულების მე-5 დაწესებულებაში მომხდარ ციხის ბუნტს. 2006 წელს პატიმრების ამბოხების შემდეგ #5 ციხეში კონტროლის დასამყარებლად სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის გადაწყვეტილებით სპეცოპერაცია ჩატარდა. შედეგად 7 პატიმარი გარდაიცვალა, ხოლო 22 პატიმარმა სხეულის დაზ

„პროდუქცია, რაც ჩვენთან შემოდის, ისედაც ნორმალურად არ მოწმდება“ - უსაფრთხოა თუ არა Temu-დან გამოწერილი ნივთები

„საბავშვო სასიკვდილო პროდუქტები” - ასე მოიხსენიებს აშშ-ის მთავრობა Shein-ი დაTemu-ს მიერ რეალიზებულ საქონელს და აღნიშნულზე გამოძიებას იწყებს. როგორც სამომხმარებლო პროდუქტების უსაფრთხოების კომისიაში აცხადებენ, მათ სურთ გამოიკვლიონ, შეესაბამება თუ არა ამ ორი კომპანიის მიერ წარმოდგენილი პროდუქცია აშშ-ის უსაფრთხოების რეგულაციებს. როგორც „სტატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრის“ პროგრამის კოორდინატორი, ვახტანგ კობალაძე bpn.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, ყველა სახის პროდუქცია, რაც საქართვე

ბუნდესტაგის რეზოლუცია - დაჟინებით მოვითხოვოთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოსთან წინსვლა აღარ მოხდეს და გამოვლინდეს ფაქტები, რომლებიც შეიძლება მიზნობრივი სანქციების დაწესების საბაბი გახდეს

გერმანიის ბუნდესტაგი 10 ოქტომბერს საქართველოს საკითხზე რეზოლუციის პროექტს "საქართველოს ევროპული მომავლისთვის“ უყრის კენჭს. რეზოლუცია გერმანიის „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“, „კავშირი 90/მწვანეების“ და „ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის“ მიერ არის შემუშავებული. როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, ავტორიტარული და ანტიევროპული კურსი, რომელსაც საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა დაადგა, საქართველოს ევროპულ მომავალს რისკის ქვეშ გამიზნულად აყენებს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეგრეთ წოდებული „უცხოურ

გიორგი გახარია პრეზიდენტთან შეხვედრაზე - კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე საუბარი არ ყოფილა - შეიძლება არის კანდიდატურა, რომელიც მისაღებია არჩევნებამდეც, შეიძლება არის კანდიდატურა, რომელიც არჩევნებამდე მისაღები არ არის

[შეხვედრაზე] კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე საუბარი არ ყოფილა - შეიძლება არის კანდიდატურა, რომელიც მისაღებია არჩევნებამდეც, შეიძლება არის კანდიდატურა, რომელიც არჩევნებამდე მისაღები არ არის. ჩემთვის მთავარია ქვეყანაში შეიქმნას გარემო, როცა „ოცნებაც“ და „ნაციონალური მოძრაობაც“ მარცხდება, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, პრეზიდენტის დაპირება, რომ არ აპირებს მიხეილ ს

ლევან გოგიჩაიშვილი - მნიშვნელოვანია ამ ქვეყანაში გაიმარჯვოს ევროპამ, მნიშვნელოვანია არჩევნებზე მოვიდნენ ადამიანები

რამდენსაც გამოვლენ, რამდენსაც დაემუქრებიან ადამიანებს არ იქნება ეფექტური, უკუშედეგს გამოიღებს, რაც მეტს დაემუქრები ადამიანებს, უფრო მეტ პროტესტს მიიღებ. ევროპულ საქართველოში ადამიანები მიუხედავად თავიანთი პარტიული კუთვნილებისა თუ არაკუთვნილებისა, საკუთარ თავს მოძებნიან და საკუთარი თავის რეალიზებას შეძლებენ, რუსულ საქართველოში ამას ვერ შეძლებენ. მნიშვნელოვანია ამ ქვეყანაში გაიმარჯვოს ევროპამ, მნიშვნელოვანია არჩევნებზე მოვიდნენ ადამიანები.  ლევან გოგიჩაიშვილი, პა

ჰელსინკის კომისია - აშშ და ევროკავშირი სერიოზულად უნდა მოეკიდონ “ქართული ოცნების” მიერ ქართული დემოკრატიის ჩამოშლას და ავტორიტარული პოლიტიკური ტექნოლოგიების მზარდ დახვეწას

აშშ და ევროკავშირი სერიოზულად უნდა მოეკიდონ “ქართული ოცნების” მიერ ქართული დემოკრატიის ჩამოშლას და ავტორიტარული პოლიტიკური ტექნოლოგიების მზარდ დახვეწას, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის ჰელსინკის კომისია X-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს. “საქართველოს პრობლემების შემცველი არჩევნები ჰქონდა, რომლის შედეგებიც სავარაუდოდ, არ ასახავს ხალხის ნებას. აშშ და ევროკავშირი სერიოზულად უნდა მოეკიდონ “ქართული ოცნების” მიერ ქართული დემოკრატიის ჩამოშლას და ავტორიტარული პოლიტიკური ტექნოლოგიების მზარდ დახვეწას”

ბოტსვანაში არჩევნები წააგო პარტიამ, რომელიც 58 წელი იყო ხელისუფლებაში

ბოტსვანაში საპრეზიდენტო არჩევნებში წააგო „დემოკრატიულმა პარტიამ“, რომელიც თითქმის ექვსი ათწლეული არის ხელისუფლებაში, იტყობინება „როიტერსი“. მოქმედმა პრეზიდენტმა [გარეკანის ფოტოზე] უკვე აღიარა მარცხი და აღნიშნა, რომ ხვალიდან ხელისუფლების გადაცემას დაიწყებს, მისი პარტია კი ერთგული ოპოზიცია გახდება და ახალ პრეზიდენტს, თუ დასჭირდება, ყველანაირ რჩევას მისცემს. არჩევნებში გამარჯვება კოალიციის წევრმა, დუმა ბოკომ მოიპოვა. მმართველი ძალის დამარცხებას ეკონომიკური სტაგნაციით ხსნიან.

იტალიაში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი თანამდებობას ტოვებს

იტალიაში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ირაკლი ვეკუა თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ვეკუამ სოციალურ ქსელში დაწერა. „როგორ ეწერა სენიორ პესოას? - არიდებულ ბრძოლათა ნაიარევებზე... ყველას გვაქვს ასეთი. მე - ძალიან ბევრი. რაღაც დროს ნამდვილის ჯერიც დგება და ადამიანები ერთმანეთის ძებნას ვიწყებთ, ერთმანეთს ვამხნევებთ. ახლაც ის დროა და მეც ჩემს ფიქრებს გიზიარებთ, მეგობრებს, კოლეგებს, ვინც თვლით, რომ მართალი ვარ და ვინც თვლით, რომ არ. დღეს, ამ ფიქრებით ვამბობ „უარს“ და ვემშ

ადვოკატი: გიორგი ახობაძე ამბობს, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს, გამოაცხადა მშრალი შიმშილობა

ღამით თამარ მეფის გამზირზე მანქანით გადაადგილებისას გააჩერეს და დააკავეს ექიმი გიორგი ახობაძე. ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე „პუბლიკას“ ეუბნება, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს. ადვოკატის თქმით, პროტესტის ნიშნად ახობაძემ მშრალი შიმშილობა გამოაცხადა, ის ამბობს, რომ ნარკოტიკული ნივთიერება მას პოლიციამ ჩაუდო. პუბლიკა
×
×
  • შექმენი...