Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.107.236

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ვატიკანში ივერიის ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკა განთავსდა [ფოტო]

ვატიკანში ივერიის ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკა განთავსდა. ივერიის ღვთისმშობლის მოზაიკის ინაუგურაციის ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, ვატიკანის ქალაქ-სახელმწიფოს წარმომადგენლებმა და საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციის წევრებმა. ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა მადლობა გადაუხადა ვატიკანის მხარეს და პაპ ფრანცისკეს საჩუქრად მრევლის მიერ შეწირული, 1683 წელს ფლორენციაში დასტამბული კათოლიკური მესის კრებული გად

არსებული ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში 14 წლის არასრულწლოვანი ბიძამ გააუპატიურა

არსებული ინფორმაციით, კახეთის ერთ-ერთ სოფელში 14 წლის არასრულწლოვანი გოგონა გააუპატიურეს. ფაქტი გურჯაანის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი სოფლის მიმდებარედ ფერმაში მოხდა. გავრცელებული ცნობით, გოგონა მამიდის ქმარმა გააუპატიურა. რის შემდეგაც, შურისძიების მიზნით, გოგოს ნათესავებმა 45 წლის მამაკაცი დაჭრეს. მხარეები საგარეჯოს მუნიციპალიტეტიდან იყვნენ. ისინი საქონლის ფერმაში მწყემსად მუშაობდნენ. დაჭრილი კაცი საგარეჯოს საავადმყოფოშია მოთავსებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მო

რუსეთის დაბომბვას ხარკოვის ოლქში 2 თვის ბავშვი ემსხვერპლა

მაშველებმა ხარკოვის ოლქის სოფელ ზოლოჩოვში, ნანგრევებში, ორი თვის ჩვილის ცხედარი აღმოაჩინეს, იტყობინება „უკრაინსკა პრავდა“. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, 6 თებერვლის ღამეს რუსულმა ჯარმა სოფელი ორი C-300 ტიპის რაკეტით დაბომბა, რის შედეგადაც დაზიანდა შვიდი სახლი, 19 სამოქალაქო ობიექტი, ორი ადმინისტრაციული შენობა და ხუთი ავტომობილი. ნანგრევების ქვეშ ასევე მოყვა სამი ახალგაზრდა ქალი. მათ შორისაა დაღუპული ჩვილის დედა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ხარკოვის სამხედრო ადმინი

ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - მოსკოვში მომხდარ თავდასხმაში ტაჯიკეთის მოქალაქეების მონაწილეობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა

მოსკოვში მომხდარ თავდასხმაში ტაჯიკეთის მოქალაქეების მონაწილეობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა, - ამის შესახებ ინფორმაციას ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „ხაზს ვუსვამთ, რომ ტაჯიკეთის მხარეს ტაჯიკეთის მოქალაქეების მონაწილეობის შესახებ ამჟამად გავრცელებულ ყალბ ინფორმაციასთან დაკავშირებით რუსეთის ოფიციალური ხელისუფლებისგან არანაირი დადასტურება არ მიუღია. ამასთან დაკავშირებით, გთხოვთ, რუსეთის სამთავრობო ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციას დაეყრდნოთ“, -

აშშ-ის საჰაერო ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი - ღრმად შეშფოთებული ვართ და ვაკვირდებით რუსეთის გავლენას საქართველოში

ღრმად შეშფოთებული ვართ და ვაკვირდებით რუსეთის გავლენას საქართველოში, - ამის შესახებ აშშ-ის საჰაერო ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელმა, გენერალმა ჩარლზ ბრაუნმა ბრიფინგზე განაცხადა. ჩარლზ ბრაუნმა უპასუხა შეკითხვას, შეუძლია თუ არა ნატო-ს რაიმეს გაკეთება იმისთვის, რომ დაეხმაროს საქართველოს წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის მხრიდან გავლენის გაზრდის მცდელობებს, როგორ აისახება ეს იმაზე, რაც ახლა ხდება საქართველოში და როგორ აისახება ეს საქართველოს ნატო-სკენ მიმავალ გზაზე. „ღრმად შეშფოთებულ

დავაკავეთ 2 პოლიციელი, რომლებიც ქალის მოტაცებაში მონაწილეობდნენ – საგამოძიებო

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დააკავეს 2 პოლიციელი, რომლებიც ახალგაზრდა ქალის მოტაცებაში მონაწილეობდნენ. „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ცოლად მოყვანის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი თანამშრომელი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ მოქალაქე მ.კ.-მ ცოლად მოყვანის მიზნით 23 წლის გოგოს მოტაცება განიზრახა. 2024 წლის 25 მაისს, დაბა მესტიაში, თამარ მეფის ქუჩაზე, მან სასაზღვრო პოლიციის სამმართველოს 2

სააგენტო: დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია, წყლის დონე პირვანდელ ნიშნულს დაუბრუნდა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისათვის დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია, წყლის დონე პირვანდელ ნიშნულს დაუბრუნდა და წყალმოვარდნები და ღვარცოფული პროცესები აღარ ფიქსირდება. სააგენტომ გზის გახსნის რეკომენდაცია გასცა, თუმცა, განმარტავენ, რომ ადგილზე სპეციალისტები რჩებიან და ვითარებას აკვირდებიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 6 ივნისს დევდორაკიდან შემოსული სასიგნალო შეტყობინების გამო, სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „დარიალიდან“ უსაფრთხო ადგილზე მოხდა ევაკუაცია ს

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა არასათანადო მოპყრობის ფაქტზე სამართალდამცავი დააკავა

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა არასათანადო მოპყრობის ფაქტზე სამართალდამცავი დააკავა. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, საქმე ეხება პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში მოქალაქე ვლადიმერ მჭედლიშვილის მიმართ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტს. „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული ხელახალი გამოძიების და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, პოლიციის ადმინი

ლევან გოგიჩაიშვილი - „ლელოს“ „განაცების“ შემთხვევაში, ვერ ვხედავთ ვერანაირი თანამშრომლობის შანსს (ვიდეო)

დემოკრატიის გასამყარებლად, ბალანსის დასაცავად და პოლარიზაციის დასასრულებლად მნიშვნელოვანია ძლიერი პოლიტიკური იდენტობის მქონე ორგანიზაციები არსებობდეს, ამიტომ ვურჩევდით “ლელოს” თანაბრად დისტანცირდეს ორივე პოლიტიკური ძალისგან. „ლელოს“ „განაცების“ შემთხვევაში, ვერ ვხედავთ ვერანაირი თანამშრომლობის შანსს.  ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.  ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1216358609532192/

პარლამენტში უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატებს უსმენენ

პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამ კანდიდატს – გიზო უბილავას, ბადრი შონიას და გოჩა ჯეირანაშვილს უსმენენ. უზენაეს სასამართლოში 3 ვაკანტური თანამდებობაა. ვინ არიან კანდიდატები? ბადრი შონია ამ ეტაპზე არის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე. ის ე.წ. კლანთან დაკავშირებული მოსამართლეა. ცნობილია მის მიერ მიღებული არაერთი გახმაურებული გადაწყვეტილება, მათ შორის, „ბირჟა მაფიის“ საქმე – რეპერებს სწორ

საქართველო-ჩეხეთის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ გიორგი მამარდაშვილი დასახელდა

საქართველო-ჩეხეთის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი დასახელდა. როგორც sportall.ge წერს, Opta-ს მიხედვით, მამარდაშვილმა ჩეხეთთან მატჩში 11 მოგერიება შეასრულა, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში ევროპირველობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში, F ჯგუფში საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა. საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 26 ივნისს, პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

პრეზიდენტი რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს

პრეზიდენტი რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. პრეზიდენტის განცხადებით, რუსული კანონი არ შეესაბამება კონსტიტუციის 78-ე მუხლის, რომლის თანახმადაც, საქართველოს კონსტიტუციურმა ორგანოებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. პლატფორმა „ერთიანობის” ლიდერის თამარ კორძაიას განცხადებით, რუსულ კანონზე საკონსტიტუციო სარჩელს პრეზიდენტთან ერთად პარლამენტის დეპუტატებიც შეიტანენ. მისი თქმით, კანონი კონსტიტუციის 78-ე და 22-ე მუხლებს არღვ

რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციოს NGO-ებმა და მედიაორგანიზაციებმაც მიმართეს

ქართულმა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს. სარჩლით მოთხოვნილია კანონის გაუქმება, გადაწყვეტილების მიღებამდე კი მისი მოქმედების შეჩერება. „ქართული არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ, რისთვისაც სარჩელით მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს. სარჩელთან ერთად, დროებითი ღონისძიების სახით, სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მოვითხოვთ კანონის არაკონსტიტ

უკრაინის რადამ საომარი მდგომარეობისა და მობილიზაციის გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა

უკრაინის რადამ საომარი მდგომარეობისა და მობილიზაციის გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინელი დეპუტატი, იაროსლავ ჟელეზნიაკი ავრცელებს. უკრაინაში საომარი მდგომარეობის გახანგრძლივებას მხარი 339-მა დეპუტატმა დაუჭირა. საომარი მდგომარეობა 12 აგვისტოდან 90 დღით, 9 ნოემბრამდე გაგრძელდება. ახლა კანონს ხელი უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნდა მოაწეროს. იპნ

„ორივე ცოცხალია" — სვანეთის ტყეში დაკარგული 2 ახალგაზრდა იპოვეს

სვანეთში დაკარგული 2 ახალგაზრდა იპოვეს. ორივე ცოცხალია. ინფორმაცია ერთ-ერთის ოჯახის წევრებმა გაავრცელეს. გოგიტა ფარჯიანი და გიორგი გვიჩიანი მესტიისა და ლენტეხის ტერიტორიაზე დაიკარგნენ – ისინი ლენტეხში ზემო სვანეთიდან გადადიოდნენ. მათ 6 დღე ეძებდნენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მათი დაკარგვის შესახებ შეტყობინება 24 ივლისს მიიღეს. დღეს, 26 ივლისს მათ ძებნაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო. გუშინ, 25 ივლისს, ადგილობრივებმა სამძებრო სამუშაოებში ვერ

გიორგი გახარია - 16 წლის წინ, რუსეთმა წამოიწყო ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, მაშინ ჩვენ შევძელით და დავიცავით ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი

16 წლის წინ, რუსეთმა წამოიწყო ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, მაშინ ჩვენ შევძელით და დავიცავით ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი,- ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი თქმით, ეს "პირველ რიგში, ქართველი სამხედროების და საქართველოს რიგითი მოქალქეების გმირული თავდადების ხარჯზე" მოხდა. ასევე, ჩვენი ნამდვილი მეგობრების და მოკავშირეების უდიდესი ძალისხმევის შედეგად. "დღეს, როდესაც რუსეთმა გაიმეორა ფართომასშტაბიანი სამხედრ

ბერდია სიჭინავა - პოლარიზების მცდელობის მიუხედავად, მოქალაქეებს უკვე მობეზრებული აქვთ “ოცნების” ტყუილები და ამასთან ძალიან კარგად იციან, რომ “ნაც.მოძრაობას” რევანშით დაბრუნების თავი არ აქვს (ვიდეო)

"პოლარიზების მცდელობის მიუხედავად, მოქალაქეებს უკვე მობეზრებული აქვთ “ოცნების” ტყუილები და ამასთან ძალიან კარგად იციან, რომ “ნაც.მოძრაობას” რევანშით დაბრუნების თავი არ აქვს. პოლიტიკურ ველზე კი ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ალტერნატივად შეიძლება შევთავაზოთ ჩვენს მოქალაქეებს."  ბერდია სიჭინავა, პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1996337644156428/

ვიხილავთ თუ არა თამარ ჩუგოშვილსა და გიორგი ქობულიას გიორგი გახარიას გუნდში – ექსპრემიერის პასუხი

ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია არ გამორიცხავს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროინდელი მინისტრები და სხვა მაღალჩინოსნები მის გუნდში ვიხილოთ. კითხვაზე, მაგალითად, არიან თუ იმ ყოფილ მაღალჩინოსნებს შორის, რომლებთანაც მოლაპარაკებები აქვს, პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია, გახარია  ამბობს, რომ ორივე მათგანს დიდ პატივს სცემს. „რატომ იფარგლებით მხოლოდ ამ სახელებით? მე ამ ორ ადამიანს [თამარ ჩუგოშვილს და გიორგი ქობულიას] ძ

მოსამართლე ამბობს, რომ გერმანულ ფონდს მისთვის არაერთი კვლევა დაუფინანსებია და შინაარსში არასდროს ჩარეულა

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მანანა კობახიძე ამბობს, რომ წარსულში საერთაშორისო დონორებს მისთვისაც დაუფინანსებიათ კონკრეტული კვლევები და წიგნები, თუმცა ის სრულიად თავისუფალი იყო რას დაწერდა ტექსტში. ამის შესახებ კობახიძემ რუსული კანონის განმწესრიგებელ სხდომაზე განაცხადა სასამართლოში პარლამენტის ინტერესების დამცველების საპასუხოდ, რომლებიც ირწმუნებოდნენ, რომ “ფულს ყოველთვის მიყვება ინტერესი”. პარლამენტის იურისტებმა მოიყვანეს გერმანიის სახელმწიფო ფონდის, GIZ-ის მაგალითი, რომელსაც მ

გიორგი მამარდაშვილი - ახლა ვიწყებთ, ბევრი რაღაც გვაქვს წინ, ამ ევროპის ჩემპიონატით არაფერი დასრულება და ახლა იწყება ყველაფერი

ახლა ვიწყებთ, ბევრი რაღაც გვაქვს წინ, ამ ევროპის ჩემპიონატით არაფერი დასრულება და ახლა იწყება ყველაფერი, - ამის შესახებ საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა ჩეხეთთან თამაშის მოგების შემდეგ განაცხადა. მამარდაშვილის განმარტებით, ყველაფერი ახლა იწყება. მისივე თქმით, ალბანეთთან დაგეგმილი მატჩიც მარტივი არ იქნება, თუმცა, საქართველოს ნაკრები გამარჯვებისთვის ყველაფერს გააკეთებს. „ჩემი აზრით, ახლა ვიწყებთ ახალი რაღაცების პოვნას და განვითარებას. ევროპის ჩემპიონატი იყო გარდამტ

ლომჯარია: ანტიკორუფციულმა ბიურომ რეალურად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია

ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ეხმაურება ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას და აღნიშნავს, რომ ეს სცდება საქართველოს კანონმდებლობას, ასევე, არღვევს კონსტიტუციას. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა, რაჟდენ კუპრაშვილმა განაცხადა, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, მისი დირექტორი ეკა გიგაური, ასევე ორგანიზაცია „აირჩიე ევროპა“, მისი დირექტორი ხათუნა ლაგაზიძე და თანადამფუძნებლები ცნობილ იქნენ გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად. შესაბამისად, ორ ორგანიზაციას და

ძალადობა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება | საიას შუალედური ანგარიში

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის II შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში მოიცავს 2024 წლის 1-ლი ივლისიდან 26 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში გამოვლენილ დარღვევებს ან ისეთ ქმედებებს, რომლებიც, თავისთავად, კანონდარღვევა არ არის, თუმცა ცუდი პრაქტიკაა და ზიანს აყენებს ჯანსაღი წინასაარჩევნო გარემოს შექმნას. საიას განცხადებით, საანგარიშო პერიოდში გააქტიურდა პარტიების არაოფიციალური წინასაარჩევნო კამპანიები, რა

“ქართული ენა გალში არასდროს გაქრება”- მოხალისე მასწავლებელი გალიდან

25 წლის გიგა ბენია თბილისში მომუშავე ჟურნალისტია გალის რაიონიდან. სკოლა გალის რაიონის სოფელ წარჩეში დაამთავრა. სკოლის დამთავრების შემდეგ, თბილისში ჟურნალისტიკის მიმართულებაზე ჩააბარა. როგორ ყველა გალელმა, გიგასთვისაც არაა უცხო ქართულ ენაზე სწავლების სირთულეები გალში, შესაბამისად, ამჟამად ცდილობს, გალის რაიონში მცხოვრებ მოსწავლეებს ქართული ენისა და ისტორიის შესწავლაში უსასყიდლოდ დაეხმაროს. “სკოლის პერიოდში, რადგან ქართულის სწავლება აკრძალული იყო, მე კი ეროვნულებისთვის უნდა მოვმზადებულიყავ

დიმიტრი ცქიტიშვილი - ჩვენი ხმები იქნება კრიტიკულად მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ მოვახდინოთ ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხების პრიორიტეტიზაცია საპარლამენტო პროცესიდან

ჩვენი ხმები იქნება კრიტიკულად მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ მოვახდინოთ ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხების პრიორიტეტიზაცია საპარლამენტო პროცესიდან. არა უმრავლესობით, არამედ მცირე ხმებით შესაძლებელია მნიშვნელოვანი გავლენა მოვახდინოთ პოლიტიკურ პროცესებზე.  დიმიტრი ცქიტიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1066077161432457/

არჩევნების გამო, ცხინვალი თბილისთან ე.წ. საზღვარს კეტავს

ოსური მედიის ცნობით, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების პერიოდში სამხრეთ ოსეთი [დე ფაქტო] ე.წ. საზღვრებს დაკეტავს. ეს გადაწყვეტილება მიიღეს ხუთშაბათს ცხინვალში, რესპუბლიკის [დე ფაქტო] ე.წ. უშიშროების საბჭოს ოპერატიული სხდომაზე, რომელსაც დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ალან გაგლოევი თავმჯდომარეობდა. “სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და საქართველოს პროდასავლური და ნაციონალისტური რადიკალური ძალების მხრიდან შესაძლო პროვოკაციების გამორიცხვის მიზნით მიღებულ იქნა გადაწყვეტ
×
×
  • შექმენი...