Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.105.647

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ქალთა ნაკრები უნგრეთის გუნდსაც მაღალი ანგარიშით ამარცხებს

მონტენეგროს ბუდვაში ევროპის ქალთა შორის რიგით მე-15 გუნდური ჩემპიონატი მიმდინარეობს. ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 9 ტურად იმართება 32 ევროპულ გუნდს შორის. ჩემპიონატის სასტარტო რეიტინგ- სიის ლიდერი, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, საქართველოს ქალთა ნაკრები შემდეგი შემადგენლობით არის წარდგენილი: ბელა ხოტევანიშვილი, ნინო ბაციაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, მერი არაბიძე, სალომე მელია; გუნდის კაპიტანი დავით ჯოჯუა. საქართველოს ქალთა ნაკრები გუნდი დიდი უპირატესობით თამაშობს _ მოიგო პირველი, მეორე

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7128 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7128 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7128 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7122 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9594 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9558 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0036 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედ

გიორგი გახარია - საჯარო მოხელეებს ვულოცავ დღევანდელ დღეს! უდიდესია მათი წვლილი კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში

პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია საჯარო მოხელეებს პროფესიულ დღეს ულოცავს. მისი განცხადებით, უდიდესია საჯარო მოხელეების წვლილი კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში.  "საჯარო მოხელეებს ვულოცავ დღევანდელ დღეს! უდიდესია მათი წვლილი კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში. პროფესიული, კორუფციისგან და ნეპოტიზმისგან თავისუფალი, დამსახურებაზე დაფუძნებული საჯარო სამსახური უმნიშვნელოვანესია დემოკრატიისთვის. ასეთი დეპოლიტიზებული საჯარო სამსახური, რომელსაც შესწევს უნარი გაუძლოს პოლიტიკურ ცვ

საარჩევნო სიების ფორმირებისას, დეპუტატობის კანდიდატი შესაძლოა, ერთი ან რამდენიმე მუნიციპალიტეტის დელეგატად განისაზღვროს

საარჩევნო სიების ფორმირებისას, ესა თუ ის დეპუტატობის კანდიდატი შესაძლოა, ერთი ან რამდენიმე მუნიციპალიტეტის დელეგატად განისაზღვროს. ასეთია ინიციატივა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა და პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება. კერძოდ, მომზადებული კანონპროექტის გათვალისწინებით “საარჩევნო კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება, რომლის თანახმად, პარტიას უფლება ექნება პარტიული სიის შედგენისას, პარლამენტის წევრობის კანდიდატი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატად განსა

ანა ბუჩუკური - არჩევნებამდე სულ რაღაც 7 თვე დარჩა და თქვენს ხელშია ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტი - ევროპას უთხრათ - კი, ხოლო რუსეთს - არა!

"დღეს, პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო გუნდმა პარლამენტის ბიუროს წარუდგინა „რუსული კანონის“ ალტერნატიული პროექტი „ოკუპანტი სახელმწიფოს - რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ“. დღესვე დავარეგისტრირეთ ცვლილებები კანონში გრანტების შესახებ, რომელიც საჭიროზე მეტ გამჭვირვალობას უზრუნველყოფს და უკარგავს ოცნებას ყოველგვარ საფუძველს მიიღოს რუსული კანონი. ჩვენს ამ ორ კონკრეტულ ინიციატივაზე უარი კიდევ ერთხელ ნათელს გახდის, რომ „ოცნების“ მიზანი სინამდვილეში არა გამჭვირვალობაა, არამ

მხარი დაუჭირეთ ქართველი ხალხის ბრძოლას ევროპული მომავლისთვის! - მიმართვა მოქმედ დიპლომატებს

„ახლა დუმილი და კონფორმიზმი დანაშაულის ტოლფასია. გამოხატეთ პროტესტი. არ შეასრულოთ ხელისუფლების მოღალატეობრივი დავალებები. მხარი დაუჭირეთ ქართველი ხალხის ბრძოლას თავისუფლების, დემოკრატიისა და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის!“ – საზოგადოებრივი, სათემო, მედია და სხვა ორგანიზაციები მოქმედ დიპლომატებს მიმართავენ და ხელისუფლების მიერ ბოლო დროს გადადგმული ნაბიჯების გაპროტესტებისკენ მოუწოდებენ. მიმართვაში ნათქვამია, რომ ხელისუფლება საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ, ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური კ

შსს ერთ-ერთი დაკავებულის ჩვენებას ვიდეოს სახით ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულების შესახებ განცხადებას ავრცელებს და ერთ-ერთი ბრალდებულის ჩვენების ვიდეოკადრებსაც ავრცელებს. უწყების მტკიცებით, დაკავებული აღიარებს ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერებისგან ფულის აღების ფაქტს. უწყებას ეხმაურებიან განცხადებაში ჩამოთვლილი პოლიტიკოსები. პუბლიკა

ქუთაისში, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს

ქუთაისში, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო პროტესტი გრძელდება. პროტესტის 29-ე დღეს ახალგაზრდები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ქუთაისის მერიასთან არიან შეკრებილი. ისინი შეძახილებით ხელისუფლებას კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ. აქციის მონაწილეების თქმით, არ დაიღლებიან და სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლებენ, ვიდრე საფრთხე დაემუქრება ქვეყნის ევროპულ გზას. ასევე, გრძელდება სტუდენტების გაფიცვა, მეოთხე დღეა აკაკი წერეთელის უნივერსიტეტის სტუდენ

შსს: რუსთავში ორი ქალი მოკლეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე, ორი ქალი მოკლეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა ცოლი და სიდედრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. „პუბლიკის” ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მამაკაცი შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას” განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში.   პუბლიკა

დღეს ნინოობაა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 1-ელ ივნისს ქართველთა განმანათლებლის, მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს ხსენებას დღესასწაულობს. ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა შესრულდება. წმინდა ნინოს ხსენების დღეს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ - 1-ელ ივნისს, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს და 27 იანვარს, მისი გარდაცვალების დღეს აღნიშნავს. რელიგიური სწავლების თანახმად, ქართველთა განმანათლებელი, წმინდა მოციქულთა სწორი, ქალწული ნინო წარმო

„ამ ეტაპზე დაზიანებულია 26 სახლი“ - რა ვითარებაა ამჟამად იმერეთში

„გუშინდელი სტიქიის შედეგად იმერეთის ხუთი მუნიციპალიტეტი დაზიანდა. ყველაზე მეტად ზესტაფონის და ბაღდათის მოსახლეობა დაზარალდა, განსაკუთრებით სოფლები - მეორე სვირი და ყუბჩი“ - ამის შესახებ იმერეთის გუბერნატორმა, ზვიად შალამბერიძემ განაცხადა. მისი თქმით, 7 სოფელს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია, აქედან ორ სოფელში ელექტრომომარაგება უკვე აღდგა. დღის ბოლომდე კი დარჩენილ ხუთ სოფელშიც აღდგება. „ამ ეტაპზე, ჩვენი ინფორმაციით, დაზიანებულია 26 სახლი“ - განაცხადა შალამბერიძემ.

რუმინეთი უკრაინას Patriot-ის სისტემას გადასცემს

რუმინეთი უკრაინას Patriot-ის სისტემას გადასცემს. ამის შესახებ განცხადებას რუმინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. უკრაინისთვის Patriot-ის სისტემის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება რუმინეთის თავდაცვის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მიიღეს. „მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის, განსაკუთრებით ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ რუსეთის მუდმივი მასიური იერიშების შედეგად უკრაინაში ვითარების მნიშვნელოვანი გაუარესებისა და რეგიონისთვის, მათ შორის რუმინეთის უსაფრთხოებისთ

მომდევნო დღეებში საქართველოში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 ივლისის დილამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 21-22 ივლისს ხანმოკლე წვიმა მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა ისევ მოიმატებს. „თბილისში 20-21 ივლისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 22 ივლისს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რა

სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას რუსეთ-საქართველოს ლეგენდების მატჩში – დემეტრაძე

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი გიორგი დემეტრაძე აცხადებს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ლეგენდების რეტრო მატჩში მონაწილეობაას სიამოვნებით მიიღებს. ამის შესახებ მან რუსულ სპორტულ გამოცემასთან „სპორტ ექსპრესთან“ ისაუბრა. „პოლიტიკა ასე თუ ისე ახდენს გავლენას თანამედროვე საქართველოში ბევრ მოვლენაზე.  თუ ჩვენ ჩავატარებთ რეტრო მატჩს საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის, მაშინ შესაძლებელია საზოგადოება ორ ნაწილად გაიყოს. ზოგი წინააღმდეგი იქნება, ზოგიც მომხრე.

საბა ლობჟანიძე და სალი კერატიშვილი გოგონას მშობლები გახდნენ - რა დაარქვა წყვილმა შვილს?

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, საბა ლობჟანიძე და სალი კერატიშვილი პირიველი შვილის მშობლები გახდნენ - ინფორმაციასა და ფოტოს Geo Team ავრცელებს. წყვილს გოგონა შეეძინა, რომელსაც ალისა დაარქვეს. ცნობისთვის, საბამ 2023 წლის ნოემბერში სტადიონზე სთხოვა ხელი საკუთარ რჩეულს, სალი კერატიშვილს. სალი მაყურებელმა „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო, სადაც ის შაგუს შეყვარებულს თამაშობდა. palitravideo.ge

საია: „ეროვნული მუზეუმიდან“ უკანონოდ გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა პირმა სასამართლოში დავა მოიგო

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, „საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან“ უკანონოდ გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა პირმა სასამართლოში დავა მოიგო. თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე – სამართლებრივ საფუძვლებთან დაკავშირებით. სასამართლომ „საქართველოს ეროვნული მუზეუმის“ მიერ გათავისუფლების ბრძანება ბათილად ცნო, ასევე, მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელისთვის იძულებითი განაცდურისა და კომპენსაციის სახით 5 000 ლარის ანაზღაურება. გა

ეუთო-ში აშშ-ის მისია - ჩვენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მხარს სრულად ვუჭერთ

რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმდინარე ოკუპაციას ვგმობთ, ჩვენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მხარს სრულად ვუჭერთ, - ამის შესახებ განცხადებას ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) ამერიკის შეერთებული შტატების მისია ავრცელებს. „რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმდინარე ოკუპაციას ვგმობთ. რუსეთის მიერ საქართველოს აღნიშნული რეგიონების ოკუპაცია,

გახარიას გუნდი პროკურატურას მოუწოდებს, დაიწყოს გამოძიება გივი მიქანაძის წინააღმდეგ

გახარიას გუნდი პროკურატურას მოუწოდებს, დაიწყოს გამოძიება „ქართული ოცნების” დეპუტატის, გივი მიქანაძის წინააღმდეგ. პარტია „საქართველოსთვის” წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა ბრიფინგზე თქვა, რომ საქმე ეხება 2006 წლის 27 მარტს სასჯელაღსრულების მე-5 დაწესებულებაში მომხდარ ციხის ბუნტს. 2006 წელს პატიმრების ამბოხების შემდეგ #5 ციხეში კონტროლის დასამყარებლად სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის გადაწყვეტილებით სპეცოპერაცია ჩატარდა. შედეგად 7 პატიმარი გარდაიცვალა, ხოლო 22 პატიმარმა სხეულის დაზ

Aliq Media-ს დამფუძნებელი არსენ ხარატიანი საქართველოში არ შემოუშვეს

ქართულ-სომხური მედია Aliq Media-ს დამფუძნებელ არსენ ხარატიანს საქართველოში არ უშვებენ. ხარატიანი წარსულში სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ყოფილ მრჩეველიც იყო. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ხარატიანს საქართველოში შემოსვლის პრობლემა მეორედ შეექმნა. საქართველოში ის ლუქსემბურგიდან ბრუნდებოდა. ხარატიანი 4 საათის განმავლობაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იყო დაყოვნებული. ჩამორთმეული ჰქონდა ტელეფონი. დაკავების და ქვეყანაში არშემოშვების მიზეზი მისთვის არ აუხსნიათ. რამდ

პრეზიდენტი ბრიფინგს გამართავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიფინგს გამართავს. პრეზიდენტი განცხადებას ორბელიანების სასახლეში, 20:00 საათზე გააკეთებს. სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი თავდაპირველად 17:00 საათზე იყო დაგეგმილი, თუმცა მოგვიანებით, განცხადების გაკეთება რამდენიმე საათით გადაიდო.   ipn

მედია: იაფაში ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა ჰამასმა აიღო

ისრაელში, ქალაქ იაფაში მომხდარ ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა ჰამასმა აიღო. ინფორმაციის მიხედვით, ჰამასმა თქვა, რომ ორი ტერორისტი, ვინც 7 ადამიანი მოკლა და 16 – დაჭრა, მოჰამად მესეკი და აჰმედ ჰიმოუნი, ტერორისტული დაჯგუფების წევრები არიან. 7 მსხვერპლიდან ექვსის სახელი ცნობილია, მათგან ერთი ქართველი ილია ნოზაძეა. ასევე დაიღუპნენ 24 წლის რევიტან ბრონსტეინი, 30 წლის შაჰბარ გოლდმანი, 33 წლის ინბარ სეგევ ვიგდერი, 40 წლის ნადია სკოლენცო, 26 წლის ჯონას ქროსისი. თავდასხმა 2 ოქტომბერს იაფ

სანამ რუსული კანონი არ გაუქმდება, არ იქნება პროგრესი ევროკავშირთან ურთიერთობაში – ურმას პაეტი

ევროპარლამენტის დეპუტატი ურმას პაეტი აცხადებს, რომ სანამ რუსული კანონი არ გაუქმდება, საქართველოს ვერ ექნება პროგრესი ევროკავშირთან ურთიერთობაში. ამის შესახებ მან ევროპარლამენტში საქართველოზე რეზოლუციის დებატებისას განაცხადა. „მოსახლეობის უმრავლესობის სურვილია, საქართველოს მომავალი იხილონ ევროპაში. სწორედ ამიტომ მიიღო საქართველომ კანდიდატის სტატუსი. სამწუხაროდ, მთავრობა ამის წინააღმდეგ მოქმედებს. ბოლო წლებში საქართველო დაშორდა ევროკავშირს და გაიზარდა რუსეთის გავლენა. გამჭვ

გიორგი გახარია პრეზიდენტთან შეხვედრაზე - კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე საუბარი არ ყოფილა - შეიძლება არის კანდიდატურა, რომელიც მისაღებია არჩევნებამდეც, შეიძლება არის კანდიდატურა, რომელიც არჩევნებამდე მისაღები არ არის

[შეხვედრაზე] კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე საუბარი არ ყოფილა - შეიძლება არის კანდიდატურა, რომელიც მისაღებია არჩევნებამდეც, შეიძლება არის კანდიდატურა, რომელიც არჩევნებამდე მისაღები არ არის. ჩემთვის მთავარია ქვეყანაში შეიქმნას გარემო, როცა „ოცნებაც“ და „ნაციონალური მოძრაობაც“ მარცხდება, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, პრეზიდენტის დაპირება, რომ არ აპირებს მიხეილ ს

უკრაინელებმა 10 ოლქში 66 დრონი და ერთი რაკეტა ჩამოაგდეს

რუსეთმა უკრაინაზე წუხელ იერიში 96 უპილოტო საფრენი აპარატით და X-59/69 ტიპის რაკეტით მიიტანეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა დაადასტურეს რაკეტა და 66 დრონი ჩამოაგდეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე თქმით, რუსებმა რაკეტა კურსკის ოლქიდან გაუშვეს, დრონები კი ბრიანსკის, კურსკისა და პრიმორსკო-ახტარსკის მიმართულებიდან. უკრაინელებმა 66 დრონი და ერთი რაკეტა კიევის, სუმის, ხმელნიცკის, ჟიტომირის, ჩერკასის, ჩერნიგოვის, კიროვოგრადის, პოლტავას
×
×
  • შექმენი...