Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    899.644

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ონის მერის მოადგილე - სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები კვლავ აქტიურ რეჟიმში ხორციელდება - 31 გარდაცვლილიდან 2-ის იდენტიფიცირება მიმდინარეობს, კიდევ 2 ადამიანს კი ვეძებთ

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, გიორგი ნოდარიშვილის განცხადებით, რაჭაში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები კვლავ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, ამჟამად 2 დაღუპულის იდენტიფიცირება მიმდინარეობს და 2 ადამიანს ისევ ეძებენ. „სამძებრო სამუშაოები კვლავ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს უშუალოდ სტიქიის ზონაშიც და მდინარეების, ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში. დღეისთვის 31 გარდაცვლილია ნაპოვნი, მათ შორის 2-ის იდენტიფიცირება მიმდინარეობს. ასევე, 2 ადამიანს ვეძებთ

ონის მერის თქმით, შოვში ამ დრომდე ეძებენ 2 მცირეწლოვანს

ონის მერის, სერგო ხიდეშელის თქმით, შოვში, სტიქიის ზონაში ამ დრომდე ეძებენ 2 მცირეწლოვანს. ჟურნალისტებთან საუბარში ხიდეშელმა თქვა, რომ სამუშაოები კვლავ აქტიურ რეჟიმში გრძელდება, როგორც უშუალოდ სტიქიის ზონაში, ასევე მდინარე ჭანჭახისა და მდინარე რიონის კალაპოტებში. მისივე ცნობით, ამ დროისთვის მაშველებმა იპოვეს 31 დაღუპული, რომელთაგან 29-ის უკვე იდენტიფიცირებულია. ხიდეშელი დასძენს, რომ სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება. 3 აგვისტოს შოვში მეწყერი ჩამოწვა, რომელსაც სულ მცირე 31 ადამიანი

ონის მერი აცხადებს, რომ შოვში დაღუპული 18 პირიდან ამ ეტაპზე 14 არის იდენტიფიცირებული

ონის მერის, სერგო ხიდეშელის ინფორმაციით, ამ ეტაპზე შოვში დაღუპული 18 პირიდან 14 არის იდენტიფიცირებული, ხოლო 16 მოქალაქის ძებნა მიმდინარეობს. როგორც ხიდეშელი აცხადებს, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უწყვეტად მიმდინარეობს. „საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად 7 აგვისტო გამოცხადდა გლოვის დღედ. მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს და მთელ საქართველოს. რაც შეეხება სტიქიის ზონას, 18 მოქალა

ონის მერი - დღეს დაიწყება შოვში გარდაცვლილი იმ მოქალაქეების სამოქალაქო პანაშვიდები, რომლებიც რეგისტრირებულები არიან ონის მუნიციპალიტეტში - ადგილობრივ ხელისუფლებას ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს გარდაცვლილთა ოჯახებთან

ადგილობრივ ხელისუფლებას ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს გარდაცვლილი მოქალაქეების ოჯახებთან და დღეს დაიწყება იმ გარდაცვლილი მოქალაქეების სამოქალაქო პანაშვიდები, რომლებიც რეგისტრირებულები არიან ონის მუნიციპალიტეტში, - ამის შესახებ ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა განაცხადა. მისივე თქმით, გარდაცვლილი მოქალაქეების გადმოსვენების და დაკრძალვის ხარჯებს ონის მერია უზრუნველყოფს. „კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო სტიქიის შედეგად გარდაცვლილი მოქალაქეების ოჯახებს, ახლობლებს და ჩვენ ქვეყანას

ონის ავტოსადგური: „სტიქიის ზონიდან გადაადგილებაში ხალხს უსასყიდლოდ დავეხმარებით“

ონის ავტოსადგური „მგზავრები“ მოქალაქეებს სტიქიის ზონიდან გადადგილებაში დახმარებას უსასყიდლოდ სთავაზობს. ავტოსადგურის განცხადებითვე, დახმარების მსურველებს თბილისიდანაც ჩაიყვანენ შოვის ტერიტორიაზე. შოვში, სტიქიის ზონაში დღეს კიდევ 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას „პუბლიკას“ შსს უდასტურებს. საერთო ჯამში, ამ დროისთვის სტიქიას შოვში 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შსს-ს ცნობით, სტიქიის ზონაში დილიდან გრძელდება სამაშველო ოპერაცია, რომელშიც ჩართულია შსს-ს

ომის შესწავლის ინსტიტუტი - რუსეთის ძალები ხერსონის დასავლეთ ნაწილიდან უკან დახევას განაგრძობენ და თავდაცვისთვის ემზადებიან

რუსეთის ძალები ხერსონის დასავლეთ ნაწილიდან უკან დახევას განაგრძობენ და თავდაცვისთვის ემზადებიან, – ამის შესახებ ნათქვამია ომის შესწავლის ინსტიტუტის ყოველდღიურ ანგარიშში. უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, რუსმა სამხედროებმა ხერსონის ოლქში ორი დასახლება დატოვეს, ქალაქ ბერსლავიდან კი ოფიცრების და სამედიცინო პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა. ამასთან, ხერსონი იქ დარჩენილი მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დატოვა. ომის შესწავლის ინსტიტუტის ცნობით, რუსეთის ძალები შემაკავებელი მოქმედებებისთვის ემზადებიან

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანალიტიკოსების აზრით, პუტინი ომის გასაჭიანურებლად მზად არ არის

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ომის გასაჭიანურებლად მზად არ არის, ვინაიდან ის თავს იკავებს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისგან. კერძოდ, მასშტაბურ სამხედრო რეფორმებს რუსეთის ხელისუფლება დაგვიანებით ახორციელებს. ამის შესახებ ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანალიტიკოსები წერენ. ისინი განმარტავენ, რომ კრემლი კადრების მობილიზებას და რეორგანიზაციას, რაც მას უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე უნდა გაეკეთებინა, დაგვიანებით ახდენს. გარდა ამისა, აყოვნებენ მობილიზაციის მეორე ტალღის გამ

ომის შემსწავლელი ინსტიტუტი - ომის 500 დღის განმავლობაში რუსეთმა ვერცერთ დასახულ მიზანს ვერ მიაღწია

უკრაინაში, ომის 500 დღის განმავლობაში, რუსეთმა ვერცერთ დასახულ მიზანს ვერ მიაღწია, - ამის შესახებ ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ანგარიშშია აღნიშნული. "500 დღის წინ რუსეთმა წამოიწყო არაპროვოცირებული დაპყრობითი ომი უკრაინის წინააღმდეგ. რუსი სამხედროები აპირებდნენ კიევის აღებას სამ დღეში, მაგრამ ვერ მიაღწიეს ვერცერთ დასახულ მიზანს უკრაინაში", - ნათქვამია ანგარიშში. ორგანიზაციის ანალიტიკოსების შეფასებით, უკრაინელების მტკიცე და ოსტატურმა წინააღმდეგობამ შეაჩერა რუსეთის მრავალი შეტევა, მა

ომის ერთი წლის განმავლობაში უკრაინაში სულ მცირე 50 უფლებადამცველი და ჟურნალისტი დაიღუპა

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის ერთი წლის განმავლობაში, სულ მცირე 50 უფლებადამცველი, ჟურნალისტი და ჰუმანიტარული მისიების მოხალისე დაიღუპა. ასეთი რიცხვია მოტანილი საერთაშორისო პროექტ Front Line Defenders-ის ანგარიშში. პროექტში აღნიშნულია, რომ რუსეთს, ომის დასაწყისიდანვე, მიზანში ჰყავდა ამოღებული უკრაინელი უფლებადამცველები, რომლებიც უკრაინაში რუსი სამხედროების ქმედებების შესახებ დოკუმენტაციისა და მტკიცებულებების მოპოვებით იყვნენ დაკავებული. ეს ფაქტობრივი მასალა აუცილებელია მომავალი ს

ომის დაწყების შემდეგ საქართველოში 20 371 რუსული და ბელარუსული ბიზნესი დარეგისტრირდა - რა სფეროში საქმიანობენ სუბიექტები

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის 1-ლი მარტიდან 31 დეკემბრამდე საქართველოში რუსულ და ბელარუსულ მხარეთა მონაწილეობით ჯამში 20 371 ბიზნესი დარეგისტრირდა. საქსტატის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, აქედან რუსულია 14 733, ბელარუსული - 5 358 ერთეული. დანარჩენი კი ორი ქვეყნის მოქალაქეების მიერ ერთობლივად დარეგისტრირებული ბიზნესებია, მათ შორის, საქართველო-რუსეთის, საქართველო-ბელარუსის და ა.შ. ამასთან, 20 371 დარეგისტრირებული ბიზნესიდან 1 178 ერთეული

ომის დასაწყისში პუტინმა კადიროვს უკრაინის პრეზიდენტ, ზელენსკის მოკვლა უბრძანა – მასმედია

უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩეჩნეთის ლიდერ, რამზან კადიროვს კიევში სამთავრობო შენობების დაკავება და უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის მოკვლა დაავალა. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს უკრაინის უსაფრთხოებისა და დაზვერვის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით მომზადებულ მასალაში, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომში, კადიროვის როლს ეძღვნება. კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასსთან“ საუბარში კატე

ომის 2 წლისთავზე თბილისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ორი წლისთავზე, 24 თებერვალს, თბილისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია „Believe in Ukraine“ გაიმართება. აქციის მონაწილეები 18:00 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან და პარლამენტისკენ მსვლელობას გამართავენ. აქცია საქართველოში უკრაინელი აქტივისტების მიერ არის ორგანიზებული და მას ქართულ-უკრაინული პლატფორმაც უერთდება. ქართულ-უკრაინული პლატფორმა არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის ამოცანაა საქართველოში უკრაინული სათემო ჯგუფებისა და უ

ომზე სიმართლეს ამბობდა: როგორ ეხმარებოდა ჯეინ ბირკინი ჩეჩნებს

ფრანგი მსახიობი და მომღერალი - ჯეინ ბირკინი, 77 წლის ასაკში პარიზში გარდაიცვალა. მას მონაწილეობა აქვს მიღებული ათეულობით ფილმში, ჩაწერილი აქვს მუსიკალური ალბომები. მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ბირკინი აქტიურად ეხმარებოდა ჩეჩენ ლტოლვილებს და სიმღერაც კი ჩაწერა ჩეჩნურ ენაზე, რომელსაც შემდეგ თავის კონცერტებზე ასრულებდა. ისტორიკოსი მაირბეკ ვაჩაგაევი გვიყვება, თუ როგორ ცდილობდა ჯეინ ბირკინი ყურადღების მიპყრობას ჩეჩნეთის ომსა და ჩეჩნების ცხოვრებაზე. პრეზიდენტმა, ემანუილ მაკრონმა 16 ივლისს გარდაცვლილ

ომბუდსმენმა რუსთავის ხანდაზმულთა თავშესაფარში შესაძლო დანაშაულზე შსს-ს მიმართა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ეხმაურება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას – რუსთავის მე-8 მიკრორაიონში მდებარე ხანდაზმულთა თავშესაფარში არსებულ უმძიმეს მდგომარეობასთან დაკავშირებით. საქართველოს სახალხო დამცველმა შესაძლო დანაშაულზე რეაგირების მიზნით, უკვე მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. ომბუდსმენის ოფისის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2023 წლის 1 ივლისს ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტში საუბარია ხანდაზმულთა უფლებების მძიმე დარღვევებზე, მათ მიმა

ომბუდსმენმა კანონშეუსაბამოდ მიიჩნია გამოცდების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილება არ დაეშვა აბიტურიენტი ისტორიის დამატებით გამოცდაზე და გამოცდის დაუყოვნებლივ დანიშვნა მოითხოვა

საქართველოს სახალხო დამცველმა კანონშეუსაბამოდ მიიჩნია „სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის“ გადაწყვეტილება არ დაეშვა ერთ-ერთი აბიტურიენტი ისტორიის დამატებით გამოცდაზე, - ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. მათივე ცნობით, განსახილველი საქმის შესწავლის შედეგად საქართველოს სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ აბიტურიენტის ისტორიის დამატებით გამოცდაზე დაშვების საკითხის განხილვისას სსიპ „შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა“ სამართლიანი ა

ომბუდსმენმა აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებთან შეხვედრის მზაობა გამოთქვა და აღნიშნა, რომ აქციაზე პოლიტიკოსებთან ერთად არ მივა

სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებთან შეხვედრის მზაობა გამოთქვა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, როდის აპირებს მათთან აქციაზე მისვლას. როგორც ლევან იოსელიანი აღნიშნავს, მას პოლიტიკოსები უკავშირდებიან და მშობლების აქციაზე მისვლას სთხოვენ, თუმცა ის „პოლიტიკოსებთან ერთად აქციაზე მისვლას არ აპირებს". „ეს არ არის ჩემი საქმიანობის ნაწილი, რომ პოლიტიკოსებთან ერთად მივიდე რამე აქციაზე. რაც შეეხება მშობლებს - მშობლებთან მისვლის ნაწილში მე არანაირი პრობ

ომბუდსმენმა „ვოლტ ჯორჯიას“ მიმართა, დაუყოვნებლივ აღუდგეთ კურიერებს აპლიკაციაზე წვდომა

4 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველმა პლატფორმა „ვოლტ ჯორჯიას“ შრომით ურთიერთობაში განსხვავებული მოსაზრების გამო განხორციელებული დისკრიმინაციის აღმოფხვრის რეკომენდაციით მიმართა. როგორც სახალხო დამცველის ოფისის მიერ გავრცელბულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქმეში არსებული მასალების მიხედვით, კომპანიამ ორ კურიერს პრობლემების შესახებ საჯაროდ საუბრისა და სხვა საპროტესტო აქტივობების გამო, აპლიკაციაზე წვდომა დაუბლოკა. სახალხო დამცველმა „ვოლტ ჯორჯიას“ მიმართა, რომ დაუყოვნებლივ აღუდგეთ კურიერებს

ომბუდსმენის წარმომადგენლები კაციასთან შევიდნენ ციხეში მისი შესაძლო შევიწროების შესასწავლად

დაკავებული აქტივისტის, საბა სხვიტარიძის დედა, ლელა ახობაძე აცხადებს, რომ ჟურნალისტ ნიკა კაციას, რომელიც პატიმრობაში იმყოფება, ციხეში ავიწროებენ. ნიკა კაცია, რომელიც პროევროპულ საპროტესტო აქციებში აქტიურად მონაწილეობდა, 2024 წლის 7 დეკემბერს აქციისკენ მიმავალი ტაქსიში დააკავეს. მას პროკურატურა დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვას ედავება, რაც 8-20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. კაცია ბრალს არ აღიარებს. ამჟამად მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს

ომბუდსმენის შეფასება ყვარელში ბერძენიშვილის ლექციის ჩაშლისას შსს-ს ქმედებებზე

სახალხო დამცველის აპარატის შეფასებით, 2023 წლის 15 იანვარს შსს-ს წარმომადგენლებმა არ შეასრულეს თავიანთი ვალდებულება და არ უზრუნველყეს ლევან ბერძენიშვილის ლექციის უსაფრთხოება. ამის შესახებ ლევან იოსელიანი შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის სახელზე დაწერილ წერილში წერს. იოსელიანი განმარტავს, რომ აპარატი აქტიურად ადევნებს თვალს გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის კუთხით არსებულ მდგომარეობას: აპარატი მიმართავს წინადადებით სამინისტროს, მომავალში გაატაროს ყველა აუცილებელი ღონისძიება უ

ომბუდსმენის მოადგილედ წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომელი დაინიშნა

სახალხო დამცველმა ახალი მოადგილე წარადგინა. ომბუდსმენის აპარატის ცნობით, ირინე ჩიხლაძე კოორდინაციას და ზედამხედველობას გაუწევს სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა დეპარტამენტის, გენდერის დეპარტამენტის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის, თანასწორობის დეპარტამენტისა და რეგიონული სამმართველოს საქმიანობას.

ომბუდსმენის თქმით, შსს-მ “არგუმენტებით გააქარწყლა” გოგა რაზმაძის მონათხრობი

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება შსს-ს ყოფილი თანამშრომლის გოგა რაზმაძის საქმეზე წარმოების შეწყვეტის გადაწყვეტილებას. ომბუდსმენი დასაბუთებას სრულად არ აქვეყნებს პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით, თუმცა აღნიშნავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ “წარმოადგინა განმცხადებლის მიერ მოწოდებული თითოეული გარემოების გამაქარწ####ბელი არგუმენტაცია”. ომბუდსმენის ასევე ადასტურებს, რომ საქმის წამროების ფარგლებში მოწმეები არ გამოუკითხავს. “სახალხო დამცველი საგანგებოდ მიუთითებს, რომ გა

ომბუდსმენის აპარატში დააზუსტეს, რომ ნიკა კაციას კონკრეტული საკვები რამდენიმეჯერ არ შეხვდა

განახლება: სახალხო დამცველის აპარატში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ პატიმრობაში მყოფ ნიკა კაციას კონკრეტული საკვები რამდენიმეჯერ არ შეხვდა. თავდაპირველად ნეტგაზეთს ომბუდსმენის აპარატზე დაყრდნობით ეწერა, რომ ნიკა კაციამ მათ წარმომადგენლებს დაუდასტურა, რომ ციხეში საჭმელს არ აჭმევენ. თუმცა მასალის გამოქვეყნების შემდეგ ომბუდსმენის აპარატიდან ნეტგაზეთს დაუკავშირდნენ და დააზუსტეს, რომ კაციას მათ წარმომადგენლებთან დაფიქსირებული აქვს, რომ ერთი კონკრეტული საჭმელი რამდენჯერმე არ დახვდათ. ნ

ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლები პარლამენტის ლეგიტიმაციაზე იოსელიანის განცხადებას ემიჯნებიან

სახალხო დამცველის თანამშრომლები არ ეთანხმებიან ლევან იოსელიანის განცხადებას, რომ „საქართველოს პარლამენტი სრულად ლეგიტიმურია”. ომბუდსმენის აპარატის 37 თანამშრომელი ერთობლივ განცხადებაში წერს, რომ „სამწუხაროდ მიიჩნევს სახალხო დამცველის ისეთ პროცესებში მონაწილეობა, რაც არღვევს კონსტიტუციურ-სამართლებრივ წესრიგს და აზიანებს ომბუდსმენის, როგორც დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოს საქმიანობას და მისდამი ნდობას”. ლევან იოსელიანმა, რომელიც 25 ნოემბერს „ქართული ოცნების” პარლამენტის შეკრებასაც და

ომბუდსმენის აპარატი - ეუთო/ოდირმა სამართლებრივი დასკვნა მოამზადა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ ორგანულ კანონებზე, სადაც ისინი უარყოფითად შეაფასა

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, ეუთო/ოდირმა სამართლებრივი დასკვნა მოამზადა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ ორგანულ კანონებზე, უარყოფითად შეაფასა ისინი და პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრასთან დაკავშირებულ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამოდ მიიჩნია. მათივე ცნობით, შესაბამისი კანონპროექტები საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებულად, 4 დღეში განიხილა და ამა წლის 4 აპრილს საბოლოო, მე

ომბუდსმენი: იკვეთება მათ შორის პოლიტიკოსთა მხრიდან ბავშვების მასტიგმატიზებელი განცხადებები

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ გმობს მიმდინარე დღეებში სოციალურ ქსელებში საპროტესტო აქციების მონაწილე არასრულწლოვანების ფოტოების, ტელეფონის ნომრების გავრცელებას და მათ მიმართ გამოთქმულ მუქარას, სიძულვილის ენის შემცველ და შეურაცხმყოფელ მიმართვებს. ომბუდსმენის შეფასებით, შექმნილი პოლიტიკური ვითარების ფონზე, იკვეთება მათ შორის პოლიტიკოსთა მხრიდან ბავშვებისადმი მასტიგმატიზებელი განცხადებები. სახალხო დამცველი ასევე მიუთითებს, რომ უაღრესად მიუღებელია, რომ როგორც სამოქალაქო აქტივისტების, ასევ
×
×
  • შექმენი...