Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.106.089

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

პარლამენტის წინ შიმშილობა შუქრუთელმა ქალებმაც დაიწყეს

შიმშილობის 29-ე დღეს პარლამენტის წინ მოშმშილე შუქრუთელებს ქალებიც შეუერთდნენ. იმისთვის, რომ მოშიმშილე ქალებმა პარლამენტთან ღამე გაათიონ, რამდენიმე გასაბერი ლეიბი მიიტანეს. პოლიციამ  პროტესტის მონაწილეებს განუცხადა, რომ პარლამენტის წინ ლეიბების გაშლა არ შეიძლება. შუქრუთელებმა 19 სექტემბერს, მთავრობის კანცელარიაში ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის მოთხოვნით წერილი შეიტანეს, თუმცა ამ დრომდე მათ კობახიძე არ შეხვედრია. ისინი თბილისში პროტესტის გასაგრძელებლად 11 სექტემბერს ჩამოვი

ნათია მეზვრიშვილი. ხელისუფლება ახლა იმყოფება ძალიან დიდ ქაოსში, თვითონაც არ იციან რეალურად რას, როგორ აკეთებენ, რა ელოდებათ (ვიდეო)

ხელისუფლება ახლა იმყოფება ძალიან დიდ ქაოსში, თვითონაც არ იციან რეალურად რას, როგორ აკეთებენ, რა ელოდებათ.  ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1705580003611212/

პაველ ჰერჩინსკი - ევროკავშირის ინსტიტუტებმა გადავწყვიტეთ, რომ შეგვეჩერებინა ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან

ევროკავშირის ინსტიტუტებმა გადავწყვიტეთ, რომ შეგვეჩერებინა ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერვინსკიმ განაცხადა. როგორც მან მედიასთან განმარტა, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, არ განეხორციელებინა მაღალი დონის ვიზიტები საქართველოში და არ ჰქონოდა მაღალი დონის შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში იმ რიტორიკის გამო, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირის მიმართ აქვს.

ფიშერი: გერმანიის ერთიანობის დღეზე მთავრობა და პარტიები არ მოვიწვიეთ, არჩევნები ხალხისაა

3 ოქტომბერს გერმანიის ერთიანობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველოს მთავრობის და ოპოზიციის წევრები მიწვეულები არ იყვნენ. ამის შესახებ ღონისძიებაზე ისაუბრა გერმანიის ელჩმა საქართველოში, პეტერ ფიშერმა და განმარტა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები არის „ქართველების და ქართველებისთვის”, ხოლო გერმანია მასში არ ერევა. ელჩი აღნიშნავს, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კარი ღიაა, მაგრამ ქვეყანა დგას ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობის და 30-წლიანი პრივილეგირებული პარტნიორობის დაკარგვის რისკ

ლევან გოგიჩაიშვილი - მნიშვნელოვანია ამ ქვეყანაში გაიმარჯვოს ევროპამ, მნიშვნელოვანია არჩევნებზე მოვიდნენ ადამიანები

რამდენსაც გამოვლენ, რამდენსაც დაემუქრებიან ადამიანებს არ იქნება ეფექტური, უკუშედეგს გამოიღებს, რაც მეტს დაემუქრები ადამიანებს, უფრო მეტ პროტესტს მიიღებ. ევროპულ საქართველოში ადამიანები მიუხედავად თავიანთი პარტიული კუთვნილებისა თუ არაკუთვნილებისა, საკუთარ თავს მოძებნიან და საკუთარი თავის რეალიზებას შეძლებენ, რუსულ საქართველოში ამას ვერ შეძლებენ. მნიშვნელოვანია ამ ქვეყანაში გაიმარჯვოს ევროპამ, მნიშვნელოვანია არჩევნებზე მოვიდნენ ადამიანები.  ლევან გოგიჩაიშვილი, პა

ნათია მეზვრიშვილი - ხმის მიცემა ფარულია. მიდით არჩევნებზე. მაღალი აქტივობა არის აუცილებელი, რომ „ოცნებამ“ არჩევნები ვერ გააყალბოს (ვიდეო)

"ხმის მიცემა ფარულია. მიდით არჩევნებზე. მაღალი აქტივობა არის აუცილებელი, რომ „ოცნებამ“ არჩევნები ვერ გააყალბოს."   ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/468266256236427/

ნათია მეზვრიშვილი - „ოცნების“ დეპუტატები და ზონდერები ზეწოლას ახდენენ საჯარო მოხელეებზე, რომ ხმა „ოცნების“ სასარგებლოდ მისცენ - ვანის პოლიციის უფროსის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე პროკურატურას მივმართეთ

„ოცნების“ რეგიონული კლანების სქემას წარმოგიდგენთ. ეს ადამიანები საჯარო მოხელეებზე ზეწოლას ახდენენ, რომ მათ და მათმა ოჯახის წევრებმა ხმა „ოცნების“ სასარგებლოდ მისცენ, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. როგორც ის განმარტავს, „ოცნების“ წარმომადგენლები ადამიანებს ატყუებენ, თითქოს, ხმის მიცემა ფარული არ არის და მათ შეუძლიათ გაიგონ, თუ ვისზე გააკეთებენ არჩევანს. „ოცნების“ რეგიონული კლანების სქემას წარმოგიდგენთ. ესენი არიან „ოცნების

ბოტსვანაში არჩევნები წააგო პარტიამ, რომელიც 58 წელი იყო ხელისუფლებაში

ბოტსვანაში საპრეზიდენტო არჩევნებში წააგო „დემოკრატიულმა პარტიამ“, რომელიც თითქმის ექვსი ათწლეული არის ხელისუფლებაში, იტყობინება „როიტერსი“. მოქმედმა პრეზიდენტმა [გარეკანის ფოტოზე] უკვე აღიარა მარცხი და აღნიშნა, რომ ხვალიდან ხელისუფლების გადაცემას დაიწყებს, მისი პარტია კი ერთგული ოპოზიცია გახდება და ახალ პრეზიდენტს, თუ დასჭირდება, ყველანაირ რჩევას მისცემს. არჩევნებში გამარჯვება კოალიციის წევრმა, დუმა ბოკომ მოიპოვა. მმართველი ძალის დამარცხებას ეკონომიკური სტაგნაციით ხსნიან.

„ოცნების“ ქოლცენტრები საარჩევნო უბნებთან, რომლებსაც 6000-მდე პირი „კაპიტნობდა“ - TV პირველის გამოძიება

TV პირველის ცნობით, გამომძიებელი ჟურნალისტების გუნდმა „ქართული ოცნების“ შიდა ტექსტური და ხმოვანი შეტყობინებები მოიპოვა. ჩანაწერებით ირკვევა, რომ არჩევნების დღეს პარტიას საარჩევნო უბნების მახლობლად ქოლცენტრები ჰქონდა განთავსებული, რომლებსაც ე.წ. კაპიტნები ხელმძღვანელობდნენ. ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ერთ-ერთი ასეთი ქოლცენტრი განთავსებული იყო დირექტორის კაბინეტში, 30-ე საჯარო სკოლაშიც, სადაც საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. „ნოდარ მელაძის შაბათის“ ცნობით, სპეციალურად შექმნილ პლატფორმაზე დაახლო

ანა ბუჩუკური - დღეს ჩვენი გუნდის პრიორიტეტი არის, რომ ამ არჩევნებმა საერთაშორისო ლეგიტიმაცია არ მიიღოს (ვიდეო)

დღეს ჩვენი გუნდის პრიორიტეტი არის, რომ ამ არჩევნებმა საერთაშორისო ლეგიტიმაცია არ მიიღოს. ანა ბუჩუკური, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/535980892609612

მდინარაძე საკონსტიტუციოზე: ზუსტად ვიცი წინასწარ, შანსი არ არის რომ დაკმაყოფილდეს ეს სარჩელი

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანს, მამუკა მდინარაძეს ჰკითხეს, თუ თეორიულად დავუშვებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტისა და ოპოზიციონერი დეპუტატების სარჩელი დააკმაყოფილა და პარლამენტი ორშაბათს შეიკრიბება, რა მოხდება ამ შემთხვევაში. 19 ნოემბერს არჩევნების შედეგების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა. აღნიშნული სარჩელი საკონსტიტუციომ 20 ნოემბერს დაარეგისტრირა. „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამ

კახა კინწურაშვილი - ყველგან პოლიციაა და არსად სამართალი, ხალხი არ დაუშვებს ქვეყანაში დამყარდეს პოლიციური, ჯალათური რეჟიმი - ეს არის მათი კუდის ბოლო მოქნევა

მსახიობ კახა კინწურაშვილის თქმით, ხალხი არ დაუშვებს „ჯალათური რეჟიმის დამყარებას”. შესაბამისი განცხადება მსახიობმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გააკეთა, სადაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებულებით დაკავებული პირების საქმეზე გადაწყვეტილება გამოცხადდა. „არაფერი მაქვს სათქმელი. ყველგან პოლიციაა, არსად სამართალი. ეს არის დღევანდელი რეალობა, რაშიც ჩაგვაგდო ე.წ. „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც არის „რუსული ოცნება“, რომელსაც უნდა ამ ქვეყანაში დაამყაროს პოლიციური, ჯალათური რეჟიმი, რასაც

„ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ

„ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. დაშავებულია ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე და ოპერატორი გიორგი შეწირული. ორივე მათგანი აცხადებს, რომ პირები, რომლებსაც ნიღბები ეკეთათ, ფიზიკურად გაუსწორდნენ. „ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ ბესიკის ქუჩაზე „ტიტუშკები“ თავს ესხმოდნენ აქციის მონაწილეებს, რომლებსაც აქციამდე მისვლის შესაძლებლობას არ აძლევენ. მოვედით თუ არა, ხელჩართული ბრძოლა იყო და რა თქმა უნდა, დავიწყეთ გადაღება. გამოცვივდა რამდენიმე ადამიანი, ალბათ , 30-ზე მეტი იყვნენ. ყველას ერთნაირი შა

არსებული ინფორმაციით, „ლილო მოლის“ ტერიტორიაზე ცეცხლი 5 ათას კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული

არსებული ინფორმაციით, „ლილო მოლის” ტერიტორიაზე ცეცხლი 5 ათას კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული. როგორც “ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის ქრობის სამუშაოებში 12 ავტოცისტერნაა ჩართული და კიდევ იგეგმება დამატებითი ტექნიკის ჩართვა. ცეცხლი, ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა. იპნ

დაუჯერებელი სცენა იყო. შუქნიშანთან დავეწიე და ვკითხე, ასე ბავშვთან ერთად მუშაობ მეთქი... კიო, მორიდებით დამიდასტურა. ისღა მოვასწარი მეთქვა მაგარი გოგო ხარ მეთქი, შუქნიშანს აღარ დაელოდა და გზაზე გადავიდა

"დაუჯერებელი სცენა იყო. შუქნიშანთან დავეწიე და ვკითხე, ასე ბავშვთან ერთად მუშაობ მეთქი... კიო, მორიდებით დამიდასტურა. ისღა მოვასწარი მეთქვა მაგარი გოგო ხარ მეთქი, შუქნიშანს აღარ დაელოდა და გზაზე გადავიდა." მელიქიშვილის გამზირი, თბილისი. 2022 წ. ფოტო: Alex Siradzé Entrepreneur Georgia

სალომე ზურაბიშვილი - ჩვენ განვაცხადეთ, რომ ვართ ქართველები, მაშასადამე, ევროპელები, ამის შემდეგ გვაქვს წინსვლები და უკუსვლები, არ გვაქვს იდეალური დემოკრატია, ვდგავართ გამოწვევის წინაშე

ჩვენ განვაცხადეთ, რომ ვართ ქართველები, მაშასადამე, ევროპელები. მას შემდეგ ეს არის ის, რაც საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტს სურს. ამის შემდეგ გვაქვს წინსვლები და უკუსვლები, ჩვენ არ გვაქვს იდეალური დემოკრატია, ისევე როგორც ამ ოთახში მყოფ ყველა სხვა ქვეყანას. რეფორმები ხორციელდება ხან სწრაფად, ხან ნელდება, ვდგავართ გამოწვევის წინაშე, –  ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „დემოკრატიის მსოფლიო ფორუმზე“ გამოსვლისას განაცხადა. სალომე ზურაბიშვილმა ფორუმზე გამოსვლისას სა

თურქეთმა აკრძალა თავის საჰაერო სივრცეში ორმაგი რეგისტრაციის მქონე რუსული თვითმფრინავების ფრენა

თურქეთის ხელისუფლებამ 1 ნოემბრიდან აკრძალა ქვეყნის საჰაერო სივრცეში იმ რუსული თვითმფრინავების ფრენები, რომლებიც ორმაგი იურისდიქციით არიან დარეგისტრირებული. ლაპარაკია რუსეთის სხვადასხვა ავიაკომპანიის კუთვნილი უცხოური თვითმფრინავების უმრავლესობაზე, რომლებიც ბერმუდის კუნძულებზე იყვნენ დარეგისტრირებულნი. მაგრამ მარტში, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მალევე, ბერმუდის ხელისუფლებამ გააუქმა ამ თვითმფრინავების საზაფხულო სერტიფიკატების მოქმედებს ვადა. ავიაპარკის შესანარჩუნებლად რუსეთის ხელისუფლებამ 500 თ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6802 ლარი გახდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6802 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6848 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0046 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8300 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8196 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0104 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

თეთრი სახლი ადასტურებს, რომ უკრაინა აშშ-სგან Patriot-ის სისტემებს მიიღებს

თეთრ სახლში ადასტურებენ, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ში ვიზიტის დღეს ჯო ბაიდენი უკრაინისთვის ახალი დახმარების პაკეტს გამოაცხადებს, რომელშიც Patriot-ის სისტემებიც შედის. „პრეზიდენტი ბაიდენი გამოაცხადებს მნიშვნელოვან ახალ პაკეტს, რომელიც უკრაინის უსაფრთხოებისთვის დაახლოებით 2 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობას ითვალისწინებს. ის შეიცავს ძალიან მნიშვნელოვან ახალ შესაძლებლობებს: Patriot-ის სარაკეტო ბატარეას, რომელიც იქნება კრიტიკული აქტივი უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსე

ზელენსკის საშობაო მიმართვა: წელს სასწაულს არ დაველოდებით, მას თავად ვქმნით

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფეისბუკის გვერდზე განათავსა მიმართვა იმ მართლმადიდებელი ქრისტიანებისადმი, რომლებიც შობის ღამეს 24 დეკემბერს აღნიშნავენ. "დღევანდელ დღეს, და ზამთრის მომავალ დღესასწაულებს ჩვენ რთულ პირობებში ვეგებებით. ვიღაც ცაზე დღეს პირველ ვარსკვლავს დაინახავს ბახმუტში, რუბიჟნესა და კრემენაიაში. ვიღაც ამ დღესასწაულს სხვა ადამიანების, უცხო ადამიანების სახლში აღნიშნავს - იმ უკრაინელთა სახლებში, რომლებმაც უკრაინელებს თავშესაფარი მისცეს. ვიღაც [უკრაინულ ხალხურ საშობაო

უკრაინამ რუსულ ტოტალიზატორებს სანქციები დაუწესა - ზელენსკიმ ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მან უკვე მოაწერა ხელი განკარგულებას, რომლითაც სანქციები დაუწესდა 280-ზე მეტი კომპანიასა და 120 კერძო პირს, რომლებიც აზარტული ბიზნეს სქემებით მუშაობდნენ უკრაინის წინააღმდეგ, ხოლო მოგებული თანხით, სხვადასხვა „რუსული სქემები“ ფინანსდებოდა. „ათობით მილიარდის ღირებულების სქემები იხურება. და ეს არ არის ბოლო ასეთი გადაწყვეტილება. უკრაინა თავს დაიცავს ყველგან და ყველა ცივილიზებული საშუალებით“, - განაცხადა ზელენსკიმ თავის ტრადიციულ ვიდეომიმართვა

მიხეილ დაუშვილი - ვიღაც-ვიღაცებს თავის დროზე რომ გადაედგათ ნაბიჯები 12 პუნქტის შესრულებისთვის, გაცილებით წინ ვიქნებოდით

ვიღაც-ვიღაცებს თავის დროზე რომ გადაედგათ ნაბიჯები 12 პუნქტის შესრულებისთვის, გაცილებით წინ ვიქნებოდით, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა. დაუშვილის თქმით, დღეს რომ ვიღაც ცდილობს, რაღაც დაიბრალოს, ეს არასწორია. „ჩემს ოპოზიციონერ კოლეგებზე კრიტიკული საუბარი არ მიყვარს, მაგრამ 12 რეკომენდაციის შესრულებაში პირველი დღიდან ვიყავით ჩართული. ვიღაც-ვიღაცებს დღეს გაახსენდათ, რომ რეკომენდაცების შესრულებაა ყველაზე მნიშვნელოვანი, მათ ეს თავის

დაჩი ბერაიამ ვაშაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა

საქართველოს პარლამენტში, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება მოჰყვა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, გიორგი ვაშაძის ტრიბუნასთან სიტყვით გამოსვლას, სადაც მან „ქართული ოცნება“ რუსეთის ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა. „ქართველ ხალხს არ სჯერა რუსული მშვიდობის. ჩვენ გვინდა ნატოს და ევროკავშირის მიერ გარანტირებული მშვიდობა. ჩვენ გვინდა ეკონომიკური კეთილდღეობა ევროკავშირთან ერთად. დღეს გაწევრიანების შანსი

ნოვა კახოვკას მერის ცნობით, კაშხლის აფეთქების შედეგად, საცხოვრებელი უბნების დატბორვა უკვე დაიწყო

ნოვა კახოვკას მერის ვოლოდიმირ კოვალენკოს ცნობით, კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შემდეგ წყალი უკვე  საცხოვრებელ უბნებს მიუახლოვდა. ,,სამწუხაროდ, ქალაქში წყალდიდობა დაიწყო. ამ დროისთვის წყალი უკვე მიუახლოვდა საცხოვრებელ კორპუსებს, შესაძლოა უკვე დნეპროვსკის გამზირი და სახლების სარდაფები დაიტბორა. ეს არის პირველი ქუჩა, რომელიც ყველაზე ახლოს არის მდინარე დნიპროსთან, ყველა სხვა ქუჩა მის პარალელურად მდებარეობს. პირველ საათებში დაიტბორა პარკის ტერიტორია, რომელიც მდებარეობს დნეპროვსკის

ვოლოდიმირ ზელენსკი - დაახლოებით 160 ავიაგამანადგურებელი გვჭირდება, რათა ძლიერი საჰაერო ფლოტი იყოს, რომელიც რუსეთს ცაში დომინირების საშუალებას არ მისცემდა

160 F-16 თვითმფრინავი გვჭირდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პორტუგალიურ ტელეარხ RTP-სთან ინტერვიუში განაცხადა. „დღეს შეთანხმება გვაქვს სამომავლო 50-60 თვითმფრინავის შესახებ. სულ დაახლოებით 160 ავიაგამანადგურებელი გვჭირდება, რათა ეს ძლიერი საჰაერო ფლოტი იყოს, რომელიც რუსეთს ცაში დომინირების საშუალებას არ მისცემდა“, - განაცხადა ზელენსკიმ. მან აღნიშნა, რომ ახლა ყველაზე მთავარი არის ის, რომ ეს პროცესი დაიწყო, თუნდაც „ცოტა გვიან,” ვინაიდან უკრაინას ცის ჩაკე
×
×
  • შექმენი...