Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    899.642

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ორი 12-სართულიანი კომპლექსი - რისი აშენება იგეგმება ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიაზე?

სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსმა ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე სასტუმრო და სასტუმრო ტიპის საცხოვრებელი კომპლექსის განაშენიანების დეტალური გეგმა დაამტკიცა. გეგმის თანახმად, საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში, შეკვეთილში. განაშენიანების დეტალური გეგმის საპროექტო არეალი შედგება ერთი მიწის ნაკვეთისგან - ფართობით 19 205 კვ.მ. „საპროექტო არეალი ქალაქმშენებლობითი დამტკი

ორთაჭალაში მსუბუქი ავტომანქანისა და მიკროავტობუსის შეჯახების შედეგად 11 ადამიანი დაშავდა

თბილისში, ორთაჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და მიკროავტობუსი შეეჯახნენ. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 11 ადამიანი დაშავდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. იპნ

ორთაჭალაში ადელხანოვების სახლს ანგრევენ

ორთაჭალაში ადელხანოვების სახლს ანგრევენ. ამ სახლს მრავალფეროვანი და საინტერესო ისტორია აქვს. გრიგორი ადელხანოვმა თბილისში ტყავის ფაბრიკული დამუშავება დაიწყო. თბილისში ადელხანოვის მიერ ტყავის ფაბრიკული დამუშავება ფართო მასშტაბით 1875 წლიდან იწყება. XIX–XX საუკუნეების მიჯნაზე თბილისში რამდენიმე სამრეწველო აქციონერული ამხანაგობა არსებობდა. ისინი პროდუქციის წარმოების გარდა, მისი გასაღებითაც იყვნენ დაკავებულები. მაგალითად, “ტყავისა და ქეჩის მწარმოებელი აქციონერული საზოგადოება”, რომელიც ადელხანოვ

ორგანიზაციებმა, რომლებსაც ყველაზე მეტი დამკვირვებელი ჰყავდათ, 0 საჩივარი დაწერეს

იმ სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა, რომლებსაც ყველაზე მეტი დამკვირვებელი ჰყავდათ, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით 0 საჩივარი დაწერეს. საუბარია  ორგანიზაციებზე: „პოლიტიკის და სამართლის ობსერვერი“ (2654 დამკვირვებელი) და „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია“ (2492 დამკვირვებელი). „პოლიტიკის და სამართლის ობსერვერის“ დირექტორი ეკა აგლაძეა, „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიას“ ეკა აგლაძის მეუღლე, გრიგოლ გაგნიძე ხელმძღვანელობს. ორივე ორგანიზაცია წინ

ორგანიზაციები შსს-ს მოუწოდებენ, შეწყვიტონ მოქალაქეთა ფიზიკური ანგარიშსწორება

საზოგადოებრივი ორგანიზაციები შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებენ, შეწყვიტონ მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება. ხელმომწერები: საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება სოციალური სამართლიანობის ცენტრი ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი ადამიანის უფლებათა ცენტრი უფლებ

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) დახმარებით, 14 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლემ, ნინი მაისურაძემ განათლების სამინისტროს დავა მოუგო

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) დახმარებით, 14 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლემ, ნინი მაისურაძემ განათლების სამინისტროს დავა მოუგო. თბილისის სააპელაციო სასამართლომ 14 თებერვალს განათლების სამინისტროს მხრიდან ნინი მაისურაძის მიმართ შშმ ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა და სამინისტროს მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა. გთავაზობთ ნინი მაისურაძის ამბავს, რომელიც PHR-მა გამოაქვეყნა:  ნინი მაისურაძე ეტლით მოსარგებლე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგოა

ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტისა და შვედეთის პრინცესა ვიქტორიას შეხვედრა გაიმართება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შვედეთის გვირგვინოსან პრინცესას უმასპინძლებს. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ცნობით, ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტ ზურაბიშვილისა და შვედეთის პრინცესა ვიქტორიას პირისპირ შეხვედრა დღეს გაიმართება. ვიზიტი ევროკავშირის საბჭოს შვედეთის თავმჯდომარეობის პერიოდში ხორციელდება. საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, გვირგვინოსანი პრინცესას საქართველოში ვიზიტის მასპინძელია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

ორბანმა ევროპარლამენტის არჩევნების წინ „მშვიდობის მარში“ გამართა

ათასობით ადამიანი შეიკრიბა უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანი მხარდასაჭერად ევროპარლამენტის არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე. დემონსტრაციაზე, რომელსაც ორგანიზატორებმა „მშვიდობის მარში“ უწოდეს, ორბანის მხარდამჭერები მთელი უნგრეთიდან და მეზობელი ქვეყნებიდან შეიკრიბნენ და მსვლელობა გამართეს ბანერით „რა ომს“. Associated Press-ის ცნობით, ორბანს, რომლის ხელისუფლებაში ყოფნის 14 წელი მას ევროკავშირის ყველაზე ხანგრძლივ ლიდერად აქცევს, 9 ივნისის კენჭისყრისთვის თავისი კამპან

ორბანი: უნგრეთი არ დაუჭერს მხარს ევროკავშირის გეგმას, 18 მლრდ ევროს დახმარება აღმოუჩინოს უკრაინას

უნგრეთი არ დაუჭერს მხარს ევროკავშირის გეგმას, უკრაინისთვის მომავალ წელს მილიარდობით ევროს მოცულობის ფინანსური დახმარების აღმოჩენის თაობაზე. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა 18 ნოემბერს. ორბანის თქმით, უნგრეთი გმობს რუსეთის აგრესიას და მხარს უჭერს უკრაინელ ხალხს, მაგრამ მას არ სურს უკრაინის ინტერესების დაყენება საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე მაღლა. ევროკავშირმა გასულ კვირაში გამოაცხადა, რომ მომავალ წელს უკრაინას რეგულარული ტრანშების სახით მისცემს 18 მი

ორბანი არ წარმოადგენს ევროკავშირს, ნუ მოიტყუებთ თავს – „ოცნების“ მთავრობის ექსმინისტრი

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, მინდია ჯანელიძს (2015-2018 წწ) განცხადებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი არ წარმოადგენს ევროკავშირს, მიუხედავად იმისა, რომ მისი ქვეყანა ამჟამად ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეა. „მთავრობა ისევ აგრძელებს მოსახლეობის მოტყუებას. ორბანი არ წარმოადგენს ევროკავშირს. მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთი ნამდვილად არის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა 6 თვით, მას არ აქვს უფლება ისაუბროს ევროკავშირის სახელით საგარეო პოლიტიკის საკითხებზე. იხილეთ ევროკავშირ

ოპოზიცური პარტიები „ქართულ ქარტიის" შესახებ პრეზიდენტის იდეას იწონებენ

ოპოზიცური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათთვის პრეზიდენტის „ქართულ ქარტიას” მისაღებია. სალომე ზურაბიშვილის იდეა ამ დროისთვის მოიწონეს „ახალის”, „ლელოს”, „ევროპული საქართველოს”, ენმ-ის, „რესპუბლიკური პარტიის” წარმომადგენლებმა. სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 26 მაისს, პოლიკუტირ პარტიებს „ქართული ქარტიის” ხელმოწერა და მის ირგვლივ შეჯერება შესთავაზა. ქარტია, პრეზიდენტის თქმით, გულისხმობს თანხმობას იმაზე, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ოპოზიცია დანიშ

ოპოზიციონერი დეპუტატები პრეზიდენტს მიმართავენ, მათ მიერ მოთხოვნილი რიგგარეშე სხდომა 11 აპრილს არ მოიწვიოს

ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოს პრეზიდენტს მიმართავენ, რიგგარეშე სხდომა, რომელიც მათ მოითხოვეს, 11 აპრილს არმოიწვიოს. ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ პარლამენტში ბრიფინგზე განაცხადა. თამარ კორძაიას განცხადებით, გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზი გახდა ის, რომ ორმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა - ლევან ხაბეიშვილმა, ანა წითლიძემ დაუგეგმავად დატოვა საქართველო და ოპოზიციას არ ჰყოფნის ხმები იმისათვის, რომ მიიღოს გადაწყვეტილება საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით. „დ

ოპოზიციონერ დეპუტატებს კომიტეტის დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს

პარლამენტში იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციონერ დეპუტატებს დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. სხდომაზე აგენტების შესახებ რუსულ კანონპროექტებს განიხილავენ. იურიდიული კომიტეტის სხდომაზე იყო ფიზიკური დაპირისპირებაც. ერთმანეთს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარესა ლევან ხაბეიშვილსა და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს შორის მოხდა. დარბაზი ასევე დაატოვებინეს სხვა ოპოზიციონერ დეპუტატებსაც; გიორგი ვაშაძეს, სალომე სამადაშვილს, ხათუნა სამნიძეს, თამარ კორძაიას.

ოპოზიციის რეაქცია მთავრობის გადაწყვეტილებაზე, 2028-ის ბოლომდე გააჩეროს EU-ში გაწევრიანების პროცესი

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ეხმაურებიან მთავრობის დღევანდელ, 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას, 2028-ის ბოლომდე ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი გააჩეროს. პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერი და ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ ხელისუფლებამ ოფიციალურად შეცვალა ქვეყნის დასავლური კურსი. „ერთობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, თინა ბოკუჩავა კი მიიჩნევს, რომ „ოცნებამ“ უბრალოდ დაასწრო ევროკავშირს, სანამ უკანასკნელი თავად გაწყვეტდა ურთიერთობებს. „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარა

ოპოზიციის ნაწილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს პარლამენტში ინტერპელაციის წესით იბარებს

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი, ეკონომიკის მინისტრს ლევან დავითაშვილს ინტერპელაციის წესით იბარებს. შესაბამისი განცხადება, რომელსაც 13 ოპოზიციონერი დეპუტატი უერთდება, პარლამენტში დამოუკიდებელმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ გააჟღერა. რომან გოცირიძის თქმით, მინისტრთან კითხვები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით ექნებათ. „ვიბარებთ ეკონომიკის მინისტრს იმ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და საჭირბოროტო საკითხზე, რომელსაც ჰქვია ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად ანაკ

ოპოზიციამ თსუ-ს პირველ კორპუსთან კარვები გაშალა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარედ ოპოზიციამ კარვები გაშალა. „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა განაცხადეს, რომ ეს იქნება 24-საათიანი, მშვიდობიანი აქცია და ქუჩაში გაათენებენ ღამეს. ადგილე მიიტანეს პლედები და „პარალონები“. პროტესტს უერთდებიან პარლამენტის წინ შეკრებილი მოქალაქეებიც. საკანონმდებლო ორგანოსთან მანამდე აქცია „დაიბრუნე ხმა“ გაიმართა. თსუ-სთან მიდიან „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებიც, მათ შორის ალეკო ელისაშვილი და

ოპერიდან 17 გაფიცული თანამშრომელი გაათავისუფლეს — პროფკავშირი

თბილისის ოპერისა და ბალეთის თეატრის 17 თანამშრომელი, რომლებიც შრომის პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით გაფიცულები იყვნენ, სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის მუშაკთა პროფესიულ კავშირის თავმჯდომარე ნიკოლოზ წიქარიძე ავრცელებს. მან ნეტგაზეთს მიაწოდა ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელისა და დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ბადრი მაისურაძის წერილი, სადაც ის გაფიცულთა გათავისუფლების მიზეზებზე საუბრობს. ამ პასუხის

ოპერა: გაფიცული თანამშრომლების ხელფასის მინიმალური ოდენობა შეადგენს 650 ლარს, მაქსიმალური - 1100 ლარს

თბილისის ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ გაფიცული თანამშრომლების მოთხოვნა არსებული ხელფასების 100%-ით ზრდაა „რაც, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე შეუძლებელია.“ ადმინისტრაციის განცხადებით, ხელფასების ზრდასთან დაკავშირებული პროცესი დასრულებულია. „2023 წლის 02 ოქტომბერს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ჩვენი თეატრისათვის შეითანხმა სახელფასო ბიუჯეტის ზრდა 701 000 ლარის ოდენობით, რაც მომავ

ონში მაშველების მიერ გადარჩენილი ჩეხი მზარეული, სტიქიის ზონაში მყოფი ადამიანებისთვის საკვებს ამზადებს

"ჩეხი ოჯახი, რომელიც სტიქიის პირველ დღეს გადარჩა და ონის მაშველებმა გამოიყვანეს, მზარეული Michal Bartak-ი. მისი ინიციატივა იყო რამით დახმარებოდა რაჭველებს და ყოველ დღე ოპერატორები, ადამიანები, ვინც ტექნიკაზე ოპერირებს, მაშველებისთვის, მოხალისეებისთვის, სასწრაფოს პერსონალისთვის, პოლიციელებისთვის დღეში ორჯერ, ჯამში 400 კაცზე აკეთებს საჭმელს, სუპებს, გულიაჟებს და ა.შ"- წერს Sal Lien-ი სოციალურ ქსელში. რუსთავი2

ონლაინ სექსუალური შევიწროების შემთხვევაზე ექიმმა პოლიციას მიმართა

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR)-ის განცხადებით, ორგანიზაცია იცავს ქალს, რომელიც პროფესიული საქმიანობის გამო ონლაინ სექსუალური შევიწროების სამიზნეა. ეკა კვირკველია ექიმი რეზიდენტი რეპროდუქტოლოგი, სექსოლოგი, კავკასიის უნივერსიტეტსა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მეან-გინეკოლოგიის მიწვეული ლექტორია, რომელიც 1 წელზე მეტია პაციენტების საგანმანათლებლო ბლოგს აწარმოებს ონლაინ პლატფორმებზე, სადაც მის პროფესიულ საქმიანობაზე საუბრობს. PHR-ის ინფორმაციით 2024 წლის 5 მარტს ო

ონკოპაციენტები ჯანდაცვის მინისტრს პარლამენტთან აქციით დახვდნენ

ონკოპაციენტები და მათი ოჯახის წევრები პარლამენტთან აქციას მართავენ. ისინი დღეს სპეციალურად შეიკრიბნენ საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან, რათა მიექციათ ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ყურადღება. სარჯველაძე დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ანგარიშს წარადგენს. ონკოპაციენტები აცხადებენ, რომ მათი ამ ქვეყანაში ცხოვრება უსაფრთხო არ არის, რადგან ხელმისაწვდომი არ აფინანსებს მთელ რიგი წამლებსა თუ პროცედურები, რაც მათი სიცოცხლის გადარჩენისთვის არის აუცილებელი. “საფუძვლიანად იციან

ონკოპაციენტები მინისტრ მიხეილ სარჯველაძესთან საჯარო შეხვედრას მოითხოვენ

ონკოპაციენტები ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძესთან მედიების თანდასწრებით შეხვედრას მოითხოვენ. ორგანიზაცია „კავშირი სიცოცხლისთვის“ დამფუძნებელი, გვანცა აფხაიძე ამბობს, რომ მისი თქმით, დახურულ კარს მიღმა დეტალები, თუ რა მოთხოვნები აქვთ ონკოპაციენტებს, საზოგადოებისთვის ცნობილი არ ხდება. ამასთან, „კავშირი სიცოცხლისთვის“ თანადამფუძნებლის, ვანო იორამაშვილის განცხადებით, ონკოპაციენტებისთვის სარჯველაძის მხრიდან გაცემული დაპირებები შეუსრულებელი დარჩა და საჯარო ფორმატით შეხვედრის შემთხვევაში

ონკოპაციენტები დაფინანსებისა და მედიკამენტების ხელმისაწვდომობის პრობლემებზე პრემიერთან შეხვედრას მოითხოვენ

ონკოპაციენტები, მათი ოჯახის წევრები და ახლობლები მთავრობისგან მოითხოვენ, შესრულდეს ონკოპაციენტების სრულად დაფინანსების პირობა და მოიხსნას 25000-ლარიანი ლიმიტი; ასევე მოითხოვენ მედიკამენტების ქვეყანაში შემოტანის ლოჯისტიკის გაუმჯობესებას, დასაფინანსებელი მედიკამენტების რაოდენობის გაზრდას. ორგანიზაციამ „კავშირი სიცოცხლისთვის“ დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან პრესკონფერენცია გამართა და პრემიერ კობახიძესთან პირისპირ შეხვედრა მოითხოვა. მათ 3 მარტს პარლამენტთან აქციაც დააანონსეს. „საქართ

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა გაფართოვდა და 3 ახალი კლინიკა დაემატა

15 თებერვალი ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების საერთაშორისო დღეა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წელს, სახელმწიფომ, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების სამკურნალოდ უპრეცედენტო პროგრამა დაიწყო - ყველა ბენეფიციარს, მკურნალობა, როგორც საქართველოში, ისე - ესპანეთის, ისრაელისა და თურქეთის წამყვან, მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებებში სრულად უფინანსდება. მათივე ცნობით, ახლახან, პროგრამა გაფართოვდა 3 ახალი კლინიკა დაემატა - ბენეფიციარებს, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას „ა

ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების უცხოეთში სამკურნალოდ განაცხადების მიღება 24 ივლისს დაიწყება

24 ივლისიდან, ონკოპაციენტი ბავშვების ოჯახებს შეეძლებათ უკვე მიმართონ ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, თავიანთი ბავშვების უცხოეთის კლინიკებში მკურნალობისთვის. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ უკვე მოეწერა ხელი კონტრაქტებს უცხოეთის იმ კლინიკებთან, რომლებიც ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვებს უმკურნალებენ. მისი თქმით, განცხადება ჯანდაცვის სამინისტროში განიხილება და გადაწყდება, ბავშვი საქართველოში იმკურნალებს, თუ შესაძლებელი იქნება მისი რომელიმე უცხოურ კ
×
×
  • შექმენი...