Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    986.358

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემა დაამტკიცა

დღეს დილით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. ამის შესახებ ე.წ. პარლამენტის სპიკერმა, ლაშა აშუბამ შენობის წინ შეკრებილ მომიტინგეებს განუცხადა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში სულ 35 „დეპუტატია“, გადაწყვეტილებას მხარი 28-დან 25-მა დაუჭირა. შეხვედრაზე დასწრების უფლება მხოლოდ ოკუპირებული რეგიონის ტელევიზიის ჟურნალისტებს მიეცათ. რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის მოწინააღმდეგეებმა ე.წ. პარლამენტის

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტიდან აპარტამენტების შესახებ კანონპროექტი გაიწვიეს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტიდან აპარტამენტების შესახებ კანონპროექტი გაიწვიეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ პროექტი „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. „ეხო კავკაზას“ ცნობით, კანონპროექტის გაწვევა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის აღმოსავლეთ ნაწილში 10 ათასამდე ბინის მშენებლობას ითვალისწინებდა, თავად ინიციატორმა ე.წ. დეპუტატებმა მოითხოვეს. კანონპროექტის გაწვევის შესახებ გადაწყვეტილებას ხელი ე.წ. პარლამენტის სპიკერმა, ლაშა აშუბამ მოაწერა. ე.წ. პარლამენტის პრესსამსახური

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „ხელისუფლება“ ენგურზე კონტროლს აძლიერებს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „ხელისუფლება“ რუსეთთან და საქართველოსთან ე.წ. „საზღვარზე“ კონტროლს აძლიერებს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გადაწყვეტილების შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ვიცე-პრეზიდენტის, ბადრა გუნბასა და „სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელების“ შეხვედროს შემდეგ გახდა ცნობილი. აფხაზეთის ე.წ. „ვიცე-პრეზიდენტის“ დავალებით, რუსეთში სამხედრო ამბოხის მცდელობასთან დაკავშირებით, რესპუბლიკის ძალოვანი სტრუქტურების პერსონალი გაძლიერებულ სამუშაო რეჟ

ოკუპირებული აფხაზეთის „საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია“ ლიბანსა და ავღანეთში გაემგზავრა

ოკუპირებული აფხაზეთის „საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია“ ლიბანსა და ავღანეთში გაემგზავრა. ოკუპირებული რესპუბიკის დე ფაქტო უწყების ცნობით „ვიზიტის“ მიზანია შესაბამის სახელმწიფოებთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პირობების შექმნა, სავაჭრო სახლების დაარსება და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან ჰუმანიტარული კავშირების გამყარება. ოკუპირებული აფხაზეთის „საგარეო საქმეთა სამინისტრო“ „დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ახლო აღმოსავლეთის პარტნიორებთან ურთიერთობების ყოვლისმომცველ განვითარებას“. მანამდე

ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, „მთავრობა“ რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების პროექტს გაიწვევს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების პროექტს გაიწვევს, - ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას პრესსამსახური ავრცელებს. განცხადების თანახმად, ბჟანიას „ადმინისტრაცია” დოკუმენტზე მუშაობს, რომელსაც პარლამენტიდან რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების პროექტის გაწვევა უნდა მოყვეს. „მსგავსი გადაწყვეტილება რესპუბლიკაში ვითარების სტაბილზიებისთვის იქნა მიღებული“, - - ნათქვამია განცხადებაში. აქამდე ოპოზიციამ ბჟანიას „პრეზი

ოკუპირებული აფხაზეთის „პარლამენტში“ რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის საკითხის განხილვის პარალელურად, საპროტესტო აქცია იგეგმება

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის საკითხი შესაძლოა, 27 დეკემბერს განიხილოს, - ინფორმაციას გამოცემა „ეხო-კავკაზა“ ავრცელებს. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ე.წ. პარლამენტი საკითხის განხილვას 28 დეკემბერს გეგმავდა. საინიციატივო ჯგუფმა, „ҲАРАҲПИЦУНДА“-ს ("ჩვენი ბიჭვინთა) საზოგადოებას მოუწოდა, შეუერთდნენ ე.წ. პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციას: „გადავარჩინოთ ბიჭვინთა! სხვა შანსი არ იქნება!“ ე.წ. საკანონმდებლო შენობის მი

ოკუპირებული აფხაზეთიდან დაკარგული პიკასოს ლანგარი მოსკოვში იპოვეს

მოსკოვში მიაგნეს პაბლო პიკასოს ფაიფურის ლანგარს, რომლის გაყიდვის შესახებაც მანამდე იტყობინებოდნენ ოკუპირებულ აფხაზეთში. რადიო თავისუფლების პროგრამა „ეხო კავკაზა“ „აფხაზურ პორტლთან“ დე ფაქტო კულტურის მინისტრ დაურ კოვეს განცხადებაზე დაყრდნობით წერს, რომ 2022 წლის დასაწყისში ლანგარი რუსეთში ექსპერტიზაზე იყო გაგზავნილი. კოვეს სიტყვებით, ექსპონატს „აფხაზეთში წლის ბოლომდე დააბრუნებენ“. მისივე ინფორმაციით, „ლანგრით დაკავებული“ იყო კულტურის ყოფილი დე ფაქტო მინისტრი გუდისა აგრბა, რომელმაც, სავარაუდო

ოკუპირებულ ცხინვალში ძალოვანი უწყებები საგანგებო რეჟიმზე გადაიყვანეს

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 8 მარტს დილიდან, ე.წ საზღვარზე კონტოლი გააძლიერეს. საოკუპაციო გამყოფ ხაზს რუსეთის საოკუპაციო ძალებთან ერთად დე ფაქტო კაგებეს ე.წ სასაზღვრო სამსახური იცავს. "8 მარტს დილით, დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ე.წ უშიშროების საბჭოს ოპერატიული სხდომა გამართა", - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „რესი“ იუწყება. როგორც დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის პრესმდივანმა ნატალია ბოსიკოვამ აღნიშნა, უშიშროების საბჭოს სხდომა საქართველოში განვითარებულ მოვლენებს უ

ოკუპირებულ ცხინვალში საზოგადობრივი ტრანსპორტის მძღოლები გაიფიცნენ

ავტობუსების მძღოლებმა გაფიცვა გამოაცხადეს და მარშრუტებზე არ გავიდნენ ოკუპირებულ ცხინვალში. ამის მიზეზად მათ დაბალი ხელფასი და ამ ხელფასის დაგვიანება დაასახელეს. საგზაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის დირექტორმა ალბერტ დუდაევმა სააგენტო „რეს"-ისთვის მიცემულ კომენტარში თქვა, რომ მძღოლების ხელფასი მრავალი წლის განმავლობაში არ გაზრდილა. მისი თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლების მაქსიმალური ხელფასი 8000 რუბლია (დაახლოებით 350 ლარი). „მძღოლები საათობრივი ანაზღაურებით თვეში ორ კვირას მუშაობენ. მ

ოკუპირებულ სოხუმში სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

ოკუპირებულ სოხუმში სროლის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. მედიის ცნობით, სროლა ოკუპირებული სოხუმის ცენტრში მდებარე კაფე „ბისკვიტში“ მოხდა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სროლის შედეგად დაშავებული სამი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა და მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ეჭმიტანილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში მოსახლეობის 97%-მა ხმა პუტინს მისცა

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის რუსეთის საელჩოს მინისტრმა და მრჩეველმა ალექსანდრ ჟუროვმა ადგილობრივ მედიასთან განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთში მცხოვრები მოსახლეობის 97%-მა ხმა მოქმედ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მისცა. რუსეთის საელჩოს წინასწარი მონაცემებით, დე ფაქტო რესპუბლიკის 12 საარჩევნო უბანზე 17 ათასამდე ამომრჩეველი მივიდა ხმის მისაცემად. რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის კანდიდატმა ნიკოლაი ხარიტონოვმა და “ახალი ხალხის” კანდიდატმა ვლადისლავ დავანკოვმა ხმების 1%, ხოლო რუსეთის ლი

ოკუპირებულ მელიტოპოლში აფეთქებების ხმები ისმოდა - დაზიანებულია ოკუპანტების ძალოვანი სტრუქტურების შენობა

ზაპოროჟიეს ოლქის ოკუპირებულ ქალაქ მელიტოპოლში აფეთქებების ხმები ისმოდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქალაქის კანონიერ მერზე, ივან ფედოროვზე დაყრდნობით ავრცელებს. ფედოროვის ინფორმაციით, დაზიანდა შენობა, რომელშიც ოკუპანტების ძალოვანი სტრუქტურებია განთავსებული. საოკუპაციო ადმინისტრაციის ინფორმაციით კი, მელიტოპოლი უკრაინულმა ძალებმა არტილერიით დაბომბეს. „წინასწარი ინფორმაციით, დაშავდა ოთხი ადამიანი და დაზიანდა რამდენიმე შენობა“, - აცხადებენ ქალაქის საოკუპაციო ადმინისტრაციაში. იპ

ოკუპირებულ გალში "დააპატიმრეს" ქართული მინერალური წყალი

ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქ გალში „აღმოაჩინეს და ამოიღეს ქართული წარმომავლობის მინერალური წყლის პარტია“. ამის შესახებ ადგილობრივი სააგენტო „აფსნიპრესი“ წერს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საბაჟო კომიტეტზე დაყრდნობით. ინფორმაციის მიხედვით, საუბარია 192 ბოთლ წყალზე, რომელიც „კონტრაბანდასა და საბაჟო სამართალდარღვევებთან ბრძოლის სამმართველოს“ თანამშრომლებმა აღმოაჩინეს არასაცხოვრებელ შენობაში. კონკრეტულად რომელი მინერალური წყალია და ვინ იყო მისი მფლობელი, მითითებული არ არის.   ნოემბრის

ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქეს „ჯაშუშობის გამო" 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

21 იანვარს აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქე, კახა მურადოვი დამნაშავედ სცნო სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით – „სამშობლო ღალატი“ და „ცეცხლსასროლი იარაღით უკანონო ვაჭრობა“ და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მაქსიმალური უსაფრთხოების კოლონიაში. აფხაზეთის რეჟიმის ე.წ პროკურატურა აცხადებს, რომ თავად მურადოვმა დანაშაული გამოძიების არც ერთ ეტაპზე არ აღიარა. ე.წ პროკურატურისვე ცნობით, „მურადოვი აფხაზეთის მოქალაქეა. თუმცა, 2024 წელს, დაკავების

ოკუპირებულ აფხაზეთში საბაგირო ჩაწყდა, დაიღუპა რუსეთის მოქალაქე

რუსეთის ორენბურგის ოლქის მკვიდრი გაგრის რაიონში საბაგიროდან გადმოვარდნის შედეგად დაიღუპა. ინფორმაციას „აფსნიპრესი“ აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ტრაგედია 3 თებერვალს, შუადღისას, გეგის ჩანჩქერისკენ მიმავალ გზაზე მოხდა. „28 წლის მამაკაცი საბაგიროთი სეირნობდა. რაღაც მომენტში საბაგირო გაწყდა და მამაკაცი სიმაღლიდან გადმოვარდა“, - აცხადებენ ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროში. გარდაცვლილის ცხედარი ოკუპირებული აფხაზეთის სა

ოკუპირებულ აფხაზეთში მომიტინგეებმა „ვადამდელი არჩევნების“ შესახებ ასლან ბჟანიას წინადადებაზე უარი განაცხადეს

ოკუპირებულ აფხაზეთში მომიტინგეებმა „ვადამდელი არჩევნების“ შესახებ ასლან ბჟანიას წინადადებაზე უარი განაცხადეს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ პრეზიდენტის „ადმინისტრაციასთან“ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა, „სამთავრობო“ შენობების დატოვებაზე უარი განაცხადეს. ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ადგურ არძინბამ მომიტინგეებს ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას წინადადება გააცნო, რაზეც აქციის მონაწილეებმა უარი თქვეს და განაცხადეს, რომ თანახმა მხ

ოკუპირებულ აფხაზეთში მომიტინგეები ე.წ. პარლამენტში შევიდნენ

ოკუპირებულ აფხაზეთში მომიტინგეები ე.წ. პარლამენტში შევიდნენ – ისინი უშიშროების ძალებს ხალხის მხარეს გადასვლისკენ მოუწოდებენ. როგორც Ekho Kavkaza წერს, ასლან ბჟანიას პრესსამსახური იუწყება, რომ მისი ადმინისტრაცია ამზადებს დოკუმენტს „შეთანხმების რატიფიცირების შესახებ” პროექტის უკან გაწვევის შესახებ. მანამდე გავრცელდა ე.წ. ოპოზიციის განცხადება, რომლებიც ამბობენ, რომ „მომიტინგეთა ქმედება არ არის მიმართული რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობების წინააღმდეგ“. პროტესტი დილიდან დაიწყო, რასაც

ოკუპირებულ აფხაზეთში ინალ არძინბას გადადგომის შესახებ ინფორმაციას უარყოფენ

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო ინფორმაცია ე.წ. მინისტრის ინალ არძინბას გადადგომის შესახებ. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განმარტეს, რომ უწყების მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. მანამდე სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია ინალ არძინბას გადადგომის შესახებ, რომელმაც, სავარაუდოდ, თავის გუნდს განუცხადა, რომ მინისტრის პოსტს ტოვებს და რუსეთში ბრუნდება.

ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვები დაწესდა

ოჩამჩირის რაიონში “Ачгуара“ -ს (აჩიგვარა) მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზზე 1 ნოემბერს მომხდარი ავარიის გამო, ოკუპირებულმა აფხაზეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის მიწოდება მოითხოვა. ამის შესახებ, კომპანია „ჩერნომორენერგოს“ პრესსამსახური იტყობინება. „ჩერნომორენერგოს ცნობით“, შემთხვევის ადგილი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები. რადიო თავისუფლების პროგრამა „ეხო კავკაზას“ თანახმად, კომპანიამ დღეს განაცხადა, რომ 10.00-დან 15.00 საათამდე აბონენტებს ელექტროენერგია შეზღუდულად მიეწოდება

ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდებაზე გრაფიკი დაწესდა

კომპანია „ჩერნომორენერგომ“ ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდების გრაფიკი გამოაქვეყნა. გრაფიკის მიხედვით, მოსახლეობის უმეტესობას ელექტროენერგია დღე-ღამეში ხუთჯერ თითო საათით შეუწყდება, ნაწილს კი - ოთხჯერ. მანამდე კომპანია „ჩერნომორენერგომ“ განაცხადა, რომ სატესტო რეჟიმში მუშაობისას, „«Ачгуара-ს" (აჩიგვარა) მაღალი გადამცემი ხაზის გარკვეულ მონაკვეთებზე პრობლემები გამოვლინდა. შეზღუდვები აბონენტებს არსებული ხარვეზების სრულ აღმოფხვრამდე ექნებათ. ოჩამჩირის რაიონში“Ачгуара-ს" (აჩი

ოკუპანტებმა სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ოკუპანტებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“.

ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე, რამაზ ბეღელური გაიტაცეს

რუსმა ოკუპანტებმა გაიტაცეს საქართველოს მოქალაქე რამაზ ბეღელური. როგორც გატაცებული ბეღელურის დედა ამბობს, ის მაშინ დააკავეს, როდესაც საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს 16 წლის ძმის საფლავზე იყო გასული. რამაზ ბეღელურის დედა, ნორა ბეღელური  ,,ტვ პირველს” ეუბნება, არ იცის, როგორია შვილის მდგომარეობა. მისივე თქმით, რამაზ ბეღელურს აქვს ეპილეფსია და მუდმივი მეთვალყურეობა სჭირდება. მისი თქმით, გატაცებული ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში ჰყავთ მოთავსებული. რამაზ ბეღელური გუგუტიანთკარიდან ოკუპ

ოკუპანტებმა კირბალის ლომისის ტაძრის შესასვლელი კარი აჭედეს

რუსმა ოკუპანტებმა დროებით ოკუპირებული სოფელ კირბალის ლომისის ტაძრის შესასვლელი კარი აჭედეს | ფოტოს დავით ქაცარავა ავრცელებს      

ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტიდან მოქალაქე გაიტაცეს

სუს-ის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. უწყების განცხადებით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის საოკუპაციო ძალას. პუბლიკა

ოკუპანტებმა არცევთან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ არცევის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის „ცხელი ხაზი“, ინფორმაცია ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. „ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებ
×
×
  • შექმენი...