პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს სამი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, დღეს იასპარეზებს ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო, 73 კგ), ეთერ ლიპარტელიანი (ძიუდო,57 კგ) და ლაშა გურული კრივი (63.5 კგ).
ცნობისთვის, ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში (ბატუტზე ხტომა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, თავისუფალი სტილით ჭიდაობა, კრივი, მძლეოსნობა, ტყვიის სროლა, ფარიკაობა, ცურვა, ძალოსნობა, ძიუდო) 28 სპორტსმენი ასპარეზობს.
ipn
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მწვერვალ შხელდაზე სავარაუდოდ, მეხის დაცემის შედეგად გარდაცვლილი მთამსვლელის, არჩილ ბადრიაშვილის ძებნის სამუშაოები გრძელდება.
უწყების ცნობით, სამძებრო სამუშაოებში დილიდან ჩაერთო ვერტმფრენი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მმართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე რთული მეტეოროლოგიური პირობებია.
ინფორმაციისთვის, მწვერვალ შხელდაზე ერთ-ერთი მთამსვლელი სავარაუდოდ, მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა, სამი მთამსვლელი კი უვნებლად
რუსეთის ბელგოროდის ოლქის დასავლეთ ნაწილში მდებარე კრასნოიარუჟსკის რაიონში მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა, - ამის შესახებ ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა.
„განგაშის დილა გვაქვს. მტრის აქტიურობა კრასნოიარუჟსკის რაიონის საზღვარზე. ვიწყებთ კრასნოიარუჟსკის რაიონში მცხოვრები ადამიანების უსაფრთხო ადგილებში გადაყვანას,” - აღნიშნა გუბერნატორმა.
მისი თქმით, ევაკუაციისთვის ტრანსპორტი უკვე გაგზავნილია.
მანამდე გუბერნატორმა დაწერა, რომ კრასნოიარუჟსკის რაიონის სოფელი ვიაზოვო
რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი ამბობს, რომ გასული 16 წლის განმავლობაში საქართველო პოლიტიკურად დაღვინდა.
კარასინი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
„ბიძინა ივანიშვილის და სხვა ქართველი პოლიტიკოსების განცხადების მოულოდნელმა ტონმა სამხრეთ ოსეთთან ახალი ატმოსფეროს შექმნის შესახებ კავკასიასა და მთელ მსოფლიოში დიდი ინტერესი გამოიწვია. ამის ბევრი მიზეზი არსებობს.
სულ უფრო იზრდ
TV პირველის ცნობით, გამომძიებელი ჟურნალისტების გუნდმა „ქართული ოცნების“ შიდა ტექსტური და ხმოვანი შეტყობინებები მოიპოვა. ჩანაწერებით ირკვევა, რომ არჩევნების დღეს პარტიას საარჩევნო უბნების მახლობლად ქოლცენტრები ჰქონდა განთავსებული, რომლებსაც ე.წ. კაპიტნები ხელმძღვანელობდნენ. ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ერთ-ერთი ასეთი ქოლცენტრი განთავსებული იყო დირექტორის კაბინეტში, 30-ე საჯარო სკოლაშიც, სადაც საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. „ნოდარ მელაძის შაბათის“ ცნობით, სპეციალურად შექმნილ პლატფორმაზე დაახლო
„სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) დაკვირვებით, გამოიკვეთა 7 ყალბი და 15 საეჭვო პროფილი, რომლებიც საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ფეისბუქგვერდზე მათ მხარდამჭერ კამპანიაში არიან ჩართული.
ორგანიზაციის ცნობით, არაავთენტური ანგარიშები, რომელთა ნაწილიც სხვის იდენტობას იპარავს, ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ პოსტებზე კოორდინირებულად და მრავალჯერ აკომენტარებენ. აღსანიშნავია, რომ თითოეულ პოსტზე არაავთენტური ანგარიშების კომენტარები ხშირად იდენტური ან მსგავსი შინაარსისაა.
ISFED ამბობს, რომ
„ვიცი, რომ დაღლილები ხართ, იმედგაცრუებულები, მაგრამ ძვირფასო მეგობრებო არ დანებდეთ, ჩვენ თქვენთან ერთად ვართ”, – ამის შესახებ თბილისში, პარლამენტის წინ 11 ნოემბერს გამართულ აქციაზე გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა განაცხადა.
მან ქართულ საზოგადოებას შემართებისკენ მოუწოდა, უპასუხა მმართველი გუნდის განცხადებებს ევროპელ ლიდერებზე და აღნიშნა ისიც, რომ გლობალური ომის პარტია რუსული იმპერიალიზმია, რომელიც საფრთხეს უქადის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევ
დღეს აქციაზე 3 ადამიანი დააკავეს, მათ შორის რეჟისორი გიორგი ლიფონავა. როგორც „პუბლიკას” შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, სამივე დაკავებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლით.
აღმაშენებლის ხეივანზე საპროტესტო აქცია დასრულდა. პოლიტიკოსებმა მოქალაქეებს ხვალ, 19 საათზე პარლამენტთან მისვლისკენ მოუწოდეს.
ცესკოს სხდომის დასრულების შემდეგ, მოქალაქეებმა მსვლელობა დაიწყეს აღმაშენებლის ხეივანზე. პოლიცია მსვლელობის მონაწილეებს უფლებას არ აძლევს გზის სავალი ნაწილი
საქართველოს პროკურატურამ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებულებს ბრალდება წარუდგინა. შესაბამისი განცხადება საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგზე გაკეთდა.
ვაკის პარკში მომხდარ ფაქტზე, პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის, საწარმოში ჩადენილი გულგრილობის, სამუშაო წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების, დამზადებაში წაქეზების, გამოყენების და გასაღების ფაქტებზე ბრალდება წარუდგინა ცხრა
"დაუჯერებელი სცენა იყო. შუქნიშანთან დავეწიე და ვკითხე, ასე ბავშვთან ერთად მუშაობ მეთქი... კიო, მორიდებით დამიდასტურა. ისღა მოვასწარი მეთქვა მაგარი გოგო ხარ მეთქი, შუქნიშანს აღარ დაელოდა და გზაზე გადავიდა."
მელიქიშვილის გამზირი, თბილისი. 2022 წ.
ფოტო: Alex Siradzé
Entrepreneur Georgia
ჩვენ განვაცხადეთ, რომ ვართ ქართველები, მაშასადამე, ევროპელები. მას შემდეგ ეს არის ის, რაც საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტს სურს. ამის შემდეგ გვაქვს წინსვლები და უკუსვლები, ჩვენ არ გვაქვს იდეალური დემოკრატია, ისევე როგორც ამ ოთახში მყოფ ყველა სხვა ქვეყანას. რეფორმები ხორციელდება ხან სწრაფად, ხან ნელდება, ვდგავართ გამოწვევის წინაშე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „დემოკრატიის მსოფლიო ფორუმზე“ გამოსვლისას განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილმა ფორუმზე გამოსვლისას სა
26 ნოემბრიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოსალოდნელია წვიმა, ძლიერი ქარი, ზღვაზე შტორმული ღელვა და მაღალმთიან რეგიონებში თოვლი.
„26 ნოემბერს დღის ბოლოდან 27 ნოემბრის დღის ბოლომდე საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლ
საქართველოში უკრაინის საელჩოს ინფორმაციით, გაუქმდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულთან, ანდრი კასიანოვთან დღეისთვის დაგეგმილი სამუშაო შეხვედრა. როგორც საელჩოში უთხრეს რადიო თავისუფლებას, ანდრი კასიანოვის დღევანდელი ბრიფინგის შემდეგ, საელჩოში დარეკეს საგარეო საქმეთა სამინისტროდან და აცნობეს, რომ შეხვედრა გაუქმდა, თუმცა მიზეზი არ დაუსახელებიათ.
რადიო თავისუფლება შესაბამისი ინფორმაციის მიღებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან ცდილობს.
დღ
პარლამენტმა, ევროკომისიის რეკომენდაციებიდან გამომდინარე, საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები მეორე მოსმენით, 88 ხმით მიიღო.
საარჩევნო რეფორმას მხარი დაუჭირეს „ქართულმა ოცნებამ“, „ლელომ“, „გირჩმა“, პარტია „მოქალაქეებმა“, „ევროპელმა სოციალისტებმა“, „რეფორმების ჯგუფის“ სამმა წევრმა, რვა უფრაქციო დეპუტატმა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“, ასევე „პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.
ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან, მეორე პუნქტის
მარიუპოლში უკრაინელმა მეომრებმა რუსული საბრძოლო მასალის კიდევ ერთი საწყობი ააფეთქეს. ხანძარი ნოვოსელივკის რაიონში არსებულ ბაზაზე გაჩნდა.
ამის შესახებ ინფორმაცია მარიუპოლის მერის მრჩეველმა პიოტრ ანდრიუშჩენკომ გაავრცელა.
მან თავის Telegram-არხზე რუსების სამხედრო საწყობში 24 თებერვალს გაჩენილი კოცონის ამსახველი ვიდეო-კადრები გამოაქვეყნა, რომელსაც ჭურვების აფეთქების ხმაც ერთვის თან.
,,მარიუპოლის წინააღმდეგობის ჯგუფი ადასტურებს, ცენტრალური ოლქის სოფელ ნოვოსელოვკას მიდამოში არსებული
ევროპელი დიპლომატები გმობენ „უცხოური გავლენის აგენტების“ რეგისტრაციასთან დაკავშირებულ კანონპროექტს, რომლის ინიციირებაც პარლამენტში „ხალხის ძალის“ დეპუტატების ავტორობით მოხდა.
შვედეთის სამეფოს ელჩი საქართველოში, ულრიკ ტიდესტრომი ტვიტერზე წერს, რომ კანონპროექტი „შეუთავსებელია ევროკავშირის ნორმებსა და ფასეულობებთან და ასევე, ევროკავშირისკენ საქართველოს სწრაფვასთან“.
გამოქვეყნებულ განცხადებაში შვედი დიპლომატი ასევე აღნიშნავს, რომ „სამოქალაქო საზოგადოე
ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ივანიშვილის დეპუტატების მიერ ინიცირებული ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით, მედიასთან კომენტარი გააკეთა. კობახიძის თქმით, მმართველი გუნდი პირველი მოსმენით მხარს როგორც ქართულ, ასევე ამერიკულ ვერსიასაც დაუჭერს, შემდეგ კი დოკუმენტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნება.
,,ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა გვქონდა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირველი მოსმენით ორივე კანონპროექტს მხარს დავუჭერთ. საკომიტეტო მოსმენები უახლოე
7 მარტს თბილისში, "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე დაშავებული ზაზა ბიღიაშვილის ექსპერტიზის პასუხისთვის სამხარაულის ბიურომ მაქსიმალური ვადა, ერთი წელი მოითხოვა. ზაზა ბიღიაშვილს აქციაზე, სავარაუდოდ, მხუთავი აირის ბალონი მოხვდა თავის არეში, რის შედეგადაც ერთ თვალში მხედველობა სრულად დაკარგა, მიიღო ტვინის შერყევა და ამ დრომდე უჩივის ნევროლოგიურ გართულებებს.
რადიო თავისუფლებას სამხარაულის ბიუროში განუმარტეს, რომ დაშავებული დემონსტრანტის ექსპერტიზის პასუხ
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთს უკრაინის პორტების ოკუპირების საშუალება არ აქვს.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ის გარემოება, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, პორტებს ესვრის, როდესაც ამ პორტების ოკუპირება არ შეუძლია, ტერორიზმად, ტერორისტულ აქტად და მოსახლეობის დაშინების მცდელობად უნდა ჩაითვალოს.
"პუტინს პორტების ოკუპირების საშუალება არ აქვს. ეს არ არის სამხედრო მოქმედებები. ეს ომიც არ არის. ჩვენი პორტების დაკავების საშუალება, უბრალოდ, არ აქვს. ჩვენ მთლ
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოს გერმანიაში გაემგზავრება. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სალომე ზურაბიშვილი, ბერლინში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან გამართავს შეხვედრას.
„საქართველოს პრეზიდენტი სწორედ ამ ვიზიტით იწყებს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს“, - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
"პაპუაშვილი ბიუროს სხდომაზე: " საპარლამენტო მუშაობაში, არის საზედამხედველო მექანიზმები და პარლამენტის წევრებმა, მიმართოთ ღია კითხვებით შესაბამის უწყებებსო და მიიღოთ პასუხები-ო"
ბატონო შალვა, მოგმართავთ საჯაროდ: თქვენ, არ გამოიყენეთ შესაძლებლობა 12 რეკომენდაციის შესრულებისას, რეალურად გაგეძლიერებინათ პარლამენტის ზედამხედველობა, მაგალითად "პარლამენტის წევრის კითხვაზე" პასუხის დაგვიანებისას დაგეწესებინათ პასუხისმგებლობის რაიმე მექანიზმი! ეხლა კი ცდილობთ საზოგადოებას აჩვენოთ, რომ მოქმედი მ
რომის პაპი ფრანცისკე აცხადებს, რომ ზოგიერთი ქვეყანა თამაშობს უკრაინასთან, რომელსაც ჯერ იარაღს აწვდის და შემდეგ ვალდებულებების შესრულებაზე უარს აცხადებს.
ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა იმედგაცრუებული, რომ მშვიდობის დამყარების მცდელობამ შედეგი არ გამოიღო, რომის პაპმა უპასუხა, რომ გარკვეულ იმედგაცრუებას გრძნობს.
„მეჩვენება, რომ ამ ომში ინტერესები არ არის მხოლოდ უკრაინა-რუსეთის პრობლემასთან დაკავშირებული, არამედ იარაღის გაყიდვასთან, იარაღის ვაჭრობასთან. არ უნდა ვითამაშოთ ამ ხალხის მოწამე
ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიანეს თქმით, უნგრეთის პრემიერმინისტრს, ვიქტორ ორბანს სურს, ბიძინა ივანიშვილი “თავის კონტაქტებში ჰყავდეს” და ირაკლი ღარიბაშვილის ხელისუფლებას მხარს ამიტომ უჭერს.
ფორმულას ეთერში იუკნევიჩიანემ განცხადებით:
რასა იუკნევიჩიანემ ასევე თქვა, რომ ღარიბაშვილს და მისი ხელისუფლებას “არ სურთ დემოკრატიული ქვეყანა” და რეფორმებსაც არ ატარებენ.
დამაზუსტებელ კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ შესაძლოა, ვიქტორ ორბანი ევროკავშირის ქვეყნებს მნიშვნელოვანი საკითხების დაბლოკვ
"დიახ, ჩვენ აუცილებლად გავხდებით ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი!
გვსურს, მივულოცოთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს, წინგადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ევროკავშირისკენ! და, რა თქმა უნდა, ყველამ ერთად უნდა ვიზეიმოთ ეს მიღწევა!
პირველ რიგში, ეს მიღწევა ქართველი ხალხის გამარჯვება და დამსახურებაა!
იმ ხალხის, რომელმაც თავისუფლებისთვის უმძიმესი ფასი, მათ შორის, ომით და სისხლით, არაერთხელ გადაიხადა.
იმ ხალხის, რომლისთვისაც ევროპული არჩევ