უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით იტალიაში ჩავიდა, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პრეზიდენტი ზელენსკი „ტელეგრამ“ არხზე წერს.
„რომი. შეხვედრები იტალიის პრეზიდენტ სერჯო მატარელასთან, პრემიერ მინისტრ ჯორჯა მელონთან და პაპ ფრანცისკესთან. მნიშვნელოვანი ვიზიტი უკრაინის გამარჯვებისთვის“, - წერს ზელენსკი.
იტალიური მედიის ცნობით, კიევის დროით 11:13 საათზე ზელენსკი რომში, „ჩამპინოს“ აეროპორტში დაეშვა, სადაც მას იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანტონიო ტაია
„რუსეთის ფოსტა“ განიხილავს საქართველოში საფოსტო გზავნილების პირდაპირი საჰაერო გადაზიდვის შესაძლებლობას.
ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ კომპანიის პრესსამსახურში განუცხადეს.
„რამდენიმე ავიაკომპანიიდან, სტაბილური ფრენების გამოჩენის შემდეგ, ჩვენ ოპერატიულად განვიხილავთ ფოსტის (საქართველოში) პირდაპირი საჰაერო ტრანსპორტირების შესაძლებლობას“, - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, ახლა რუსეთიდან საქართველოში ავიაგზავნილები მესამე ქვეყნებით მიდის.
იპნ
15 წლის წინ რუსეთი შეიჭრა საქართველოში. საქართველოს რეგიონები, აფხაზეთი და ცხინვალი/სამხრეთ ოსეთი კვლავ ოკუპირებულია რუსეთის ჯარების მიერ, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
"უკრაინა დგას ქართველი ხალხის გვერდით და ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - აღნიშნულია განცხადებაში.
დღეს აგვისტოს ომიდან 15 წელი გავიდა.
ipn
შოვში სამძებრო სამუშაოები კვლავ გრძელდება. სტიქიის ზონაში ამ დროისთვის დაკარგულ 7 მოქალაქეს ეძებენ.
როგორც რაჭა ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, პაპუნა მარგველიძე აცხადებს, ამ დროისთვის, სტიქიის ზონაში ნაპოვნია 26 მოქალაქის ცხედარი, მათგან 23 იდენტიფიცირებულია.
„დაკარგული 33 მოქალაქიდან ამ დროისთვის 26 ცხედარი არის ნაპოვნი. გრძელდება 7 დაკარგული მოქალაქის საძიებო სამუშაოები. 23 გარდაცვლილი იდენტიფიცირებულია. საქართველოს პრემიერ - მინისტრის გადაწყვეტილებით, სამძებრო სამუშაოე
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წლის 17 აგვისტოს, დაბა სტეფანწმინდის აღმოსავლეთ ნაწილში, ე.წ. „თარგმანის უბანში“, უსახელო ხევის ჭალა-კალაპოტის ზონაში, ადგილი ჰქონდა ღვარცოფის გავლას.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებმა ადგილზე მოახდინეს არსებული გეოდინამიკური პირობების შეფასება, რის საფუძველზეც, დამცავი ღონისძიებების გასატარებლად, შესაბამისი რეკომენდაციები გაიცა.
„გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ ოპერატიულად მოხდებ
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის ახალი მინისტრი, გრანტ შეპსი პირობას დებს, რომ უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს.
„მოუთმენლად ველი ჩვენი შეიარაღებული ძალების მამაც კაცებთან და ქალებთან მუშაობას და პუტინის ბარბაროსული შეჭრის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინისადმი გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერის გაგრძელებას", - აცხადებს გრანტ შეპსი.
აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას გრანტ შეპსი უკრაინას ენერგეტიკის მინისტრის რანგში სტუმრობდა. ვიზიტის ფარგლებში მან რუსული დაბომბვის შედეგად დაზიანებული ელექტროსადგურ
2025 წლის 1-ელი იანვრიდან - მომდევნო მოწვევის პარლამენტის წევრებისა და თანამდებობის პირების ხელფასების ზრდა, ხარჯვით ნაწილს ყოველწლიურად 5 700 000 ლარით გაზრდის.
რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილების მიხედვით, რომელსაც პარლამენტს თავად პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წარუდგენს, დეპუტატების გასამრჯელო განისაზღვრება შემდეგნაირად:
პარლამენტის თავმჯდომარე – 10 000 ლარი - (იზრდება 3 260 ლარით),
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – 9 500 ლარი (იზრდება 3 100 ლარით),
პარლამ
დღეს, ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის წარდგენისას, „თბილისისთვის კარგი ამბებია“, წერს გამოცემა „პოლიტიკო“.
მათი ორი რესპონდენტის, – ანონიმური ოფიციალური პირების ცნობით, ევროკომისია წევრ ქვეყნებს რეკომენდაციას მისცემს, საქართველოს მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი.
რაც შეეხება უკრაინასა და მოლდოვას, კომისიის რეკომენდაცია მათთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყება იქნება, აღნიშნავს „პოლიტიკო“.
საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ 2022-ის მარტში შეიტანეს განაცხადი ევროკავშირი
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგ რაუნდამდე, დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრის დროს რუსულმა მხარემ, როგორც ერთ-ერთმა მონაწილემ “საქართველოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან საზღვრის დელიმიტაციის პროცესსა და შემდგომი დემარკაციის მნიშვნელობაზე” ისაუბრა.
ამასთან, როგორც რუსული მედია წერს, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხაილ გალუზინმა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრისას აქცენტი გააკეთა “თბილისთან უფრო აქტიური მუშაობის საჭირო
სალომე ზურაბიშვილმა France 24-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოსთვის დასავლეთიდან არავის უთხოვია, ეროვნულ დონეზე შეერთებოდა სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა, საქართველო უერთდება საერთაშორისო ფინანსურ სანქციებს და მნიშვნელოვანია, ეს ხმამაღლა ითქვას.
გარდა ამისა, პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი თავს ჯერ საქართველოს დაესხა, შემდეგ კი – უკრაინას.
მისი თქმით, უკრაინამ რუსეთს დიდი წინააღმდეგობა გაუწია – ის ბევრად დიდი და ძლიერი ქვეყანაა. სავარაუდოდ, ვლადიმირ პუტინი
18 ნოემბერს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მიმდინარე აქციის დროს დაკავებული პირები, მათ შორის, მოძრაობის „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ვარლამ გოლეთიანი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
როგორც დაკავებულების უფლებადამცველმა ეკა ქობესაშვილმა მედიასთან განაცხადა, სასამართლომ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და პროცესი 29 ნოემბერს, 12:00-სთვის გადაიდო.
„დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ იშუამდგომლა, რომ პროცესი გადადებულიყო, რადგან
ევროკავშირის წევრობის სტატუსის მინიჭებისადმი მიძღვნილ მარშს — “შენი ხმა ევროკავშირს” საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც შეუერთდა. ის მარშის მონაწილეებს ევროპის მოედანზე დახვდა, სადაც უნდა გაიშალოს ევროკავშირის დროშა.
პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან გააკეთა კომენტარი და იმედი გამოთქვა, რომ ევროპული საბჭო გაიზიარებს ევროკომისიის რეკომენდაციებს და საქართველოს ეEU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს:
„შენი ხმა ევროკავშირს“ — ამ სლოგანით თბილისში, რესპუბლიკის მოედნიდან ევრო
1-ელი აპრილიდან წერეთლის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკინგი ამოქმედდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კალაძემ დიდუბის რაიონის მცხოვრებლებს მოუწოდა, უფასო პარკირებით სარგებლობასთან დაკავშირებული შეფერხებების პრევენციისთვის, მუნიციპალურ პავილიონებს დროულად მიმართონ და საკუთარი ავტომობილები ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემაში დაარეგისტრირონ.
თბილისის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალური პავილიონები 3
ძალადობა არის სისუსტის დამახასიათებელი, თქვენ, როგორ ფიქრობთ 60%-იან პარტიას ეს სჭირდება?
პოლარიზაცია რა თქმა უნდა არის ამოცანა, მაგრამ პოლარიზაცია იმ შემთხვევაში გამოდიოდა, როცა ვთქვათ, მეორე მხარეს ჰყავდათ “ნაციონალური მოძრაობა”. დღეს მეორე მხარეს არის სრულიად საზოგადოება.
ვფიქრობ, რომ “ოცნების” შიგნით არის ძალიან სერიოზული რყევები. ამ პროცესს ჰყავს ერთი წარმმართველი, ამ ყველაფრის უკან დგას ბიძინა ივანიშვილი, მთელი თავისი სიგიჟეებით, ილუზიებით, რაღაცა გამოგონილი სამართლიანობი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ჯიმ ობრაიენი უახლოეს დღეებში საქართველოს ეწვევა. „ინტერპრესნიუსს“ აღნიშნული ინფორმაცია საქართველოში აშშ-ის საელჩოში დაუდასტურეს, თუმცა კონკრეტულ დეტალებზე ჯერ არ საუბრობენ.
მანამდე, ტელეკომპანია „პირველმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ჯიმ ობრაიენი საქართველოში ორშაბათს ღამით იქნება. მათივე ცნობით, უკვე ჩანიშნულია შეხვედრა ოპოზიციასთან.
ინტერპრესნიუსი
კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოფიციალურად დაწესებულ სავიზო შეზღუდვებს „მორიგ შეცდომას” უწოდებს. ამის შესახებ მან „იმედის” ეთერში ისაუბრა.
publika
ხელისუფლება ცდილობს, სახელმწიფო ინსტიტუტებზე გარკვეული გავლენები გაიმყაროს, თუმცა არჩევნების შემდეგ ეს ყველაფერი ჩამოეშლება, როგორც ბანქოს სახლი, - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა გენერალური პროკურორის არჩევაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, გენერალურ პროკურორად დაინიშნება ის, ვინც "ქართულ ოცნებას" აწყობს და ეს პროცესი დაორგანიზდება ისე, როგორც მმართველ გუნდს უნდა, იმიტომ, რომ ის ამ თვალსაზრისით ერთპიროვნულ შესაძლებლობას ფლობს.
"ეს პროცესი დღეს იმდე
იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ ტყეშელაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც რუსული კანონის წინააღმდეგ სარჩელს განიხილავენ, თქვა, რომ ამ დროისთვის საჯარო რეესტრს „უცხოური გავლენის ინტერესების გამტარად” რეგისტრაციისთვის 233-მა ორგანიზაციამ მიმართა.
ტყეშელაშვილს ჰკითხეს, რა არის ჯამში ორგანიზაციების რიცხვი.
მან უპასუხა:
ორგანიზაციებს ნებაყოფლობით რეგისტრაციისთვის ვადა 2 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე აქვთ.
მავნე თქვა:
რუსული კანონი „უცხო ქვეყნის გავლენის აგ
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, მარგარიტის სხინასი ორშაბათს ერევანს ეწვევა, რათა დაიწყოს დიალოგი ევროკავშირსა და სომხეთს შორის ვიზალიბერალიზაციის შესახებ, - ამის შესახებ ევროკომისიის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.
„მარგარიტის სხინასი ერევანში, სომხეთი შეხვდება სომხეთის პრეზიდენტს ვაჰაგნ ხაჩატურიანს, პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს, სომხეთის ვიცე-პრემიერს მჰერ გრიგორიანს, საგარეო საქმეთა მინისტრს არარატ მირზოიანს, სიტყვით გამოვა სიტყვით ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში და
თუ არჩევნები არ ჩატარდება საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მზად ვიქნებით ვუპასუხოთ მოვლენების ნებისმიერ განვითარებას, მათ შორის ყველაზე უარეს სცენარს - საარჩევნო ძალადობას და არჩევნების შესაძლო გაყალბებას, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ეს არის ის, რისი გამოცდილებაც ევროკავშირს აქვს ბელარუსის შემთხვევაში და იმედი გამოთქვა, რომ არასდროს მოხდება საქართველოს შემთხვევაში.
“იმედი მაქვს, არჩევნები იქნება თა
ამერიკის შეერთებული შტატების სადაზვერვო სააგენტოები აცხადებენ, რომ არჩევნების დღეს და მომდევნო კვირებში რუსეთის ჩარევის საფრთხე არსებობს.
„რუსეთი ყველაზე აქტიური საფრთხეა. რუსეთთან დაკავშირებული გავლენის აგენტები აწარმოებენ ვიდეოებს და ყალბ სტატიებს, რათა შეარყიონ არჩევნების ლეგიტიმაცია, ჩანერგონ შიში ამომრჩევლებში არჩევნების პროცესთან დაკავშირებით და შექმნან შთაბეჭდილება, რომ ამერიკელები მზად არიან მიმართონ ძალადობას თავიანთი პოლიტიკური პრეფერენციების გამო“, - აღნიშნულია აშშ-ის ეროვნული და
პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა და ფულის გათეთრების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, ინფორმაცია საზოგადოებას დღეს გამართულ ბრიფინგზე მიაწოდა პროკურორმა ბექა კვიციანმა. მისი განცხადებით, საუბარია 7 მილიონამდე ლარზე, რომელიც სავარაუდო დამნაშავემ ქართულ ბანკში გახსნილ პირად ანგარიშებზე განათავსა. გამოძიების ვერსიით, უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ფინანსური დანაშაულებისთვის არის ძებნილი, ქართულ ბანკში დაუსაბუთებელ და არალეგალურ შემოსავლებს
2023 წლის პირველი თებერვლიდან სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო საექსპერტო მომსახურებას განახლებული ტარიფების მიხედვით განახორციელებს.
ტარიფების განახლება 2023 წლის 16 იანვრის საქართველოს მთავრობის #14 დადგენილების შესაბამისად განხორციელდა, რაც განაპირობა ბიუროში მთელი რიგი მიმართულებებით საექსპერტო სახეობების დამატებამ და არსებული საექსპერტო ტარიფების ბაზარზე კონკურენტული ფასების განსაზღვრამ.
განახლებული ტარიფების ნახვა შესაძლებელია ექსპერტიზის ბიუ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, რომ საქართველოს შედარება რუსეთთან მიუღებელია.
როგორც მან თქვა, პოლიტიკოსები თუ დიპლომატები მსგავს შედარებებს არ უნდა აკეთებდნენ.
შალვა პაპუაშვილმა იმედი გამოტქვა, რომ დიპლომატები მოერიდებიან ქართველი პოლიტიკოსების, ხელისუფლებისა თუ ქვეყნის მიმართ რუსეთთან შედარებას.
თბილისში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების შემდეგ მმართველმა პარტიამ უარი თქვა რუსულ კანონპროექტებზე.
მოქალა
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის ერთი წლის განმავლობაში, სულ მცირე 50 უფლებადამცველი, ჟურნალისტი და ჰუმანიტარული მისიების მოხალისე დაიღუპა. ასეთი რიცხვია მოტანილი საერთაშორისო პროექტ Front Line Defenders-ის ანგარიშში.
პროექტში აღნიშნულია, რომ რუსეთს, ომის დასაწყისიდანვე, მიზანში ჰყავდა ამოღებული უკრაინელი უფლებადამცველები, რომლებიც უკრაინაში რუსი სამხედროების ქმედებების შესახებ დოკუმენტაციისა და მტკიცებულებების მოპოვებით იყვნენ დაკავებული. ეს ფაქტობრივი მასალა აუცილებელია მომავალი ს