მე მოვუწოდე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, პია კაუმას არ წავიდეს თბილისში ამ დროს, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი პლატფორმა X-ზე წერს, სადაც პია კაუმასთვის გაგზავნილი წერილის ასლს აქვეყნებს.
„ივანიშვილის რეჟიმი ამ ვიზიტს მხოლოდ ავტორიტარული მმართველობის ლეგიტიმაციის საშუალებად გამოიყენებს. აშშ-ის გადასახადის გადამხდელთა ფული არალეგიტიმური მთავრობის აღიარებისთვის არ უნდა გამოიყენონ“, - წერს უილსონი.
ამერიკელი კონგრესმენი პია კაუმა
დისკუსიებისა და მჭიდრო განხილვის შემდეგ, გადავწყვიტე საქართველოში ვიზიტი იმ დრომდე გადავდო, როცა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობა ყველაზე ეფექტური იქნება, - ამის შესახებ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პია კაუმა X-ზე წერს.
„ჩვენ მზად ვართ მოვუსმინოთ ყველა ხმას და შევთავაზოთ დახმარება ეუთო/ოდირის საარჩევნო რეკომენდაციების განხორციელებაში“, - წერს პია კაუმა.
იპნ
ბრიტანეთის ელჩი საქართველოში გარეტ უორდი, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ბავშვების ახლობლებსა და ნათესავებს. ელჩის ქართულ ენაზე ვიდეო-მიმართვას ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს.
„შობის პერიოდს ადამიანები უნდა ატარებდნენ თბილად და უსაფრთხოდ, საკუთარ ოჯახებთან ერთად. დღეს განსაკუთრებით ვწუხვარ იმ საშინელი ამბის გამო, რომელიც გალის რეგიონში მოხდა, სადაც ტრაგიკულად ხანძრის დროს დაიღუპა 5 ბავშვი.
ეს არის უდროო ვიზიტი, რომელსაც ნეგატიური გამოხმაურება აქვს თვით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეისგან.
ახლა პოლიტიკური ექსპერიმენტების დრო არ არის, მეტი მკაფიოობაა საჭირო ევროპული ინსტიტუციების მხრიდან.
ვიმედოვნებთ, რომ მოხდება ამ ვიზიტის გადაფასება და არ მიეცემა "ოცნების" დე ფაქტო ხელისუფლებას პოლიტიკური სპეკულაციების შესაძლებლობა.
კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი.
ვიდეო: https://www.fac
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრაში უცხოელ ცოლ-ქმარს თავს დაესხნენ. შემთხვევა დღეს მოხდა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს, დამატებითი დეტალები უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ყაჩაღობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
პუბლიკა
გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, სადაც ხანძრის შედეგად 5 ბავშვი დაიღუპა, 6 იანვარი აფხაზეთში გლოვის დღედ გამოცხადდა.
სოხუმის ცნობით, “სახელმწიფო დროშები ყველა სამთავრობო დაწესებულებაში დაეშვება. გასართობი ღონისძიებები და გადაცემები კულტურულ დაწესებულებებში, ტელევიზიასა და რადიოში გადაიდება”.
გალის რაიონის სოფელ საბერიოში, ხანძარს 5 მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა.
აფხაზური მხარის ცნობით, ხანძარმა საცხოვრებელი სახლი მომენტალურად მოიცვა და მცირეწლოვანი
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილმა ხელმძღვანელმა ირაკლი შაიშმელაშვილმა ინტერვიუ ამჯერად „რადიო თავისუფლებას“ მისცა, რომელშიც მან კიდევ ერთხელ ისაუბრა აქციების ძალადობრივად დაშლის ღონისძიებების და უწყების მართვის სისტემის შესახებ.
შაიშმელაშვილმა უპასუხა „ოცნების“ პროპაგანდას, თითქოს ქართული პოლიცია აქციებს ევროპულ და ამერიკულ პოლიციაზე მაღალი სტანდარტით არბევს.
თბილისში პროევროპული მშვიდობიანი აქციების დარბევის დროს „ოცნების“ პრემიერმა ირაკლ
საქართველოს პროკურატურა ადასტურებს, რომ თანამდებობა დატოვა გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა.
დღეს, 5 იანვარს, მედიით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მერებაშვილმა პოსტი ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების გამო დატოვა. უწყება ამ ყველაფერს სპეკულაციას უწოდებს. პროკურატურამ „რადიო თავისუფლების“ შეკითხვებს უპასუხა.
ნათია მერებაშვილი გენერალური პროკურორის მოადგილედ 2020 წლის 19 მარტს დაინიშნა.
მანამდე ის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის და სტრატეგიული განვითარე
„გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, პია კაუმას წერილით მიმართავს და მოუწოდებს, საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის დროს და მიზანს გადახედოს.
„გწერთ, რათა გამოვხატო ღრმა შეშფოთება საქართველოს პოლიტიკური კრიზისის ამ გადამწყვეტ მომენტში თბილისში დაგეგმილი თქვენი ვიზიტის გამო. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი, როგორც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, ხელმძღვანელობა და ვალდებულება ფართოდ არის დაფასებული, ამ ვიზიტის დრო ბადებს მნიშვნელოვან
MEGOBARI აქტი 119-ე მოწვევის კონგრესს უკვე წარედგინა.
4 იანვარს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა დაწერა, რომ სტივ კოენთან, რიჩარდ ჰადსონთან და მარკ ვიზისთან ერთად ხელახლა წარადგინა აქტი. მისივე თქმით, მათი პირველი პრიორიტეტი იქნება „ქართული კოშმარის“ დასრულება და ის, რომ „აგრესორთა ღერძმა“ შეწყვიტოს საქართველოს ხალხის ტერორი“.
„პუბლიკა“ გაეცნო MEGOBARI აქტის პროექტს.
აქტი „ქართული ოცნების“ ყველა ოფიციალური პირის მიმართ სანქციების ყოვლისმომცველ გადახედვას მ
გალის რაიონის სოფელ საბერიოში, ხანძარს 5 მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა.
აფხაზური მხარის ცნობით, ხანძარმა საცხოვრებელი სახლი მომენტალურად მოიცვა და მცირეწლოვანი ბავშვების გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შემთხვევის ადგილზე, გალის დე ფაქტო გამგებელი, კონსტანტინე ფილია მივიდა.
ნეტგაზეთი
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი უხერხემლო და უპრინციპო გადაწყვეტილებაა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი პლატფორმა X-ზე წერს.
მისი ინფორმაციით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმა 8-10 იანვარს, საქართველოში დელეგაციის ვიზიტს გეგმავს.
“მიუხედავად იმისა, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ნაწილი აღარ ვარ, გავიგე, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმა 8-10 იანვარს, საქართველოში დელეგაციის ვიზიტს გეგმავს - კატასტროფული და
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას დაგეგმილი ვიზიტი საქართველოში მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისთვის და სახელმწიფოს დატყვევების მის მიერ შექმნილი სქემის აღიარებისთვისაა სასარგებლო, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი განცხადებით, ოფიციალური ვიზიტები მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი, თუ მათი მიზანი ახალი თავისუფალი არჩევნების ჩატარების შუამავლობაა.
შეგახსენებთ, ევროპარლამენტარმა, რიჰარდ კოლსმა გუშინ განაცხადა, რომ მი
5 იანვარს, თბილისის გარდა საპროტესტო აქციები რამდენიმე ქალაქში გაიმართება.
კერძოდ, 17:00 საათზე - თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის მეტრო „რუსთაველთან“ შეიკრიბებიან;
19:00 საათზე - აქცია გაიმართება პარლამენტთან;
19:00 საათზე - აქცია გაიმართება საზოგადოებრივ მაუწყებელთან მოთხოვნით - „დღის ეთერი ხალხს!“;
19:30 საათზეა დაგეგმილი “კაცების შოუს” ფანების მარში რესპუბლიკის მოედანზე;
19:00-22:00 - პარლამენტთან (ნაძვის ხესთან) საჩუქრებ
დონალდ ტრამპს არ უყვარს გაყალბებული არჩევნები და დარწმუნებული ვარ, ის აღიარებს, რომ საქართველოში გაყალბებული არჩევნები იყო, რაც უნდა გამოსწორდეს. ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა Fox News-სთან საუბარში განაცხადა.
ამასთან, მისი თქმით, საქართველოში ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "პუტინის მარიონეტით ჩაანაცვლეს".
“ყველა ჩვენთაგანი მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკაში დემოკრატიის აღდგენაზე.
სამწუხაროდ, იქ გაყალბებული არჩევნები იყო და
ეს საპროტესტო მუხტი აღარასდროს გაქრება, „ქართული ოცნების“ იმედი, რომ აქციები ჩაივლის და ყველაფერი ძველ სიტუაციას დაუბრუნდება, აღარ მოხდება, შეუძლებელია,- ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებს რუსთაველის გამზირზე განუცხადა, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
მისი შეფასებით, „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ახალგაზრდებზე ძალადობას არავინ შეარჩენს.
„არავინ არ შეარჩენს ივანიშვილს ახალგაზრდების ცემას, ძალადობას, გაყ
2025 წლის 4 იანვრის მდგომარეობით 2-მა მოქალაქემ თქვა, რომ უცნობი პირები თავს დაესხნენ.
დღეს, 4 იანვარს მევიოლინე გვანცა ჩხეიძემ, რომელიც აქტიურად მონაწილეობს მიმდინარე საპროტესტო აქციებში, „ფეისბუქზე” დაწერა, რომ უცნობმა ადამიანმა ბეტონის კედელს მიახეთქა.
გუშინ, 3 ინავარს მოქალაქე ია გაბუნიამ თქვა, რომ უცნობი პირები სახლთან თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მან მომხდარი მიმდინარე საპროტესტო აქციებს დაუკავშირა.
„პუბლიკა” დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. ინფორმაციი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თანამდებობას ტემი ბრიუსი დაიკავებს, - ამის შესახებ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე წერს.
„ჩემთვის დიდი პატივია განვაცხადო, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს პრესსპიკერის რანგში ტემი ბრიუსი შეუერთდება“, - წერს დონალდ ტრამპი.
ტემი ბრიუსი, რომელიც 2005 წლიდან Fox News-ის თანამშრომელია, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თანამდებობაზე მეთიუ მილერს შეცვლის.
ipn
Wissol-ის რეკლამის სატელევიზიო ვერსიიდან ანდრო ჭიჭინაძის კადრები ამოჭრილია.
კომპანიის „ფეისბუქზე” განთავსებულ ვერსიაში კვლავაც ჩანს ანდრო ჭიჭინაძე, თუმცა, სატელევიზიო რეკლამებში მსახიობი არ ჩანს.
Wissol ამბობს, რომ ჭიჭინაძის კადრის გამოყენების ნებართვა 2024 წლის ნოემბრის ჩათვლით ჰქონდათ. კომპანიის განცხადებით:
მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე 5 დეკემბერს საპროტესტო აქციების ფარგლებში დააკავეს. 7 დეკემბერს მას პატიმრობა შეუფარდეს.
ანდრო ჭიჭინაძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კ
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პატრიარქ ილია II-ის საახალწლო მილოცვა დამონტაჟებული იყო.
ანდრია ჯაღმაიძემ „ფეისბუქზე” დაწერა, რომ „მას და მთლიანად საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ამასთან არაფერი აკავშირებს”.
ილია მეორის 2025 წლის საახალწლო მილოცვა Facebook გვერდზე „საქართველოს საპატრიარქო (ოფიციალური გვერდი)” გამოქვეყნდა. ამ გვერდზე ვიდეო ჯერაც ხელმისაწვდომია.
მოქ
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შესახებ ქართველი ხალხისა და საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას მხარს ვუჭერ, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) აცხადებს.
„სიტყვა „megobari“ ქართულ ენაზე „მეგობარს“ ნიშნავს და ეს კანონპროექტი აშშ-სა და ქართველი ხალხის ძლიერ მეგობრობასა და პარტნიორობას ასახავს. ივანიშვილის რეჟიმი ცდილობს საქართველოს თავისუფლებას ძირი გამოუთხაროს. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნე
აშშ-ს ახალი მოწვევის კონგრესის პირველივე სამუშაო დღეს საქართველოსთან დაკავშირებით ჰელსინკის კომისიის კომისიის ლიდერთა ორპარტიული ჯგუფი ორ აქტს წარადგენს.
კერძოდ, კონგრესში ხელახლა წარადგენენ „მეგობარი აქტს“. ასევე ცნობილი გახდა, რომ კონგრესში წარადგენენ „ქართული კოშმარის არაღიარების აქტს“.
ამის შესახებ 3 იანვარს, კონგრესში ჟურნალისტებთან შეხვედრისას, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა და დემოკრატმა კონგრესმენი სტივ კოენმა განაცხადეს.
ჯერჯერობით უცნობია რას მოიცავს „ქართული კოშ
ნინო კაციაშვილი წერს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან, 18-წლიანი მუშაობის შემდეგ, პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.
კაციაშვილმა „პუბლიკას” უთხრა, რომ ის ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატში ხელშეკრულებით იყო დასაქმებული, რომელსაც ვადა 31 დეკემბერს გაუვიდა და რომელიც არ გაუგრძელეს.
„აღარ ხართ საჭიროო”. – ამბობს ნინო.
ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაზე 1 იანვარს დაწერა ვაკო მაისურაძემ, რომელიც ცესკოს თავმჯდომარის მრჩევლის პოზიციას იკავებდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოდან აძევებს უცხო ქვეყნის 25 მოქალაქეს, რომლებიც საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ.
უწყების ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტმა ნოემბერ-დეკემბრის თვეებში სხვადასხვა ქვეყნის 91 მოქალაქე ქვეყნიდან გააძევა. მათგან 25 მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში და „სასამართლოს მიერ შეეფარდათ სხვადასხვა ადმინისტრაციული სახდელები”.
შსს-ის თანახმად, მათგან 10-მა საქართველო უკვე დატოვა.
პუბლიკა