აშშ-ს ჰელსინკის კომისია პლატფორმა X-ზე საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ამერიკა ქართველი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებებს მხარს უჭერს.
MEGOBARI აქტის“ ინიციატორი აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატის წევრი – რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია.
„MEGOBARI აქტის“ თანახმად, ერთი მხრივ, პასუხი უნდა აგონ იმ პირებმა, რომლებიც საქართველოში „რუსული სტილის უცხო ქვეყნის აგენტების კანონის მიღებაზე ან შესაძლო ამოქმედებაზე არიან პასუხისმ
„თბილისობა“ წელს 5-6 ოქტომბერს გაიმართება. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ღონისძიებები ორბელიანების მოედანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე რიყის პარკში გაიმართება.
„თბილისობა 2024-ის“ შესახებ დამატებითი ინფორმაცია და დეტალური პროგრამა მიმდინარე კვირას გახდება ცნობილი.
იპნ
მათთვის, ვინც ამბობს, რომ ევროკავშირის გაფართოების ბოლო ანგარიში საქართველოს „პროგრესს აჩვენებს“, გულწრფელად გირჩევთ - ვარდისფერი სათვალე მოიხსენით, - ამის შესახებ საქართველოში ლიეტუვის ელჩი, დარიუს ვიტკაუსკასი X-ის პირად გვერდზე წერს.
მისი თქმით, პროგრესი არ არის.
„მათთვის, ვინც ამბობს, რომ ევროკავშირის გაფართოების ბოლო ანგარიში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე „პროგრესს აჩვენებს“, გულწრფელად გირჩევთ - „ვარდისფერი სათვალე მოიხსენით, როდესაც მას [ანგარიშს] კითხულობთ“. პროგრ
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს განცხადებას გააკეთებს. პრეზიდენტის ბრიფინგი ორბელიანების სასახლეში 20:00 საათზეა დაგეგმილი.
ბრიფინგის თემა უცნობია.
იპნ
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განსაზღვრა 14 დეკემბერს ჩანიშნული პრეზიდენტის არჩევნების ღონისძიებების გრაფიკი და კოლეგიის კვოტები.
ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის განმარტებით, არაუგვიანეს 5 დეკმებრისა საარჩევნო კოლეგიის არანაკლებ 30-მა წევრმა უნდა წარადგინოს პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელიც არაუგვიანეს 8 დეკემბრისა გატარდება რეგისტრაციაში.
პარლამენტმა, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესმა საბჭოებმა არჩევნების თარიღის დანიშვნიდან ორი დღის ვადაში, არაუგვიანეს 28 ნოემბრი
კომპანია Twitter Inc.-ის ხელმძღვანელობამ თანამშრომლებს ელექტრონული ფოსტით შეატყობინა, რომ პერსონალის შემცირება იწყება. ამის შესახებ წერენ სააგენტოები AFP, Reuters-ი და Bloomberg-ი.
სოციალური ქსელის, Twitter-ის მფლობელი კომპანიის თანამშრომლებს აცნობეს, რომ დღეს, 4 ნოემბერს, აშშ-ში სამუშაო დღის დაწყების შემდეგ მიიღებენ ელექტრონულ წერილებს, სადაც მითითებული იქნება, რჩებიან თუ არა კომპანიაში სამუშაოდ. თანამშრომლები გააფრთხილეს, რომ 4 ნოემბერს არ მივიდნენ ოფისებში, რომლებიც დროებით დაკეტილია.
უკრაინისთვის ნატოს დახმარება 100 მილიარდ ევროზე მეტს შეადგენს. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ჰელსინკში SAMAK-ის ჩრდილოეთის სამიტზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
“ნატოს მოკავშირეები ერთად უკრაინას 100 მილიარდ ევროზე მეტს აწვდიან. ახლა სწრაფად უნდა შევასრულოთ ჩვენი ვალდებულებები, რომლებიც წვრთნისა და მძიმე იარაღის მიწოდების მხრივ ავიღეთ. საკვანძო შესაძლებლობები უკრაინაში იქამდე უნდა ჩავიდეს, სანამ რუსეთი ინიციატივის ხელში აღებას შეძლებს”, - თქვა სტოლტენბერგმა.
მადრიდის საქალაქო ელექტროველოსიპედები, BiciMad უფასო გახდა. ცვლილება ძალაში 7 მარტიდან შევიდა და 31 მაისამდე იმოქმედებს. ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს.
ველოსიპედით უფასო მგზავრობა დღეში შეუზღუდავი რაოდენობით არის შესაძლებელი. ერთადერთი შეზღუდვა ის არის, რომ მგზავრობის საერთო დრო 30 წუთს არ უნდა აღემატებოდეს.
მადრიდში სულ 7,5 ათასი ახალი ელექტროველოსიპედი და 611 სადგური მუშაობს.
მადრიდის მერია იმედოვნებს, რომ მოსახლეობა ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტს ავტომობილებ
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ეხმაურება ცალკეული ტელევიზიების მხრიდან გავრცელებულ ინფორმაციას, ჯერ კიდევ საპარლამენტო განხილვების ეტაპზე მყოფი, თავდაცვის ახალი კოდექსის პროექტის შესახებ.
თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, აღნიშნული შეიცავს დეზინფორმაციას და ზოგადად, კოდექსის პროექტის დისკრედიტაციის მცდელობას.
„კერძოდ, საქმე ეხება განხილვების პროცესში შეცვლილ რამდენიმე მუხლს. ერთ-ერთი მათგანი ითვალისწინებდა გარკვეული ოდენობის თანხის (10 ათასი ლარი) გადახდის სანაცვლოდ წვევამდელთა ეროვ
საქართველოს მოქალაქეებმა ალმათიში ინტერნეტ-თაღლითების „ქოლ-ცენტრი" მოაწყვეს, დაკავებულია საქართველოს 24 მოქალაქე, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ყაზახეთის ქალაქ ალმათიში კიბერდანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოების დროს, ინტერნეტ თაღლითების „ქოლ-ცენტრი" გამოავლინეს და ოპერაციის დროს საქართველოს მოქალაქეების 24 - კაციანი ჯგუფი დააკავეს.
მათივე ინფორმაციით, გარდა ამისა, დედაქალაქ ასტანაში, კიბერდანაშაულის დეპარტამენტის თ
ქოლ-ცენტრების საგამოძიებო კომისიაზე ხელისუფლების ნარატივი მაგონებს “ქურდს ქუდი ეწვის”, - აცხადებს პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრისვილი.
მისი თქმით, კომისიის მიზანი არ არის მიმდინარე გამოძიების რევიზია. კომისიის მიზანია, გამოავლინოს სახელმწიფო ორგანოების ან თანამდებობის პირების კანონსაწინააღმდეგო ქმედება და დასკვნა გაუგზავნოს საგამოძიებო უწყებას რეაგირებისთვის.
"გადაშალეთ კონსტიტუცია და რეგლამენტი) არანაირი მიმდინარე საქმის მასალების გახმაურებას არ ითვალი
"ოცნებაში" ზოგადად ბატონ-ყმური წყობაა, სადაც ბატონი არის ივანიშვილი, დანარჩენები არიან ყმები, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ გადაცემაში "პირველი ხაზი" განაცხადა.
მისივე თქმით, მმართველი პარტია "პატრონის" გადაწყვეტილებების შემსრულებელია.
"რასაც პატრონი გადაწყვეტს, ყმებიც ამ გადაწყვეტილების შემსრულებლები არიან. გავიხსენოთ მარტის მოვლენები, სადაც პირდაპირ ეუბნებოდნენ ხელისუფლებას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, რომ ამ კანონის მიღება იყო დ
ფაქტობრივად დავასრულეთ სტიქიის ეპიცენტრში მუშაობა, გადამოწმება , - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.
თემურ ღებრიშვილის თქმით, ხვალისთვის იგეგმება მდინარის კალაპოტში მძიმე ტექნიკის შეყვანა.
„აქტიურად მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება ამ წუთებშიც. სტიქიის ეპიცენტრში ფაქტობრივად ჩვენ მთელი ტერიტორია გვაქვს შემოწმებული, დარჩენილია რამდენიმე ასეული კვადრატული მეტრი. ხვალისთვის ვგეგმავთ უკვე მდინარის კალაპოტში მძიმე ტექნიკის
ბოლო ვიზიტების შედეგად უკრაინა თვითმფრინავებს, დამატებით ჯავშანტექნიკას მიიღებს და საჰაერო თავდაცვას გააძლიერებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„მოკლე ანგარიში ბოლო დღეების ჩვენი აქტიურობის შესახებ. ოთხი ვიზიტი: შვედეთი, ნიდერლანდები, დანია, საბერძნეთი. სამიტი უკრაინა-ბალკანეთი. სამიტის ფარგლებში მოლაპარაკებები ბულგარეთთან, სერბეთთან, ხორვატიასთან, მონტენეგროსთან, ჩრდილოეთ მაკედონიასთან, მოლდოვასთან, ევროკომისიის პრეზიდენტთან. სახლში ახალ
ის, რაც დღეს კობახიძემ ჩაატარა, სერიოზულად არ მიმაჩნია - სასამართლო სხდომის მიმდინარეობის დროს მის მიერ წარმოდგენილი ყველა არგუმენტი გაცამტვერდა, როგორც ჩანს ამან მასზე ფსიქოლოგიურად იმოქმედა, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელმა, მაია კოპალეიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მამუკა მდინარაძის კომენტარს, რომლის მიხედვითაც, ირაკლი კობახიძემ იხუმრა, როცა თქვა, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონ
მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ხელისუფლებას და ხალხს ჩვენს გვერდით დგომისთვის, - ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი აცხადებს.
როგორც ელჩი აღნიშნავს, ისრაელი ყველაფერს გააკეთებს თავისი მოქალაქეების დასაცავად.
„მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის, რომელიც პოსტს აქვეყნებს ან პირად შეტყობინებას აგზავნის და ისრაელზე ფიქრს ერთი წუთი მაინც დაუთმო. დღეს ისრაელის მოსახლეობა საშინელი დილის მომსწრე გახდა. ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ ისრაელის მოქალაქეებზე ფართომასშტაბი
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ეხმაურება თბილისში, რუსთაველის გამზირის დაანონსებულ რეაბილიტაციას და აცხადებს, რომ ამ გზით ხელისუფლება თავიდან ირიდებს დემონსტრაციებს. ამის შესახებ მან X-ზე (ყოფილ ტვიტერზე) დაწერა.
“(რუსთაველის ქუჩის დაკეტვა 2024 წლის არჩევნებისთვის) და ამით მასობრივი დემონსტრაციების თავიდან აცილება არის პრობლემასთან გამკლავების ტიპური საბჭოთა სტილი”, — წერს ის.
თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავარი გამზირის, რუსთაველის რეაბილიტაცია
პოლონეთის პარლამენტმა 11 დეკემბერს პრემიერ-მინისტრის პოსტზე მხარი დაუჭირა დონალდ ტუსკის კანდიდატურას. მანამდე ამ თანამდებობას მათეუშ მორავეცკი იკავებდა, რომლის პარტიამ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ვეღარ შეძლო უმრავლესობის დაკომპლექტება.
ინფორმაციას ამის შესახებ საერთაშორისო მედია ავრცელებს.
ორშაბათს ტუსკის კანდიდატურას პარლამენტში 248 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 201 კი წინააღმდეგი იყო.
პოლონეთის სამოქალაქო პლატფორმის პარტიის ლიდერი დონალდ ტუსკი გამოდის სიტყვით მას შემდეგ რაც
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი დღეს ისრაელში ჩავა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, ოსტინი მიიღებს განახლებულ ინფორმაცის იმის შესახებ, თუ როგორ აფასებენ ისრაელის თავდაცვის ძალები, ომის კაბინეტი და თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი ღაზის სექტორში მიმდინარე ოპერაციის ამჟამინდელ ფაზას.
პენტაგონის სპიკერმა გენერალ-მაიორმა პეტ რაიდერმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ისრაელელ მაღალჩინოსნებთან შეხვედრებს ლოიდ ოსტინთან ერთად გაერთიანებული შტაბის უფროსი, ჩარლზ კვინტონ ბრაუნ
აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ პარლამენტს [დე ფაქტო] წარუდგინა კანონი „არაკომერციული ორგანიზაციებისა და უცხოური აგენტის ფუნქციების შემსრულებელი ფიზიკური პირების შესახებ“. ინფორმაცია დე-ფაქტო პრეზიდენტის ვებ-გვერდზე განთავსდა.
კანონპროექტის თანახმად, არასამეწარმერო ორგანიზაციები შესაძლოა აღიარებული იქნეს უცხოური აგენტების ფუნქციის შემსრულებლად, თუ ისინი იღებენ ფულს და (ან) სხვა ქონებას კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრული უცხოური წყაროებიდან და მონაწილეობენ დე-ფაქტო
ფოტო ჯგუფიდან „თბილისური ფოლორცი“/ტიმოთე მერქელი
თბილისში, ზაარბრიუკენის მოედანზე 9 თებერვალს ახალი ინსტალაცია დაიდგა.
„დროის ნაწნავები“ გიორგი ხანიაშვილის პროექტია და ის დედაქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში „თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდის“ პროექტის ფარგლებში, წელიწადზე მეტი ხნით განთავსდა.
„დროის ნაწნავები“ წარმოადგენს სამ მეტრამდე სიმაღლის ყვითელი ტუფის ქვაში გამოთლილ მონოლითურ ქანდაკებას. ქანდაკება გამოსახავს ქალის ფიგურას, რომელსაც თმები ტანზე აქვ
სამოქალაქო საზოგადოება ევროკომისარს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებისა საკითხებში ოლივერ ვარჰეის თხოვნით მიმართავს, განიხილოს საქართველოს მიერ რეკომენდაციების შესრულების შესახებ შუალედური შეფასების მომზადების შესაძლებლობა.
ორგანიზაციების თქმით, ეს მნიშვნელოვნად დაეხმარება ხელისუფლების ანგარიშვალდებულების ხარისხის გაზრდას, რეფორმების გამჭვირვალობასა და ინკლუზიურობას.
„2023 წლის დეკემბერში ევროკავშირმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ეს უმნიშ
ილია ღუდუშაურმა და ირაკლი მხეიძემ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობები დატოვეს.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით მინისტრის პირველ მოადგილედ თამარ გაბუნია დაინიშნა, რომელიც აქამდე ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობას ასრულებდა.
მიხეილ სარჯველაძე ჯანდაცვის მინისტრად 11 მარტს დაინიშნა. სარჯველაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.
პუბლიკა
„საქართველომ, ერთ დროს ლიდერმა ქვეყანამ, ანტიკორუფციული რეფორმების მიმართულებით რეგიონში - უარი თქვა ანტი-კორუფციული ღონისძიებების მონიტორინგისა და შეფასების მე-5 რაუნდში მონაწილეობაზე. ეთგო (OECD) მოუწოდებს საქართველოს, შეცვალოს ეს გადაწყვეტილება და შეუერთდეს მონიტორინგის პროგრამას, რათა მოახდინოს კორუფციის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა“
_ ეს არის ციტატა, OECD -ის პრეს რელიზიდან, რომელსაც საქართელოში უნდა შეეფასებინა ანტი-კორუფციული ღონისძიებების ეფექტიანობა, მათ შ