საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი „ვარდების რევოლუციის“ 19 წლისთავს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
მერაბიშვილი აღნიშნავს, რომ „ახლაც ისე გაიმარჯვებენ, როგორც მაშინ!“
„23 ნოემბერი, 2003. ახლაც ზუსტად ისევე გავიმარჯვებთ, როგორც მაშინ“, - წერს მერაბიშვილი.
შეგახსენებთ, „ვარდების რევოლუციიდან“ 19 წელი გავიდა. რევოლუციის მე-19 წლისთავთან დაკავშირებით თბილისსა და ბათუმში აქციები გაიმართება.
სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, თბილისის მერია დღეიდან განცხადებების მიღებას იწყებს.
როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, დაფინანსება ეხება რამდენიმე კატეგორიას: სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე სტუდენტებს; მრავალშვილიანი ოჯახის წევრ სტუდენტებს; შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებს.
მისივე თქმით, აღნიშნულ სამ კატეგორიას სწავლა სამივე ა
საფრანგეთი უკრაინას დამატებით 12 თვითმავალ ჰაუბიცა „სეზარს“ გადასცემს. ამის შესახებ განცხადება საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, სებასტიან ლეკორნიუმ გააკეთა.
მანამდე საფრანგეთმა უკრაინას 18 მსგავსი ჰაუბიცი გადასცა.
როგორც საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა უკრაინელ კოლეგასთან, ალექსეი რეზნიკოვთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დამატებით შეიარაღებას უკრაინაში უახლოეს კვირებში ჩაიტანენ. „სეზარი“ 155-მილიმეტრიანი კალიბრის მქონე თვითმავალი ჰაუბიცაა, რომელიც 40 კილომეტრის მანძილზე
რუსეთს სურს სუსტი და მასზე დამოკიდებული პარტნიორები - არასწორია ვიფიქროთ, რომ საქართველო რუსეთზე არის დამოკიდებული, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. ის ამგვარად გამოეხმაურა იმ რიტორიკას, რომელიც უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში რუსმა მაღალჩინოსნებმა, კონკრეტულად კი საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განავითარეს.
კელი დეგნანის შეფასებით, ლავროვი დიდი ხანია ნდობით აღარ სარგებლობს
აშშ-ი ლეგიტიმურ სამიზნედ მიიჩნევს იმ სამხედრო ობიექტებს, რომლებიც რუსეთს აქვს განლაგებული ყირიმში და მხარს უჭერს უკრაინის მიერ მათზე მიტანილ იერიშებს, - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა.
ნულანდის თანახმად, ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთმა ნახევარკუნძული თავის სამხედრო პლაცდარმად გადააქცია, განლაგებული აქვს მასზე საბრძოლო ტექნიკა, შეიარაღების ბაზები და მართვის ცენტრები, რომლებიც ემუქრებიან და შემდგომშიც დაემუქრებიან უკრაინის უსაფრთხოებას მანამ, სანამ ისინი იქ ია
დღეს, 2 აპრილს თბილისში ქალთა სოლიდარობის მარში გაიმართა.
მსვლელობა აღმაშენებლის გამზირიდან დაიწყო.
„ნდობა ქალებს, უნდობლობა მოძალადეს“, „სოლიდარობა ქალებს, თანასწორობა ქალებს, ძალაუფლება ქალებს, თავისუფლება ქალებს, სამართალი ქალებს“ – ასეთი იყო მარშის ძირითადი გზავნილები.
მსვლელობაში მონაწილეობის მისაღებად ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის წინ შეიკრიბნენ ქალები, უფლებადამცველები, აქტივისტები, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, ასევე სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სამოქალაქო საზ
„ოცნების" მიერ ცესკო-სთან დაკავშირებით დაგეგმილი ცვლილებები ნათლად აჩვენებს, რომ ხელისუფლება, რომლის მიმართ ნდობა დღესვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, უკვე ემზადება 2024 წლის არჩევნების გასაყალბებლად, - ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე პარტია "საქართველოსთვის" წევრმა და დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
"საქართველოსთვის" წევრები პრეზიდენტს მოუწოდებენ ცესკოსთან დაკავშირებულ ცვლილებებს ვეტო დაადოს, ხოლო საერთაშორისო პარტნიორებს და ადგილობრივ ორგანიზაციებს მიმართავენ, გააძლიერონ ძალ
21 წლის ლაშა ჟღენტის საქმეზე, რომელიც პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს, სპეციალური საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს.
სამსახურში ამბობენ, რომ სურთ საზოგადოებას მიმდინარე გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ მიაწოდონ ინფორმაცია.
„2023 წლის 21 ივლისს, ლაშა ჟღენტის დედის, მოქალაქე ხათუნა გამცემლიძის შეტყობინების საფუძველზე, რომელიც პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან მისი შვილების მიმართ უკანონო ქმედებების განხორციელებას ეხებოდა, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, გამოძიება სამსახურ
უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება რუსეთისთვის უსაფრთხოება გახდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხრეთ ამერიკულ მედიასაშუალებებთან ინტერვიუში განაცხადა.
“იქ, სადაც ნატოა - იქ ომი არ არის. და ყველა ქვეყანა ნატოში შედიოდა იმიტომ, რომ ეშინოდათ, რომ საბჭოთა კავშირი ფეხებით, ხელებით და პუტინის ცდუნებით უკან დაბრუნდებოდა. ნატო უკრაინისთვის - ეს შეტევითი მისია არ არის, არასდროს არსად არ შეგვიტევია. ყველგან, სადაც ვუტევთ, ეს ჩვენი ტერიტორიაა, მას აღვადგენთ, არ ვუტევთ, ამას რუს
შაქრიანი დიაბეტის ტიპი 1 დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის (CGM) უახლესი სისტემებისა და მათ გამოსაყენებლად, მობილური ტელეფონების უფასოდ გაცემა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, კომპანია Medtronic-ის უახლესი, მე-4 თაობის მოწყობილობა - Guardian 4 მონაცემების ასახვისათვის კალიბრაციას არ ითხოვს.
„ეს არის დიაბეტის კონტროლის თანამედროვე ტექნოლოგია. როგორც მე-3, ისე მე-4 თაობის მოწყობილობა მუდმივ რეჟიმში ზომავს გ
მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის რიკოთზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი უქმდება. მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის კი გადაადგილების სპეციალური რეჟიმი რჩება ძალაში, თუმცა იზრდება 4 საათით. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
"იმის გათვალისწინებით, რომ რიკოთის საუღელტეხილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის ინტენსივობა საგრძნობლად შემცირდა, დასრულდა აღნიშნული გზის 149-ზე კმ-ზე ფერდის სტაბილიზაციის საპროექტო სამუშაოები და დაიწყო მო
„დავით ხიდაშელი საქართველოს სამონადირეო მეურნეობის ბიზნესიდან გადის”, – ამის შესახებ კომპანიის განცხადება „პუბლიკას” მან თავად მიაწოდა.
რაჭის მოსახლეობა, მათი მხარდამჭერები და მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ დავით ხიდაშელისთვის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში 97 000 ჰექტარ ტყეზე 49-წლიანი ლიცენზიის გაუქმებას მოითხოვს.
მოძრაობის განცხადებით, ლიცენცია გაიცა კანონით გათვალისწინებული ეტაპის – მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფის გარეშე, რაც ლიცენზიის შეწყვეტის საფუძველი
შალვა კერესელიძის კითხვა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, გიორგი ამილახვარს.
“სკოლების რეაბილიტაციის პროგრამისთვის, რომელიც საქართველოს მასშტაბით არის დაწყებული, რა კრიტერიუმებით არჩევთ სარეაბილიტაციო სკოლებს?
გაქვთ თუ არა გეგმა-გრაფიკი წლების მიხედვით რაიონულ ჭრილში, სოფლების ჭრილში როდის და რომელი სკოლა უნდა გაკეთდეს?
იქნებ გვითხრათ, როდის რეაბილიტირდება სოფელ ნიჩბისის სკოლა, რომელიც მრავალი წელია იგეგმება?
არის თუ არა გეგმაში თიანეთში, სოფელ ბოჭორმაში დ
ლატვიის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის და ამჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის სამსახურებრივი საჭიროებისთვის კერძო თვითმფრინავების დაქირავების საქმეზე გამოძიება დაიწყო.
კერძოდ, მიმდინარე კვირაში ცნობილი გახდა, რომ ლატვიის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი კრიშიანის კარინშსი სპეციალური რეისებით სულ მცირე ორჯერ უფრო ხშირად დაფრინავდა, ვიდრე ეს მანამდე იყო ცნობილი.
როგორც ლატვიური მედია წერს, საუბარია კრიშიანის კარინშსის ფრენებზე, რომლებიც მან ევროკავშირის სახელმწი
"ჩვენ ვზეიმობთ საქართველოს მოსახლეობასთან ერთად, ჩვენ მივესალმებით ამ უნიკალურ და უმნიშვნელოვანეს მიღწევას, რომელშიც ყველა ჩვენგანმა მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანეთ, მათ შორის კეთილსინდისიერმა საჯარო მოხელეებმა, რომლებიც ბოლო 10 წლის განმავლობაში მთელი თავისი დღის წესრიგით აი ამ მიზანს ემსახურებოდნენ."
ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
410111878_1514064509389269_322939257071884043_n.mp4
საბურთალოს რაიონში კიდევ ერთი ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება. 18 დეკემბრიდან ადამ მიცკევიჩის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
საბურთალოს რაიონის გამგეობის დაკვეთით მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში უკვე მოეწყო ტროტუარები, პანდუსები და სანიაღვრე ქსელი; მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდა საჰაერო ელექტროსადენები და სრულად მოწესრიგდა ბუნებრივი აირის დაზიანებული მიწისქვეშა ქსელი.
„ამ ეტაპისათვის, 7800 კვ. მ გზის სავალ ნ
„თბილისელებმა უკვე იციან, რომ გახარიას გუნდი - პარტია „საქართველოსთვის“ სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში მოსახლეობას ახალი მეტროსადგურების დამატებას სთავაზობს, მათ შორის, მეტროს გაფართოებას დიდი დიღმის, ვარკეთილის, ლილოსა და გლდანის მიმართულებით, ასევე რუსთავი-თბილისის დაკავშირებას მიწისზედა მეტროთი.
10 დღიანი სიჩუმის შემდეგ, „ოცნების“ ხელისუფლებამ თბილისის მოსახლეობას მეტროსადგურების გაფართოებაზე უარი უთხრა, რაც ჩვენი გუნდისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან დღევანდელი „ოცნების“ მმარ
სახალხო დამცველის 2023 წლის საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ წლიურ საპარლამენტო ანგარიშში გაანალიზებულია მოსწავლის სტატუსის შეჩერების სტატისტიკა.
ომბუდსმენი ეყრდნობა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც 2023 წელს სტატუსი შეუჩერდა 10430 მოსწავლეს. აქედან 1598 მოსწავლეს სტატუსი შეუჩერდა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების საფუძვლით.
როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, სწა
მინდა ჩვენს ემიგრანტებზე და მათ მიმართ „ოცნების“ დამოკიდებულებაზე ვისაუბრო.
მსურს რამდენიმე ციფრი მოგიყვანოთ: 2023 წელს 4.1 მილიარდი აშშ დოლარი, 2022 წელს 4.3 მილიარდი აშშ დოლარი, 2021 წელს 2.3 მილიარდი აშშ დოლარი, მეტს არ გავაგრძელებ. მეგობრებო თუ იცით ეს რა რიცხვებია? ეს ის თანხებია რასაც ბოლო წლებია ჩვენი ემიგრანტები ყოველწლიურად რიცხავენ საქართველოში. რომ იცოდეთ ამ ძალიან დიდ რიცხვებს ასევე ყოველწლიურად რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი ემატება როგორც ფულადი გზავნილები, რომლებიც არ ირიცხ
"ოცნების" საგარეო ვექტორის შესახებ კითხვის ნიშნები აღარ არსებობს" - ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია "ტვ პირველის" ეთერში ამბობს, რომ ივანიშვილის გუნდი "რუსეთის ინტერესებში მოქმედებს".
გიორგი გახარიამ "პოლიტიკური ამბების" ეთერში თქვა, რომ რუსული კანონის მიღებით საქართველოს მთავრობა ქვეყანას ევროკავშირს აშორებს.
"ხელისუფლება მთელ მსოფლიოს ეუბნება, რომ ჩვენი ადგილი არის ავტორიტარული რეჟიმების გვერდით", - ამბობს გახარია და იქვე დასძენს, რომ კანონპროექტის ხელახლა დაინიცირებით ივანიშ
POLITICO-ს ცნობით, ევროკავშირი მზადაა, ივნისში დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინასთან, ევროკავშირში მისი გაწევრების შესახებ.
გამოცემის ინფორმაციით, ევროკავშირის ხელმძღვანელობა დაბეჯითებით მოითხოვს, 25 ივნისიდან დაიწყოს ოფიციალური მოლაპარაკება. უკრაინელი და ევროპელი დიპლომატები აქტიურად მუშაობენ „კულისებში“ და ცდილობენ უნგრეთის დარწმუნებას.
POLITICO-ს ცნობით, უკრაინა და მისი მხარდამჭერები ევროკავშირში ითხოვენ კიევსა და ბრიუსელს შორის მთავრობათაშორისი კონფერენციის ჩატარებას მანამ, სანამ პირვ
ტელეკომპანია „იმედი“ ჟურნალისტმა, თიკო ფეიქრიშვილმა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია „მედიაჩეკერს“ თავად დაუდასტურა.
„მედიაჩეკერის“ მასალაში არაფერია ნათქვამი არხის დატოვების მიზეზზე.
თიკო ფეიქრიშვილს „იმედზე“ შუადღის გადაცემა „იმედის დღე“ მიჰყავდა.
ეს გადაცემა თიკო ფეიქრიშვილამდე დატოვეს სხვა წამყვანმაც, ეკა ამირეჯიბმა.
მასთან ერთად არხზე დილის გადაცემა „იმედის დილა“ დატოვეს ზურაბ ბალანჩივაძემ და ნათია ორველაშვილმა.
„იმედის“ დატოვების შესახებ გუშინ განაცხადა „ქრონიკის“ ჟ
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი ტრამპზე თავდასხმის შესახებ ირაკლი კობახიძის კომენტარს გამოეხმაურა. კობახიძემ დაწერა, რომ „გლობალური ომის პარტია მეთოდებს არ ცვლის“.
„არც კი ვიცი ეს რას ნიშნავს. სამართალდამცავმა ორგანოებმა ამ გამოძიების შესახებ ისაუბრეს, იმის შესახებ რაც იციან და რაც არ იციან. როგორც მე მესმის, ისინი ამ გამოძიების შედეგების გამოქვეყნებას იქამდე გააგრძელებენ, სანამ გაგრძელდება. ისევე, როგორც პრეზიდენტმა ოვალურ კაბინეტში სიტყვით გამოსვლისას სთხოვა ამერიკულ საზ
ბუდუ ზივზივაძემ სეზონი შესანიშნავად დაიწყო - ქართველმა ფორვარდმა სეზონის პირველივე მატჩში 3 გოლის გატანა შეძლო და 0:2-დან კარლსრუეს ნიურნბერგთან 3:2 მოაგებინა.
აღსანიშვნავია, რომ ზივზივაძემ ბუნდესლიგა 2-ში უკვე 16 გოლი გაიტანა და კობიაშვილის რეკორდი მოხსნა.
მთავარი არხი.
2018 წელს ევროკავშირმა რუსეთის აგრესიის შედეგად დაზარალებულ ორ ქვეყანაში – საქართველოსა და უკრაინაში ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის პროგრამა წამოიწყო.
იგი სამი წლის განმავლობაში გრძელდებოდა, ბიუჯეტმა კი 1 580 000 ევრო შეადგინა.
პროგრამის სამიზნე აუდიტორია იყო კონფლიქტის ზონასთან ახლოს მდებარე რეგიონები – კონკრეტულად კი შიდა ქართლში, სამეგრელოში და უკრაინის დონეცკის ოლქში მცხოვრები ადამიანები.
ერთ-ერთი, ვინც ამ პროგრამით ისარგებლა, ირინა ყორშიაა. იგი პროგრამის