1-ელი იანვრიდან უკრაინის ტერიტორიაზე „დრუჟბას“ ნავთობსადენით რუსული ნავთობის ტრანზიტი შეწყდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.
„გარდა გაზისა, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან მუშაობას „დრუჟბას“ ნავთობსადენიც შეწყვეტს“, - განაცხადა მან.
პოდოლიაკის თქმით, ევროპის ზოგიერთი ქვეყანა - სლოვაკეთი, ჩეხეთი და უნგრეთი -რუსულ ნავთობს ამ ნავთობსადენით ღებულობს, მაგრამ ევროკავშირის რეზოლუციის თანახმად, ამ ქვეყნებმა ნავთობის მიწოდების დივერ
დღეს მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ, ჩეხეთის ნაკრებთან 4:1 მოგება, ჩემი აზრით, დადებითია, - ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩის მოგების შემდეგ განაცხადა.
როგორც კვარაცხელიამ განაცხადა, საქართველოს ნაკრები ალბანეთთან თამაშის მოგებასაც შეეცდება.
„რაც დღეს, ბიჭებმა აჩვენეს, ერთ-ერთი საუკეთესო პერფორმანსი იყო... ვილიმ [სანიოლი] ტაქტიკურად მოგვცა ის დავალებები, რომელიც უნდა გაგვეკეთებინა და ჩვენც შევასრულეთ. ვფიქრობ, პირველ ტაიმში ჩვენი მიზანი შევასრულეთ, დ
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „მაიმუნის ყვავილის“ პირველი ვაქცინა დაამტკიცა.
როგორც მედიასაშუალებები წერენ, ეს დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილი პირველი ოფიციალურად დამტკიცებული პრეპარატია.
პრეპარატი დამტკიცებულია 18 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის, როგორც ორდოზიანი ვაქცინა. თუმცა, ჯანმოს განცხადებით, ის ასევე შეიძლება გამოიყენონ ორსულებმა და არასრულწლოვნებმა.
ჯანმო ასევე რეკომენდაციას უწევს ერთჯერადი დოზის გამოყენებას იმ შემთხვევებში, როდესაც მიწოდება შეზღუდულია, მ
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 17 ოქტომბრის ევროპული საბჭოს სამიტზე დაპატიჟა.
ამის შესახებ მიშელი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
“პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხუთშაბათს, 17 ოქტომბერს, ევროპული საბჭოს სამიტზე დავპატიჟე, რათა შევაფასოთ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ბოლო განვითარებები და წარადგინოს თავისი გამარჯვების გეგმა”, - წერს მიშელი.
იპნ
ეს არჩევნები არის არალეგიტიმური, რადგან “ოცნებამ” გამოიყენა ყველა მეთოდი, რომ მიეტაცებინა ჩვენი მოქალაქეების არჩევანი.
ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1977623932747370
„გახარია საქართველოსთვის“ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დაკავებას ეხმაურება.
პარტია მხნეობას უსურვებს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს და აცხადებს, რომ „ყველა პოლიტპატიმარი მალე იქნება თავისუფალი“.
“მხნეობას ვუსურვებთ ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს და მის ოჯახის წევრებს. “ოცნების” ყველა პოლიტპატიმარი მალე იქნება თავისუფალი“, -აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც პარტია „ფეისბუქზე“ ავრცელებს.
„კოალიცია ცვლილებისთვის" წევრს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 2
დამთავრდა მაისი! ხელისუფლება უადგილო ადგილას ღელავს ხოლმე: „მაისამდე შევლენ“ ან „მაისამდე გამოაცხადებენ“ - არ ვმოქმედებთ ჩვენ ასე - საქართველოს XI მოწვევის პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ვამბობ, ჩვენ დღეს ბოიკოტში ვართ და არ შევდივართ, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საპარლამენტო მანდატების გამოყენებაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, თუ ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით რაიმე შეიცვალა პარტია დამალვას არ აპირებს.
„დამთა
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ ირანული წარმოების „მოპედის“ დრონების მასიური თავდასხმის პრობლემა დაახლოებით ორ კვირაში მოგვარდება.
„ძალიან მალე უკრაინა მიიღებს რამდენიმე ასეულ დრონების საწინააღმდეგო სადგურს, მანამდე კი ჩვენ მათ ჩვეულებრივი საშუალებებით ჩამოვაგდებთ“, – განაცხადა არესტოვიჩმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი უახლოეს დღებში უკრაინას დრონების საწინააღმდეგო სისტემებს გადასცემს.
ლიკა გაბუნია - დღეს წყალტუბოში მქონდა გადაღება, წყვილს ვიღებდი, როცა ჯერ დედა მოვიდა 4 გოგოთი რომელთაც ერთნაირი კაბები ეცვათ.
გავიფიქრე რა ორიგინალურიათქო და თან ვხედავ როგორ ემატებიან ბაფთიანი ბიჭებიც, ისევ ერთნაირ ფერებში, მრავლდებიან და არ მთავრდებიან.
უმისამართოდ ვკითხულობ ეს ყველა თქვენია? და გაოცებას ვერ ვმალავ
ემოციური და მოულოდნელი იყო.
ძალიან საინტერესო და ამაღელვებელი.
ქუთაისელი დედა, 11 შვილით...
Lika Gabunia Photography
ოკუპირებულ ყირიმთან რუსეთის დამაკავშირებელ ქერჩის ხიდზე დაიწყეს იმ კამარების დემონტაჟი, რომლებიც მიმდინარე თვის დასაწყისში მომხდარი აფეთქებისა და ხანძრის შედეგად დაზიანდა.
როგორც რადიო თავისუფლების პროექტ "კრიმ რეალიის" კორესპონდენტი იუწყება, მძიმე ტექნიკის მუშაობა დაზიანებულ მონაკვეთზე ქერჩის სანაპიროდანაც ჩანს.
რუსეთის მიერ კონტროლირებადი ქერჩის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქერჩის ხიდზე მუშაობა დღე-ღამის განმავლობაში გრძელდება.
რუსეთის ვიცე-პრემიერმა, ოკუპირებული ყირიმის "კურატორ
დემონსტრანტებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის 28 ოქტომბერს კვლავ მოხდა შეტაკება ირანის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ქალაქ ზაჰედანში, სადაც უკვე რამდენიმე კვირაა გრძელდება არეულობა. ირანში ანტისამთავრობო დემონსტრაციებმა იფეთქა მას მერე, რაც გავრცელდა ცნობა, რომ 16 სექტემბერს გარდაიცვალა 22 წლის მაჰსა ამინი, რომელიც მორალის პოლიციამ ვითომ ჰიჯაბის არასწორი ტარების გამო დააპატიმრა.
ოთხი კვირის წინ ზაჰედანში შეტაკებების შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა. ოსლოში დაფუძნებული ჯგუფი Iran Human Rights-მა
სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანას პაციენტი იქ მიჰყავს, სადაც ადგილი იქნება - ქვეყანაში ბევრი ბავშვთა საავადმყოფოა, თუ ბავშვს რესპირაციული ვირუსის მწვავე ფორმა აქვს, ყველა კლინიკამ შეიძლება მიიღოს, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა, რითაც ბავშვთა კლინიკებში გადატვირთულობის პრობლემის შესახებ კითხვას უპასუხა.
როგორც ივანე ჩხაიძე განმარტავს, მისთვის “ცნობილი არ არის, თუ რამდენად აბრუნებენ კლი
მუნიციპალური ბიუჯეტის დაუმტკიცებლობა საკრებულოსთან ერთად მერის უფლებამოსილების შეწყვეტას აღარ გამოიწვევს.
პარლამენტში ინიცირებულია “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებების პროექტი, რომლის საფუძველზეც საკრებულოსა და მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტასთან, ასევე სახელმწიფო მმართველობის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები ახლებურად წესრიგდება.
კოდექსში ცვლილებები პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კახიშვილმა და მასთან ერთა
თურქეთში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის, მარიამ გოგიაშვილის ცხედარს სამშობლოში ხვალ გამთენიისას გადმოასვენებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს ამ დიდ ტრაგედიას. საკითხისადმი საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს გაცნობოთ, რომ აღნიშნული პრობლემის თაობაზე ინფორმაციის მიღებისთანავე თურქეთში საქართველოს საელჩო და ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულო, საქ
გერმანული კონცერნი მზად არის, უკრაინის ტერიტორიაზე ტანკების ქარხანა ააშენოს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.
საუბარია გერმანულ მანქანათმშენებელ კონცერნ Rheinmetall-ზე. კონცერნის ხელმძღვანელის, არმინ პაპერგერის თქმით, კონცერნი მზადყოფნას გამოთქვამს, უკრაინაში ქარხანა ააშენოს, რომელიც წელიწადში 400 Panther-ის ტიპის საბრძოლო ტანკს გამოუშვებს.
მისივე თქმით, ქარხნის მშენებლობა 200 მილიონი ევრო დაჯდება, ხოლო მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა ადვილადაა შესაძლებელი ანტის
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ „მილანთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ შეხვედრაში მიზანს ვერ მიაღწია (1:1) და გათამაშებას დაემშვიდობა. ამის მიუხედავად, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ავტორიტეტულმა საერთაშოროსო საფეხბურთო ანალიტიკურმა გვერდებმა მაინც ქართველი ფეხბურთელი დაასახელეს.
Whoscored-მა კვარაცხელიას 8.2 ქულა დაუწერა, როდესაც გამარჯვებული „მილანის“ შეტევის ლიდერის, რაფაელ ლეაოს თამაში 8.0 ქულით შეაფასა. რაც შეეხება მეორე საერთაშორისო გვერდს, Sofascore-ს, მან ქართველის გრაფაში
„ქართული ოცნების“ დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საჭიროებას ვერ ხედავს.
სარჯველაძის შეფასებით, ოპოზიციის ინიციატივა პოლიტიკურად ცხელი თემის შექმნას ისახავს მიზნად და არა კონკრეტულ საკითხზე ჭეშმარიტების დადგენას.
მისივე განცხადებით, მოსაზრება იმის თაობაზე, თითქოს არსებობს რაღაც გარემოებები, რის გამოც პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნა მიზანშეწონილია, დაუსაბუთებელი და არაარგუმენტირებულია.
„პარლამენტში საგამ
იმ კაცის (მარგველაშვილის) პრეზიდენტობა თავსმოხვეული შემთხვევითობა იყო, შესაბამისად არც სააკაშვილის ლობიზმში ფულის აღებაა მისგან გასაკვირი, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი, ბერდია სიჭინავა წერს.
მისივე თქმით, არავინ იცის, მის მდგომარეობაში, ვინ როგორ მოიქცევა.
"მის მსგავსად შემთხვევით სავარძლებზე მყოფები, კორუფციის ტალახში მოთხვრილები მაინც ნუ აკრიტიკებთ, მის მდგომარეობაში, როგორ მოიქცეოდით, ყველამ კარგად ვიცით.
ჩვენ ღამის ფრენის საშუალებები გვაქვს, შეძენილი გვაქვს, შეგვიძლია ვიფრინოთ, თუმცა არის ძალიან დიდი რისკი - ასე რომ ვთქვათ, თუ მართლა ადამიანის სიცოცხლეს არ ემუქრება იმ წამს რაღაცა, რომ პილოტებმა გარისკოს, არ არის მიზანშეწონილი და დაშვებული , - ასე გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური შოვში, სტიქიის ზონაში ღამით ვერტმფრენების ფრენის შეჩერებასთან დაკავშირებთ დასმულ კითხვას.
მისივე თქმით, ვერტმფრენის ფრენა მთებში რისკთან არის დაკავშირებული.
„რაც შეეხება რატომ არ დაფრინავ
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, უკრაინა ყირიმის ხიდზე რეგულარულ დარტყმებს მიიტანს.
მისივე განცხადებით, შეტევები ხიდზე გაგრძელდება და მისი განადგურებით დასრულდება.
„კითხვა იმაში კი არ არის, შევუტევთ თუ არ შევუტევთ ხიდს? ჩვენ ამას რეგულარულად ვაკეთებთ და ამიტომ ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. ეს მხოლოდ და მხოლოდ დროის საკითხია", - განაცხადა ბუდანოვმა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რა რეაქცია ექნება ამაზე რუსეთის პრე
კანდიდატის სტატუსი, ჩათვალეთ, რომ ამ ქვეყანამ მიიღო მაშინ, როდესაც ქართველმა ხალხმა „ოცნებას'' რუსულ კანონზე უკან დაახევინა. ვგულისხმობ მარტის აქციებს.
სტატუსზე ბევრად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყანა არ ჩამორჩეს შავი ზღვის ქვეყნებისთვის განსაზღვრულ ერთიან ევროინტეგრაციის პროცესს.
ჩვენ ვხედავთ, რომ სამწუხაროდ საქართველო - რომელიც ლიდერი ქვეყანა იყო ერთ დროს ასოცირებულ ტრიოში, დღეს ჩარმოჩენილია სხვა ქვეყნებს.
ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
"ვაკის პარკის ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა. ამ ერთ წელიწადში გამოჩნდა, რომ
1. კალა მერს მორალური პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების ნება და გამბედაობა არ აქვს.
2. პოლიტიკური პასუხიმგებლობის საკუთარ თავზე აღების ნება არ აქვს არა მხოლოდ კალა მერს, არამედ მმართველ პარტიასაც, რომლის კისერზეცაა ვაკის პარკის ტრაგედია, რადგან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბატონი კალაძე ამავე დროს სახელისუფლო პარტიის გენერალური მდივანია, იმ პარტიის, რომლის მმართველობის ბოლო სამ წელიწადში გვაქვს საგრძნო
პარტია "საქარტველოსთვის" პოლიტიკური მდივანი კახაბერ ქემოკლიძე ახლო აღმოსავლეთში ისრაელ-პალესტინას შორის მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებაზე:
387869365_333796972661631_1457776529060569442_n.mp4
თბილისში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. შემთხვევა გამთენიისას მოხდა.
არსებული ინფორმაციით, დაზარალებულს საკუთარ სახლში დაჭრეს, მას დაზიანებები მუცლის არეში აქვს.
გავრცელებული ცნობით, დაჭრილი პირი კოსტა სანიკიძეა, რომელსაც ამჟამად ოპერაცია უტარდება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული.
როგორც უწყებაში განმარტავენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდ
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 12-მეტრიანი ავტობუსები 18-მეტრიანი ახალი ავტობუსებით N301, N302, N308, N314 მარშრუტებზე ჩანაცვლდება.
როგორც კალაძემ აღნიშნა, 18- მეტრიან ავტობუსებს ქალაქში გადაადგილების პრობლემა არ ექნებათ.
„ბევრი კომენტარი იწერებოდა ამასთან დაკავშირებით, „რა 18- მეტრიანი ავტობუსები თბილისის ქუჩებში, როგორ შეიძლება 18 მეტრიანი ავტობუსი გადაადგილდებოდეს თავისი გაბარიტებიდან გამომდინარე, შეუძლებელი იქნებაო“. ყველა იმ მარშრუტზე, რომელზეც იქნება დანიშნული აღნიშ